ქუჩის სამოთხე (მეათე თავი)
"ნინა, მე გავთხოვდი" ჩამესმის ქეთის სიტყვები და გაოცების, ბედნიერების, იმედგაცრუების გრძნობები შემომაწვა. გამოსაფხიზლებლად რამდენიმე წუთი დამჭირდა. ბავშვები ცნობისმოყვარეობით მაკვირდებოდნენ და ელოდნენ ხმას როდის ამოვიღებდი.ტელეფონი ჯერ კიდევ ჩართული იყო და მესმოდა ქეთას ყვირილი "ნინა, ნინა, აქ ხარ?" ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება. - კი, ქეთა, აქ ვარ. - მერე? შეპარვით მკითხა და დარწმუნებული ვარ, პასუხის მოლოდინში ტუჩები მოიკვნიტა. - ვის გაყევი, ვინ არის ის უბედური? ვითომ მობეზრებულად ვკითხე და ბავშვების გაოცებული მზერა ხელის მოქნევით დავაიგნორე. - ვინ უნდა იყოს? გაბრაზებით მკითხა, მის გულუბრყვილობაზე გამეღიმა. - კარგი ხო, დათა სადაა? დამალაპარაკე სიძე. სიცილით ვეუბნებოდი და დამიანეს მაიკას ვეთამაშებოდი, ფეხები თორნიკეზე გადამედო და თამარის ხელით ვანიშნებდი, რომ ყავა გაეკეთებინა. - მეტი რა გინდა? ჩაიბურტყუნა და სამზარეულოში გავიდა. - დათა რა შუაშია? გაოცებით მკითხა. - აბა, ვის გაყევი? ლაშას? მაგ სპილოს შვილს, გაყევი ცოლად? მივაყარე და იმედგაცრუებული ვცდილობდი არ ავყვირებულიყავი. - სპილოს შვილს ჯერ ერთი სპლიყვი ჰქვია. გადაიხარხარა და დათას სიცილიც მომესმა. - ჯანდაბა თქვენ და არ გადარჩენა. მივაწყევლე და ტელეფონი გავთიშე. - დედა, რა კუდიანი დედაბერივით დავიწყევლე. ვთქვი, მთელ ხმაზე გადავიხარხარე და დამიანეზე გავწექი. - აბა, გაგითხოვდა გოგო და ბიჭმა მოგიყვანა რძალი? მკითხა თოკომ და ჩემი ფეხები კალთიდან ჩამოიღო. - ეე, კარგად მედო. ამოვიბუზღუნე და ფეხები დამიანესკენ გამოვწიე. - ფეხები ამ დაბალ სკამზე დადგი. ვუთხარი დამინეს, მანაც მხრები აიჩეჩა და დამემორჩილა. თავი მკერდს ზემოთ დავადე, ფეხები კი მის ფეხებზე და მასზე "გავწექი". - დღეს რა გჭირს შენ? მკითხა დამიანემ და თავი ჩემს კირსერში ჩარგო. ვოგრძენი, როგორ ჩაისუნთქა ჩემი სურნელი და სასიამოვნოდ გამაჟრიალა. - რა მჭირს? კითხვა შევუბრუნე და ოთახიდან უკვე გამქრალ თოკოს ძებნა დავუწყე. - ჩემზე როდის მერე წვები? - დღეის მერე, კარგ ხასიათზე ვარ და ნერვები არ მომიშალო შენი ჭირიმე რა. პასუხს არ დავლოდებივარ ისე დავიძახე. - თოკო, თამარ, გამოდით ერთი წუთით. მართლაც შემოვიდნენ და გამომხედეს. - დღეს უნდა ვივარჯიშოთ მათ გარეშე, ისედაც ერთი დღე გაგვიცდა და არ მინდა ამან ნომრებზე იმოქმედოს. თორნიკე უცნაურად შეიშმუშნა და დამიანეს გახედა, თამარიც დაიბნა. - იქნებ მარტო ბრეიქ დანსი გვემეცადინა? იკითხა თამარიმ და სახეზე ოდნავ წამოწითლდა თორნიკეს ჩქმეტის შემდეგ. - კარგი რა პრობლემაა. ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე, უცნაურად კი მომეჩვენა მათი საქციელი, მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე. - მე უნდა წავიდე. უხეშად ჩამომსვა დამიანემ "თავისიდან" და ცივად დაგვამშვიდობა და წავიდა. რაღაც ამ ბოლო დროს, ძალიან აღელვებულია. იმ ღამესაც, როდესაც მანქანა დაეჯახა მობილურით რაღაც უთხრეს, მაგრამ რა ვერ ვხვდები, აუცილებლად უნდა გავარკვიო. თან გუშინწინ, როდესაც "ქუჩის სამოთხეში" წამიყვანა, მითხრა რაღაც უნდა გითხრაო მაგრამ არ უთქვამს. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, მაგრამ მანამდე თოკოზე და თამოზე უნდა ვიფიქრო, ისინი წყვილად უნდა ვაქციო. - თოკო, შენ და თამარი საყიდლებზე უნდა წახვიდეთ, კოსტუმები გვჭირდება. ბრეიქ დანსის ტანსაცმელს თქვენ უკეთესად აარჩევთ, რამოდენიმე საათში კი მეც მოვალ და ერთად ავარჩიოთ ვალსის კოსტუმები. ვთქვი და გავიღიმე, მეც შემეძლო თავიდანვე წავყოლოდი, მაგრამ მარტო უნდა გავუშვა. შეიძლება დაჭამონ ერთმანეთი, მაგრამ არაუშავს. - კარგი, მაგრამ მალე მოდი. ამოიბუზღუნა და ჩემკენ წამოვიდა. თავი მხარზე დამადო და ხელი წელზე მომხვია. - რის გაკეთებას ცდილობ? ჩამჩურჩულა ყურში და თამარის გაოცებული მზერა დააიგნორა. - ერთმანეთი გიყვართ და აღიარეთ რა. მეც ჩავჩურჩულე და თამარის თვალი ჩავუკარი. - ცუღლუტო ბავშვო - დამეჯღანა და მომშორდა - თამ, მიდი ახტი და წავიდეთ, მერე მეჩქარება. - კარგი. - ბევრი არ იმაიმუნოთ. სიცილით მივაძახე და ფივანზე წამოვგორდი. თორნიკესთან და თამარისთან თორნიკე მანქანისკენ მიიწევდა და ხელში გასაღებს ატრიალებდა. თამარი თორნიკეს გვერდით დაჯდა მანქანაში და გახედა. - ჯერ ჩვენს "სახლში" ხომ არ წავსულიყავით? კითხა ბიჭს და ალმაცერად გახედა. - მართალი ხარ, ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი. უპასუხა და მანქანა საპირისპირო მიმართულებით წაიყვანა. მანქანა მალევე გაჩერდა "ქუჩის სამოთხესთან" და იქიდან ორი ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილი პიროვნება გადმოვიდა (ეს მე ვიცი ერთმანეთს, რომ უხდებიან თორემ ამათმა კი არ იციან). კედელთან დამიანესთან ერთად კიდევ რამოდენიმე ბიჭი და გოგო იდგა. პირდაპირ კედლისკენ წავიდნენ და იქ მყოფებს მიესალმნენ. - აბა, რა ხდება? იკითხა თორნიკემ. - "ბრეიქ დანს იზ ვორლდ" შეჯიბრი იწყება. აღფრთოვანებულმა თქვა ერთ-ერთმა გოგომ და გაიღიმა. - რა? ერთდროულად შეიცხადეს თორნიკემ და თამარიმ. - კი, მაგრამ ეს შეჯიბრი, ხომ ოცი წელია არ ჩატარებულა? ისევ თორნიკემ იკითხა. - ვიცი, მაგრამ ბენის შვილმა გადაწყვიტა მამამისის საქმე გააგრძელოს და ისევ ჩაატაროს, მაგრამ შეცვლილი წესებით. აქ ბრძოლა მხოლოდ თასებისთვის არ იქნება. გამარჯვებულს 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა, ამასთან ერთად ბინა, მაგრამ ფულის ნახევარი თავშესაფარში გადაირიცხება და ამ ფულით შეეძლებათ იმოგზაურონ. ლაპარაკი დაასრულა ყველაზე უფროსმა ბიჭმა და ხელი დამიანეს დაჰკრა. - ასეთი რაღაც ჯერ არ მომხდარა. სასიამოვნოდ გაოცებულს აღმოხდა დამიანეს. - მაგრამ თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ მონაწილეობის უფლება არ გვაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკი არ გვიწყობს ხელს. - გამარჯვება რა აუცილებელია? იკითხა თამარიმ. - თქვენ დარწმუნებული ვარ არ ითაღლითებთ და ფულს მართლა გადარიცხავთ, ზოგიერთს კი აქვთ საშვალება ფული მთლიანად მოტეხონ და გაიქცნენ. აი რატომ გვინდა თქვენი გამარჯვება. დაასრულა მონოლოგი კაცმა და მათ გახედა. - როდისაა? ისევ დასვეს კითხვა და მამაკაცს მომლოდინედ მიაჩერდნენ. - როგორც ყოველთვის, 24 აგვისტოს. უპასუხა ბავშვებს და მიბრუნდა. - 24 აგვისტოს? სამივემ ერთად წამოიყვირეს. - ხო, რამე პრობლემაა? - ოცდაოთხში სკოლის შეჯიბრია. პასუხი გასცა დამიანემ მას და ხმადაბლა შეიგინა. - ნინას იმედს ვერ გავუცრუებთ, მას გამარჯვება ძალიან უნდა. თორნიკე ემოციურად იქნევდა ხელებს და ყვიროდა. - მაგრამ მეც ვერ გამიცრუებთ. მშვიდად თქვა კაცმა და გზა გააგრძელა, დანარჩენებიც მიყვნენ. ძალიან პატარა თავია და ამისთვის ბოდიშს გიხდით. ძალიან არ მინდა ისტორიის გაწელვა, მაგრამ როდის დავასრულებ არ ვიცი. თან ახალი ისტორიის მუზა მომიფრინდა და დაწყება მინდა, მაგრამ ჯერ არა. ამიტომ ისტორიაზე არაფერი იქონიებს გავლენას და გაგრძელდება. გთხოვთ დააკომენტარეთ. მიყვარხართ ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.