შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(11)


26-03-2017, 01:24
ავტორი Salome5
ნანახია 3 461

ბედნიერებისგან გავისუსე და საყვარელ მამაკაცს ჩავეხუტე. ვეღარაგერს ვხედავდი და მესმოდა, მხოლოდ მომავალზე ვფიქრობდი. უკვე წარმოვიდგინე ჩვენი მომავალი ქორწილი, შვილები, მასთან ერთად გატარებული დრო. კიდევ დიდხანს გავჩერდით, ახლა უკვე ჩემი და ლევანის სადღეგრძელოებს სვამდნენ. ლევანზე მიხუტებული ვიყავი და დროდადრო ჩემ თითზე გაკეთებულ ულამაზეს ბეჭედს დავხედავდი ხოლმე. ბოლოს როგორც იქნა სახლში წამოვედით.
-ბექა, შენ მთვრალი ხარ საჭესთან მე დავჯდები,,გასაღები გამოვართვი, ლევანს კიდევ ერთხელ ვაკოცე და საჭეს მივუჯექი. ბექა სავარძელზე გადაწვა, საშინლად მთვრალი იყო. სახლში გაჭირვებით ავიყვანე, თავის საწოლზე წამოვაწვინე და ჩემ ოთახში გავედი. ,,ნეტავ როგორ მივიდა სახლამდე'' გავიფიქრე
. ძალიან კარგი გრძნობაა როდესაც გყავს ისეთი ადამიანი, რომელზეც ნერვიულობ და ზრუნავ. ერთი სული მქონდა, მისი ცოლი გავმხდარიყავი. უკვე მენატრებოდა მისი ჩახუტება და სურნელი ჭკუიდან რომ გადავყავდი. კიდევ ერთხელ დავხედე ბეჭედს და ბედნიერს მალევე ჩამეძინა.
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. ახლა მხოლოდ ყავა თუ მიშველის.
-აუ, ტასო, რამე დამალევინე თორე ცუდად ვარ,,,ბექა შემოვიდა. თმები სასაცილოდ აჩეჩვოდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა სიცილი ძლივს შევიკავე.
-დალევა თუ არ შეგიძლია, კიარუნდა დალიო,,,ვუთხარი და მაგიდაზე ორი აბი დავუდე.,,აჰა ეს გიშველის.,, მაშინვე გადაყლაპა და მომაკვდინებლად გმომხედა.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ შენ.,,შემომიღრინა მაშინვე.
-აბა რა გეგონა, მომინშომა ბიჭმა ეს განსხვავებულები და ყანწები. ღირსი ხარ ახლა თავი გტკიოდეს.
-არმინდა შენგან არაფერი, წავალ და სამსახურში შევჭამ რამეს.,,მის უკან დავდექი და ენა გამოვუყავი.
-ანასტასია, გხედავ და მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე.
-,,გხედავ და მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე'',,მისივე სიტყვებით გამოვაჯავრე. დავინახე როგორ გამოემართა ჩემკენ, მაშინვე სააბაზანოში შევარდი და კარები საგულდაგულოდ გადავკეტე. ,,იდიოტი'' ამოვიდუდღუნე და ძლივს ამოვისუნთქე.

-მოიცადე რა?,,,მესმოდა ჩემი დაქალის წიკვინი'''ანუ მალე დაქორწინდებით?
-ხო, სალო მერამდენედ მეკითხები უკვე,,ვთქვი და ტელეფონი უფრო ახლოს მივიტანე.
-ვაიმე რამაგარია, იცოდე მეჯვარე მეუნდა ვიყო.,,მითხრა კატეგორიული ხმით.
-კარგი ხო შენ იყავი ოღონდ ახლა თავი დამანებე ძალიან გთხოვ, ისედაც დილიდან თავი მისკდება,,ვთქვი უკმაყოფილოდ.
-კარგი ხო, ახლა უნდა წავიდე, შეხვედრამდე.,,გათიშა. დივანზე კომფორტულად მოვთავსდი, საქმე მაინც არაფერი მაქვს. ისე ნეტა სამსახურიდან არ წამოვსულიყავი. ახლა ლევანის გვერდით ვიქნებოდი. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა,, ,,ჰმ, ძაღლი ახსენეო'' გავიფიქრე და ვუპასუხე.
-ხო, ლევან.
-საყვარელო, რას აკეთებ?
-ახლა შენზე ვფიქრობდი.
-შენი ნახვა მინდა, საშინლად მომენატრე. შენ სახლთან ვარ.
-დამელოდე ახლავე ჩამოვალ,,ვუთხარი და საჩქაროდ გავუთიშე. მაშინვე წამოვფრინდი ფეხზე. მთელი გარდერობი გადავატრიალე. ,,ჯანდაბა, არაფერი მაქვს რა ჩავიცვა'' გავიფიქრე გამწარებულმა. ბოლოს იქვე დაგდებული შავი მოკლე კაბა ჩავიცვი. სარკეში ჩავიხედე და ბოროღულად ჩავიცინე. სადა მაკიაჟიც გავიკეთე და გარეთ გავედი. კიბეები სულმოუთქმელად ჩავირბინე და მის მანქანასთან გავჩერდი. მანქანიდან დინჯად გადმოვიდა, სიგარეტი გადააგდო და ჩემ წინ დადგა. ვნებიანად შემათვალიერა თავით ფეხებამდე და მზერა ოდნავ ნოღერილ მკერდს დაასო.
-როგორი სექსუალური ხარ,,,მიჩურჩულა ჩუმად. კარები გამიღო და დაჯდომაში მომეხმარა.
-სად მივდივართ?,,ვკითხე როდესაც საჭეს მიუჯდა.
-ჩემთან სახლში,,ჩემ თითზე დამშვენებულ ბეჭედს დახედა და ხელზე მაკოცა. ცოტა არიყოს გავნერვიულდი და ფრჩხილების წვალება დავიწყე. ჩემ საქციელზე გაეღიმა.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა, გადასვლაში მომეხმარა.
-ნუ გაქვს ასეთი სახე, უბრალოდ გახსოვდეს რომ მიყვარხარ,,ხელი წელზე ძლიერად მომიჭირა. სახლში შევედი თუარა მაშინვე კედელზე მიმაყუდა და ზედ ამეკრო. თვალებს დაბნეულად ვაცეცებდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ნაზად შემახო ტუჩები, ვცდილობდი ავყოლოდი. მერე ყელზე გადავიდა და ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა. მისი ცხელი ხელების შეხებამ კიდევ უფრო გამაგიჟა. მაისური გადამაძრო და უკუსვლით წავიდა საძინებლისკენ. საწოლზე ფრთხილად მიმაწვინა და მაისური გადაიძრო. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე მისი დაკუნთული სხეულის დანახვაზე. სწრაფად მომექცა ზემოდან. გონება დამებინდა ვეღარაფერს ვგრძნობდი მისი ცხელი ხელების გარდა, გაშმაგებით მიკოცნიდა მთელ სხეულს, ყელს, მკერდს, მუცელს. სიამოვნებისგან გავინაბე და მივენდე. ვერ მივხვდი როდის გაქრა ჩემი სხეულიდან ბოლო ნაჭერიც, მერე კი სიამოვნებისგან ვაყრუებდი ოთახს. დაღლილმა თავი მის მკერდზე დავადე და თვალები მივლულე. მის გულისცემას ვუსმენდი და თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი. ხელს რიტმულად მისმევდა ზურგზე.
-როგორ ხარ პატარავ,,მკითხა თბილად.
-ძალიან ბედნიერი ვარ,,ვუპასუხე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-ჩემი ლამაზი,,სწრაფად გადამაწვინა ზურგზე და გვერდებში მომიხიჭინა.,,რომ იცოდე როგორ მიყვარხარ.,,მითხრა და ნაზად მაკოცა.
-მერე დამიმტკიცე, ავალიანო,,ვუთხარი ეშმაკურად და საბანში შევიტყუე. მთელი დღე მასთან ერთად ვნებივრობდი, ალბათ ბექა რომ არა არც ავდგებოდი საერთოდ. ჩავიცვი და სახლისკენ გავწიე. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მხოლოდ მასზე მეფიქრებოდა. ყველაფერი მას მახსენებდა. თვალები მივლულე და მისი შეხება გამახსენდა. ბექამ ხელი სახესთან დამიქნია.
-შენ რა არმისმენ?
-მაპატიე ჩავფიქრდი, რას ამბობდი?
-რა გჭირს შენ, უცნაურად იქცევი,,,დაეჭვებით გამომხედა.
-არაფერი, რაუნდა მჭირდეს?,,,მხრები ავიჩეჩე. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-ხო დედა..რა?..მოიცა არ მესმის, რა გატირებს..რა თქვი?..რომელ საავადმყოფოში ხართ..კარგი ახლავე მოვალ.,,,ტელეფონი გათიშა განერვიულებული ჩანდა.
-ბექა, რა მოხდა?
-მამა, ტასო, მამას ინფარქტი აქვს,,,ვიგრძენი როგორ მეტკინა გული, იმის გაფიქრებაზე რომ მამას რამე დაემართებოდა გული მომიკვდა. ვერ გადავიტანდი მის დაკარგვას, ის ყველაფერი იყო ჩემთვის. მან მასწავლა როგორი უნდა ვყოფილიყავი, ბავშვობიდან იდეალი მამაკაცი იყო ჩემთვის.
-ტასო, ახლავე უნდა წავიდეთ.,,ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. უკან მივყევი, მთელი გზა ვტიროდი.
-რამდენი ხანია არ მინახავს, რა ცუდი შვილი ვარ,,,ვსლუკუნებდი და ხელებს ნერვიულად ვიჭერდი მუხლებზე.
-ტასო, დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. მამა ძლიერი კაცია, გაუძლებს,,,ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ვიცოდი ამ სიტყვების თვითონაც არ სჯეროდა. მისაღებში ნამტირალევი მანანას დანახვამ კიდევ უფრო მომიკლა გული.
-დედა, როგორ არის?
-ცუდადაა, შვილო, ოპერაციას უკეთებენ. შეიძლება ვერ გადაიტანოსო ექიმმა.,,ტირილთ ამბობდა და გვეხუტებოდა ორივეს. საავადმყოფოში მთელი ღამე გავატარეთ. ვიჯექი და ვფიქრობდი, რა უსამართლოა ცხოვრება. მაშინ როდესაც ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, ახალი სადარდებელი გამიჩნდა. ნეტავ ოდესმე სიმშვიდე თუ მეღირსება.
-პაატა ბურდულის ოჯახის წევრები თქვენ ხართ?,,პალატიდან ახალგაზრდა ექიმი გამოვიდა.
-დიახ, ექიმო, როგორ არის ჩემი მეუღლე?,,ექიმის მოღუშული სახის დანახვამ უფრო შემაშინა.
-კომაშია, არვიცით გაუძლებს თუ არა ან რამდენ ხანს იქნება უგონოდ. შეიძლება ერთ კვირადი ან ერთ თვეში. მთავარია იმედი არ დაკარგოთ, ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია ლოდინის გარდა.,,დედაჩემს ხელი შევაშველეთ, რომ არ წაქცეულიყო და იქვე სკამზე დავსვით. საშინელება იყო ამის გაგება, მამაჩემის სიკვდილს ვერ გადავიტანდი. განსაკუთრებით ახლა, მინდოდა ჩემი ბედნიერება გაეზიარებინა. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. ყოველდღე საავადმყოფოში ვართ და ველოდებით, მაგრამ არაფერი იცვლება. ლევანიც ჩემ გვერდით არის და მაძლიერებს.
-ტასო, რამე უნდა ჭამო გთხოვ, ასე არ შეიძლება. ნახე როგორ გახდი თანაც ფერმკრთალი ხარ.
-ვერაფერს შევჭამ, ლევან, გთხოვ.,,თავბრუ მეხვეოდა საშინლად, მაგრამ ვერაფერს ვჭამდი.
-ერთი ლუკმა მაინც შეჭამე, ცუდად გამოიყურები,,მაინც არ მეშვებოდა.ისიყო ფეხზე წამოვდექი, რომ თვალთდამიბნელდა და რომ არა ლევანი ალბათ ძირს დავარდებოდი.
-ტასო, ცუდად ხარ?,,შეშინებული მიყურებდა.
-უბრალოდ თავბრუ დამეხვა, ყველაფერი რიგზეა,,სკამზე ჩამოვჯექი.
-ხომ ხედავ, საჭმელი უნდა შეჭამო იცოდე,,თვალები დამიბრიალა და მაიძულა მეჭამა. რამდენიმე ლუკმა შევჭამე, მაგრამ გული ამირია საშინლად.
-ლევან, აღარ მინდა გულს მირევს,,გვერდით გადავდე და ექიმს მივაშტერდი, ახლახანს რომ გამოვიდა პალატიდან.
-გილოცავთ, ბატონი პაატა გონს მოვიდა,,,ყველამ ერთიანად იფეთქა. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, უკვე იმედი გადამეწურა და ასე მოულოდნელად კარგად გახდა. დედა და ბექა სანახავად შევიდნენ მაშინვე, მეც ისიყო ფეხზე წამოვდექი, ისევ თავბრუ დამეხვა და გონება დავკარგე. არვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. გონს პალატაში მოვედი, თავს გაფითრებული ლევანი მედგა.
-ტასო კარგად ხარ?,,შეშინებული ჩანდა.
-რა მოხდა?,,ძლივს ამოვილუღლუღე.
-გონება დაკარგე, იცოდე ასე აღარასდროს შემაშინო კარგი?,,შუბლზე ნაზად მაკოცა. ექიმიც შემოვიდა.
-ექიმო, რახდება?
-ანალიზის პასუხებმა აჩვენა, რომ თქვენი მეუღლე ფეხმძიმედ არის,,,გვითხრა ღიმილით.,,,გაოგნებული ვუყურებდი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ნათქვამს. ხელი ფრთხილად მივიდე მუცელზე და ბედნიერებისგან გავისუსე.
-კიდევ ერთხელ მითხარით, ექიმო,,,გავიგონე საყვარელი მამაკაცის ხმა.
-მალე მამა გახდებით,,,ლევანმა ერთი ბედნიერებისგან გადაიხარხარა და მუცელზე მომეფერა. რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის.
-ჩემი შვილი, ჩემი პატარა. ჩვენი შვილი ტასიკო,,თბილად გამომხედა და მაკოცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent