შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 2


10-03-2017, 12:54
ავტორი Lex
ნანახია 2 026

2.
სახლში მისულს უარესი რუტინა დახვდა:
- ტელეფონი რატომ გქონდა გათიშული?
- რა ფერი გადევს?
- მანქანა ხომ არ დაამტვრიე?
- რაიმე შეგემთხვა?
- ამდენი ხანი სად იყავი?
ბოლო შეკითხვაზე აღირსა პასუხი:
- სად ვიქნებოდი აბა? სამსხურში ვიყავი!
- აბა სამსახურიდანაც რომ გირეკავდნენ?..
- ოოოოო... რა ხალხი ხართ რა... - გაბრაზებულმა ცხვირწინ მიუჯახუნა თავისი ოთახის კარი და ფეხსაცმლის გაუხდელად მიეგდო საწოლზე.
თუმცა ვინ მოასვენა:
- მიმი! მიმი, გამიღე დედა კარი!-
არ ეშვებოდა დედა
- ცუდად ხომ არ ხარ?...
- რა მოხდა...
ყურზე ბალიში წაიფარა, მაგრამ კარებს იქეთ ხმა მაინც არ ცხრებოდა..
- ყავა მინდა დე! - ამოიღმუვლა
რადგან რაღაც პასუხი მაინც აღირსეს დედა ცოტათი თითქოს დამშვიდდა კიდეც...
როცა გამოეღვიძა უკვე კარგად შებინდებული იყო. ისევ ძილ-ბურანში იყო, ჯერ ვერ გარკვეულიყო ღამდებოდა თუ თენდებოდა...
სასადილო ოთახში კვლავ დედის ქოთქოთის მოსმენა უწევდა:
- აი დილით რომ არ საუზმობ, მაგან იცის ასე მოთენთვა, შუადღეზე საბავშვო ბაღშიც კი ვერ გაძინებდნენ, ახლა კი იმდენი ხანი გეძინა...
ნამძინარევი თვალები უაზროდ მოავლო ოთახს... პიანინოს დანახვამ რაღაც მელოდია მოაგონა, თითქოს ყრუდ, შორიდან ჩაესმა ძველი აკორდები...
პიანინო საკმაოდ მოძველებული იყო, დიდი ბებიისგან ერგო სახსოვრად, როგორც პირველ შვილთაშვილს, მის გვერდით, კი ასევე ძველებური პატარა მრგვალი შავი ხის მაგიდა იდგა... ლარნაკში დიდი ყვავილების თაიგული ეწყო... „ფერადი მიხაკები?.. ჰმ... “ თვალები უფრო დიდზე დაჭყიტა, კარგად ვერ გაეგო გამოფხიზლდა თუ კიდევ სიზმარში იყო.
არ ესმოდა დედა რას ელაპარაკებოდა, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც დედამ პატარა ბარათი გაუწოდა...
„დარწმუნებული ვარ გამოვიცანი“ - ბარათზე მხოლოდ ეს ეწერა.
მიმიმ უსიამოდ აიჩეჩა მხრები, ცხელი ყავა დიდი ყლუპით მოსვა... სითბომ ყელში გაუარა და გულში ჩაეღვარა...
როგორც იქნა გაეღიმა...
დედა კვლავ უამრავ კითხვას აყრიდა თუმცა არც უსმენდა კვლავ გემრიელად მიირთმევდა ყავას და დღევანდელი დღის განცდილს ათასნაირად ატრიალებდა თავში.
მოულოდნელად წამოდგა, პატარა მაგიდაზე მიგდებულ მანქანის გასაღებს სტაცა ხელი და გარეთ გამოვიდა...
ლამპიონების შუქზე ქალაქში გასეირნებას არაფერი სჯობდა, დღის სიცხეს ღამის სასიამოვნო სიგრილე ცვლიდა. რამოდენიმეჯერ აატარა მანქანა იმ ქუჩაზე, სადარბაზო ჩაბნელებული იყო, ფანჯრებიდან ზოგან ოდნავ გამოკრთოდა შუქი, ზოგან კი საერთოდ არა, სახლი ავარიული იყო, ბზარებისგან დახეთქილს, აქა იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდა პატარ-პატარა ლომის თავიანი გამოსახულებები.
რას ეძებდა ან ვის ეძებდა თავადაც არ იცოდა. ანდა რას მოელოდებოდა ძველი ქალაქის, ძველი უბნის და ძველი ქუჩის, ძველი სახლიდან საიდანაც თითქოს ისევ მოისმოდა ძველი პიანინოს ხმა... მაინც გაბედა და სადარბაზოში შევიდა, თუმცა კიბეზე ასვლა არც უცდია ქვემოდან ახედა სიბნელეში შთანთქმულ კიბეთა რიგს...
ახლაღა გაახსენდა ფერადი მიხაკები... და უახლოესი მეგობრის დაბადების დღეც... აიკლებენ ახლა წუწუნითა და საყვედურებით, მთელი დღე ხომ ტელეფონიც გამორთული ჰქონდა... და არც კი უცდია ჩართვა...
მოგვიანებით მანქანას მეგობრის სახლისკენ მიაქროლებდა, გვერდითა სავარძელზე კი ფერადი მიხაკები ეწყო...

LEX·2016 წლის 15 აპრილი, პარასკევი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent