შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჯვრისწერა"


26-05-2016, 14:10
ნანახია 2 511

მთვარემ დაიწერა ჯვარი სევდასთან და
ისევ ამოევსო დარდით ღამეები.
ეხლა ისე მინდა ახლოს დაგიგულო,
თითქოს სულ არ მტკივა ღამე ნათენები.
მთვარემ დაიწერა ჯვარი სევდასთან და
მე ჩემს წმინდა გრძნობას ტანზე შემოვიცმევ,
ქარში მოვიხურავ ჩვენს ძველს მოგონებებს
თოვლში სიყვარული მე რომ შემომფიცე.
მთვარემ დაიწერა ჯვარი სევდასთან და
გული სხეულს გარეთ მიძგერს გამეტებით,
ვფიქრობ ეს ჯვრისწერა კარგი სულ არ არის,
რადგან ვხედავ მთვარეც გახდა სევდისფერი.
მთვარემ დაიწერა ჯვარი სევდასთან და
სევდა არ დანებდა მთვარეს ხალისიანს,
მთვარე იქეთ იყოს, მაგრამ ჩემო კარგო
მოღალატეები სევდას განიცდიან?!

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent