შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე #1


1-04-2017, 02:10
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 1 673

-ბუბა
-მწვანეში ხარ,ნიაკო ?
-ჰო

ალბათ ყველა და ყველაფერი იცვლება ყველგან,მაგრამ ეს ისინი არასდროს არ იცვლებოდნენ,არსად,არასდროს,არანაირ შემთხვევაში.
ისინი ისევ იქ ისხდნენ
"მწვანეში"


***

-გოგონაა!
-ორი წამიც,ბატონო!_აქოშინებული ჩამორბის კორპუსის კიბეებზე და მოთმინება დაკარგულ ტაქსის უშვებს.
ნუცუბიძედან აბარგდა და გადაბარგდა რაღაც უბანში.
სვანეთის უბანში..
ნუცუბიძეზე ცხოვრობდა დედასთან ერთად, მერე დამოუკიდებლობა და თემები მოუნდა.
მოუნდა რა სულ უნდოდა, მარტოს ეცხოვრა და არავის არ შეეწუხებინა. არც ნანიკოს ქუსლების კაკუნს და ყვავილების დებილურ სუნს, ნანიკოს რომ მოსწონს გაგიჟებამდე.
ნანიკო ადამია.
ნუცუბიძელი
ნუცუბიძეზე დაიბადა, გაიზარდა და ჩამოყალიბდა.
ეგ რომ გათხოვდა ?
ვერ აიტანა ნუცუბიძემ, მალევეც დააშორა.
პლანეტაზე სულ ორი რამ ეყვარებოდა, სამუდამოდ
ნია და ნუცუბიძე.
მოკლედ იხსნებოდა და გრძლად იწერებოდა.
ნანიკო ნიას მერე გახდა ქალი.
სულ სხვანაირი,თითქოს უფრო დაიხვეწა რა.
ყვავილები და ნანიკო,მაინც სხვა თემა იყო რა
გვირილები უყვარდა ყველაზე მეტად!
ნიას ატენიდა ოთახში,ამ უკანასკნელსაც ცხვირზე ხელმოჭერილი გამოჰქონდა უკან.
წესად იყო ეს ქცეული
ნანიკო გიჟდებოდა ყვავილებზე
ნია ვერა!
ნანიკოს უყვარდა სტუმრიანობა
ნიას არა!
ნანიკოს უყვარდა ნუცუბიძე
ნიას ისე ვერა რა...

ბანკეტები,კაბები, სტილისტები, გამოცდები და ჩაბარებები.
ყველაფერი მორჩა.
იწყებოდა ახალი ცხოვრება, უნივერსიტეტი და ახალი სახლი.
1 თვე ბჭობდა, როგორ ეთქვა დედამისისთვის მანქანის გაყიდვის და მარტო გადასვლის იდეაზე.
გაუჭირდა,მაგრამ ბევრი ხვეწნისა და დაჟინებული ნიაობისა მაინც შეელია და დათანხმდა.
17 წლის ასაკში მოსკოვში მყოფი მამისგან ნაჩუქარი,წითელი კია მალევე გაიყიდა.
ძნელად შეელია,მაგრამ რა ექნა ?
იმუშავებდა და თვითონვე იყიდდა ზუსტად ისეთს.
უბრალოდ ნანიკომ არ იცოდა, ნია მუშაობასაც რომ იწყებდა.
სვანეთის უბანი აარჩია
არც გაუგონია, არც იცოდა და ზოგადად არც იყო "ცნობილი" ეს უბანი.
მაგნიტივით მიიზიდა უბანის არსებობამ.
ახალაშენებულ კორპუსში გადაბარგდა.
მერვე სართულზე
ოთხოთახიანი,გარემონტებული ბინა,ორი აივნითა და ულამაზესი ხედით.
რა მთაწმინდა ?
რის მთაწმინდა ?
მეღადავებით ?
ყველაფერი ჩანდა, შენი მთაწმინდიანად.
დაათვალიერა თუ არა,მაშინვე იკივლა აქ მინდაო.
იყიდეს და ახლა ?
ბარგდებოდა.
ნანიკოს არ ეცალა, შესაბამისად ტაქსისებთან ერთად მოუწია ბოდიალი.
ტელეფონზე ზარია
"odri"
-ნიუუშ!
-აუ ვბარგდები,ანაკო მიშველე რა_შეწუხებული ხმით უპასუხა დაქალს.
-ვერ გიშველი, გამოცდა უნდა ჩავაბარო
-ეხლა ? რატო ?
-მე ავიჩემე ცოტა ადრე მინდათქო
-მერე,გოგო ?!
-რავიცი აბა, დავწერ
-ვეჭველი ?
-კი,კი
-გურამმა მოაგვარა ხო ეგ გადმოტანა ?
-იეს,ლეიდი,ახლა კი გადაბარგდი,მაინც გაბრაზებული ვარ ჩვენი ნუცუბიძედან რომ გაიძუძგე_გაუბრაზდა და გაუთიშა.
-ნეტავ,თქვენი ნუცუბიძე რა_სახე დაჭყანა და ტაქსის თანხა მიაწოდა.
-იცით, ფულს დაგიმატებთ, ამატანინეთ რა_შეეხვეწა ულვაშიან კაცს.
-ვერა!_მოუჯახუნა კარი და წავიდა.
-უტაქტო,თავხედი!

იმის გააზრებაც არ უნდოდა,რომ ეს ყველაფერი თავისი ასატანი იყო.
სულ მაინც 15 ყუთი მაინც იქნებოდა,
8 ბარგი და კიდევ პატარა ჩანთები.
დოინჯი შემოირტყა და დადგა ასე.
-ხო არ დაგეხმარო ?_მოუახლოვდა ვიღაც ბიჭი.
დაფრთხა ფიქრებში გართული,უცბადვე მოვიდა გონს.
-იცით, ანუ, თუ არ შეწუხდებით,რომ მომეხმაროთ ?
-ბაზარი არაა ტო
ჯერ მოკიდა ერთ ყუთს ხელი, სიმძიმე რომ იგრძნო,მაშინვე დააბრუნა თავის ადგილას.
-ეს რაა ტო ? მეღადავები ?
-რავქნა აბა, საცხოვრებლად გადმოვდივარ
-რა გიდევს გაფიცებ?
-ნუ მაგაში 10 მაღალ ქუსლიანი და თუ არ ვცდები, 10 კედი და მისიც 5-6 ბალეტკები
-აუ კაი რა იყო_გაეცინა ბიჭს და ყუთი მონდომებულად ასწია.
ჯერ ერთი
მერე მეორე
მერე მესამე
მერე მეოთხეც აიტანა და ცოტა შეჩერდა
პატარა ჩანთების დამტარებელი ნიაც გაჩერდა.
-დაისვენე
-აუ ტო
-რა იყო ?
-სახელები_ორივეს გაეცინა
-ნია
-ბუბა
-ბუბა ?
-ჰო, რაიყო ?
-არაფერი_გაუღიმა.
კიბეებზე დასხდნენ
მერე ბუბამ სიგარეტი ამოიღო
-გინდა ?
-არა,არ ვეწევი_გაუღიმა და უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია.
-კარგია, არასდროს არ მოწიო იცოდე!
-კარგი_სიცილით გასცა პასუხი.
-აქ დიდი ხნით ხარ ?
-საკმაოდ! ძალიან მომეწონა აქაურობა!
-მე აქ გავიზარდე, არაა ძაან განთქმული და თემები,მაგრამ ყველაფერს მირჩევნია, შენს მთაწმინდასაც,ვერასაც,სოლოლოკსაც და ა.შ
-ზუსტად! ჩემს ბინაში შევედი თუარა ეგრევე ეგ გავიფიქრე
-ხოდა ძალიან კარგი,ახლა კიდე წამოდი ქალბატონო.
ყველა ყუთი აიტანეს
მადლობები უხადა ნიამ ბუბას და სტუმრობაც შესთავაზა.
ბუბუმ,არ გრცხვენიაო ? მერე დაუბარა, დაგიძახებო და გაგაცნობ უბანსო, მერე მართლა წავიდა.
დაღლილი ახალ საწოლზე გაწვა და თეთრ ჭერს გაუშტერა თვალი.
ეღიმებოდა
რაღაცნაირად
უხაროდა.

ნანიკოც მოვიდა, ცხვირაბზუებული ეხმარებოდა და დაკაკუნებდა.
-ნანიკო,ნუ მიბრაზდები
-არა მაინც რა გინდოდა ?_დაიწუწუნასავით.
-დამოუკიდებელი უნდა გავხდე დედა,დამოუკიდებელი!
-ოჰ, მიდი მიდი ეგ ბალიშის პირი მომაწოდე.
3 საათში სავარძლებში მისვენებული დედაშვილი ქოშინით იძახდნენ რეპლიკებს.
-ვსიო! წიგნებიც და მორჩა!
-უჰ, წავედი მე
-კარგი და იცოდე არ დაიწყო ყოველ დილით რეკვები,განმარტოვდი ნუცუბიძესთან
-მოგკლავ!
-მეც მიყვარხარ დე_ჩაეხუტა და გაუშვა.
ესეც ასე
დაიწყო!

დაღლილს 12საათზე მალევე დაეძინა.
ძილში, ტკბილად, გრილად და გაზაფხულად,ახალგადმოსული მეზობელი, ნია კვარაცხელია არავის არ ადარდებდა ღამის 3 საათზე.
კორპუსთან გიჟივით გაჩერდა "ამუსიკებული" მანქანა.
დაბლა ამბავი ხდებოდა ?
ვერ გეტყვით
ვერც გაიაზრებდით სად იყავით
ხმაურიან ნიუ-იორკში თუ სადღაც ბუბას უბანში ?
უი,ბუბას უბანი
ხო იყო,გაიგებთ მალე.
შეძახილებები,სიმღერები,სიცილი და ხორხოცი.
გაეღვიძა
და მერე ?
ნიას გაღვიძება
და თან ასე ?
კინაღამ გააფრინა
გ ა ა ფ რ ი ნ ა.
ხალათი მოიცვა და აივანზე გავარდა
დაბლა ჩაიხედა
მერე უნებურად ერთმა ამოიხედა და დანარჩენებმაც ამოიხედეს.
ისინი ქვემოდან
ეს ზემოდან.
-თქვენ ნორმალურები ხართ ? თუ გართობა და ამბები გინდათ რას დამდგარხართ აქ და გვაღვიძებთ ?_კიოდა ნია,აბა რას გააგებინებდა ?
იმენა კიოდა რასაც ქვია.
-ნიაკო ? _მუსიკები გამოირთო,წამში დაისადგურა სიჩუმემ.
-ჩამოდი აბა_იცნო ხმა,ბუბა იყო.
არც მეტი და არც ნაკლები, ჩავიდა.
ისეთი სიტუაცია იყო უნდა ჩასულიყო
სხვანაირად ვერც იყო.
იმის მერე გახდა ბუბა ნიასთვის ბუბა.
წამში გადაიცვა რაღაც სარაფანი და ბალეტკები ამოიცვა.
თმა შეისწორა და ჩაირბინა კიბეებზე.
-ბუბა, იქნებ ცოტა დაუწიოთ ? გვძინავს ბოლოსდაბოლოს_ცოტა მშვიდად უთხრა კვარაცხელიამ.
-ახალია ?_წამოაყრანტალა ვიღაცამ.
ეგ ვიღაცა ნიკა იყო ჯოხაძე
უბნის სულელი კოლორიტი
უჰ სად გადავედით ?
გადაგახვევთ.
-დღეს გადმოვიდა და კარგი გოგოა ნიაკო_გაუღიმა ბუბამ ნიას.
-ჩვენ არ გაგვაცნობ ?_ახლა მესამემ გამოყო თავი.
-კაროჩე რა, ნია გაიცანი ნიკა, ლუკა იგივე ციკლოპა და სადაა გაგა ?_თვალების ცეცება დაიწყო ბუბამ.
აშკარად იმ ციკლოპამ გლიჯა მკლავი სიბნელეში მყოფ ვიღაც გაგას, მერე იმან სავარაუდოდ ყურსასმენი გამოიძრო ყურიდან.
-ჰა ? რახდება ?
მერე გამოვიდა ის ვიღაც გაგა
და
ნეტავი არ გამოსულიყო
ნეტავი ყურსასმენი არ გამოეძრო
ნეტავი ბუბას არ დაეწყო თვალების ცეცება
ნეტავი გაცნობა არ დაეწყო
ნეტავი მუსიკები არ ჩაერთოთ
ნეტავი ნიას არ ძინებოდა
ნეტავი ნია არ ჩამოსულიყო
ნეტავი ნია არ გადმოსულიყო
აქ ამ უცნაურ უბანში
მერე ?
მერე აღარ იქნებოდა ამდენი დრამები
გაგები და ნიაები.
ხოდა უჰ,სად წავედი ?
გადაგახვევთ..
-რახდება და ახალ მეზობელს გვაცნობს ბუბა_ციკლოპამ მიუჯლუგუნა კიდევ.
უჰ,ეს ციკლოპა და მიჯლუგუნებები
ახლოს იყვნენ:)
-ხოდა, ესეც გაგა და გაგა ნიაკო
-სასიამოვნოა_ღიმილით ჩაილაპარაკა ყველასაზროვნად ნიამ თუ ნიაკომ.
-მოკლედ პრასწი ნიაკო და აღარ შეგაწუხებთ_"მოუბოდიშა" იმ ნიკამ და ნია თუ ნიაკოც მაღლა ავიდა.
-ეს ვინაა ტო ?_უცბად იკითხა ციკლოპამ.
-საყვარელია ძალიან,ზუსტად ვიცი,ნუცას მაგრა დაევასება_ღიმილით ჩაილაპარაკა ბუბამ.
-ძალიან ლამაზია
ეგ იყო და ეგ
სხვა მეტი რაღა გინდათ ?
თუ იყო ლამაზი იტყოდა, მაგრამ ასე ყველაზე არ იტყოდა, ამიტომ დაჯექით, მოემზადეთ და დაიწყეთ...

***
დაიწყო უნივერსიტეტი,კონსპექტების თრევები და ახალი ურთიერთობები.
და რაც მთავარია კაფეში მუშაობა!
მყუდრო კაფე იყო
"მწვანე" ერქვა,ძალიან მომწონდა, გარემოც და ჩემი კოლეგებიც.
მენეჯერთან საათების პრობლემა არ მქონდა, დილით მოვათავებდი ლექციებს და სამსახურში მოვრბოდი პირდაპირ.
კვირაში 2 ჯერ ვისვენებდი,მე გადავწყვიტე ასე.
შაბათი და კვირა.
ხელფასიც არ მქონდა ცუდი, 550 ლარი.
ყველაზე ღადაობა კი ის იყო,ის ნიკა,რომ გამეჩითა.
კოლეგა ყოფილა ჩემი
უკეთ გავიცანი
და დავვახლოვდით.
მერე უბნელებიც შემოდიოდნენ, მე დამიძახებდნენ, ეს ისე ეს ასე და უკვე ყველასთვის ნიაკო ვიყავი.
ანაკო გაგიჟებული იყო,ვერ ვიცლიდი მისთვის, ხოდა დამადგა ერთ დღეს კაფეში და კარგად მიმლანძღა,თან ისე კი არა ნიტოდ და რამე ? იმენა მიმლანძღა.
მერე ჩავეხუტე, ლოყები დავუჩქმიტე და შეკვეთილი ტარტიც მივუტანე.
იცინოდა, ჩემს მომსახურეობაზე,სრული იდიოტია ეს გოგო.

ანაკო ანაკო იყო.
ანაკო გოგო იყო,რომელიც ყველგან და ყოველთვის აგვიანებდა, ანაკო გოგო იყო,რომელიც ნიას ერთადერთი დაქალი იყო ნუცუბიძედან. სრულიად სხვა იყო ანაკო და სრულიად სხვა ნია,მაგრამ ერწყმოდნენ.
ჰო,ეგრე ავსებდნენ და ერწყმოდნენ.

___
მე მახარებს თქვენი კომენტარები, თბილისელებზე შესვენება მაქვს აღებული,ეს მუზა მითხოვს ზედმეტად:)
გელით ზედმეტად რაღაც გრძნობებით და იმედია რა:))



№1  offline წევრი Madridista Girl

გეხვეწები არ დააგვიანო ხოლმე რა ❤❤❤

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Madridista Girl
გეხვეწები არ დააგვიანო ხოლმე რა ❤❤❤

ვეცდები^^

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

საინტერესოა,სიამოვნებით წავიკითხავ <3

 


№4  offline წევრი sofia25

აურაკარგიიაა და რა სასიამოვნო წასაკითხიი <3 მალმალე დადეე

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Ana Imnadze
საინტერესოა,სიამოვნებით წავიკითხავ <3

მადლობა^^
sofia25
აურაკარგიიაა და რა სასიამოვნო წასაკითხიი <3 მალმალე დადეე

მადლობა და ვეცდები^-^

 


№6  offline წევრი ninuca)))

კარგია ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№7  offline მოდერი bibo

ჩემი ნიატო დაბრუნდა ჩემი ნიატო სუ ჩემი გემრიელი heart_eyes kissing_heart უბრალოდ სიგემრიელე ხარ სიკარგე და დსიყვარული heart_eyes kissing_heart ჩემო გემრიელო უბრალოდ საოცრება ხარ სასწაული და ხო იცი როგორ მეგემრიელები ჩასახრამუნებელო ჩემო მანგო უბრალოდ შენ ხარ სხვა მანდარინივით ფერადო მარწყვივით გემრიელო ანანასივით ტკნილი უბრალოდ საოცრება მყევხარ გემრიელობა ვგიჟDები შენზე ჩემო პაწაწინაზე პაწაწინა heart_eyes kissing_heart გელი გელი გელი საოცრად შემდეგ თავს ველი გემრიელო დროს წამს წუთს ვითვლი heart_eyes

 


№8  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ninuca)))
კარგია ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა^^
bibo
ჩემი ნიატო დაბრუნდა ჩემი ნიატო სუ ჩემი გემრიელი heart_eyes kissing_heart უბრალოდ სიგემრიელე ხარ სიკარგე და დსიყვარული heart_eyes kissing_heart ჩემო გემრიელო უბრალოდ საოცრება ხარ სასწაული და ხო იცი როგორ მეგემრიელები ჩასახრამუნებელო ჩემო მანგო უბრალოდ შენ ხარ სხვა მანდარინივით ფერადო მარწყვივით გემრიელო ანანასივით ტკნილი უბრალოდ საოცრება მყევხარ გემრიელობა ვგიჟDები შენზე ჩემო პაწაწინაზე პაწაწინა heart_eyes kissing_heart გელი გელი გელი საოცრად შემდეგ თავს ველი გემრიელო დროს წამს წუთს ვითვლი heart_eyes

ვაიმეე ბიბოოო, შენ ხარ ჩემი ჟელიბონი ბიბუსაა^-^ ზალიან მახარებ^-^

 


№9  offline წევრი mimimimo

მომეწონა.
რაღაცნაირია - თავისებური.

 


№10  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

mimimimo
მომეწონა.
რაღაცნაირია - თავისებური.

^'^მიხარიაა^'^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent