მაფიის ბოსი! თავი 7 (1D Fanfic) +18
ერთი კვირის შემდეგ მე, ზეინი და ლილი ერთად დავბრუნდით ლონდონში. აეროპორტში ზეინი გვერდით გავიყვანე, რადგან მინდოდა რაღაც მეკითხა -ზეინ ლილი ბაზაზე ვერ იცხოვრებს იმედია ხვდები?! -მერე ვინ თქვა რომ იქ მივდივართ. ქალაქის ცენტრში იცხოვრებთ საუკეთესო სკოლასთან და ასევე ბალეტის სკოლასთან ახლოს. ალბათ აღწერა არაა საჭირო სახლი რამხელა და რა ლამაზი იყო. ზეინმა მიგვიყვანა და დაგვტოვა. თვითონ საქმეებზე წავიდა. სახლში მოახლე გვყავდა, სტელა და სახლთან სულ იყვნენ დაცვები. ლილის ჩავაცვი და თმები ჩავუწანი. მასზე ზრუნვა მომწონდა. სასიამოვნო ბავშვი იყო. მშვიდი და ჭკვიანი. მის მიმართ უკვე დედობრივი დამოკიდებულება მქონდა. -ჯესიკა ძმაიკოს გამიჩენ თუ დაიკოს? -ჯერ არ ვიცი ლილი. -მალე გაიგებ? -კი. იმედია სახელის არჩევაში დამეხმარები -უკვე ვიცი რაც უნდა დაარქვა. თუ გოგო იქნება ლოლა დაარქვი და ვიქნებით ლოლა და ლილი. თუ ბიჭი ლეო. -ლეო და ლილიც კარგი ვარიანტია. საინტერესოა. იმედია მამიკოს მოეწონება. -მე ვეტყვი და მოეწონება. მე რასაც ვეუბნები სულ მიჯერებს. -იმიტომ რომ ძალიან უყვარხარ. -შენც ხომ უყვარხარ ძალიან?! ლილიმ გაკვირვებულმა მომხედა. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ზეინს ვუყვარვარ?! ამაზე დიდი უაზრობა არც კი მომივიდოდა თავში. -ალბათ -რატომ ალბათ? გაუაზრებლად ვუპასუხე -იმიტომ რომ არასდროს მეუბნება ამას. -მე კი სულ მეუბნება. შენც გეტყვის იმიტომ, რომ რომ არ უყვარდე ბავშვი არ გეყოლებოდათ -ეგ საიდან იცი? -ბავშვთა სახლში მასწავლებელმა გვითხრა. როცა დედას და მამას ერთმანეთი უყვართ უჩნდებათ ბავშვი. ამიტომ დარწმუნებული ვარ მამას უყვარხარ. თემა რომ შემეცვალა საათს დავხედე -ლილი ბალეტზე დაგვაგვიანდება. მანქანაში ჩავჯექით და ბალეტზე მივედით. გაკვეთილი რომ დამთავრდა წამოვედით ისევ მანქანით. -როგორი იყო? -ძალიან მაგარი, ბევრი ვივარჯიშეთ, ცოტა ფეხი მეტკინა, მაგრამ მაინც მინდა ბალერინა გამოვიდე. ბალერინა როგორც ნინა. ღმერთო უნდა შევწყვიტო ყოველი ფაქტის იმ საღამოსთან დაკავშირება თორემ ზეინთან ცხოვრებას ვერ შევძლებ და ჩემი გეგმაც ჩაიშლება. ნეტავ ახლა ნაილი, ლუი და ნენსი რას აკეთებენ? ის დეტექტივი თუ ნახეს? ან ლიამი როგორაა. ძალიან მომენატრა, მაგრამ მისგან სიშრემ დამარწმუნა რომ ს მხოლოდ გატაცება იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული. უბრალოდ მაშინ სხვა ვარიანტი არ მქონდა. არც ახლა მყავს ვინმე მაგრამ ახლა ასე თუ ისე თავისუფალი ვარ და შეიძლება შევხვდე ვინმე საინტერესო ადამიანს. რა თქმა უნდ მას მერე რაც ზეინს მოვიშორებ. მასზე გამახსენდა, დღეს ზეინი ჩვენთან რჩება ამიტომ მოახლეს დავითხოვ და „ოჯახურ“ ვახშამს მოვაწყობ. სახლში რომ მივედით სტელა დავითხოვე, საშინაო ტანსაცმელში გამოვეწყვე და ვახშმის მომზადებას შევუდექი. ლილიც მეხმარებოდა და ძალიან მხიარულად მოვამზადეთ ლაზანია და პიცა. მაგიდა გავშალე და შემდეგ ლამაზად გამოვეწყვე, ისე როგორც მილიონერის ცოლს შეეფერება. ლილი ფანჯრის რაფაზე იჯდა. -მამა მოვიდა! მამა მოვიდა! დაიყვირა და შემოვარდა ოთახში. კარზე კაკუნიც გაისმა. გავედი და გავაღე. ცივი და არაფრისმეტყველი გამომეტყველება, გაკვირვებამ და ღიმილმა ჩაანაცვლა. -ვაუ გოგოებო... ლილი გაიქცა და ყელზე მოეხვია. -მე და ჯესიკამ ვახშამი გავაკეთეთ. ზეინმა შემომხედა. სახეზე კმაყოფილების ღიმილი ქონდა. ვიცოდი რომ ზუსტად ამას ელოდა ჩემგან. რომ მეზრუნა მის შვილზე და ვყოფილიყავი დამჯერი ცოლი. ასეც ვაპირებ მოქცევას. -ჯესიკა ლამაზად გამოიყურები. ახლა მან კომპლიმენტი მითხრა? ამ ადამიანს ჩემი გაოცება ჯერ კიდევ შეუძლია. -მადლობა. -რა მოამზადეთ გოგოებო? -დღეს იტალიური კერძები გვაქვს ყველანი მაგიდას მივუჯექით. ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ზეინს ჩემი მომზადებული საჭმელი მოეწონებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი სანამ მისი აზრი არ გავიგე -ჯესიკა ეს მართლა შენ მოამზადე? -მე და ლილიმ -არაჩვეულებრივია. მადლობა ორივეს. ახლა ვინმე რომ გვაკვირდებოდეს იდეალური ოჯახი ვეგონებოდით, თუმცა დარწმუნებული ვარ ზეინის თავში სულ სხვა რამ ტრიალებს და ეს ვახშამი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. სანამ მაგიდას ვალაგებდი მამა-შვილი თამაშობდა. ისე ვერ წარმოვიდგენდი ზეინს მამის როლში, რომელიც ოთახებში დაქრის პატარა გოგოსთან ერთად. თავბრუს ხვევა ვიგრძენი და სამზარეულოს მაგიდას დავეყრდენი ხელებით. -ჯესიკა კარგად ხარ? -კი. ცოტა თავბრუ დამეხვა. არაფერია. წამოვწვები და გამივლის. -მისმინე დღეს მართლაც ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, მაგრამ შემდეგზე ასე ნუ დაიღლი თავს, სტელამ მოამზადოს. ასეთი მზრუნველი მხოლოდ ბავშვის გამოა. შევახსენე ჩემს თავს. -ლილიმ დაიძინა. -ღამით დარჩები? -გინდა რომ დავრჩე? სერიოზულად? როდის მერე არის დამოკიდებული მისი დარჩენა არ დარჩენა ჩემზე?! -კარგი იქნება თუ დარჩები მან უბრალოდ გამიღიმა. -დაწოლას აპირებ უკვე? მკითხა მოულოდნელად -ჯერ არ მეძინება, ფილმის ყურებას ვგეგმავდი -რომ შემოგიერთდე? -კი რა თქმა უნდა, რა პრობლემაა. რა ფილმი გიყვარს? -არ მაქვს საყვარელი ფილმი -შანსი არაა -მართლა. ფილმებისთვის დრო არ მაქვს -ეს ახლა თორემ ადრე ხომ უყურებდი, თინეიჯერობაში ან ბავშვი რომ იყავი. -დამიჯერე მაშინაც არ მქონდა მაგის დრო. მოდი შენი საყვარელი ფილმი ჩართე. -კარგი მაშინ მანდ დევს ქარიშხლიანი უღელტეხილი. შენ ჩართე მე ახლავე მოვალ. ოთახში შევედი და სამკაულები მოვიხსენი. თმებიც უფრო თავისუფლად გავიკეთე და შავ კაბაზე შალი მოვიხვიე. დამაფიქრა მისმა ნათქვამმა. ფილმებისთვის დრო არ ქონდა? თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი რომ მისნაირ ადამიანს სავარაუდოდ მძიმე ბავშვობა ექნებოდა. გავედი და დივანზე დავჯექი მისგან ცოტა მოშორებით. იმ საღამოს მერე არც კი შევხებივარ. უბრალოდ არ შემიძლია. ალბათ ცოტა მეშინია კიდეც. ამ წუთას ასეთი საყვარელია და მეორე წუთას შეიძლება ხელიც არ აუკანკალდეს ისე მომკლას. ის ფილმით დაინტერესებული ჩანდა. ძალიან აცივდა და ამიტომ ფეხები დივანზე შემოვაწყვე და კომფორტულად გავეხვიე შალში. ის ადგა და ცოტა ხანში დიდი პლედით დაბრუნდა. -ეგ არ გაგათბობს პლედი შემომახვია და დაჯდა. -შენ არ გცივა? -არა შევატყვე რომ აშკარად ციოდა. მისკენ მივიწიე ისე რომ მასაც შესძლებოდა პლედში გახვევა. და აღმოვჩნდი მის მკერდზე მიხუტებული, რაც მას მოსწონდა კიდეც ჩემი აზრით. -ამ ფილმს მეასედ ვუყურებ და მაინც ვერ ვხვდები ჰიტკლიფი რატომაა ასეთი ბოროტი. სიყვარული ადამიანს უფრო კეთილს ხდის, აქ კი პირიქითაა. -ეგ ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ბოროტი უფრო მეტია მასში მაშინ გაბოროტდება თუ პირიქით მაშინ უფრო კეთილი გახდება. ამას ვისმენ მაფიის ბოსისგან რომელმაც ჩემ თვალწინ გოგო ცოცხლად დამარხა. -გასაკვირია შენგან ამ სიტყვების მოსმენა -ჩემნაირ ადამიანებსაც გამოუცდიათ სიყვარული. -ლილის დედა ხო? -არა, ლილის დედა უფრო გატაცება იყო. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. თემის შეცვლა გადავწყვიტე -ალბათ გაბრაზდები ამას რომ გკითხავ, მაგრამ როგორც ჩანს რთული ბავშვობა გქონდა. შეშინებული თალებით ავხედე. -კი, ძალიან რთული და მამაჩემიც არ იყო ისეთი მამა,როგორიც უნდა ყოფილიყო, ამიტომ ვცდილობ რომ ჩემს შვილს...შვილებს (მან ხელი მუცელზე დამადო) ყველაფერი მივცე რასაც მოისურვებენ ასეთი სენტიმენტალური ზეინი არასდროს მინახავს. ჯობია თუ ისევ ჰორმონებს დავაბრალებ და საკოცნელად წამოსულს უბრალოდ დავნებდები. მან მაკოცა და ორივე ხელით თავისკენ მიმიზიდა. ახლა უფრო კომფორტულად მოვკალათდი მის მკერდზე და ფილმის ყურება განვაგრძეთ. დღეს მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. არ ვიცი რა დაემართა. ასე მგონი სრულიად სხვა პიროვნებაა და არა ის... მკვლელი მალე ჩამეძინა თუმცა ფხიზელი ძილი მაქვს. ვიგრძენი რომ თმებში მეთამაშებოდა. ამან ცოტა მომაფხიზლა მაგრამ არ შევიმჩნიე. მომწონდა რომ ასე ნაზად მეპყრობოდა და მიყურებდა. ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა და დამაფარა. შუქი რომ ჩააქრო საბოლოოდ ოთახში თვალები გავახილე. ისე ჩემს გვერდით იწვა. მისკენ გადავბრუნდი და მივეხუტე მის თბილ სხეულს. დილით ლილის ხმამ და საწოლის ზანზარმა გამაღვიძა. -ადექით! მშია! ჯეს ადექი! ის საწოლზე ხტუნაობდა და ყვიროდა ზეინის ხმა გავიგე -ლილი ჯესიკას ნუ აღვიძებ. -უკვე მღვიძავს. -ხედავ დედიკოც გააღვიძე?! ეს სიტყვები ყველაზე მეტად მესიამოვნა მისგან. უეცრად გულისრევა ვიგრძენი და სააბაზანოში გავიქეცი. -ჯესიკა კარგად ხარ? თავი მოვიწესრიგე და გამოვედი. -რა დაგემართა? კარგად ხარ? -კი. ჩვეულებრივი ტოქსიკოზია -ეს ბავშვისთვის უსაფრთხოა. -ნუ ღელავ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. -ექიმთან როდის მიდიხარ? -ხვალ -მე წაგიყვან -კარგი. ტანსაცმელი გამოვიცვალე, რადგან გუშინდელ კაბაში მეძინა და შევუერთდი ზეინს და ლილის, რომლებიც საუზმის მოლოდინში ისხდნენ მაგიდასთან. სტელა სამზარეულოში ტრიალებდა. -სტელა დაგეხმარო? -არა ქალბატონო. დაისვენეთ. მეც მივუჯექი მაგიდას. -ჯეს ცუდად იმიტომ გახდი რომ გაგაღვიძე? -არა ლილი. კარგად ვარ. -რა გეგმები გაქვთ დღეს? მე ქალაქში არ ვიქნები, თუ რამეა დამირეკე. -ჯერ ლილი სკოლაში წავა და მერე ბალეტზე წავიყვან -საღამოს თუ მოვასწარი მოვალ ზეინი წავიდა. სტელამ ლილი გაამზადა და სკოლაში გაუშვა მძღოლის და დაცვის თანხლებით. მე ჩემს ოთახში წამოვწექი. გუშინდელ საღამოზე ვფიქრობდი. რა იყო ეს? ჯერ გულახდილი საუბარი, მერე მზრუნველობა, მერე ის კოცნა. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ხვალ ექიმთან გამომყვება როცა ბავშვის სქესი უნდა გავიგო. ასეთი ზეინის ცოლობის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მე ხომ ვიცი მისი ბნელი მხარე და ეს არ მაძლევს მოსვენებას. იმდენი ადამიანი დაზარალდა მის გამო. მე, ნაილი, ლიამი, ჰარი, ნინა, დევლინი, ნენსი, ლუი და ეს მხოლოდ ვისაც მე ვიცნობ. მობილურმა დარეკა. -ალო -ჯესიკა მისი ხმის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა -ლიამ?! ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? სად ხარ? -ჰარის მეგობართან ვართ ყველა -ყველა? -ხო მე, ჰარი, ნაილი, ლუი , ნენსი და დევლინი -ყველა კარგად ხართ? ნომერი როგორ გაიგეთ? -ნომერი ჰარიმ გაიგო არ ვიცი როგორ. ყველა კარგად ვართ. შენ როგორ ხარ? ამ კითხვაზე დავფიქრდი და ვერ გავბედე მეპასუხა რომ ზეინის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. -ნორმალურად. -იმიტომ გირეკავ რომ გითხრა, გამომძიებელს გადავეცით შენი ჩვენებაც და ჩვენიც და საქმე დაწყებულია მალე ზეინს დაიჭერენ და შენც გათავისუფლდები მისგან. ახლა როცა ჩემი გეგმა სრულდება, მგონია რომ მისი დაჭერა არ მინდა. ასე ხომ ჩემს შვილებს უმამოდ დავტოვებ. რა ჩავიდინე. უნდა შევაჩერო ისინი. -ლიამ... -ჯეს უნდა წავიდე. კიდევ დაგირეკავ -კი მაგრამ... სანამ რამეს ვიტყოდი ტელეფონი გაითიშა. გადავურეკავდი მაგრამ ჯერ უნდა მომეფიქრებინა როგორ მეთქვა ის რომ შურისძიება გადავიფიქრე. სამზარეულოდან ხმაური მომესმა. გავედი და დაცვის ბიჭები დავინახე ლილისთან ერთად. ლილი ჩემთან გამოიქცა და ხელი ჩამკიდა. -ბოსმა გვიბრძანა სამალავში გადაგიყვანოთ სასწრაფოდ. -რა ხდება? -ამას თავად გეტყვით ახლა უნდა გამოგვყვეთ ნუთუ გეგმის შესახებ გაიგო და უნდა დამმალოს რომ არ მიპოვონ?! ბოდიში. ძალიან დავაგვიანე. გამოცდები მოდის და დროს ძლივს ვნახულობ საწერად. ((((((( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.