შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყებული სიყვარული და მოულოდნელი შეხვედრა


30-03-2017, 22:26
ავტორი zia-maria
ნანახია 4 654

ფეხები აქვს პარალიზებული, მადლობა უფალს რომ ადრე მოიყვანეს და მედიცინის ჩარევა დროული გახდა. 18 ნაკბენი აქვს, აქედან უმეტესობა ფეხებზე და ამიტომ გამოიწვია ფეხების პარალიზება. შხამი გამოვიღეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. დაველოდოთ მოვლენების განვითრებას, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვი სალომე.
---აზრზე მალე მოვა? იმედიანი თვალით შეხედა სალომემ ექიმს.
---24 საათი, 24 საათია გადამწყვეტი მისითვის ყველაფრის, უნდა დაველოდოთ სალომე სხვა გზა არაგვაქვს. უთხრა თვალცრემლიან სალომეს ექიმმა.
მის თვალებში არც ნუგეში იკითხებოდა და ვერც იმედის ნაპერწკალი დაინახა სალომემ. ყველას გაერდიდა და განმარტოვებით დაჯდა. თავი მიადო კედელს და შორს, ძალიან შორს დაბრუნდა წარსულში. ხან იღიმოდა და ხან ცრემლი ღვარად მოდიოდა სახეზე, მისი ლამაზი მოგონებები იყო ამ ცრემლების და ღიმილის მიზეზი.
---ბევრს ეწევით მარტოობას უჩივით? ზარივით წკრიალა ხმამ გამოიყვანა უცნობი ფიქრებიდან. ერთი გახედა მის გვერდით მდგარ გოგონას და უეცრად შეცბა, მაგრამ მიხვდა რომ გოგონამ ის ვერ იცნო. ამიტომ დაელოდა მის რეაქციას და დიალოგში აყვა.
---რატომ მეკითხებით, ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვალთ?
---ღმერთმა დამიფაროს. თქვა და უცნობს გაერიდა. ღიმილით შეხედა უცნობმა კუსკუსით მიმავალ გოგონას, შეხედა აივანზე გავიდა. ახალ სიგარეტს მოუკიდა, მისი ვისკის ჭიქას ხელი წამოავლო და გოგონას გაყვა უკან. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადგა მის ახლოს. გვერდულად ჩაიღიმა, მაგრამ სახე დაისერიოზულა და მისი მკაცრი ხმით გოგონას უთხრა.
---ცხოვრებაში პირველად ვპატიობ ადამიანს უხეშობას და უტაქტობას. მეორედ არ ელოდო ჩემგან თავაზიან მომართვას, ამიტომ ფრთხილად იყავი შენს ლექსიკონთან და ლოგიკასთან. შემდეგ გაჩუმდა და უცქერდა, გაუკვირდა რომ არ გამოეპასუხა, ამიტომ ისევ თავად შეეკითხა წარბებშეკრულმა.-რას ელოდები ცხოვრებაში?
---მე მხოლოდ მოულოდნელობას ველოდები და სხვას არაფერს.
---არც სიყვარულს ელოდები?კითხა გაკვირვებულმა.
---არა,არც სიყვარულს ველოდები. ვფიქრობ,რომ ის თავად მელოდება და ვგრძნობ,რომ ახლოა აქვე სადღაც. გოგონას არც მიუხედავს უცნობისაკენ.უცნობმა კი ისევ გაკვირვებულმა უთხრა.
---აქვე ახლოს? უფრო გასაგებად რომ მითხრა არ შეიძლება?იქნებ მეც მის სიახლოვეს გავიარო და მომიწიოს მასთან პირისპირ შეხვედრა.მოდი ორივემ ერთად ვიაროთ, სიყვარულის ქუჩაზე და მოვძებნოთ ის ადგილი სადაც სიყვარულია.იქნებ ჩვენ ორს გველოდება?
---უცნობებთან არ ვაპირებ სიყვარულის საძებრად წასვლას. არ გიცნობ და ნუ ცდილობ,ჩემში რაღაც გარდაქმნა მოახდინო.რა პირდაპირი ვარ არა?ირონიული ღიმილიც არ დაიშურა გოგონამ უცნობისათვის.
---ძალიან დარწმუნებული ხარ, რომ არ მიცნობ? შენ იყავი ჩემთვის პირველი გოგონა,რომელიც მე ვნახე შიშველი.მეც ძალიან პირდაპირი ვარ ხო?
---რა მნახე?სად,როდის?გაკვირვებულმა შეხედა გოგონამ უცნობს და თვალში მოხვდა მისი სიმპატიური სახის ნაკვთები.თვალები,რომლებიც მთვარის შუქზე ბედნიერებისაგან ციმციმებდნენ.მისი შევერცხლილი თმები უფრო,სიმპატიურს რომ ხდიდა.ახოვანი ტანი და ძლიერი კუნთები,მაგრამ ეს თვალები? ღმერთო, როგორი ნაცნობია ისინი მისთვის.სად,სად მყავხარ ნანახი.ვინ ხარ,საიდან მოხვედი პირდაპირ ჩემი გულის კარი რომ შემოაღე.
---აბანოში იყავით,ჩვენს ერთ საერთო მეგობართან ერთად.მაშინ ჩვენ 12-13 წლის ბავშვები ვიყავით.ბევრი რამ არ გამეგებოდა იმ ასაკში,მაგრამ რომ გავიზარდე ის დღე აღვიდგინე ჩემს მეხსიერებაში და სულ სხვა თვალით შეგხედე.შენი მკერდი ატმის ყვავილივით იწყებდა გაბერვას და სულ მალე,ალბად სკდომასაც დაიწყებდა.ყვავილებიანი საცვალი გეცვა ორივეს და სიცივისაგან ერთმანეთს ეხუტებოდით. მთელი სხეული სიცივისაგან დახორკლილი გქონდა, როგორ მინდოდა მაშინ ჩემი პატარა ხელები შემომეხვია შენთვის და გამეთბე,ჩემ უბეში,ჩემს გულზე მიკრული.
---არ მჯერა,შენ ჩუმად იდექი და გვიყურებდი?კარგი მე მიყურებდი,მაგრამ მე ხომ მარტო არ ვიყავი,ორივეს გვითვალთვალებდი?
---თუ და მიჯერებ, გეტყვი რომ საერთოდ არ შემიმჩნევია. მხოლოდ შენს ახლად წამოზრდილ მკერდზე მოგეწება ჩემი თვალები. იმ საღამოს კი ერთად გეძინათ,ეს მომენტი ძალიან კარგად დამამახსოვრდა, გვიან შემოვიხედე,საბანი გადამძვრალი გქონდა და დაგაფარე და იცი როგორ გეძინა?
---როგორ?კითხა გაკვირვებულმა.უცნობს გაეღიმა და სითბო ჩამდგარი თვალებით უთხრა.
---თითი გქონდა პირში, ისე როგორც ჩვილ ბავშვს საწოვარა. მაშინ,იმ წუთში შენ იყავი ჩვილი ბავშვი და ჩემი თვალით დანახული პირველი გოგონა, გოგონა რომელიც წლებმა გაზარდა და ჩემს წინ ახლა მშვენიერი არსება დგას.
თემური (თემო) ბაშალეიშვილი ეს სახელი და გვარი გეცნობა სალომე?თავის სახელის გაგონებაზე გოგონა შეცბა და მის წინ ღიმილით და შავი ყვრიალა თვალებით მდგარ უცნობს დააკვირვებით დააკვირდა. შემდეგ ორივე ხელები პირზე აიფარა და სიხარულით აღფრთოვანებულმა შეჰკივლა.
---შეეეენ? შენ აქ როგორ, შენ ხომ წლებია წასული ხარ, როდის დაბრუნდი.
---კი წასული ვიყავი და არ მეგონა, ამდენი წლის შემდეგ ისევ თუ გნახავდი.
---მართალია,ეს ,,მოულოდნელი შეხვედრა''იყო, თუცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სასიამოვნო რომელსაც წლებია ველოდები.
---ახლობელი გარდამეცვალა, უფრო სწორად კოლეგა და დავბრუნდი. ვფიქრობ რომ დავრჩე და აღარ წავიდე,მაგრამ არ ვიცი რას ვიზამ.რაც ჩამოვედი,მის შემდეგ დღითი-დღე ვრწმუნდები,რომ თუ შესაძლებლობა გაქვს არ უნდა წახვიდე სამშობლოდან შორს,რადგან თვითეული ემიგრანტი,უცხო მიწაზე თავიანთ თავს უცხო მონებად აღიქვამენ და სამუდამო პატიმრობას გავს ეს ყველაფერი.რთულია სიშორე და რთულია უფრო ის,რომ მონატრებით ცხოვრობ.
---ძალიან ახლობელი იქნებოდა,თორემ არ ჩამოხვიდოდი ასე შორი გზიდან,ასე სასწრაფოდ.ვერ გაჩერდები აქ და ისევ წახვალ. აქ ძალიან შეიცვალა ყველაფერი, ის საქართველო აღარ არის თემო როგორც დატოვე წლების წინ.
---არ ვიცი, სალომე არ ვიცი. იქ აწყობილი ვარ,სამუშაო მაქვს,არადა აქაც მპირდებიან კარგ სამსახურს.თემო დააკვირდა სალომეს და ღიმილით უთხრა.-ღაწვები შეგიწითლდა სალომე,რატომ?მორცხვობაც გისწავლია პატარავ.
---არა არ ვწითლდები,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ გული კი მატკინე თემო.
---მეე? რატომ? გულწრფელად გაუკვირდა და შემდეგ გაეღიმა თემოს.
---გული მატკინე უთქმელად რომ წახვედი, თვალებით გეძებდი ყველგან,ჩვენი ბავშვობის ადგილზე ხშირად ავდიოდი და საათობით ვიჯექი იქ ხოლმე.ისე გავბრაზდი ბოლოს,რომ აღარც კი ვაქცევდი დიდ ყურადღებას შენს მონატრებას.
---ოხ სალომე,სალომე.ამდენი წელია გასული და დღეს ისევ სისხლად შემოხვედი ჩემს ძარღვებში? ახლოს მიიწია სალომესთან,ისე ახლოს რომ ამოსუნთქვა გაუჭირდა სალომეს და ჩურჩულით უთხრა.
---უკან დაიხიე თემო გთხოვ,კედელივით აღიმართე ჩემს წინ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევ.თემოს გაეღიმა და თბილი ხმით გაახსენა ბავშვობის დროინდელი მოგონებები.
---გახსოვს როგორ ვთამაშობდით სოფელში ერთად?
---მახსოვს.ნელა-ნელა აღიდგინა ის დრო მეხსიერებასი სალომემ.
---ის თუ გახსოვს,ერთხელ ჩემი ცოლი რომ იყავი.მაშინ ვთამაშობდით სალომე და არ ვიცოდით ამ სიტყვის მნიშვნელობა,არ გვქონდა ამდენი აზრი,ახლა? რომ რამე იყოს რეალობაში გაიმეორებდი იგივეს?მოდი ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და არასოდეს არ გავუშვათ.
---დიდი დროა თემურ გასული მას შემდეგ,ძალიან დიდი დრო.
---გახსოვს ერთხელ ისე ჩამეხუტე,რომ სუნთქვაც კი ვერ შევძელი და ამაზე ვიჩხუბეთ?
---ესეც მახსოვს.გაეღიმა სალომეს.
---ის თუ გახსოვს,პირველად რომ გაკოცე და შეგრცხვა ჩემი.
---ყველაფერი მახსოვს თემო.არის რაღაც-რაღაცეები ჩვენს ცხოვრებაში,რისი დავიწყებაც შეუძლებელია.თვალებდახუჭულმა უთხრა ღიმილით სალომემ.
---ერთხელ ძალიან ნაჩხუბრებმა,დღეები არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს,დღეების გასვლის შემდეგ დამირეკე და მითხარი,არაფერი მითხრა,უბრალოდ ერთად ვისუნთქოთო.მე ხმას არ ვიღებდი და ჩემს სუნთქვას კი თანდათან გაბრაზება ემატებოდა.მაშინ მართლა გავბრაზდი რომ არ დამელაპარაკე და გაგითიშე ტელეფონი.
---ხო მესმოდა შენი ხშირი ხვნეშა,როგორ ძლიერ ეწეოდი სიგარეტს იმასაც ვგრძნობდი.გამითიშე და გეგონა,ისევ გადმოვრეკავდი და პატიებას გთხოვდი,მაგრამ არ დაგირეკე,რადგან მაშინ მეც ძალიან გავბრაზდი.სალომე თან იღიმოდა და თან ტიროდა.თემომ თვალწინ გადაუშალა მათი ბავშვობის ლამაზი და უდარდელი წლები,მაგრამ ამ ორს შორის იდგა ადამიანი,რომელსაც სალომემ სიტყვა მისცა და მალე უნდა დაქორწინებულიყო.
სალომე ჩხობაძე 26 წლის.დედისერთა და შეძლებული ოჯახიდან.ყავს მშობლები,მოსიყვარულე მამა და ბიძა რომელიც სიგიჟემდე უყვარს და სჯერა მხოლოდ მათი.თუმცა ბიძის თხოვნის მიუხედავად, მაინც უთხრა ადამიანს თანხმობა,რომელიც ეს წლები ეგონა რომ უყვარდა,მაგრამ ეს სიყვარული თემოს გამოჩენის დღიდან ადგილზევე გაიყინა.თუმცა სიამაყეს არ თმობდა და თემოს წინაშე ისე წარსდგა,რომ თემომ სიცივე იგრძნო მისგან.არანაირი კვალი არ ეტყობოდა იმ წლებს,რომლებიც ერთად გაეტარებინათ ბავშვობაში.ისიც გაახსენდა თემოს ერთხელ შემთხვევით,ყური მოკრა სალომეს როგორ უჯავრდებოდა დედა და მკაცრად თხოვდა ნუღარ ითამაშებდა თემოსთან.
---რამდენჯერ,რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო მაგ არაფლის მქონესთან და უწიგნურთან ნუ ითამაშებთქო.რამდენჯერ გითხარი,რომ მასთან არ იმეგობროთქო.ლაშასთან იმეგობრე,ისაა ჩვენი წრის და მასთან სიახლოვე შეგეფერება შენ მხოლოდ და არა იმ უწიგნურთან ერთად ყოფნა.
---მეტკინა ხელი გამიშვი.ის ჩემი მეგობარია დედა,როგორ მეუბნები არ ვიყო მასთან,ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ.უთხრა თვალცრემლიანმა სალომემ დედას და მაშინ მოხვდა პირველად გულზე თემოს მისი ცრემლები.როგორ უნდოდა ახლოს მისულიყო და მოეწმინდა ის სუფთა და წმინდა ცრემლი და ის ლამაზი ცრემლიანი თვალები დაეკოცნა,თან ეთქვა.
---ნუ გეშინია სალომე,რამდენიც არ უნდა დამიშალოს ძია ემზარიმ და მადონა დეიდამ შენთან სიახლოვე,მე მაინც შენს ახლოს ვიქნები.
გულში დაპირდა,მაგრამ არ შეეძლო სულ მის ახლოს ყოფნა,რადგან იცოდა სალომეს ისევ მოხვდებოდა საყვედური.იმ დღის შემდეგ თქვა თემომ მის გულში,რომ უნდა ესწავლა და მიზნისთვის მიეღწია.მტკიცედ გადაწყვიტა ბავშვობიდანვე ექიმი გამოსულიყო და იმ ადამიანებისათვის ემკურნალა, ვისთანაც დედა მუშაობდა წლების განმავლობაში მოსამსახურედ.ის დღეს და ღამეს ასწორებდა სწავლაში. მათ სახლს სხვენი ჰქონდა და იქ მოაწყო მყუდროდ მისი სამეცადინო ადგილი და იქ მეცადინეობდა ხმაურისგან შორს, სიწყნარეში. როცა დილით დედას მისი საწოლი ხელუხლებელი დახვდებოდა,გვირილის ჩაის მოადუღებდა და სხვენში ადიოდა ფინჯანით ხელში.ერთ დილით კი ჩაძინებული დახვდა თემო .კითხვაში ჩასძინებოდა გადაღლილს.გულზე მოიკიდა ხელი და ასე გულზე ხელ მიდებულმა მიუახლოვდა.ცხელი ფინჯანი იქვე დადგა და შვილს მოეფერა.
---ჩემო ერთადერთო და ჩემო იმედო,ჩემო სიყვარულო.მამაშენი უბრალო ადამიანი იყო და ამის გამო ბევრი დამცირება გადავიტანეთ.შენთვის რომ არ მომეკლო,სახლიდან-სახლში მოსამსახურედ ვმუშაობდი.იმ სახლშიდაც ვიმუშავე ჩემო სიცოცხლევ,შენ რომ მომავლის იმედით შეჰყურებ და შეჰხარი.შენ ის არ შემოგხედავს დედა,რადგან შენ მათთვის მხოლოდ,ღარიბი მოსამსახურის შვილი ხარ.თემო უსმენდა დედას და გული მოეწურა,დედის ცხელი ცრემლი რომ იგრძნო მის სახეზე.უფალმა გადმოგხედოს ჩემო ერთადერთო,მეც ხომ ეს მინდა საყვარელო.---დედა მე ყველაფერი მახსოვს,გეფიცები რომ შევძლებ მეც მათ გვერდში და მათ წრეში ადგილი ვპოვო,მარტო ეს არა,ამაყადაც ვიარო თავაწეულმა,გთხოვ ილოცე ჩემზე და დარწმუნებული იყავი,რომ მე მათზე მეტი წარმატებული და მათზე მეტი გავლენიანი ადამიანი გავხდები.თემომ დედის ცრემლები გულში ჩაიდო და მისი მტკიცე გადაწყვეტილება,უფრო მტკიცე გახდა.გულში ფიქრობდა,ამიერიდან ისე გავაკეთებ,რომ შენ მოგემსახუროს ყველა ისინი,ვისთანაც შენ მუშაობდა თავდაუზოგავად,შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები.
თემომ სკოლა დაასრულა და სწავლაც დაიწყო,მისი ოცნება ექიმი გამხადარიყო რეალობად აქცია.სალომეს აღარ ახსოვდა ბავშვობის მეგობარი და მოულოდნელი იყო და გასაოცარი მათი შეხვედრა,მისივე სახლში წლების შემდეგ.თემოს წინ კიდევ უფრო გაზრდილი და გალამაზებული სალომე იგდა,მისი სალომე.შედარება არ ქონდა ამ ხუთიოდე წლის წინ ნახულ სალომესთან.სალომე კი გაოცებული თვალებით უყურებდა თემოს და ვერ დარწმუნებულიყო,თუ ის მართლა თემო იყო,მისი ბავშვობის მეგობარი და არ შეეძლო მასთან მისულიყო.სულის შეძვრამდე უნდოდა შეხებოდა და მისი სურნელი შეეგრძნო. გულში გაიფოიქრა რა თვალის მომჭრელი და გულის შეწუხებამდე სიმპატიურია.აატირა მათ შორის გაჩენილმა უსამართლობის ხიდმა,მაგრამ გულს მალამოდ დაედო, ის რომ თემომ მისი სიტყვა შეასრულა და მიზანს მიაღწია.
დიდი გულისყურით და დაკვირვებით გასინჯა ავადმყოფი ექიმმა და დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ თქვა.
---აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს კვებას. ჯერ დიაგნოზის დასმა შეუძლებელია,აუცილებელია რამოდენიმე ანალიზის გაკეთება.მე გირჩევთ, ყოველ დღე გახვიდეთ სუფთა ჰაერზე. თქვენ გქონდათ გულის გაჩერების პროცესი.შემდეგ სალომეს მიუბრუნდა, გვერძე გაიყვანა და უთხრა.
-სალომე მამის ჯამრთელობისთვის ახლა აუცილებელია საავადმყოფოში გადაყვანა და ექიმების მეთვალყურეობა.
---გასაგებია. უთხრა დაბნეულად სალომემ და თხოვნით უთხრა.
---ახლა, ახლა გადავიყვანოთ,გთხოვთ.სალომეს ცრემლიანი თვალების შეხედვა ვერ აიტანა თემომ და სასწრაფოს თავად დაურეკა. ემზარი პირდაპირ მის კლინიკაში წაიყვანა და იქ მოათავსა.ყოველგვარი დაკვირვების და ანალიზების აღების შემდეგ,ექიმის კაბინეტში იჯდა დედა-შვილი და ექიმს უსმენდა.
---იქნებ მითხრათ ექიმო,რამ გამოიწვია ჩემი მეუღლის ასეთი მდგომარეობამდე მისვლა?მას ხომ გული არასდროს არ აწუხებდა.
---ქალბატონო მადონა.გული ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ყველა ჩვენთაგანისათვის,რაც შეეხება იმას,რამ გამოიწვია მისი გაჩერების პროცესი,ეს არის დიდი ნერვიული სტრესის მიღების გამო.მან გადაიტანა მნიშვნელოვანი, მძიმე ნერვიულობა,თუ რა ეს მე არ მეხება,მე ვიცი მხოლოდ ის,რომ უნდა ვიზრუნო ადამიანის ჯამრთელობის შენარჩუნებაზე.ისე უნდა გითხრათ,რომ არც ისე კარგად ყოფილხართ ინფორმირებული,თქვენი მეუღლის ჯამრთელობის შესახებ. ის უკვე სამი წელია,მკურნალობას გადის ჩემს ხელში და ჩემს კლინიკაში.აი ეს საქაღალდე კი ყველა მის ანალიზს და ექიმთან ვიზიტს ინახავს.უთხრა წყნარად მადონას და საქაღალდე, რომელიც მის წინ იდო ზედ თითით დააკაკუნა.გაოცებულმა მიაჩერდა ექიმს დედაც და შვილიც.
---ნუთუ ჩემი მეუღლე ავად იყო? ეს შეუძლებელია.მას,არასოდეს არ უთქვამს ეს
.---მამიკო არაფერს არ გვეუბნებოდა.თქვა ცრემლიანი ხმით სალომემ.
---იმიტომ,რომ მას არ უნდოდა თქვენ გენერვიულათ.უთხრა თემომ და სალომეს აკანკალებულ ხელებს დააცქერდა ყველას შეუმჩნევლად,ჩუმად აპარებდა თვალს,დრო და დრო და სალომეს სევდით სავსე სახეს რომ ხედავდა გულზე ხვდებოდა.სამივე მდუმარედ იყო და კაბინეტის კარზე ფრთხილი კაკუნი შემოესმა. თემომ ჩაახველა,ხმა ჩაიწმინდა და მისი მკაცრი ხმით თქვა.
---მობრძანდით.კარები ფართოდ გაიღო და ანერვიულებული ძია თომა შემოვიდა.სალომემ ძიას ჩაეხუტა და ატირდა.
---ნუ გეშინია შვილი,მამა კარგად იქნება.შემდეგ ექიმს შეხედა და შეეკითხა;
-რას მეტყვი საიმედოს ექიმო.დააკვირდა მის წიმ მდგომ გაღიმებულ ექიმს და ჯერ სახე დაუმშვიდდა,შემდეგ თვალები გაუბრწყინდა და სიხარულით აღფრთოვანებული ხმით შესძახა.
---ეეეეეე შენ თემო არა ხარ? ჩვენი თემო,ჩვენი მერიკოს შვილი? მადონა იცანი? მაგრამ რას იცნობ,როგორი შეცვლილია და დამშვენებული.გახარებულმა გახედა იქვე გაოცებული სახით მდგარ რძალს და თავდახრილ სალომეს.
-როგორ გამახარე შვილო,ყოჩაღ შენი სიტყვა შეასრულე და ნასწავლი დაგვიბრუნდი.ახლოს მივიდა და გულში ჩაიკრა თითქმის მის ხელში,მის თვალწინ გაზრდილი თემო.
---თომა წავედით.თქვა ამაყად მადონამ და თემოს კაბინეტიდან პირველმა გავიდა.ამ დროს წინ ახალგაზრდა ბიჭი შეეჩეხა,ღიმილით შეხვდა მას და თემოს მედიდურად გახედა,თან მის გასაგონათ უთხრა ახალმოსულს.
---ლაშა მოხვედი შვილო?მოკიდე ხელი შენს საცოლეს და წავიდეთ აქედან. თემოს მადონას ნასროლმა სიტყვებმა გული შეუნგრია და ტკივილად დაუარა მთელ გულზე შიგნიდან და სალომეს შეხედა სევდაჩამდგარი თვალებით. ლაშამ შეამჩნია თემოს სევდიანი თვალები და ხმამაღლა თქვა თემოს გასაგონად.
---წამოდი საყვარელო,სხვა ექიმი მოვნახოთ და სხვა კლინიკაში გადავიყვანოთ,ამ მოსამსახურის შვილმა რა უნდა გვითხრას ემზარის ჯამრთელობის შესახებ, ამათმა ხომ მარტო სხვაზე მომსახურეობა იციან. თემოს სისხლმა მოაწვა ყელში,მაგრამ თავი შეიმაგრა და მადონას წყნარად და თავაზიანად უთხრა.
---ქალბატონო მადონა,მართალია თქვენისთანა მაღალი წრიდან არავარ და ერთი უბრალო, ღარიბი ქალის აღზრდილი შვილი ვარ,მაგრამ ამ წუთში თქვენს წინ ექიმი დგას,ექიმი რომელიც ხალხის ჯამრთელობაზე ზრუნავს.თქვენ არ გაქვთ უფლება, მასხრად აიგდოთ ადამიანი,რომელიც თქვენი მეუღლის ჯამრთელობაზე ზრუნავს და იბრძვის მის გადასარჩენად.
---აღარ მოგიწევს ბრძოლა იმ ადამიანისათვის,ვინც შენთვის არაფერს არ წარმოადგენს.
---ეს კლინიკა სავსეა ხალხით და არცერთი არაა ჩემი ახლობელი,მაგრამ მე მოვალე ვარ მათ ჯამრთელობას მივხედო.მკაცრად უთხრა ლაშას და შემდეგ ისევ მადონას მიუბრუნდა-მართალია დედაჩემი თქვენს სახლში მუშაობდა,რადგან თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ის,რასაც ის აკეთებდა.თქვენ,თქვენი სახლის დალაგებაც არ შეგიძლიათ,თქვენ მხოლოდ მოდას აყოლილი ამპარტავანი ხალხი ხართ,რომლებსაც ჰგონიათ,რომ ფულით ყველაფერს იყიდის და გააკეთებს.თქვენ ერთი ჭიქა წყლის მოწოდებაშიც ფულს იხდით და გგონიათ ბედნიერი ცხოვრება გაქვთ.გგონიათ მხოლოდ ეს არის თქვენი ბედნიერება და შვილიც ასე აღზარდეთ, მაგრამ იმას ვერ ხვდებით თუ როგორ მოუწამლეთ მას თქვენი ამპარტავნობით გონება.
---ვერ შეგვაჩერებ,ჩვენ ემზარი მიგვყავს აქედან.
---მისი ადგილიდან დაძვრა,ზიანს მიაყენებს მის ჯამრთელობას.გახსოვდეთ გულთან გვაქვს საქმე და ეს არ არის თამაში.ჯამრთელობას არ ეთამაშებიან ქალბატონო მადონა.
---ეს თქვენ აღარ გეხებათ.ხმამაღლა თქვა მადონამ და ლაშასთან ერთად დატოვა კაბინეტი.
---ძია თომა რამე იღონე,ნუ მისცემ მათ უფლებას ასე ადვილად გასწირონ ადამიანის სიცოცხლე.ძია ემზარის გული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აქედან გავა თუარა სახლში მისვლამდე დაიღუპება.თომამ მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი და უთხრა.
---შენი ბრალი არაფერია შვილო,შენ კარგი გინდოდა მისთვის.მადონა ვერ გაძღა ჯერ კარგად, სანამ არ მოუღებს ბოლოს გემოს ვერ ჩაატანს მის უნამუსობას. თემომ ხელით გასწია ძია თომა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. გაბრაზებული გაყვა ლაშას და მადონას და ემზარის პალატაში შეაჭრა.იქ მისულმა კი მკაცრად და მტკიცედ უთხრა ლაშას.თემოს ხმამ მთელი მედ-პერსონალი შეჰყარა იმ სართულზე.
---ხელი არ ახლო პაციენტს,თორემ დაცვას გამოვიძახებ და აქედან მიგაბრძანებთ.
---რაო ექიმო,გინდა ჩვენზე მაღლა დააყენო შენი თავი?მინისტრიც რომ გახდე,მაინც მოსამსახურის შვილი ხარ,არ დაგავიწყდეს.უთხრა ლაშამ ცინიკურად თემოს.
-ჩვენ მაინც წავიყვანთ ემზარის აქედან.
---დიახ მე ვამაყობ რომ მოსამსახურის შვილი ვარ და მან აღმზარდა ასეთ მიზანდასახულ ადამიანად,მან მასწავლა სიყვარულიც და ერთგულებაც.შენ თუ ხარ მაღალი წრის წარმომადგენელი და ნასწავლ ოჯახში აღზრდილი,რა გეტყობა ადამიანობის.მაგ გულში სხვისი დაცინვის,ზიზღის და ცინიკოსობის მეტი არაფერი არ ჩაგიდეს სხვა უფრო უკეთესი?წაიყვანეთ,მაგრამ ჯერ საბუთებს მოაწერეთ ხელი,შენს თავზე ხომ იდებ მის წაყვანას და შენ გადაიხადე გადასახადიც.
---რა პრობლემაა.თქვა ლაშამ და ხელი მოაწერა ქაღალდებს.ამაყი და კმაყოფილი მზერით გაშორდა თემოს და ისევ მწარე სიტყვები დაუტოვა.
-რაცარუნდა ეცადო,ჩვენს დონემდე ვერასდროს ვერ მოხვალ.-
--მართალია ლაშა.მე შენი დონის და შეგნების არასოდეს არ გავხდები,ღმერთმა დამიფაროს.იქნებ ოდესმე მიხვდე რა შეცდომას უშვებთ,ქალბატონო მადონა და ვფიქრობ,რომ გვიან იქნება რომ გაანალიზებთ თქვენს შეცდომა და პატიება უფალს თხოვეთ გაპატიოთ თქვენი უგულობა.კარგად ბრძანდებოდეთ.
თემომ გვერდი აუარა ცინიკურად მომცინარ ლაშას და გაბრაზებულმა მისთვის ჩაილაპარაკა მიმავალმა.
-ყველაზე კაშკაშა შუქიც კი არ არსებობს, ჩრდილის გარეშე. შეცვლილხარ, სალომე ძალიან შეცვლილხარ. მოდი შემობრუნდი და ჩემამდე მოიტანე შენი სულის ჭრილობები. მე მზად ვარ სიკვდილამდე მათ სული ვუბერო.
ამ ინციდენტის შემდეგ რამოდენიმე კვირა გავიდა,თემო ჩაფლული იყო მის საქმეში,ერთ დღესაც ძალიან მძიმე ავადმყოფი შემოიყვანეს სასწრაფოდ კლინიკაში და ბევრი ეცადა თემომ მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ შეძლო.სალომეს მამამ ცრემლიანი და სევდიანი თვალებით შეხედა თემოს და საბოლოო სიტყვები ნელა-ნელა,სვენებ-სვენებით უთხრა;
---მაპატიე რომ ვერ დავაფასე შენი ადამიანური გრძნობები და ვერ შეგიცანი. მხოლოდ ერთს გთხოვ,ჩემს სალომეს ნუ დატოვებ მარტო იმ არაკაცის ხელში, გთხოვ თემო დამპირდი. მუდარის თვალებით შეხედა და კითხვა გაუმეორა.-დამპირდი თემო რომ მშვიდად წავიდე, ვიცი რომ დღემდე გიყვარს სალომე.
---გპირდები,რომ სალომეს არ მივატოვებ და მასზე ბოლომდე ვიზრუნებ.
---ახლა მშვიდად წავალ.თქვა და მისმა სულმა გამოსვლა იწყო სხეულიდან.ნელა-ნელა,მაღლა და მაღლა მიიწევდა. ემზარის სული სხეულს ეყრებოდა და ამქვეყნიურ ცხოვრებას ტოვებდა, მის სახლში კი წვეულება იყო. სიმხიარულე სალომეს შემზარავმა ცივმა ხმამ ჩაახშო და ნელა-ნელა სახლიდან გაიკრიფა სტუმრები. სახლში მხოლოდ ოჯახის წევრები დარჩა. მძიმე იყო სალომესთვის ეს საზარელი საღამო,მძიმე იყო ის რომ ემზარი აღარ იყო.თომამ იზრუნა ძმის დასაფლავებაზე და სალომეს საყვარელი ადამიანი მიწას მიაბარეს.
დიდი დრო დასჭირდა სალომეს შეგუებოდა რეალობას,შეგუებოდა დილით მამის გარეშე,მისი იუმორის გარეშე და მისი მოფერების გარეშე დილის საუზმეს.შეგუებოდა მამასთან ერთად,მის საყვარელ ჰამაკში არ ყოფნას და საერთოდ უნდა შეგუებოდა მამის გარეშე ცხოვრებას.ერთ დღეს კი დადგა დღე რომ სიმართლისთვის გაესწორებინათ თვალი დედა-შვილს,იმ სიმართლისათვის რაცარუნდა ძნელი დასაჯერებელი უნდა ყოფილიყო.არ ელოდა ასეთი ამბის გაგებას არც მადონა და არც სალომე.ორივე თომას წინაშე დადუმებულები იჯდნენ და ხმას ვერ იღებდნენ.
---ეს როგორ თომა,ეს როგორ დავიჯერო.არა,არა არ მჯერავს,ემზარი ამას არ გააკეთებდა და ის მე ან სალომეს ამოდენა ვალებში არ დაგვტოვებდა.
---ძნელი დასაჯერებელია, მადონა მაგრამ უნდა დაიჯეროთ,ეს სიმართლეა. უნდა გითხრათ უფრო საშინელი რამ,რომელიც მეც ახლახანს გავიგე,ემზარი თურმე აზარტულ თამაშებსაც თამაშობდა.
---და ახლა რა გვეშველება, ახლა რა იქნება.დაანებეთ იმის ძებნას თავი რა იყო ადრე.ახლა როგორ მივხედოთ ამოდენა ვალს.
---მართალი ხარ სალომე.ახლა რა იქნება და გამოსავალი მხოლოდ ერთია.
---და რაა ეს გამოსავალი.კითხა სალომემ ძიას და დიდი მოლოდინით დაელოდა პასუხს.
---უნდა გავყიდოთ ეს სახლი,იმ ფულით ყველა ვალს გაისტუმრებთ და ცოტაც დაგრჩებათ.თქვენ კი ჩემთან გადმოხვალთ და ერთად ვიცხოვრებთ ყველა.
---არა,არა ძია,სახლს არ გავყიდი.ვიმუშავებ და ასე გადავიხდი ვალს.
---სალომე მათ ტყუილი არ უყვართ შვილო და არც მასხრობა.რომ გეტყვიან ფულს ამ დროს მოიტანო,უნდა მიიტანო.მკაცრად უთხრა თომამ სალომეს.
---ვნახოთ ჯერ ძია,დავიწყებ მუშაობას და შევხედოთ რა მოხდება.
---შეენ? შენ იმუშავებ?გაოცებულმა წამოდგა ფეხზე მადონამ.შენ რომელსაც ცხოვრებაში ერთი თეფშიც კი არ გაქვს მონარეცხი,ასე მოდი 27 წლამდე.შენ რა იცი მუშაობა შვილო.
---არ დამჭირვებია და არ მომირეცხია დედა,ახლა საქმეს ასე სჭირდება და ეს უნდა შევძლო.ეცადე შენც იშოვო რამე მსუბუქი სამუშაო, გულსაც გადააყოლებ და ერთმანეთს დავეხმარებით,ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სახლი. სალომემ სამსახურის ძებნას შეუდგა და ძია თომას დახმარებით ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში მოეწყო და თან კარგი ანაზღაურებით.რამოდენიმე თვე იმუშავა და თან ცოტა ნერვებიც დაიწყნარა. ამ დროის მანძილზე კი ლაშა თანდათან ჩამოშორდა სალომეს და ბოლოს კიც გაქრა მისი ცხოვრებიდან უკვალოდ.სალომე კი ამაზე ძალიან ნერვიულობდა, არ უნდოდა ეფიქრა,რომ ლაშა ემზარის დატოვებულმა ვალებმა შეაშინა. ძალიან ცდილობდა არ ეფიქრა,მაგრამ ფიქრი მაინც ცუდზე ჩერდებოდა,თან ამას დაემატა რომ ისევ შემოაწვა მევალეებმა. ბევრი ეცადა,ბევრი აუარა გვერდი,მაგრამ ერთ დღეს ძალა გამოცლილი დასთანხმდა თომას სახლის გაყიდვაზე.
---აღარ შემიძლია ძია,გთხოვ მიშველე და ამ გაჭირვებიდან ამომიყვანე, გავყიდოთ სახლი. მე თანახმა ვარ,რადგან ვხედავ სხვა გამოსავალი არ გვაქვს,ვერ ვხედავ სხვა გზას ამ ხალხს დავეხსნათ თავიდან.ყველას მისას ითხოვს და ვერცერთს ვერ გაამტყუნებ.ძალიან მინდოდა შემენარჩუნებინა და გული მწყდება,რომ ეს ვერ შევძელი.
---როგორც შენ იტყვი,მე ხვალვე შევუდგები მაგ საქმის მოწესრიგებას.მართლაც რამოდენიმე დღეში თომა გახარებული და ბედნიერი სახით, თან ახალი ამბით დაბრუნდა სალომესთან.სალომემ მიაჩერდა ძიას და ღიმილით უთხრა.
---რა ხდება ძია,რა გახარებული სახე გაქვს?პირდაპირ ასხივებ სიხარულს.
---ვიპოვე შვილო მყიდველი და კარგ სოლიდურ თანხას გვაძლევს,ისე რომ მარტო ,,ბ''-ეს რომ აიღებ,იმით გაისტუმრებ მხოლოდ ვალს და თუ სურვილი გექნერბა შენთვის იყიდე ერთი პატარა ბუდე.
---კარგია ძია,ძალიან გამახარე.მოვამზადოთ მაშ საბუთები,გამოართვი ,,ბ'' და შემოძალებული მევალეები გავისტუმროთ.ერთად მოამზადეს ყველა საჭირო საბუთი ის დღეც დადგა,რომ სახლის ახალი მფლობელს უნდა შეხვედროდა. დადგა დიდი დღე და ყველა ელოდა სტუმარს,ლოდინით დაღლილი სალომე ეზოში გავიდა და ბაღში სეირნობდა,რამდენი ლამაზი წუთები აქვს ამ ბაღში გატარებული,როგორ უყვარდა ეს ადგილი მას. ამ დროს სახლთან ძალიან ძვირადღირებული ML-3500 ჯიპი -მერსედესის მარკის ავტომობილი გაჩერდა და იქედან კი კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი თემო გადმოვიდა.თომას ხელი ჩამოართვა და ზრდილობიანად მიესალმა.ძალიან არ უნდოდა სალომეს იქ ყოფნა იმ წუთებში,მაგრამ უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა. ხელი მოაწერეს ქაღალდებს და თომამ შამპანიურიც კი გახსნა და თემოს მისი ახალი ჭერი დაულოცა. შემდეგ გასაღები ჩააბარა და წასვლას აპირებდა,რომ სახლში ლაშა შემოვიდა,მისი და სალომეს საერთო მეგობართან ერთად.ენძელა ქათამაძე მათი ბავშვობის მეგობარი და სალომეს მეტოქე,ამავე დროს მოშურნე.ენძელას ყოველთვის შურდა სალომესი და ახლა კი მის წინ ამაყად იდგა,რადგან ოსტატურად აართვა საქმრო გვერდიდან.
---სალომე მე მინდა შენს წინაშე მართალი და გულახდილი ვიყო.ვიცი რომ ლაშა წლებია შენთან ერთად არის და დაქორწინებასაც კი აპირებდით, მაგრამ ახლა,ამ წუთში ის აქ მოვიდა, არა როგორც შენი საქმრო,არამედ უკვე როგორც ჩემი მეუღლე.მე და ლაშამ უკვე ვიქორწინეთ.მინდოდა ეს ჩემგან გაგეგო მეგობარო და არა სხვისგან, რომ მეც გული მშვიდად მქონდეს.
---გასაგებია,ენძელა შენ ყოველთვის ცდილობდი ჩემთვის წაგერთმია ის,რაც შენი არ იყო და ყოველთვის ცდილობდი ჩემთვის მოგებაძა. შენ ყოველთვის ახერხებდი ჩემთვის ტკივილი მოგეყენებინა და ამჯერადაც მოახერხე, გილოცავთ. თემომ გაიგონა სალომეს და ენძელას საუბარი და მათ მიუახლოვდა.სალომეს ღიმილით შეუცურა წელში ხელი და მისკენ მიიზიდა,სალომემ კი გაოცებულმა შეხედა და თემოს თვალებში ჩააშტერდა,იმ თვალებში საიდანაც სალომემ უზარმაზარი სითბო და სიყვარული ამოიკითხა.
---საყვარელო მივდივარ,მეჩქარება შეხვედრა მაქვს და შეიძლება გვიან დავბრუნდე.მე რომ მიყვარს ის კერძი მოამზადე,შენი ნატიფი ხელებით.ნაზად აკოცა სალომეს გრძელ და თლილ თითებზე და თომას მიუბრუნდა.მის გაოცებულ სახეს რომ შეხედა და თვალებში სიხარულის სხივებს, გათამამდა და თვალი ჩაუკრა. თომამ მიხვდა თემოს ეშმაკობას და გაეღიმა.ძია თომა შამპანიურისთვის დიდი მადლობა,რომ ჩემს გამო მოიხარჯე,მაგრამ ამ საზეიმო ვითარებაში გინდოდა გაგეგო სალომესთვის ჩემი წარმატება და საღამოს მე გავხსნი შამპანიურს და სალომეს წარმატება აღვნიშნოთ.
-ძვირფასო დღეს მაღაზიაში არ წახვალ როგორც იქ მომუშავე რიგითი მოსამსახურე სახე, შენ უკვე იმ მაღაზიის უფროსი ხარ.დღს ეს აღვნიშნოთ საღამოს.ყველა გაოცებული უსმენდა თემოს და თომამ უთხრა სიხარულით აღფრთოვანებულმა.
---საღამოს არ გვალოდინო შვილო,ხომ იცი უშენოდ სალომე მაგიდას რომ არ გაეკარება.თემოს გაეცინა და თქვა.
---თუ რამე მნიშვნელოვანი არ გამოჩნდა,არ გალოდინებთ.დროებით საყვარელო.ლოყაზე აკოცა და იქვე მდგარ გაოცებულ ლაშას გვერდი აუარა მისალმების გარეშე.სალომემ როგორც იქნა მიხვდა თემოს თამაშის აზრს და გაუბედავად თქვა ის რაც გულში ჰქონდა და წინ წასულ თემოს მაინც დააწია მისი სიტყვები.
---წარმატებულ საღამოს გისურვებ და მალე მოდი. თემო იმ დონეზე აამაღლა ამ სიტყვებმა და იმ სიმაღლეზე ამაღლდა,ალბად ხელი რომ აეწია.მისი სიმაღლით ცასაც კი მიწვდებოდა ვარსკვლავების მოსაწყვეტად.მიუბრუნდა სალომეს და ყველას მოურიდებლად ჩაიხუტა გულში და უთხრა.
---ერთი სიტყვით გეტყვი,იმ შენი გაურკვეველი გრძნობების,რომელსაც წლების მანძილზე ბევრი ფიქრის მიუხედავად,ახსნა მაინც ვერ ვუპოვე..მომენატრე სალომე და შენი ბავშვური კისკისი მომენატრა.სალომეც აყვა თემოს და ერთმანეთს გაუმხილეს თავიანთი გულის ნადები.არ მიაქცია მათ ირგვლივ მყოფებს,რომლებიც გაოცებული სახეებით უცქერდნენ ერთმანეთს.
---დიდი დრო არის უკვე,მე მხრებით დავათრევ უშენობას და უშენობით გულიც და გონებაც გადაიღალა თემო.აქამდე თურმე რაც ყოფილა და ვინც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,ყველა სიტყვა ტყუილზე ყოფილა აგებული.აი რა მაკლდა,შენი თბილი თვალები და შენი სიყვარულით სავსე გული. ერთმანეთს მოშორდნენ და თემო უკან სვლით წავიდა ფრთებშეხსმული. იმ დღეს გვიან შემორჩა სამსახურში საქმეებს, რადგან დაუგეგმავი ორი სასწრაფო ოპერაცია გაკეთდა.აკეთებდა მის საყვარელ საქმეს და სალომეს თვალები ციმციმებდა მის გონებაში.
---რა ხდება სალომე რა უცებ მოგიძებნია ჩემი შემცვლელი და თან ვინ? მოსამსახურის შვილი.ცინიკურად და თან გესლიანად უთხრა სალომეს ლაშამ.
---დიახ ის მოსამსახურის შვილია,მაგრამ ის დღეს ადამიანების ჯამრთელობაზე ზრუნავს და შენ ვინ ხარ?რას წარმოადგენ?როგორც იქნა მიხვდი,რომ ჩემგან ვერ მიიღებდი იმას,რაც ჩაფიქრებული გქონდა და იმ დროს დამტოვე,როცა ყველაზე მეტად მიჭირდა და მჭირდებოდა შენი გვერდით ყოფნა,მაგრამ შენ რა გააკეთე? გამყიდე ლაშა, გამყიდე და ენძელას შეეკედლე. დიახ ვაღიარებ,რომ მადლობელიც კი ვარ შენი,შენი გადადგმული ნაბიჯის და ეს ნაბიჯი პირველი შენ გადადგი.მადლობა ამისთვისაც,რომ შენი ნამდვილი სახე დამანახე და გამაცანი შენი პიროვნება ახლოდან.
---ძალიან მალე გამქრალა შენი სიყვარული გულიდან.უთხრა ლაშამ.
---შენ გააქრე ის რაც იყო ჩემს გულში,მაგრამ თურმე არაფერი არ ყოფილა, რადგან ასე უცებ ჩაქრა და ჩანაცრდა ის რაც იყო, ალბად არც არაფერი არ არსებობდა, არანაირი გრძნობა და ეს იყო უბრალოდ ჩვენი ერთმანეთის შეჩვევა.მადლობა ლაშა რომ შენიდან განმათავისუფლე და ჩემს გულს გააგებინე, თუ ვინ უყვარდა ნამდვილად. შენ ხარ სიმდიდრის და ძალაუფლების მოყვარული და თამამად გეტყვი,რომ შენ სამუდამოდ ხარ რამოდენიმე გრძნობისაგან დაავადებული და ამ გრძნობებში არ შედის სიყვარულის გრძნობა. შედის მხოლოდ ამპარტავნობა,ცინიკოსობა და ცინიზმი.ეს სამი რამ ისეა შენში გართხმული,როგორც ნარკოტიკი და შენ სამუდამოდ მოწამლული ხარ ლაშა.მე გირჩევ,რომ ნუ იქნები დახარბებული ცხოვრებაში სხვის სიმდიდრეზე,ისურვე მხოლოდ იღბალი. ,,ტიტანიკზე'' უმრავლესობა მდიდრები იყვნენ,მაგრამ ტიტანიკთან ერთად ჩაიძირეს და ვინც გადარჩა,ისინი აღმოჩნდნენ იღბიალები.იბრძოლე,რომ გადაარჩინო,ჯერ კიდევ ოკეანეში ჩაუძირავი შენი სული.
---გული მატკინა შენმა სიტყვებმა სალომე.მოწყენილად უთხრა ლაშამ.თითქოს სადღაც გამქრალიყო თუ სალომემ გააქრო მასში ის ქედმაღლური და ამპარტავნული საუბარი.
---ყოველთვის ეცადე,შენმა ენამ არ გადაუსწროს შენს ტვინს.ჯერ გაიაზრე ხოლმე სათქმელი რას ამბობ და შემდეგ თქვი,ის რაც გინდა თქვა,მაგრამ ისე,რომ სხვას არ ატკინო შენი სიტყვებით.მაპატიე უნდა წავიდე,რადგან საღამოსათვის უნდა მოვემზადე.
---სალომე ვიცი რომ თამაშობ.შენსა და იმ მოსამსახურეს შვილს შორის არაფერი არ ხდება და სად გეჩქარება წასვლა.არ მითხრა,რომ მართლა მის საყვარელ კერძი უნდა მოამზადო.ისევ დაიბრუნა მისი ცინიკური ტონი.
---რატომაც არა?ჩემს თემოს მისი საყვარელი ტოლმა უნდა მოვუმზადო.
---მაშ საღამოს გესტუმრებით და ქორწილის მოსაწვევსაც მოგიტანთ.
სალომე ცივად შებრუნდა სახლში და ხელებს იმტვრევდა,შემდეგ თომას მიუბრუნდა და უთხრა.
---ახლა რა ვქნათ ძია?მე რომ არ ვიცი რა მოვამზადო?რა უყვარს თემოს.თომა ფეხზე წამოდგა და სალომე დაამშვიდა.
---მაგას მე მოვაგვარებ,შენ დატრიალდი და რაც თქვი ის მოამზადე.მე კი მაკვირვებს,ის რაც თქვა მაღაზიაზე, მაგრამ ალბად ამასაც აგვიხსნის საღამოს.ეს ყველაფერი მოგვარდება,ახლა მთავარია ლაშამ არ გაიგოს,რომ თემომ შენი დაცვის მიზნით გააკეთა დღეს ეს ყველაფერი.დღეს თემო აქ მოვა და აქ ერთად ვივახშმებთ.სალომემ ძიას ჩაეხუტა და პირველად მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მხიარული სახე.თომამ გულში ჩაიხუტა და უთხრა საყვარელ ძმისშვილს.
-მაშინაც,როცა შენ ფიქრობ არაფერი არ გაგაჩნია,შენ გაქვს სიცოცხლე შვილო,რომელშიც ყველაფერს დებ და რომელიც ყველასთვის ძვირფასია,უფრო მეტად თემოსთვის.მე ყველაფრით ბედნიერი ვიქნები,თუ როგორც ვფიქრობ ისე იქნება შენი მომავალი,არ შეიძლება თემოს თვალებს უყურებდე ადამიანი და ცდებოდე,თუ როგორ გიყურებს შენ მისი თვალები.მე მის თვალებში ამოვიკითხე დიდი სიყვარული შენდამი.მთავარი ისაა,თქვენ ერთმანეთი ისევ იპოვნეთ არ დავუშვებ,რომ თქვენ ორნი ერთმანეთს დაგაშოროს ვინმემ,თუნდაც დედაშენმა. თქვენ უკვე ერთმანეთის ხართ და ერთმანეთში დარჩებით მარად,ამაზე კი მე ვიზრუნებ.
---ეს ჯერ მომავლის საკითხია ძია და თან უბედოდ არაფერი არ ხდება,ბედმაც უნდა შეგვიწყოს ხელი.---შეგვიწყობს,აი ნახე რა უცებ და კარგად მოგვარდეს ყველაფერი,მე ვგრძნობ,რომ დღეს დიდი სიურპრიზი გველოდება წინ.



№1 სტუმარი elene

rogor mainteresebs meore nawili,fulit yvelafers ver iyidi magram bevrs gonia radgan fuliaqvs chvenze kargebi arian,mtavaria suli da ara fuli,miyvarxar

 


№2  offline მოდერი zia-maria

elene
rogor mainteresebs meore nawili,fulit yvelafers ver iyidi magram bevrs gonia radgan fuliaqvs chvenze kargebi arian,mtavaria suli da ara fuli,miyvarxar

მე შენი სული მიყვარს,არ მინდა არანაირი სიმდიდრე,შენ ხარ ჩემი სიმდიდრეც და სიამაყეც დე. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Eduardo Silva

მე გირჩევ https://www.penpaland.com ახალი ხალხის შეხვედრა

 


№4  offline მოდერი zia-maria

Eduardo Silva
მე გირჩევ https://www.penpaland.com ახალი ხალხის შეხვედრა

მადლობთ,გაიხარეთ. blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent