შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Don't Leave me


28-03-2017, 19:29
ნანახია 1 525

ახლა ღამის 11 საათია,უჩვეულოა თუმცა თითქოს შუაღამეა , ქუჩები ცარიელია,ცარიელი და მარტოსული, მე ჯერ კიდევ თინა მასწავლებლის სახლის კიბეზე ვდგავარ, ვუცდი იქნებ გადაიღოს წვიმამ, თხელ ჟაკეტს ტანზე ვიწებებ, მდინარესავით მოედინება გზაზე წყალი როგორც ჩვევია ბათუმს, უჰ ვინიცის როდის მოიოხებს გულს ....
ვყოყმანობ საშინლად არ მინდა დასველება, ვიცი აუცილებლად გავცივდები, სკოლის გაცდენა კიდე მე არ მაწყობს,ისედაც 2 თვე დარჩა გამოცდებამდე
უფ გამოცდების გახსენებაზე სულ მთლად წამიხთა ხასიათი,
არა რა ბავშვების გასამწარებლადაა მოგონილი,ნერვიული სისტემა უნდა გამინადგურონ, დამაავადმყოფონ, ნეტავ მერე ვიღას სჭირდება მაგათი ატესტატი, ჩემთავთან ბჭობაში ვერც კი გავიაზრე როგორ ჩავედი კიბიდან და კოჭებამდე წყალში როგორ მივაბიჯებდი არხეინად, ლამპიონების შუქი მოჰფენოდა გზებს,წვიმის ხმა სმენას მიხშობდა,თავიდან ფეხებამდე გალუმპული, პატარა ზურგზაკით მივაბიჯებდი შუა გზაზე,ჩემს გარდა არანაირი სულიერი არსება არ დაიარებოდა,შიშმა ამიტანა,ხომ ვამბობდი არ მაწყობს 10 საათზე ინგლისური,ვერ წამოვალ მერე სახლში მეთქი,მაგრამ ვინ გიჯერებს რო?გამწარებული სახეზე მიკრულ სველ თმას უკან ვიწევ, უჰჰ როდის მივაღწევ სახლამდე,რომ ცოტა მაინც გვთბე,ნაბიჯებს ვუჩქარებ, წვიმაც უფრო ძლიერდება და უკვე სხეულშიც ატარებს მგონი,ერთიანად ვცახცახებ, ფეხებს დავყურებ საციდავად თუმცა წყალში აღარ ჩანს,თითებს ვეღარ ვგრძნობ, ჯერ ჩემს უბნამდე კიდევ შორია, არადა არც ტაქსები მოძრაობს რომ გავაჩერო,რომელი საღად მოაზროვნე გამოვა ახლა სახლიიდან,არა არა ! ლოლა ხომ იცი რომ ჭვიანი გოგო ხარ?
კი კი აბა რა გენიოსი
დამცინის ჩემი მეორე მე რომელიც მეზიზღება უკვე
ისეთი მომენტი იყო , განვლილ წლებზე რომ, უნდა იფიქრო, მოგენატროს დაკარგული ადამიანები და ატირდე , მშობლები მენატრებიან , სოფელში რომ ცხოვრობენ და თვეში ან ორ თვეში ერთხელ ძვლივს ვნახულობთ 2 დღით
შევამჩნიე როგორ გაიელვა, ვერ ვიტყვი რომ ჭექა ქუხილის პანიკურად მეშინია მაგრამ, ქუჩაში ღამით მარტოს? კი კი კი!
ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა მაგრამ მიწის გაზანზარება რომ ვიგრძენი და რაღაც საზარელი ხმა შემომესმა,დავივიწყე სირცხვილის და თავმოყვარეობის გრძნობა, ჩანთა თავზე დავიფარე და კივილით გავიქეცი, რესტორნის ჩამოხურულს შევაფარე თავი,აქაც წყალი იდგა თუმცა უკვე შევეგუე, მთავარია სული მოვითქვა
ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა,აი მესმის მაღალი ხარისხის ტექნიკა,ეს თუ საერთოდ არსებობს კიდევ, სველი ჯიბიდან ძვლივს ამოვაძვრინე სმარტფონი,ეკრანი დასველებოდა და სენსორიც შესაბამისად ჭედავდა, ლიკა იყო ალბათ ნერვიულობს რომ დამაგვიანდა, ნეტავ იცოდეს რა დღეში ვარ გააფრენდა, ტელეფონი ისევ თავის ადგილას ჩავაბრუნე, ვცდილობდი კანზე მიკრული ტანსაცმელი ოდნავ მაინც მომეშორებინა , შორიდანვე შევნიშნე მომვლი ტაქსი, იცით ეს მომენტი რას გავდა?
გვირბის ბოლოს სინათლეს, ან რაღაც სასწაულს რომელსაც მანამ ვერ დაიჯერებ სანამ არ იხილავ, გზისკენ გავიქეცი,უფრო გავცურე ერქვა ამას, კი ნამდვილად ტაქსია, ხელი დავუქნიე და ისიც უმლვე ჩემს ფეხებთან გაჩერდა,ვინ იცის იქნებ ერთადერთი კლიენტი ვიყო დღეს საერთოდაც,მეც მაშინვე ბედნიერების ფიქრზე მყოფმა გამოვგლიჯე კარები და უნდა ჩავმჯდარიყავი რომ შევნიშნე უკანა სავარძელზე " ბიჭი"
იცით როგორი? ამ საშინელ მომენტშიც კი რომ მიიქცია ჩემი ყურადღება, უბრალოდ დავმუნჯდი,მივშტერებოდი და ვერ გამეგო რა უნდა მექნა,ბოლოს გონს მოვეგე თუ მისმა ჩაცინებამ წამომითაქა თავში
- უკაცრავად მე მეგონა თავისუფალი იყავით
მივუბრუნდი საჭესთან მჯდომ ასაკოვან მამაკაცს
- დაკავებული არ არის
ოჰოო, ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში,ხმის ტემბრი რაღაც სასწაული, ღმერთო ჩემო ეს ანგელოზია მხსნელად მოვლენილი თუ ამ ჯოჯოხეთურ ამინდს მიყვა დემონი?
- ვერგავიგე?
- მე არ მეჩქარება, არც ისეთი აღუზრდელი ვარ ,რომ ასეთი მშვენიერი გოგონა, ქუჩაში დავტოვო მითუმეტეს ამ დროს,ამ ამინდში
ალბათ კაიფში მყოფი ციყვის სახე მქონდა,ნეტავ რა ფიქრებმა გაჰიტაცეს გოგო აზრზე მოდი!
- ნუ შეწუხდებით
ისე ვუთხარი თითქოს ეს მადლობა იყო ვიდრე უარი
მძღოლმაც არ დააყოვნა
დაქოქა და მისამართი მკითხა
ჩემი ქუჩისკენ რომ ჩავუხვიეთ,ფიქრებში უკვე ჩემს თბილ საწოლში ვიწექი სრულიად მშრალი
- შეიძლება თქვენი სახელი გვიგო?
ისევ ის ხმა,ისევ ის გრძნობა,ასე რომ დამაბნია
ალბათ უხეშობა უზრდელობაში ჩამეთვლება,მან ხომ ასე დამეხმარა
- ლოლა
- ვაუ,სახელიც როგორი ლამაზი გქონია
სახელი- ც? უჰ მგონი უკვე გვთბი,შევიფერე
- მე ერეკლე,შეგიძლია ეკე დამიძახო
ჩემ კორპუსთან შეჩერდა ავტომობილი,წვიმასაც გადაეღო,ნელა შევიხსენი ღვედი,თითქოს არ ვჩქარობდი წასვლას
კარი გავაღე და ერეკლესკენ მივტრიალდი
- არ დამჭირდება, ერთმანეთს აღარ შევხვდებით, ძალიან დიდი მადლობა
ნაზად გავუღიმე და გადავედი
-ვინიცის ლოლაჩკა
მომესმა ზურგს უკნიდან მისი ხმა , მაგრამ არ მივბრუნებულვარ, პადიესში რომ შევედი მაშინ მივიხედე , მანქანა ადგილიდან გაქრა ... ვუყურებდი ადგილს სადაც წუთის წინ იდგა, "ვინ იცის " გამეღიმა მისი სიტყვების გახსენებისას
ალბათ დიდხანს ვიდექი ასე გაშტერებული, მაგრამ ჩემმა კბილების წაკწაკმა გონს მომიყვანა, ძვლივს ავიარე კიბე , მთელი ძალით დავაბრახუნე კარებზე
არასდროს არ გამხარებია ასე ჩემი დის სახის დანახვა , თუ,მცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ალბათ გვამს ვგავარ, თვალებ დაქაჩული მიყურებდა , ხელი ჩამავლო მკლავში და სახლში შემაგდო, ალბათ ეგონა რომ მოძრაობაც აღარ შემეძლო
კარები დაკეტა და ცოცხლად შემიცხადია
-გოგო რა გჭირს?! კარგად ხარ?
მომვარდა სახეზე მაკვირდებოდა , ტანსაცმელს ოდნავ შეახო ხელი და წურწური რომ დაიწყო წყალმა , სულმთლად გაგიჟდა
-ახლავე აბაზანას გაგიმზადებ და ცხელ წყალში ჩაწექი , ღრმერთო ანთება არ აგცდება
ცხელი აბაზანა ნამდვილი შველა აღმოჩნდფა ჩემთვის, წყალი რომ გაცივდა მერე მივხვდი გამოსვლას, თბილი პიჟამო ჩავიცვი, ცემს მზრუნველ დას უკვე მოუმზადებია ცაცხვის ჩაი, დიდად არ მიყვარს მაგრამ ახლა არაფერზე ვიტყვი უარს ოღონდ ცხელი იყოს და როგორმე გავთბე,
საწოლზე ჩამოვჯექით როგორც ყოველთვის
-ტაქსით წამოსულიყავი ლოლი, ასეთ მდგომარეობაში როგორ მოაღწიე?
-ვერ აგიღწერ რა გამოვიარე, მეგონა მოვკვდებოდი
-დიდად უკეთესად არ გამოიყურებოდი
ჩაიცინა ბოროტულად ლანამ და ცოტა ჩემი ჩაი მოსვა, ეს მისი ჩვევაა, ამჯერად არ შევიმჩნიე
-ბოლოს ტაქსი გავაჩერე და რომ ჩავჯექი მერე მივხვდი რომ კლიენტი ყავდა, ისე შემრცხვა ლამის მოვკვდი
-რაა? მერე?
ჩემი და უკვე ხარხარებდა
-მერე ბოდიში მოვუხადე და გადმოსვლას რომ ვაპირებდი , გაგიყვანთო მითხრა იმ ბიჭმა
-ბიჭი იყო ? ოჰოო
- რა ოჰოო გოგო, სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდი , ვერც უარს ვეუბნებოდი და თან მრცხვენოდა
-მერე?
-დამაცადე ! მერე მოკლედ მომიყვანეს რა , რა გქვიაო , მერე თავისი ახელი მითხრა, ერეკლე ქვია, შეგიძლია ეკე დამიძახოო
-საყვარელი
-ვუთხარი არ დამჭირდება , ერთმანეთს აღარ შევხვდებით მეთქი, რომ გადმოვედი მანქანიდან ჩაილაპარაკა , ვინიცის ლოლაჩკაო
-აი ეს მესმის , თურმე ღირდა დასველებად, ერთ გაციებად ღირდა მაინც?
-კარგი რა ნუ სულელობ
-მითხარი რა როგორი იყო? თუ საერთოდ შეხედე
-შავგვრემანი იყო , მუქი კანისფერი ქონდა, მოგრძო ხვეული ტმა ქონდა, თავლები იმდენად არ ჩანდა ალბათ ყვაისფერი აქვს ან რაარაც ეგეთი, ვაღიარებ ზალიან სიმპატიური იყო
გამეღიმა , მივხვდი რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო
-ეეე რა სახე გაქვს , შენ რა მოგეწონა?
- მოკეტე იდიოტო !
ლოგინში ჩავწექი და ზურგი ვაქციე , თავი მოვაჩვენე თიტქოს დამეძინა , თორემ ეს აღარ გაჩერდებოდა, არადა არ მიძინია იმ ღამით , რატომრაც სულ ერთი ფრაზა მიტრიალებდა გონებაში "ვინიცის ლოლაჩკა"
ჩემი და ნამდვილი ვანგააა ახლავე აგიხსნით რატომაც
დიილით რომ გავახილე თვალები, ვიგრძენი რომ ვეღარ ვსუნთქავდი , შიგა და შიგ მახველებდა, სუნტქვის დროს ყველა ზვალი მტკიოდა, ზვლივს წამოვდექი და მისაღებში გავფრატუნდი
-ლანაა! რაღაც ამოხავლე ღმერთო ხმაც ააღარ მაქვს
-ეს რაიყო ისევ ონკანი გაფუჭდა? თმააბურდული ლანა რომ გამოვიდა საღამურებით და მე შევრჩი ლამის გაიგუდა, მეხვერწებოდა რაიმე კიდევ თქვიო, ეს გოგო ნამდვილად ჩემს საწამებლადაა გაჩენილი
-კარგი რა მიღცი მაიმუნობას
-კაი მართლა ასე ცუდად ხარ? შეშინებული სახით მომიახლოვდა, თავისი ნატიფი გრზელი თითები შუბლზე მომადო და სწრაფადვე გასწია უკან
-შენრა იწვი? ლოლი მაღალი სიცხე გაქვს , მიდი მოწესრიგდი და ექიმთან წავიდეთ
-აუუ არ მინდა ექიმთან რა
პატარა ბავშბვივით ავწკმუტუნდი , მაგრამ ლანასთან რას გახვალ , თან მართლა ცუდად ვიყავი
ექიმმა ფილტვების ანთება გაქვსო , ანტიბიოტიკები გამომიწერა და ცოტა ხნით ცაჭექიო, ეს კი სრულ ტანჯვის პაკეტს გავდა ჩემთვის
დაღონებული გამოვედით კაბინეტიდან , ლანა მამსვიდებდა მალე გამოკეთდები ხომ იცი ძლიერი ორგანიზმი გაქვსო, წამით დერეფანში ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მაგრამ იმდენად სწრაფად ჩავიარეთ ვერ მივხვდი ვინ იყო , მეცნობოდა და ტან ვერ ვიხსენებდი საიდან
წვენები მოვიმარაგე და ჩემს ოთახში სევზიდე, 1 კვირა გამწევებული ვიწექი საწოლში, ლანა წვნიანებს მიმზადებდა, ფილმების ყურებითგამყავდა დროო მაგრამ საშინლად მომწყინდა, თიტქმის სულ მარტო ვიყავი , ლანა ხან უნივერსიტეტში იყო ხანაც დანიელთან ერთად
დანიელი მისი შეყვარებულია, 1 წელია ერთად არიან , ბავსვობაში ვმეგობრობდით , მერე არვიცი რატომ მაგრამ ურთიერთობა არ გქვონია, შარშან ზღვაზე ვნახეთ ჰოდა იქ მოეწონათ ერთმანეთი, იმიტომ არ ვამბობ რომ ლანა ჩემი დაა და ადნიელი მეგობარი , ერთ ერთი ულამაზესი წყვილია, აი სესაფერისებბი არიან , მიხარია მათ რომ ვუყურებ
რომ მივხვდი ცოტა უკეთ ვიყავი მაშინვე წამოვდექი , ცემი ოთახის კედლეის ყურება აღარ შემეძლო
ლანა და დანიელი რაღაცას უყურებდნენ , სავარძელში მოკალათებულები
-ჰეი გვრიტებოოო
მივესალმე და გავუღიმე ჩემს ორ სიყვარულს, მაგრამ საპასუხოდ სულ სხვა რეაქციები მივიღე
-გაგიჟდი შეენ? რატომ ადექი?
-ლანააა პირბად მომიტანე თორემ დამავირუსებს
-მიდი დაწექი ხომ გიტხრა ექიმმა ერთი კვირა მაინც იწექიო?
-გაცილებით უკეთ ვარ , დავირალე მარტო ყოფნით
-ასეა გათხოვდი და არარ იქნები მარტო , დროა უკვე დრო
-სასიძო სენ იუმორი ჩემმა ამ დაგიხვეწა?
-ლოლი, ზეგ დანიელის დაბადებისღეა მანამდე გამოკეთდე მინდა ამიტომ გარეტ ნუ გახვალ რა
-ვა ვა ვა ბიჭი რამდენის ხდები?
-27ის, აუცილებლად უნდა მოხვიდე იცოდე, მეგობრები ვიქნებით მხოლოდ მაგრად გავერთობით
-სადაც გართობა იქაც მე
სამი დღე სრულ ტერორში ვყავდი ლანას, რაც წამლები მოხვდებოდა ხელში ყველაფერს მასვმევდა რომ გამოვჯანმრთელებულიყავი, სინამდვიოლეში მარტო წასვალ არ უნდოდა , დანიელის ძმაც იქნებოდა, ამიტომ ნერვიულობდა
კი გეთანხმებით სულელია
აი დანიელის დაბადების დღეს კი საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა
დილა დაიწყო ასე
-ლოლიიიიი!
-რა გაყვირებს დამაძინე
-ლოლი ადექი რა გთხოვ
-გაეთრიე ლანა
-აუუ რა ჩავიცვა? ის წითელი კაბა არ მოწმონს, შავი მომიხდება ?
- ის ლურჯი კაბა ზააან მოკლეა?
-ამის მაქმანები არ მჯოწმონს
-ესე თმა კაია თუ ოდნავ ცამოვიშალო?
-ადექი მაკიაშჟი გამიკეთე!
არვიცი არ მესმის გოგონების რომლებიც 10 საათით ადრე იწყებენ მომზადებას
ლანასთვის , სტილისტიც მე ვარ, დიზაინერიც და დამამშვიდებელიც, მთელი დრე ვცილობდი რომ როგორმე დამერწმუნებინა არ ენიერვიულა, არაჩვეულებრივი ტანი აქვს ამიტომ მოკლკე სადა კაბა ჩავაცვი , სადა მაკიაჟი გავუკეთე და თმებიც გავუშალე , დავუსწორე და შედეგით კმაყოფილი ვიყავი, ნამდვილად შესაშურად ლამაზია
როგორ მეამაყება რომ ვუყურებ
ჩემი თავისთვის ძვლივსღა დამრცა ნახებვარი საათი , მაგრამ 20 წუთსი უკვე მზად ვიყავი და ის 10 წუთიც ლანას ველოდებოდი
კანსი ვერ ეტეოდა, წამდაუწუმ სარკის წინ ტრიალებდა, არა ნამდვილი მოსარულე ნერვოზის მანქანაა, გულით მეცოდება დანიელი ამის ხელში
დანიელმა კი ტქვა რომ მხოლოდ მეგობრები ვიქნებითო... მაგრამ ამდენ, მეგობარსაც არ მოველოდიი, დიდი არა უაზარმაზარი მისარები სულ მთლად სავსე იყო , ისე რომ ძვლივს შევედით , ამოსუნტქვის საშუალებაც კი არ იყოო , დანიელი ვნახე მივულოცე და მერე აღარც მინახია , ლანა რაღათქმაუნდა მასთან იყო
არა ჩემზე ნუ იდარდებთ , მარტოც მშვებნივრად ვერთობოდი, ვუყურებდი როგორ ცეკვავდნენ დანიელის ძამაკაცები , თუ იმას ცეკვა შეიძლება ვუწოდოთ, ცოტას ვსვამდი, სასიამოვნო მუსიკა იყო არც მაინც და მაიბნც ხმაური
ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ერეკლე არ შემოვიდა ოთახში... მუსიკის ხმა აღარ მესმოდა , ვერც სხვებს ვამჩნევდი, გაოცებული ვუყურებდი ერეკლეს როგორ გადაკოცნა რამდენიმე ბიჭი და გაიხადა ქურთუკი, შემრცხვა ასე რომ ვაკვირდებოდი და უმალვე ზურგი ვაქციე, თუმცა მგონი დამინახა
ჯანდაბა აქ ნამდვილად არ ველოდებოდი, სუნტქვა ამიჩქარდა , რაღაც უცნაურად ვგრზნობდი თავს , ჰაერი აღარ მყოფნიდა ამ ისედაც უჟანგბადო ოტახში, ავანზე გავედი და ცოტა ამოვისუნთქე , არაფერი იდგა რომ დავმჯდარიყავიმაგრამა არაუშავს , მთავარია მას არ ვხედავ და თან გრილა აქ
ნეტავ ლანა სადაა გაგიჟდება რომ გაიგოს ის ბიჭი აქქააა , თუმცა კარგია რომ არ იცის ასე ჯობია
თიტებს ნერვიულად ვათამაშებდი
წამით ისიც კი გავივლე გონებაში , გამომყვება აივანზე მეთქი მაგარმა არა , საკმაოდ დიდხანს ვიდექი გარეთ , გმუდმებით კარებისკენ ვიხედებოდი ... ბოლოს ისევ ოთახში დავბრუნდი , მთვრალი ახალგაზრდებში ჩემი დის პოვნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ძვლივს შევამჩნიე დანიელთან და ვირაც ბიჭთან ერთად დსავარზელში ისხდნენ და არღაცაზე გულიანად იცინოდნენ , დამიანხეს და ხელით მანისნეს აქეთ მოდიო
დანიელ;მა მისი ძმა ნიკა გამაცნო
-სასიამოვნოა ნიკა
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა
კარგი ბიწი ჩანდა, კომუნიკაბელური და მხიარული, რაღაცეებს ყვებოდა და ჩევენც ვიცინოდით, სულ გადამავიწყდა ერეკლეს აქ ყოფნა , მერე ისევ დავინახე ჩვენ წინ იჯდა ვიღაცეებთან ერთად , არ იყურებოდა ჩვენსკენ მაგრამ მაინც სშინლად დავიძაბე... ნუთუ ვერ მიცნო?
რა გასაკვირია ნორმალურად ვერც დამინახავდა, ან რომც ვახსოვდე რაა..
-ლან ... ლანა!
- რა იყო?
- წავიდეთ რა დავიღალე
-კარგი
აშკარად არ უნდოდა წამოსვლა მაგრამ ვეღარ მითხრა უარი , ბიჭებს დავემშვიდობეთ და დანიელის ძმამ წამოგვიყვანა მანქანით
-აქ გაგვიჩერე
- ნახვამდის გოგოებოო ხვალ გნახავთ
-კარგად
ხო შევთანხმდით რომ ხვალ ოთხივე ერთად წავიდოდით კაფეში და უფრო კარგად გავიცნობდით ერთმანეთს
როგორც კი შევედით სახლში , მოწყვეტით დავეცი დივანზე... ლანამაც არ დააყოვნა და გვერდით მომისკუპდა
-რა გჭირს ეეე?
-რა მჭირს?
ისეთი თვალებით მიყურებდა ჯობდა ჩემი ნებით მომეყოლა ყველაფერი
-რაა? რა სულელი ხარ რატომ არ დამანახე?
- როდის დამეახებინა?>
-გოგო შენ თვითონ მისულიყავი
-მეე ? და რაუნდა მეთვქა ? იცით გარეტ რაღაც ცუდი ამინდია სახლში ხომ ვერ მიმიტვანდით მეთქი?
-იდიოტო, გეთქვა კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას რომ დამეხმარეთო
-ოჰჰ და ახლა მთელი ცხოვრება მადლობებით შევხვდები კიდევ რა უნდა?
-ოოო როგორ მაინტერესებს რომელი იყოო
-ნეტავ ვინ არის დანიელის?
-აუუ ხვალვე ვკითხავ
-არც გაბედო ! იცოდე ეს მე და სენი საიდუმლოა , არ მინდა ჩემი და რაღაცეებს ჩემზე უყვებოდეს საქმროს
-კარგი ჰოო მაგრამა შემდეგში მეც დამანახე რაა
ბევრი ვილაპარაკეთ , არა ერეკლეზე აღარ , დანიელზე და მის ზმაზე, მოკლედ რომ ვთქვა ... ლანა აღფრთოვანებული იყოო , უხაროდა ასე თბილად რომ მიიღო ნიკამ, ჩემი ქარაფშუტაა
შხაპი მივირე და დაღლილი გავლასლასდი ოთახში , ჩემს ფუმფულა საწოლში კომფორტულად მოვკალათდი ...მალევე შემომიწვა ლანაც და ტკიპასავით მომეკრო ზურგში, ისეთი ცივი იყო ლამის გადავაგდე საწოლიდან
ახალ ჩაძინებული ვიყავი ... ტელეფონის წკარუნი რომ გავიგე , დძვლივს გავახილე თვალები ... ვინ უნდა იყოს ამ დროს? ალბათ რომელიმე კომპანიაა, ტელეფონი ძვლივს მივაგენი სიბნელეში ხელის ცეცებით , შუქმა თველბი მატკინა
-ვინაა?
-არვიცი ესემესია,
-"დღეს საოცრად ლამაზი იყავი, ლოლაჩკა"
-არარსებობს
-რა მოხდა? ,აშინვე ჩაძვრა ტელკეფონში ლანა
-ეეეე ის ტიპიააა?
-მგონი ჰო, კი მაგრამ ნომერი საიდა გაიგო?
-დანიელი
ერტდროულად წამოვიყვირეთ ორივემ, არაფერი მიმიწერია, რატომღაც მეორე შეტყობინებას ველოდი, ის ღამე გავათენე , არვიცი რატომ იმოქმედა ამ ერთმა სმსმა ასე ძალიან
დილით ადრე გავიღვიძე, კარგ ხასიათზე ვიყავი, ამიტომ ამჯერად მე მოვუმზადე დას საუზმე
-ვაუ იმ ბიჭს ვეტყვი ყოველ ღამით მოგწეროს აწი
-მოკეტე რა , ეკე ვაფშე რა შუაშია?
-ააა, დაჟე ეკე?
-აუუ დავაი რა
არც ლანას უპროტეზო ხუმრობები მოქმედებდა ჩემს ამაღლებულს განწყობაზე, ოთახის დალაგებას მოვრჩი ლანას რრომ დაურეკა დანიელმა მოვედით ქვემოთ გელკოდებითო, ლანაც გიჟივით შევარდა საძინებელში და ლამაის მთელი გარდირობი თავზე დაიმხო
რამდნეი ხანი გველოდნენ საწ....ბი, არა რა ამ ბიჭის მოთმინების უნარი მაოცებს
-მანქანში მხოლოდ ნიკა იჯდა
-პროვეტ
-პრივეტ
-ეე დანიელი სადაა?
- კაფდეშია უკვე
-რომ დამირეკა მეგონა ისიც იქნებოდა
პატარა კოხტა კაფე აურჩევიათ , მყუდრო ადგილას, ცოტა ხალხი იყო სიგნით , მიყვარს ასეთი ადგილები , დღე მართლაც რომ იდიალური მაქვს
ჯანდაბა! იდიალურ დღეზე ვსაუბრობდი ხომ?
ლამის ენა გადავყლაპე დანიელის გვერდით ეკე დავინახე , მგონი გული გამიჩერდა, სახეზე წამოვხურდი
- არც მე ვიცოდი კიდევ ვინმე თუ იქნებოდა ჩვენს გარდა
გადმომიჩურჩულა ლანამ და მხარი გამკრა
-ეე რა სახიტ ხარ დაო
უფ ნეტავ იცოდე შენ ეგ ვინ არის ... საანამ მაგიდას მივუახლვდბოდით შეგვამჩნია და მოურიდებლად გამიცინა , ესღა მაკლდა

აღარ ვაპირებდი ახალი ისტორიის დადებას , მაგრამ მაინც დავბრუნდი
იმედია მოგეწონებათ , შეფასებებს ველიიი <3
" გოგონა დედამიწიდან "



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე ძაან დამაინტერესა. ააბ შენ იცი რას იზავ!!!
კარგი იყი ძაან ეს რაც იყო ხოდა ველი შემდეგს!!!!!

 


nawkas12345
მე ძაან დამაინტერესა. ააბ შენ იცი რას იზავ!!!
კარგი იყი ძაან ეს რაც იყო ხოდა ველი შემდეგს!!!!!


მადლობა <3

 


№3  offline წევრი londoni

Kargi iyoo... Davinteresdi..❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

მომეწონა. ი ლაიქ ით ❤❤
--------------------
M.D

 


№5  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო მომეწონა. ველოდები შემდეგ თავს და გთხოვ რომ არ დააგვიანო რა...
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent