შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო თავბრუსხვევა (თავი 9)


25-03-2017, 20:39
ავტორი TeJi
ნანახია 2 106

|ანამარია|
-ანნა როგორ ხარ? - მეკითხება გაფითრებული ლუკა, იქვე სკამში მჯდარ ნატაშკასაც ვაჩმნევ რომელიც სადაცაა ყბას გამარტყავს, ისე იცოხნება.
-უკეთესად, მადლობ (მე)
-აუუ მალე მორჩები სპეკტაკლს მე და ლუკას საქმე გვაქვს - ეშმაკურად იცინის ნატაშკა, ლუკას კი მთელი სხეული ეჭიმება და ისეთი თვალებით უყურებს... მოკლედ სად გავჩერდით?! აა ჰო. - პატარა ხარ თორემ გეტყოდი რა საქმეც, მაგიტო მიგატოვა გაგიმ ჰოო?
-ნატაა გეყოს! (ლუკა)
-რაა? კიდე მაგას იცავ? (ნატაშკა)
-დროზე აორთქლდი აქედან და აღარ დამენახო, მორჩა ყველაფერი! - ისე უღრიალა ლუკამ ნატაშკას, მე ავკანკალდი.
-ლუკაა.. - საუბარი წამოვიწყე მაგრამ ვინ გაცდის, მისტერ ,,ნახე ეხლა ნატაშკა როგორ ავაორთქლო’’-მ ისე შემომხედა გავჩუმდი.
-საყვარელო ამის გამო ანგრევ ჩვენს ურთიერთობას? (ნატაშკა)
-რა ურთიერთობას? - ირონიით გახედა ლუკამ. - აუ აღარ მიდიხარ შენ?
-ნაგვებოოო ვერ გიტანთ - წაიწიკვინა ნატამ და სასწრაფოდ გაგვეცალა.
-ესეც ასეე დავრჩით საყვარელო მე და შენ - ეშმაკური ღიმილით მოიწევს ჩემსკენ ლუკა, საწოლზე ნელა ამოდის და მეც ინსტიქტურად უკან ვიხევ მაგრამ კედელს ვეჯახები. ამაზე ტუჩის კუთხეს ტეხავს - რაიყო გეშინია ჩემი?
-რა სისულელეა, თუ შეიძლება გაიწიე ჰაერი არ მყოფნის - ვიმიზეზებ, ის კი უფრო ახლოს იწევა, მილიმეტრები აშორებს ჩემს ტუჩებამდე და ჰოი საოცრება კარი ცოტნემ შემოაღო.
-ვუაიმეე გვრიტებო ხელი შეგიშალეთ?? ;დდ (ცოტნე)
-რაში უნდა შეგეშალა ხელი?! - იკვირვებს ლუკა. - უბრალოდ ტუჩიდან სისხლი მოგდიოდა - ახლა ჩემსკენ ბრუნდება და მეუბნება.
-მოკლედ ამას ხომ ნორმალური კოცნა ვერ ვასწავლე რაა - ჩემი თავის მიკვირს ამ სიტყვებს რომ ვამბობ და ვაკვირდები მისი უკუნთესობის რეაქციას. ისეთი სახე მიიღო ცოტაც და გადავბჟირდებოდი, რაო მიგვეყინა ქოლგეითის ღიმილი სახეზე ;დ
-ისე უნდა ჩემი კოცნა, მისი მოსმენილი ზღაპრებით ლამისაა დავიჯერო რომ ყოველღამე სექსი გვაქვს. -გამარჯვებულის ღიმილით გახედა ცოტნეს. მე კი მოსმენილით გაბრაზებული და გაოგნებული ხმას ვერ ვიღებდი.
-ჰა ეხლა ამწეკრანი გამოვიძახო თუ შენით აწევ ყბას - ირონიის მეფე დამყურებს თავზე.
-აა დაჟე ამწეკრანის დანიშნულებაზეც გსმენიაა - ვკისკისებ ჩემებურად.
-ადექი სახლში გეჩქარება. - მიბღვერს ლუკაა. არა რა ფაქტიურად მაგდებს სახლიდან, რაღა ფაქტიურად ისე.
-ფუუ ეს... - სიტყვებს ვერ ვპოულობ - ...ეს ბაყაყის და შვარცნეგერის ნაჯვარი - გაბრაზებული ვდგები საწოლიდან და ხმამაღლ მომდის ფიქრი, ჩემს ამ სიტყვებზე კიდე ცოტნე ბჟირდება.

###
|ლუკა|
მალე ანამარიას სახლში გავაცილებ და ღმერთმა იცის კიდევ როდის ვნახავ.
-ენნ - ვერ გამიგია გიო ასე რატო ეძახის ანამარიას.
-ჰო გიუ (ანამარია)
-ხვალ სასტავი კლუბში მივდივართ და წამოხვალ? (გიო)
-კი მარა რომელ კლუბში? (ანამარია)
-Night Life-ში. (გიო) - ამის გაგონებაზე ანამარია მორცხვად იღიმის და თვალს ჩემსკენ აპარებს მაგრამ მაშინვე ვიჭერ მის მზერას და თვალს მარიდებს. უი თქვენთვის არ მითქვამს რომ სწორედ ამ კლუბის კიბეებზე ვნახე პირველად ჩემი ფერია? სწორედ მაშინ ჩავიხედე მის სამყაროში, ულამაზეს თვალებში... მალევე ვერკვევი ფიქრებიდან ნიკას მხარის გაკვრის გამო და ანნას მეც ღიმილით ვასაჩუქრებ. უცებ მისი ტელეფონი რეკავს და ანნამარიას თვალები ვარსკვლავებივით იწყებს კაშკაშს, ციმციმს და ყველაფერ ლამაზს ერთად.
-უკაცრავად - ამბობს ლოყებ აწითლებული ანნამარია და გადის. როგორ მინდა ეგ ღაჟღაჟა ლოყები დავუკოცნო.
-ლუკა შეყვარებული ყავს ანნას? (ალექსანდრე)
-არა! ყოველ შემთხვევაში აღარ ეყოლება! - ვამბობ მკაცრად.
ცოტახანი ველოდები როდის ინებებს ქალბატონი ლაპარაკის დამთავრებას მაგრამ რომ აღარ გამობძანდა მე მივაკითხე. სამზარეულოში იყო და იქ ლაპარაკობდა, ზურგით იდგა და მეც ავეკარი. შეცბა, არ მოელოდა და სასწრაფოდ დაასრულა საუბარი. შემობრუნდა და თვალებში მიყურებდა.
-რაო პატარავ? - ირონია გვერდით ამოვიყენე და დავიწყე ლაპარაკი ვითომც არაფერი.
-ეგრე ნუ მეძახი!
-უიი ბოდიში ,,ჩემო’’-ს დამატება დამავიწყდა და გული ხომ არ დაგწყვიტეთ?!
-ეგ ცინიზმი მემკვიდრეობით გადმოგეცა თუ ლატარეაში მოიგე?! - არც თვითონ მრჩება ვალში. უეცრად ძალიან ახლოს მივედი მასთან და მზერა მაშინვე ჩემს ტუჩებზე გადმოიტანა, ენის წვერით ქვედა ტუჩს შეეხო და ამის შემხედვარემ ტუჩის კუთხე ოდნავ ჩავტეხე. წამოწითლდა და თვალებით იატაკს მიაშტერდა. ხელით ნიკაპი დავუჭირე და სახე ახლოს მივუტანე, დაიბნა, ალბათ ეგონა რომ არც ეხლა ვაკოცებდი. ეხლა რომ თავი არ შემეკავებინა ძალიან შორს შევტოპავდი ამიტომ არც ახლა მიკოცნია და დავტოვე ხახა მშრალი. უბრალოდ თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი:
-მხოლოდ ჩახსნილი საროჩკით ჩემი მოხიბვლა გაგიჭირდება. -მაშინვე საროჩკაზე დაიხედა და შეამჩნია რომ რამდენიმე ღილი გახსნოდა, ისე წამოწითლდა რომ არა ის მომენტი ალბათ სიცილით სულს ვეღარ მოვითქვამდი.
-მე.. მე მაგას საერთოდ არ ვცდილობ
-ჰმმ... ისევე როგორც ჩემს კოცნას ხომ? - ამის თქმა და მისი ცისფერი, უძირო თვალებიდან ცრემლების გადმოვარდნა ერთი იყო. საშინლად გავბრაზდი, მასზე კი არაა?! ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, მისი ცრემლების მიზეზი რომ გავხდი. არ მინდოდა შეურაცხყოფილად ეგრძნო თავი და პირველი რაც მომაფიქრდა ის გავაკეთე.
შევეხე მის უმწიკლო ბაგეებს და სხვა სამყაროში გადავეშვი. რამდენი გოგოსთვის მიკოცნია მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, რაღაც ამოუცნობი.


აუუ ძაან დიდი ბოდიში ასეთი პატარა თავისთვის, შესაძლოა იმდენად არ მოგეწონოთ რომ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ravi me momewona
sasiamovno wasalitxi iyo!!!

 


№2  offline წევრი TeJi

nawkas12345
Ravi me momewona
sasiamovno wasalitxi iyo!!!

madlobaa sayvarelo

 


№3  offline წევრი HappyForever

mec momewona velodebi shemdegs ❤

 


№4  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო და შემდეგ თავს როდის დადებ?
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№5 სტუმარი Eto

Agar deeb??????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent