მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...2...
კარის ხმაც გაისმა და ნინელიც შევიდა -შვილო რამხელას ყვიროდი შენი ხმა სადარბაზომდე ისმის რამე მოხდა? -არაფერი დედა, ტელევიზორს ვუყურებდი და... მმ ჩემ ოთახში ავალ კარგი?! პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა ოთახში,საწოლზე დაწვა და მალე ძილიც ესტუმრა... დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა,წყალი გადაივლო, ოთახს უცბად მიხედა. შავი კოჭებამდე შარვალი და თეთრი მოკლემკლავიანი მაიკა გადაიცვა, პრაქტიკული თეთრი კედები მოირგო და თმა მაღლა აიწია.სახეზე მხოლოდ ტონალი და ტუში იმყოფინა,სამზარეულოში ნინელის გაკეთებული ჩაი დალია მხოლოდ, ისიც სწრაფად და სახლიდან გავიდა. ნინოს მიწერა მზად დამხვდი წავიდეთო და ერთად დაადგნენ უნივერსიტეტის გზას. -აბააა,ახალი არაფერია ქეეეთუუუს? -ეშმაკურად კითხა დაქალმა - რავიცი, გეხვეწები ზარი არ გამახსენო,კარგ ხასიათზე ვარ,მერე მოგიყვები. კარგი?- თვალების ციმციმით და ყელის გამოწევით თხოვა მეგობარს -კარგი,კარგი ხოოო- ვითომ ნაწყენი ხმით თქვა. ქეთიმ დაქალს გახედა,ქერა ცისფერთვალება გოგო მუდამ მის გვერდით იდგა და სიამოვნებდა რომ მისი სახით და ყავდა -ჩემო ლამაზთვალება- მიუგო მეგობარს და ჩაეხუტა. -ქეთუ შეინახე ეგ სენტიმენტები შენი მაჩოსთვის საყვარელო,ხომ იცი მეც მიყვარხარ-ენა გამოუყო დაქალს. უნი-შიც შევიდნენ, თავიანთი ადგილი მონახეს და ქეთის ტელეც აწრიპინდა, როგორც კი დახედა მაშინათვე გაუთიშა ქეთიმ,სამაგიეროდ კი ნინის ყურადღებიანი ღიმილი და უცნობის სმს დაიმსახურა "დილამშვიდობის თაფლისთვალება, იცი დღეს უფრო ლამაზი ხარ... ყოველდღე უფრო და უფრო... და აბა ამის მერე კიდევ როგორ უნდა შეგეშვა? წარმატებები მშვენიერო" ჯერ თვალებგაფართოებული უყურებდა ტელეს მერე ღრმად ჩაისუნთქა, რომ როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ლექტორის ლაპარაქი გაეგო. შესვენებაზე კი ნინის ყველაფერი უთხრა და ბოლოს გაკვირვებული დარჩა, როცა ნინი ნერვების მოშლის და გაბრაზების მაგივრად, ჩაფიქრდა. -არაფერს იტყვი გოგო? არა რა ნომრის ამომცნობი უნდა ჩავრთო. -და შენ გგონია რადგან ნომს გაიგებ მიხვდები ვინაა? მაინც რა შეიცვლება? თუ რა თქმა უნდა შინაგანში არ მუშაობ და მიმალავ- თავი გადააქნია ნინიმ -აუ კაი რა ხუმრობის დროა? თავიდან ვიფიქრე ვიღაც ხუმრობსთქო მაგრამ უკვე ზედმეტები მოსდის,თან ხმაც არ მეცნობა. -ხო,შეუძლებელია ეგეთი ხმის დავიწყება არა?- თვალი ჩაუკრა ნინიმ -ოოო კაი რა- ახლა დაქალზე გაბრაზება ცადა ქეთამ -გოგოებო რაზე საუბრობთ ასე საინტერესოდ?ქეთ თუ რამეა ხომ იცი აქ ვარ - გოგოებს ლაშა მიუახლოვდა და თან ქეთის შეციცინა -არაფერი ლაშ, სიკვდილის პირას თუ მივედით მაშინაც "ვინუჟდენში" ვიქნებით და ალბათ მერე გეტყვით - დაატკბო ნინიმ. უნი-დან სწრაფად გამოვიდნენ და კაფესკენ დაიძრნენ,ქეთამ მინი ფართუკი მოირგო და მიშაობას შეუდგა - მოკლედ ჩემო მშვენიერო, თუ მოკლედ როგორც არის. მე წავალ კაი? თუ რამეა იცოდე დამიზარე და აქ ვარ. -კაი ნინ,შენ რომ არ მყავდე... - გოგო ძაანაც ნუ გადაირევი, ვაჩეს უნდა შევხვდე და ახლავე ნუ დაეძგერები ტელეფონს გვაცადე ლაპარაკი. მიყვარხააააააააარ-და კარებში გაუჩინარდა. ქეთა გულით შეუდგა სამუშაოს,ბევრი ხალხი მაინცდამაინც არ იყო ამიტომ, თავისუფალი დროც ქონდა,სანამ შუა დღე მოვიდოდა. შუადღისას კი ცოტა დაიღალა, მაგრამ რაც მთავარია უცნობზე არ ფიქრობდა მაინც. საღამოს ყველას დაემშვიდობა და სახლისაკენ ფეხით გაისეირნა. "ამ დროს არ უნდა იყო გარეთ,არა?" თვალებს არ უჯერებდა ქეთა,უკვე ნომრით დაფიქსირდა სმს და ქეთამას ტელე მოიმარჯვა " შენ რომ არავინ გეკითხება, არაუშავს?" -გაბრაზებას უკვე ცნობისმოყვარეობა ძლევდა და გოგონაც აქეთ-იქით ატრიალებდა თავს,იმის იმედით რომ ვინმეს ისეთს დაინახავდა "ნუ მეძებ,მე არ მიძებნიხარ, თუმცა გიპოვე. არ შეგეფერები იცი?" დაიბნა, ჯობია არაფერი ვუპასუხოო გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა,რაც არ უნდა ყოფილიყი ცოტა შეეშინდა კიდეც... "არ გიმსახურებ!" "ხოდა დამანებე თავი მერე! როგორც გაჩნდი ისე გაქრი". სახლშიც შევიდა ქეთა და ბოლო სმსიც მიიღო "არ შემიძლია" აუ რატო მაინც და მაინც მე რატომ რატოოოოომ? იმხელა ხმაზე დაიყვირა ნინელი განერვიულებული შეხვდა მისაღებში -შვილო მალე გულს გამიხეთქ,რა მოგდის ამ ბოლო დროს? -არაფერი დედა ყურადღებას ნუ მომაქცევ რა,მამა სადაა? არ მოსულა? მშია -არა შვილო სამსახურშია. ქეთა სამზარეულოსკენ დაიძრა. სალათი გამოიღო,მიირთვა და თავის ოთახში შევიდა. კარგი თვისება ქონდა ნინელის, არ შეაწუხებდა გოგონას ზედმეტი კითხვებით სანამ თავად არ მოუნდებოდა საუბარი. მეორე დღეს ლექციები არ ქონდა,ამიტომ დილით მოემზადა,ისაუზმა და ნინი მოიკითხა ტელეფონით "ნინ როგორ ხარ?" "კარგად ჩემო მშვენიერო,შენ??" "რავი,კაფეში ვაპირებ წასვლას არ მოხვალ დღეს?" "არ ვიცი მშვენიერო, შენი მაჩოსკენ რა ხდება?" "გუშინ მომწერა,ასე გვიან გარეთ არ იარო და არ შემიძლია თავი დაგანებოო" "ვაიმე მშვენიერო,ეგ რა უკან დაგყვება?" "აუ ნინი, აუცილებელია ყოველ წინადადებაში,ეგ მშვენიერო ჩაჩურთო?" " არ შემიძლია მშვენიერო, კაი წავედი ახლა და შემოგივლი იქ მერე" "მოიცადე ვაჩესკენ რა ხდება?" "ო არაფერი რა,ერთმანეთს შვლის თვალებით ვუყურებთ,მაგრამ რათ გინდა,სათქმელს მაინც არცერთი ვამბობთ" "აჰა კაი... ჩემი ხელი გინდათ. კაი აბა შევედი უკვე კაფეში" ქეთა მოემზადა და მუშაობას შეუდგა,მთლიანი ნაცრისფერი მოკლე კაბით,შავი კედებით და კოსად აწეული თმებით,წყნარ გარემოში მიილეოდა დღე,ნაშუადღევს ნინი ესტუმრა და ჩაიც ითხოვა. -რა იყო ახლა წამოყე თავი საბნიდან? მხიარულად შეციცინა ქეთამ -არა,დილით შენმა მშვენიერმა მესიჯმა წამომაგდო და მერე უკვე ძაან რომ გადავაბი ძილი, დედაჩემის ყვირილმა,მაგრამ არ გავბრაზებულვარ. -ალბათ ერთმა სულიერმა დაგატკბო არა? გამომცდელი მზერა მიაპყრო ქეთამ. ამ საუბარში იყვნენ როცა ბარში 4 სპორტულად ჩაცმული ბიჭი შემოვიდა,არც გაუხედავთ გოგოებისკენ ადგილი ისე დაიკავეს,გოგოებსაც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, ნინის მოშორდა ქეთი და ღიმილით წავიდა მაგიდისკენ შეკვეთის მისაღებად,როგორც კი მიუახლოვდა, ერთ-ერთს თითქოს ღიმილი შეეყინა სახეზე,ქეთას დაჟინებით შეხედა -რას მიირთმევთ? კითხა გოგონამ მხიარულად. ბიჭს თვალები გაუფართოვდა,თითქოს მოჩვენებას ხედავსო. უცბად ადგა და ისე გავარდა გარეთ, თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილა. ბიჭებსაც ვერ გაეგოთ რა მოხდა. -რამე დავაშავე? იკითხა ცოტა დაბნეულად ქეთამ -რა? არა შენ რა შუაში ხარ. ჩვენც ვერ გავიგეთ. დავურეკავ-თქვა ერთ-ერთმა. -როგორ ხართ ძმებო? ვაა ქეთუს აქ რა გინდა? როგორ ხარ ჩემო გოგო? -კარგად თოკო რამდენი ხანია არ მინახიხარ,შენ როგორ ხარ?- გულით გადაეხვია გოგონა. -თოკო იქნებ ჩვენც გაგვაცნო?- მიუბრუნდა ძმაკაცი -ქეთ გაიცანი ესენი ჩემები არიან, ლევანი-საშუალო სიმაღლის ქერა ბიჭზე მიუთითა-ლუკა -ასევე ქერა ოღონს მაღალი-გეგა -შავგვრემანი მომწვანო თვალებით- და... და... ის სადაა ე? ხო ეს ქეთაა ჩემი დაიკო - სასიამოვნოა ყველამ ერთხმად შესძახა. -ჩემთვისაც-მიუგო გოგონამ - მოიფიქრეთ და მითხარით კარგი? თქვა ცოტახნის დუმილის შემდეგ -აქ მუშაობ და მე არ ვიცი ქეთუს? კარგი რა?-ვითომ გაბუტვით ჰკითხა თოკემ -ასე ჯობდა თოკო რა. კარგი აბა დროებით.-დაემშვიდობა და ნინისკენ გაწია. -რა აზრის ხარ პირდაპირ მითხარი- მისვლისთანავე კითხა ნინიმ -დაინახე არა? ისე მიყურებდა რომ თითქოს რამე დავაშავე, არადა პირველად დავინახე. -სამაგიეროდ მისთვის არ ყოფილა პირველი-აღელვებით უთხრა ნინიმ -რა? ნინი რამე ხდება და არ ვიცი?-ცალი წარბი აუწია დაქალს - ქეთ გახსოვს გითხარი ამას წინათ მარტო ვართქო,არ იყო მასე, სანამ შენ მოხვიდოდი ჩემთან თოკოს ძმაკაცი ამოვიდა,თოკოს ეძებდა მერე მითხრა აქ უნდა შევხვედროდით, გეხვეწები ცოტა ხანი აქ დაველოდებიო. თოკოს დავურეკე და დამიდასტურა. უკვე გზაში იყო-ხელებს იფშვნეტდს და ადგილზე ცქმუტავს ნინი-ზარი რომ დარეკე და გასაღებად წამოვედი მითხრა არავის უთხრა გთხოვო,თორნიკე მოვა და წავალთო -უკვე ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა ნერვიულობისგან მაგრამ გააგრძელა-ამიტომ გითხარი არ მეგონა რომ ასე მნიშვნელოვანი იქნებოდა მაპატიე რა-თვალები ცრემლებით აევსო ნინის-ახლა რომ დავინახე ისე გიყურებდა მივხვდი,ეგ იქნება. დიდი ეჭვი მაქ. თან ალბათ თოკოს გამოართვა ნომი... ალბათ იფიქრა ხმაზე მიცნობსო,თოკომ არ იცოდა აქ თუ მუშაობა დაიწყე და შესაბამისად არც მაგას ეცოდინებოდა. მაპატიე გთხოვ რა, ქეთ გთხოვ-უკვე ტიროდა გოგონა -კარგი ნინ ნუ ტირი კარგი,შენც არ ხარ დამნაშავე,რომ გცოდნოდა სხვა საქმეა მაგრამ არ იცოდი.- აკოცა და გადაეხვია დაქალს... ერთმანეთთან ისე დებივით იყვნენ,რომ ვერცერთი დაუშვებდა, უნიბლიე ტყუილით დასრულებულიყო მათი ურთიერთობა. -კარგი,გააგრძელა ქეთამ,ახლა ვიცით ვინცაა,მაგრამ არ ვიცით რა უნდა. -დაგავიწყდა თოკოსთან სურვილი მაქ. უნდა შემისრულოს,შენს ნომერს, რომ დაუკითხავად სხვას აძლევდა შედეგებზეც უნდა ეფიქრა- ბოროტად ჩაიცინა ნინიმ და მაგიდისკენ დაიძრა ____________________ განსხვავებული არაფერი,უბრალოდ მომინდა დამეწერა, პირველად ვწერ ამიტომ მაინტრესებს თქვენი აზრი. ღირს კი გაგრძელება?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.