იტალიური ეზო (დასასრული)
მეშვიდე თავი. * დავასრულოთ ყველაფერი ის რაც დავიწყეთ. * დასასრული? ეს არასდროს არის მხიარული, ბედნიერი და სასიხარულო. არ არსებობს ბედნიერი დასასრულები, არ დაიჯეროთ, გატყუებენ. რაიმეს დასასრული არასდროს არის ბედნიერი, ეს ყოველთვის ტკივილთან, სევდასთან და ცრემლებთან ასოცირდება. რაღაცის დასრულებისას, ვერანაირად იქნები ბედნიერი. არაფერია სამუდამო, ეს თქვენს და მეც კარგად ვიცით. ახლა მეც ვსრულდები, უფრო ჩემი ისტორია სრულდება, არ შეიძლება ბედნიერი ვიყო, არ შეიძლება ბევრი არ ვიტირო და არ მეტკინოს. * -მოგესალმებით. გამოშვებას იმ ახალი და სასიხარულო ამბით ვაგრძელეთ, რომ ლიზა კანდელაკმა წიგნი გამოუშვა. შეგიძლიათ ნახოთ პრეზენტაციის კადრები... ცრემლებს ვერ ვიკავებდით ვერცერთი. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი დახვეწილი. გეფიცებით ანათებდა. ვენეცია, აი რა სჭირდებოდა კანდელაკს "ფრთების გასაშლელად". წიგნი, რომ აჩვენეს ტკივილი და სიხარული ერთიანად ჩამეღვარა გულში. არაფერი შეუცვლია, ზუსტად იგივე იყო როგორსაც ვგეგმავდით. შეუძლებელია ამ ყველაფრის შემყურემ ცრემლები შეიკავო და არ იყო ძალიან ამაყი. საიმფორმაციო გრძელდება. -ქალბატონო ლიზა, შეგიძლიათ ორი წუთი დაგვითმოთ? შეპარვით ეკითხება ჟურნალისტი. ლიზა მომღიმარი სახით თავს უქნევს და უფრო უახლოვდება მათ. -თუ შეიძლება, მოკლედ გვესაუბრეთ წიგნზე. რას შეეხება, რა ჟანრისაა და ასე შემდეგ.. ვინ არიან მთავარი გმირები. -დიახ, აუცილებლად. წიგნი მოგვითხრობს ეზოზე, რომელში ცხოვრობს სამეგობრო წრე. რეალურად წიგნი, არ არის ერთ პერსონაჟზე ან ორზე, ის ყველა მათგანზე მოგვითხრობს, მაგრამ მაინც.. მთავარი პერსონაჟი მხოლოდ სამი მათგანია. რაც შეეხება ჟანრს, თავიდან ბოლომდე დრამაა. მთავარი გმირები ვინ არიან ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ. -წიგნის პრეზენტაცია თბილისსში ან ზოგადად საქართველოში იქნება? -არა. -კი მაგრამ რატომ? ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდება.. -უბრალოდ არა, ან ვერა. ბოდიშით. -მეგობრებს ელოდებით? -შესაძლოა..დავასრულოთ რა. ახლა მე ვიცი მარტო თუ როგორ ატკინეს ამ შეკითხვით. უნებურად, მაგრამ მაინც ატკინეს. ახლა მხოლოდ მე ვიცი, როგორ უნდა საპირფარეშოში გაქცევა და ტირილი.. -წარმოგიდგებნიათ? ლიზუს დებიუტი შედგა! ბედნიერი ამბობს ელენე. გვეღიმება ჩვენ ყველას. ღიმილში იგრძნობა - ტკივილი, სევდა, ბედნიერება, სიხარული, სიამაყე, მონატრება და სიყვარული. * -გეფიცები დავინახე! -კაი რა, არ მჯერა. -ორ შვილს ვფიცავარ, ნელი. -იქნებ ნიკუშა და ნუცა არ იყვნენ და მოგეჩვენა? -ორი თვალი მაქვს? მაქვს? ვამბობ ეგენი იყვნენთქო! -კაი რაა. როგორ და რანაირად, უბრალოდ ვერ ვხვდები გოგო. სირცხვილის გრძნობა სულ დაუკარგავთ ორივე მათგანს. ნუცა ტუტუცი ავარდნილი გოგოა, ნიკუშა რამ გააგიჟა? მამამისი მოკვდებოდა თავიდან ცოცხალი, რომ ყოფილიყო.. -აბა შენ ეგა თქვი. სულ მეგონა მამუკა კარგ კაცს აღზრდიდა. თავიდან ეგრეც მეგონა, მარა სულ გადარია ამ ნუცა. -არა ეგ ნუცა ვინ ყოფილა თურმე! -ნელი, ისე სანდრიკოს ამები ხო არ იცი? წავიდა, არ წავიდა.. რახდება საერთოდ. -მანდ მთელი ამბებია. დარჩენილა, აქ თბილისშია. კარგად ვერ გავიგე ამბები, გადავრეკ-გადმოვრეკავ და მერე ვიჭორავოთ ისევ. -მეცოდება ეგ ბიჭი. არადა რა კარგი ვიღაცაა, ეგეთ რაღაცას არ იმსახურებდა რა. სიგარეტს უკიდებს. -მომე რა მეც ერთი ღერი, მერე ჩემზე იყოს.. * არ მახსოვს ელენეს დაბადების დღიდან სახლში როგორ და რანაირად "მიმასვენეს". არც ის მახსოვს ვინ წამიყვანა, როგორ და რომელ საათზე. ერთი მახსოვს - ტუჩეი. ცხელი ტუჩები, როგორ ნაზად და სათუთად მეხებოდნენ. სანდრო იყო? არ მახსოვს. არ მახსოვს ვინ იყო. თავი ისე მისკდებოდა ვკვდებოდი. სააბაზანოში სწრაფად შევედი და წყალი მოვუშვი. ისეთი სასიამოვნო იყო ცივი წყალი სახეზე.. სერი სპორტულები ამოვიცვი, იაკოსთან გავედი სამზარეულოში. სახეზე ფერი არ ედო, შემეშინდა მეგონა ცუდად იყო.. -იაკო, რა გჭირს? შეშინებულმა ვკითხე და წყალი დავუსხი. -ნუცა ბებო, გუშინ ელენეს დაბადების დღეზე რა მოხდა? წყალი ნელა მოსვა, თან ღრმად სუნთქვდა. -არაფერი. უბრალოდ ძალიან ბევრი დავლია. რა იყო მოხდა რამე? -ნიკუშა იყო ბებო? -ჰო იაკო. რა გჭირს, რა დაკითხვას მიწყობ. გამეცინა, ასე არასდროს იქცეოდა ხოლმე. -ბებო, მანდ მოხდა მერე რამე? თქვენთან.. -იაკო სულ ამჭერი, რა მოხდა თქვი. -ბებო, ვიღაცას დაუნახიხართ აივანზე. მერე ულაპარაკია ნიკუშა და ნუცა ერთმანეთს კოცნიდნენო, სანდროსთვისაც უთქვამს.. ჩვეულებრივად შოკში ვიყავი, გეფიცებით. -მე.. რა.. მე უბრალოდ.. ამ.. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი... * -ნიკუშ რა ხდბე ტო? გაგვირვებულმა კითხა დემეტრემ და სიგარეტს გაუკიდა. ნიკუშა ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. -რაზე შ*ეჩემა? მესროლე რა ერთი ღერი. არც ნიკუშამ დააყოვნა და გაუკიდა. -გარეთ არ გასულხარ ხო? ყველა შენზე და ნუცაზე ბაზრობს! -რა უნდათ რაო. გაეცინა და ღრმა ნაპასი დაარტყა. -უკოცნიათო.. -რაო?! -ხო შ*ეჩემა. სანდრიკამდე არ მივიდეს რამე არასწორად, თორე ხო იცი რა მოხდება.. აი ეს ზედმეტი იყო. აი სად ჩაიჭრა ნიკუშა. ეს არ უნდა ექნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მთვრალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერ აზროვნებდა ეს არ უნდა გაეკეთებინა. მის ცხოვრებაში პირველად მოიქცა ასე არასწორად და არაკაცურად. საკუთარი თავის სიძულვილისგან ყველაფერი აეწვა. ორგანიზმი უხურდა, ყველაფერი ეფხანებოდა, ბეჭები დამძიმებოდა. უნდოდა მოშორებოდა ეს შეგრძნება, უნდოდა გუშინდელი დღე დაებრუნებინა და ყველაფერი შეეცვალა.. სანდროსთვის რა ეთქვა? როგორ ეთქვა? რანაირად? -მივა. მოკლედ თქვა. ყელი ისე დაწიმვოდა ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა. -ვიცი, რომ მივა. ხო და დაელაპარაკე და აუხსენი რო ეგრა არ იყო. -მოვატყუო დემე? დუმილი. დუმილი. დუმილი. თითქოს ვერ იჯერებდა. თითქოს კი არა, მართლა ვერ იჯერებდა.. -აკოცე ტო? არაფერი უპასუხია, დუმდა. კითხვას პასუხი თვითონვე გაეცა.. * სანდროსთან იმ დღესვე წავიდა. იმ დღესვე კი არა, იმ საათშივე. მოწესრიგდა და სანდროსთან ააჭრა. სანდრო იყო მარტო სახლში. ყველაფერი გაგებული ჰქონდა, არ იჯერებდა უბრალოდ. როგორ უნდა დაეჯერებინა რო? მაგის და ნიკუშას ძმაკაცობა.. ეჭვს ხო ვერ შეიტანდა, რომ ნიკუშა ასე მოიქცეოდა? ვერა. დიდხანს იჯდნენ სიჩუმეში, ასე იცოდნენ როცა ან ერთს უნდოდა რაიმე მნიშვნელოვანის თქმა ან მეორეს. დემეტრე, ლუკა და მიშო მაგათიანები იყვნენ, მარა ისინი ერთმანეთისთვის სხვა თემები იყვნენ რა.. სიგარეტის ერთ ღერს გაუკიდა და სათქმელად მოემზადა. ნაპასს ყველაფერი ამოაყოლა, მერე უთხრა.. ახლა მაძაგძაგებს ამას, რომ გიყვებით. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ გადმოცემით ყველაფერი ვიცოდი როგორ და რანაირად მოხდა. ეზოს ხო არასდროს ელეოდა ჭორიკნები, არც დაელევა.. მეც კი მიჭირს გაგრძელება.. მოკლედ გეტყვით რა. მანდ დაასრულეს. საბოლოოდ და სამუდამოდ. მან ყველანაირ ძმაკაცობას წერტილი დაესვა. * -ჩამო რა ქვემოთ. გავისეირნოთ. სიხარულისგან ნაპერწკლებს ყრიდა ქალბატონი ელეანორა. ცოტა აკლდა და ლოგინზე იხტუნავებდა. -გვიანია, ხვალ რო იყოს? ვითომ არ უნდოდა, ვითომ.. ახვლედიანი.. ახვლედიანი.. -თავს ნუ იფასებ.-გაეცინა მიშოს.-ვიცი, რომ გინდა გასეირნება. ჩამო, გელოდები. მერე გაუთიშა. ასეთი იყო მიშო. ცოტა ცინიკოსი, ცოტა სერიოზული, ცოტა ცანცარა, ცოტა მგრძნოიარე, ცოტა უხეში.. ყველაფერი ერთად. -ლამაზად ხარ. სიგარეტი გადააგდო და უფრო კარგად შეათვალიერა. პირველი კომპლიმენტი იყო მიშოსგან. -მადლობა. ნაზად გაუღიმა, უნდა გენახათ ელენე როგორ იპრანჭებოდა. -როგორ მეპრანჭები, როგორ მენაზები. სიცილის შეკავება ვერ შეძლო თაბაგარმა. ელენე? ცეცხლებს ყრიდა! -საერთოდაც არა. გაბუტულმა თქვა და წინ წავიდა. -კი, როგორ არა. ნამდვილად მეპრანჭები. მიშო სიცილს არ წყვეტდა, ეცინებოდა ელენეზე ისეთი საყვარელი იყო. მაკიაჟიც რომ გაუკეთებია თურმე.. -ნახვამდის. გაბრაზებული შემოტრიალდა და ეზოსკენ წამოვიდა. სიცილით გადაუდგა მიშო წინ, ეცინებოდა გიჟივით. -ჩემი სულელი. აქ უკვე მეშინია მიშო არ ჩაბჟირდეს და ელენე სიბრაზისგან არ გასკდეს. -გამატარე! მკაცრად ეუბნება, ნეტა იცოდე როგორ არ გიხდება ეს მკაცრი ტონი ახვლედიანო. შენი სტილი ნამდვილად არ არის. -იცი როგორი საყვარელი ხარ? -მიშო შემეშვი! -ვიცი ახლა, რომ შეგეშვა სახლში ტირილით ახვალ და გოგოებს დაურეკავ, მერე შენ თავზე ბევრჯერ გაბრაზდები ეს, რომ მითხარი,ემერე ჩემზე რო გაგიშვი, ამიტომ არა. არ გვინდა ცრემლები და გაბრაზებები. ხმა აღარ ამოუღია, იცოდა ასე, რომ იქნებოდა და დადუმება არჩია. გამოგიჭირეს ახვლედიანო? ნელა დაიძრა მიშო და უფრო მიუახლოვდა, ეღიმებოდა ელენეს გაბუტულ სახეზე. ისე მოუნდა ჩახუტებოდა გააფრენდა ეგონა. არაფერს დალოდებია, ხელები მოხვია და რაც შეიძლება ახლოს მიიკრა. -სულელი, სულელი. ჩემი სულელი. ყურში უჩურჩულა და ლოყაზე ნაზად აკოცა. -გინდა ოქროყანაში წავიდეთ? არ მოშორებია, ისევ მიხუტებული ყავდა.. -გაქ გასაღები? -გინდა თუ არა? უპასუხოდ დატოვა თამაგარმა ახვლედიანი. -მინდა. -ჰო და წავედით. მზიაკოს და თამუნას დაურეკე და უთხარი დღეს, რომ სახლში არ მიხვალ. თვალი ჩაუკრა და მანქანის კარები გაუღო. თვალებში რაღაც ეშმაკურად უციმციმებდა. დენდარტყმულივით ჩაჯდა ელენე მანქანაში, ჯერ რა იცოდა წინ რა ელოდა.. * სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო ამბობენ, სიძულვილიდან სიყვარულამდეცო, არასდროს მჯეროდა, მაგრამ ახლა ვიჯერებ. ჩემი თავის სიყვარულით იმდენად ვიყავი დაბრმავებული ვერც გავიგე, როგორ შემზიზღდა. როგორ შემზიზღდა ჩემი თავი. ყოველი ნაწილით და დეტალით. თავიდან-ბოლომდე, ბოლოდან-თავამდე. არ ვიცვლები, უფრო ვერ? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. არ ვიცი როგორ უნდა გამოვასწორო ყველაფერი ის რაც ჩავიდინე. ალბათ არ ვცდილობ და მაგიის ბრალია.. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. როგორ აღვადგინო ყველაფერი ის რაც დავანგრიე? როგორ დავიბრუნო ძველი მეგობრობა, სიყვარული და იტალიური ეზო? ადამიანები ყოველთვის მაშინ ვაფასებთ ყველაფერს, როდესაც ვკარგავთ. მეც ახლა დავაფასე, მეც ახლა მენატრება, მეც ახლა მიყვარს. ახლა, როდესაც აღარაფერი მაქვს. დროის უკან დაბრუნება, რომ შემძლებოდა.. * ერთი წელი ისე გავიდა ვერც კი მივხვდი, ისე შეიცვალა ყველაფერი ვერცკი მოვასწარი გაიაზრება. ისე დაიპყრო ხალხის გული ჩემმა სიძულვილმა ვერც მივხვდი. ოქტომბრის სუსხიანი ქარი ქროდა, მე აივანზე ვიჯექი, ყავით ხელში. ეზოს გადავყურებდი რომელშიც აღარ ისმოდა ჯოკრის ხმა, მაღალი მუსიკები და ბავშვების წივილ-კივილები. ალბათ ბავშვების წივილ-კივილიც მე ჩავახშე. ყველაფერს მე მოვუღე ბოლო, ამას არც ახლა ვწყვეტ. ყველაფერს ვანადგურებ რასაც კი შევეხები. უკვე ბინდდება, აღარ ვიცი მერამდენედ ვსვავ ყავას უკვე სათვალავიც კი ამერია. ფიქრებში გართულს ტელეფონის "ზმუილმა", რომ შემაწუხა გავბრაზდი. არ მიყვარს როდესაც ფიქრებს მაწყვეტინებენ. თვალები სწრაფად დავახამხამე, ტელეფონზე სახელი, რომ წავიკითზე. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მერე მეგონა, რომ უბრალოდ სხვა მირეკავდა, ბევრ სანდროს ვიცნობდი.. მაგრამ ნომერი, რომ გადავამოწმე ის იყო! ჩემ.. უკვე აღარ ჩემი სანდრო იყო.. რაც შემეძლო ნაზად ვუპასუხე, რატომ არ ვჩერდები? საერთოდ რატომ ვპასუხობ? უბრალოდ, რომ არ ვუპასუხო ვერ გავძლებ არ შემიძლია. ტელეფონს ვწვდები ღრმად ვსუნთქავ და ვპასუხობ. -ალო.. ხმაში მაინც შემეპარა ბზარი.. -ჯერ ხმა არც ამომიღია, არც კი გვილაპარაკია და შენ ასე გიკანკალებს ხმა? ჰმ, საინტერესოა, მე, რომ გნახავ საერთოდ აზროვნებას თუ შეძლებ. დაა... სტოპ! ნიკუშამ და სანდრომ ადგილები გაცვალეს? როცა ნიკუშაში ჩაკვდა ირონია, ახლა სანდროში იბადება? -სან..დრო. -რაიყო ნუცი ცრემლებს იკავებ? არ გინდოდა ეს შემემჩნია, მაგრამ მაინც ვერ შეძელი არა ავალიანო? სხვებთან ტირილი ხო შენი სტილი არ არის.. ჯანდაბამდეც გზა გქონია დევდარიანო! მერამდენეჯერ ვტირივარ უკვე შენს გამო! -ნუცის.. ნუ მეძა..ხი. ვეცადე მკაცრი ხმა მქონოდა, გეფიცებით ყველანაირად ვეცადე. არ გამომივიდა, საერთოდ არა! -რატომ ნუციკო ახლა ნიკუშა მოგმართავს მასე? ეს პიკი იყო. აღარ შემეძლო, დავნებდი.. ისევ ავტირდი. -არ გინდა, გთხოვ. -ჩამოდი ქვევით ნუცა. ხმა დაუბოხდა, დაუსერიოზულდა, ისევ იჩინეს თავი იმ ხრინწებმა.. -გთხოვ. რა უნდა? არ ჩავალ, არა! არა და ისევ არა! -ნუცა, ჩამოდი. ისეთი სერიოზული იყო, ისეთი მკაცრი. ასეთი სანდრო ჩემს გონებას არ ახსოვს. გავუთიშე, ჟაკეტი ჩავიცვი და კარისკენ წავედი. გონია, რომ ჩავალ? არა არანაირად! მაშინ კართან რას ვაკეთებ? რა მოხდეა, რომ ჩავიდე? არ ჩავალ! არ ჩავალ! გონებაში გავიძახდი და თან კიბეებს მივუყვებოდი, ჩემ ტვინს არ უნდოდა ფეხებს მივყავდი.. 1 წელი გავიდა. 1 წელი გავიდა მის გარეშე, მის უნახავად. ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა. გოგოები არ მელაპარაკებოდნენ მასზე არასდროს. თითქოს სანდროს თემას ტაბუ ედო ჩვენთან. მომენატრა, როგორ მოვიტყუო და ვთქვა, რომ არ მომენატრა? არ უნდა მენახა, არ უნდა ჩავსულიყავი.. ჩავედი! მერამდენეჯერ ვუშვებ გამოუსწორებელ შეცდომას აღარც კი ვიცი, მერამდენეჯერ ვანგრევ ყველაფერს არც ეს ვიცი.. შორიდან დავინახე, მის სადარბაზოსთან იდგა მის მანქანაზე მიყუდებული. არაფერი მესმოდა, ნერვიულობისგან ხელები გამიოფლიანდა, ყურები დამიგუბდა, პირი კი გამიშრა. ახლოს, რომ მივედი მაშინ დავაფიქსირე, რომ ძალიან იყო შეცვლილი. ყოველი დეტალი სხვანაირი ჰქონდა, აღარ გავდა იმ სანდროს მე, რომ ვიცნობდი, მე, რომ ვუყვარდი და მე, რომ მიყვარდა.. მანქანას მოშორდა, ახლა ლამპიონის შუქი უფრო მკვეთრად ანათებდა და ვგრძნობდი როგორ მებინდებოდა თვალები. რას ვგრძნობდი ისიც კი არ ვიცოდი. მონატრებას? სიყვარულს? არ ვიცი! არაფერი არ ვიცი. მანქანის კარები გამიღო, უყოყმანოდ ჩავჯექი. რა ჯანდაბას ვაკეთებ? არც მე არ ვიცი. ფეხები თავისით მოძრაობენ. -რემენი შეიკარი, თვალები დახუჭე და დაიძინე.. დავუჯერე, ზუსტად ისე მოვიქეცი როგორც მან მითხრა. მგონი რაღაც მეორდება, მგონი შარში ვარ! * -მაშო, როგორ გგონია სიყვარული რა არის? ლუკას სახლში მარტოები იყვნენ და ჩაის წრუპავდნენ. თბილი და ტკბილი გარემო იყო. ისეთი როგორიც მათ შეეფერებოდათ. -ამოუცნობი რაღაც. ხუთწუთიანი დუმილის შემდეგ პასუხობს. მართლა ასე ფიქრობს, სოყვარული რაღაცაა რასაც ბოლომდე ვერასდროს ჩაწვდები. ფართო მცნებაა რა.. -ლუკა, როგორ ფიქრობ გადაყვარება მოხდება? ეშინოდა ქავთარაძეს, ეშინოდა იმ სიყვარულის განელების რაც მათ ჰქონდათ. არ უნდოდა და არც არასდროს ენდომებოდა. უნდოდა ყველაფრისთვის გაეძლოთ. -გადაყვარება? ალბათ არა. როგორ შეიძლება გიყვარდეს და მერე გადაგიყვარდეს მაშო? სიყვარული ფართო მცნებააო ახლა არ თქვი, უბრალოდ გრძნობები ცივდება. ეს არ ნიშნავს გადაყვარებას, გადაყვარება არ არსებობს. მე შენ თუ მიყვარხარ, როგორ შეიძლება ასი წლის მერეც არ მიყვარდე? არ შეიძლება. არ მჯერა მე მაგის, მჯერა, რომ შეიძლება სულ გიყვარდეს. უბრალოდ გრძნობები შეიძლება გაცივდნენ, შეიძლება გაუცხოება მოხდეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს გადაყვარების გარდა. ისეთი სერიოზული იყო, ისეთი "დასტოინი". ქავთარაძეს თავიდან შეუყვარდა. გაახარა იმან, რომ გადაყვარების არ სჯეროდა. გაახარა იმ ფაქტმა, რომ შესაძლებელი იყო ლუკას სულ ყვარებოდა. ჩვენში დარჩეს და ქავთარაძეც არ აკლებდა ეგოისტობას. -ლუკა აფსურდია, თუ გრძნობები გაცივდება მაშინ სიყვარულიც გაქრება. -არ არის აფსურდი. სიყვარული არ ქრება მაშო, დაიჯერე არ ქრება. ხოლო თუ კი დაიჯერებ, რომ გაქრა და აღარ გიყვარს მაშინ არც გყვარებია არასდროს. -მე შენ სულ გეყვარები? -მეყვარები იმაზე მეტად ასი წლის მერე ვიდრე ახლა მიყვარხარ, მაგრამ მე ვერ შეგპირდები, რომ ყველაფერი ისე მოხდება როგორც ჩვენ გვინდა. ვერ შეგპირდები, რომ მარადიულად გავძლებთ, ხო იცი "მარიამ" ყველაფერი ბედისწერაა. მარიამ-ო. ასე პირველად მიმართა. -მარიამ? ლუკა, მარიამ? ასე პირველად მომმართე. ვერ შემპირდები? რას ნიშნავს, რომ ვერ შემპირდები? დამპირდი, აქვე და ახლავე. დამპირდი, რომ მე და შენ გავუძლებთ ყველაფერს, შემპირდი, რომ ზუსტად იმ ასი წლის მერეც ერთად ვიქნებით. ასეთი რაღაცის თქმა როგორ შეგიძლია? -მომინდა ასე მომემართა.. არ ვიცი რა იქნება მომავალში, არ მინდა დაგპირდე ისეთ რაღაცას რაც შეიძლება ვერ მოხდეს ან არ. არ მიყვარს, როდესაც პირობას ვერ ვასრულებ, მაგრამ გპირდები, რომ მე შენ არასდროს გადაგიყვარებ. -თუ არ გადამიყვარებ არც დავშორდებით. -სიყვარული როდის იყო ყველაფერს კმაროდა.. -ჩვენ შემთხვევაში საკმარისი იქნება! გიყვარვარ? -მაშო, რა კითხვებია? პასუხი ისედაც ხომ იცი? -მიპასუხე! ახლავე მიპასუხე. გიყვარვარ? ცოტა აკლდა ისტერიკამდე.. -მიყვარხარ. -იმიტომ ნუ მეუბნები, რომ დავწყნარდე! ვსო, ისტერიკა დაეწყო. -რაღაცას რაიმეს გამო არასდროს გავაკეთებ. მითუმეტეს არ ვიტყვი, რომ მიყვარხარ მხოლოდ იმიტომ, რომ დაწყნარდე თუ მართლა არ მიყვარხარ. ამას არასდროს გავაკეთებ. ჩხუბი გინდა? რატომ ყვირი? რატო ჩხუბობ? მოკეტა, დადუმდა. იქნებ გვასწავლო ჩვენც ბატონო ლუკა როგორ ამუნჯებ მარიამს? -მეც მიყვარხარ. -ასე ჯობია მაშო, ჩხუბის გარეშე, ხმამაღალი ტონის გარეშე. ახლა მოდი ჩემთან, ჩამეხუტე და მაკოცე. ნელა წამოიმართა და ადგილი მის კალთაში დაიკავა. ცხვირი ყელში 'ჩაუდო'. როგორ უყვარდა ეს სურნელი.. -ლუკა. -გისმენ? -არასდროს გადამიყვარებ? -ხო მაშო, არასდროს გადაგიყვარებ. -მპირდები?! -გპირდები! * არასდროს, არავის დაპირდეთ ისეთ რამეს, რომელსაც იცით ვერ შეასრულებთ. არასდროს გატეხოთ თქვენი სიტყვა რაც არ უნდა მოხდეს. მყარად იდექით! რადგან თქვით რაღაც, აასრულეთ კიდევაც. თუ იტყვით, რომ მარადიულად გეყვარებათ უნდა გიყვარდეთ კიდევაც! ამ დროს უფლება არ გაქვთ გადაყვარების. ამ დროს სამყაროს წინაშე ვალდებულნი ხართ გიყვარდეთ, დაუსრულებლად და მარადიულად! * -ნუცა.. ნაცნობი ხმა, ნაცნობი ადეკალონის სურნელი.. -არ მინდა გაღვიძება. ჩუმად წავიბურდღუნე. გამოღვიძება არ მინდოდა. მინდოდა ისევ ვმჯდარიყავი მის მანქანაში, მინდოდა ისევ მეგრძნო მისი სიახლოვე. -ნუცა გაიღვიძე, შენი ტელეფონი აფეთქდა. ნელა გავახილე თვალები. ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, თითქოს წარსულში დამაბრუნეს. თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა. ეს ფიქრები მაშინ გაწყდა ტელეფონზე ნიკუშას დანარეკები, რომ ვნახე. -უთხარი, რომ არ გცალია არ დაურეკო. უბრალოდ მიწერე. -ვეტყვი, რომ შენთან ერთად ვარ. -ასე გსიამოვნებს? ვერ მივხვდი მის შეკითხვას.. -რა მსიამოვნებს? -ხალხს, რომ ტკენ? ადამიანს, რომელიც "გიყვარს", არ შეიძლება ასეთი რამე გაუკეთო ნუცა. -რას ვაკეთებ? -ნუცა შენი თავის გარდა ვინმე გიყვარს საერთოდ? იღრიალა, ისეთ ხმაზე მეგონა შენობები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იყო დაინგრეოდა, საჭეს კი ძალიან მაგრად მისცხო ხელები. შიშისგან შევხტი. -კი! -მე და ნიკუშას ასე, რომ არ გვყვარებოდი.. -წარსულში? არაფერი უპასუხია, მანქანიდან გადავიდა და კარები მაგრად მიაჯახუნა. ძალიან მაგრად. მე ნიკუშას ნომერი ავკრიფე. -ნუცა სად ხარ ამდენი ხანი? ან ტელეფონი რისთვის გაქ? მთელი დღეა გეძებ! ისე მიღრიალა მეგონა ტელეფონიდან გამოძვრებოდა.. სტოპ! ზღვის ხმა ისმის.. ღმერთო.. ბათუმში ვართ! გინდ დაიჯერეთ გინდ არა. მე და სანდრო ბათუმში ვართ! -ბათუმში ვარ.. -ნუცა, სად ხარ? ხმა უკანკალებდა, მგონი.. ღმერთო ხმა უკანკალებდა! -ბათუმში. ჯანდაბაშიც წავსულვარ! -ნუცა..არ გინდა, წამოდი. გთხოვ, გადმოდი მანქანიდან და წამოდი. აღარ გინდა, გეყო, აღარ დაანაკუწო ეს ნანგრევები, რაღაც მაინც დატოვე. ნუც.. ნუცა, წამოდი. არ დაანგრიო, ბოლომდე არ დაგვაგრიო. არ გინდა რა.. გეფიცებით, ხმა უკანკალებდა! -ორივეს ერთმანეთი იმაზე მეტად გიყვართ ვიდრე უნდა გყვარებოდათ..! -ნუცა წამოდი. გადმოდი მანქანიდან და წამოდი. ახლა მანქანიდან, რომ გადახვიდე ხო იცი რაც მოხდება. ხო იცი, რომ წაყვები ყველგან სადაც გეტყვის. დამიჯერე არ გინდა. წამოდი მაქედან, ისე, რომ არც გახედო! -ნიკუშა, უნდა ველაპარაკო. წავედი. -და შენ იმაზე ნაკლებად გიყვარვართ ორივე, ვიდრე უნდა გყვარებოდით.. გამაყრუებელი ზარის ხმა.. გათიშა. გათიშა. გათიშა. * მანქანიდან ნელა და აუჩქარებლად გადავედი. ვცდილობდი რაც შეიძლებოდა, ყველანაირად გამეწელა დრო. იმ ადგილას იჯდა სადაც ჩვენ ერთი წლის წინ. ახლა დავაფიქსირე და ზუსტად ოქტომბერია, ზუსტად ისეთივე სუსხია და ზუსტად ისეთივე ლამაზია ზღვა. გვერძე დავუჯექი, არ მინდოდა ლაპარაკი.. მაინც ამოიღო ხმა და ის ცოტაოდენი მყუდროება, რომელიც გვქონდა სულ გაქრა. -დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევი. -ერთი წელი გავიდა. ჩვენ ისევ აქ ვართ. მადლობა სანდრო. -გიყვარს? ყველაფერს, მაგრამ ამ შეკითხვას არ ველოდებოდი. -ვინ? -ნიკუშა. გიყვარს ნუცა?! სიგარეტს გაუკიდა.. -მიყვარს. -მე გიყვარვარ? -სანდრო.. -უფრო სწორად, გიყვარდი? -იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენ. გაეცინა, ღრმა ნაპასი დაარტყა.. ძალია ღრმა. -როგორც ჩანს საკმარისად არა. -სანდრო, არ გინდა.. -რა არ მინდა ნუცი? ისევ ეს დაწყევლილი "ნუცი". -ჩემს გრძნობებში ეჭვის შეპარვა, არ გინდა.. -ცოლად გამომყვები? მეგონა მომესმა, მეგონა.. გეფიცებით მართლა მეგონა, რომ მომესმა.. -სანდრო! -გეკითხები და მიპასუხე! ცოლად გამომყვები? -სანდრო! -მითხარი, რომ არა. უკრაინაში წავალ, თუ მეტყვი, რომ არა. თუ დამანახებ, რომ ნიკუშა საკმარისად გიყვარს. თუ დამანახებ, რომ შეგიძლია სიყვარული, ვინმესი მაინც.. მითხარი, რომ არა. არ გამომყვები. მიდი ნუცა, მითხარი! -სანდრო! -ნუ იმეორებ ჩემს სახელს. პასუხი მჭირდება. მითხარი, ნიკუშა გიყვარს? -მიყვარს! -ცოლად გამომყვები?! ნუ აკეთებ ამას გთხოვ. არ გინდა, არ მინდა, არ უნდა. არავის არ გვინდა! გეხვეწები, უბრალოდ გაჩერდი. ყველაფერი არ დამანგრევინო, სანდრო არ გინდა. -ნუცა, ცოლად გამომყვები? ყელზე ძარღვები ისე დაჭიმვოდა მეგონა შემოასკდებოდა. -გთხოვ, სანდრო არ გინდა. -მიპასუხე! ყურები დამიგუბდა ისე იღრიალა. -გამოგყვები! მოგყვები, ცოლად მოგყვები! ეს გინდოდა? გინდოდა ეს მეთქვა? გინდოდა გენახა, რომ შენ ხარ სულ ჩემთვის პირველი? გინდოდა გენახა, რომ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ნიკუშა? გინდოდა? აჰა! მიიღე! ნახე, მიყვარხარ! კიდევ მიყვარხარ, სულ მიყვარდი, ყოველ დღე, კვირა, თვე და წელი! შენ გამო ყველაზე მოღალატე ადამიანი გავხდი, ყველაზე ეგოისტი. ყველაფერი შენი ბრალია, შენი! ვკიოდი, ვწიოდი, ვღნაოდი. ცოტა მაკლდა აფეთქებამდე. სულ ცოტა. მეგონა გავსკდებოდი. ყველაფერი ამოვიღე რაც მინდოდა, რომ მეთქვა. თითქოს დავიცალე, თითქოს ცოტა მომეშვა.. -მინდოდა საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი, რომ იმაზე მეტად ეგოისტი ადამიანი ხარ ვიდრე მეგონე.. * დემეტრეს და ანოს ამბავი ზევით, მაღლა იყო დაწერილი. არ შეიძლეოდა დაშორება, არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ უერთმანეთოდ. აკრძალული იყო. ყველანაირად. სასწაულებიც ხდებაო, რომ ამბობენ დაიჯერეთ.. თოთხმეტ თებერვალს, "სიყვარულის დღეს" დაშორდნენ. ვერ ვხვდები და ვერც ვერასდროს მივხვდები სიყვარულს დღე რად უნდა ის ხომ სულ არის და არ ქრება? მაგრამ არსებობს და აღნიშნავენ. მათაც უნდა აღენიშნათ და ერთად უნდა წასულიყვნენ ყველა იმ ადგილას სადაც გეგმავდნენ. ყველაფერი ისე, რომ არ ხდება როგორც ვგეგმავთ ეს ალბათ ყველამ კარგად იცით. გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, რომ ხშირია ესეც.. დემეტრე, რომ სიმთვრალეში ცოტას "ჭედავს" ამას ახლა გეუბნებით, მაგრამ არაუშავს. ცამეტში ღამით ანოს ძველი პაკლონიკი გამოჩნდა, ზუკა დადეშქელიანი. მისი არსებობა მინდა გითხრათ დამავიწყდა კიდევაც. არ სცოდნია ანოს და დემეს ამბავი, ხო და დიდი თაიგულით მობრძანდა ბიჭი ეზოში ღამის თორმეთ საათზე. ყველა ეზოში ვისხედით, ბიჭები ცოტა ნასვამები იყვნენ და ჯოკერს ურახუნებდნენ უცებ, რომ შემოაჭრა ეზოში. არც შერცხვენია უტუფრად მოვიდა და ყვავილები დემეს წინ გადასცა. საწყალი ბიჭი, ისე ცემეს ისე სასწრაფომ სულ ფრენა-ფრენით მიიყვანა საავადმყოფოში. ანო ისე გამწარდა, ისე იჩხუბა, იმდენი სისულელე ილაპარაკა რასაც დემეტრე ნამდვილად არ იმსახურებდა.. ხო იცით? გაბრაზებულ გულზე ადამიანები არასდროს ვუფიქრდებით ჩვენს ნათქვამს. არც ანო დაფიქრებია. ეზოში ამბები ხდებოდა? სასწაული. ყველა ჭორიკანა მიფრენოდა აივანს და მშვიდად უყურებდა პოპკორ მომარჯვებული ამ ყველაფერს. დემეტრე ბიჭებმა "შეიტანეს" სახლში, ჩვენ ანო ავიტანეთ და ასე. ყველანაირად ვცდილობდით დაგვემშვიდებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. გაცოფებული იყო. თვე ნახევარი იყო გასული ამ ამბიდან დემეტრემ, რომ დაურეკა. პირველი დანარეკი არ აიღო. მეორეს ვეღარ გაუძლო და უპასუხა. -გისმენ. მისი ნაზი ხმა კიდევ უფრო დანაზებოდა. -პირველი დანარეკი პრინციპულად არ აიღე? გაინტერესებდა მეორეჯერ დავრეკავდი თუ არა? გაეცინა დემეტრეს. -ამისთვის დამირეკე? უკმაყოფილო და გაბრაზებული ჩანდა ქალბატონი ღამბაშიძე. -სად ხარ? კითხვა დაუიგნორა დემემ და ის კითხა რაც ასე აინტერესებდა. -სახლში. -მარტო? -ხო. -დამალევინებ ყავას, რომ ამოვიდე? თან საქმეც მაქ. -რა საქმე დემე..ტრე? -დემე ჯობდა ანო. გაიგონა ასანთის ანთების ხმა. სიგარეტს გაუკიდა უეჭველი იცოდა. -ამოდი. სანამ კიბეებზე ამოვიდოდა დემე..ტრე ცხრაასჯერ დაალაგა ტექსი რას ეტყოდა, როგორ ეჩხუბებოდა და რანაირად. ისიც მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არ შეურიგდებოდა. თანაც, თვე ნახევრის შემდეგ დაურეკა, წარმოგიდგენიათ?! არა არარსებული იყო, არ შეურიგდებოდა. კარზე კაკუნი, რომ გაისმა სარკეში სწრაფად შეავლო მის თავს თვალი. ლამაზად იყო, როგორც ყოველთვის. -შემოდი. -გადაგიარა გაბრაზებამ ანო? -ყავას გაგიკეთებ. სამზარეულოსკენ, რომ წავიდა წინ გადაუდგა დემე..ტრე! -მოგენატრე? -ყავა გინდოდა შენ. -მერეც დავლევ, ჯერ მიპასუხე. გაეცინა და წარბებ ქვეშიდან ახედა. -არა. -რა არა, არ მოგენატრე თუ არ მიპასუხებ? ახლოს მიიწია, თვალებში უყურებდა. ცოტა ეკლდა ღამბაშიძეს და გული წაუვიდოდა. -არ მომენატრე! -ტყუილებიც გისწავლია, არადა სულ თვე ნახევარი არ გეკონტაქტებოდი.. ჰმ. -არ მომნატრებიხარ დემეტრე! სწრაფად აკოცა ლოყაზე, მაშინვე აუჩქარდა გული და პულსაცია. -ვითომ? ამჯერად მეორე ლოყაზე აკოცა. აღარაფერი უპასუხია, ნამდვილად გაიფაქტა. გაიფაქრა, რომ მოენატრა.. -მეორეჯერ კიდევ მოიტყუები? გაეცინა და ამჯერად დავზე აკოცა. -ყავას გავაკეთებ. -არ მინდა ყავა. კითხვაზე მიპასუხე. მეორეჯერ კიდევ მოიტყუები? ანოს სახეზე ძლივს იკავებდა სიცილს. პატარა დასჯილი ბავშვივით იყო, რომელმაც ვაზა გატეხა დედიკოს ატყუებდა, რომ მას არ გაუტეხავს და საბოლოოდ მაინც გაფაქტეს. -არა. ჩუმად წაიდუდუნა. მერე ორივეს გაეცინა. ასე იცოდნენ ხოლმე სულ, უფრო სწორად ანომ ასე იცოდა სულ. ორი დღე საშინლად გამწარებული იყო, მერე ლბებოდა. დემეტრეს დამუღამებული ჰქონდა ეს "ტოჩკა" და იცოდა, როდის, სად, როგორ და რა უნდა ეთქვა ანოსთვის, რომ შერიგებოდა. * ნუცა სანდროს გაჰყოლიაო, შოკში იყო ქალაქი. ვისთან ელაპარაკათ ამ თემაზე არ იცოდნენ. ნუცას ლანძღავდნენ, ისე გასალანძღი იყო, აბა რა იყო? სანდროსგან ნიკუშასთან წავიდა, ახლა ისევ სანდროს დაუბრუნდა.. არ იცოდა მაგ გოგომ რა უნდოდა რა. ეგოისტი იყო, არა ეგოისტზე მეტი. არაფერი აკმაყოფილებდა, ამ სიყვარულმა კი კიდევ უფრო გააღორა. ორივე უნდოდა ერთად! ერთად, რომ არ გამოვიდოდა ეს იცოდა და ცალ-ცალკე ყავდა ხან ერთი და ხან მეორე. სანდროს და ნიკუშას, ასე ძალიან, რომ არ ჰყვარებოდათ ალბათ მოკლავდნენ მაგ გოგოს. ღირსიც კი იქნებოდა, დაისვენებდა ქალაქი და დაისვენებდა ორივე! რა ძმაკაცები დააშორა, თქვენი კიდევ არ იცით. ერთმანეთისგარეშე არ სუნთქავდნენ, უფრო სწორედ ვერ. ახლა ერთმანეთს თვალებში ვერ უყურებენ. როგორ უნდა შეხედონ საერთოდ? ვერ შეხედავენ, ყველაფერი ნუცას ბრალია. მე დღემდე ვერ ვხვდები რა ნახეს ასეთი გაჟაგიჟებელი ამ გოგოში ესეთი, მაგრამ ალბათ რაღაც ეშხი ჰქონდა რა.. საერთოდაც მაგ ეზოდან ყველა რაღაცნაირი იყო, განსხვავებული, სხვა ფენომენი, განსაკუთრებული.. * მოსკოვში წავიდნენ, სანდროს მამასთან. ნიკუშა ადამიანს აღარ გავდა. იცოდა ასე, რომ მოხდებოდა. რამდენჯერ გაუმეორა ნუცას, რომ წამოსულიყო, რამდენჯერ თხოვა, მაგრამ არა! ნუცა ყოველთვის ისე იქცეოდა როგორც მას სურდა. ნიკუშასთან უცხო ბიჭებმა მოუხშირეს სიარულს, ზოგი იძახდა წამალზე შეჯდაო, ზოგი იძახდა ახალი საძმაკაცო გაიჩინაო. რავიცი, ვერაფერს იტყოდი დაზუსტებით. რაც უფრო გადიოდა დრო, ეზო მით უფრო იშლებოდა, თანაც ნუცა და სანდროც წავიდნენ. ღმერთმა იცის როდის დაბრუნდებია ან საერთოდ დაბრუნდებიან თუ არა. სულ, რომ დაბრუნდნენ იტალიური ეზო არასდროს იქნება ისეთი როგორიც ერთ დროს იყო. წასვლა ლიზამ დაიწყო, ნუცამ და სანდრომ გააგრძელა, ნეტა წავიდოდა კიდე ვინმე თუ არა? ვინმე გაბედავდა კიდე ამ ადგილის დატოვებას თუ არა? წიგნიც ისე მაინტერესებს, ლიზასი ჰო.. გავიგე ნუცას, სანდროს და ნიკუშას ეძღვნებაო.. მოვა დრო და წავიკითხავ, აუცილებლად წავიკითხავ! * დღე მიყვებოდა დღეს, კვირა-კვირას, თვე-თვეს, წელი-წელს. არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, პირიქით უარესდებოდა და უარესდეოდა. ნიკუშაზე გავიგეთ წამალზე შეჯდაო, აქ უკვე დავიჯერე, რომ სიმათლე იყო. ჩვეულებრივი ზომბი გახდა. არვიცი, ალბათ ეს ამბავი სანდროს, რომ გაეგო მაშინვე ჩამოვიდოდა, მაშინვე დატოვებდა ყველაფერს და ნიკუშასთან მოვიდოდა. არ იცოდა ფაქტი იყო. ჭორები იმაზეც დადიოდა ნუცა და სანდრო აპირებენ ჩამოსვლასო, არ ვიცი, იმ ამბის მერე ორი წელი და ნახევარი გავიდა, შეიძლება. ასე არადაზუსტებით იმიტომ ვიძახი, რომ ეზო ნელ-ნელა ჭორიკნებმაც დატოვეს. იცით? თბილისს მაინც სადღაც უნდოდა მათი დაბრუნება, მაინც უნდოდა ისევ ენახა ყველა ერთად იტალიურ ეზოში. თბილისს ბევრი რამე უნდოდა, მთავარი ის იყო აქედან გაქცეულები რას ფიქრობდნენ.. * აღუწერელი ტკივილით ვრეკავ რედაქციაში. ყველაფერი მეწვის და მტკივა, ჯერ კიდევ მიჭირს გააზრება იმის თუ რა მოხდა. არ მჯერა, რომ აღარ არის. არ მჯერა, რომ ახლა იმიტომ ვბრუნდები, რომ მისი პანაშვიდია. არ მჯერა! ან როგორ უნდა დავიჯერო? აღარ არსებობს.. არ მჯერა არ მჯერა. ჩემამდეც მოვიდა ხმა, აქ ვენეციაში. ცოტა დაგვიანებით, მაგამ მაინც მოვიდა. -ყველა გაყიდული წიგნი უკან დააბრუნეთ. როგორც გინდათ და რანაირადაც! აბსოლიტურად ყველა. აღარც დაბეჭდოთ! იტალიური ეზო არსებობას წყვეტს. ზედმეტი კითხვები საჭირო არ არის, უბრალოდ გააკეთეთ ის რასაც გეუბნებით! ისტერიკა, პარანოია, შეტევა, გარეკვა, ცოცხალი აღარ არის! * -დაუძახეთ პოლიციას, გამოიძახეთ სასწრაფო! მანქანა ისეთი სისტრაფით შეასკდა ბოძს. შიგნით ახალგაზრდა ბიჭი ზის.. ვერ გამოგვყავს.. დროზე დაუძახეთ სასწრაფოს ან პოლიციას.. აბაშიძეზე ღამის სამ საათზე მიმავალმა მანქანამ ყველაფერი გაიტანა. სიჩქარე იყო აღუწერლად დიდი. არა მგონია მძღოლი ყოფილიყო საღ აზრზე. ამბობენ უნდოდაო, არ ვიცი. არამგონია. ისეთი ნაცნობი ახალგაზრდაა ისეთი.. დაიცა რა ჰქვია? გავიხსენებ რა, დრო მჭირდება. აა, ჰო. იტალიური ეზოს "სასტავის" ბავშვია ეს. ლუკა? არა, არა. დემე? არც დემე! მიშო? არა, არარის ეს მიშო. სანდროა თუ ნიკუშა? სანდრო მგონი.. ან ნიკუშა? რომელია, რომ ვერ ვიხსენებ? რა დროს ესაა, დაუძახეთ სასწრაფოს! სულ სისხლებია, ბიჭი ზის შიგნით. არ მოკვდეს, სასწრაფო სად არის ამდენ ხანს..?! * თბილისსის აეროპორტში, რომ დავჯექით მაშინ მივხვდი ყველაფერი მომეკვეთა. მაშინ მივხვდი, გული აღარ მიცემდა, აღარც ვსუნთქავდი.. ისე ვნერვიულობდი, ისე მეშინოდა. არ მინდოდა დაბრუნება, არა გატყუებთ, მინდოდა სიკვდილამდე, მაგრამ მეშინოდა. სანდრო, რომ არა აქ ჩამოსვლას ვერასდროს გავბედავდი. სავარძელს ხელებს ისე ვუჭერ მეშინია არ მოძვრეს. ხელზე-ხელს მადებს და თვალებით მეუბნება, რომ დავმშვიდდე. მოგატყუებთ, რომ გითხრათ დავმშვიდდითქო, მაგრამ ახლა სუნთქვა შემიძლია, გულიც მიცემს. თვითფინავიდან რაც შემეძლო ნელა ჩამოვედი, მიწაზე ფეხი, რომ დავდგი მეშინოდა არ მომტეხვოდა. აქ ყველაფერი სხვანაირია. აქ სხვანაირად ვსუნთქავ. აქ სხვანაირად ვცოცხლობ, აქ სხვანაირად ვარსებობ. ტაქსი, რომ გავაჩერეთ მაშინ უფრო ავღელდი. მალე მივალთ, მალე შევაბიჯებ ისევ იმ ეზოში. არ მინდა არა! ან მინდა და მეშინია. სული მეხუთება, სუნთქვა არარ შემიძლია. დამაბრუნეთ უკან დამაბრუნეთ! -ნუ გეშინია, დამშვიდდი ნუცა. ხელი ხელზე დამადო და მომეფერა. ესეც არ მშველიდა, ყურები სულ დამგუბებოდა, პირი გამშროდა.. -სანდრო, მოდი უკან დავბრუნდეთ რა. -მალე წავალთ, უბრალოდ ჯერ აქ რაღაცეები უნდა მოვაგვარო, დამშვიდდი ნუცა. გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. ვიცი ისიც ნერვიულობდა. ვიცი მასაც ეშინოდა იქ შებიჯება, მაგრამ არ იმჩნევდა. ტაქსი ჩვენ ეზოსთან, რომ გაჩერდა გადავწყვიტე არ გადავსულიყავი. არ მინდოდა, მინდოდა აქ დავრჩენილიყავი, ყველაფერი მერჩივნა იქ შებიჯებას. სანდრომ სულ ძალით გადმომათრია. გულის კანკალით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით. არაფერი შეცვლილათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც იმდენად იყო რამე შეცვლილი, რომ აღმენიშნა. ბერგს ხელი მოვკიდეთ და ძალიან ნელა დავიწყეთ შესვლა ეზოი, რომელიც ორი წლის წინ დავტოვეთ. ეზოში, რომელიც სავსე იყო უფრო მეტი ტკივილით, მწუხარებით და ცრემლით ვიდრე ბედნიერებითა, სიხარულით და სიცილით. 'არკა' მშვიდოიანად გავიარეთ. არავინ შეგხვედრია. შორიდან, ეზოს დასაწყისიდან, მაგრამ მაინც შევნიშნე ორი სილუეტი. ორივე მაღალი და გამხდარი. ახალი მეზობლები მეგონნენ, დავმშვიდდი შემეშინდა ვინმე ჩვენიანი არ იყოსთქო. რამდენი დრო გავიდა.. საუკუნედ მეჩვენება. რაც უფრო ვუახლოვდებით სილუეტებს მით უფრო ვიძაბები. სანდროსკენ არ ვიხედები. ხელებზე გამექცა მზერა, სულ გადაფითრებოდა.. ჩემზე მეტად თუ არა არც ჩემზე ნაკლებად ღელავდა. -სანდრო ტოო, მეღადავები? ხმა არ დამვიწყებია, ან რა დამავიწყებდა? ლუკა იყო, მაშოს ლუკა. -ლუკინიო? გაკვირვებული ამბობს და მისკენ მიდის. ერთმანეთს ეხუტებიან და გეფიცებით, ეს ყველაზე ტკბილი და თბილის სცენაა რაც კი მინახავს. ყველაფერი არ არის ისე როგორც ჩვენ გვინდა, ყველაფერი არ არის ისეთი სრულყოფილი როგორიც გვინდა. ლუკას გვერძე გაშეშებული ნიკუშა, რომ დავინახე იქ მოვკვდი. იქ დავამთავრე. იქ საბოლოოდ მივხვდი, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო. სანდრო ლუკას ეხუტებოდა, ლუკა სანდროს. მე ხან მათ ვუყურებდი ხან ნიკუშას, რომელსაც მზერა სანდროზე გაშტერებოდა. თვალებში ნათლად ჩანდა - მონატრება, სიყვარული, ტკივილი, დანაშაულის შეგრძნება, სინდისის ქენჯვნა.. ყველაფერი ერთად. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, მადლობა, რომ არ შემომხედა. მადლობა. -ღადაობ ტო? არ მჯერა სანდრიკ ეე! მომენატრე შ*ეჩემა! ერთმანეთს არ შორდებოდნენ. როგორ უნდა მოშორებოდნენ რო? ამდენი ხნის უნახავი ძმაკაცები! მე ვიცი, როგორ უნდოდა ნიკუშას ისიც ჩახუტებოდა სანდროს, მე ვიცი, რომ სანდროსაც უნდოდა ეს. ისიც ვიცი, როგორ ენატრებოდათ ერთმანეთი. მე ყველაფერი ვიცი.. ჯანდაბა ნუცა ავალიანო, ყველაფერი შენი ბრალია! ჩემი თავი უკვე მერამდენეჯერ დავწყევლე ვეღარც კი ვითვლი. ერთმანეთს, რომ მოშორდნენ ლუკა ჩემსკენ წამოვიდა. ხელში ამიყვანა და ძალიან მაგრად ჩამიხუტა. მეც ვეხუტებოდი. თვალები კი სანდროსკენ და ნიკუსასკენ მქონდა. ერთმანეთის პირისპირ, გაშეშებულები იდგნენ. უბრალოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს.. -ჩემო პატარა! როგორ მენატრებოდი! ყურში ჩუმად მითხრა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა. -მეც ლუკა მეც! ისე ძალიან! * არაფერი მახოვს გარდა მათი მზერებისა. ისე უყურებდნენ ერთმანეთს ისე, მინდოდა გავმქრალიავი. მინდოდა ავორთქლებულიყავი. ისევ არ ვწყვეტდი, ყველაფერს ვაფუჭებდი და ვაფუჭებდი. რამ გამაბოროტა ასე, რამ გამაღორა ასე! ყველაფრის ღირსი ვარ, უსიყვარულობის, სიძულვილის, ყველაფრის! * მიშოსათან იყვნენ სახლში. სანდრო, დემე, ლუკა და მიშო. -ნიკუშა რას შვება? შიშით მაგრამ მაინც იკითხა. რაღაც ხმებს მიუღწევია სანდრომდე თურმე.. -არ ვიცით შ*ეჩემა. ზობი გახდა ოფიციალური, სახლიდან ძლივს გამოგვყავს ტო. ვიღაც ტიპებთან მოძრაობს, კაროჩე რა.. სიგარეტის "ბიჩოკი" საფერფლეში ჩააგდო ლუკამ. -წამალზე შეჯდა? ისევ შიშით იკითხა. -აზრზე არ ვართ სანდრიკ, ვერაფერი გავარკვიეთ. მაგ თემაზე, რომ 'ვებაზრე' არაო და ხმები კი დადის, მაგრად მეშინია რა.. სკამიდან ანარვიულებული წამოხდა დემეტრე. -სანდრიკ რო ნახო და 'ებაზრო' არა? ხო იცი შენ მოგისმენს? ფრთხილად შეაპარა მიშომ. ჩაეცინა დევდარიანს, არ ეგონა ამას თუ მოისმენდა ვინმესგან. ნიკუშას როგორ უნდა დალაპარაკებოდა? -მე ტო? მე ნიკუშას როგორ უნდა ველაპარაკო? საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოვიღო მაგასთან? ნერვიული სიცილი აუტყდა დევდარიანს. -სანდრიკ, შენ მაინც მოგისმენს.. ცადე რა. * ოთახში ჩემთვის მარტო ვიყავი. ლოგინზე 'ვეგდე' და ვცდილობდი აზრები დამელაგებინა. გოგოები არ მინახავს, მაგრამ ვნახავ. აუცილებლად ვნახავ. ნიკუშასთან ლაპარაკი მინდოდა, მინდოდა მენახა და მელაპარაკა. მევე მძულს ჩემი თავი. მე თვითონაც ვიცი, რომ ისევ არ ვჩერდები და ყველაფერს ვანადგურებ. ისევ მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობ. დაე ბოლომდე ვიფიქრებ.. თეთრი კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე. ნიკუშას სახლისკენ სწრაფად წავედი. კარები ღია დამხვდა, პირდაპირ შევაბიჯე. სასტუმრო ოთახისკენ შევედი და კარები ძალიან ფრთხილად შევაღე. მაიკა გახდილი იდგა და რაღაც შპრინცს ათამაშებდა. -ნიკუშა! დაბნეული შემოტრიალდა, შპრიცი ძირს დააგდო და თვალები გააფართოვა. -აქ რა აკეთებ, ნუცა აქ რა გინდა? -უბრალოდ.. მე.. შენი ნახვა მინდოდა. -სანდრომ იცის აქ, რომ ხარ? -არა. -წადი ნუცა სახლში. -შპრიცი რატომ გეკავა? წამალს იკეთებ? ნიკუშა ყველაფერი მართალია? -არ არის შენი საქმე, ნუცა სახლში წადი. -არ წავალ! ნიკუშა რა ჯანდაბაა ეს, რა ჯანდაბას აკეთებ?! რა თვითმკვლელობა გინდა? გინდა თავი მოიკლა? ნელ-ნელა მაგრამ მაინც! შენ ნიკუშა? შენ და წამალი? როგორ? რანაირად? -შენი საქმე არარის, წადი! ნელ-ნელა ძარღვები ებერებოდა კისერზე. - გინდა? რაღას წვალობ? პირდაპირ ადექი და გადახტი აივნიდან! ან ჩამოიხრჩვე თავი! იმხელაზე ვიკივლა ყურები მევე დამიგუბდა. -დაისვენებ ხო? გაეცინა. ირონია. არსად წასულა, უბრალოდ ცოტა ხნით იყო სადღაც გამქრალი, თორე მისი გაუჩინარება? წარმოუდგენელი იყო. -ხო დავისვენებ! -წადი სახლში. წადი სანდროსთან. -მიყვარხარ! -არ გამაცინო, ნუცა. იმხელაზე გადაიხარხარა, ისე.. მთელი ეზო გაიგებდა. -სანდრო მერე? -სადროც მიყვარს! -ორივე ერთად? ნამეტანი გდომებია ავალიანო.. ისევ ირონია, რა თქმა უნდა. -ორივე ერთად და ცალ-ცალკეც. -უბრალოდ ნიკუშა იყო ყოველთვის მეორე, სანდრო პირველი. არა ნუც? -ასე ნუ მელაპარაკები. საერთოდ იმის ღირსიც კი არ ვიყავი ხმას, რომ მცემდა და მე კიდევ ნაგლად რაიმეზე პრეტენზია მქონდა.. -როგორ ნუციკო? -ირონიულად. -მოვკვდები.. ამ, უფრო სწორად თავს მოვიკლავ და აღარავინ დაგელაპარაკება ასე. -ნიკუშა. -ხო ნუც. -მენატრებოდი. -ვიცი პატარა, მეც. ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა და თავზე ნელა მაკოცა. სწრაფადვე გაიწია, ახლაღა ვხვდები, რომ იმაზე მეტად მენატრებოდა ვიდრე მეგონა. -ძველი ჩვენ მენატრება. -მეც ნუც. წადი სახლში, ხვალ გნახავ ვილაპარაკოთ. -სანდროსაც ენატრებოდა ნიკუშა.. აქ მგონი ზედმეტად შევტოპე.. დავინახე თვალები როგორ ჩაუწითლდა. -წადი ნუცა, წადი. და მართლაც, წამოვედი. გამოვიხურე კარები და წამოვედი. * ნიკუშა! სანდრო კი არა ნიკუშა იყო, ჰო გამახსენდა. ბიჭი, რომელიც მანქანაში იჯდა ნიკუშა იყო. მთელი მანქანა სისხლებით იყო მოთხვრილი. წინა მინა სულ ჩამსხვრეული. სასწრაფომ და პოლიციამ ძლივს გამოიყვანა ბიჭი მანქანიდან. გარშემო ყველა ტიროდა, გარშემო ყველას გულის ტკივილი ნიკუშა იყო. ვერის კოლორიტი. ჩემთან ერთად უამრავი ხალხი ლოცულობდა მის გადარჩენაზე. პულსი არააქვსო იძახდნენ. მე არაფერი მესმოდა, შორს ვიდექი. ვიღაც კიოდა, ვიღაც ღნაოდა, ვიღაც ღრიალებდა.. პულსი? პულსი უნდა ჰქონდეს! ნიკუშა აუცილებლად უნდა ჰქონდეს. არაო, არააქვსო. ნიკუშა, უნდა გქონდეს. აუცილებლად უნდა გქონდეს. ნიკუშა პულსი! არა, პულსი არ არის. * რამოდენიმე საათით ადრე, სანდროს სახლში იყვნენ. სარწეველა სკამზე ისხდნენ ორივენი. იმ სკამებზე ორივეს ბავშვობაში, რომ ძალიან უყვარდათ. არც-ერთი იყო ფხიზელი. ორივე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გახლდათ. სანდრომ დაურეკა. ხმა არ ამოუღია უბრალოდ დაურეკა და გაუთიშა. ყველაფერს მიხვდა მელიქიშვილი და ორი პატარა ცელოფნით ააჭრა სანდროსთან. ზუსტად ერთნაირად შეუშვეს ვენაში დოზები. გაითიშნენ. ჭერს უყურებდნენ მაღლა. თან იცინოდნენ, რამდენი ხანია ამ სახლს და იტალიურ ეზოს მათი სიცილი ერთად არ გაუგია. -სანდრიკ გინდა კიდე? პატარა პაკეტი აათამაშა ნიკუშამ. ისევ ისე, ორივემ ერთნაირად შეუშვა დოზა. სანდროს ლაპარაკი უჭირდა, ნიკუშას ფეხზე დგომა. -შეეშვი ნიკუშ მაგას, ნუ შეჯექი რა.. თვალებს ძლივს ახელდა სანდრო, ლაპარაკიც უჭირდა მაგრამ მაინც მოახერხა თქმა. -ნუ გეშინია სანდრიკ, ეს ბოლოა.. გაეცინა, ფეხზე წამოდგა და თვალი კარგად მოავლო ყველაფერს. მონატრებული ძმაკაცი უნდოდა დაემახსოვრებინა.. -კარგად სანდრიკ, 'სბოგამ'. მერე გავიდა და გავიდა. მანქანა აღუწერელი სიჩქარით მიქროდა ქუჩიდან-ქუჩაზე. აბაშიზე საბედისწერო აღმოჩნდა. ვერის შვილმა სიცოცხლე ვაკეში დაასრულა. წამში, იქვე. ბოლოს მაინც სანდრო ნახა.. * -თვითმკვლელობა იყო! დიახაც. იმ ტუტუცი ნუცას გამო მოხდა ეს ყველაფერი, ვიცოდი ან ერთი შეეწირებოდა ან მეორე. რა ჰქონდა ამ გოგოს ასეთი გაუგებარია. გათამამებული ნუცას გამო მოხდა, ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობა იყო ეგ. მეტი არაფერი. ცხვირი როგორ უნდა გამოყოს მაგან ქუჩაში საერთოდ??? რა ბიჭი მოკვდა მის გამო..! * თვითმკვლელობაო, ნუცას გამო, ნიკუშაა მსხვერპლიო. ყველანაირად მოკვდა. * კაიფიდან ახალი გამოფხიზლებული იყო ეს ამბავი, რომ გაიგო სანდრომ. კანკალი.. შიში.. ისევ წამალი მოუნდა.. ისევ გადამეტებული დოზა.. მერე თქვენც კარგად იცით რაც მოხდა. თავი სავაადმყოფოში ამოყო. მიუსწრეს! სანდროს მაინც მიუსწრეს. ყველა იყო ნუცას გარდა. ყველა ოღონდ ნუცა - არა. ცოცხალი გადარჩა. ამას თუ გადარჩენა ჰქვია, მაგრამ ისიც ნიკუშასთან დაიმარხა ვერის სასაფლაოზე. ორივე იმ დღეს მოკვდა, უბრალოდ სანდრო ცოტა უფრო დიდხანს დააბიჯებდა ამ აყროლეულ დედამიწაზე. ორივე კოლორიტი დაკარგა ვერამ. ასეთი რამე? არსად არავის ახსოვს გეფიცებით! * -ნუცა. შემაკანკალა, გამჟრჟოლა, ბეწვი ამეშალა. უკვე იმდენად გავრეკე მოლანდეებიც კი დამეწყო? უკან ნელა შევტრიალდი, არ მჯერა. გეფიცებით არ მჯერა! ჩემს წინ ლიზა იდაგა, კანდელაკი.. -მეჩვენება? შიშით ვიკითხე. -არა ნუცა, აქ ვარ. ამოიქვითინა. ვერც მე შევიკავე ცრემლები.. -დაბრუნდი? -ნუცი, ნიკუშა.. -დაბრუნდი? -ჰო ნუცა. -რატო? ყველაფერს ელოდა ამ კითხვის გარდა. -რას ნიშნავს რატო ნუცა? -ახლა რატო დაბრუნდი? აქ რა გინდა ლიზა? არ არის შენი ადგილი. ნუ გგონია, რომ ისევ მიგითებ'თ. არა წადი, წადი ვენეციაში და წიგნი წერე ჩვენზე. იქიდან დაგვცინე და ადევნე თვალ-ყური ჩვენ ცხოვრებას. აქ ჩამოსვლა როგორ გაბედე? არ გაპატიებ! არც მე და არც სხვები! არ გვჭირდები, წადი. იმ დაწყევლილ ვენეციაში წადი. თბილისსი შენ აღარ გეკუთვნის, იტალიური ეზო მითუმეტეს. არ გაქ უფლება აქ ყოფნის, წადი რა, წადი! -ნუცი.. -არა, ნუ ტირი! არ გაქ უფლება. არ გაქ უფლება გტკიოდეს, რომ არ გიღებ და არ გპატიობ. ხომ იცოდი არ გაპატიებდი? რატო წახვედი? როგორ მიგვაგდე? თან წერილი დაგვიტოვე.. მაგის ღირსები ვიყავით? წადი ლიზა წადი! არ მინდა დანახვა შენი! წადი! -ნუცი, გთხოვ. -არა ლიზა, ნუ მთხოვ. ნუ! მე ნამდვილად არ ვარ ის ვისთანაც უნდა მისულიყავი. -ერთს ჩაგეხუტები და წავალ. ნუც, გთხოვ. ორივე ერთად ვტიროდით, გაუჩერებლად და ხმის ჩაწყდომამდე. -არა. წადი. არ ჩავეხუტე. არ მინდოდა, არ შემეძლო. ვერ ჩავეხუტებოდი. ვერ და არ! უბრალოდ წავიდე, უკეთესი იქნება ყველასთვის. ჩემთვისაც, მისთვისაც და სხვა დანარჩენებისთვისაც. წავიდა. წავიდა. წავიდა. არადა მინდოდა დარჩენილიყო. * დღე, როდესაც ყველამ ჩვენ შავები ჩავიცვით. დღე როდესაც ყველამ შევწყვიტეთ არსებობა. დასაფლავება იყო. ხალხი იყო? დაუსრულებლად იმდენი. ვერც კი დაითვლიდით. გამაყრუებელი ტირილი და კივილი ისმოდა. მახსოვს სანდროს ცრემლები, დემეტრეს ღნავილი, მიშოს ღრიალი და ლუკას გინება. გოგოებიც მახსოვს, მახსოვს ყველა როგორ ტიროდა. ტიროდა იმ ადამიანს ვინ ასე ძალიან გვიყვარდა ჩვენ, ტიროდა იმ ადამიანს ვინც ერთ დროს იტალიური ეზოს შვილი იყო. იყო რა? არის და სულ იქნება! ნიკუშა.. რატომ ნიკუშა? * გამოძიების დასკვნა - ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა. იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქე ნიკუშა მელიქიძე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა მან ვეღარ შეძლო საჭის დამორჩილება რის შედეგადაც მოხდა ავარია და ის დაიღუპა. * ამოვისუნთქე. თვითმკვლელობა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ვერ ვსუნთქავ თავისუფლად. ძალით არ გაუკეთებია ეს, თვითმკვლელობა არ ყოფილა ეს.. * ამ ამბის მერე მთლიანად დავიშალეთ. ლუკა იყო პირველი ვინც წავიდა. მაშოს დაპირდა გადაყვარება არ მოხდებაო, მაგრამ ქავთარაძემ ყველაფერი იმაზე უკეთ იცოდა ვიდრე ლუკა. გადაყვარება მოხდა და ეს ბედისწერაა. ვერ გაუძლეს. მათმა სიყვარულმა ვერ გაუძლო. ლუკამ დაპირება არ შეასრულა.. არადა დაპირდა არ წავალო.. არადა მაშოს დაპირდა! და ის სიყვარული საბოლოოდ მაინც გაქრა, რომელიც მაშოს ასე ძალიან უყვარდა. ის სიყვარული, რომლის გაქრობისაც ასე ეშინოდა. არადა ლუკა დაპირდა, მართლა დაპირდა. * ელენე და მიშო. აქ ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე გგონიათ. ელენეს იქამდე დაეწყო ნერვული აშლილობა ვიდრე მიშო წავიდოდა. აირივნენ-დაირივნენ. მიშომ ვეღარ ვძლებ აქო, სული მეხუთებაო. წამომყევია, არ გაყვა. ჩემს გამო არ გაყვა. არადა ღირსი ვიყავი, აქ უნდა დავეგდე, ყველას მარტოდ მარტო. ღირსი ვიყავი. გაუშვა, მაგრამ ისევ ელოდება. ისევ სჯერა, რომდაბრუნდება.. მაშინ კი არსად გაუშვებს. ელენე მიშოსია, მიშო ელენესი. ერთნი არიან. უართმანეთოთ არ შეიძლება. მიშო უნდა დაბრუნდეს, მთავარია დაბრუნდეს.. * ანო და დემეტრე იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ ვიდრე გვეგონა. მათ შეძლეს, მათ გადალახეს. ისინი ერთად დარჩნენ! რა გვეთქმის გარდა მადლობისა? არაფერი. მადლობა, რომ თქვენ მაინც შემორჩით. * ლიზა? ვენეციაში დაბრუნდა. გოგოეი არ უნახავს, ეგრევე წასულა თურმე. აღარ წერსო გავიგე. იტალიური ეზოს ყველა გაყიდული წიგნი უკან დაიბრუნა და ახლებს აღარც უშვებს. ლიზა.. საბოლოოდ მაინც ვენეციამ ჩაყლაპა ჩვენი ეზოს ჭორიკანა. საბოლოოდ მაინც წაიღო დინებამ და შიგნით ჩაიყოლა. * -ნუცა. -გისმენ. -მთაწმინდაზე ამო. -ჩვენ ადგილად? -ხო. ავედი. ჩემსკენ იდგა ზურგით, რომ გამოტრიალდა დავინახე როგორი შეცვლილი იყო.. წვერი მოეზარდა, თვალები სულ ჩაშავებოდა, თმებიც გაზრდოდა. -სანდრო. -არა ნუცა, გაჩერდი. მომისმინე და უბრალოდ არაფერი თქვა. ამოისუნთქა და დაიწყო. -მივდივარ. ალბათ არ გიკვირს ამას, რომ ვამბობ. მეც მივდივარ. აღარ ჩამოვალ, ამიტომ ჩავთვალე, რომ უნდა მენახე. მენახე და მეთქვა, რომ.. ამ, გულახდილი, რომ ვიყო გეტყვი, რომ არ ვიცი რა უნდა გითხრა? იმის თქმა შემიძლია, რომ ის ეზო უნდა დატოვო ნუცა. აღარ უნდა შებრუნდე. არც ხალხს უსმინო, ეს არ მომხდარა შენგამო. არა, არ გეგონოს, რომ გამშვიდებ. უბრალოდ ვამბობ იმას რაც რეალურად მოხდა. ეს არც იმიტომ მომხდარა, რომ ორივეს გვიყვარდი. არა, შენ არ ყოფილხარ ნიკუშას სიკვდილის მიზეზი. არ დაიდანაშაულო თავი, ეს არაფერს გიშველის, ვერც უკან დავბრუნდებით. მეც ბევრი დავაშავე, შენც და თავის დროზე ნიკუშამაც. იმდენი არაკაცული საქციელები ჩავიდინე ბოლოს მთლიანად ნეხვში აღმოვჩნდი და თვალბსაც კი ვერ ვუსწორებდი. მენატრება რა, ძველი დრო და ჩვენი ეზო. ძველი ყველაფერი მენატრება. ვიცი, რომ შენც და ყველა დანარჩენს. შეიძლება გენატრებოდეს, მაგრამ წარსულით არ უნდა იცხოვრო. ნუცა გადადი მაგ ეზოდან, მოშორდი მაქაურობას. შენც არ ჩაგითრიოს. შენც არ დაგახრჩოს. სუნთქვის საშუალება დაუბრუნე შან თავს. მე უკვე ვტიროდი.. -არ იტირო რა, არ მიყვარს შენი ცრემლები. არ გინდა ნუ ტირი. გეყო. ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ ეცადე მაინც გაიღიმო, დაუბრუნე შენ თავს მაგის უფლება. აქ იმიტომ ამოგიყვანე, რომ ჩვენთვის ყველაზე ტკბილი ადგილი ესაა. აქ დაიწყო ყველაფერი და მინდა აქვე დავამთავრო. ნუცა, მივდივარ. ეს გითხარი, მეტი აღარ ვიცი რა, რაღა უნდა გითხრა? ერთადერთი რასც გთხოვ ეს იმ ჭაობიდან წამოსვლა და სუნთქვაა, შეგიძლია ეს ჩემთვის გააკეთო? ხმის ამოუღებლად დავუქნიე თავი. -აქ მოვრჩით ხო ნუცა? ხო მოვრჩით. წავედი, არაფერი მიპასუხო. უბრალოდ თავს მიხედე, ჭკვიანად იყავი. სწრაფად მაკოცა თავზე, ზუსტად იმ ადგილას სადაც მაშინ ნიკუშამ.. ზუსტად ისე გაიწია როგორც მაშინ ნიკუშა.. -სანდრო.. ამოვიქვითინე.. -არ გინდა ნუცი, არაფერი მითხრა. ვიშლეით, ამჯერად სამუდამოდ. კარები დაკეტე და წერტილი დასვი, ეს უკვე შენზეა რა.. წავიდა, უკან მოუხედავად. რას ველოდი? მობრუნდებოდა? და ჰეფი ენდი გვექნებოდა? წავიდა. ისიც წავიდა, ყველა წავიდა საერთოდ. ისღა დამრჩენია, კარების დაკეტვა შევძლო. * ბოქლომით და გასაღებით ხელში ეზოს წინ ვდგავართ. თქვენ წარმოიდგინეთ და ელენეც ჩვენთანაა. ოთხივე ერთად ვდგავართ იმ ეზოს წინ, რომელიც სავსე იყო სინათლით და ხალისით. ახლა კი სიბნელე და ტკივილია დასადგურებული შიგნით. სულ დამტვერილია და გადაწმენდას აღარავინ აპირებს. ბოქლომი ჩავკეტეთ, მაგრამ მაინც ვერ ვშორდებით აქაურობას, მაინც გვეტირება.. მაინც გვტკივა. იტალიური ეზო დაიკეტა, მოკვდა და არსებობა შეწყვიტა. რაღაც აღუწერელი ტკივილით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მოხდა. ისღა დაგვრჩენია ველოდოთ როდის ჩაგვრება თბილისის ლამპიონები, რომ ჩვენც შევწყვიტოთ არსებობა. * კარი დაკეტილია, ბოქლომი ჩაკეტილია, მტვრიანი ადგილები გადაუწმენდელია. იტალიური ეზო წყვეტს არსებობას და კვდება, ალბათ მალე ჩვენც სევწყვეტთ არსებობას და იტალიური ეზოს გზას გავუყვებით. * დ ა ს ა ს რ უ ლ ი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.