შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...5...


31-03-2017, 23:40
ავტორი kethrine
ნანახია 2 286

მეორე დღეს დილით მოემზადნენ გოგოები და სასწავლებელში წავიდნენ,ორივე ჩუმად იყვნენ,ნინიც კი,რომელიც სულ ლაპარაკს იყო დაჩვეული,ისიც კი უჩვეულოდ გამოიყურებოდა,ალბათ წინა დღევანდწლ ამბებზე ფიქრობდა,ვაჩეზეც,მაგრამ რაღაც მომენტში იმასაც ფიქრობდა,რომ ყველაფერი სწორად მოხდა. როდემდე უნდა ყოფილიყვნენ ასე. არც მეგობრები და არც შეყვარებულები,თავს ძალა ატანდა რომ ვაჩეზე აღარ ეფიქრა და გამოსდიოდა კიდეც,აი ქეთა კი ვერაფერს ახერხებდა,ხან უცნობზე ფიქრობდა ხან ირაკლიზე,ერთი მხრივ აინტერესებდა რა უნდოდა უცნობს,სად გაიცნო,ვინ იყო? უამრავი კითხვა უტრიალებდა... აი ირაკლიზე კი ეჭვობდა რომ რაღაცას მალავდა,საუბრის დროს დაძაბული იყო, სიტყვებსაც დიდი სიდიადით არჩევდა... მთელი დღე ვერ დაანება ამ ფიქრებს თავი მიუხედავად იმისა,რომ ძლიერ ცდილობდა. აუდიტორიიდან გამოსულებს ქეთას წერილი მიუვიდა "შეიძლება გნახო?" გაუკვირდა,აქამდე ყოველთვის ისეთ ტექსტებს წერდა რომ გაუგებარიც კი იყო. ახლა კი ასე უცბად... "სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს" მიწერა ქეთიმ,ის იყო ნინისთვის უნდა ეთქვა, რომ წასვლას აპირებდა,როცა კართან ირაკლი დაინახა.
-გამარჯობა ირაკლი
-გამარჯობა თოჯი,როგორ ხარ?- გადაკოცნა და ლოყაზე გაეთამაშა,რაზეც ქეთამ თავი დახარა-გავისეირნოთ?
-იცი არ მცალია,ახლა უნდა...-ვეღარ დაამთავრა სათქმელი რადგან ნინი მიუახლოვდა-ხო მართლა გაიცანი ეს ნინია ჩემი დაქალი ეს კი ი-რა-კლი.. ნინ რა გჭირს ცუდად ხარ?-ნინის სახეზე ფერი აღარ ედო
-შენ? ირაკლი?-მიმართა ბიჭს ნინიმ.ირაკლიმ მხილოდ ოდნავ ჩაიღიმა და მიესალმა -გამარჯობა ნინი
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ?-დაბნეული ქეთი ხან ირაკლის შეხედავდა,ხან ნინის
-შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა?-კითხა ბრაზმორეულმა ბიჭს
-შენი აზრით აქ რისთვის ვარ?-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ირაკლიმ
-ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება?-ვეღარ მოითმინა თვაურმა
-ქეთ მე მას ვიცნობ-ისე უთხრა ნინიმ,ირაკლისთვის თვალი არ მოუშორებია
-რა? საიდან?... ... ხო რა თქმა უნდა,მშვენიერო-ბოლო სიტყვა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა თუმცა ორივემ გაიგო.
-ქეთ სალაპარაკო გვაქ,ვიცი რომ უარს არ მეტყვი,არ უნდა მითხრა,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავილაპარაკოთ,მომბეზრდა დამალობანა. უბრალოდ გთხოვ
-თოკოსთან ერთად ჩემთან შენ იყავი?-ქეთა კიბეზე ჩამოჯდა ნელა და პასუხს დაელოდა. ნინიმ და ირაკლიმ კი ერთდროულად შეხედეს გაკვირვებული,გაფართოებული თვალებით.
-გოგო ახლახანს კაცმა რა გითხრა და შენ მეტი ლოგიკური კითხვა ვერ მოიფიქრე?-მთელი სერიოზულობა ჩააქსოვა ნინიმ
-მიპასუხე-თქვა ქეთამ ისე,რომ კიბის საფეხურისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მაგას ახლა რამე მნიშვნელობა აქ ქეთ?-კითხა ბიჭმა.
-კი. მიპასუხე-გაიმეორა გოგონამ
-კი იქ ვიყავი,შენთან-თითქოს ჩურჩულით თქვა ირაკლიმ-მე დაგაწვინე,ეს გაინტერესებდა? ქეთამ თავი ჩაღუნა და ერთიანად წამოუცვივდნენ როგორ წერდა უცნობი,როგორ დაყვებოდა,როგორ გადაარჩინა იმ ღამეს,როგორ მოუარა მთვრალს. თავის ღაწვებზე ობოლი ცრემლიც იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია. რას განიცდიდა? სირცხვილს,სრულიად უცხო ადამიანთან აღმოჩნდა სრულიად უჩვეულო მდგომარეობაში, ნინი კი თითქოს ახლა მიხვდა რაში იყო საქმე და თავში ხელი დემონსტრაციულად შემოირტყა.
-კარგი ქეთ გთხოვ,არაფერი მომხდარა უბრალოდ დაგაწვინე,არ მიცნობ და მაგიტომ ფიქრობ ცუდს.ქეთ გთხოვ დავილაპარაკოთ,ოხ ამისიც... ამდენი არავისთვის არაფერი მითხოვია-ადგილს ვერ პოულობდა ირაკლი,ნინიმ ცოტა ხანს უყურა მერე ვეღარ გაძლო და გაიცინა,რაზეც გაკვირვებულო ორი წყვილი თვალის მზერა დაიმსახურა
-ხალხო მერამდენე საუკუნეა? შენ ბიჭო-ტრუსში და მაიკაში პირველად ნახე გოგო? ან შენ კიდე რა იყო?-ახლა ქეთასკენ გადაინაცვლა- ადამიანმა მზრუნველობა გამოიჩინა,რამე დააშავა?არაფერი. ნუ გცხვენია,თან მთვრალი იყავი,ფხიზელი მაგას იზავდი? უუუუუუუუუჰ
-კარგი ვილაპარაკოთ-ცოტა ხნის შემდეგ ჩაილაპარაკა ქეთამ,ადგა,ნინის გადაეხვია მიყვარხარო ჩაჩურჩულა ყურში და ირაკლის მანქანაში ჩაჯდა. გზაში ხმა არცერთს ამოუღია,თითქოს სათქმელი არაფერი ქონდათ,ან თუ რამეს იტყოდნენ ამით რამეს დააშავებდნენ. ქუჩის კუთხეში მყუდრო კაფეში შევიდნენ,ყავა შეუკვეთს და ერთმანეთს რამდენიმე წუთი უსიტყვოდ უყურებდნენ,სიჩუმე ირაკლიმ დაარღვია
-პირველად კაფეში დაგინახე,შენ და ნინი,რაღაცაზე იცინოდით ბავშვივით,ძალიან ლამაზი იყავი,შემდეგ თოკოსთან ერთად დაბადების დღეზე გნახეთ, მაგრამ არ გახსოვარ,მაშინ ვთხოვე თოკოს შენი ნომი,მითხრა ვნახავო მაგრამ მე ვეღარ მოვითმინე,ტელე ვითხოვე და ნომი ამოვიწერე,ერთი თვე შენ სახლთან ვათენებდი და ვაღამებდი,საკუთარ თავზე მეცინებოდა. ძალიან ბანალური ვარ ხომ? შეიძლება-თავს აქნევს ირაკლი და ისევ ქეთას უყურებს. გოგონას კი თავი დახრილი აქვს და უსმენს-შემდეგ დარეკვა დავიწყე,შორიდან გაგიცანი და მივხვდი როგორი უკარებაც ხარ,ვიცოდი ისე უბრალოდ არ დამელაპარაკებოდი მაგრამ მაინც დავრეკე. ასეც მოხდა გამითიშე,მერე გამლანძღე... როცა ბრაზდები თვალები გიელავს,ოღონდ ცუდად არა,სიცოცხლისფრად დაკვირვებულხარ?
ქეთამ უცბად აწია თავი და ირაკლის თვალებს შეეფეთა,რამდენიმე წუთი ასე უყურებდნენ ერთმანეთს,გოგონა ცდილობდა თვალებიდან ამოეკითხა სიმართლე,არ უნდოდა ბიჭის ტკბილ სიტყვებს მინდობოდა.
თვალები...
მათ ხომ ვერაფერს გამოაპარებ,თვალები არასოდეს იტყუებიან,უბრალოდ საჭიროა კარგად ჩაიხედო,სწორად წაიკითხო,მიხვდე რის თქმა უნდათ,თვალები საიდუმლოსაც გაგიმხელენ,ნათქვამსაც და უთქმელსაც,არ უყვართ საიდუმლო,რადგან ვერ მალავენ... ახლაც სწორად წაკითხულ სიმართლეს ეძებდა ქეთა,ეძებდა მაგრამ ამისთვის ალბათ დრო დაჭირდებოდა,როგორც ყველა ბოქლომს თავის გასაღები აქვს,ისე ყველა თვალი, თავის წამკითხველს საჭიროებს. იცოდა ქეთამ,იცოდა მაგრამ მაინც ეძებდა,შენდეგ კი უბრალოდ გვერდით გაიხედა, რომ თავისი აწყლიანებული თვალები დაემალა,თუმცა დამალა?
-არ იტირო,მე არაფერს გთხოვ ერთის გარდა. გთხოვ მეგობრობით დავიწყოთ,თუ მეტყვი რომ ვერ შემეწყე,არ მოგწონვარ,გეზიზღები მე წავალ,არც დაგემშვიდობები ისე,წავალ თუ მეტყვი,ოღონდ პირველად თვალებმა უნდა მითხრან,მერე შენ,თუ ასე მოხდა ისე გავქრები როგორც გავჩნდი გპირდები-გოგონას ხელი თავის ხელებში მოიქცია და ცერა თითით ნაზად მოეფერა, ქეთა ყოველთვის ცდილობდა რეფლექსები დაეიგნორებია, მაგრამ ახლა ვეღარაფერს გახდა,საკუთარ თავს გამოუტყდა,აღიარა რომ ირაკლი მოწონდა,მისი მზრუნველობაც და ღიმილიც,მთლიანად ირაკლი,მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა. მას ხომ არც იცნობდა.
-კარგი მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს კარგი?
-კარგი თოჯი,გპირდები თავს არ მოგაბეზრებ.
-ახლა სახლში წამიყვანე რა, ცოტა აზრზე მოსვლა მინდა...
-როგორც იტყვი-გაუღიმა ირაკლიმ და ხელი გაუწოდა,ქეთამ თითქოს ვერ დაინახა ისე წამოდგა მაგრამ დაბნეულობით სკამის ფეხს ფეხი წამოდო და რომ არა ირაკლის ხელი ალბათ წაიქცეოდა.
-ყოველთვის ასეთი მკაცრი ხარ?-ყურთან უჩურჩულა ირაკლიმ,ქეთამ თვალები დახუჭა,ცდილობდა იმ ჟრუანტელს გამკლავებოდა,ბიჭის სუნთქვით რომ იყო გამოწვეული. უცბად მოტრიალდა და ლამის დაეჯახა,ისე ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, ირაკლიმ ღრმად ამოისუნთქა
-შენ ყოველთვის ასეთი ჯიუტი?-კითხვა შეუბრუნა ქეთამ და ჩაიცინა რადგან მიხვდა თუ როგორ მოქმედებდა ბიჭზე და ეს მოწონდა.
ვიღაცას უთქვამს "სიყვარული მეგობრობით იწყება"-ო, შემდეგს აზრი გამოუთქვამს "ორ საპირისპირო სქესს შორის მეგობრობა, ან სიყვარულით, ან ცალმხრივი იმედგაცრუებით მთავრდება"-ო, მესამე ამბობს "მეგობრობა წმინდაა,ყველა ასპექტში"-ო... სიმართლეა? ალბათ ბაწილობრივ კი. ერთად დაწყე ული მეგობრობა რომელიც ბავშობიდან იწყება,რატომაც არ შეიძლე ა იყოს ნამდვილი მაგრამ ეგრედ წოდებულ მეგობრულად დაწყებული ურთიერთობა,რომელიც თავიდანვე ცხადია რომ ეს მეგობრულის გარდა ყველაფერი იქნება,სხვას რამეს ადასტურებს.



-ისე ქეთ,იცი რა?! ეგ თქვენი ურთიერთობა ჩემსა და ვაჩეს ურთიერთობას გავს,იმ განსხვავებით რომ ირა იმ ტვინგამოჭმულს არ გავს... და იცი რა?აქამდე ჩუმად ვიყავი მაგრამ ვეღარ ვიცდი,ჩემთვის სამი კვირაც მეტისმეტია "სუჩუმისთვი". ხოდა ხმას რომ არ ვიღებდი ჩუმად ჩემთვის გაკვირდებოდით და ახლა პირდაპირ გეუბნევი. თქვენ მეგობრობის გარდა ყველაფერი ხართ. შეყვარებულები,საქმრო-საცოლე,თაყვანისმცემელი თუ როგორც დიდი შოთა იტყოდა მიჯნურნი, ნუ რაც ქვია რა-მიაყარა ნინიმ დაქალს და რეაქციას დაელოდა
-ნინ სერიოზულად? ხომ ყველაფერს გიყვებოდი ამ სამი კვირის მანძილზე?ზედმეტად არ მაწუხებს,შესაბამისად არც მე. ვხვდებით სასწავლებელთან მივდივართ კაფეში ან სადმე ბუნებაში,მეგობრებთან ერთად უფრო ხშირად ხოლმე. ყურადღებას ვგრძნობ მაგრამ მხოლოდ მეგობრულს. ჩემგანაც იგივე რა თქმა უნდა. აქამდე შენც არაფერი გითქვამს მეგონა რომ შენც ეთანხმებოდი ჩვენს ასეთ მეგობრობას-თითქოს ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თვაურმა
-გოგო მისმინე და არ გამაწყვეტინო,მე იმიტომ არაფერს გეუბნეოდი რომ ჯერ ერთი შენ არაფერი გიკითხავს მაგრამ ეს დაი კიდე, მაინტერესრბდა რას იზავდით. იცი კიდე რა?! ირაკლიმ თანხმობა შენგან მაშინ მიიღო როცა უთხარი, კარგი მეგობრები ვიყოთო,უბრალოდ ახლა ცდილობს შენ თავისუფალი არჩევანის უფლება მოგცეს. გელაპარაკება ყოველდღიურობაზე,მაგრამ გრზნობებზე უთქვამს შენთვის რამე იმ დღის მერე? არა! ახლა კი ერთ კითხვას დაგისვავ. შენ რომ ერთ მშვენიერ დღეს ირაკლი ვინმე მომხიბვლელ, ლამაზ,სექსუალურ გოგოსთან, თბილად და ტკბილად მოსაუბრე დაინახო რას იფიქრებ? ვიმეორებ დაინახო,უბრალოდ დაინახო რას იზავ?-კითხა და დაკვირვებული,ინტერესიანი მზერა მიაპყრო მეგობარს.
-არვიცი ნინ, არვიცი. სიხარულით არ ვიბრწყინებ, მაგრამ თუ ის ადამიანი იმას მოწონს ალბათ მეც მივიღებ!
-ზუუუსტააად!შენი პასუხი იმაზე მეტს გამოხატავდა ვიდრე შენ თქვი.ყველაფერი გავიგე და არაფერს აგიხსნი. შენც გაიგებ მაგრამ მეშინია გვიანი არ იყოს,თუმცა მაინც არაფერს გეტყვი. შენ! შენ უნდა მიხვდე მაგას. მაგრამ ერთიც დაიმახსოვრე,ადამიანს რაც აქ, ხშირად იმას ვერ აფასებს მანამ,სანამ არ დაკარგავს. და ფრთხილად!არ დაკარგო...
-შენ სულ გამოშტერდი მაგ ფსილოგიურზე ხო?? დამიბრუნე ჩემი ნინი რა-აბუზღუნდა ქეთა
-კაი ხო დავბრუნდი,აბა ამ საღამოს რას ვშვებიიით გიჟოოო?-თვალები დაიწვრილა და ტუჩები გაბუსხა ნინიმ
-რავიცი საღამოს ირაკლი და თოკო გამოგვივლიან და ბარში წავიდეთ,ბიჭები იქ დაგხვდებიან.
-კარგიიი წრუწუუუუნ მოვემზადოთ აპა აწი
-კარგი ხო ცოტა კი მეზარება მაგრამ...
დიდი წვალების შემდეგ,წვალების რადგან ალბათ ორივემ ხუთი ან მეთი ტანსაცმელი მოირგო მოემზადნენ. ბოლოს ნინიმ გადაწყვიტა კლასიკური შარვალი მაღლები და მოსახერხებელი ზედა,ხოლო ქეთამ დაქალის დაჟინებული თხოვნით მოკლე წითელი,ზურგამოღებული კაბაზე შეჩერდა.მაკიაჟი გაიკეთეს და სარკის წინ დატრიალდნენ.ქეთ ასეთს პირველად დაგინახავს შენი მაჩო ხო? ანათებ
-და შენზე რატო არაფერს ამბობ? აუ ერთი კარგი ბიჭი დაგხატავდა. მაგ სავსე მკერს სულ რომ დავნატრი პატრონი ხო უნდა? -გააჯავრა ქეთამ.
-მშვენიერი პატრონი ვყავარ..დუუტ-თითის ქნევით დაემუქრა დაქალი
ირაკლიც და თოკო რაღაცაზე საუბრობდნენ როცა გოგოები მიუახლოვდათ,საუბარი შეწყვიტეს და გოგოებზე გააჩერეს მზერა.
-აუ გოგოებო რა ლამაზები ხართ? ნინ სხვა მაინც იყო ჰა? გამოვშტერდი-აჟიტირდა თორნიკე- მაგრამ ვიცი ვინც ხარ და პირი არ გააღო ახლა გეხვეწები, ნუ ჩაამლაშებ ამ წუთებს-მიაყარა ბოლოს და კარები გაუღო
-არა მაინც უნდა გითხრა. თოკოოო?? უკანასკნელი კაცი რომ იყო მაინც არ მოგაქცევდი ყურადღებას.რატომ? მაგასაც გეტყვი. ასოები მიყვარხარ ასეთი თანმიმდევრობით და მთელი გრძნობით არავისთვის გითქვამს,არადა ვიცი რომ ლანა გიყვარს, ხოდა იმ ბიჭს რა ვუთხარი მე საყვარელ გოგოს რომ ერთ სიტყვას ვერ ეუბნევა ლაჩარივით სხვას უთმობს!აი ასე. არ ეღირსოს ქალის ალერსს ესეც ხო მიიღე?-გაეკრიჭა ბიძაშვილს,ირაკლისაც გადახედა თვალი ჩაუკრა და ამის შემდეგ შეძვრა მანქანაში. ამის გამოსწორება არ იქნებაო თავი გააქნია თოკომ ქეთას აკოცა და მანქანა ადგილს მოწყვიტა
-თოჯი ძალიან ლამაზი ხარ-ამოიოხრა ირაკლიმ და შუბლზე აკოცა გოგონას
-ირაკლი შუბლზე პატარებს და დებილებს კოცნიან-გაბუსხა ტუჩები ქეთიმ
-კიდე? აი მაგიტომ ხარ ბავშვი მაგას და მაგისნაირებს რომ ფიქრობ-ჩაეღიმა ბიჭს და ისინიც დაიძრნენ.
-აუ ბიიიიჭებო სალამიიიი,რავა ხართ სიმპატიურებო?- კლუბში შევიდნენ და ნინიმაც ჩვეულებას არ უღალატა
-ნინიიი? არ მეგონა აქ თუ იქნებოდი?-გაეხარდა გეგას
-რა ჩემი ადგილი არაა აქანე? აბა მიიწი გაჩვენებ მე შენ,რას არ მელოდი. ლუკაჩი როგორ ხარ? ჩემი ლევანჩო სადაა? მარტო ის თუ მამხიარულებს თორე თქვენ ყველა ჩემი ნერვების მანქანები ხართ!-წამში წარმოთქვა,გეგას გვერდით ადგილი დაიკავა და ისეთი მეგობრული მზერა მიაპყრო ბიჭებს გეგონებოდათ ერთხელ კიარა მთელი ცხოვრება ამათთან ერთად იზრდებოდაო.
-ვაა ნინიი?ლევანიც შეუერთდა მეგობრებს.
-უყურე შენ როგორი ყურადღების ცენტრში ხარ-გადაუჩურჩულა გეგამ გოგონას
-ჩემო ლამაზთვალება აბა შემომხედე-ისე სწრაფად მიატრიალა ნინი თავი პირდაპირ გეგას სახის წინ აღმოჩნდა ამ უკანასკნელმაც თვალებში შეხედა. რამდენიმე წამით დაიბნა გოგონა,სუნთქვა შეეკრა და ისე დაიყვირა,მამაკაცი მოულოდნელობისგან შეხტა-ვაიმე ცხელააააა!!!! წამოხტა ნინი მაგრამ ისევ დაჯდა-აგრილდა უკვე თქვა და ენა გამოყო.
-გოგო ყველას ნუ გააეგიბებ რომ გიჟი ხარ!-მიაძახა თოკომ,გეგამ კი ჩაიღიმა.

კლუბში შესვლისას თვალებით ბიჭები მოძებნეს და მაგიდისკნენ დაიძრნენ. ქეთას არასოდეს უყვარდა მსგავსი ადგილები და დაძაბული იყო,ირაკლიმ შეამჩნია და ხელი ნაზად მოხვია წელზე,გოგონა კი ამ ჟესტმა უფრო დააბნია და დაძაბა. თავადაც ვერ მიხვდა რატომ. მაგიდას მიუახლოვდნენ. ყველას მიესალმნენ და დასხდნენ. ცოტა დალიეს,გოგონები მხოლოდ კოკტეილით იწრუპებოდნენ რადგან გათიშვით დალევის გამეორებას არც ერთი აპირებდა.
-ლევანჩო ადე მეცეკვე ბიჭო მე უნდა გითხრა? -დაეჭყანა ბიჭს და გააგრძელა- აუ ამისიც რა მე რატომ არ ვარ ბიჭი რა,ყველაფერი მე როგორ ვაკეთო რა.
-გოგოს ძლივს გიძლებთ ორჯერ გნახეთ და ბიჭი რას იზავდი-გადაულაპარაკა გეგამ-წამო ჩვენ ვიცეკვოთ -შესთავაზა ბოლოს
-არა!შენ მაბნევ -მიახალა ბიჭს და ლევანისკენ დაიძრა.
-რაო?-საკუთარ ყურებს არ დაუჯერა გეგამ.
-რაო და მაბნევო გეგა, თუ შენ აბნევ ჩემ გადარეულ გოგოს ესე იგი დაგვერხა.იმიტომ რომ შენც არ ხარ დალაგებული-სიცილით განუმარტა თორნიკემ
-ქეთა ბიჭებს ეგრევე ახლით ხოლმე ყველაფერს გოგოები? და თუ მასეა აბა აქამდე ქალად გადაცმულ კაცებთან ვიყავი სულ?-სერიეზულად გაიკვირვა და გადაიხარხარა გეგამ
-ნინის ისეთი სიბრაზე აქ თქვენი სქესის მიმართ რომ... -თავი გააქნია ქეთიმ.
-შეიძლება ვიცეკვოთ? -უცებ გაისმა გოგონასთან ძალიან ახლოს სასიამოვნო ბარიტონი,ქეთამ მაღლა აიხედა და სიმპატიურ მამაკაცს გაუსწორა მზერა...



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

უუუფს :) ეს რა იყოოოო? აუ ეს ქეთა ვერ არის თავის მატორზე :D

 


№2  offline წევრი kethrine

Anuki96
უუუფს :) ეს რა იყოოოო? აუ ეს ქეთა ვერ არის თავის მატორზე :D

ხო ანუ ცოტა ისეთია რა :დ მაგრამ ირაკლი გაათამამებს ალბათ.:დდ მადლობა ანუკი, რომ კითხულობ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი LSD

Vaimee es tavi iko shokii❤️❤️Dzaan sakvarelia qeta❤️❤️Mecodeba iraklii raa codoa bichi :D madloba ro koveldge deb tavsebs da rom arsebobb ❤️❤️ Pirveli istoria zogadad bevr ar gamosdis kargi magarm mat ricxvshi shen ar shedixar❤️❤️Mikvars es istoria da mikvarxar shenc tkbilo❤️❤️ Aba shenici gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

 


№4  offline წევრი kethrine

LSD
Vaimee es tavi iko shokii❤️❤️Dzaan sakvarelia qeta❤️❤️Mecodeba iraklii raa codoa bichi :D madloba ro koveldge deb tavsebs da rom arsebobb ❤️❤️ Pirveli istoria zogadad bevr ar gamosdis kargi magarm mat ricxvshi shen ar shedixar❤️❤️Mikvars es istoria da mikvarxar shenc tkbilo❤️❤️ Aba shenici gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

მე შენ მაბედნიერებ შენი კომენტარებით. როგორი თბილი ხარ. მადლობა უღრმესი ჩემო კარგო... ვცდილობ კარგი იყოს,სხვა თუ არაფერი შენი ხათრით მაინც დავდებ ასე მალ-მალე. ოქროს გოგო ხარ <3 <3 <3
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent