შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩემი შენს ხელშია (პირველი თავი)


26-03-2017, 18:41
ავტორი real__psy
ნანახია 1 756

მართალია ჯერ 15 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია: ტკივილი, მარტოობაა, იმედგაცრუება და შეურაცხყოფა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დედა და მამა დაშორდნენ ერთმანეთს, მე კი მამაჩემს გავყევი იტალიაში. 10 წელია უკვე იქ ვცხოვრობ
ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან მიჭირს მათი, ჩემი სკოლის და ცხოვრების დატოვება.. მაგრამ მამაჩემი მიხვდა რომ საკმარის ყურადღებას ვეღარ მაქცევდა და გადაწყვიტა საქართველოში დავბრუნებულიყავი ბებიასთან და ბაბუასთან, შემდეგ კი როცა სკოლას დავამთავრებდი ისევ ჩამოვიდოდი

მე ნია ლორთქიფანიძე ვარ, 15 წლის. მაქვს ყავისფერი არც გრძელი არც მოკლე ტალღოვანი თმები და თაფლისფერი თვალები. არავისგან გამოვირჩევი არც სილამაზით არც სწავლით უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ..


- ბებოო
- ვაიმე ნიაკო შვილო, როგორ გაზრდილხარ ჩემო გოგო ძლივსღა გიცანი!
ნონა ბებო ჩემკენ გამოიქცა და ძლიერად ჩამიხუტა, შემდეგ კი მანქანისკენ წავედით სადაც შოთა ბაბუა გველოდებოდა, მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა
სახლში წავედით, ასე მითხრეს ცხელ-ცხელი ხაჭაპურები გელოდებაო.. როგორ მომნატრებია ჩემი სახლი, ჩემი ოთახიც კი არ შეუცვლიათ
ეს შაბათი-კვირა სულ სახლში გავატარე, უკვე იმდენი ვჭამე ძლივს დავდივარ, მაგრამ ბებიის გაკეთებულ საჭმელზე უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი.
ძალიან ვნერვიულობდი ორშაბათი დღისთვის...ახალი სკოლა...
ნეტა თუ შევძლებ ისევ გავიჩინო კარგი მეგობრები, ალბათ ძნელი არ უნდა იყოს


- ნიაკო!! პირველივე დღესვე უნდა დააგვიანო?
შემოვარდა ნონა ბებია ოთახში და გაღვიძება დამიწყო
- რა? რა ხდება? რომელი საათია
მთქნარებით ვთქვი და საათს რო დავხედე საწოლიდან გადმოვვარდი
- ვაიმე 15 წუთში სკოლა იწყება
წამოვხტი და სწრაფად გავემზადე თეთრი საროჩკა და შავი შარვალი ჩავიცვი. თმა კი გავიშალე
- მე წავედი

კარი დავკეტე და სადარბაზოს კიბეები სწრაფად ჩავირბინე, სწრაფად ვახტებოდი კიბეებს და ვერც კი შევამჩნიე ისე გავკარი მხარი შემთხვევით ვიღაცას
- ვაიმე ბოდიში
სწრაფად ვთქვი და ისე გამოვიქეცი სახეზეც არ შემიხედავს, რაღაცის თქმას აპირებდა და აღარ დავაცადე..
სკოლაშიც მალე მივაღწიე და ის ვიღაც სულ გადამავიწყდა, კიდევ კაი სკოლა ახლოსაა
კლასში შევედი, მეოთხე სართულზე ბოლო კლასი.. შევედი და ზოგი მერხზე იჯდა ზოგი კი ფეხზე იდგა, ბავშვები დაყოფილები იყვნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ
კლასში რო შევედი უცებ შემომხედეს, მაგრამ მალევე გააგრძელეს თავისი საქმეები.
შევხედე სადმე თუ იყო თავისუფალი ადგილი
აი ბოლოსწინა მერხზე ფანჯარასთან მემგონი არავინ არ ზის. სწრაფადვე დავჯექი ჩემს ადგილას და გაკვეთილისთვის მოვემზადე

- ეს ადგილი თავისუფალია?
გავიხედე და ვიღაც გოგო იყო, ჩემს გვერდით უნდოდა დაჯდომა
- ხო მემგონი თავისუფალია
- აა კაი, მაშინ დავჯდები.. მე სალი მქვია
- სასიამოვნოა, მე ნია
- ახალი მოსწავლე ხარ ხო? ძალიან კარგიი მე დაგათვალიერებინებ მერე ყველაფერს..

სალის სკოლაზე ვეკითხებოდი რაღაცეებს შემდეგ კი მასწავლებიც შემოვიდა
გაკვეთილი ძალიან მოსაწყენი იყო ამიტომ ფანჯრისკენ გამირბოდა თვალი.. სკოლის წინ პატარა სკვერი არის იქ კი ვიღაც 3 ბიჭი დავინახე სიგარეტს ეწეოდნენ.. ნუთუ მასწავლებლები ვერ ხედავენ მათ?
რატომღაც გამოშტერებული ვუყურებდი მათ შემდეგ კი ზარმა გამომაფხიზლა

პირველმა დღემ არც ისე ცუდად ჩაიარა, პირიქით საკმაოდ კარგი დღე იყო. მე და სალიმ აღმოვაჩინეთ, რომ ერთნაირი მუსიკა და ფილმები მოგვწონს ამიტომ სკოლის შემდეგ ბევრი ვილაპარაკეთ. კლასელებიც გავიცანი, ჯერჯერობით ცუდი არავინ არ ჩანს

სახლშიც ხტუნვა-ხტუნვით წავედი..
ძალიან მეძინებოდა და მეცადინეობის შემდეგ ეგრევე ძილი გადავწყვიტე
რო გავიღვიძე პირველი იყო დაწყებული "ჯანდაბა ახლა რა უნდა ვაკეთო მთელი ღამე!" ოთახიდან წყლის დასალევად გავედი და ბებია დავინახე
- ბებოო რატო არ გძინავს?
- ბაბუ არი ცუდად ბე, წნევა აქვს მაღალი და ახლა წამლის ამოსატანად ჩავდივარ
- მოიცა შენ სად ჩადიხარ კაცო, მე ჩავალ
ჟაკეტი მოვიცვი და დაბლა ჩავედი
აფთიაქი შორს არ იყო, მაგრამ არც ახლოს არ იყო. კიდე კაი ძალიან არ ციოდა... წამალი ვიყიდე და უკვე სახლს ვუახლოვდებოდი, მაგრამ იქვე მაგიდასთან ვიღაც ბიჭები ისხდნენ და სვამდნენ
"ესენი როდისღა გაჩდნენ" სწრაფად გავიარე, ვიფიქრე ყურადღებას არ მივაქცევ თქო, მაგრამ ისინი ძალიან ხმაურობდნენ.. რა აზრი ექნება ბაბუას წამალს თუ ვერ დაიძინებს ნორმალურად? თავი ვეღარ შევიკავე და გაბრაზებული მივედი
- უკაცრავად! იცით აქ ხალხი დაძინებას ცდილობს და თქვენი გინებების და ლაპარაკის მოსმენა არავის
არავის არ აინტერესებს!!
ხმამაღლა ვთქვი და ყველამ ჩემსკენ გამოიხედა.. რა მინდოდა გავჩუმებულიყავი..
- ეს ვაბშე ვინ არის ტოო
- ლამაზო მისმინე, ეს ჩვენი უბანია და რასაც გვინდა იმას ვიზამთ!
წამოდგა ერთ-ერთი მათგანი, ძალიან შემეშინდა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა
- ეს პატარა გოგო ვისთანაა საერთოდ, მოდი დაჯექი ჩვენთან ერთად თუ გინდა
- დავაით ეხლა დაანებეთ თავი, ჩემთანაა!
უცებ უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი, აი გული ახლა მართლა გამისკდება
მან ხელი გადამხვია და სადარბაზოში შემიყვანა.. გონს რომ მოვედი სწრაფადვე შევეცადე მისი მოშორება და ხელზე ვუკბინე
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
- მ-მე ნორ მმალური ვარ და აი შშენ რა გინდა?
ძლივს წამოვიბუტბუტე რაღაც
- შენ ის არ ხარ დილით სადარბაზოში, რომ დამეჯახე?
ის უცებ ჩემკენ წამოიწია, მე კი კედელს დავეჯახე
- ხ-ხოო.. ბოდიში ხომ მოგიხადე
ვთქვი მორცხვად
- მისმინე პატარა, შემდეგში ჩემთან და ჩემს ძმაკაცებთან ესეთი ტონით აღარ მოხვიდე, თორემ უკვე სხვანაირად დაგელაპარაკები
ის, ის ძალიან ახლოს იყო ჩემთან.. ერთი მოძრაობაც და ჩვენი თავები დაეჯახებოდნენ ერთმანეთს
- და ასე გვიან აღარ გამოხვიდე არასდროს აქ, ცუდი დროა შენნაირებისთვის
- არ მაინტერესებს!
სწრაფად დავაბიჯე ფეხზე და სახლში ავირბინე.. მან პატარაზე შეიგინა, მაგრამ აღარ გამომკიდებია
ძლივს მივაღწიე სახლამდე.. კარი სწრაფადვე ჩავკეტე


- სად ხარ ბებო ამდენ ხანს?
- რიგი იყო აფთიაქში ბე, აი წამალი
ჩემს ოთახში ავედი და ლოგინში ჩავწექი, მაგრამ რათ გინდა? წამითაც არ დამიხუჭავს თვალი, სულ მასზე ვფიქრობდი! ის ალბათ ყველაზე საშინელი ადამიანია ვინც კი ოდესმე მინახავს! მეზიზღება! იმედია აღარასდროს შევხვდები...



№1  offline წევრი LSD

Pirveli sitoria xoo? Saerto jamshi cudi ariko namdvilad ubralod shemdegistvis tavebi gazarde cota da asaki ragac mgonia ro swored ar gakvs shercheuli.sasveni nishnebic akvs xo kide ramdeni wlisxar shen tviton? (Cota ucnauri shekitxva kia da itkvi ak rashuashiao ubralod maintereseb❤️❤️)vgrdznovebi da emociebi ar daaklo icode am istoria.❤️❤️Aba shen ici gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

 


№2  offline წევრი real__psy

LSD
Pirveli sitoria xoo? Saerto jamshi cudi ariko namdvilad ubralod shemdegistvis tavebi gazarde cota da asaki ragac mgonia ro swored ar gakvs shercheuli.sasveni nishnebic akvs xo kide ramdeni wlisxar shen tviton? (Cota ucnauri shekitxva kia da itkvi ak rashuashiao ubralod maintereseb❤️❤️)vgrdznovebi da emociebi ar daaklo icode am istoria.❤️❤️Aba shen ici gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

Xoo? Madloba gavitvaliswineb aucileblad <3 16is var :D

 


№3  offline წევრი saint

მომეწონა კაი იყო... უბრალოდ თავები გაზარდე ცოტა... პირველი ისტორიისთვის კაი იყო❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent