შემთხვევითი ქმარი [დასასრული]
თავიდან ვერაფერი გაიაზრა.თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა,ეგონა ეძინა.თანდათან ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და დაინახა მასზე აკრული თვალებ დახუჭული სანდრო.ხელები და ფეხები ააფართხალა,იმის ნიშნად რომ გაეშვა მაგრამ სანდრო პირიქით უფრო და უფრო იკრავდა გულზე და არაფრის ძალით არ უშვებდა,თითქოს დაკარგავდა.თითქოს არ უნდოდა გაეშვა. სალომემაც გრძნობების ქარიშხალს ვერ გაუძლო და გონება დაკარგა. მიხვდა სანდრო,რომ უკვე ძალიან შეტოპა და ხელები ფრთხილად გაუშვა,მაგრამ ბოლომდეც არა.თვალები გაახილა და პულსი ვეღარ იგრძნო,გულში რაღაცამ გაკენწლა.სწრაფად დააწვინა სუსტი სხეული საწოლზე. -სალომე...სალომე ამოიღე ხმა ნუ მაშინებ!..სალომე...-ეძახდა ტყუილ უბრალოდ მაგრამ თვითონაც ხვდებოდა,რომ სალომეს აღარ ეძინა.-ფუი ამის.... სწრაფად აიყვანა ფარატინა სხეული ხელში და ჟაკეტი მოაცვა,თვითონაც გადაიცვა მაისური და შარვალი ამოიცვა.მანქანისკენ სწრაფად გააქცუნა,ტელეფონი ნერვიულად აათამაშა ხელში და მხოლოდ ახლა გაახსენდა ტყუპები. -ჯანდაბა!-დაიყვირა მთელ ხმაზე და ტელეფონზე ვატოს ნომერი აკრიფა. -ალო...-გაისმა მძინარე ხმა. -ტყუპებთან მიდი,მერე აგიხსნი.-ჩაჰყვირა ტელეფონშ და სავარძელზე გადააგდო ისევ. ნერვიულად ათამაშებდა ხელებს საჭეზე და რაც შეეძლო ჩქარა მიდიოდა. -დროზე დამეხმარეთ!-დაიყვირა და სალომეს სხეული მანქანიდან გადმოიყვანა.სწრაფად გამოცვივდნენ ექიმები და ექთნები,საკაცეზე დააწვინეს და პალატისკენ წაიყვანეს. ნერვიულად დადიოდა დერეფანში და ხელებს მუჭავდა.რა მოხდა? რა დაემართა? რატომ გახდა ცუდად? ვერა,ვერ ხვდებოდა. გამოვიდა თუ არა პალატიდან ექიმი მას მივარდა. -რა სჭირს? კარგადაა? -კი,კარგად არის.თქვენს ცოლს ამნეზია,რომ ჰქონდა.ახლა ყველაფერი ახსოვს.-უთხრა ექიმმა და ეჭვის თვალით გამოიხედა სათვალიდან. მთელს სხეულში უსიამოვნო ელექტრო დენმა დაუარა,ანუ მორჩა?ყველაფერი გათავდა? -შეიძლება შევიდე?-ჰკითხა ისეთი ხმით თვითონვე,რომ ძლივს გაიგო. -კი,შეგიძლიათ.არ ანერვიულოთ დასვენება სჭირდება.-უთხრა ექიმმა და მაშინვე გაეცალა. ჩქარი ნაბიჯებით მივიდა პალატასთან და კარებს აეყუდა,თითქოს რცხვენოდა რომ შესულიყო.თითქოს... კარები ფრთხილად გააღო და დარცხვენილი ბავშვივით დადგა სალომეს წინ. -ანუ სალომე თოდუა არა?-ჰკითხა ძველებული ცივი ხმით,ისე რომ სანდროს ტანში გააჟრჟიალა.ხმას ვერ იღებდა ან რა უნდა ეთქვა?-კარგით,გასაგებია.-უთხრა სალომემ და მის მოპიდაპირე კედელს მიაშტერდა.-ტელეფონი მჭირდება.-უთხრა ცივი ხმით,ისე რომ ზედაც არ შეუხედავს. -სახლში მივალთ და მოგცემ აქ არ მაქვს.-სანდრომაც ცივი ხმით უთხრა და წამოდგომაში დაეხმარა. -ხელები გამიშვი!-შეუღრინა სალომემ. მანქანაში უხმოდ ჩაჯდნენ.სანდრომ სწრაფად დამალა ტელეფონი,რომ სალომეს არ დაენახა. მთელი სისწრაფით მიაქროლებდა,არა! ვერ წავიდოდა,ვერა.უყვარდა ! მართლა უყვარდა და ახლა უნდა წასულიყო? მოკვდებოდა! კიდევ ერთხელ ვერ გაუძლებდა ასეთ ტკივილს,კიდევ ერთხელ ვერ დაარტყამდნენ გულზე.მოკვდებოდა,მართლა მოკვდებოდა!საფლავს თავისი ხელით გაითხრიდა,სალომეც რომ წასულიყო.ტყუპების დედისავით ვერ მიატოვებდა,ვერ გაუშვებდა.ვერა! იცით როგორი გრძნობაა როდესაც საყვარელ ადამიანს გართმევენ? არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი,გართმევენ და გტკივა მთელი სული გული ყველაფერი გტკივა.მის გარეშე,რომ წამიც არ გინდა.არ გეგულება სახლში მომლოდინე.არა ვერ გაუძლებდა,კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მოკვდებოდა! -ფრთხილ...-სიტყვის თქმა ვეღარ დასძალდა ისე შეასკდნენ სატვირთოს.სანდრომ მხოლოდ ერთხელღა შეავლო საყვარელ ქალს თვალი და ხელი,როგორც შეეძლო ისე მაგრად ჩაჰკიდა. -მიყვარხარ!..-ამოიჩურჩულა და გონება დაკარგა,თვითონაც გადაეშვა მორფეოსის სასუფეველში. *** -კიდევ ერთხელ!-ეუბნებოდა ექიმი ექთნებს და გულზე ელექტრო შოკს არტყამდნენ.-მორჩით.დავკარგეთ.სიკვდილის დრო ჩაიწერეთ 06:27. საკაცეზე იწვა მამაკაცი,რომელიც ვეღარ სუნთქავდა.შავი თვალები დაეხუჭა,სახეზე ტკივილი და შვება ერთ დროულად ეწერა.ვერ გაიგებდით ამ წუთში მართლა მკვდარი იყო თუ ისევ ცოცხალი.ისევ ედო სახეზე ის ფერი.გაცრეცილი ტუჩები გალურჯვოდა,არა უფრო თეთრი იყო. და მაინც გკითხავთ,რა არის ეს სიცოცხლე?არ ვიცი,მე მართლა არ ვიცი რა არის... -ახლობლებს შეატყობინეთ,რომ მხოლოდ ის გოგონა გადარჩა და მისი სიცოცხლეც ღმერთზეა დამოკიდებული.-უთხრა ექიმმა და სახიდან პირბადე მოიხსნა. *** ვატო და იოანე ნერვიულად დადიოდნენ დერეფანში,ორივეს თვალებში ცრემლები ჰქონდათ. -როგორ არიან ექიმო? გადარჩნენ?-გამოვიდა თუ არა ექიმი რეანიმაციიდან მას მივარდნენ. -სამწუხაროდ ბიჭი გარდაიცვალა,გოგონა კი სიკვდილს ებრძვის.ვიზიარებ.-უთხრა ექიმმა,შუბლიდან ცივი ოფლი მოიშორა და შოკში ჩავარდილ ბიჭებს გაეცალა. -იო,იო ის აღარააა...აღარ არის...-ბურტყუნებდა ვატო და თვალიდან გამოპარულ ცრემლებს იგერიებდა. იოანე ჩაიკეცა და ვერაფერს ამბობდა...ან რა უნდა ეთქვა?..ძმა დაკარგა...ძმა,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა...ძმა,რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა. რეანიმაციიდან ექთანი გამოვარდა. -ექიმო!ექიმო!-ყვიროდა განწირული ხმით. -რა ხდება?-ჰკითხა,როგორც ჩანს გაბრაზებულმა. -კვდება...-აღმოხდა დაბნეულ ექთანს და რეანიმაციისკენ გაქცეულ ექიმს დაეწინა. -ოღონდ ისიც არა...ღმერთო გთხოვ...ისიც არ წაიყვანო-ბურტყუნებდა ვატო და ცრემლებს იგერიებდა,რომლებიც ასე ურცხვად ჩამოსდიოდა. *** -კიდევ ერთხელ!-უთხრა ექიმმა და ელექტრო შოკი კვლავ დაარტყა.-ჩაიწერეთ სიკვდილის დრო 06:37.-უთხრა თვალცრემლიანმა ექიმმა და ცივი ოფლი შუბლიდან მოიწმინდა.-ვერ დატოვა...მას გაჰყვა...-ჩუმად თქვა და ცრემლი მოიწმინდა... *** ხომ შეიძლებოდა ეს ისტორია კარგად დამთავრებულიყო? მაგრამ არა! ბედმა არ დაინდო არც ერთი...მაგრამ მაღლა ცაში ისინი ბედნიერები არიან,ერთად არიან სიყვარულით ტკბებიან...ანგელოზები არიან,თეთრში გამოწყობილები,რომლებსაც უკვე ფრთებიც აქვთ.უყვარდათ,უყვართ და ეყვარებათ!ზეცაშიც,მიწაშიც და მიწაზეც! ისა :დ არ გამიბრაზდეთ ხო? :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.