შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში (9)


26-03-2017, 20:17
ავტორი krimcova19
ნანახია 1 136

იმ დღის შემდეგ რაც თითქმის აღვიგავე პირისაგან მიწისა ორი დღე გავიდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ორი დღე და ღამე. იოანე აორთქლდა... ხოლო რატი ისევ ჩემი ცხოვრების მეგზურად იქცა. თვალსაც არ ხუჭავდა, სულ ჩემს გვერდით იყო.საავადმყოფოდანაც მან გამომიყვანა,, ნიტამ არ იცოდა ჩემი ამბავი სამწუხაროდ არავინ შეატყობინა, ოჯახის წევრებს კი საერთოდ მოკლედ და ჟარგონულად რომ ვთქვა ფეხებზე დაკიდებული ვყავდი.
ამ დროის მანძილზე მე და რატი არ ვსაუბრობდით მხოლოდ ფორმალური საუბრით
-წყალს დალევ?
-არა იყოს
ანდაც
-თუ გინდა ბალიშს გაგისწორებ რომ უფრო მოხერხებულად იგრძნო თავი
-მადლობთ,გეთაყვა ასეც კარგია
ამ ფრაზას რომ ვამბობდი ჩემს თავს ვეკითხებოდი განა რამდენი წლის ვიყავი, რა გეთაყვა? ხუმრობ? რომელი საუკუნეა, ჩვენს დროში ადამიანები ერთმანეთს თი მიმართავენ და მე 12 წლის ახლობელს გეთაყვას ვეძახდი. ის კი ისეთი ცივი და შეუვალი იყო მაინც. პირველად ჩვენს შორის ასე ვთქვათ ნორმალური საუბარი მაშინ შედგა როცა საავადმყოფოდან გამოვედი.
-მანქანით წავიდეთ?
-ფეხით მინდა გავიარო
-არა ანისი შეუძლოდ ხარ,შეეენ ..შენ
დაიბნა, ისე საყვარლად დაიბნა რომ გამეღიმა და სახეზე ხელი მოვუსვი, ამ დროს დამხმარე ქალმა მკითხა კარგად თუ ვიყავი,რადგან ხელებს უაზროდ ვიქნევდი. არაფერი მიპასუხია უხმოდ წავედი და რატიც უკან გამომყვა,მ ივდიოდი წინ გამართული ნაბიჯებით და მთელი დედამიწა ყელში ბურთივით მეჩხირებოდა, მაღიზიანებდა ხალხი ვისაც ვხედავდი, შეყვარებული წყვილები პარკებში ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად რომ კოცნიდნენ, ჩემს ტვინში კი სოციოპათური აზრები ისევ ბალს მიწყობენ, იმდონემდე ეფსკვნებიან ერთმანეთს აზრები და მიჰყვებიან ნელ-დინებას, ისე ოსტატურად მეცეკვება ტვინის ნეირონებთან ფსიქოპატის სახება ნელ ვალს რომ ვიშლები, მთელი სხეულით შევიგრძნობ იმ აზრებს რასაც განვიცდი
-არა, მგონი უადამიანოდ ყოფნა უფრო კარგია, ვიდრე ადამიანთა გარემოცვაში, ხშირად ხდება ასე როცა ყველა და ყველაფერი გეზიზღება და მათი დახოცვის უაღრესი სურვილი გაქვს , თითქოს ეს სურვილი მთელი ძალით გღრღნის და გჭამს შიგნიდან. მე არასდროს მქონია ისეთი შემთხვევა,როცა მე უბრალოდ მომდომებია ადამინის მოკვლა , უბრალოდ მინდა მთელ ამ დამპალ დედამიწას ისტერიული სიცილით შევასხა ბენზინი და მხოლოდ ერეთი ღერი ასანთით აფეთქებამდე მივიყვანო ეს ცოდვათა ბუდე.
_ანისი რა გჭირს?
ვგრძნობ მხარზე ცივ შეხებას, ვტრიალდები და რატის შეშფოთებული სახე გაფართოვებული თვალის გუგებით მიყურებს, ვერ ვიმორჩილებ გრძნობებს
-ის აქ იყო ჰომ?
-ვინ ის ?
კითხვაზე კითვით მპასუხებს ორმაგად გაოცებული სახით და მე მის ვითომ მიუხვედრილობაზე ნერვები ორმაგად მეშლება
-რატი გემუდარები ნუ მატყუებ მშვენივრად ვხვდები ჩემს თავს რა საშინელებაც ხდება, დებილიც არ ვარ იმ დღეს როდესაც იოანეს ვუთახრი 25 ივლისის შესახებ მე არ ვიყავი. ის,ის (ღრმად ამოვისუნთქე და მისი სახელი ტუჩების თრთოლვით წარმოვთქვი) ის იყო, ის... ემილი.
-ყავას დალევ?
ახლომდებარე კაფეში დავსხედით 1 ლატე და ერთი მოკაჩინო შევუკვეთე,მე ყავას ჩქარა და ნერვიულად ვსვამდი ის კი იჯდა და მხოლოდ ჰორიზონტს გაჰყურებდა თითქოს და შესაფერსს სიტყვებს ეძებდა. იცით? არსებობენ ადამინები,რომლებიც თითქოს ჩარლი ჩაპლინისეული შავ-თეთრი ფილმებიდან არიან გადმოსულები.მათ დანახვაზე, ბედნიერ თუმაცა „მახინჯ“ სახეებზე,ამორალურ ჩაცმულობასა და აჩეჩილ თმაზე, ბინძურ აზროვნებაზე სელენჯელისეული აზროვნება იფეთქებს ხოლმე,მაგრამ მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთია, მათ შუძლიათ იყვნენ ადამინები, დანარჩენი კი ვინც მათ არ ჰგავს მხოლოდ სოციუმისებრი ნაგავი და ამორალურობის წმინდა განსახიერებანი არიან. ზუსტად ასეთები ვიყავით მე და რატი, საგიჟეთიდან გამოქცეული ორი მაწანწალა. ვისხედით გარეთ და არა შენობის შიგნით.კარგი და მზიანი ამინდი იყო,როცა მოწყალების მთხოვნელი გამოჩნდა და პირდაპირ ჩვენს მაგიდასთან მოვიდა.
-მოწყალება გაიღეთ, 5-10 თეთრი, დამეხმარეთ, მშია რა იყო..
-გადი აქედან!
-რატომ მაგდებ ბიძია?
-გინდა ნაყინი?
-თქვენ მიყიდით
გამეღიმა მის ხის ინტონაციაზე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-ანისია შეეშვი არ ღირს!
ბავშვს ხელი მოვკიდე და ნაყინის შესაკვეთად შევედით კაფის გადახურულ შენობაში. ნაყინი ვიყიდე და ბოლოს იმ აზრმა გამიელვა იქნებ რატი მართლა არ არსებობს თქო და გადავწყვიტე გადამემოწმებინა ჩემი ვარაუდი
- ბიჭი, ის კაი ვისაც ეჩხუბებოდი დაინახე?
- ვინ კაცი?
დაბნეული სახით შემომხედა .არ შევეშვი და ისევ დავუსვი კითხვა
-აი ის ვინც ჩემთან ერთად იყო, კუთხეში, მაგისდასთან ზის
-ქალბატონო რიგს აფერხებთ
-რამდენი გიჟი და გადარეულია ამ ქვეყნად
-არა და რა ახალგაზრდაა
ბავშვმა ირონიული ღიმილით შემომხედა
-ძალიან ბევრ კითხვას სვამთ
ეს სიტყვები თქვა და კიდევ ერთხელ ვიხილე ჩემს თვალწინ თუ როგორ უჩინარდება ადამიანი.უკანასკნელ მოლეკულებამდე იშლებოდა,მისი ხელი თითქოს ჩემს ხელს შემოადნა, შეშინებულმა ვიყვირე და ნაყინის ჭიქა ხელიდან გამივარდა და გატყდა, ბოლოს ტუჩები დარჩნენ ბოროტული ღიმილით, გავიგე ჰაერში ექოსებურად გავრცობილი სიცილი და ბოლოს საბოლოოდ გაქრა, ყველა და ყველაფერი დადუმდა.
-რა გჭირთ ქალბატონო
-მითხარით რომ თქვენც დაინახეთ, თქვენც დაინახეთ თუ როგორ გაქრა ის ბავშვი,
ნერწყვს ძვლივს ვყლაპავ და საშინელ ტკივილს ვგრძნობ გაურკვეველ ადგილას გაურკვევლი მიმართულებით,
-რომელი ბავშვი?!
-ვისთანაც ვიდექი ორი წუთის წინ
-თქვენ მარტო მოხვედით იყიდეთ 2 ჭიქა ყავა და ერთი ნაყინი. მეტი არაფერი ხო კიდე ახლა ნაყინის ჩასადები ჭიქა გატეხეთ, გნებათ სასწრაფოში დავრეკო?
-არა ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი. იქ ჩემს სუფრასთან ვერავის ან ვერაფერს ამჩნევთ ?
-კი მაგიდას, სამ სკამს. 2 ჭიქას, ყვაილების ლარნაკს და სიცარიელეეს.
-ანუ არავინ არაა, ( ვთქვი თითქმის ჩურჩულით)
ფული გადავიხადე სალაროსთან და რატისკენ გავემართე, რომელიც უჩვეული ღიმილით მიმზერდა.
-უნდა წავიდე
-გაგაცილებ
-ასე ძალიან გინდა?
-კი ძალიან, ძალიან
-კარგი მაშინ წავედით
მან ხელი მხარზე გადამხვია რასაც ვერ ვიტანდი, ყოველთვის მეზიზღებოდა ასეთი მდგომარეობა. „იღლიიის გოგოობა“. მივაბიჯებდი მის გვერდით და ყველანაირად ვცდილობდი არ მელაპარაკა მასთან,რადგან სავსებით დარწმუნებული ვარ ხალხს გიჟი ვეგონებოდი.სახლში როცა მივედი. ერთი დებილი იდეა დამებადა
-შემოდი. დალევ რამეს?
-ყავას მთავაზობ თუ ჩაის?
-არა უფრო ძლიერს.
-კარგი, მაშინ შენ გამოიცვალე ეს ტანისამოსი. მოეწყვე და მე თვითონ დავისხამ.
თითქოს და ჩემს აზრებს კითხულობდა, სასწრაფოდ შევედი ჩემს ოთახში და ვიდეო კამერა მოვძებნე, გადაღების რეჟიმზე დავაყენე, და ისე დავმალე თან რომ ვერავის შეემჩნია.
- რატი, გთხოვ დამეხმარე კაბის ელვაშესაკრავს ვერ ვიხსნი
ისიც მალევე შემოვიდა ჩემს ოთახში და კაბის გახდაში დამეხმარა, ნელა შემახო ხელი კისერზე, შემდეგ ხერხემალს ნელა ჩაუყვა,თითოეული მალა სიამოვნების ჟრუანტელს განიცდიდა, შინაგანად თითქოს მაკანკალებდა.
-ეგ არის აღარ გტანჯავს ეს კაბა მისი შესაკრავით,
ვიგრძენი როგორ დაიხარა და მაკოცა ნელა ყელზე. მე ვეღარ მოვითმინე, ეგრევე შემოვტრიალდი და ტუჩებზე დავაცხერი, ვკოცნიდი გამალებით, შემდეგ მან თითქმის ძალით მომიშორა, კაბის სახელოები ჩამოეყარადა დავრჩი შიშველი, რატომღაც ამ კაბის ქვეშ მკერდის დამჭერებს,ამზიდვებს ე.წ ლიფს არ ვხმარებოდი, რატიმ ნახევრად დედიშობილა რომ დამინახა თვალი ამარიდა. მე კი მას ჩავეხუტე და მივხვდი თუ როგორ აწვებოდა ერთ ადგილას გახშირებით სისხლის ნაკადი და სადაც იყო მისი შარვალი გასკდებოდა,
ყურთან მივუტანე ტუჩები და ჩუმად ჩავჩურჩულე
-მოდი გვქონდეს
-სექსი?
-ხო თუნდაც
-მშვენივრად იცი რომ არ ვარსებობ და შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ.
შემდეგ მან გაიხადა ტანსაცმელი და დაწვა ჩემს საწოლში.,
-მოდი პატარა ბავშვო, შენთან ვერ დავწვები ეს ორივემ კარგად ვიცით, ნუ მცდი შეგიძლია ის კამერა გამორთო მაინც ვერაფერს ნახავ.
მის სიტყვებზე შეშფოთება გავითამაშე, თითქოს ეს რა მაკადრეს. ბოლოს კი როცა მივხდი აზრი არ ჰქონდა სპექტაკლებს, კამერა გავთიშე და მის გვერით დავწექი. ის მთელი ძალით ჩამეხუტა, ეს ისეთი შეხება არ იყო, როგორიც თქვენ გგონიათ არანაირი ვნება,სურვილი არ მძვინვარებდა ჩვენში, უბრალოდ ვუყურებდით დაჰიპნოზებულებივით ერთმანეთს და მე მიხაროდა რომ ის ახლა არსებობდა ჩუმად ჩემთვის , მის შიშველ მკერდზე თავი დავდე და და მისი სურნელი მთელი ძალ-ღონით შევისუნთქე, ვისუნთქავდი მას , ვინაწილებდი და ვათბობდი ჩემს უბადრუკ სხეულს
-იცი....
სიტყვა პირზე შემაშრა და მინდოდა მეთქვა მისთვის რაიმე კარგი, თუნდაც უბრალო ფრაზა,მაგრამ ვერ შევძელი მთელი სხეული გამეყინა და გამიშეშდა, მხოლოდ ინსტიქტურად ჩავებღაუჭე მის ცხელ ტანს , მან თითქოს იგრძნო რისი თქმა მსურდა და არა თამამად დამიწყო საუბარი
-მეც ანისი,მეც მიყვარხარ
რა გასაკვირია რომ ამ სიტყვებს არ ველოდი წამოვიწიე და გაშტერებით დავაკვირდი, თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი ამომეკითხა რაიმე,მაგრამ მისი ფირუზისფერი
თვალები, ისევ ისეთი ყინულივით ცივი და დაუდგომელი იყო
-მატყუებ!
-და დასკვნა საიდან? რატი რომ ვარ იმას არ ნიშნავს რომ არ მეყვარები
-არა შენ სულ სხვანაირი ხარ , ეგ სიცივე,სიმკაცრე ყველაფერი ერთად გიღუპავს ქვეცნობიერს,მაჯერებ რაღაც უაზრობას, იმას რისიც შენ თვითონაც არ გჯერავს
-მოდი ერთ რაღაცას გეტყვი (ღრმად ამოისუნთქა) შენ რომ გიყურებ უბრალოდ ტანში ჟრუანტელი მივლის,მუცელში,როგორც 14-15 წლის თინეიჯერები იტყვიან პეპლები ალმაცერად დაფრინავენ .იქნებ შენი თქმისა არ იყოს მართლა არ მიყვარხარ,მაგრამ მჭირდები, როცა ვერ გხედავ სულ მინდა დაგინახო, მეზიზღება როცა აქ შენს მაგივრად ემილია, შენ მისგან განსხვავებით ანგელოზი ხარ, ჩემი უფრთო ანგელოზი,ზოგჯერ არის ისეთი მომენტები როცა შენ აბსტრაქტული მინის იქით ხარ მე ვერ გეხები, მხოლოდ გიყურებ . ვიცი ეგოისტურად ჟღერს,მაგრამ მხოლოდ მე მეკუთვნი, შემიძლია ასე საათობით ვიჯდე და ვტკბებოდე შენი სილამაზით დაღლილი და მხიარული სახის ყურებით, სიგიჟემდე მიყვარხარ
არ ვიცოდი რა მეპასუხა მხოლოდ გატრუნული ვუსმენდი მის ხმაში სინაზე და სიბრაზე როგორი შთაგონებით ეცვლებოდა ერთმანეთს. ამ მომენტში მინდოდა ან უფრო მაგრად მოვხვეოდი ან უკომენტაროდ გავქცეულიყავი სამუდამოდ ,მაგრამ მაინც უძრავად ვიყავი, ბოლოს როგორც იქნა დაამთავრა თავის მონოლოგ-აღიარება და გიჟივით მომაშტერდა,გამალებით, გაცეცხლებული მიყურებდა თვალებში, მე რაღა თქმა უნდა ვერ გავუძელი მის მზერას და ამიტომაც ტყვიანაკრავივით დავეშვი ისევ მის მკერდზე, მან ხელები მძლავრად მომხვია, თითქოს მუქარით, დაქადნებით მეუბნებოდა
-ახლა მაინც გჯერავს ჩემი?
-მეც მიყვარხარ
ვთქვი ეს სიტყვები არაგულწრფელად ისე რომ არც ჩემი და არც მის სიმართლეში არ ვყოფილვარ დარწმუნებული.
შემდეგ ის ადგა ჩაიცვა და წავიდა, მისი წასვლის შემდეგ ახლა უკვე ნამდვილად გავთიშე კამერა ვნახე თუ იყო ჩანაწერი შენახული, სადაც არ ვჩანდით მე და რატი თუმცა მისი აღიარება ისმოდა,არ ვიცი ეს როგორ მოხდა,მაგრამ ციფრულის „ჩიპი“ ამოვიღე და ემილის დღიურში ჩავდე წარწერით „დატკბი“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent