მაფიის ბოსი! თავი 6 (1D Fanfic) +18
იმ გოგომ შემომხედა საუბარი რომ გაიგო და ტელეფონი რომ დავდე აშკარად ყალბი ღიმილით მკითხა -თავს როგორ გრძნობთ? -მე ჯესიკა მქვია და მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ცუდი წარმოდგენა გაქვს მე შენთვის დაბრკოლება არ ვარ. ნაილი ჩემი პირველი სიყვარულია და შეიძლება ახლაც მაქვს რამე გრძნობა დარჩენილი, მაგრამ რაც მე გადამხდა იმის მერე ნაილის იმავე ჭაობში ჩათრევა საიდანაც ჯერ მეც ვერ ამოვსულვარ ძალიან ეგოისტურია, თან როცა ორსულად ვარ სხვისგან. მინდოდა გცოდნოდა რომ შენი კონკურენტი არ ვარ და ნაილსაც ვეტყვი ამას. -არ ვიცი რა გითხრა? გაიგე ჩემი საუბარი? -ნაწილი...ვფიქრობ სიმართლე უნდა უთხრა და ის დაგეხმარება პრობლემის გადალახვაში. -შენ რას იზავ? -რას გულისხმობ? -ბავშვს იტოვებ? -კი. ბავშვის ბრალი არაა მამამისი რომ ნაბი*ვარია. ეს ბავშვი ჩემი იარაღია ზეინის წინააღმდეგ. მეორე საღამოს საავადმყოფოდან გამომწერეს ნაილს დავურეკე. სანამ რამეს ვიტყოდი მან დაიწყო საუბარი -ჯეს ბოდიში. არ უნდა მეთქვა ის სიტყვები... -არაუშავს მაგის გამო არ გავმხდარვარ ცუდად. დღეს შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე? და ნენსიც წამოიყვანე. -საიდან იცნობ? -საავადმყოფოში გავიცანი. ძალიან მინდა რომ ისიც მოვიდეს. -კარგი, კარგი. მალე კარზე ზარი გაისმა. კარი გავაღე და ნაილი, ნენსი და კიდევ ერთი ბიჭი დავინახე. -ჯეს ეს ნენსის მეგობარია, ლუი. წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ... -არა რა პრობლემაა, შემოდით ისინი მაგიდასთან დასხდნენ. ჩაი და ტკბილეულობა მივართვი და მეც დავჯექი. -პირველ რიგში მინდა ნაილ შენ გითხრა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა მომიტაცეს. მეორე ნინას უყვარხარ. მესამე ჩემი ბავშვის მამასთან მივდივარ და არ ვიცი აქ თუ დავბრუნდები. მართლაც არ ვიცი ცოცხალი თუ დავბრუნდები ლოს ანჯელესიდან ან საერთოდ თუ დავბრუნდები. -ნენსის მაგივრად ნინა წამოგცდა. შემისწორა ლუიმ -მართლა? არც დავკვირვებივარ. ნინას გახსენებაზე ის საღამო დამიდგა თვალწინ. -ჯეს ტირი? -ბოდიში. ჩემს მეგობარს ერქვა ნინა და ახლა ხანს დაიღუპა. ნენსიმ ლუის გადახედა უცნაურად. -ჩემს შეყვარებულს ერქვა ნინა. არ არსებობს! ამ ბიჭს ქვია ლუი და მისი შეყვარებული იყო ნინა. ნუთუ ეს ის ლუია? -ერქვა რატომ? რა მოუვიდა? ვკითხე რომ ჩემი ეჭვი დამეზუსტებინა. ლუიმ ზუსტად ის ისტორია გაიმეორა და აშკარად ეტყობოდა რომ ნინა ძალიან უყვარდა. მის მონაყოლზე თავი ვერ შევიკავე. მე ხომ ჩემი თვალებით დავინახე ცოცხლად როგორ დამარხეს ნინა. -ლუი ვწუხვარ... -რა? ვერ ვხვდები რა გინდა თქვა რომ... -ჩემი მეგობარი ნინა სწორედ ის ნინაა ვინც შენ გიყვარდა და ის ცოცხალი აღარაა. ის გარეთ გავარდა. ნენსი-ჯესიკა საიდან იცნობ ნინას? -ერთად ვიყავით ზეინის ტყვეობაში -ზეინ მალიკი? ღმერთო რა პატარაა სამყარო! -იცნობ მას? -სამწუხაროდ. ნაილი- გამაგებინეთ ვინაა ეგ ტიპი? ნენსი წამოენთო -ეგ ისაა ვინც გამაუპატიურა და ცხოვრება გამიმწარა! -ნაილმა სიგარეტს დაავლო ხელი და ისიც გარეთ გავიდა. ის და ლუი საუბრობდნენ. -ნენსი ლუის ბავშვობიდან იცნობ ხო? მაშინ ჰარის შესახებ გეცოდინება -ჰარი? ჰარი სტაილსი? ღმერთო როგორ არა. ისიც ჩემი მეგობარია. უფრო სწორედ იყო სანამ ის საბედისწერო ქორწილის დღე მოვიდოდა. მარტო ჰარი კი არა დევლინი და მე ერთად გავიზარდეთ. ლუიც იცნობს მათ. როგორაა ჰარი? რამე იცი მის შესახებ? -ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ისიც დაიღუპა. ლუი-შანსი არაა ბიჭები მაგიდასთან დაბრუნდნენ. ლუი-გუშინ ველაპარაკე. -რა? გუშინ? ანუ ჰარი ცოცხალია? ჩემთვის გავიფიქრე შესაძლოა ლიამიც ცოცხალი იყოს. ლუი-საიდან იცნობ ჰარის? -ზეინის მარჯვენა ხელი იყო ნენსი-ლუი?! აი თურმე ნარკოტიკებს როგორ შოულობდი ჩემთვის. იმ ნაგავ ზეინისგან . ლუი-მე ჰარისგან ვშოულობდი და არა ზეინისგან. ნენსი-რა მნიშვნელობა აქვს თუ ჰარი მასთან მუშაობდა ესე იგი მისი წამალი იყო. -ჰარი ძალიან დამეხმარა. სადაა ახლა? ლუი-იმალება, გაიქცა ზეინისგან. -შეგიძლია დამაკავშირო? ლუი-არამგონია. სანამ თვითონ არ დარეკავს ვერა. ერთჯერად მობილურებს იყენებს რომ არ იპოვნონ. ნაილი-ჯესიკა შენ სად მიდიხარ ვერ გავიგე. -ზეინის ცოლის როლი უნდა ვითამაშო ცოტა ხანი. გავიგე ახალი გამომძიებელი დანიშნეს და ვაპირებ რაც გადამხდა მას გავუგზავნო და ასევე თქვენც მინდა დაწეროთ. ნენსი შენ შენზე და ლუიმ ნინაზე. სანამ ზეინი იფიქრებს რომ მისი ერთგული ვარ, გამომძიებელი თავის საქმეს მიხედავს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. რადგან აღმოჩნდა რომ ასე თუ ისე თქვენ ორიც (ნენსი და ლუი) დაკავშირებული ხართ ზეინთან, გამომძიებელთან ნაილი უნდა წავიდეს. დაწერილი ფურცლები ნაილის ჩავაბარე და დავემშვიდობე მათ. ჩემი გეგმა ზეინის განადგურების ერთადერთი გზა იყო. ჩემოდანი ჩავალაგე და გამთენიისას ჩავჯექი თვითმფრინავში. ჩავედი თუ არა, სასტუმროში მოვწესრიგდი და ზეინთან შესახვედრად წავედი. რომ ჩამოვედი შეტყობინება მივიღე მისგან. კაფეში შევედი და მიმოვიხედე. დავინახე ის. შავ საროჩკასა და ჯინსებში. მის წინ დავჯექი. -გამარჯობა ჯესიკა. როგორ ხარ? -როგორც შენი მემკვიდრის ინკუბატორს შეეფერება ისე. -გეყო! ხომ ხედავ მშვიდად გესაუბრები და ხალხმრავალ ადგილას დაგიბარე რომ მშვიდად დაგელაპარაკო. -რა თქმა უნდა თუ შეგიძლია მშვიდად საუბარი საერთოდ. შევატყვე ბრაზდებოდა და ცოტა მოვუკელი აგრესიას -კარგი რაზე დამიბარე? -ცოლად შენი მოყვანა დიდმა სიყვარულმა რომ არ გადამაწყვეტინა ეგ შენც იცი. -ის არ მესმის სხვა რატომ არ აირჩიე? -შენ ჩაგთვალე ღირსეულ კანდიდატად ჩემი შვილის გაზრდისთვის. არავის აქვს ისეთი ჯიუტი და უტეხი ხასიათი როგორც შენ. ხანდახან მომწონდა კიდეც ეგ თვისება. -ზეინ ერთი თვის წინ რომ გეთქვა ეს დაუფიქრებლად დაგთანხმდებოდი, მაგრამ ჩემს თვალწინ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი დახოცე. მეშინია შენი. -ის ბიჭი და ჰარი ცოცხლები არიან. თუ ეს დაგარწმუნებს გპირდები, ჩემი ცოლის სტატუსს თუ შეინარჩუნებ, ჰარის და იმ ბიჭს თავს გავანებებ. არ მოვძებნი. დავივიწყებ მათ არსებობას. -კარგი. თანახმა ვარ. კიდევ ერთი რამე მიკვირს ხელი არ მოგვიწერია და ოფიციალურად როგორ გააფორმე ჩვენი ქორწინება. -შენგან მხოლოდ თანხმობა იყო საჭირო და ისიც ბოლომდე შენს სურვილზე მაინც არ იყო დამოკიდებული და საბუთები წინასწარ მქონდა უკვე მოგვარებული და გაგზავნილი. -ანუ ჩემი ხელმოწერა გააყალბე? -ხო მაგრამ სასამართლოში მაგას თუ იტყვი... -არ ვაპირებ არაფრის თქმას. ვხედავ რომ შვილი მნიშვნელოვანია შენთვის. -ძალიან -აქ რატომაა სასამართლო? -აქ ცხოვრობს ლილი. -დედამისი და მე რომ დავშორდით ლილიზე ორსულად იყო, აქ ჩამოვიდა და აქაური მაფიის წევრს დაუკავშირდა. შენ რომ მძევლად აგიყვანა, აი იმ ტიპს. მერე დაქორწინდნენ და თვითონ რომ მოკვდა ბავშვზე მეურვეობა მის ქმარზე გადავიდა. 5 წელი ვცდილობდი მასთან მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ. შენ რომ გაერიე ამ ამბავში და შენს გამო ის ტიპი დაიბრიდა მეგონა ლილის დაბრუნების შანსი აღარ მქონდა, მაგრამ პირიქით, ამან უფრო გამიადვილა საქმე. -ბავშვი გიცნობს? -კი. თვეში ერთხელ ვნახულობდი, მაგრამ დედამისის ძმა ვგონივარ. -რამდენი წლისაა? -10-ის ჩაეღიმა ამაზე და დარწმუნებული ვარ ახლა ლილი წარმოიდგინა. ასეთი თბილი ზეინი ჯერ არ მინახავს. ჩანთიდან ბეჭედი ამოვიღე და ხელზე გავიკეთე. -კარგი დამარწმუნე ზეინ. დაგეხმარები ბავშვის დაბრუნებაში, მაგრამ პირობა უნდა შეასრულო. მან გამიღიმა, რაც ამ ბოლო დროს იშვიათი სანახაობა იყო. ზეინთან იმიტომ ჩამოვედი რომ მისი ნდობა მოვიპოვო და ეჭვი არ შეიტანოს რომ მის ზურგს უკან რამეს ვუმზადებ. თუმცა მისი ისტორია ბავშვთან დაკავშირებით რომ მოვისმინე, რაღაც თბილი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ, მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა და ამიტომ ჰორმონებს დავაბრალე, როგორც ორსულებს სჩვევიათ ხოლმე. -წამოდი ლილი ვნახოთ. -შეგვიძლია სასამართლომდე მისი ნახვა? -კი. დროებით ბავშვთა სახლშია. კაფედან სათამაშოების მაღაზიაში გავიარეთ. -ზეინ ამდენი სათამაშოები რა ამბავია? -მხოლოდ ლილის ხომ არ მივუტანთ. იცი რამდენი ბავშვია იქ? -ვაუ ქველმოქმედიც ყოფილხარ -ბევრი რამ არ იცი ჯესიკა კიდევ ერთხელ დავადანაშაულე ჰორმონები ზეინის მიმართ სიმპათიაში. ბავშვთა სახლის ეზოში შევედით. ზეინი რამდენიმე პატარას გარემოცვაში მოხვდ, რომლებიც მას მხიარულად შეეგებნენ. პატარა ბიჭი გავაჩერე. -ხომ არ იცი ლილი სად არის? მან ხელი გაიშვირა და მეც მზერა გავაყოლე. პატარა ლამაზი გოგო იჯდა საქანელაზე გრძელი შავი თმებით და მწვანე თვალებით. ახლოს მივედი და მის გვერდით საქანელაზე ჩამოვჯექი. -გამარჯობა მან შემომხედა თავისი ლამაზი, დიდი, სევდიანი თვალებით. ისეთი საყვარელი და ლამაზი იყო. -გამარჯობა. -მე ჯესიკა მქვია. -მე ლილი -ლილი რატომ მოიწყინე? -იმიტომ რომ მარტო ვარ. ჯერ დედა წავიდა. ეხლა მამა. -სამაგიეროდ შენს სანახავად ერთი ვიღაც მოვიდა. ლილი ზეინისკენ გავახედე და ისიც რაკეტასავით მოწყდა ადგილს. მასთან მიირბინა და შემოახტა. მამა შვილის ასეთმა შეხვედრამ გული ამიჩუყა. მათთან მივედი. -ლილი გაიცანი ეს ჯესიკაა. -უკვე გავიცანით ერთმანეთი ზეინ ლილი-ბიძია ეს გოგო ჩემი დეიდაა? ღმერთო ალბათ რა რთულია მამისთვის შვილი რომ ბიძას ეძახის. ზეინს შევატყვე სახეზე სევდა. -ლილი გინდა გავისეირნოთ? მე და ჯესიკას შენთვის სიურპრიზი გვაქვს. ბავშვთა სახლის დირექტორის ნებართვით ლილი წამოვიყვანეთ და კაფეში შევედით, რომ მისთვის ყველაფერი აგვეხსნა. ლილი გემრიელად მიირთმევდა ნაყინს და ხან მე მიყურებდა, ხან ზეინს. ზეინი-ლილი გინდა ჩემთან იცხოვრო ლონდონში? ბავშვს თვალები გაუბრწყინდა. -შეიძლება? ზეინი-შენ თუ გინდა კი. -კი კი კი. მინდა! წამიყვანე აქედან ბიძია. ზეინი-ხვალიდან ჩვენ, მე და ჯესიკა შენი მშობლები გავხდებით. ცოტა ხანი გაჩუმდა ლილი. დაფიქრდა. -ანუ დედა ისევ მეყოლება? -დედაც და მამაც -რა მაგარია ზეინი-და კიდევ დაიკო ან ძამიკო. ლილის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მეც ბედნიერი ვიყავი ამ ბავშვთან ურთიერთობით. ამან ცოტა დამაფიქრა. ჩემი გეგმა თუ განხორციელდება, ლილი ისევ მარტო დარჩება. ზეინი კი კიდევ ერთხელ დაშორდება შვილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.