შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?!


27-03-2017, 14:10
ავტორი kethrine
ნანახია 2 881

ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა ქეთი,ხალათი წამოისხა,ქოშებში ფეხი წაჰყო და სასტუმრო ოთახში გავიდა,სადაც ტელეფონი წკრიალებდა,ტელეფონს დაწვდა და ნაზი ხმით წარმოთქვა:
-გისმენთ
-სად არის? -გაისმა ბოხი სასიამოვნო ხმა
-სად რეკავთ?- კითხვა შეუბრუნა ქეთიმ
-არა,სად არის?- გაჯიუტდა ხმა
-არ იტყვით სად რეკავთ?-არ დაუთმო ქეთამაც. უცნობი, რომ ვერაფერს გახდა ყურმილი დაკიდა. გოგონას გაუკვირდა,მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია,თავის ოთახში გავიდა,მოწესრიგდა სახლსაც მიხედა... საათს შეხედა 11სრულდებოდა. დედა ნათესავთან,მამა კი სამსახურში იყო... ქეთა სასტუმრო ოთახში გავიდა და კედელს გაუსწორა მზერა,სადაც ქალ-ვაჟის სურათი იყო დაკიდული. გოგონამ ერთი ამოიოხრა და ცრემლებით აევსო თვალები. უკვე 10 წელი იყო და-ძმა აღარ ყავდა...ზამთარი იყო,დედას ბავშვები სკოლიდან მოჰყავდა,გზაზე ნაცნობი შეხვდა,გამოელაპარაკა და წამიერი უყურადღებობის შედეგი ორი პატარას სიცოცხლე გახდა... 10წლის შემდეგაც კი არ განელებია დედმამიშვილების დაკარგვით გამოწვეული ძლიერი ტკივილი. და და ძმა ხომ სიმდიდრეა,რომელიც ვერაფრით იზომება. დედ-მამის ნუგეში მხოლოდ ქეთა იყო...
ისევ ტელეფონის ხმა. ახლა უკვე გაბრაზებული დაწვდა გოგონა ტელეფონს
- გისმენთ!
-თვაურის ბინაა-გაისმა ისევ ის ხმა
-დიახ.
-თუ შეიძლება ქეთის სთხოვეთ.
საკუთარი სახელის იმ სასიამოვნო ხმით გაჟრერებამ,ჟრუანტელი მოგვარა გოგონას,მაგრამ მტკიცედ უპასუხა-გისმენთ-
-გამარჯობა ქეთი.
-გამარჯობა-ზრდილობიანად მიესალმა,თუმცა ცნობისმოყვარეობას მალავდა
-როგორ ხარ?- საუბარს განაგრძნობდა ხმა
- გმადლობთ, მაგრამ რომელი ხარ?
უკვე ნერვენი ეშლებოდა
-არა,არ გეტყვით
-მაშ კარგად იყავით-უპასუხა ქეთიმ და ტელეფონი გათიშა.
ნეტავ ვინ არის ან რა უნდა. მერამდენე დღეა ასე რეკავს- ფიქრობდა თავისთვის გოგონა. ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა დედასთვის...12 სრულდებოდა,სამზარეულოში გავიდა,ისაუზმა,მიალაგა და თავის ოთახში გავიდა. "რა გავაკეთო? მოდი ნინოსთან შევივლი" გაიფიქრა და გარდერობის კარი გამოაღო. მოკლესახელოიანი ვარდისფერი კაბა გადმოიღო,არ მოეწონა. ახლა ცისფერს დააკვირდა,ჩაიცვა და აირჩია. წელიდან გაშვებული ლამაზი გულით. სარკესთან მივიდა დატრიალდა,თავისი თავი თვითონ მოეწონა და გაიღიმა "რა არის პაემანი?" თავის თავს კითხა,ნუ რა თქმა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით არ უკითხია მაგრამ მაინც ფიქრობდა უკვე 19 წლის იყო და შეყვარებული არ ყოლია,არ მოწონდა უგრძნობი ურთიერთობები... თმები გაიშალა,ძალაინ სადა მაკიაჟი გაიკეთა. არ უყვარდა ძალიან გადაპრანჭვა. სარკესთან ახლოს მივიდა და სახეს დააკვირდა,სწორი ცხვირი,ლამაზი თაფლისფერი თვალები და საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები. მგონი ლამაზია. დაბალი ტუფლები ჩაიცვა და კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ... და ისევ ტელეფონის ხმა...
-გისმენთ...
-ქეთი ხარ?გაისმა ისევ უცნობი ნაცნობის ხმა
-ოხ,ჯანდაბა,ვინ ხარ ან რა ჯანდაბა გინდა აღარ იტყვი? გაბრაზებულმა მიაყარა კითხვები ქეთამ
-რატომ ჯიუტობ?
- ეს უკვე მეტისმეტია. ვინ ხარ?!
-კარგი,შენ შეგიძლია 10 წუთში პარკში მოხვიდე...
უცნობი პასუხსაც არ დალოდებია ისე გათიშა. ჰმ აი უცნობი პაემანიც გაიფიქრა,საათს შეხედა 2ხდებოდა,ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა
არ უნდოდა მართლაც პარკში წასულიყო, მაგრამ უკვე იმ ცნობისმოყვარეობასაც ვეღარ უძლებდა. თან იმ საოცარი ხმის პატრონიც უნდოდა გაეგო ვინ იყო ან საერთოდ რა უნდოდა. პარკში სიწყნარე იყო, გაიარ გამოიარა ქეთიმ და რომ ვერავინ დაინახა,ცდაც არ დაუწყია,პარკიდან გავიდა. მოიტყუა, ფიქრობდა გზაში,მაგრამ რაში ჭირდებოდა? ბევრი აღარ უფიქრია ნინოსკენ წავიდა. ნინო ქორიძემ და ქეთი თვაურმა ერთად დაამთავრეს სკოლა,დებივით იყვნენ და ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ...უცბად ქეთასთან ახლოს შავი m4 გაჩერდა,კარი გაიღო და მაღალი სილუეტი დაინახა,რომელიც ისე სწრაფად მოძრაობდა სახე ვერ გაარჩია. აჩქარებით შევიდა სადარბაზოში ქეთის მხარი გაკრა,ბოდიშიო ჩაილაპარაკა უცნობმა და კიბე სწრაფად აირბინა. ქეთიც შევიდა,მესამე სართულზე გაჩერდა და ერთ-ერთ კართან ზარი დარეკა,ცოტა ხანი დაიცა,ნუთუ არაა სახლში? ის იყო გაბრუნებას აპირებდა რომ კარიც გაიღო
-ოხ...
-ქეთი შემოდი რას დამდგარხარ?! გაუცინა ნინიმ
-მარტო ხარ?
-კიიიიი - გაიწელა
-რატომ დააგვიანე კარის გაღება?
-ამ.... ჩემ ოთახში ვიყავი... აბა რა ხდებააა?? -უჩვეულოდ წრიალებდა მასპინძელი
-არაფერი,მიდი მოემზადე და გავიდეთ- ეჭვით შეათვალიერა დაქალი ქეთამ -ნინ მართლა ყველაფერი რიგზეა?
-კი კი. სად წავიდეთ??
- რავიცი, იცი სამუშაოზე ვფიქრობდი... რა აზრის ხარ??
-ხო მაგრამ ისე არ ხარ ქეთ რომ სამუშაო გჭირდებოდეს,შენი მშობლები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
-ვიცი,ვიცი ნინ მაგრამ სწორედ მაგიტომ მინდა.ვიცი ჩემთვის ყველაფერს აკეთებენ.მეც მინდა რამე წვლილი შევიტანო თუნდაც სულ მცირე
-კაი... ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ.- გაუცინა დაქალს
ნინის ტელეფონმა წკრიალი დაიწყო.
-გისმენ თოკო
-...
-კარგად შენ?? აუ არ ვიცი,მოვიძიო გინდა?
-...
-კარგი,მაგრამ იცოდე ვალში იქნები
-...
-მომწონს შენც რომ წვალდები...აბა კარგად გვრიტო.
-სულს უმწარებ მაგ ბიჭს მოკლედ,ახლა რა დაუშავე?-ღიმილი ვერ დაფარა ქეთამ
- მე დავაშავე? კაი რა. ხომ იცი როგორი კეთილი ვარ- თვალების ფახურით უპასუხა ნინიმ- ჩემი კურსელის ნათესავის ნომერი უნდა და აბა ისე გავუგო სანაცვლოდ არაფერი ვთხოვო??
-ხო და მერე ეტყვი, იცი რა თოკო, მინდა მაგ გოგოს უთხრა,რომ შენი საცოლე ვარო და დააკარგინო? უკვე სიცილზე გადავიდა ქეთა თან ნინის პაროდიას აკეთებდა.
-ო კაი რა, ეგ გოგო არ მომწონდა, თან ხომ იცი თოკე ჩემი ბიძაშვილია... უი თოკოს ძმაკაცს კაფე აქვს ხომ იცი,მოდი მივიდეთ და ვკითხოთ თავისუფალი ადგილი თუ აქ. ეს რატომ არ გამახსენდა? ოხ თოკო,როგორც იქნა გამომადგა შენი თავი-ჩაილაპარაკა თავისი თავით კმაყოფილმა
-კარგი,მაგრამ თოკო არ ვახსენოთ. ისე მივიდეთ როგორც უცნობები კარგი?
-არა რა,ამ ბიჭს მაინც ვერაფერში გამოვიყენებ...
-ხო მართლა ნინ, იცი რამდენიმე დღეა ვიღაც რეკავს და არ ამბობს ვინაა,მერე ბოლოს მითხრა პარკში მოდიო,მეც ისე მაინტერესებდა, რომ მივედი, მეთქი კარგად გამოვლანძღავთქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე,ვინ მომცა მაგის ბედნიერება.
-ხო,კიდევ დარეკავს სავარაუდოდ და მერე მე დამირეკე კაი?
-რატომ?
-რავიცი რაღაც ხომ უნდა მეთქვა? -სწრაფად იღებს ჩანთას და გარეთ გარბის, რომ ქეთის ქოთქოთი აირიდოს.
-აუ იცი,კარგი ხმა აქვს... რაღაცნაირად მომწომს-ჩქარი ნაბიჯით დაეწია სადარბაზოსთან.
-გოგოოოო! რამდენ სიმპათიურ ბიჭს მოწონხარ და ყველას იწუნებ აფსურდულად, ეგ მარტო ხმით მოგეწონა?- დოინჯშემოყრილი,გაფართოებული თვალებით უყრებს დაქალს.
-აუ კაი მე უბრალოდ ავღნიშნე რა... და საერთოდ რა არეული ხარ დღეს შენ? თვალები გადაატრიალა ქეთამ და ანიშნა წავედითო.
ტაქსიში ჩასხდნენ და კაფესკენ გაეშურნენ. მენეჯერთან მივიდნენ და შეთანხმდნენ, რომ ჯერ ორი კვირით იმუშავებდა,თუ შეძლებდა და გრაფიკშიც ჩაეტეოდა დარჩებოდა, თან მენეჯერიც დააკვირდებოდა. კაფედან გახარებულები გამოვიდნენ და გადაწყვიტეს გაესეირნათ.
- ქეეთ ვისაც იჭერენ ყველა დამნაშავეა?
-ნინი პირდაპირ მკითხე ან მითხარი რა ხდება??
-არაფერი უბრალოდ მიპასუხე რა-დასევდიანდა ნინი
-არვიცი რა გითხრა,მე ხომ არც პროკურორი ვარ და არც ადვოკატი. რამე ხდება? ვინმე დაიჭირეს? აღელვება ვერ დაფარა გოგონამ
-კარგიიიიიიიიიი,მიყვარხარ-უცბად გამხიარულდა
-ნინი რამდენჯერ გითხარი მასე ნუ იწელები თქო,არ მიყვარს ხომ იცი?- ზოგადად სერიოზული ქეთი მუდამ მხიარული ნინის დამოძღვრავდა.-
კარგი ნინი წავალ მე,ალბათ ჩემებიც მოვიდოდნენ. მიყვარხარ მეც
-კარგიიიიიიიიიიი.-ჩვეულებას არ უღალატა და ქეთის გაფართოებული თვალებიც დაიმსახურა,რომელიც თავის ქნევით გაშორდა.
სახლში მისული მაშინვე დივანზე დაჯდა,სახლში არავინ ჩანდა. სამზარეულოში წვენი დაისხა და ტელევიზორს მიუბრუნდა,რაღაც საშინელებათა ფილმს მიუჯდა და როცა უკვე თითქმის როლებში შევიდა, ტელეფონის ზარმა შეაშინა და ნახევრად დაცლილი წვენის ჭიქა ზედ გადაივლო,რაზეც კარგად შეიკურთხა და ტელეფონს დაწვდა. არც დაუხედია ისე უპასუხა
-გისმენთ
-ქეთ როგორ ხარ?- ქეთიმ ტელეფონი დენდარტყმულივით მოიშორა და დახედა,ფარული ნომერი იყო. ნერვები ორმაგად მოეშალა,ტელევიზორს ხმა გაუთიშა და ტელეფონს მიუბრუნდა სადაც მის სახელს იძახდნენ
-ქეთ კარგად ხარ? ქეთ!
-მომისმინე გონებასუსტო! როცა მოგესურვება მაშინ ვერ დამირეკავ და ვერ მომიშლი ნერვებს გასაგებია? კეთილი ინებე და აღარ დარეკო!- ერთი ამოსუნთქვით მიაყარა
- რატომ ჩემი ხმა არ გსიამოვნებს? დღეს ძალიან ლამაზი იყავი იციი??- ქეთა გაშრა მაგრამ მაინც არ დათმო
- კიდევ თუ დამირეკავ იმ თვალებს დაგთხრი რომლითაც დამინახე!კრეტინი! ისე ერთს გეტყვი,ადამიანს რომ ელაპარაკები ,იმის ნებისყოფაც უნდა გქონდეს რომ სახელი თქვა, ჩრდილიდან გამოხვიდე,უყურო და ისე ესაუბრო გაიგეეეეე?! - ბოლო სიტყვა ისე თქვა ნინო წარმოუდგა თვალწინ და გაეღიმა კიდეც.
-შენ რა საქმესაც მირჩევ თაფლისთვალება?-ჩვეულ სიმშვიდეს არ კარგავდა ხმა
-აუ საგიჟეთში დამამშვიდებლებს რა დოზით გიკეთებდნენ?
-ჩემი წამალი მხოლოდ შენ ხარ.
-მერე აქამდე ვერ თქვი ტკბილო? აბა, სწრაფად სიკვდილი გირჩევნია თუ წამებით? დამეკარგე აქედააან!- რაც შეეძლო იყვირა ქეთიმ და სენსორს ისეთი ძალით დააწვა ლამის შემოეფშვნა. -ნერვების სტიმულატორი- მიაძახა გაბრაზებულმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent