5.მხიარული რომანი
-დამპალო! საზიზღარო! ეს როგორ გამიკეთე, რატომ დაუშვი ჭანჭიკები, რა ნამუსით იქცევი ასე?-თეკლა ბექას კისერში მკლავებს ძლიერად უჭერდა, თვალებს აბრიალებდა და ისე გაჰკიოდა ლამის მთებსაც ზანზარი დაწყოთ. -შემეშვი მხეცო! ანა , გთხოვ უთხარი რამე!-ბექა საცოდავად ჭყიოდა და თან ცდილობდა ზედ შემომხტარი გოგო თავიდან მოეცილებინა. -თვალებს ამოგთხრი! კბილებს დაგაცლი! თითებს ძირში დაგამტვრევ! საერთოდ დაგაინვალიდებ!-იმუქრებოდა თეკლა. ანა ამ ამბავს მშვიდად უყურებდა, გულში კი სიცილით იგუდებოდა. გიორგისაც ანიშნა არაფერი მოიმოქმედოო. ბექამ სახლის კარი გახსნა და გაიქცა, იფიქრა იქნებ ასე მაინც ჩამოვაგდო ეს ალქაჯი ჩემი ზურგიდანო. გოგონამ კიდევ უფრო მაგრად იყივლა, თუმცა ბიჭს ტკიპასავით შემოეჭდო და კინაღამ გაგუდა. -ჩამოეთრიე!-დაუღრიალა ბექამ. საპასუხოდ თავში ძლიერად სთხლიშეს ხელი. ბიჭი უკვე ტყისკენ მირბოდა, ახალმა გემგმამ ნამდვილად გაამართლა, თეკლა რომელიღაც ტოტს გამოედო და სავსე ტომარასავით მძიმედ დაებერტყა მიწაზე, დაცემისას მკლავებში წვეტიანი კენჭები შეესო, სახე დაეღმიჭა და დაიკრუსუნა. ბექა მოშორებით იჯდა, გაოგნებული ძლივს სუნთქავდა. ბოლოს შეეცოდა გოგონა, დასახმარებლად ხელი გაუწოდა, თუმცა თეკლა რის თეკლა იქნებოდა? ბიჭს ხამოწვდილ ხელში ჩასცხო და საკუთარი ძალებით წამოდგა. -კარგი რა, ბოდიში. -შემეშვი. ნუ მეხები! ამასობაში ანამ გარეთ გამობრძანება ინება და გიორგიმაც ხელით გამოიყვანა. -აბა შერიგდებით თუ შეგარიგოთ?-იკითხა გაბრწყინებული სახით. -ამ ორანგუტანს ჩემი სიცოცხლის მოსწრაფება უნდა, რა შერიგებაზე მელაპარაკები ანა?-ცხვირაბზუებულმა თეკლამ , თმა მედიდურად გადაიყარა ზურგსუკან. -უკაცრავად, ქალბატონო სიტყვებს დაუკვირდით!-არც ბექამ დაიშურა მედიდურობა. -არაფრის ღირსები არ ხართ თქვენ!-დაიბიხუნა გიომ. * * * -ანა, ძალიან, ძალიან ცუდი იდეაა!-თეკლას სახეზე საშინელი გამომეტყველება აღბეჭდვოდა. გოგონები სხვენში ისხდნენ. ანას და გიორგის მდინარეში ბანობა მოუნდათ, რაც თეკლას აზრით მდინარეში ჩახრჩობას ნიშნავდა. სამწუხაროდ, რთულია შეეწინააღმდეგო მომავალ დედას და მის მზრუნველ ქმარს. გარდა ამისა, თეკლას (და არც სხვებს), საცურაო კოსტუმი თან არ წამოეღო, ეს კი ნამდვილ ტრაგედიად იქცა ისედაც უგუნებოდ მყოფისათვის. -კარგი რა!-ანა დედიდაშვილის განწყობას არ იზიარებდა.-ამას რას ერჩი, მთლიანი ბოდეა, გიოს დედას ეცვა, თუ არა და ერთნაირი ფერის საცვლები აარჩიე და იმით წამოდი, მეც მასე ვაპირებ მდინარეში ჩასვლას, ბიკინის არქონის გამო ყელს არ გამოგჭრით. -ეს?-თეკლამ ხელში გიორგის დედის საცურაო კოსტუმი შეათამაშა.-შენი აზრით ამას ჩავიცვამ? -ნუ ხარ კუდაბზიკა! -შენ, რომ ვირივით ჯიუტი არ იყო ახლა ზღვაზე ვიქნებოდით! -თეკლა , არ შეგიძლია გაჩერდე? ოდნავ მაინც მეცი პატივი, იმისთვის ჩამოხვედი თბილისიდან, რომ ნერვები დამაგლიჯო?-ანას თვალები აუცრემლიანდა.-რა უნამუსობაა! -ის არ არის უნამუსობა ჩასახრჩობად , რომ მიმეტებ? ხომ იცი რა დამპალია ის გამოკრეტინებული იდიოტი! რაღაცას დამიშავებს!-გოგონას უკვე დამარცხებულის ხმა ჰქონდა. -მენდე.-ანა გაბუსხულ თეკლას გაჭირვებით გადაეხვია. * * * ოთხი ახალგაზრდა მდინარისკენ ფეხით გაემართა. მისვლისას მოსალოდნელი სიტუაცია დახვდათ: მთის მდინარე , რაღათქმაუნდა ჩქარი დინება, ბევრი ლოდები და ყინულოვანი წყალი. ანამ დაუფიქრებლად გაიხადა სარაფანი, ერთ დიდ , მზეზე გადახურებულ ლოდზე დაჯდა და ფეხები წყალში ჩაყო. გიომ და ბექამ უყოყმანოდ შეცურეს. თეკლა ნაპირზე გახევებული იდგა. -მშიშარა!-დაუძახა ქვემოდან ბექამ. გოგომ „ღმერთო შენ მიშველე“-ს ნსახით გადაატრიალა თვალები, მაისური გადაიძრო და წყალში შევიდა. ბიჭს ენა მუცელში ჩაუვარდა გოგონას ნახევრად შიშველი სხეულის დანახვისას. -შენრა ასე ჩაცმული უნდა იყო?-დააყრანტალა დაუფიქრებლად. -იდიოტო , „დუბლიონკით“ , „პლაშით“ და „ შუბით“ ბანაობას არ ვაპირებ.-დამცინავად გადახედა თეკლამ. -აი დაიწყეს.-გიორგიმ თვალები ზეცას მიაბყრო.-მოდი , ანუშ, შენ მაინც გაბანავო წესეირად. გიომ ცოლს ხელი მაჯაში ჩაავლო და ფრთხილად შეიყვანა შედარებით ღრმა წყალში. -გაუშვი ეხლავე ხელი ბიჭო! ვერ ხარ შენ? ორსულია რამე არ მოუ.... -თეკლამ თქმა ვერც მოსწრო ისე დაუცდა ფეხი ქვაზე, წამში გაიტაცა სწრაფმა დინებამ, თევზივით აფრთხალდა და ხმამაღლა აყვირდა . -მიშველეთ! ბექა აქოჩრილ ტალღებს შეება, წყალს ტავქვე დაუყვა და თეკლასაც მოჰკრა თვალი, ლოდებს შორის გაჩხერილს, სახეზე კირისფერი ედო, თმა ზედ მისწებებოდა და თვალები დაეხუჭა. -ახლა არ მოკვდე, ჯანდაბა!-თავისთვის ბურტყუნებდა ბიჭი, თან ეკლას სხეულს ნაპირზე მოათრევდა.-მერე ვინ მომიშლის ნერვებს? -რა ჭირს?-ანა ნათესავის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე, თეკლაზე უფრო უარესად გაფითრდა, გიორგიმ სწრაფად გამოიყვანა ნაპირზე. -ანა ნუ ნევრიულობ ! ახლა შენ არ გაგვიხდე მისახედი. -კაი ჰო, მარა რეებს ბლუყუნებ? -რადროს ეგაა. -მიმიშვით!-ანას ნელ-ნელა ლოყებზე ფერი დაუბრუნდა. ბექამ ადგილი გაუნთავისუფლა და თვითონ იქით გაიწია, გიომაც მას მიბაძა და ორივე შორიახლს ჩამოსხდა მოლზე. ანამ თეკლას გულზე ყური დაადო, მერე მაჯისცემა გაუსინჯა, სუნთქვასაც კი მოუსმინა. -ახლა მისმინე, არ ისუნთქო, თავი მოიმკვდარუნე, თორემ მე მიგასიკვდილებ! ხმა არ აგიღო და არც თვალი გაახილო!- ჩურჩულით დამოძღვრა დეიდაშვილი, მერე კი ბექას უხმო:-მოდი აქ, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარე! -მე?-თვალები გადმოკარკლა ბექამ. -არა მე?-გაბრაზდა გოგო.-შენ კიდე დამეხმარე, ვერ ვდგები. ბექამ ფრთხილად ჩაჰბერა ჰაერი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ , გაიმეორა და გოგონამაც თვალები ზანტად გაახილა. ბიჭმა ხელში აიტაცა, გულზე მიიხუტა და ასე წაიყვანა სახლისაკენ. * * * მაპატიეთ, ძალიან პატარა თავია, მაგრამ საერთოდ არავინ აკომენტარებს , ამიტომ თუ გინდათ გავაგრძელო გთხოვთ ,გამოხატეთ თქვენი აზრი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.