შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 23


31-03-2017, 08:55
ავტორი Lex
ნანახია 1 463

23.
მიმი ისევ ძილისკენ იყო წასული ბიჭებს კრუასანები მინდაო, რომ მიაძახა.
ნაქსოვ პლედში გახვეულმა კვლავ ძილს მისცა თავი...
ძილამდე კი ერთი გაიფიქრა...
„რა ლამაზი და თბილი პლედია.... ნეტავ ვინ მოქსოვა?.. “
ისე ღრმად ეძინა, სავარძლიანად რომ გაეტანათ გარეთ, ვერაფერს გაიგებდა... მხოლოდ სადღაც შორიდან პიანინოს ხმა ესმოდა..
დანჭყრეული... ძველი მელოდიის ხმა...
იმ ხმას მისდევდა... აინტერესებდა ვინ უკრავდა...
პიანინო ძველი იყო... მორყეული... ხმაც ასეთივე მორყეული...
გაყვითლებული სპილოს ძვლის კლავიშები...
გამხმარი კოჟრიანი თითები კლავიშებს ელამუნებოდა....
„ნეტა ვინ უკრავს... ვინ უკრავს... უკრავს....“
ექოსავით ჩაესმა საკუთარი ხმა, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს...
პირიც არ გაუღია...
თავისივე ხმა ჩასძახის....
ვიღაც უკრავს...
იმასაც კი ვერ არჩევს კაცია თუ ქალი...
ხმა სადღაც სარდაფიდან მოდის...
და სწორედ იმ სადარბაზოს სარდაფია...
კიბეები უსასრულოდ ჩადის და ჩადის დაბლა... სართულები არ ილევა...
მუსიკის ხმა უფრო და უფრო ახლოვდება, მაგრამ სარდაფამდე მისულს კიდევ ახალი კიბე უჩნდება...
ჩადის და ჩადის ქვემოთ...
აი ერთი საფეხურიც და უცებ...
აღარაფერია....
სადღაც თით ქოს ტრამალზეა...
წინ რომ გადაიწიოს სიბნელეში ჩავარდება...
სიცარიელე, სიბნელე... და ერთადერთი ქვის ფილა...
ერთადერთი კიბის საფეხური, რომელზედაც ძლივს დგას...
პიანინოს ხმა კი არ წყდება, ახლა ბევრად უფრო გარკვევით ისმის...
მაგრამ არც სადარბაზოა და არც სხვა არაფერი....
თავს ძლივს იმაგრებს...
ერთადერთი კიბის საფეხური მოძრაობს...
ცოტაც და სადღაც ჩავარდება...
მაგრამ უცებ ვიღაც ყელში სწვდა და დაიჭირა...
კედლის ნაპრალიდან გამოყოფილი ხელი იკავებს. ყელში უჭერს მაგრამ არ ახრჩობს... პირიქით იჭერს...
იჭერს, რომ სადღაც უფრო ქვემოთ, არ ჩავარდეს...
თითქოს ტრამალი იყო ახლა კი ისევ სადარბაზოშია, მაგრამ მის ქვევით უფსკრულია...
კიდევ კარგი ხელით იჭერენ....
მაგრამ ვინ?..
ვისი ხელია?...
ვიღაც თმებზე ნაზად შეეხო...
ყურში ჩასჩურჩულებს...
„ათამდე დაითვალე... არ მოიხედო ისე წადი...“
სად წავიდეს, სად?.. არც ფიფო ჩანს არც მხატვარი...
ყურში ისევ ის ხმა... ნაცნობი სიტყვები...
„ათამდე დაითვალე...“
„ათამდე დაითვალე...“
„ათამდე დაითვალე...“
ხმა ექოსავით მეორდება და სადღაც სიბნელეში იკარგება..
მერე ისევ ქაოსი... პიანინოს ხმაც თანდათან სადღაც ქრება.. ყრუდ ისმის...
ცხვირში რაღაც სასიამოვნო სურნელი...
რაღაც ნაცნობი და გემრიელი...
სავარძელთან სკამზე ახლად მოდუღებული ყავა და დიდი ოქროსფრად მოელვარე ახლად გამომცხვარი კრუასანი იდო...
მიმიმ ისევ თვალები მილულა და გაეღიმა...
„კიდევ კარგი ის კოშმარი სიზმარი იყო...“
მხატვარი თავის საწოლზე გაუხდელად მიწოლილიყო და უკვე ძილს მისცემოდა.
მიმიმ თავის პლედი დააფარა. ოთახში მეტი არავინ იყო
„ფიფომ მხატვარი სახლამდე მოიყვანა... ჩემი კრუასანიც არ დაავიწყდა.. მერე კი ალბათ პირდაპირ სამსახურში წავიდა...
მეც წასასვლელი ვარ...
უჰ როგორ მეზარება...“
სახლში ფაციფუცით შევარდა.
დედა ოთახიდან ოთახში ქოთქოთით დასდევდა...
-გეჭამა მაინც რამე..
წუხელ მეგობრებთან რატომ დარჩი?..
ბარემ მოსულიყავი სახლში...
უკვე მიჩვეული იყო მიმის გვიან მოსვლას ან მეგობრებთან დარჩენას, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ეგუებოდა და საყვედურებს არ აკლებდა.
-სამსახურში მაგვიანდება, თანაც უკვე გემრიელად ვისაუზმე.
მიმის ეღიმებოდა...
ფიფო ყოველთვის გამოირჩეოდა ყურადღებით, ახლაც არ დავიწყნია მიმის საყვარელი კრუასანები, მხატვარს გამოატანა, თავად კი სამსახურში გაიქცა...
„ან იქნებ მოვიდა, მნახა, რომ ისევ მეძინა და არ გამაღვიძა...“
-კვირასაც მუშაობ?
მიმი დედის ხმამ სასიამოვნო ფიქრებიდან გამოარკვია.
-???
მიმი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა... სადღაც შორს გახედა ქალაქს.
-დღეს კვირაა, არ მეგონა დღესაც თუ მუშაობდი... შაბათს სასაფლაოზე აგიყვანო და საერთოდ არ გამოჩნდი გუშინ... დილით რომ გაიხურე კარი..
აბუზღუნდა დედა.
-ახლა წავიდეთ!.. მართლა... დეე, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ... გზაში ყვავილებიც ვიყიდოთ...
დიდი თეთრი ვარდები...

***
ფიფო ფანჯარასთან იდგა... განვლილ ღამეზე,.. არა დილაზე ფიქრობდა.
მშვენივრად გაატარა... შესანიშნავი ქალია ეს მედექსპერტი, ნეტავ ადრე რატომ არ ამჩნევდა...
„არა მიმის საერთოდ არ ჰგავს, სულ სხვა ტიპია... სულ სხვა სტილის ქალია...
ნეტა მიმი ახლა მართლა რას აკეთებს... არც დაურეკავს...
მხატვარმა ხომ არ უთხრა რაიმე?..
იქნებ ისიც უთხრა, რომ სახლამდეც არ მომიყვანესო...
არადა თავად მთხოვა გადასახვევთან გამაჩერებინა...
ვაიმე კრუასანი....“
ფიფომ გადაწყვიტა ჯერ მიმისთან სახლში დაერეკა, დედასთან მოესინჯა ნიადაგი...
ტელეფონი არავინ აიღო...

LEX·2016 წლის 21 ივნისი, სამშაბათი.



№1  offline წევრი Lex

დღეში მხოლოდ ერთი თავის დადების ლიმიტი მაქვს, შევეცდები კიდევ გავზარდო
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent