შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 20


28-03-2017, 00:23
ავტორი Lex
ნანახია 1 458

20.
- ვინ არის დამნაშავე როცა უკითხავად იბადებიან?..
იქნებ სულაც არ უნდოდა ამ ქვეყნად მოსვლა?..
შეეკითხა ვინმემ?..
..არავინ არაფერს გეკითხება, ყველაფერს შენს თავს ზემოთ წყვეტენ და მერე ზევიდანაც კი დაგყურებენ, შენს მაგივრად ტკეპნიან შენს გასავლელ გზას და მერე კიდევ უკვირთ რამ გაგაბოროტაო?...
რა იყო, რა მოხდა ასეთიო?...
...ჩემი ცხოვრება მოხდა! ჩემს გარეშე, თითქმის უჩემოდ, ჩემი სურვილისა და ჩარევის გარეშე შედგა!..
…და ეს ყველაფერი თქვენს გამო მოხდა...
…თქვენ ხართ დამნაშავე!...
…თქვენ! სხვისი ცხოვრების გზის გამართვაში...
…რა უფლებით?!
…მე თქვენ გეკითხებით, რა უფლებით?!..
...მარიონეტივით ხან იქეთ მიგახეთქებენ და ხან აქეთ... როცა არ ხარ უკვე საჭირო, მაშინ სათამაშოების ძველ ყუთში მოგისვრიან..
და მერე უკვით რატომო?..
ასეთი რა დაემართაო...
მკვლელი მშვიდი ხმით საუბრობდა და თან თვალს არ აცილებდა მსხვერპლს, რომელიც გაკვირვებით მისჩერებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს
- ვინ ხარ შვილო?
- სასიკეთოდ არ მოვსულვარ დედი...
- ვიცი შვილო, ვხვდები, მაგრამ მე არც ფული მაქვს და არც ოქრო.. აბა ჩემი სული რად გინდა? ისედაც ორი დღის სიცოცხლეღა. დამრჩენია...
- ზუსტადაც რომ შენი სული მინდა... საკუთარი თვალით მინდა ვნახო, როგორ ამოგძვრება ეგ ბინძური სული...
ქალმა გაკვირვებისაგან თვალები დაჭყიტა. დაკვირვებით შეათვალიერა დაუპატიჟებელი შუაღამის სტუმარი.
მკვლელმა ახალ სიგარეტს მოუკიდა.
- ნუ ეწევი შვილო ამდენს.
მართლაc გულით შეიცოდა, საწოლში წამომჯდარმა ავადმყოფმა.
ვინ იყო ეს. ცხოვრებისგან წელში გატეხილი ახალგაზრდა კაცი? რას ერჩის, რისთვის. მოვიდა? რა ხელს. აძლევს. ავადმყოფი, დაუძლურებული, მოხუცი ქალის სიკვდილი?
- იცით, ჩემი დიაგნოზი...
- სულ ფეხებზე შენი დიაგნოზი!
გააწყვეტინა მკვლელმა.
ქალი დადუმდა. ან რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ მოუსმენდნენ.
თეთრ გაპუწულ თმაზე ხელი გადაისვა
- თუ ნებას მომცემ ცოტათი მაინც თავს მოვიწესრიგებ და...
- ლამაზად გინდა ხო მოკვდე ბებეროო?...
მკვლელმა სიტყვებს მთელი. გესლი ამოაყოლა.
მოხუცს სევდიანად გაეღიმა, ძლივს მილასლასდა კარადასთან... ერთ ხანს მდუმარედ იდგა აღარ იცოდა რომელი აერჩია.
მკვლელი ცოტა ანერვიულდა, მაგრამ მაინც მოთოკა თავი:
- თეატრში ხომ არ. მიბრძანდები?
ქალმა გესლი ხუმრობაში გაატარა, ცდილობდა მკვლელი არ გაეღიზიანებინა, თბილად და სევდიანად გაუღიმა.
როგორმე დრო უნდა მოეგო... უნდა დაერეკა, დასახმარებლად სადმე მაინც. უნდა გაეშვა ზარი, ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სახანძროში ან თუნდაც. გაზის კანტორაში, მთავარი იყო, რომ დრო. გაეწელა... იქნებ სიცოცხლის ბოლო დღეები გაეხანგრძლივებინა... ან ვინ იცის...
ცხოვრების ირონიაა ეს თუ რაიმე შეცდომაა დაშვებული?.. მარტოხელა, ავადმყოფი, გაჭირვებული, უშვილძირო მოხუცებული ქალი დღე დღეზე სიკვდილს ელის და ამ დროს, მოულოდნელად მკვლელი თავზე დაადგა...
- ძალიან დიდ ხანს, ფიქრობ... რა მნიშვნელობა აქვს რომელი კაბა გეცმევა?.. რაიმე თეატრალურს არჩევ? ჰმ, სპექტაკლზე დასასწრებად... კომედია გხიბლავთ უფრო მეტად თუ ტრაგედია?.. ჰმ... მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებული წარმოდგენებს თამაშობთ... სპქტაკლი აქაა აქ!.. იქ კი აღარაფერი არარის... იმის იქეთ არაფერი არარის...
- იქეთ, შვილო, ჩვენი სულები მიდის...
- და რომელი სული?.. შენ, სად გაქვს სული?.. გამხმარ სხეულში ჩადებულ ლოდს გულს ეძახი... დაბინძურებულ ჭაობს კი სულს...
- ეჰ, შვილო...
- შვილო! შვილო!.. რა გააწყალე გული... მერე აცალეთ ვინმემ, რომ შვილი ეწოდებინათ ჩემთვის?..
მოხუცმა არაფერი უპასუხა, ვერაფერი გაეგო, რა უნდოდა ამ გაბოროტებულ კაცს, როგორც იქნა აარჩია კაბა, ისევ საწოლისკენ წალასლასდა
- თუ არ შეწუხდები შვილო, იქნებ მაცადო ჩაცმა და..
მკვლელმა სკამი შემოაბრუნა, ზურგშექცევით დაჯდა და ახალ სიგარეტს მოუკიდა.
ქალმა ისარგებლა ბალიშის ქვეშ მიმალულ ტელეფონს დასწვდა და ზარების გაშვება დაიწყო... აპარატი ძველი იყო, ამიტომ ღილაკის აკრეფისას მისდა ბედად ხმას არ გამოსცემდა... მკვლელს არაფერი შეუნიშნავს, მოთმინებით ელოდა, როდის გამოეწყობოდა მისი მსხვერპლი უკანაკნელი გზისთვის...
მოხუცმა, როგორც იქნა კაბა გადაიცვა, ტელეფონი ისევ ბალიშის ქვეშ დააბრუნა და ჩართული დატოვა, მერე ძლივს გასაგონი ხმით მიმართა:
- მზად ვარ შვილო...
- შვილო... შვილოო...
ყველაზე მეტად ამ სიტყვამ გააღიზიანა, თუმცა მაინც თავს შეიკავა და საკმაოდ მშვიდი ხმით მიმართა:
- თუ გინდა შენი უკანასკნელი სიტყვა მითხარი... შანსი გაქვს, სიკვდილის წინ მოინანიო და იმართლო თავი... ჩადენილ დანაშაულზე...
- რა ჩავიდინე ამის ფასი, რომ მშვიდად სიკვდილსაც კი არ მაცლი?.. მითხარი და თუ მართლაც რაიმე ბრალი მიმიძღვის მზად ვარ ვაღიარო ჩემი დანაშაული და გულწრფელად...
- საკმაოდ ბერს ლაპარაკობ იცი?.. სიცოცხლის დროს წელავ არა...
- გისმენ შვილო, ამიხსენი რა ამბავია ჩემს თავს და მზად ვარ ყველაფრისთვის..
- კარგი, მე მოგიყვები შენს ბინძურ საქმიანობას, შენ კი ზუსტად ყოველ სამ წუთში თითო აბს გადაყლაპავ...
მკვლელი, ავადმყოფი ქალის ბოთლიდან გადმოყრილი აბების გროვას, კომოდზე მძივებივით, ერთმანეთის მიყოლებით აწყობდა.
- ყოველ სამ წუთში გადაყლურწავ, სანამ მთლიან ბოთლს არ დაცლი... აი ხომ ხედავ, როგორი ლმობიერი ვარ, უმტკივნეულოდ გიშვებ ამ ქვეყნიდან...
დღეს ასეთ ხასიათზე ვარ...
გაგიმართლა...
ქალმა აბები სულ ბოლომდე გამოცალა მერე თვალებ მილულული წამოწვა, სიკვდილის მოლოდინში გაირინდა.
მკვლელმა კეფიდან ბალიში გამოაცალა და მაშინღა შენიშნა ბალიშის ქვეშ მიმალული ჩართული ტელეფონი
- ბებერი გაიძვერა!
გამოსცრა კბილებში... დრო იყო, სასწრაფოდ უნდა გასცლოდა იქაურობას. მსხვერპლს სახეზე ბალიში ისე დააფარა, რომ მარტო თვალები უჩანდა, თითქოს ნიღაბი მოარგოო და იქაურობას გაეცალა...
ერთი ფეხით გაასწრო კარზე მომდგარ პოლიციასა თუ სასწრაფოს...

LEX·2016 წლის 13 ივნისი, ორშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent