ქუჩის სამოთხე (მეთერთმეტე თავი)
- რა გავაკეთოთ? იკითხა დამიანემ. - რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ. უპასუხა თამარიმ. - მერე ნინა? არ ჩამორჩა თოკო. - მომისმინეთ, მარტო მონაწილეობა უდიდესი წარმატებაა, ამ კონკურსით გზა გაგვეხსნება უკეთესი მომავლისკენ. და თქვენ გინდათ ასეთი წარმატება მხოლოდ ნინას გამო დათმოთ? იკითხა თამარიმ, ხელი აიქნია და პასუხის მოლოდინში ლოდზე ჩამოჯდა. - ნინას გამო? შენ ნინას არაფრად თვლი? ჩემთვის დასავით არის და მეგობრობას არ გავწირავ. დაუყვირა თორნიკემ გოგოს და ზურგით შეტრიალდა. - ჩემზე და ჩვენზე მნიშვნელოვანი ნინაა? მისი უაზრო შეჯიბრების გამო დათმობ ამდენ ფულს? მანაც არ დააკლო და მთელ ხმაზე იყვირა. შემდეგ მიხვდა რაც თქვა. მისთვის ფული არაფერია, მაგრამ მაინც თქვა. იქნებ გულის სიღრმეში მართლა უნდა ფული? მაგრამ მას არაფერი აკლია. იქნებ ეჭვიანობს ნინაზე? თორნიკე მოტრიალდა და გაავებული სახით შეხედა თამარის. თვალებიდან ცეცხლს აფრქვებდა და შეეძლო იქვე ჩაეკლა გოგო. ვერ იფიქრებდა, არ იფიქრებდა, რომ თამარის ფული უნდოდა, ფულს დახარბდა და ამის გამო შეეძლო ძლივს შეძენილი მეგობრობა გაენადგურებინა. დამიანე იდგა და უემოციო სახით უყურებდა წყვილს. შემდეგ შეტრიალდა და წავიდა. - ამ სიტყვებს არ გაპატიებ. გესმის? არ გაპატიებ. ფულზე დახარბებული გოგო ხარ და არაფრის ღირსი ხარ. ამ სიტყვებს არ გაპატიებ. იყვირა ბიჭმა და გოგონას მხრებში ჩააფრინდა. "არხევდა". ამას რხევა თუ ერქვა. "აზანზარებდა". ამას ზანზარი თუ ერქვა. თამარის ცრემლები გადმოსვცივდა, თავისი სუსტი ხელებით ცდილობდა მოეშორებინა ბიჭი. თორნიკე კი გაავებული იდგა, არც თამარის ცრემლები აღელვებდა და არც მისი ქვითინი. მას გული ეტკინა, ნინას გამო ეტკინა, დამიანეს გამო ეტკინა, ქეთას და დათას გამო ეტკინა, თამარი ეტკინა. ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო გოგონა. ეგონა იცნობდა და მისი "არცნობა" ეტკინა. მაგრამ მან რა იცის თამარის სიტყვების მიზეზი? არ იცის. - გთხოვ, დათა, მტკივა. ამოიტირა გოგომ და მხრები მოადუნა. ბიჭი გამოფხიზლდა და ხელები შეუშვა. - ცრემლები მოიწმინდე და წამოდი. კოსტუმები უნდა ვიყიდოთ - დამშვიდებული ხმით უთხრა და იქვე დაგდებული მანქანის გასაღები აიღო - არ გაბედო და ნინას არაფერი უთხრა. ეს ჩვენ არ გვეხება, დამიანე ეტყვის ყველაფერს. - კარგი. კრუსუნით ამოილაპარაკა და სევდიანი თვალები გააყოლა მიმავალ ბიჭს. ძალიან ეტკინა მისი სიტყვები, გული მოუკლა. ბიჭს დაედევნა და მანქანაში ჩაჯდა. მალევე მივიდნენ სავაჭრო ცენტრში და ტანსაცმლის სექციის ძებნა დაიწყეს. კონსულტანტმა მიუთითა და სთხოვა, რომ თუ დახმარება დასჭირდებოდათ მისთვის მიემართათ. თოკომ უარით გაისტუმრა. იქვე სპორტული ტანსაცმლის სექციას დაუყვა, ძალიან მოეწონა ერთ-ერთი სპორტული ჟაკეტი, გოგოს ჟაკეტი. თამოს მოუხდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. გოგოსაც მოეწონა, ხმა არ ამოუღია. დუმდა და ჩუმად აპარებდა შავი ადიდასის ჟაკეტისკენ თვალს. "ადიდასი თუ ნაეკი?" კითხვა დაებადა და მის სულელურ ფიქრებზე თვითონვე გაიცინა. რა მნიშვნელობა აქვს? "ორივე ძალიან მაგარია" წამიერად გაიფიქრა და ისევ გაეღიმა. თორნიკე კი უცნაურად ადევნებდა თვალს, მის ღიმილზე თვითონაც იღიმოდა, მაგრამ მალევე სერიოზულდებოდა. გოგონას სევდიანი თვალები გულს უკაწრავდა, უფლეთდა, ნადირივით უგლეჯდა, მაგრამ ეს მხოლოდ მის ულამაზეს, მუქ ცისფერ თვალებში ძლივს შესამჩნევი იყო.84 ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა, თან ტანსაცმელს არჩევდა. მალე ნინა მოვიდოდა. არ იცოდა, როგორ არ შეემჩნია, იცოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ ეცდებოდა, ძალიან ეცდებოდა. თამარის გახედა, ისევ მოსაცმელს დაჰყურებდა და ცდილობდა დაემალა. გოგოზე ჩაეცინა და ჰკითხა. - მოგწონს? გოგო შეკრთა და ერთი ნაბიჯით შეხტა. - რა? აა... ჟაკეტი?.. თუ ბოტასები?.. ბლუყუნებდა და არ იცოდა რა მოეფიქრებინა. ასეთი თამარი? არავის ახსოვს, არც თორნიკეს. არასდროს ყოფილა დაბნეული, იმედგაცრუებული და თავის შეცდომაში გარკვეული. არასდროს უნანია არაფერი და ეხლა ძალიან უჭირს შეგუება. - ჟაკეტი, ჟაკეტი მოგწონს? გაუმეორა კითხვა ბიჭმა და გაიცინა, "ყველა კბილი გადმოულაგა". - აა... ხო. ამოიბლუყუნა და თავი ჩახარა. ეშინოდა ბიჭის თვალებში ჩახედვის, მაგრამ არ უნდოდა მათ შორის უფსკრული გაღრმავებულიყო. - მაშინ ვყიდულობთ. მხიარულად თქვა და ჟაკეტი აიღო. - რას შვრებით გვრიტებო? მოულოდნელად ნინას ხმაც გაისმა. ნინა სავაჭრო ცენტრში შევაბიჯე და მეგობრების მოძებნა დავიწყე, მივხვდი რომ ტანსაცმელების სექციაში იქნებოდნენ და იქით წავედი. თვალი ნაცნობ სილუეტს მოვკარი და გულზე რაღაცამ გამკრა. ეს გუგა იყო? ხო, ვიღაც გოგოსთან ერთად. გავბრაზდი, რა მარტივად მიატოვა ნანა. ყოველთვის ვიცოდი, რომ გუგა არაკაცი იყო და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. გვერდი აუარე და მხარი გავკარი. მის გაოცებულ სახეზე ირონიულად ჩამეღიმა და გზა გავაგრძელე. მალევე მოვკარი თვალი მოსაუბრე წყვილს და მათკენ წავედი. - რას შვრებით გვრიტებო? დავჩხავე და ხელები შემოვკარი. - რავი არაფერს. უცნაურად გამიღიმა თამარიმ და თოკოს გახედა გამიკვირდა, მაგრამ მალევე დავივიწყე და კაბებისკენ წავედი. - თქვენი აზრით ვალსს როგორი კაბა მოუხდება? -ვკითხე მათ - წითელი? ზედმეტად ხასხასაა. ეს? ზედმეტად მძიმეა. მწვანე? რა სისულელეა. რამოდენიმე კაბა დავიწუნე და ამოვიფრუტუნე. - ამოისუნთქე. სიცილით მითხრა თოკომ და თამარის გახედა. - ვალსი ძალიან მსუბუქი და სიყვარულით სავსე ცეკვაა. ცეკვის დროს თავი ძალიან მსუბუქად უნდა იგრძნო, თავი პეპელად უნდა წარმოიდგინო და იფარფატო. ბავშვებს ავუხსენი ცეკვის აზრი და კმაყოფილმა გავიღიმე. ისევ კაბების თვალიერება განვაგრძე. - ეს ძალიან ვულგარულია. სექსი კი არა სიყვარული უნდა ცეკვას... ეს ზედმეტად ჭრელია, თვალები ამიჭრელდა, რა უბედურებაა უფფფ... იასამნისფერი? ვერ ვიტან ამ ფერს... აუუუუუ - დამშვიდდი რა. დამცინოდა თოკო და სპორტულებს ათვალიერებდა. - ადიდასი თუ ნაეკი? იკითხა თამარიმ და დაბნეულმა შემომხედა. - რა? მე და თოკომ ერთდროულად ვკითხეთ მას და გადავიხარხარეთ. - კაი დაივიწყეთ. ხელი ჩაიქნია. - ააააააააააა. ვიკივლე და გავიქეცი. - ნინა, რა მოხდა? შეშფოთებულები დამედევნენ და როდესაც გავჩერდი ისინიც გაჩერდნენ. - ზუსტად ეს კაბაა რაც მინდოდა. ღია ცისფერი, მაქმანებით. უკვე მიყვარს. ვწიკვინებდი და კაბას დავტრიალებდი. - სამწუხაროდ ეს კაბა უკვე გაყიდულია. "მახარა" კონსულტანტმა და უხერხულად გაიღიმა. - რა? ვინ იყიდა? შეშფოთებულად დავიყვირე და ხელები ლოყაზე ვიტაცე. - მე. რაღაცის წიკვინი მომესმა და მივტრიალდი. ვიღაც გაჩხინკული გოგო დავინახე. - ჩემია და შენ არავინ გეკითხება. ირონიულად გავიღიმე და კაბას მოვკიდე ხელი. - ჩემია. მეორე ბოლოს დაეჯაჯგურა. - ხელი გავუშვი. დავუყვირე და კაბა გამოვქაჩე. - არა. მანაც დამიკივლა და თავის მხარეს გაქაჩა კაბა. - მოთმინების ფიალა მეწურება. დავუღრინე. - ნინა, წავიდეთ. მითხრა თოკომ და მხარზე ხელი დამადო. - არა თქო. ვუპასუხე და კაბა დავეჯაჯგურე. - არა და მიიღებ. მითხრა წიკვინამ და თმებში ჩამაფრინდა. ხელი მეც მისი თმებისკენ წავიღე, მაგრამ ვერ მივწვდი, სამაგიეროდ ჩემი ბრჭყალები ჩავასვი ლოყაზე და ჩამოვპორჭყნე. ქალმა. დაიკივლა და ხელები მომაშორა. იქვე მიგდებულ კაბას დაწვდა. - არანორმალურო. დამიყვირა და ლოყიდან წამოსული სისხლი ჩამოიწმინდა. ახლა მარტო შევამჩნიე ხალხის გაოცებული და მომცინარი მზერა, რომლებსაც ტელეფონი მოემარჯვებინათ და გვიღებდნენ. თავი დავუკარი და წიკვინას ხელიდან კაბა გამოვგლიჯე და შუაზე გავგლიჯე. - ერთი შენ და მეორე მე. ვუთხარი და გავუწოდე ერთი ნაწილი. - ფულს მე გადავიხდი. მითხრა და გამიცინა. ხელი გამომიწოდა, ჩამოვართვი. ხელკავი გამოვუდე და გასასვლელისკენ წავედით. - ფულს მერე გადავიხდით. ერთდროულად მივაძახეთ გაოცებულ ხალხს და შენობა დავტოვეთ. რა თქმა უნდა ჩვენი კაბით. ბოდიში შეცდომებისთვის და დაგვიანებისთვის, მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.