შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჰეგემონი"


26-03-2017, 22:29
ავტორი მზიანი
ნანახია 1 138

ანტონიუს!...
ჩემი სიყვარული გაზაფხულის ყვავილს ჰგავდა, ნაზი და ჰაეროვანი, ნათელ ფერებში გადაწყვეტილი და ამავ დროს მკვეთრად გამოხატული შტრიხებით. ჩემი სიყვარული ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდა, უძირო და ამოუცნობი, ცეცხლივით მწველი.
შენი სიყვარული ზღვასავით ბობოქარი და ქარიშხლიანი იყო. ყინულივით ცივი და სამართებელივით ბასრი.
ცხოვრების რთულმა ლაბირინთებმა შენამდე მომიყვანა.
და ვიფიქრე, რა არის მასში დაუძლეველი? გადაულახავი?
უფრო მეტად მიმიზიდა შენმა ამოუცნობმა ხასიათმა და ჯერ კიდევ არ გამოვლენილმა შინაგანმა სამყარომ.
და მე, ცეცხლოვანმა ქალბატონმა, გადავწყვიტე შენი დაფერფვლა, სიყვარულით.
და შეგეჭიდე შენ და შევეჭიდე შენს სულს.
თავიდან ისეთი შორებელი ჩანდი, ერთი წამით დავუშვი, რომ სხვა გზაზე გადამეხვია, მაგრამ არა, სიამაყემ და ცნობისმოყვარეობამ მძლია.
ნელ-ნელა შემოგეპარე, შენს სულს წავეპოტინე, ფიქრებს, ოცნებებს და შენში დავიწყე აღმოცენება.
თვეების შემდეგ საბოლოოდ დაგიმონე. მაისმა გვირგვინი დამადგა და შენს გრძნობებზე მბრძანებლად გამომაცხადა.
გავბატონდი შენში. მე-შენი დედოფალი, შენ-ჩემი პირველი სიყვარული, ანტონიუსი!
როგორც მოველოდი, შენი სული ზღვასავით ბობოქრობდა, აზრები ერთმანეთში ირეოდა და ელავდა. გულში ვულკანი იფრქვეოდა, თვალებში მზის ჩასვლა იხატებოდა და მომწვანო ელფერს სძენდა ზღვის ტალღებს.
გაგიღიმე და ზღვის აქაფებულ ტალღებში ღუზა ჩავუშვი.
გახსოვს 1979 წლის გაზაფხული?! ყვავილებით მოჩითულ მდელოზე ვისხედით, თმაში ყვავილებს მიწნიდი, თვალებში ცეცხლი კიაფობდა და ერთმანეთის სურვილი. ჰაერში ნაზი პეპლები დაფარფატებდნენ.

***********************

ოჰ, ანტონიუს! შენ არც კი იცი, როგორ მტკივა აწ მოშუშებული იარები.
თითქოს ხელის გულზე მაწერია ჩვენი ისტორია.
ჩემო სიყვარულო, ვერ გეტყვი, როდის გავუშვი ხელი სადავეებს.

**********

ანტონ!
ჩვენს ქალაქში ვარ, რომში.
ისეთი აღარ არის, როგორიც ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს.
უცვლელია მხოლოდ ჩემი სიყვარული შენდამი.
აღარც ჩვენი მდელოა... მის ადგილზე გასართობი პარკი გააკეთეს.
ირონიულია, თითქოს ბუნებაც გვეწინააღმდეგება, არა?

**********

პარიზი და ნიცა მშობლიურად შემხვდნენ.
ჩვენს კაფეშე ვიჯექი, პარიზულად გამოწყობილი.
ერთმა ჯენტლმენმა, ლამაზად დავარცხნილი და აპრეხილი ულვაშებით, სავახშმოდ დამპატიჟა.
ელისეს მინდვრებში სეირნობისას, სრულიად შემთხვევით, ჟორჟს გადავეყარე. ჯერ კიდევ არ მალავს ჩემს მიმართ სიმპათიებს, ბრავისიმოს ძახილით აღნიშნა, რომ ხანში შესულიც ულამაზესი ვარ. სულელი.

**********

ანტონ!
ბოლო რამდენიმე თვე რთულად გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის.
ჩემს პრობლემებს თავზე არ მოგახვევ.
გთხოვ, შენი ცხოვრების წარსული სიყვარული გთხოვს, ამჯერად მაინც მომწერე პასუხი.
განუკურნებელი სენი შემეყარა და ვფიქრობ ეს მომიღებს ბოლოს.
უკანასკნელად მინდა წავიკითხო შენი ფიქრები ამიტომ წერის დროს სრულიად გულწრფელი იყავი.
გთხოვ, მაპატიე. დანებება და სიმხდალე მაპატიე. შენს ცხოვრებაში შემოჭრა და მისი არევა მაპატიე.
ეს ღიმილი მაპატიე, საბოლოოდ რომ აგიბნია თავ-გზა.
ვერ შეგინარჩუნე, ხელი გაგიშვი და არც მიცდია დაჭერა.
მშვიდობით ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო მეგობარო და მესაიდუმლევ.
მინდა შენგან ნაპატიები წავიდე.
ჩემთვის ილოცე.
იმ ზღვაში გამაბნიე, რომლის ჩაცხრომაც ვცადე.

მუდამ სიყვარულით, შენი ლილიტი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent