შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი12)


29-03-2017, 00:58
ავტორი Salome5
ნანახია 3 372

საუკეთესო განცდაა როდესაც აღიქვამ, რომ მუცლით ახალ სიცოცხლეს ატარებ. სიცოცხლეს რომელიც შენი ნაწილია და ფუფუნება იმის რომ განმეორედე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა უკვე ერთი სული მაქვს როდის გავაჩენ. მინდა ხელში ავიყვანო, მოვეფერო და ჩავეხუტო შვილს. ბედნიერებისგან სახეგაბადრული ვუყურებდი საყვარელ მამაკაცს და ორმაგად ვბედნიერდებოდი, მისი გაბრწყინებული სახის დანახვაზე.
-ექიმო, როდის შეიძლება წავიდე? აქ ვეღარ ვძლებ.,,,მავედრებელი სახით გავხედე.
-ჯერ არ შეიძლება. ნაყოფი ძალიან დასუსტებულია, მისი დაკაარგვის საფრთხე არსებობს. კარგი იქნება თუ აქ დარჩებით.
-სახლში თავს უკეთ მივხედავ, უბრალოდ არ მიყვარს საავადმყოფოები. სული მეხუთება აქ.,,ცოტა ხნით ჩაფიქრდა და ლევანს გადახედა.
-მე აქ ვერ დაგაკავებთ. თქვენი ნებაა, მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. საწოლიდან საერთოდ ნუ ადგებით, თქვენთვის გადაღლა და ნერვიულობა არ შეიძლება.ასევე კარგად უნდა იკვებოთ,,,მკაცრად გამაფრთხილა.
-დამშვიდდით, ექიმო, საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები.
-კარგით. თავს გაუფრთხილდით,,,კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, ლევანს ხელი ჩამოართვა და პალატიდან გავიდა. ლევანმა ხელში ფრთხილად ამიყვანა და საავადმყოფო დავტოვეთ.
-ლეო, იქნებ დედაჩემისთვის გეთქვა არ ინერვიულოს,,,ვუთხარი როცა მანქანაში ჩავსხედით.
-მოგვიანებით დავურეკავ და ყველაფერს ავუხსნი,,,მანქანა დაქოქა, ფრთხილად ატარებდა. დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს და ხშირად გამომხედავდა ხოლმე. გამეღიმა მის მზრუნველობაზე.
-ლიასაც შევატყობინოთ, დარწმუნებული ვარ გაუხარდება,,,გამახსენდა სვანეთში გატარებული დრო. ვიგრძენი როგორ მომენატრა ლია, ძალიან თბილი და მზრუნველი.
-რათქმაუნდა დავურეკავ, ოღონდ ჯერ დასვენება გჭირდება. თანაც არაფერი გიჭამია, ხომ გაიგე რა თქვა ექიმმა, კარგად იკვებოსო. თანაც ახლა ორნი ხართ.,,,თბილი მზერა მოავლო მუცელს და გაეღიმა. სახლში ავედით, საწოლზე ფრთხილად დამაწვინა.
-მითხარი რას შეჭამ?
-არ მშია, უბრალოდ გვერდით მომიწექი.,,,ჩემ გვერდით დაწვა და ჩამეხუტა.
-უკვე ვეღარ ვითმენ, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება.
-ჯერ ადრეა სულელო,,,გამეღიმა მის ნათქვამზე.
-მინიმუმ ოთხი შვილი მინდა, პირველი ბიჭი უნდა იყოს იცოდე.,,,ისე მითხრა თითქოს შეკვეთით იყოს.
-და იქნებ გოგოა?
-ბიჭია ზუსტად ვიცი.,,,თქვა დარწმუნებულმა.
-ყველა გოგო უნდა გაგიჩინო შენ,,ბოროტულად ჩავიქირქილე. ტუჩებით მუცელს შეეხო, შემდეგ ზემოთ ამოცოცდა მკერდამდე. ისიყო მაისური გადამაძრო, კარებზე ზარის ხმა გაისმა.
-ფუ ამის, არაფერს დაგაცდიან,,,ჩაიფრუტუნა და გასაღებად გავიდა. მაისური სწრაფად გადავიცვი თმა შევისწორე. ოთახში ჩვენი მეგობრები შემოლაგდნენ ყაყანით.
-ტასო, რა დაგემართა ტო, გვითხრეს გონება დაკარგაო. ისე წამოხვედით არაფერი გითქვამს, ხომ კარგად ხარ?,,,შეშინებული მომვარდა ბექა.
-კარგად ვარ, ბექა, მამა როგორ არის?
-კარგად არის, მთავარია ოპერაცია გადაიტანა. ახლა გერმანიაში უნდა წავიყვანოთ სამკურნალოდ. ალბათ მალე წავალთ,,,მერე ლევანს მიუბრუნდა,,,მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ძმაო, შენ რომ არა არვიცი როგორ დავფარავდით ოპერაციის ხარჯებს.,,,მადლიერი თვალებით გავხედე.
-ეგ რა სალაპარაკოა.,,მხარზე ხელი დაკრა ლევანმა,,,ახლა მთავარი ამბავი გაიგეთ,,,ყველა ცნობისმოყვარე თვალებით მიაშტერდა.
-ტასო ფეხმძიმედ არის და მალე დავქორწინდებით.,,,ყველამ ერთად იგრიალა. მილოცავდნენ და მეხუტებოდნენ.
-ტასო, როგორ გამიხარდა რომ იცოდე,,,სიხარულს ვერ ფარავდა სალო.
-ვიცი, სალი, მალე შენთვისაც მომელოცოს,,,თვალი ჩავუკარი და მისი სახის დანახვაზე ჩავიფხუკუნე.
-რაუნდა მიულოცო, ამას ცოლად ვინ მოიყვანს,,,ირონიულად თქვა ბექამ.
-ტასო, ეს აესება,,,,თითი ბექასკენ გაიშვირა ამრეზით,,,გააჩჟმე თორემ გეფიცები შემომაკვდება,,,დაუღრინა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე.
-კარგით ახლა, ნუ დაღალეთ ჩემი ცოლ-შვილი, დასვენება სჭირდებათ.,,,ოთახიდან ძალით გაყარა და ყურადღება არ მიაქცია მათ წუწუნს. ცოტა ხნის მერე ისევ გვერდით მომიწვა და ჩაგვეძინა. საწოლში მარტოს გამეღვიძა.
-ლევაან,,დავიყვირე ხმამაღლა.
-ტასო, კარგად ხარ?,,,შეშინებული შემოვარდა ოთახში.
-კი, უბრალოდ მოვიწყინე აქ რომ არ დამხვდი,,ვუთხარი ღიმილით.
-შენთვის საჭმელს ვამზადებდი,,თქვა სერიოზული სახით. სიცილი ვერ შევიკავე, როდესაც ეს სვანი წარმოვიდგინე სამზარეულოში წინსაფრით.ჩემ სიცილზე წარბები კუშტად შეკრა, ხელში ამიყვანა და ასე ხელში აყვანილი შემიყვანა სამზარეულოში.
-ახლავე მოგართმევთ მადამ,,დაფაცურდა უცებ. გემრიელად შევექცეოდი მის გამზადებულ ერბოკვერცხს.
-როდის დავქორწინდეთ? მგონი უკვე დროა.,,ინტერესით ჩამაშტერდა თვალებში.
-მგონი აჯობებს ბავშვის დაბადების შემდეგ, მამაც გამოჯანმრთელდება თანაც ახლა წოლითი რეჟიმი მაქვს.
-როგორც შენ იტყვი, მაგრამ ჩემთან უნდა გადმოხვიდე იცოდე. დღესვე მოვატანინებ შენს ნივთებს.
-გადაირევა მამაჩემი ამას რომ გაიგებს,,ვთქვი შეწუხებული სახით.
-მაგაზე არ იდარდო, მე მოვაგვარებ,,,მითხრა და შუბლზე მაკოცა. მთელ დღეებს სახლში ვატარებდი, მინდოდა ლევანის გვერდით ვყოფილიყავი მაგრამ ის ძირითადად სამსახურის საქმეებზე დადიოდა და სახლში ძირითადად მარტოს მიწევდა ყოფნა.
-ლევან, არ წახვიდე რა, მარტომ რაუნდა ვაკეთო,,ვწუწუნებდი ყოველთვის.
-საყვარელო, არც მე მინდა წასვლა, მაგრამ გადაუდებელია რომ არ მივიდე საქმე ჩაიშლება,,,გავებუტე და გვერდი ვიცვალე,,ტასო, გთხოვ გამიგე. სალომეს უთხარი და ის მოვა.
-სალომე არ არის ქალაქში, ვიღაც ნათესავი გარდაეცვალა და სოფელშია.,,,არც ბექა იყო ჩემთან. ბიჭები გერმანიაში წავიდნენ დღეს მამას ოპერაციას უტარებენ. ამის გახსენებაზე უარესად დავიძაბე.
-კარგი, როგორც გინდა. დატოვე შენი ორი თვის ორსული ცოლი სახლში მარტო.,,გავიბუსე ისევ.
-ტასო, თუ რამეა დამირეკე, მაშინვე აქ გავჩნდები. კარგი?,,თავი დავუქნიე, მაკოცა და წავიდა. მარტო დავრჩი საკუთარ ფიქრებთან, მამაჩემზე ფიქრი არ მასვენებდა. რამე რომ დაემართოს ვერ გადავიტან. დიდხანს ვწრიალებდი, კომპიუტერი გვერდით გადავდე, აღარ ვიცი მოწყებილობისგან რა ვაკეთო. გადავწყვიტე ბექასთვის დამერეკა, მამას ამბავს მაინც გავიგებდი. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
-ხო, ტას,,,გაბზარული ხმა ჰქონდა. შემეშინდა, რაღაც ცუდი ხდება. ჩემ ძმას ყველაზე კარგად ვიცნობ.
-ბექა, მამა როგორ არის?,,დიდხანს ველოდებოდი პასუხს, ხმას არ იღებდა რაც კიდევ უფრო მიხეთქავდა გულს. ,,,ბექა, მამას რამე დაემართა?,,,უკვე ისტერიკები მეწყებოდა.
-ტასო, არ ინერვიულო გთხოვ. არ დაგავიწყდეს რომ ფეხმძიმედ ხარ.,,ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. გულში რაღაც ჩამწყდა. მამაჩემი ყველაზე მეტად მიყვარდა. მის გარეშე ვერასდროს ვძლებდი. იმის გაფიქრებაც მზარავდა, რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი, მის თბილ ძმას ვერ გავიგებდი.
-მოკვდა?,,ვიკითხე და ცრემლები წამსკდა,,,რატომ არაფერს მეუბნები, ბექა ვიცი რომ მოკვდა,,,,ამოვთქვი და საშინელი ღრიალი მოვრთე. ვტიროდი, თითქოს მინდოდა გული ამომეგლიჯა და გამეყოლებინა ცრემლებისთვის. უცებ მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ხელი ჭიპის ქვეშ ძლიერად შემოვიხვიე. ტკივილისგან თვალები დამებინდა. გონება დავკარგე.
* * * *
ცხოვრებაში არის მომენტები, რომლებიც სამუდამოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში. მომენტი როდესაც გეუბნებიან, რომ მალე მამა უნდა გახდე, სწორედ ასეთი მომენტია. არასდროს დაავიწყდება მამაკაცს ექიმის სიტყვები. სიხარულისგან თითქოს გული გაუჩერდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ,,ჩემი შვილი, ჩემი პატარა'' გონებაში უტრიალებდა დიდხანს. სიყვარულით ეფერებოდა ტასოს და გრძნობდა ორმაგად შეუყვარდა ეს ქალი მან ხომ ყველაზე დიდი საჩუქარი მიუძღვნა მას. მაშინვე დაიწყო ქორწილისთვის მზადება. თავისდა საუბედუროდ ხშირად უწევდა სამსახურში წასვლა, საერთოდ არ უნდოდა სახლიდან გარეთ გასვლა და ტასოს დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ დარჩა. ისევ თათბირზე იყო, მობილურზე რომ დაურეკეს.
-გისმენთ?
-ლევან, ბექა ვარ,,შეშინებული ხმა ჰქონდა, რაზეც გააცია.
-ბექა, რამე მოხდა?,,,ტასო გაახსენდა და ფეხზე წამოვარდა.
-ტასოსთან მიდი ახლავე, მგონი რაღაც დაემართა.. ხმას არ იღებდა...ჩემი ბრალია ყველაფერი,,,,არეულად ლაპპარაკობდა, ვერაფერი გაიგო, სწრაფად გაუთიშა და გაგიჟებული გაემართა სახლისკენ. მთელი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას, სახლის წინ მკვეთრად დაამუხრუჭა და სახლში შევარდა. კარები რასაც ქვია შეანგრია და ოთახში შევარდა.
-ტაასო,,ღრიალებდა ბოლო ხმაზე, ბოლოს ძირს დავარდნილი იპოვა.,,ტასო, თვალები გაახილე გემუდარები,,სახეს უკოცნიდა შეშინებული. ბოლოს სისხლი შეამჩნია, სწრაფად აიტაცა ხელში და ქვემოთ ჩაიყვანა. მანქანაში ჩააწვინა, საჭეს ჩააფრინდა და საავადმყოფოსკენ წავიდა.
-ცოტაც გაუძელი, ნახავ მალე დავქორწინდებიჰ და ერთად გავზრდით ჩვენ ბიჭს. ოღონდ გაუძელი გთხოვ.,,,თავისთვის ბურტყუნებდა. მანქანა საავადმყოფოსთან გააჩერა და ხელში აყვანილი შეიყვანა მოსაცდელში.
დიდხანს ელოდებოდა საოპერაციოსთან, იქვე კედელთან ჩაიმუხლა და სახე ხელებში ჩარგო. ,,ჩემი ბრალია არ უნდა დამეტოვებინა'' თავს იდანაშაულებდა. ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა ექიმი, მის დანახვაზე სწრაფად მიეჭრა.
-ექიმო, როგორ არის ჩემი ცოლ-შვილი?,,,ჩაწითლებული თვალებით უყურებდა.
-სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ შევძელით. ნაყოფი ძალიან სუსტი იყო,,,ეგონა გაეხუმრა. ჯერ შეშლილივით სიცილი დაიწყო, მერე როცა მიხვდა ეს სიმართლე იყო სიმწრისგან კედელს მუშტები დაუშინა და მთელ ხმაზე ღრიალებდა. ბოლოს ჩაიკეცა ,,რატომ ღმერთო, რისთვის'' ამბობდა თავისთვის. საშინლად უყვარდა თავისი ჯერარდაბადებული შვილი, იმდენი გეგმა და ოცნება ჩაეშალა. უკვე წარმოედგინა როგორ ეთამაშებოდა, ეფერებოდა შვილს. მის აღზრდაზეც ფიქრობდა, უნდოდა ნამდვილ კაცად გაეზარდა. ისეთად რომ ეამაყა მისით. და ასე მოულოდნელად ყველა ოცნება დაემსხვრა. როგორ ეტყოდა ამას ტასოს, ჯერ მამის სიკვდილი ვერ მოენელებინა ახლა შვილიც დაემატა. მის პალატაში შევიდა, დიდხანს უყურებდა მძინარეს,,,მაპატიე, ტასიკო, ვერ დაგიცავით შენ და ჩვენი შვილი..ჩემი ბრალია''უჩურჩულა და ფრთხილად აკოცა. მიხვდა ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა.
პ.ს ბოდიში დაგვიანებისთვის, არცკივიცი რა ვიბოდიალე. იმედი მაქვს მოგეწონებათ ველოდები კომენტარებს.



№1 სტუმარი Guest Lia

Sauketeso xar.
Italiashi var,rogor miferaddeba cxovreba.

 


№2  offline წევრი Salome5

Guest Lia
Sauketeso xar.
Italiashi var,rogor miferaddeba cxovreba.

მადლობაა astonished ძალიან მესიამოვნა, დიდი სტიმულია ჩემთვის ასეთი კომენტარები. წერის ხასიათზე მაყენებს relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent