სადღაც შორს... მთებში თავი 26
სოფო ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში. საშინლად არ მოეწონა ბექაურის ხმა. მიხვდა რომ რაღაც მოხდა. უკვე მოსაღამოვებული იყო. გულს კი ვერაფერს უდებდა. ვერც კაბას არჩევდა. მერამდენედ გადმოალაგა გარდერობიდან ტანსაცმელი თითქოს რამე ახალს იპოვიდა. რეზოს ურეკავდა მაგრამ ბიჭი ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს. ბოლოს რაც არის არის. პირველივე კაბა ჩაიცვა. შესაფერისი ფეხსაცმელი ამოიცვა. მსუბუქი მაკიაჟით დაკმაყოფილდა. თმა უკან კოსად შეიკრა და ბიჭის მოსვლას ელოდა... ექვსი ხდებოდა როცა რეზომ მოაკითხა. გაბმული სიგნალით მიახვედრა რომ გარეთ ელოდა. სოფომ თხელ მოსასხმაი მოიცვა და მის შესახვედრად გაემართა. მის დამახვაზე ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა და სატრფოსკენ წავიდა. თბილად გაუღიმა მაგრამ სოფო მაშინვე მიხვდა რომ ეს ის ღიმილი არ იყო. მის თავს რაღაც ხდებოდა და ერთი სული ჰქონდა ეკითხა. რეზომ ხელები მოხვია და ძლიერად ჩაიხუტა. სიტყვაც კი არ უთქვამს ისე ჩარგო მის ყელში ცხვირი და უფრო უჭერდა ძლერ მკლავებს -რა მოხდა რეზი?-ჰკითხა სოფომ ისე რომ ხელი არ გუშვია მასაც -არაფერი. უბრალოდ ჩამეხუტე გთხოვ.-ყრუდ უპასუხა ბიჭმა რამდენიმე წუთს ასე იდგნენ. ერთმანეთით ტკბებოდნენ და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ ბოლოს რეზომ ხელი გაუშვა, მაგრამ სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა -სოფო გიყვარვარ?-ჰკითხა უცებ გოგო დაიბნა. -ეს რა კითხხვააა? დაუბრუნა უკანვე -მითხარი გთხოვ. შეევედრა ბიჭი -მიყვარხარ. იმდენად მიყცვარხარ რომ ალბათ ამ სიყვარულს ჩემი გული ვერ დაიტევს. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. აი იმ ცამდე მიყვარხარ.. მეტიც იქამდე და იმის იქითაც კი აღწევს ჩემი სიყვარული, უსასრულობამდე.... რეზოს თვალები გაუბრწყინდა. ჩამქარლი სხივი აენთო. სახეზე მოეფერა თავის გრძელი თითებით. -იმდენად მიყვარხარ რომ შენი გულითვის მზად ვარ ქვეყანას დავუპირისპირდე. ყველას წინააღმდეგ წავალ ოღონდ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. -კი მაგრამ ვის წინააღმდეგ უნდა წახვიდე?რატომ?რეზი მითხარი რა ხდება? -არაფერი არ ხდება უბრალოდ ძალიან მომენატრე და თან ვნერვიულობ კიდეც გახსნის ცერემონიალზე. -ყველაფერი კარგად იქნება რეზი. ჩვენ კარგად ვიქნებით დადღევანდელი დღეც ისე ჩაივლის როგორც დაგეგმილია. წავიდეთ ახალ თორემ ვაგიანებთ და დათას რა გაუძლებს. გაუღიმა გოგომ -ხო მართალი ხარ. ვაგვიანებთ და თან ისიც ვერ არის ხასიათზე. რაღაც სჭირს და არ მეუბნება. არადა ვხვდები რომ თამუნასთანაა დაკავშირებული შენ არაფერი არ იცი? -არა,- მოკლედ მოუჭრა გოგომ როგორც კი თამუნს სახელი ახსენა რეზომ და მანქანაში ჩაჯდა. -არ დაურეკავს შენთვის ?მეგობრები ხართ და ხომ შეიძლება რამე ეთქვა. -ჩვენ ერთმენთს არ ველაპარაკებით. ხმადაბლა თქვა გოგომ უცებ და რეზოს მიაჩერდა,, -მეხუმრები?რატომ?რა მოხდა?როდის?-დააყარა კითხვები ბიჭმა -გრძელი ამბავია. სხვა დროს მოგიყვები. ახლა ამის დრო არაა. თავის არიდება სცადა სოფომ. არ უნდოდა რეზოს მათი კამათის მიზეზი. -კარგი როგორც გინდა. მაგრამ რაც არ უნდა მომხადრიყო მე მაინც ვფიქრობ რომ ბავშვურად იქცევით ორივე. რა დროს თქვენი გაბუტვაა?ამდენი რამე გადაიტანეთ ერთად. -ხო რა ვიცი. ჩაილაპარაკა სოფომ და სასტუმრომდე ხმა არ აოუღია. თამუნამ მორიგეობა დამთავრა და სამსახურიდან გამოვიდა. დაღლილი იყო, მაგრამ სახლში წასვლაც არ უნდოდა. ცოტა ხანს მანქანით იარა, მერე სანაპიროზე გააჩერა .შემოდგომა ნელ-ნელა ძალას იკრებდა, საღამოობით სიცივეს უმატა. თბილი ქურთუკი ამოიღო საბარგულიდან მოიცვა და რიყეს ფეხით ჩაუყვა. მიდოდა და ათას რამეზე ფიქრობდა. რას გრძნობდა? თავს ყველაზე საშინელ ადამიანად გრძნობდა. -არც კარგი მეგობარი გამოვდექი. არც კარგი ქალი. ახლა ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ. ჩასძახოდა შინაგანი ხმა და თვითგვემას უფრო მეტად უძლიერებდა. -თავი დამანებე , ნუ მელაპარაკები. -უპასუხა თავისივე ფიქრებს. -მიგატოვა იმ ბიჭმა. რისიც გეშინოდა ის მოხდა .-არ ჩერდებოდა ხმა -ხო ეს ისედაც ვიცი.-ჩაეღიმა მწარედ. ის დღე გაახსენდა, როცა დათამ უთხრა ყველაფერს მწარედ ინანებო და შემეხვეწები პატიებასო, მართალია საპატიებელი გოგოს არაფერი სჭირდა მაგრამ მწარედ რომ ნანობდა ყველაფერს ამას კი გრძნობდა. -ასე როგორ შემიყვარდა. ან ასე როგორ დაკარგე თავი?განაგრძობდა შინაგანი ხმა -სიყვარულს ვერ დაუშლი ადამიანს, მეც არ ვიცი როგორ მოხდა.-პასუხობდა თავისივე კითხვებს. ქარმა ისევ დაუბერა და თმები აუწეწა. სახეზე შესცივდა. კაპიუშონი თავზე წამოიფარა და მოიბუზა. პარკისკენ აიღო გეზი. ხალხი ბევრი არ იყო. როგორც ჩანს შემოდგომის სიცივეს შეეშინებინა ისინი და ნადრევად შეყუჟულიყვნენ სახლებში. რამდნეიმე ახალგაზრდა შეამჩნია პარკში. ერთ სკამზე ახალგაზრდა წყვილი იჯდა. მოშორებით ხანში შეხული ქალბატონი ასერნებდა ძაღლს. ყველაზე ახლოს მდებარე სკამისკენ წავიდა. გვერდით ახალგაზრდა ბიჭს ჩაუარა. ის იყო გასცდა რომ უნებურად შედგა. ნეტავ ხომ არ მომეჩვენაო. აშკარად არ ეჩვენებოდა. ის იყო. ბიჭმაც იცნო და ნაძალადევად გაუღიმა. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს. უპასუხა მშვიდად. -სეირნობ?-ჰკითხა ბიჭმა -ასე გამოდის.თამუნა მის გვერდით ჩამოჯდა -რამდენი ხანი გავიდა რაც ერთმანეთი არ გვინახავს... -ხუთი წელი თითქმის... -რა სწრაფად გადის დრო.. არადა თითქოს გუშინ იყოო... ბიჭმა სიტყვა შუა გზაზე გაწყვიტა. -ხო თქვი?რატომ გაჩუმდი?თითქოს გუშინ იყო ჩემი მეგობარი რომ გამოიყენე და ისე მიაგდე თითქოს ნივთი ყოფილიყოს.- -შენ ისევ ისეთი პირდაპირი ხარ. არც მაშინ გეხატებოდი გულზე და ახლა მითუმეტეს. -ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა შენს გრძნობებში და შენში. სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე სადღაც შორს უსასრულობას გაჰყურებდნენ... -ჩემი გრძნობები არ ყოფილა ტყუილი. უბრალოდ ამას ახლა მიხვდი... -ხოოო?გაკვირვებულმა შეხედა თამუნამ. -შენ წარმოიდგინე და ასეა. მაშინ მიხვდი ყველაფერს როცა სოფო დავკარგე. -კი არ დაკარგე მიატოვე ვიღაც .. ვიღაც.. კახ...თამუნა გაბრზდა, მაგრამ მაინც მოთოკა თავი...რაც არ უნდა ყოფილიყო სესილი ზაზას მეუღლე იყო და მას არ ჰქონდა მისი შეურწყოფის უფლება. -დიდი განსხვავებაა მიტოვებასა და დაკარგვას შორის,-უთხრა ბოლოს -ხო ასეც შეიძლება ითქვას. გოგომ ბიჭის ხმაში სინანული იგრძნო. შეეცოდა კიდეც. -მალევე მივხდი რომ შეცდომა იყო სესილის ცოლად მოყვანა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. უკვე არსებობდა ბავშვი. ჩვენი შვილი, რომელიც ქვეყანას მირჩევნია.მხოლოდ ის მიხალისებს ცხოვრებას. -მითხარი ზაზა რა არ მოგწონდა სოფოში?რატომ გაიმეტე ასე?მან ხომ ყველაფერი შემოგწირა შენ? -არ ვიცი. მაშინ მეგონა რომ რადგან ყველაფერს მპატიობდა და ყველაფერში მეთანხმებოდა მასთან ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. მისი ზედმეტი ყურადღება მაღიზიანებდა. მაგრამ თურმე პირიქით ყოფილა. სწორედ ეს ყოფილა მთავარი. როცა ადამიანი გიყვარს ეს ყოფილა მნიშვნელოვანი. უყურადღებოდ აკლავს ყველაფერს გრძნობებსაც კიი..მეგონა ყველაფერი მეპატიებოდა. თავიდან მართლა არავინ მინდოდა სოფოს გარდა. მაგრამ მერე მივხვდი ყველაფერი მეაპტიებოდა. სოფო ყველაფერს მაპატიებდა და მის მიმართ ინტერესი დავკარგე, ამ დროს შევხვდი სესილის და მან გასაქანი არ მომცა.თავგზა ამირია..მერე რომ მითხრა ორსულად ვარო მაშინ სულ დავიბენი. უაზრობებს ვაკეთებდი. სისულეებს ჩვდიოდი და ბოლოს არჩევანის წინაშე რომ დავდექი ის ავირჩიე.. დამიჯერე ჩემთვისაც არ იყო ადვილი განადგრებულ სოფოს რომ ვხედავდი, მაგრამ მაშინ მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი და ასე აჯობებდა... თამუნასთვის მოულოდნელი იყო ბიჭის აღსარება.მიხვდა რომ ძალიან იტანჯებოდა და ცუდ დღეში იყო.უკვე აღარ იცოდა ვინ ედარდა -ვისთვის აჯობებდ ასე შენთვის.სოფოსთვის თუ სესილისთვის? -ჩემი შვილითვის. ბავშვს ვერ მივატოვებდი. -პირიქით რომ ყოფილიყო და სოფო ყოფილიყო ორსულად?-შეაპარა გოგომ ზაზას თვალები გაუფართოვდა, ისედაც ეჭვობდა ამას და ახლა თამუნას კითხვა უფრო მეტად უღრმავებდა ეჭვებს. -ნეტავ ყოფილიყო.. ის ერთადერთი ადამინია ვისაც ვინატრედბდი რომ ჩემი შვილის დედა ყოფილიყო.. -ეჰ ჩემო ზაზა ნეტავ იცოდე რა უნაურია ცხოვრება და რამდნე სიუპრიზს გვიმზადებს იგი? მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი თამუნამ. აი ხედავ ერთ დროს ისე მეზიზღებოდი შენს სიახოვესაც კი ვერ ვიტანდი, ახლ კი ვზივართ ერთად, მშვიდად ვსაუბრობთ.თთქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყოთ. -ხო მაგას უკვე მივხვდი. ცხოვრება სიუპრიზებით ყოფილა სავსე. -აქ რატომ ხარ?სახლში რატომ არ მიდიხარ?-ჰკითხა თამუნამ -სული მეხუთება. სესილის გვერდით ვერ ვძლებ, აუატნელია მისი საყვედურები. ზემოდან ყურება რომ მის ბინაში ვცხოვრობთ,. არაფრის მაქნიში ვარ და ასე შემდეგ. ჩემი ვაჟკაცი რომ არა ალბათ დღესვე მივატოვებდი და ერთ წუთსაც არ დავრჩებოდი მასთან. -უნდა მოითმინო შენ ცოლია.... -თამო... შეიძლება რაღაც გკითხო. გთხოვ გულწრფელად მითხარი.. -რა უნდა მკითხო? -სოფო როგორ არის?ვიცი იმ საშინელი სტატიების მერე რაც მასზე დაწერეს კარგად არ იქნება. -რა სტატიების?გაუკვირდა მას -შენ რა არ იცი?მთელი გაზეთები დღეს ამას წერდნენ. მისი წარსული ამოქექეს და არც ისე კარგი რაღაცეები წერია იქ. -ჯანდაბა. ალბათ არც იცის. აქ არ არის. ახლა წასულია. თბილისში არ ცხოვრობს.... -ვიცი ესეც ჩემი ბრალია. ჩემს გამო მოხდა ეგეც. გთხოვ როცა ნახავ ბოდიში მუხადე ჩემს მაგივრად და გადაეცი რომ კიდევ ერთხელ ვთხოვ პატიებას თამოს ხმა აღარ ამოუღია. არც ზაზა გაჩერებულა დიდ ხანს. წამოდგა და წასვლელად მოემზადა. -ზაზა -დაუძახა გოგომ.-გადავცემ ყველაფერს. -გულწრფელად მინდა რომ ბედნიერი იყოს. ის ამას იმსახურებს,ახლა მივხვდი რა ადამიანი ყოფილა ის და ახლა გავიგე მისი ფასი, ვიბრძოლებდი ისევ მისთვის რომ მქონდეს ამის უფლება.. -ზაზაა. არ დაბრუნდე მის ცხოვრებაში. ის ახლა ბედნიერია. გათხოვებას აპრებს. ამდენი წლის მერე ისევ შეუყვადა და გთხოვ დაანებე თავი.თუ ოდესღაც გიყვარდა შეეეშვი. -გულწრფელად ვუსურვებ ბედნიერებას. მე აღარ მაქვს მის ცხოვრებაში დაბრუნების უფლება. -ბედნიერებას გისურვებ ზაზა. იბრძოლე. შენც შეეცადე და დამიჯერე შენც მიაღწევ იმას რომ ბედნიერი იყო, შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ისევ ვინმე ვისას შეუყვარდები შენი დადებითი და უარყოფითი თისებებით. ვინც ისეთს მიგიღებს როგორიც ხარ და არ შეეცდება შენს შეცვლას -მადლობა თამო... ზაზა წავიდა და გაიყოლა სოფოზე ფიქრი.ბოლო პერიოდში ხომ ხშირად ფიქრობდა მასზე და უფროდაუფრო უღრმავდებოდა იმაზე ეჭვი რომ სოფო ორსულად იყო როცა ერთმანეთს დაშორდნენ... თამუნა კიდევ ცოტა ხანს იჯდა,თვალი გააყოლა ბიჭს. ეცოდებოდა. უსიყვარულოდ ცხვრობდა და თან იმასაც ხვდებოდა როგორ ნანობდა თავის საქციელს.... უცებ მისი სიტყვები გაახსენდა და სწრაფად წამოხტა. პირველივე ჯიხურთან შეჩერდა და გაზეთები იყიდა. თვალებს არ დაუჯერა რაც იქ ეწერა.. მანქანაში ჩაჯდა და საწრაფოდ ყაზბეგში გაემგზავრა. ახლა სულ არ ადარდებდა ის რომ რამდენიმე დღის უკან სასტიკად იჩხუბეს და ერთამენთს არ ელაპარაკებოდნენ. სოფო უნდა ენახა რომ ეს ინფორმაცია ეთქვა.მზად უნდა ყოფილიყო გოგო დარტყმებისთვის.... წვეულება შესანიშნავად მიმდინარეობდა. მართალია ბევრი ხალხი არ იყო დაპატიჟებული მაგრამ არც ნაკლებობას უჩიოდა.აქ იყვნენ სამინისტროს წარმომადგენლები. საზოგადოებაში მიღებული სხვადასხვა გამოჩენილი პიროვნებები. რამდენიმე ბიზნესმენი, მომღერლებიც მოეწვიათ გართობისთვის და დიჯეიც. დათამ აიტეხა ახალგაზრდებს უფრო მოვიზიდავთო.და არც შემცდარა. უბრალო დამსვენებლები და ტურისტებიც კი დაესწრნენ წვეულებას და გახსნის ცერემონიალს. გარეთ ადგილობრივ მცხოვრებლებს მოეყარათ თავი. აინტერსებდათ როგორი გამოვიდა სასტუმრო რომლის მსგავსიც აქ ჯერ არ აშენებულიყო. უზარმაზარ სასტუმროს ჰქონდა უზარმაზარი დარბაზი სპეციალური წვეულებებისთვის და ცერემონიებისთვის, ბარი ღამის გართობისთვის და რესტორანი... ლენტი რეზომ და მამამისმა ერთად გაჭრეს. მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა მამამისს ჩამოსვლა. სამგიეროდ უარი განაცხადა დედამისმა და ბიჭი დარწუნდა რომ მასსა და დედამისს შორის საბოლოოდ გაირბინა შავმა კატამ. გული დასწყდა. რა გამოდიოდა ერთ საყვარელ ადამიანს კარგავდა მეორესთან რომ ბედნიერი ყოფილიყო. თუმცა უკან დახევას არ აპირებდა. თავი ხელში აიყვანა სიტყვით მომართა სტუმრებს.მოკლედ მაგრამ სრულყფილად ჩმოაყალიბა გეგმები და წარმატება უსურვა ყველა თანამშრომელს. მერე სიტყვა მამამისს დაუთმო. უფროსმა ბექაურმა შვილს მიულოცა წარმატება და არც ნათლული დავიწყებია, მისი როლიც აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათ წარმატებაში და საქმიანობაში. ბოლოს სიტყვა დათას ერგო. -მოგესალებით ყველას. მოდით სანამ დღევანდელი საღამოს მხირულ ნაწილზე გადავალთ მანამდე ერთ კარგ ამბავს შეგატყობინებთ. პირველი ერთი კვირის განმავლობას ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკებით ისარგებლებენ ჩვენი კლინეტები. დარბაზში ტაში გაისმა.~ -ახლა კი მინდა სცენაზე ერთი ყველასთვის საყვერლი ადამიანი მოვიწვიო ..კესო გთხოვთ.. გოგონა გაოცებული იყურებოდა. ჯერ ზეზვას გადახედა, მერე სოფოს და რეზოს,მაგრამ ყველამ მხრები აიჩეჩეს არ ვიცით რა ხდებაო და იძულებული გახდა სცენაზე ასულიყო -ალბათ გიკვირს რატომ ხარ აქ?-გაეცინა დათას -სიმართე გითხრათ კიი. დაიმორცხვა გოგომ -ჩემო ძვირფასო მე მინდა გადმოგცე ეს სიმბოლური გასაღები და გითხრა რომ გაუფრთხილდე მას. ჩემი და რეზოს ერთობლვი გადაწყვეტილებით შენ იქნები სასტუმროს დირექტორი. მაგრამ იქამდე მოგიწევს რამდენიმე კვირიანი კურსი გაიარო ჩვენს წამყვან სპეციალისტებთან. კესო ადგილზევე გაშეშდა. ამას არ მოელოდა. თავი სიზმარში ეგონა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ბოლოს უბრალოდ მადლობის თქმა მოახერხა და დათას გასაღები გამოართვა. თავის ადგილს დაუბრუნდა. ტაშით დააჯილდოვეს პატარა შეშინებული გოგონა. ზეზვა მაშინვე ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა შეყვარებულს. -აი ეს ჩემი გოგოა. აღფრთოვანებული ლაპარაკობდა ის. დანარჩენებმაც მიულოცეს. მერე მუსიკა აჟღერდა და ნელ-ნელა მოცეკვავე წყვილებიც გაჩნდნენ სცენაზე. მათ შეურთდნენ რეზო და სოფო, ზეზვა და კესო.დათა იყო მხოლოდ ეულად და გული გახეთქვას ჰქონდა. მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი ეს მხიარულებაც და ეს ღიმილიც სახეზე ნიღბად რომ ჰქონდა აფარებული... რამდენიმე ცეკვა ერთმანეთს მიჰყვა.ახალაგზრდები ცეკვავდნენ. ბოლოს სოფო დაიღალა და მაგიდასთან დაბრუნდა. რეზომ დრო იხელთა და მეგობრთან მივიდა რომ გაემზიარულებინა.. -როგორ ხარ შვილო?-ჰკითხა მომავალმა სამამთილომ სოფოს -მადლობთ კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით? -მეც კარგად შვილო. -ქალბატონი ქეთევანი არ წამობრძანდა?-დაინტერესდა სოფო -ვერ შეძლო სამწუხაროდ. შეუძლოდ გახლდათ და ბოდიში მოგიხადათ ყველას. -ძალიან ცუდია. გულწრფელად შეწუხდა სოფო -ასაკშია უკვე და ხშირად ავადმყოფობს. თან რეზოზეც ნერვიულობს.განიცდის რომ ერთდ საკმარის დროს ვერ ატარებენ -მესმის მისი. მაგრამ არაუშავს გული არ გაიტეხოს. აი ხომ დასრულდა სასტუმროს მშენებლობა და ახლა დაბრუნდება თბილისში. -სანამ შენ აქ ხარ არა მგონია ჩემი შვილი დაბრუნდეს. ჩაეცინა მამაისს.-ძალინ უყვარხარ -მეც ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ, ვაფასებ როგორც მამაკაცს და როგორც შვილს. სანიმუშო და საყვარელია ძალიან. აღფრთოვანებული ლაპარაკობდა სოფო... -ერთი წუთით ყურადღებას მოვითხოვ თქვენგან. სცენაზე რეზო იდგა და მიკროფონი ეჭირა. ყველა მას მიაცქერდა. აინტერესებდათ კიდევ რა დარჩა საათქმელი -დიდხანს არ შეგაწყენთ. ვეცდები მოკლედ ვთქვა ის თუ რის თქმასაც ვაპირებ. რამდენიმე თვის უკან ერთი დიდებული ადამიანი გავიცანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. თავდაყიდა დააყენა და შეიძლება ითქვას რომ სხვა ადამიანად მაქცია. მან ჩემს გულში მთლიანად დაიკავა ადგილი, ჩემს გონებას დაეუფლა და სიგიჟემდე შემაყვრა თავი.... სოფოც და დანარჩენებეიც გაოცებულები უყურებდნენ მას. არავინ იცოდა რას ამბობდა რეზო ან ვისზე იყო ეს სიტყვები მიმართული.რეზო კი განაგრძობა -ეს არის ადამიანი რომლის გამოც დაუფიქრებლად დავთმობ სიცოცხელს. მინდა ამ წუთს აქ, თვენს წინაშე მას საქვეყნოდ ვუთხრ -ა მიყვარხარ სოფო გიგაურო. მისკენ წავიდა და მის წინ გაჩერდა.ჯიბეში ჩაიყო ხელი კოლოფი ამოიღო და გახსნა -ცოლად გამომყევი. სოფო ადგილზე გაშეშდა. ხმას ვერ იღებდა. დარბაზი გაიტრუნა პასუხის მოლოდინში. -სოფო თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?-გაუმეორა ბიჭმა კესომ ხელი წაჰკრა და შეარხია. -გელოდება .-უჩურჩულა ყურში. გოგოს თვალები აუცრემლიანდა. მერე გაიღიმა და ოდნავ შესამჩნევად დაიჩურჩულა -თანახმა ვარ. რეზოს გაეცინა. ბეჭედი ხელზე გაუკეთა. მერე წელზე შემოხვია ხელები და ჰაერში დაატრიალა რამდენჯერმე. -კოცნა. კოცნა-იყვირა დათამ და მთელი დარბაზი აიყოლია. ბექაურმა იატაკზე დააბრუნა გოგო. სახე დაუჭირა და ნაზად აკოცა. სოფომაც იმავეთი უპასუხა. მერე ერთამენთს მოეხვივნენ.... დარბაზი ქუხდა ოვაციებით და მილოცვის შეძახილებით. დანარჩენი სოფოს ნორმალურად არ ახსოვს.ცაში დაფრინავდა ბედნიერებისგან და ვერ იჯერებდა... გვიან დაიშალნენ. რამდენიმე ჟურნალისტმა ინერვიუც კი აიღო მათგანნ. ძირითადად რეზო ლაპარაკობდა. სოფომ მხოლოდ ის გაუნუცხადა სტუმრებს რომ ეს არის ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მის გამო სიცოცხელსაც დავთმობო. მე ახლა ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერბისთვის მადლობას ვუხდი რეზო ბექაურს, რომელმაც დამარწმუნა იმაში რომ სიყვარულს ვიმსახურებ და შემიძლია ისევ ვიყო ბედნიერი.... წინასწარ იცოდა რომ დილით მთელ ქვეყანაში ნომერ პირველი სალაპარაკო თემა იქნებოდა და ამას უკვე ეგუებოდა. ყველა წავიდა. მომსახურე პერსონალიც კი. სასტუმრო დილი რვა საათიდან ოფიციალურად დაიწყებდა ფუნქციონირებას. შეყვარებული წყვილი ფოიეში იჯდა. სოფოს მხარზე ჩამოედო თავი და ხმას არ ირებდა. -რატომ ხარ ჩუმად? -ამას არ მოველოდი. დაიხედა თითზე და ჩაეღიმა -ერთი რამ დამავიწყდა , მაგრამ მაპატიე ისე ვიყავი დაბნეული. ესეც რომ მოვახერხე მიკვირს. გაიცინა ბიჭმაც და ისევ ჯიბეში ჩაიყო ხელი. იქიდან რაღაც ამოიღო და სოფოს ჩაუდო მუჭში. ხელი გაშალა გოგომ და ოქროს რგოლი დაინახა. -ეს რა არის? -მარტო შენ ხომ არ უნდა გეკეთოს ნიშნობის ბეჭედი? უთხრა და თითი მოიუშვირა. სოფოც მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა და თითზე წამოაცვა . -ესეც ასე. დღეიდან ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს.უთხრა რეზომ და აკოცა კიდევ ერთხელ. -მოიცა ასე არ გამოვა. წამოხტა სოფო, შამპანურის ბოთლს დაავლო ხელი,ჭიქებიც იქვე იდგა. ერთი ჭიქა ბიჭს მიაწოდა, მეორე თვითონ დაიჭირა და სადღეგრძელო წარმოსთქვა. -ჩვენ გაგვიმარჯოს -ჩვენს ბედნიერებას გაუმარჯოს.-უპასუხა ბიჭმაც და ბოლომდე გამოცალეს.... მას რამდენიმე ჭიქა მიჰყვა და ოდნავ შეზარხოშდნენ... მერე მუსიკა ჩართო სოფომ. ნაზი მელოდიის ჰანგებმა მოიცვა დრბაზი. მათი სხეულები ნელა აჰყვნენ მუსიკის რიტმს. ზედმეტად რომანტიულ და ინტიმურ გარემოს ქმნიდა ეს ყველაფერი. მათაც ვერ გაუძლეს. ან როგორ გაუძლება ორი ზრასრული ადამიანი იმ ვნებას და ემოციას რასაც ახლა გრძნობდნენ. ერთმანეთს იზიდავდნენ და ნელნელა ვნების ნაპერწკალს აღვივებდნენ.. -რეზიი.- დაიჩურჩულა გოგომ. -რააა?უპასუხა ბიჭმა და თვალები გაახილა. -რაზე ფიქრობ? -შენზე.. ჩვენზე..ჩვენს ბედნიერებაზე... -გინდა რაღაც გითრა. -კიიი.- თავი აუქნია ბიწმა და თვალები ისევ დახუჭა. -მე მეშინოდა. შენი მეშინოდა. ამ გრძნობის მეშინოდა...ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა ჩემს დაბადების დღეზე შენთან კოტეჯში მარტო დავრჩი. მეგონა ერთად ვიქნებოდით და მერე შენ წახვიდოდი. ისე რომ უკან არ მოიხედავდი..ვნატრობდი ოღონდ ახლა ჩემთან ყოფნა არმოინდომოს თორემ საბოლოდ ვიტყვი მასზე უარს თქო. -ჩემი სულელი გოგო. ეგ როგორ იფიქრე? -რა ვიცი ვიფიქრე.. მერე მივხვდი რომ შენ სხვა ხარ. სხვანაირი ხარ და ეს შიშიც დავძიე. ახლა მზად ვარ,ყველაფრისთვის მზად ვარ. სოფომ თვალებში გამომწვევად ჩახედა -შენ ეს მართლა გინდა? დარწმუნებული ხარ?არ ინანებ? -არა, არ ვინანებ, დარწმუნებული ვარ... რეზო მის თითებში გადახლართა ხელები და ნომერში ასავლელ გზას დაადგა... კარი რომ დაიხურა ერთი შეკრთა სოფო, მაგრამ თავი ხელში აიყვანა. ბოლოსდაბოლოს ეს პირველი არ იყო და შიში უნდა გადაელახა. ამ პრობლემას უნდა გამკლავებოდა. რეზო უკნიდან აეკრო გოგოს და მუცელზე შემოხვია ხელები. ტუჩებით მის კისერს ჩაუყვა და სველი კოცნის კვალი დაუტოვა. გოგოს გააჟრჟოლა და ერთიანად დაბურძგლა. მერე ნელა მოტრიალდა და კისერზე შემოხვი ხელები. მის ტუჩებს ფრთხილად შეეხო. რეზომ კაბის შესაკრავი ფრთხილად გახსნა, თან კოცნიდა და საწოლისკენ მიჰყავდა. მალე უფრო გათამამდა გოგო და პერანგის ღილებს წაეტანა. რამდენიმე წამში ორივე ნახევრად შიშვლები დარჩნენ. ერთი კიდევ ჩახედა რეზომ თვალებში და ჰკითხა: -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს. ჯიუტად უპასუხა გოგომ. ეს იყო და ორივე საწოლზე აღმოჩნდნენ, რეზო ზემოდან მოექცა. ფრთხილად შეუხსნა ბიუსჰალტერი და ჰაერში მოისროლა. ტუჩებიდან ნელ-ნელა კისრისკენ გადაინაცვლა და ბოლოს მკერდამდე მიაღწია. ნელა დაეწაფა გოგოს მკვირივ მკერდს და ოდნავ უკბინა. სოფომ ოდნას შესამჩნევად იკივლა, ვნებისგან ხმამაღალი კვნესა ამოუშვა. ისიც უფრო მეტად აქტიურობდა და უფრო ახელებდა ბიჭს. -მიყვარხარ რეზი. დაიჩურჩულა -მეც მიყვარხარ ჩემო პატარა. ბიჭი რამდენიმე წამს შეჩერდა, მერე მისი საცვალისკენ გააპარა ხელი და ისიც ნელა გახადა. ახლა ორივე სრულიად შიშვლები იყვნენ. ზემოდან მოექცა საბოლოოდ დაისაკუთრა გოგო და ნელი ბიძგებით აჰყვა გოგოს კვნესას... მერე უფრო მომთხვნი და სწრაფი გახდა ეს ყვლაფერი..ბედნიერების პიკს მიაღწიეს... რამდენიმე წუთში ორივე დაღლილი გადაწვა საწოლზე. მათი დაღლილი და ღრმა სუნთქვა არღვევდა ღამის სიჩუმეს..... -საოცარი ქალი ხარ. დაიჩურჩულა ბიჭმა და ტუჩებში აკოცა.-აი ესაა ბედნიერება. სოფოს არაფერი უთქვამს. მხოლოდ თვალებზე ცრემლი მოადგა. მისი შეჩერება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. რეზომ მკერზე სისველე იგრძნო და გაოცებულმა აუწია სახე. -რა გჭირს?რატომ ტირი? -ბედნიერებისგან რეზი. ახლა ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულება ქვეყანაზე. გაუღიმა გოგომ -ჩემი მტირალა და სულელი გოგო. გაეცინა მასაც და მკერდზე ძლიერად მიიხუტა. -წავალ წყალს გადავივლებ და მოვალ.-წამოდგა გოგო.გადასაფარებელი მოიფარა და სააბაზანოს კარში გაუჩინარდა..... თამუნამ გვიან ჩააღწია ყაზბეგში. პირდაპირ სახლში მოადგა სოფოს.შორიდან დაუძახა და ეზოს კარი შეაღო. რამდენიმე დაძახების შემდეგ კიბის თავზე მარო ბებო გამოჩნდა. -ეს ვინ დაინახა ჩემმა თვალებმა. გაუხარდა ქალს მისი დანახვა. -როგორ ხართ მარო ბებო?თამუნა გაიქცა და ქალს მოეხვია. -კარგად შვილო შენ როგორ ხარ?როგორ დაგვივიწყე?უსაყვედურა მოხუცმა -საქმეები მქონდა ბებო. გადატვირთული ვიყავი ძალიან. -ამდენი მუშაობაც არ შეიძლება. ხშირად ჩამოგვიარე ხოლმე. -ვეცდები ბებო.. -უი მომიკვდეს თავი. ამ სიცივეში გარეთ დაგაყენე და გელაპარაკები. შემოდი სახლში არ გაცივდე.გამოერკვა ქალი -ბებო სოფო სახლშია? -არა შვლო. დღეს იმ რაღაც სასტუმროს გახსნაა და იქ წავიდა. რეზომ მოაკითხა და წაიყვანა. მაგრამ გვიანია და წესით მალე უნდა დაბრუნდნენ. ქალმა ბუხრის წინ სკამი დაუდგა და იქ დასვა. -უკვე აცივდა ჩვენთან. მოდი დაჯექი ბუხართან გათბი. მე მანამდე სუფრას გავშლი. მოშიებული იქნები. აფუსფუსდა ქალი და სუფრის გაშლა დაიწყო -არ შეწუხდე ბებო. არ მშია.. მაგრამ ქალმა არ მიაქცია ყურადღება. რმდენიმე წუთში სუფრა გაშალა და თამუნა თითქმის ძალით დასვა სკამზე... გოგომ საბოლოოდ ხათრი ვერ გაუტეხა და ხაჭაპურის ნაჭერს დასწვდა. მადიანად ჩაკბიჩა... ამაოდ ელოდა სოფოს.. გოგო არ ჩანდა.... სოფომ გამოსვლა რომ დაააგვინა რეზომ ვეღარ მოითმინა და კარზე დაუკაკუნა. -დიდხანს აპირებ მანდ ყოფნას? -მალე გამოვალ. გამოსძახა მან -თუ გინდა ნუ გამოხვალ. არ იჩქარო. -არა გამოვალ. მაგრამ რეზო თვალები ეშმაკურად აუთამაშდა და კარი შეაღო. -რას აკეთებ?-შეცბა გოგო და პირსახოცი აიფარა ტანზე. ბიჭი მიაუხლოვდა და წყლის ქვეშ მოექცა ისიც. -ეს არ აგჭირდება. პორსახოცი გამოსტაცა დაბნეულ სოფოს და გვერდით მოისროლა. მერე თავისიც მიაყოლა და ნაზად აასრიალა სოფოს ტანზე ხელები. -მცხვენია. დაიჩურჩულა გოგომ. -თვალები გაახილე და ჩემი ნუ გერიდება. შენ დღეიდან ჩემი ცოლი ხარ. ორი შიშველი და ვნებისგან ათრთოლებული სხეული ერთმანეთს აეკრა... დილით პირველს სოფოს გაეღვიძა. რეზოს მის წელზე მოეხვია ცალი ხელი და ზურგიდან ეხუტებოდა, ფრთხილდა გადაბრუნდა მისკენ და მიაჩერდა. ასე უყურებდა ცოტა ხანს. სახეზე ნაზად აუსვა თითები და მოეფერა. მერე წამოიწია და მის ტუჩებს ფრთხილად შეეხო. ბიჭი შეიშმუშნა მაგრამ ძილი გააგრძელა. სოფოს ჩეღიმა და ახლა ყურისძირში აკოცა და კისრისკენ ჩაუყვა. -ვერ ისვენებ?-ჰკითხა ბიჭმა ისე რომ თვალები არ გაუხელია. -ვერა, სახე გაუნათდა გოგოს -არ იცი რომ დილით ასე არ უნდა გამაღვიძო? -არა. თავი გაუქნია სოფომ და მის მკერდზე ჩამოდო თვი -მაგისთვის დაისჯები. საბოლოოდ გამოფხიზლდა რეზო., წამოიწია საწოლიდან და ქვემოთ მოიქცია. -წინააღმდეგი არ ვარ. გადაიკისკისა სოფომ და მის ტუჩებს წაეტანა. -ასე ხომ? გაეცინა ბექაურსაც და წამებში გააშიშვლა გოგო...წინააღმდეგი არც სოფო ყოფილა და ისევ სიყვარულის მორევში გადაეშვნენ.. ვიცი პატარა თავია მაგრამ ძალიან დაგვიანებაც რა მინდოდა და ეს ვარჩიე დამედო :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.