Don't leave me 2
ალბათ რაღაც დაგეგმეს წინა ღამით დანიელმა და ერეკლემ , არა დანიელისგან ნამდვილად მიკვრის მსგავსი საქციელი , ძალღონეს ვიკრებ რომ არ ავფეთქდე ლანა არ აყოვნებს, საყვარეელი ადამიანისკენ მიდის და ეხუტება , მის გვერდით იკავებს ადგილს -გამარჯობათ უემოციოთ ვამბობ და ისე თითქოს არაფერი მათ წინ ნიკას გვერდით ვჯდები -ლოლა გაიცანი ეს ერეკლეა რა ცინიზმია , რა საჭიროა ახლა ეს მსახიობაობა თითქოს არ იცის რომ ვიცნობთ უკვე ერთმანეთს, თითქოს გუშინ მან არ მისცა ჩემი ნომერი ძალით ვიღიმი და ერეკლეს გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ -სასიამოვნოა ლოლა ჩემს სახელს გამოკვეთს და იღიმის, იდიოტი, საპასუხოდ არაფერს ვეუბნები , ვცდილობ თავი ავარიდო -რას მიირთმევთ? ჩვენ ნაყინი შევუკვეთეთ ყველასთვის -სხვას არაფერს -ლოლი რამე მოხდა? გულუბრყვილოდ მეუბნება ჩემი და რომელმაც მგონი ვერაფერსაც ვერ მიხვდა , თვალს ვუსწორებ და ვცდილობ რომ მივხავედრო -არაფერი რაღაც შეუძლოთ ვარ -ჯანდაბა სულ დამავიწყდა რომ ანთება გქონდა , რამე სხვას შევუკვეთავ შენთვის -არა დანი არ მინდა , მალე უნდა წავდიე -ანთება? -ხო ეკე , ისეთ თავსხმაში მოყვა რო 1 კვირა იწვა , ფილტვების ანთებით ჩაიღიმა, ისე უხსნი დანი თითქოს მაგან არ იცოდეს რა დღეში ვიყავი, ურცხვად მაკვირდება მე კი ვეღარ ვისვენებბ , მაღიზიანებს -აბა გუშინ როგორ გააერთეთ? -ძალიან კარგად -აი ლოლი კი უგონოდ მთვრალი იყო თავი დავხარე, ოღონდ ახლა ძველი ამბები არ გაიხსენონ -აუუუ , ლან ის გახსოვს ბაკურიანში რომ ვიყავით და სასტუმროდან მოიპარა კონიაკები? -არ მითხრა რომ ესაა ის გოგო აივანზე გადამდგარი რომ მღეროდა და ნახევარი ბაკურიანი ჩვენს სახლის წინ იდგა -მერე გვიჩივლეს და ორი დღე ციხეში ვიყავით სანამ მამაჩემი არ ჩამოვიდა და ფული არ გადაიხადა ბავშვები არ ჩერდებოდნენ , გულლიანად იცინოდნენ ჩემს ბავშვობის ტრაგიკულ დღეებზე, არა არა რატომ მაინც და მაინც ახლა როცა ერეკლეც აქაა -გეყოთ! -შენ რა სასმელი მართლა მოიპარე? ერეკლე ინტერესით მეკითხება და თან სიცილს ძვლივს იკავებს -მაშინ 12 წლის ვვიყავი , თანაც სურვილი იყო, სხვა გზა არმქონდა რატომ იმართლებ თავს ლლოლაა რატომ ? სირცხვილით სად დავმალულიყავი არ ვიცოდი, ალბათ საშინლად წამოვწითლდი, ასე მემართება როცა მრცხვენიაა გამიმართლა რომ ამ დროს მიმტანმა ნაყინები მოიტანა -ერთი წვენი თუ შეიძლება -ფორთოხლის -ოჰ ერეკლე შენ ისე დასცინი ლოლის რომ ვითომ უარესები არ გაგეკეთებინოს რაო რაო?ახლა ჩემი ჯერია -არც გაბედო მოყოლა საჩვენებელ თითს სახესთან უფრიალებს ნიკას, თუმცა როგორც ეტყობა ნიკოლოზი დანებებას არ აპირებს, მე კი უკვე ვემზადები ახლა მე უნდა ვიცინო გულიანად -ამოღერღე შე...ა როგორც ჩანს დანიელიც ვეღარ ითმენს -რადა ერთდღეს სკოლიდან მოვდოდით მე ჩვენი ბატონი ეკე და ჩვენი ძმაკაცი გიორგი ეკემ უკვე მიხვდა რომ ჩვენს დაცინვას ვერ გაუძლებდა და თავი დახარა , მარჯვენა ხელი აიფარა -ჰოდა დიდი გზა გვქონდა გასავლელი, მოგვწყინდა და გიორგიმ აიტეხა რამე ვითამაშოპთ დრო გავიყვანოთო, რაღაც იდეები წამოვიდა რა და კაროჩე სიმართლე თუ მოქმედება ავირჩიეთ , ჯერ რაღაც დამაყრანტალებინეს მერე ეკეს ჯერი იყო, ამ სულელმაც მოქმედება აირჩია , მე რის ნიკა ვარ რაიმე საშინელება რომ არ მომეფიქრებინა, ჰოდა ვუთხარი რო ვისზეც გეტყვი მეთქი მიხვალ და იმენა ტუჩებში აკოცებ მეთქი მაშინ ვიყავით სადღაც 16 წლის რა ... მოღრუბლული ამინდი იყო ამიტო ბევრი ხალხი არ იყო ქუჩაში , დაგვთანხმდა რა გზა ქონდა, დაახლოებით 6წუთის მერე დავინახე რო გზის მეორე მხარეს 4 გოგო მოდიოდა , ჩვენი ტოლები ან 1-2 წლით პატარები, მოკისკისებდნენ , ლამის ქუჩა მოქონდათ, როგორც ბავშვებს ჩვევია არცერთი იყო უშნო, ახლა ეგრეც ვერ გავიმეტებდი ძმაკაცს, ჰოდა არჩევანის წინაშე დავაყენე, მეთქი მიდი და შენ რომელსაც გინდა იმას აკოცე მეთქი , ჯერ გაუშტერდა მზერა , ისე უყურებდა ამ გოგოებს თითქოს გოგოს პირველად ხედავდა, ჩვენც დავიუწყეთ ყვირილი სანამ წავლენ იმოქმედეო, გამოფხიზლდა ღრმად ჩაისუნთქა, წითელის ანთებას დაელოდაა და მთელი ძალით გაიქცა, ჩვენც უკვე ვხოხავდით სიცილისგან, ერთ ერთ მათგანს შავგრემან გოგონას კისერში მოკიდა ხელები და მთელი გრძნობით აკოცა, ისე სწრაფად გააკეთა ეს ყევლაფერი რომ ჩვენც არ მოველოდით გოგო ხო საერთოდ მგონი გაგუდა მარა აი დაქალები პირდაღებულები უყურებდნენ მერე უცებ გაუშვა და გაიქცა , სიმართლე გითხრათ მეგონა თავიდანვე გაიქცეოდა ლანას კისკისი მგონი მთელ კაფეს აწუხებდა უკვე , ნიკა ხო სიცილ სიიცლით ყვებოდა და დანიელი მაგიდას ეყრდნობოდა და ინიავებდა ლამის იყო ცრემლები გადმოცვენოდა სიცილისგან , მე? მე პირდაღებული გაკვირვებული და ელდა ნაცემი ვუყურებდი თვალებში ეკეს, ეს იცით როგორი შეგრძნება იყო? მეხი რომ დაგეცემა და მიწაში ჩაგიტანს , რათქმაუნდა ეს გამონაცადი არგექნებათ მაგრამ ... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა, ჩანთას ხელი დავავლე უეცრად წამოვვარდი და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი კაფიდან , მესმოდა უკნიდან ბავშვების ხმები -ლოლი! -რა მოხდა, ეე სადმიდიხარ? -რა მოუვიდა მხოლოდ მას არ ამოუღია ხმა, ალბათ ყველაფერი მისთვისაც ისეთივე ნათელი იყო როგორც ჩემთვის ცრემლები შევიწმინდე და ტაქს ხელი დავუქნიე , სწრაფად ჩავჯექი და მხოლოდ ახლაღა მივიხედე უკან , გარეთ გამოსულა ლანაც და იქეთ აქეთ იყურებოდა ჯანდაბა, ოღონდ ის არააა ! ამდენი წლის შემდეგ ასე ცუდად თუ იმოქმედებდა მისი ნახვა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი 4წლის წინ ვერ ვხვდები რაში მჭირდება ახლა მეშვიდე გაკევთილზე ფიზიკაზე რომ უნდა ვიტანჯო? უბრალოდ რისთვის? რადავაშავეთ ასეთი? ვერასდროს რომ ვერ გამოვიყენებ ცხოვრებაში რა კოშმარია ღმერთო ჩემო, ყოველ წუთში ტელეფონზე საათს ვამოწმებ კიდევ 23 წუთი, დრო იმაზე ბევრად ნელა გადის ვიდრე უნდა გადიოდეს, უკან ვაბრუნებ თავს, ანი მერხზე გაწოლილა მგონი უკვე ჩაეძინა ნიკა ტელეფონით თამაშობს, ყველა ერთ დღეში ვართ საერთოდ ვინმეს აინტერესებს ფიზიკა? ოჰ უკაცრავად ჩვენი ტატო დამავიწყდა , აი იმ ბიჭზე გეუბნებით ცხოვრებაში სკოლა რომ არ ააქვს განაცდენი და ყველა გაკვეთილზე ისეთი გამომეტყველებით რომ ზის თითქოს მსოფლიოში ნომერ პირველი მოსწავლე იყოს, ისე ერთ დღეს რომ დაასახელონ არ გამიკვირდება მასწავლებელი რაღაცაზე მთელი განცხრომით საუბრობს , ნუთუ ვერ ხვდება რომ ახლა მხოლოდ თბილ სახლზე და გემრიელ სააჭმელზე ვფიქრობთ დაა არა ნიუტონის მეორე კანონზე? ფანჯრისკენ ვაპარებ თვალს, მოღრუბლული ამინდია აი ისეთი რომ ვერ გაიგებ რა ჩაიცვა, მეც ამ წინადადებასთან და ამინდთან შესაბამისად მაცვია, დახეული ელასტიკები, გრძელმკლავიანი მაისური და ბათინკები, თმა გაშლილი მაქვს და მთელი დღეა დავიტანჯე, ყოველ წუთს უკან ვიყრი და წარმომიდგენია ეს სხვებს როგორ აღიზიანებს ხან ცივ მერხზე ვდებ თავს, ხანაც გამაკანკალებს, რაღაც უაზროდ ვარ დრო კი იწელება ისე თითქოს აღარ აპირებენ ჩვენს სახლში გაშვებას და ყველას საათი სპეციალურად გააფუჭეს, თიკას ბურდღული მესმის გევრდიდან , მისკენ ვიხედები , არა რააა შეშლილია ეს გოგო, რადროს სიმღერაა ახლა ოდესმე გიგრძვნიათ შვება თითქოს მთელი ცხოვრება რომ ათრევდით იმ ტვირთისგან გაგანთავისუფლეს და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ დედამიწაზე? აი სწორედ ეს შეგრძნება დამეუფლა და ალბათ სხვვებსაც როცა ზარის ხმა გაისმა , ეს რაღაც ზეციურ სასწაულს გავდა, ჩანთას რომელიც უკვე ჩალაგებული მქონდა ხელი დავავლე და ზურგზე მოვიგდე მასწავლებელი კარებში ლამის გადავთელეთ , დაღა სადღაც გაქრა ახლა ყველაზე კარგგანწყობაზე ვიყავი და ვერავინ ჩამაშხამებდა, მე თიკა, ანი და ლიზა ერთად გავუყევით ქუჩას, ლიზა ჩემ გვერდით კორპუსში ცხოვრობს აი ამ ორმა კი მალევე უნდა დაგვტოვონ , ვერ ვიტყვი რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან მაგრამ იმდენად კარგი ურთიერთობი ნადმვილად გვაქვს რომ უაზროდ ვიცინოთ ერთმანეთის სისულელეებზე, ჰოდა ასსეე სიცილით მიგვაქვს პეკინი ხალხის გაკვირვებულ მზერას ხშირად ვაწყდებით მაგრამ თიკა იმდენად ემოციურად და სასაცილოდ ყვება ლიზას პირველ პაემანს რომელზეც თვითონაც იყო , რომ უბრალოდ სიცილის შეკავება დიდი დანაშაული იქნებოდა, თანაც ანის სიცილი უფროო რაღაც ჭიხვინს გავს, ამაზე კიდევ ხომ საერთოდ ვიგუდებით ...ხშირად გაიგონებდით ჩვენს მიმართ მომართულ ფრაზებს "ოჯახში აღზრდილების რა ეტყობათ ახლა ამათ" "უზრდელები" "თხებიი ფუფ!" მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო რომ გულიანად გვეხალისა, ახლა მხოლოდ ჩვენი ხმა ისმის ირგვლივ , წითელია ანთებული და შედარებით სიწყნარია გზაზე, უეცრად ვგრძნობ ვიღაცროგორ დამეტაკა და წამიერად ვითიშები, საოცრად ტკბილ და თბილ არა მხურვალე შეგრძნებებს ვგრძნობ ტუჩებზე, თუმცა აზრზე ვერ მოვდივარ, სიმხურვალებ ჯრუანტელთან ერთად მოიარა ჩემი სხეული წამებში და მეც გალაკტიკაში გადავინაცვლე, არასდროს მიგვრძვნია მსგავსი რამ , ეს იმდენად კარგი იყო მერე ერთდროულად ვიგრძენი მანქანების გამაყრუებელი ხმები და შვება სხელზე, თვალები რომ გავახილე ჩემი გოგონები გაოცებულები მიყურებდნენ თან ვიღაცას ლანძღავდნენ,უკან მივიხედე, მხოლოდ მისი სილუეტიღა ჩანდა, გამხდარი იყო, ოდნავ მაღალი ტყავის ქურთუკი ეცვა და თეთრი ბოტასები , გარბოდა გზაზე გადაირბინა ლამის გაიტანეს მანქანებმა, გული ყელში მქონდა მობჯენილი, ტუჩები მითრთოდა, ერთიანად ვკანკალებდი, ლიზას დავეყრდენი და შეშინებულმა გავხედე გოგონებს, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო....პირველი, ასე უკვალოდ რომ გაქრა, მისი ვინაობა არცერთმა ვიცოდით, არც დაგვინახია მერე ... თუმცა დღე არ გავიდოდა რომ არ გვეხსენებინა რომელიმეს -ვინ ჯანდაბა იყო? -რა მოხდა? -გაკოცა ლოლი -ვიღაც იდიოტი იყო გოგონებაო წავიდეთ რა -შენრა არ მითხრა რომ ისევ მასზე ფიქრობ ორი კვირის შემდეგ -კარგი რა , არღიღს მასზე ამდენი ფიქრი -დაივიწყო უნდა ის წუთები -ასეთს ვეღარ გიყურებთ 3 თვის შემდეგ -მგონი თვალი მოვკარი აი იქ -გეყოფა ლოლი სულ გადაირიე უკვე .......................................................................................................................................................................................... დაწოლისას ჭერს მივაშტერდებოდი და საათობდით ვფიქრობდი , ნეტავ როგორია? მხოლოდ მისი უძირო შავი თვალები მახსოვს , სურნელი ასე რომ გამაბრუა და ტკბილი შეგრძნებები მისი ტუჩები რომ მანიჭებდა, ნეტავ ვინაა , ან რაუნდოდა? გულს მიჩერებდა იმ დღის გახსენება ნუთუ შეიძლება ასე? უცნობ გოგოს დაეტაკო ქუჩაში აკოცო და მერე გაუჩინარდე? როგორ შეეუძლო ასე მომქცეოდა? ნეტავ იცოდეს მაინც რომ მასზე ამდენს ვფიქრობ უკვე რამდენი წელია ახლა კი ტაქსში ვზივარ და ცრემლები მინამავენ აღაჟღაჟებულ ლოყებს, რატომ მაინც და მაინც ეკე? რატომ ამდენი დამთხვევა? რაღა მაინც და მაინც ის აღმოჩნდა ტაქსში იმ ღამით, რატომმ მაინც და მაინც დანიელის ძმაკაცი? ნერწყვი ყელში მეჩხირება და რაღაც საშინელ ტკივილს ვგრძნობ გულის არეში, ტაქსი ჩემს კორპუსთან აჩერებს ფულს ვუხდი და ძირს ჩავდივარ, მაგრამ რატომღაც ახლა სახლში ყოფნა ყველაზე ნაკლებად მინდა ... ცრემლებს ვიმშრალებ ტუჩებზე და კორპუსის უკან პარკში ვჯდები, აქაურობა ყოველთვის მამშვიდებს , ვიხსენებ ყველა მომენტს არა არა შეუძლებელია ... საღამოს მივლასლასებ კიბეზე , საშინლად დაღლილი და ძალა გამოცლილი , კარები ღია მხვდება შიგნით შევდივარ და მაშინვე ვნანობ რომ მოვედი, ლანა შეშლილი სახით მეგებება და იქვე დანიელსაც ვხედავ სავარძელში ჩამჯდარს -გოგო სულ გაგიჟდი შენ? -ლან... -რა ? რის თქმას აპირებ? გიჟივით რომ გამოვარდი გეთქვა მაინც სად მიდიდოდი ან რა მოხდა? იცი რამდენი გეძებე? ვის აღარ გადავურეკე ... ლამის შევიშალე ჭკუიდან ბოლო ხმაზე გაკიოდა ლანა, ვიცი მართალია მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩხუბის ხასიათზე არვარ , ამის ხასიათზე არც არასდროსაა არავინ მაგრამ ახლა თავიც არმაქვს -კარგი გოგო ნუ უკივიხარ ხომ ხედავ ცუდადაა დანიელმა ხელი მომკიდა და მის გვერდით დამსვა -უბრალკოდ ცუდადვარ -რა მოხდა უნდა გვითხრა ლოლი... -ახლა არა რა მუდარით სავსე თვალებით შევხედე ორივეს, დამშვიდებული რომ დავინახე ლანა ოთახში გავედი და საწოლზე დავემხვე, არა აღარ მიტირია , უბრალოდ ფიქრში გართთულს ჩამეძინა, რომ გამოვიღვიძე, ლანას ღრმად ეძინა უკვე, როგორც ჩანს გვიანია, ოთახში შემოღწეული ლამპიონის შუქის დახმარებით მივაგენი ტელეფოს სადღაც იატაკზე, საათის გასაგებად დავხედე, შეტყობინება დამხვდა გული ამიჩქარდა , წამომახურა სახეზე, უფფ ასეთი რეაქცია როდის მერე მაქვს ჯერ კიდევ არ გახსნილ სმს-ზე? გახსნას დავაჭირე "სალაპარაკო გვაქს" ის იყო, ეკე იმედია მოგეწონებათ ))))))) გოგონა დედამიწიდან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.