შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...4...


30-03-2017, 22:56
ავტორი kethrine
ნანახია 2 252

-აუუუუ ფარდააააა-დილით,თვალებ გაუხელად გაჰკიოდა ნინი
-ტყუილად იტკენ ყელს,უკვე გღვიძავს და ფარდა თავისით არ გადაიწევა,სანამ დაიძინებდი მანამდე უნდა გადაგეწია,მე რომ მეტლიკინებოდი- ირონიულად ჩაილაპარამა ქეთამ და სააბაზანოში გალასლასდა,არასოდეს უჭირდა დილით ადრიანად ადგომა,რაც ნინისთვის მუდამ პრობლება იყო.
-აუ ეს ხო არასოდეს მოგასვენებს რა-თავისთვის ჩაიბურდღუნა ნინიმ და ისიც ქეთას გზას დაადგა. მოწესრიგდნენ,სახლსაც მიხედეს,საუზმეც მოამზადეს,ნინი კი უჩვეულოდ ჩუმად იყო
-ნინ კარგად ხარ? მთელი დილაა ხმა არ ამოგიღია
-გოგო შენ ნორმალური ხარ? ჯერ 7საათზე წამომახტუნე,მერე სახლი დამალაგებინე,თავი მტკივა, მისკდება. . . სხვა დროს გინდა თუ არა გაჩუმდიო,ახლა...
-კაი ბოდიში- წყენით უთხრა ქეთამ
-ჰაააჰ, არ გამომდის სერიოზული გოგოს თამაში და რა ვქნა? არაა ჩემი სტილი-წარბები აუთამაშა და ფართოდ გაუღიმა დაქალს.
-ოხ მეც არ ვთქვი... მოკლედ დღეს რა გეგმები გვაქ?
-რავი,ლექციიები გავაცდინოთ და მაგრად დავლიოთ ჩვენ პონტში რა ოქეიიიიი??? კი ვიცი უარს იტყვი მაგრამ მაინც გადმოგიგდებ ბადეს- გაიბადრა ნინი
-კარგიიი,ამ ერთხელ,ხომ იცი არ ვსვავ-დიდი ფიქრის შემდეგ თქვა
-არიიიის,თავად ქეთევან თვაური სვაავს წაქცევამდეეეეეეეე.
-ჯერ მაღაზიაში ჩავალთ რამეს ვიყიდით თორემ მარტო სასმელი გაგვაგიჟებს-მოემზადნენ და მაღაზიისკენ წავიდნენ, გზაში ნინის სმს მიუვიდა "ნინ სად ხარ?? სალაპარაკო გვაქვს." "ოჰ ვაჩეს ვახლავარ,აუ შენც უცბად სერიოზული არაფერი მითხრა რა :-)" "არა მართლა,საზღვარგარეთ მივდივარ და მინდა რომ გნახო" -თვალები მოუმრგვალდა, გაუფართოვდა ნინის,ცრემლები მოადგა,სიარულიც შეწყვიტა
-რა ხდება ნი?
-ვაჩე მიდის,მიდის ქეთ მიდის,ცრემლებით აევსო თვალები ნინის.
-შეხვდი ნინ დაელაპარაკე მიდი,მე დაგელოდები მიდი... გაიქეცი ჰა ახლა,მე პიცას გავაკეთებ მანამდე კაი? -გადაეხვია დაქალს და თითქმის გააგდო. მარკეტში გაიარა ქეთამ პროდუქტები და ტკბილეული იყიდა და სახლისკენ გაეშურა, თან ნინიზე და ვაჩეზე ფიქრობდა. ვაჩე, ცოტა სერიოზული პიროვნება იყო,ხანდახან უჭირდა ნინის გაგება, მაგრამ არ იმჩნევდნენ. თუმცა ერთად არ ყოფილან,ყოველთვის "საუკეთესო მეგობრებად" იხსენიებდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ქეთიმ იცოდა რომ ნინი სხვა თვალით უყურებდა,მოწონდათ ერთმანეთი მაგრამ დუმდნენ.ნინის გამო ქეთას
ც დასევდინდა,სანამ მარკეტში შევიდა ტელეფონმა სმსის მოსვლა აუწყა "არ შემიძლია,მასე ძლიერიც არ ვყოფილვარ"-რომ აფრენდა კი ვიცოდი, მაგრამ მგონი საბოლოოდ გაუშვა ბოლი,გაიფიქრა ქეთამ და ტელეფონი ისევ დაბლოკა. თუმცა არა, ნომი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდა უცნობი. ხმა ენატრებოდა? -არა! ქეთა სხვა რამეს ფიქრობდა. ელოდებოდა მაგრამ უცნობი არც აპირებდა პასუხს. განრაზებულმა გათიშა და სახლშიც შევიდა. ნივთები ამოალაგა,დააწყო და ცომის მოზელას შეუდგა,კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
-ნინ აბა რაო?-კითხვის დასმა და კარის გაღება ერთი იყო,მაგრამ ნინის მაგივრად...-ირაკლიიი?
-გამარჯობა პატარავ. აბა შემოთავაზება ძალაშია თუ გადაიფიქრე? ვიცი რომ ყველას არ ეპატიჟები ამიტომ ეს ერთი შანსი უნდა გამომეყენებინა-მომხიბვლელად გაუღიმა ირაკლიმ
-ა კი შემოდი,მაგრამ მარტო ვარ,თან ნახე?-ცომიანი ხელები ლამის სახეზე ააფარა-თუ შენ მოადუღებ-გვერდულად გახედა გოგომ
-აჰა, ჩემ მოდუღებულზე მპატიჟებ? კარგი,თუმცა ეს არ ჩაითვლება იცოდე!-თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ დაიძრნენ.
-აბაა,აქ ჭიქებია,აქ მადუღარა,ყავა,ჩაი და შაქარი-მიუთითა ქეთამ
-ბარემ ჩაგეყარა?-გვერდულად გახედა მამაკაცმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-შენ და ნინი ერთ სკოლაში დადიოდით?-არ დაფიქრებულა ისე კითხა გოგონამ.
-კი, არ უთქვამს?-გაიცინა ბიჭმა
-რაა?იცნობ? ის გიცნობს?-თვალები გაუფართოვდა გოგონას
-პატარავ წარმოდგენა არ მაქ ვიზე საუბრობ-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ
-ვაიმე ერთს როგორმე ვუძლებდი და ორს? კარგით რა...-ძლივს ამოისუნთქა ქეთიმ
-მოდი აბა გასინჯე-დააიგნორა გოგონას ნათქვამი
-უშაქროს არ ვსვავ ირაკლი!-გამომცდელად მიაჩერდა ბიჭს
-რა იცოდი უშაქროს რომ გაწვდიდი?-გულწფერლად გაუკვირდა
-მყავს შენნაირი სახლში,ოღონდ მდედრობითი-გაუცინა ქეთამ,საქმესაც მორჩა და მისაღებში გავიდნენ ყავით და ტკბილეულით.
-აბა ირაკლი,სად ცხოვრობ?
-თბილისში
-ვაა მართლა?უი რა საინტერესოა-თვალები დაიწვრილა და გაუღიმა ქეთამ.
-ქეთ არავინ მოგწონს?-თემა შეცვალა,ხელებით მუხლებზე დაიყრდნო და ქეთისკენ გადაიხარა
-პირდაპირ გიპასუხებ,არა! რატომ? იმიტომ რომ ყველა მხოლოდ გართობას ფიქრობთ! ხედავ რა კონკრეტულად გპასუხობ? შენც უნდა ისწავლო დიდო ბიჭო!-თვალი ჩაუკრა და საჩვენებელი თითი დამრიგებლურად უჩვენა. ირაკლიმ ჯერ გაიცინა,შემდეგ ცოტა ჩაფიქრდა...
-კარგიი ქეთუს, მოკლედ მე წავალ ახლა კარგი?გვიანია და არ მინდა პატარა გოგო შევაწუხო-ქეთასკენ დაიხარა ლოყაზე გაეთამაშა და ნაზად აკოცა.
-ირაკლი რამდენი წლის ხარ?
-24 რა იყო? შენ მშვ... ლამაზო?
-მე მშვენიერო-დაწყებული სიტყვა ქეთამ დაამთავრა- ორი წლის რადგან შენ ოთხის ხარ. აბა კარგად ცოტათი დიდო,მაგრამ მაინც პატარა ბიჭო- კარებამდე მიაცილა ქეთამ. ირაკლი კარებში ცოტა შეჩერდა,მოტრიალდა-ძალიან დაკვირვებული ხარ იცი? არ მეგონა- ტუჩის კუთხე ჩატეხა და გაუჩინარდა.
რა იყო ახლა ეს? ხმამაღლა გაიფიქრა და მისაღებში შევიდა. პიცას შეუდგა,არ უნდოდა ირაკლიზე ეფიქრა, მაგრამ ის უბრალოდ ძალიან სიმპატიური, უბრალოდ ძალიან საყვარელი და უბრალოდ ლამაზი ღიმილის პატრონი იყო. უბრალოდ უბრალოდ და ეს უბრალო იყო ყველაფერი.
-არა რა ყველა კაცის სინსილა უნდა გაწყდეს,ყველას დედას ვუტ ირებ-კარი შემოანგრია ნინიმ
-ნინ რა ხდება რაო?
-რაო?დებილია და ისო,არ უნდოდა ჩემისთანა ლამაზი? ხოდა ყავდეს ის თხა და თუთიყუში. არა რა,უნდა წავიდეო,ნუ წახვალ მეთქი და მითხარიო,მითხარი და დავრჩებიო. ვერ გავიგე მე ვინ ვიყავი რა. ბოლოს იცი რა ვუთხარი ქეთ?-თითს მაღლა წევს და აგრძელებს- ვერ იქნები ჯადოქარი თუ რამე ვერ გააქრე-თქო.საიდან მოვიფიქრე? ახლა არ მკითხო. არ ვიცი- უცბად ჩერდება და უცბადვე აყრის-აუ დღეს, კიარადა ახლა, ვთვრები ბოლომდეეეეე- ქეთა ხმას ვეღარ იღებს,ისეა ნინი გაბრაზებული.სმასაც იწყებენ და ტელეფონებიც წრიპინებს ნინის ვაჩე, ქეთას კი უცნობი ურეკავს -ერთი ამათიცო-ერთ ხმაში ამბობენ, ორივე თიშავს და ორმაგად ავსებენ ჭიქას. ერთი გადაკვრით სვავენ. ერთს მეორე მისდევს,მეორეს მესამე და მალე ცეკვასაც იწყებენ.
-აუ თქვენ ყველა გაჩერდით,მარტო მე ვცეკვავ-ხელებს უმისამართოდ იქნევს ქეთა
-აუ მეც ვიცეკვებ რა-ბუზრუნებს ნინი.
-მშვენიეროო უნდა ეთქვა და იცი რა მითხრა? მშვ-ო,ნინ მშვ რა არის?- ორივე ერთმანეთს ეყდნობა და ასე ცდილობენ წონასწორობის შენარჩუნებას.
-აუ მშვ არის,ქეთ იცი რა არის? მე შენ... მე შენ...მე შენი ვარო...ეეე სწორია? გავარტყი თორე არ ვიცოდი-თავისი აღმოჩენით აღფრთოვანებულია ნინი
-შენ მგონი მთვრალი უფრო აზროვნებ-დაასკვნა დაქალმა
-რაღა ის ტვინ შერყეული არ იყო დღეს აზროვნების ხასიათზე?-წყინს ცისფერთვალება გოგონას.
-ნინ თვალები ხო გაქ? აბა ერთხელ მაინც გამოიყენე თავიანთი მნიშვნელობით და წინ გაიხედე,არ უნდა შენნაირი ლამაზი? ნუ უნდა. ვოტ ი ვსო!-იბადრება ქეთა თავისი ნათქვამით კმაყოფილი-აუ კარზე ზარია,ახლა თუ დედაჩემია რა დაალაგებს ამ კედლებს თავის ადგილზე? აუ ვითიშები მგონი.-ბუზღუნებს თვაური და კარისკენ მიღოღავს,ნინი კი ბოთლში დარჩენილ ღვინოს სვავს ვაითუ ვეღარ მოვასწროო.ქეთა კარს აღებს და ჩერდება,აკვირდება წაბლისფერი თმა ან ქეთა ხედავს ასე, დანარჩენი არ აინტერესრბს ისე ეკითხება-შენი თმა წაბლისფერია თუ ქერა?ბიჭი იცინის,ტელეფონს იღებს და რეკავს
-ამო,ამო.
-....
-არა რას გიცნობს საკუთარ თავებს ვერ ცნობენ-თიშავს და ქეთისკენ ბრუნდება-ქეთუსა სახლში არ შემომიშვებ?
-ვინ ხარ თქვი ჯერ,თუ გაივლი ოპერატიულ რაღაცას, აღარ მახსოვს,მაშინ კი- იბადრება ქეთა
-ოჰო,შეგვჩენია ცოტა სიფხიზლეცო?-ჩაეცინა ბიჭს-თორნიკე ვარ,თოკოოოო
-ნიიიიიიიიინიიიიიიიიიი,თორნიკე ვარო,იცნოოობ?-გაკივის ოთახში
-რავიიიიიიი.... შემოუშვი ვიღაცააა,დაგვაძინებს მაინც-აბრუნებს პასუხს ნინი,ქეთა თავს აბრუნებს კარებისკენ,გაოცება არ იმჩნევს და ისევ ყვირის
-ნიიიიიიიინიიიიიიიიიიიი.
-რა იყოოოოო გოოოოგოოო?
-ორნი ყოფილაააან.-აუწყებს დაქალს და ბიჭებჯსკენ მიტრიალდა
-შენ უფროო მომწონხარ, მაგრამ უნდა მითხრა ვინ ხარ-გაცინებას ცდილობს.
-ქეთ ამდენი როგორ დალიე? გაკვირვებით უყურებს თორნიკეს გვერდით დგომი
-აღარ მომწონხარ-ცხვირს იბზუებს და ტუჩე ს სასაცილოდ მანჭავს.
-კარგი ირაკლი ვარ,შემოგვიშვებ?-იღიმიან ორივე
-შენ კი, მაგრამ ამას არა,ვერ გავიგე რა ფერის თმა აქვს-სერიოზულდება და დაჟინებით ცდილობს დააკვირდეს თმას,მაგრამ თვალები უჭრიალდება. ამ დროს ნინი მიდის კედლის საშუალებით კარამდე და ქეთას ეჩხუბება
-გოგო რო დამტოვე იქ მარტო მთელი ბოთლი დავცალე უკვე
ისე გადაიხარხარეს რომ ბიჭებიც აყვნენ და სახლში შევიდნენ.
-აბა გოგოებო რას აღნიშნავთ ან გლოვობთ?- იკითხა თორნიკემ. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე...კიდე გადახედეს და ერთხმად თქვეს-არვიცით...
-გამახსენდაააა-იყვირა ნინიმ -რა დამავიწყებს იმ შეჩვენებულს ნეტა. ისე ვაჩე რა სახელია?-იკითხა გაკვირვებულმა.- შენი არ მახსოვს ქეე
-გოგო შენ კიდე ბევრჯერ უნდა დალიოთქო,კარგად აზროვნებ-მეორედ აღნიშნა ქეთამ- ჩემი რა იმისი იყოს ვისაც უნდა, კაროჩე ბიჭებო-მიუბრუნდა ბიჭებს,რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით,ჯიბეებში ხელებჩაყოფილები,ღიმილით უყურებდნენ გოგოებს- მოკლედ,ერთი ტიპია,ჩემ ნერვებზე უკრავს თუ ცეკვავს ვერ გავიგე. მეორეა კიდე და ზუსტად ამისნაირი-ხელი გაიშვირა ნინისკენ- ხოდა მეც მინდა დასვენებათქო და ვსვავ.
-სახელი თქვი გოგოოოოოო-უყვირის ნინიიი-ამათ სახელი აინტერესებდათ.
-და რატომ უნდა ვთქვა?-მხრებს იჩეჩს და დაჟინებით უყურებს ისევ თორნიკეს-ის მაინც არ მომწონს და რა ვქნა???- ხელს იშვერს თოკოსკენ- მოდი თმებს მოგაჭრი რა-ბიჭისკენ მიდის,მაგრამ ვერ ახერხებს და ირაკლის უვარდება ხელებში,გაბადრული სახით შეციცინებს და სათქმელს ძლივს ამბობს-ხო ვამბობ ეს ბიჭი მომწონსთქო, დამაძინე რააა-თხოვს ბიჭს და მოხეხებულად კალათდება მის ხელებში-არ გაინძრე,თორე ცუდად გავხდები-იძლევა განკარგულებას.
-არაა,აქ ვიდგები და ასე მეჭირები ხელში,სულ არ ხარ მძიმე-ღიმილით პასუხობს ირაკლი და საძინებლისკენ მიყავს. ნინი მაღალ ხმაზე ბღავის დაქალმა დამტოვაო,თორნიკე ეხვევა,მაგრამ მოშორებას ცდილობს გოგო -შენ ჩემ დაქალს არ მოწონხარ-მთელი სერიოზულობით ეუბნევა და ბოთლის აღებას ცდილობს.
-მოდი რო დაიძინებ მერე შეგეკითხები მოგწონვარ თუ არა კაი?-კითხვასაც არ უფიქრდება ისე იქნევს თავს და ეუბნევა-იმ მაჩომ რო დააძინა ჩემი და,ისე დამაძინე შენც-უკვე თვალებს ხუჭავს ნინი
- ოხ ნინი ქორიძე ჯერ გაიღვიძო!-იმუქრება ბიჭი და საძინებელში გაყავს ბიძაშვილი. ირაკლი ცოტა ხანს გვერდით უზის ქეთას, სახეზე ჩამოწეულ თმებს უსწორებს,ნაზად ეფერება და ლოყაზე კოცნის -ძალიან მშვენიერი ხარ მშვენიერო,არ შემიძლია,ვერ გელევი- კიდევ ერთხელ კოცნის,ტკბილ ძილს უსურვებს და ნელა დგება. -იმედი მაქვს შენც მომივლი მთვრალს,თან ბევრჯერ-ამბობს ჩურჩულით,თავს აქნევს,რაზე ვფიქრობ ამხელა კაცი მართლა ბავშვივით გამხადა ამ ჯიუტმა პატარა თოჯინამ,გაიელვა ირაკლიმ და ოთახიდან გავიდა. დილით თუმცა რაღა დილით,პირველი იყო დაწყილი რომ გაეღვიძა ქეთას,თავი წამოწია თუარა მაშინვე იგრძნო ძლიერი ტკივილი-ვაიმეეეე,ნიიიინ ადე დროზე- ნინი ხელით შეანჯღრია,ნელ-ნელა ადგა და სამზარეულოსკენ წავიდა ლიკანი ერთი ამოსუნთქვით დალია და მხოლოდ ახლა მოათვალიერა სახლი, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო,ისე სუფდა და დალაგებული იყო,საკუთარ თავს დახედა, მაქმანებიანი წითელი საცვალი და თეთრი ბრეტელებიანი მაიკა ეცვა მხოლოდ,როდის დაალაგა ან დაწვა, არაფერი ახსოვდა,ყვირილით შევარდა ნინისთან-ნინიიი დროზე თავი აწიე და მიპასუხე,გუშინ შენ გამხადე ძილის წინ? სახლი ერთად დავალაგეთ ხომ?-შვლის თვალებით უყურებდა,თითქოს თხოვდა უარი არ თქვაო.
-გაგიჟდი გოგო შენ? გუშინ კი არა ამ საღამოსაც რომ მომთხოვო მაინც ვერ დავალაგებ თავი იმხელა მადგია მხრებზე.
-გოგო აბა ვინ გაგვხადა,ვინ დაგვაწვინა,ვინ დაალაგა? -იღრიალა ბოლოს
-რაა? სანამ რამე მინერალურს არ მომაწვდი მანამდე სიტყვის მთქმელი არ ვარ!-განაცხადა და თავი ისევ ბალისში ჩარგო.
-აჰა დალიე,მალე რა გთხოვ-მიაწოდა ბოთლი
-ნინიმაც ერთი ამოსუნთქვით დალია,თვალები როგორც შეძლო ფართოდ გაახილა და უთხრა-აბა რა მინდაო?
-ნინ გთხოვ მითხარი,ნუღარ მტანჯავ-მოუთმენლად ცქმუტავდა,ისე ნერვიულობდა თავის ტკივილი სულ დავიწყებოდა
-გეტყვი კაი.-ცოტახანი ჩაფიქრდა-წარმოდგენა არ მაქვს ქეთ... ბოლოს რაც მახსოვს ის იყო რომ ვაჩე გავასწორე მიწასთან.
-ვაიმე,სახლში ვიღაც იყო, კარი მე გავუღე, მაგრამ აღარ მახსოვს,გავაფრენ ახლა.
-აუ დამშვიდდი გოგო,გუშინ ლამის გავითიშეთ და ახლა ისე აწვები მაგ ტვინს გადაიწვება რა უფ.-ამ დროს კარზე ზარი დაირეკა,ქეთიმ შეშინებული თვალებით გახედა დაქალს -ადექი გადაიცვი და გააღე ახლა-თითქმის უბრძანა ქორიძემ.შეშინებული ადგა ხალათი მოიცვა და ძლივს მივიდა კარამდე.
-თორნიკე?შემოდი-თითქოს დამშვიდდა ცოტა.
-კაი აჰა თქვენ- მინელარული ჩაუჩურთა ხელში ქეთას და მისაღებში ნინისკენ დაიძრა.
-მოიცა მოიცა-სწრაფად დაეწია ქეთა-შენ რა იცი რომ...
-ე არაფერი გახსოვთ ხო? -გააწყვეტინა თოკომ და გადაიხარხარა -ნეტა რატომ არ მიკვირს? გოგო ამისგან კიდე ჰო,ეს სულ აფრენს-ხელი ნინისკენ გაიშვირა-მაგრამ შენ რა დაგემართა,როგორ დაგიყოლია? ისეთი გათიშულები იყავით ძლივს შეგიყვანეთ-დაამთავრა მაგრამ სიცილს მაინც არ წყვეტდა.
-თოკოოოო,როგორ გამეხარდი იცი?-ხელები გაშალა ქეთამ და ჩაეხუტა.-ვიღაც რომ იყო მახსოვდა და ვნერვიულობდი,შენთან რა მაქ სანერვიულო-უთხრა და თმებზე წაეტანა
-ხო აბა რა ქეთუს მე ხომ გეი ვარ და-წარბების აწევით გადახედა ნინის და გააგრძელა-ქეთ რა ფერის თმა მაქ? ქეთამ ეჭვით შეხედა,დააკვირდა -ღია ღია წაბლისფერი რა იყო?
-რა იყო?მერე რა არ მოგეონს ჩემ თმაში ერთი გუშინ შესაჭრელად რომ დამდევდი?-უკვე ვეღარ ჩერდებოდა თორნიკე
-რაა?არაფერი მახსოვს,მართლა? ვაიმე კიდევ კარგი შენ იყავი და სხვა არავინ -ლოყები შეუვარდისფერდა ქეთას
-რა იცი რომ მარტო ვიყავი?-ნიშნისმოგებით გახედა ბიჭმა. გოგონა უთქმელად ჩაენარცხა სავარძელში,ნინი კი პირიქით, წამოხტა-რა?რა თქვი? დროზე გააგრძელე-მიაყარა კითხვები ნინიმ
-რადა ჯერ ლევანისთან დამარეკინეთ,მერე ლუკასა და გეგასთვის,მერე ვიღაც ვაჩე მალაპარაკეთ,უფრო სწორად შენ ელაპარაკე და თხოვდი მოდი ჩემთანო. მერე ბოლოს ბერკსაც დავურეკე
-ეგ ვინაა? -ერთად იკითხეს გოგოებმა
-ჩემი ძმა,იმ დღეს რო მთხოვდით მოშორდესო,გუშინ მთხოვეთ მოვიდესო ხოდა მეც ის გავაკეთე რაც თქვენ დამაძალეთ-ახლა ერთი კარგი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა ბიჭს.
-შენ ნორმალური ხარ თოკო? მე მთვრალი ვიყავი,ცხოვრებაში პირველად დავლიე და აღარასოდეს გავიმეორებ. შენ კი მადლობა-მიაყარა თვალცრემლიანმა ქეთიმ და თავის ოთახში გაიქცა,ნინი კი გამომცდელი მზერით,ცალი წარბის აწევით აკვირდებოდა თოკოს,ეს უკანასკნელიც როგორც შეეძლო ისე იკავებდა თავს.
ოთახში შევარდა ქეთა და ლოგინზე დაწვა. თან ტიროდა,ტირილით რომ გული იჯერა შემდეგ ბალიშზე ოთხად დაკეცილი ფურცელი დაინახა,გახსნა და დააშტერდა "ვერც კი წარმოიდგენ როგორი სუფთა და უმანკო ხარ,არ შემიძლია შენზე უარის თქმა" არც უფიქრია ისე სასწრაფოდ გავარდა მისაღებში...
-მითხარი რომ შენ დამაწვინე!-მიუტრიალდა თოკოს.
-აბა ახლა ორივე დაწყმარდიიით-იღრიალა ნინიმ-ყველაფერი კარგად მახსოვს უბრალოდ ნერვი არ მაქ, რომ მოვყვე და თორნიკე თუ სიმართლეს არ ამბობ დაახვიე აქედან რა- ცხვირი აიბზუა ნინიმ
-ოოო რანაირად ნინი? ისეთი მთვრალი იყავი...-ცოტა ფიქრის შემდეგ დაამატა- კაი ხო ქეთ ცოტა გაწვალე არავინ ყოფილა რა-ჩაიბურდღუნა და ნინის გახედა. ქეთამ შვებით ამოისუნთქა მაგრამ წერილი გაახსენდა და თოკოს გაუწოდა-აბა ეს რა არი?- თორნიკეს თვალები გაუფართოვდა და კისერი ნერვიულად მოისრისა
-ნინ შენ მაინც მითხარი?შენ იმაიმუნე?-ახლა დაქალს მიუბრუნდა
-გოგოოო,მე შენზე განგრეული ვიყავი და მართლა გჯერა რომ ყველაფერი მახსოვს?უბრალოდ ამ სურათს ვიცნობ ზედმეტად კარგად!-მიანიშნა თოკოზე და თვალი ჩაუკრა. -გუშინ გვირეკავდნენ ეგენი და რომ გავუთიშეთ მახსოვს მერე ალბათ სმს მოგწერა და შენც ამოიწერე.
-ჩემი ნაწეეი არაა ეს-ჩაიბურდღუნა ქეთამ
-შენი არა,შენი მეორე მესი ქეთუს.
-რადგან ყველაფერი გაირკვა მე წავალ თორემ ფხიზლებიც გადამრევთ-თავი გაიქნია თოკომ და გასასვლელისკენ წავიდა.
-შენი გაგიჟებული ვარ მე,უბრალოდ მოსწავლემ მასწავლებელს აჯობა-მიაჯღავლა ნინიმ და დასაძინებლად მოემზადა.

___________________

მადლობა ვინც მითხულობს მათ. <3 <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგად ვიხალისე, ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი kethrine

Chikochiko
კარგად ვიხალისე, ძალიან მომწონს

მადლობაა :დდ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო ველოდები შEმდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№4  offline წევრი LSD

Ase dzaan chems cxovrebashi ar micinia dzaan magari tavi iko ❤️❤️ Shenishvna saertod agar makvs ❤️❤️ Sakmaod moculobiti tavic iko❤️❤️Mikvarxar dzaan gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

 


№5  offline წევრი kethrine

ninuca)))
კარგი იყო ველოდები შEმდეგ თავს.

მადლობა გენაცვალე,გაიხარე

LSD
Ase dzaan chems cxovrebashi ar micinia dzaan magari tavi iko ❤️❤️ Shenishvna saertod agar makvs ❤️❤️ Sakmaod moculobiti tavic iko❤️❤️Mikvarxar dzaan gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

შენ ხარ თავად საოცარი გოგო, თქვენი კომენტარები მაძლევს სტიმულს. მიყვარხარ მეც ტკბილო. <3 <3 <3 მადლობა უღრმესი რომ კითხულობ.
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმდენად მომენატრა შენი ისტორიები, ხელახლა დავიწყე კითხვა.იმდენი ვიცინე აღარ შემიძლია მეტი.ვგიჟდები მე ამ გიჟებზე
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი kethrine

La-Na
იმდენად მომენატრა შენი ისტორიები, ხელახლა დავიწყე კითხვა.იმდენი ვიცინე აღარ შემიძლია მეტი.ვგიჟდები მე ამ გიჟებზე

ვაიმე ლან ❤❤❤❤ როგორ გამიხარდი. როგორი ტკბილი ხარ მართლა... შოკოლადი და მარმალადი ხარ ❤❤❤❤❤ გყვარობ მე შენ ❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent