შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(5 თავი)


30-03-2017, 16:33
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 2 481

(ესეც გაგრძელება...როგორ ხართ?...აბა მოემზადეთ ახალი ამბებია kissing_heart kissing_heart )
-ვინ დარეკა?
-ლექტორმა უნივერსიტეტში უნდა ავიდე
-აუ კაი რაა აუცილებელია?
-კი პროექტის თემაზე რაღაცები უნდა წამოვიღო
-კაი მაშინ
-სალი აქ იქნები?
-ჰო და მერე ერთად წავიდეთ სახლში
ნინი კარამდე მიაცილეს.გარეთ ნაწვიმი იყო ეტყობოდა კიდევ აპირებდა სტუმრობას.ასეთ ამინდში სიარული განსაკუთრებულად უყვარდა.ამ დროს არემარე ჩაწყნარებული და გულწრფელი ეჩვენებოდა.უნივერსიტეტამდე გზა შეუმჩნევლად გაიარა და კართან იკას ზარმა შეაჩერა
-გისმენ
-ნინი როგორ ხარ
-კარგად შენთან რა ხდება?
-რავიცი ეხლა მივდივარ კლინიკაში ისევ...მერე უნივერსიტეტში მიწევს მისვლა მაგრამ ვერ მივალ ალბათ შენ არ მიდიხარ?
-კი მე კართან ვდგავარ ეხლა მოვედი
-მართლა დრო თუ გაქ წამომიღებ ჩემს მასალას?
-კი რათქმაუნდა
- ბოდიში რო გაწვალებ რა
-კაი რა.შეგეხმიანები
-კაი ნინ დაგელოდები
კიბეები აიარა და კაბინეტში შევიდა,თათბირი ერთ საათს გაგრძელდა ნინიმ თავისი და იკას მასალები წამოიღო.კაფეს შეხედა ნაკლები ხალხი იყო მისი ჯგუფისადგილიც ცარიელი მოჩანდა ნინი კაფისაკენ წავიდა და კარი შეაღო,დაჯდომას აპირებდა როცა კაფის ოფიციანტმა დაუძახა აქ ხშირად სტუმრობის გამო კარგად ცნობდა ნინისაც და მის მეგობრებსაც
-ნინი
ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა
-გისმენ ნიკა რამე მოხდა?
ნიკა უკან გაბრუნდა კონვერტი აიღო და ნინის მიუახლოვდა
-ეს შენ მოგიტანეს დღეს,მითხრეს როცა მოვა გადაეციო
-მე?-გაოცებულმა გამოართვა კონვერტი
თავი დაუქნია ნიკამ ღიმილით და უკან გაბრუნდა
ნინიმ კონვერტი სწრაფად გახსნა
,,მაპატიე თვალი რომ მოგაცილე ისე სულ შენთან ვარ''-ნინი თვალებ გაფართოვებული დასჩერებოდა წერილს და მასში ჩადებულ პეპელის ფორმის თმისსამაგრს.
ფანჯარაში გაიხედა გაახსენდა როცა დაინახა როგორ უყურებდა ვიღაც ,გაახსენდა როგორ გრძნობდა ვიღაცის მზერას ბოლოსკი ის გაახსენდა როგორ ჩაკიდა ვიღაც უცნობმა ხელი ის ყველაფერი გაახსენდა რაც ფანტაზიის ნაყოფი ეგონა ახლა როცახელში ეს წერილი ეჭირა დარწმუნდა რომ არაფერი ეჩვენებოდა მეტიც ეს იმ რეალობის ნაწილი იყო რომელშიც ცხოვრობდა .წერილი ჩანთაში ჩადო ფურცლებს ხელი მოკიდა და კაფიდან გამოსვლას აპირებდა იკამ დაურეკა
-ნინი კაფეში დატოვე ეგენი და წამოვიღებ რა
-კარგი დავტოვებ
-რა ხმა გაქ მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა
-კაი
ნინიმ ფურცლები ნიკას დაუტოვა და გარეთ გამოვიდა
-ალო ნინი სად ხარ მე ლილესთან ვარ კიდე
-მოვდივარ არ წახვიდე
კიბეები აირბინა და კარზე დააკაკუნა ლილემ გაუღო და სახლში შევიდნენ
-ნინი კიდე რაღა მოხდა სარკეში ჩაიხედე რა ფერი გაქ!
-ჩანთიდან წერილი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო
-ნახეთ
სალი და ლილე წერილს გაკვირვებული უყურებდნენ
-ანუ...
-ჰო ანუ მაგრამ რა ანუ?
-ნეტა ვინაა.კლინიკაში მომხდართან კავშირშია აშკარაა არა?
-არვიცი ალბათ
-სხვა არაფერი იყო?
-კი ეს -ჯიბიდან თმისამაგრი ამოიღო და სალის გაუწოდა
-რალამაზია
-მართლა ლამაზია არა ნინ?
-არვიცი ლილე ჯერ ისვერგამირკვევია საიდან გაჩნდა.
-კაი ეხლა მასეც ნუ ნერვიულობ რა
-როგორ არ ვიფიქრო ლილე ადამიანი რომელიც არც კი ვიცი ვინაა მითვალთვალებს და წერილებს მიგზავნის..
სალი და ნინი სახლში წამოვიდნენ.გზად ნინი ჩაფიქრებული იყო ასეთი რამ არადოდეს დამართნია რაღაც მხრივ სიამოვნებდა კიდეც ეს ყველაფერი ...სახლში შევიდნენ და სალი ნინის მხარზე ხელი დაადო
-ნინ არაფერი გიჭამია არ გშია?
-არა სალ შენ ჭამე
-მარტო ვერ შევჭამ დამიჯექი რა
ნინი ხვდებოდა სალი რასაც აკეთებდა ასე ბევრჯერ მოქცეულა რომ ნინის ეჭამა.
-კაი წამო
ორივემ ცოტა წაიხემსეს და სამზარეულოდან გამოვიდნენ
-წავალ დავიძინებ ძალიან დავიღალე
-მიდი მეც მალე დავწვები
ოთახში შევიდა და საწოლზე მოკალათდა ჯიბიდან უცნობისაგან გამოგზავნილი თმისამაგრი ამოიღო და დაკვირვებით ყურება დაიწყო ამოაბრუნა,მკვეთრად ამოკვეთილმა სიტყვებმა თვალწინ გაუელვა ახლოდან დააცქერდა და წარწერა ამოიკითხა,,უხილავად შეგაყვარებ თავს ''ნინის სახეზე უეცარი გაკვირვება ღიმილში გადაერია,უცებ წარმოიდგინა რომ ვიღაც ვინმე რომელიც აქამდე არასდროს ენახა ან იქნებ ენახა და ვერ შეამჩნია მასზე ფიქრობდა გამოდმებით უყურებდა და მისთვის ღელავდა თუმდაც ეს ყოველივე სიგიჟე ყოფილიყო ამ სოგიჟეს ბედნიერება მოჰქონდა.
საწოლში ისე დაწვა ღიმილი სახიდან არ მოსცილებია თმისამაგრი გვერდით დაიდო და თვალს არ აცილებდა უყურებდა და ყველას გასაოცრად მის გამომგზავნელზე,საათობით ფიქრობდა,ჰო იმაზე ვის ვინაობაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა არ იცნობდა იცნობდა მხოლოდ მის თვალებს რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახა.
რამოდენიმე დღის შემდეგ ნინი დილით სალიმ გააღვიძა
ცოტახანში მოემზადა და უნივერსიტეტისაკენ წავიდა .გზაში ესემესი მოუვიდა იკასგან იყო ,,გამოხვედი?''
,,კი ბიბლიოთეკასთან მოვედი''
,,ორ წუთში გამოვალ''
ნინი იკას დაელოდა და ისიც სწრაფად ჩამოვიდა სახლიდან.ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ
-აბა როგორ ხარ მომიყევი.შენი მეგობარი როგორაა?
-კარგადაა ხვალ გამოწერენ.სულ ჩაფიქრებულია თავისთვის იღიმის და რავი ეს ვოლო კვირა სულ ქრებოდა კი ვხვდები რაღაც ჭირს უფროსწორად ვიღაც ჭირს ველოდები როდის გამოტყდება-გაიცინა იკამ და ნინის გადმოხედა
-იმას კი არაფერი უჭირს მაგრამ შენ რა გჭირს?რამდენი ხანია უცნაურად იქცევი დაბნეული ხარ რაღაც თუ შენც..
-რა მეც?!-გააწყვეტინა ნინიმ
-ჰო კაი ვჩუმდები-ხელების აწევით დანებდა მეგობარს და გზა მხიარულად განაგრძეს .დღემ მშვიდად ჩაიარა და ნინი და იკა დღის ბოლოს სასწავლებლიდან ერთად გამოვიდნენ უცებ სიგნალის ხმა გაისმა,ვიღაც მანქანიდან იკას ეძახდა
-ვაიმე ასეც ვიცოდი!-ჩაილაპარაკა იკამ თავისთვის და ნინის მიუბრუნდა-ეხლავე მოვალ
იკამ მანქანასთან მიირბინა და ვიღაცას ელაპარაკებოდა რომელიც მანქანაში იკდა და არ ჩამნდა. ცოტახანში იკა მას დაემშვიდობა და შავმა მანქანამ დავურული მინებით ნინის ძალიან ნელა ჩაუარა ნინიმ მანქანას თვალი გააყოლა და მისკენ მომავალ იკას მიუახლოვდა
-ვინ იყო?
-ის ვინც საავადმყოფოდან ხვალ უნდა გამოეწერათ მან კი პროტესტი გამოაცხადა და უკვე ასე დადის. ნორმანული ადამიანი ამას გააკეთებდა?
ორივემ სიცილი დაიწყო ამ დროსკი ნინიყს ტელეფონზე ზარი გაისმა
ტელეფონი აიღო და საუბარი რომ დაასრულა იკას უთხრა
-გოგოები იყვნენ ჩემთან არიან წამო რა შენც გთხოვ რა
-მარტო გოგოები?კაი რა არ ტეხავს?
-ტეხავს არა ის წამო გაერთობი ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ -მუდარით შეხედა ნინიმ
-კაი ჰო ეგრე ნუ მიყურებ !
სიცილით წავიდნენ სახლისაკენ სალომე სწრაფადაც მივიდნენ
კარზე დააკაკუნა ნინიმ და თან მიაძახა ჩქარა ნუ მალოდინებთო.იკამ თმების სწორება დაიწყო
-რაიყო?
-ასე ხოარ შემოვალ გოგოებიო და-სიცილით დაუბრუნა პასუხი
კარი სალიმ გააღო იკა რამოდენიმეჯერ ენახა ისე არ იცნობდა
-იკა ეს სალია ჩემი მეგობარი სალ ეს კიდე იკაა ანალოგიურად ჩემი მეგობარი
სამივე სიცილით შევიდნენ მისაღებ ოთახში
სამზარეულოდან ღიღონის ხმა გამოდიოდა რასაც გამოძახილიც მოყვა
-სად ხარ გოგო აქამდე დავიტანჯე ყავა ვერ ვიპ..
ოთახში ლილე ბურტყუნით შემოვიდა და სტუმრის დანახვისას სიტყვები პირზე შეეყინა
იკამ გაკვირვებული შეხედა.სალიმ და ნინიმ სიცილი ვეღარ შეიკავეს და გადაიხარხარეს
-გამარჯობა -თქვა გამქრალი ხმით და ნინის გვერდზე დაუდგა , ხელი მიკრა-მოგკლავ!-გამოცრა კბილებში
-გამარჯობა -ფეხზე წამოდგა იკა და ხელი ჩამოართვა
-მოკლედ გაიცანით ლილე ,იკა - შეკავებული სიცილით თქვა ნინიმ
-ჰო რას მეუბნეოდი?ყავა ჰო-გაიღიმა ნინიმ
-ჰო ყავა ვერ ვიპოვე
-მე გავაკეთებ-თქვა სალიმ
-მაჩვენე და მე გავაკეთებ!-დაიჟინა ლილემ და სალის უკან მიჰყვა
-გავყვები და მოვალ ჰო
-მიდი ნინ
ნინი სამზარეულოში შევიდა ლილემ მაშინვე კარი დახურა და გოგონებს მივარდა
-თქვენ ხომარ გაგიჟდით არუნდა მითხრათ თუ ვინმე მოვიდა
-კაი ეხლა მერე რამოხდა
ოთახიდან გამოვიდა და ლილეს მიაძახა იკას უშაქრო გაუკეთეო
-აუ მე წავალ რა უხერხულია
-არსადაც არ წახვალ აქ იქნები-დაიბღვირა ნინი
იკაც დანებდა და თავის ადგილას დაჯდა .
ლილე ოთახში ყავიანი ფოდნოსით ძლივს შემოვიდა,იკას ყავა მაგიდაზე დადგა
-მადლობა
-არაფერს-მოკლედ მოუჭრა ლილემ და სავარძელზე მოთავსდა
სიჩუმე ნინიმ დაარღვია
-აბა რამე არ ვითამაშოთ?
-რაცი მოიფიქრეთ მე თანაცმა ვარ-იკამ ხელები ერთმანეთში გადააჭდო და ნიკაპით დაეყრდნო
-მმმ მოდი ჯოკერი ვითამაშოთ და დავნაძლევდეთ ბოლო ორ ადგილზე გასული მაგიდისქვეშ ათჯერ ერთდროულად გაძვრება და გამოძვრება
-აჰა მე თანახმა ვარ-დაეთანხმა სალი
-მეც!-არ ჩამორჩა იკა
-ჰმ კარგი ვითამაშოთ-მტკიცედ თქვა ლილემაც
თამაში დაიწყო ბოლოშიკი ყველაფერი შეიცვალა და წაგებულებიც გამოჩნდნენ
-ჰომ ამას არ ველოდი მედა სალიმ გავიმარჯვეთ თქვენთვისკი ჩემო ლამაზებო ადგილი დამითმია-ნინიმ იკას და ლილეს გადახედა და მაგიდისაკენ გაიშვირა ხელი
-აუ აქუნდა გავძვრე?კაი ჯანდაბას-ტუჩი აიბზუა ლილემ.
იკა და ლილე საქმეს შეუდგნენ და მაგიდის ქვეშ შეძრომისთანავე ერთმანეთს თავები ისე მაგრად მიარტყეს გეგონებოდათ რაღაც გატყდაო...თავების სრესით გამოძვრნენ და იატაკზე დაჯდნენ
-ბოდიში
-ბოდიში -ერთხმად თქვეს ორივემ ერთმანეთს შეხედეს და სიცილი აუვარდათ
-მოგასულიეროთ?-წარბისაწევით გადახედა ლილემ სალის და ნინის რომელნიც სიცილისაგან ფეხზე ძლივს იდგნენ..იკამ და ლილემ წაგებული შეასრულეს და იკამ წასვლაც დააპირა.ამასობაში კი გარეთ თავსხმა წვიმა მოსულოყო.
იკას ტელეფონმა დარეკა
-ჰო გისმენ..მეგობართან ვარ..-იკა აივანზე გავიდა და უკან მალევე დაბრუნდა
-ნინი მე წავალ ეხლა ჰო
-წვიმს ჯერ სად წახვალ
-მომაკითხავს სავადმყოფოდან გამოქცეული ბიჭი-გაეცინათ ორივეს
-გაგაცილებ მაშინ
სადარბაზოდან გასულებს მანქანა იქ დაუხვდათ.
იკა გოგონებს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა და ნელა დაიძრა.
დღე კვლავ ლექციებით დაიწყო.უნივერსიტეტიდან ნინიმ სახლში მიირბინა გამოიცვალა და სამსახურში გაემართა.იქ ბევრი საქმე დაუხვდა და 8საათამდე ვერ გათავისუფლდა.დაღლილი გზას ფეხით გამოუყვა .იგრძნო უკან ვიღაც მოჰყვებოდა და ამ დროს ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო.შეშინებული უკან მიტრიალდა თავიდან ვერ იცნო თუმცაერე მიხვდა რომ ეს სამსახურის დაცვის თანამშრომელი იყო რომელიც დღეს უცნაურად უყურებდა
-ნინი ხომარშეგაშინე?
-კი ძალიან.აქ რაგინდა
-ვიფიქრე გავაცილებთქო
-იყოს არ მინდა -ნინიმ გზაგანაგრძო
-გაგაცილებ!-ნინის მკლავში მოკიდა ხელი .ამ დროსკი ნინიმ დაინხა როგორ გაიელვა მესამ სილუეტმა და დაცვის ბიჭი ერთი დარტყმით ძორს მოაჯინა
-გითხრეს არ მინდაო ვერ გაიგე?!-დაიხრიალა უცნომა,რომელსაც ნინი მხოლოდ ზურგით ხედავდა
-შენ ვინ ხარ-ძლივს თქვა ძირს დაგდებულმა
-მისი შეყვარებული!-ეს სიტყვები თავდაჯერებულად და ძლიერად წარმოსთქვა და ნინის ხელი გაუწოდა .თვალებგაფართოვებულმა მის ხელს დახედა და სუნთქვა შეეკრა.თვითმფრინავის გამოსახულებიანი ტატუ...ეს..ეს ის ხელია რლმელიც...გაოცებულმა და გაშეშებულმა ნინიმ გამოწვდილ ხელს თავისი ხელი ჩააბარა,მანაც ხელი მაგრად მოუჭირადა წასვლა დააპირა უკან ნაცემ ბიჭს მოხედა
-შენთან ჯერ არ დამიმთავრებია!
გზა განაგრძო და ნინი მანქანაში ჩასვა თვითონკი საჭესთან დაჯდა და წინ სოვრცეს მიაშტერდა..
ნინიმ ამ პერიოდში პირველად შეხედა,მისი სახე პროფილში ჩანდა სიბნელეში შავი თმა
მაღალ შუბლზე ოდნავ ჩამოყროდა, შავი წარბები,სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები ჰქონდა.სიბრაზისაგან კისრის ძარღვები დაბერვოდა და ყბები გამოკვეთოდა.ნინი ცოტახანს დუმილით შესცქეროდა შემდეგკი ამოილუღლუღა
-აბა არაფერს მეტყვი?
უცნობმა სახე ნინისკენ შემოაბრუნა და თვალებში ჩახედა.ნინის ტანში ჟრუანტელმა დაუარა.სიბნელე იყო თუმცა ერთხელ ნანახი თვალების ცნობა არ გაუჭირდა.
-გააჩნია რაზე ამბობ
-ვინხარ ისიცკიარ ვიცი
უცნობს გაეღიმა
-საერთოდ გეგა მქვია მაგრამ შენთვის ვინცგინდა ის ვარ.
-რას ბოდავ..წეღან რატომ თქვი რომ...
-რომ შენი შეყვარებული ვარ?
-ჰო ეგ რა საჭირო იყო?
-უბრალოდ მოვლენებს ცოტა გავუსწარი!
-ეგ როგორ გავიგო?
-პირდაპირი მნიშვნელობით.-ნინის შეხედა თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა
-სახლში მიგიყვან
მთელი გზა ჩუმად მიდიოდნენ დროდადრო გეგა ნინის გამოხედავდა რომელიც წინ გზას გაჰყურებდა.სახლთან გააჩერა
-მოვედით!
-საიდან იცი სად ვცხოვრობ?-გაიკვირვა ნინიმ
გეგას ისევ გაეღიმა. ნათელი იყო ისხომ სულ უკან დაჰყვებოდა და მის შესახებ ყველა დეტალი იცოდა.
-შეხვედრამდე...მადნ ბრთხილად საფეხურია-მოწიწებით გააბრთხილა ნინი.
სახლში შევიდა სალის ჩასძინებოდა .თვითონაც დაწვა მაგრამ გვიანობამდე ვერ დაიძინა.მისი ფიქრები გეგას დასტრიალებდა,ახლა სახელი მაინც იცოდა მისი
(იმედია მოგეწონათ თავი და გეგაც რათქმაუნდა satisfied...ვეცდები არ გალოდინოთ...მიყვარხართ)



№1  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

ვაბოდეეებ ამ ისტორიაზეეე საყვარელოოო და გთხოვ მალე დადე ხოლმე რააა. სხვაც რო არ კითხულობდეს მარტო ჩემთვის მაინცც დადეეე. აიი მართლა რასაც ქვია ამ შენი ისტორიით„ უხილავად შემაყვარე თავი" ☺
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

ErTi MeOcnEbe Gogo
ვაბოდეეებ ამ ისტორიაზეეე საყვარელოოო და გთხოვ მალე დადე ხოლმე რააა. სხვაც რო არ კითხულობდეს მარტო ჩემთვის მაინცც დადეეე. აიი მართლა რასაც ქვია ამ შენი ისტორიით„ უხილავად შემაყვარე თავი" ☺

ძალიან დიდი მადლობა თუ ასე მოგწონს სწორეთაც სხვარომარა შენთვის დავდებ!

 


№3 სტუმარი გიჟიიი

შენ ხარ საოცარი გოგოოო იმიტომ რომ ასეთი საოცარი მოთხრობის ავტორი ხარ და მე დარწმუნებული ვარ რომ არამარტო მოთხრობის გამო ხარ საოცარი არამედ პიროვნულადაც საოცარო და ძალიან საყვარელი გოგონა ხარ იმიტომ რომმ ასეთი მეგობრობის აღწერა მოთხრობაში მხოლოდ საოცარ ადამიანს შეუძლია! ასევე ასეთი საოცარი სიყ არულის აღწერაც!
ყოჩაღ მე ძალიან მომეწონა!

გიჟიიი
შენ ხარ საოცარი გოგოოო იმიტომ რომ ასეთი საოცარი მოთხრობის ავტორი ხარ და მე დარწმუნებული ვარ რომ არამარტო მოთხრობის გამო ხარ საოცარი არამედ პიროვნულადაც საოცარი და ძალიან საყვარელი გოგონა ხარ იმიტომ რომმ ასეთი მეგობრობის აღწერა მოთხრობაში მხოლოდ საოცარ ადამიანს შეუძლია! ასევე ასეთი საოცარი სიყ არულის აღწერაც!
ყოჩაღ მე ძალიან მომეწონა!

 


№4  offline წევრი მარიამი მ.ბ

ძალიან დიდიი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისათვის გაიხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent