შეგეჩვიე XX
-ექიმს დაუძახეთ სასწრაფოოდ. -იყვირა დაჩიმ და ლოგინს მივარდა. უცებ მოვეგე გონს. -ექთანო, ექიმს დაუძახეთ. აპარატი გაითიშა. -ვყვიროდი დერეფანში, ოთახში მონაცვლეობით შედიოდნენ ექიმები და ექთნები. მეც შევყევი მათ და იქ მომღიმარი ექიმების შემხედვარემ ლამის მათი ცემა დავიწყე. რა აცინებდათ ვერ მივხვდი. ერთერთი ექთანი ლოგინს მოშორდა და დავინახე როგორ ელაპარაკებოდა დაჩი ნატუკას. ეს როგორ შეიძლება. აპარატი ხომ გაითიშა, ნატუკა გონზე როგორ არის. -დამშვიდდით, სანერვიულო არაფერია. ეს ახალი ტექნოლოგიის დამსახურებაა. როდესა პაციენტი თავისთვის იწყებს ნორმალურად სუნთქვას აპარატი ავტომატურად ითიშება. ხმას კი ჩვენს გასაფრთხილებლად გამოსცემს. ვწუხვარ რომ შეგაშინეთ. -უფ შვებით ამოვისუნთქე. ნატუკას მისი პატარა მიუყვანეს. ისეთი გულის ამაჩუყებელი საყურებელი იყო. როგორ ტიროდა და იხუტებდა თავის პატარას. დაჩი მათი შემხედვარე თვითონაც ძლივს იკავებდა ცრემლებს. ნატუკა მისი პატარას მოსიყვარუება რომ მორჩა ექთანმა პატარა წაიყვანა მასაც უნდა დასვენებაო. მე და დაჩიმ ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით რომ ახლა დაიწყებოოდა. -ნატუ გილოცავ ჩემო გოგო. ღმერთმა ისეთი გაგიზარდოს როგორიც შენ ფიქრებშია. -მადლობა თე.. შენ რატომ ხარ აქ? ყველაფერი რიგზეა? -ვაიმე. გაგეცინება რომ გითხრა რატომ ვარ მაგრამ მე მაშინ ნამდვილად არ მეცინებოდა. ლამის მე და ჩემი შვილი შეგეწირეთ შენ და დაჩის. -რას ლაპარაკობ გოგო? -ისეთი არაფერი, მერე მოგიყვები. -მეგონა სიმართლეს ეტყოდა და გადარევდა ამ ახლად მოლოგინებულ ქალს. მაგრამ არაფერი უთქვამს. მე რომ მექნა ასე ცოცხლად დამმარხავდა რატომ ანერვიულებო. რას გაუგებ ქალებს. -რაც მთავარია ახლა ყველაფერი კარგადაა. და მალე ჩვენს ოჯახს კიდევერთი გოგონა შემოემატება. -საუბარში დაჩი ჩაერია. -რაა? გოგოო. -შეკივლა ნატუკამ. -სქესი გაიგეთ? -ხო ნატუკა მეც გოგო მეყოლება. რითი ვარ შენს ქმარზე ნაკლები. -ჩვენს გოგოებს გვერდით ამოვუდექით და ეს მომენტი ფოტოთი ვუკვდავყავით. -ხო მაგრამ ჩემი პატარა რომ არ არის ფოტოში? -პატარა პრინცესამ მოასწრო უკვე პოზიორობა. -ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო დაჩიმ და ნატუკას მიაწოდა. -გენაცვალოს დედიკო ჩემი კუ. -სურათს ფერება დაუწყო და კუს გაგონებაზე სიცილი ამივარდა. -უკეთესად კი არ უნდა მოეფერო შვილს ახლა. -შევხედავ ერთი შენი ცოლი რას დაუძახებს. -დამებოღმა დაჩი. -აი რაცა ხარ სულ ბოღმა ხარ რაა. -დავცინე დაჩის და მაგიდაზე დადებულ ბოთლს წაატანა ხელი, ჩემთვის სროლას სპირებდა მაგრამ ტელეფონმა გადამარჩინა. დავხედე და ლიანა იყო. -გისმენ ლიანა რა ხდება? -ბატონო იოანე, მგონი სჯობს მოხვიდე. -იტყვი რა ხდება? -მოულოდნელად აუდიტი მოვიდა შესამოწმებლად. -კარგი მოვდივარ და უცემოდ დოკუმენტებთან არ მიუშვათ. -გიჟივით მივვარდი ოფისში. იმ დამპალის ნაჩალიჩებია ნამდვილად რაღაც. მთელი შენობა სავსე იყო მიმოფანტული პიჯაკიანი ხალხით. ხელში რაღაც ბლანკები ეჭირათ. ლიანამ მაშინათვე ჩემთან მოირბინა. -კარგ დროს მოხვედით უკვე ვეღარ ვაკავებდი. თქვენს კაბინეტში ითხოვენ შესვლას და ხართაღრიცხვის დღიურის შემოწმებას. -კარგი, მადლობა, აწი მე მივხედავ ყველაფერს.- ჩემს კაბინეტთან ოთხი მამაკაცი და ერთიც ქალბატონი იცდიდნენ. -მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონო. რით შემიძლია თქვენი დახმარება? -ვუთხარი და თან ოთახში შვუძეხი მათ. -ეს ქალი და ერთი მამაკაცი სხვებს გამოეყვნენ და ჩემს წინ სკამებზე დაჯდნენ. -ბატონო იოანე, სანდო წყარომ გვაცნობა რომ ბანკის ხარჯთარრიცხვაში უზუსტობებია, რაც სავარაუდოთ არ წაადგება სასიკეთოდ თქვენს ბანკს. -შეიძლება გავიგო ეს სანდო წყარო ვინაა? -რათქმაუნდა არა, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. -დამერწმუნეთ თქვენი სანდო წყარო ამ ეტაპზე ნამდვილად შეცდა. -მაგ ყველაფერს დოკუმენტაციის დათვალიერების შემდეგ გავარკვევთ. ახლა კი ძალიან გთხოვთ დროს ნუ გვაკარგვინებთ და მოგვეცით ის რაც გვაინტერესებს. -რათქმაუნდა პრობლემა არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მე ამ ბანკის სათავეში მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ვდგევარ და წინა მეპატონის მაქინაციები, თუ კი არსებობს მე არ უნდა შემეხოს ხომ მართალი ვარ? -მაგას გავარკვევთ საკუთრების გადაცემის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ. თუ იქ რომელიმე პუნქტში მითითებულია რომ ბანკი თქვენს მფლობელობაში ყველა ძველი და ახალი აქტივებისა და პასივების შემადგენლობით გადმოდის მაშინ ვშიშობ რომ ვერ გიშველით მმართველობის მცირე დრო და სრული პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. -დამერწმუნეთ იქ ეგეთი არაფერი წერია. ხელის მოწერის წინ დეტალურად გავეცანი კონტრაქტის ყველა პუნქტს. -წინდახედული ადამიანი ყოფილხართ მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს. უცებ გამდიდრებულთა სენია. -როგორც იქნა მანდილოსანმა ხმა ამოიღო და მაშინვე შხამი ამოაყოლა. ირონიით სავსე გამომეტყველებით მიცქერდა. ნიშნის მოგებით ჩაიცინა. თითქოს ყველაფერი მზად ქონდა გილიოტინაზე ჩემს ასაყვანად. -სიღარიბეს არც მანამდე განვიცდიდი. ასე რომ თქვენი ირონია უადგილო იყო. -ყველაფერს გავარკვევთ, დამშვიდდით. -სულაც არ ვღელავს. იმიტომ რომ სანერვიულო არაფერი მაქვს. -ტელეფონს ხელი დავაჩირე და ლიანას დავუძახე. -ლიანა შემოდი და ბატონებს და ქალბატონს. -გამოკვეთილად ავღნიშნე .-ყველა დოკუმენტი წარუდგინე რასაც ისურვებენ. -დიახ ახლავე. -ყურმილის დადბაც ვერ მოვასწარი, ლიანა ადგილზე იყო. მემგონი მის გარდა არავის უხარია ჩემი აქ ყოფნა. მადლიერი ვარ მ გოგოსი. -აი ინებეთ. ბოლო თვეების ყველა გასული და შემოსული დოკუმენტები. -მაგიდაზე ფაილები ერთმანეთის მიყილებით ჩამოალაგა. -გმადლობთ და თუ შეიძლება საკუთრების გადაცემის კონტრაქტიც მოაყოლეთ. -ბატონო იოანე ეს დოკუმენტი მე არ მაქვს. -ვიცი, მე მაქვს. -მაგიდის უჯრა გამოვაღე და ნაცრისფერი საქაღალდე გამოვიღე. -თუ ნებას მომცემთ მაგას მე გავეცნობი. -ხელი გამომიწოდა ქალმა. -დიახ, რა თქმა უნდა. -ნაძალადევად გავუღიმე და საქაღალდე მივაწოდე. დიდხანს ეძებდნენ საბუთებში რაღაცეებს. ხან გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს რაღაცას. ხანაც რაღაც ჩანიშვნებს აკეთებდნენ. როგორც ვატყობდი ესეთი ვერაფერი ნახეს. -როგორც ვატყობთ ბევრი დარღვევა არ გაქვთ მაგრამ არის მცირე უზუსტობები, რაც.... -დიახ, მაგრამ როგორც ვიცი კანონის თანახმად მაქვს გარკვეული დრო ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. -სიტყვა არ დავასრულებინე და დაბნეულობა შეეტყოთ. არ ეგონათ ინფორმაციას თუ ვფლობდი კანონში არსებული სიტუაციის შესახებ. -რაც შეეხება თქვენს კონტრაქტს. სუფთაა. თქვენ მხოლოდ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ წარმოებულ დოკუმენტაციაზე ხართ პასუხისმგებელი. -გითხარით კიდეც მაგრამ მიხარია რომ თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით ჩემს სიმართლეში. როგორ გგონიათ რაიმე უზუსტობის შესახებ რომ მცოდნოდა და მაქინაციები მეწარმოებინა ასე მარტივად მიგიშვებდით დოკუმენტაციასთან და როგორც მინიმუმ ორდერის ჩვენებას არ მოგთხოვდით? -აშკარად აბნევდათ ჩემი ასეთი მდგრადობა და თავდაჯერებულობა რაც მე მეტად მათამამებდა. -ასე რომ სხვა დროს ასე მოულოდნელად თუ ისევ დაგვადგებით თავს, მოვითხოვ რომ რეალური მიზეზის საქმის კურსში ჩამაყენოთ. -ბატონო იოანე თქვენს დოკუმენტაციაში მითითებული არაა რომ ბანკის მფლობელი ახლა მხოლოდ ორი ადამიანი ხართ. -დიახ მე და ჩემი ნახევარ და. -სჯობდა თვითონ მეთქვა სანამ თვითონ რაიმეს გადატრიალებულად მეტყოდნნენ. -ეს ცვლილება სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა და დოკუმენტაცია სრულად არაა მზად და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი. -თქვენ რამდენად იყავით მომხრე აღნიშნული ფაქტის. -არ გგონიათ რომ პირადულში იჭრებით? არა მგონია თქვენს კომპეტენციაში შედიოდეს იმის ცოდნა თუ ვინ არის ჩემი თანამესაკუთრე. როგორც ვხვდები ისეთი ვერაფერი იპოვეთ. ამიტომ გთხოვთ დატოვოთ ჩემი ოფისი. -რა თქმა უნდა, კარგად ბრძადებოდეთ. მომდევნო ვიზიტის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ და ხარვეზების გამოსასწორებელ ვადებსაც. -ძალიან კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ. -ლიანას ვთხოვე გაეცილებინა ისინი. მინოდა დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად წავიდნენ. არა რას ეძებდნენ საინტერესოა. ან ის წყარო ვინაა. ან ასეთი რა უთხრეს რომ ასე მოულოდნელად მოვიდნენ. არ გასულა რამდენიმე წუთი და ლიანა მტყობინებს რომ ვიქტორია მოვიდა. ესეც მაგარია. აქამდე მოსულიყო, მისი მოვალეობაც იყო ჩემთან ერთად ყოფნა. კარი უცერემონიოდ შემოაღო და დაჯდა. -გამარჯობა ძამიკო როგორ ხარ? -კარგად და ძალიან გთხოვ ძამიკოს ნუ მეძახი. -რატო ძამიკო? -დამცინავი გამომეტყველება მიიღო და გადაიკისკისა. -კარგი ხოო ნუ ბრაზოობ.. -პაუზა და ისევ. -ძამიკო. -გეყოფა მეთქი. -ცოტა ხმამაღლა მომივიდა თქმა. ღადავის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი. -რა გჭირს რა გაღიზიანებული ხარ. -ფინანსური აუდიტი შემოვიდა მოულოდნელად და დოკუმნტებში რაღაცას ეძებდნენ და რომ ვერაფერი იპოვეს უკმაყოფილოები წავიდნენ. -მერე რაღატო ხარ უხასითოდ. უნდა გიხაროდეს რომ გადარჩი. -ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. იციან რომ დანარჩენი წილები შენ იყიდე. -რაა? ეგ საიდან გაიგეს. -უკვე თვითოონაც ანერვიულდა. -არ ვიცი, მეც ეგ მაინტერესებს. მე არ მითქვამს შენ არ გითქვამს და გამოდის რომ რომელიმე ძველმა აქციონერმა უთხრა, მაგრამ ვის რაში ჭირდებოდა. -ამ ყველაფერს მამაჩვენი ხელი ეტყობა. როგორც ჩანს რაიმე აქვს დატოვებული ისეთი რითაც გაგანადგურებს -მეც ეგრე ვფიქრობ მაგრამ ერთი რამ მაეჭვებს. მან ხომ იცოდა რომ მე როგორც ახალი მფლობელი ხელშეკრულების მიხედვით ძველ დარღვევებზე არ ვაგებ პასუხს. ახალში კიდე ასე უცებ რა უნდა მომესწრო. აქ რაღაც სხვა ამბავია. -კარგი გავარკვევთ ყველაფერს, რაც მთავარია კარგა დასრულდა ყველაფერი. შენი მეუღლე როგორ არის? -კარგად ხვალ გამოწერენ საავადმყოფოდან უკვე... -მოიცა და შენ საიდან იცოდი ცუდად რომ იყო? -არ ვიცოდი უბრალოდ გკითხე მისი ამბავი. ისე რძალს არ უნდა ვიცნობდე. -მობრძანდი როცა გინდა და გაგაცნობ. -კარგი ახლა წავალ და ამ დღეებში შეგეხმიანები, და თებეასაც ვინახულებ. -თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა. მაინც ვერ ვენდობი ამ გოგოს ბოლომდე. კი ამბობს ერთ მხარეს ვიბრძვითო მაგრამ მაინც. .... -რა კარგია სახლში. -აუ რამდენი ხანი იყავი საავადმყოფოშიი.. -დავცინე, ისე უხაროდა სახლში მოსვლა თითქოს დიდი ხნით იყო წასული. -არა მაგრამ ჩემი სახლი ყველაფერს მირჩევნია. -ჩვენი სახლი. გახსოვს ასე რომ მისწორებდი. -მახსოვს. ხო ჩვენი სახლი. -კისერზე შემომხვია ხელები და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე. გული რომ ვიჯერე კოცნით, ყელზე გადავინაცვლე და მაისურში ხელები შევუცურე. გამობერილუ მუცელი რომ მომხვდა ხელში უცებ გავწიე თავი. -ხომ შეიძლება? - გულიანად გაიცინა. -კი შეიძლება. სასარგებლოც კია. მშობიარობა გამიადვილდება. -ძალიან კარგი. -ხელში ავიტაცე. ფეხები წელზე შემომხვია და მთელი სხეულით ამეკრო. ყურში მიჩურჩულა. -მომენატრე იციი? შენი სურნელი მომენატრა. ძალიან მიყვარხარ. -მეც ძალიან მომენატრე ჩემო შეშლილო გოგო. შენი სხეულით დატკბობა მომენატრა. -შენი ვარ ხომ იცი. -და სამუდამოდ ჩემი იქნები. -ტუჩებში ვნებიანად მკოცნიდა და თმაში მის ნატიფ და ნაზ თითებს მისრიალებდა. რამოდენიმეჯერ მომქაჩა კიდეც მაგრამ ეს მსიამოვნებდა და ჩემი სხეული უფრო და უფრო ივსებოდა სიამოვნების ტალღებით. საწოლზე ფრთხილად გადავაწვინე, მეთქი არაფერი ვატკინოთქო. მაისური ჩემით გავიძრე. მანაც გაინთავისუფლა სხეული და მტლიანდ დავფარე ჩემი სხეულით მისი სიშიშვლე. მისი ყელი, მკერდი, ჭკუაზე მშლიდა. ყოველი სექსის დროს ისეთი შეგრძნება მაქვს რომ პირველად ვეუფლები მის სხეულს. მისი სინატიფე და სიწმინდე მეტად მახელებს. ერთმანეთით სრულად შევსებამდე მხოლოდ ტრუსები გვაშორებდა. ჩემი ტრუსისკენ წაიღო ხელი და უკანალზე თითები ჩამისრიალა. ერთი ხელის მოსმით მოვაშორე საფარველი და ის ის იყო ჩემი სხეული მისი ნაწილი უნდა გამხდარიყო რომ კარზე ზარია. წავუყრუე მაგრამ არ ჩერდებოდა. -იოანე გაჩერდი, იქნებ ვინ არის. -ვინ არ უნდა იყოს ვაგინებ, ახლა მოსვლა იქნებოდა? -სიცილით წამოხტა თებეა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. -შენ რა გენაგვლება აგზნება იოლად გადაგივლის და არ დაგეტყობა და მე რა ვქნა გამობერილი თ ვიარო აქეთ იქეთ. -არ გამოხვიდე მერე. აქ დაიცადე. იქნებ ვინ არის. თუ მნიშვნელოვანი არაფერია შემოგიერთდები. -ლოგინზე გადამაწვინა და გასვლამდე ტუჩებში მაკოცა. სულ რამოდენიმე წუთი შეაგვინდა, კარის სახელური რომ ჩამოიწია გამიხარდა . მოიდა გავიფიქრე, დაწყებულს დავამთავრებ. კარი შემოაღო და დაბნეული სახე აქვს. -ვიღაც გოგოა მოსული, ამბობს რომ შენი დაა, ხილი და ვარდები მომიტანა. -ამის დედაც, ვიქტორია არის ალბათ. მე ვუთხარი ცუდა იყოთქო და სანახავად მოვალო და თან გავიცნობო. მიდი გადი და მალე მოვალ. -უცებ უცებ გადავიცვი, სპორტული ჩავიცვი რომ თავისუფლად ვყოფილიყავი და არაფერი შემტყობოდა. გავედი და მივესალმე. -ცუდ დროს ხომ არ მოვედი? -ჩაიცინა და თებას გახედა. ისე წამოაწითლა თებეას მე ძლივს შევიკავე სიცილი. -არა არაფერია, უბრალოდ ვისვენებდით. თებეამ საავადმყოფოში ვერ მოისვენა. ალბათ ერთმანეთი უკვე გაიცანით. -მე კი მივხვდი რომ ეს არის თებეა მაგრამ მაინ იცის ვინ ვარ? -კი ვიცი, ვიქტორია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -დამასწრო თებეამ და გაუღიმა. აგრძნობინა რომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ და მისი ეს რეპლიკა არა სათანადო იყო. -ძალიან მიხარია მეც. ჩვენი მშობლების შეცდომებზე ჩვენ არ უნდა ვაგოთ პასუხი ასე რომ გამიხარდება თუ კარგი ურთიერთობა გვექნება და დავმეგობრდებით. -დიდი სიამოვნებით. -აბა, ჩემი ძმის შვილი როგორ გრძნობს თავს? -ხელი წაიღო თებეას მუცლისკენ და მანაც ინსტიქტურად უკან დაიხია. უხეხულობა შეიქმნა მაგრამ თებეამ თავი დაიძვრინა. -მაპატიე, შემთხვევით მომივიდა, არ ვარ მიჩვეული. -უთხრა და მისკენ მიიწია, საშუალება მიცა მუცელზე ხელი მოეკიდებინა. -არაუშავს მიეჩვევი თანდათან. თანაც მერე მამიკო ხომ უნდა ელაპარაკოს ხანდახან პატარას და მუცელშივე დაარიგოს რაღაცეები. -მომეწონა რომ რაღაცნაირად კარგად ცდილობს თებეასთან დიალოგში შესვლას და მისი კეთილ განწყობის მოპოვებას. იქნებ ნამდვილად კარგი ადამიანია და ჩემი ეჭვი უსაფუძვლოა. გამიხარდება ასე თუ იქნება. -ჯერ არ დაუწყია ეგეთები, მგონი ბოლომდე ვერ აცნობიერებს მის მდგომარეობას. -გაუთამამდა თებეაც. -რამდენის ხარ? -მეშვიდეში გადავედი. -რა მაგარია. სულ მალე გავა ეგ დროც, -ნატუკა და თებეა არ მაკლდნენ ამათმაც კარგი დაქალებივით დაიწყეს ჭორაობა. -მარტო ხომ არ დაგტოვოთ გოგონებო? -პროტესტი გამოვთქვი. -რა იყო იოანე, გვაცადე ურთიერთობა რძალ-მულს. ისე ერთმანეთი როგორ გაიცანით? -ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. იმედია არ გეწყინება. -არა ეგ თქვენი პირადულია, თუ კი არ გსურთ თქმა მე ვინ ვარ რომ დაგაძალოთ. -მადლობა რომ გამიგე. დედათქვენი როგორ არის? -ზრდილობიანად კითხა თებეამ -დედა ახლა მილანშია. მირჩევნია იქ იყოს, მამაჩემიდან შორს. ხომ იცი არა რა სიტუაციაცაა. -თებეამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -შენი მშობლები როგორც ვიცი გარდაცვლილები არიან. -კი გარდაიცვალნენ. -მოიცა და ამან საიდან იცის რომ თებეას მშობლები ცოცხლები აღარ არიან. დარწმუნებული ვარ მე არ მითქვამს. -შენ საიდან იცოდი თებეას მშობლებზე. -მე, მე, -ენა დაება. ლიანამ მითხრა. -გასაკვირია. ლიანასთნ არასოდეს მისაუბრია თებეას შესახებ და მითუმეტეს მის მშობლებზე. ან იქნებ უბრალოდ ჭორაობენ სამსახურში და გაიგეს ყველაფერი. ღმერთო რა მემართება ამ ბოლო დროს ყველასა და ყველაფერში ეჭვი რატომ მეპარება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.