შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგზოტიკური კოცნები -2-


17-07-2016, 18:02
ავტორი Firefly
ნანახია 2 745

ვფიქრობ და არ მახსენდება როდის დავინიშნე,მითუმეტეს ამ ლურჯთვალება ბიჭზე რომელიც კარგი ნაცნობივით მიხუტებს გულზე და მეჩურჩულება -ამყევიო.
ღმერთო ჩემო,რას ნიშნავს ამყევი!
არა,ლოლა,ეს ხუმრობაა ან სიზმარი ან რამე სხვა, გარდა რეალობისა...
-დედა შენი ჭირიმე,რა კარგი გოგო ჩაგიგდია ხელში!-ფიქრებიდან ლამაზ,ჩაპუტკუნებულ ქალს გამოვყავარ რომელიც საფუძვლიანად მათვალიერებს...-რა გქვია დედი?
-ლოლა...-ვამბობ დაბნეული და ლილეს თვალებით ვანიშნებ რახდებამეთქი,ის კი უბრალოდ იცინის.
-მე ნინო ვარ გენაცვალე,შენი სადედამთილო!-ამბობს ამაყად ქალი და მოულოდნელად მის დიდ ძუძუებში ვხდები გაჩხერილი.
უხერხულობა და დაბნეულობა ერთად მიტევს და ლამისაა ტირილი დავიწყო.
-კარგი დედა,ნუ დამიფრთხობ...-იცინის ჩემი პოტენციური საქმრო და წელზე ხელს მხვევს.
-ლოლა წამომყევი სამზარეულოში რაღაც საქმე მაქვს!-ხელზე მეჯაჯგურება ლილე და გვერდით ოთახში გავყავარ.
-რა ჯანდაბა ხდება!-უმალ ვფეთქდები მე და ვცდილობ დაბალი ტონი შევინარჩუნო.
-დემეტრეს გეფიცები თუ ვიცოდე!
-აბა ვინ იცის ლილე? ვინ არის ჩემი საქმრო ან დედამთილი ან....-გამწარებული ვიქნევ ჰაერში ხელებს და აქეთ-იქეთ დავაბიჯებ.
-ჩუმად გოგო, ნინო არ გამოვარდეს..
-მაფრთხილებს ის. -არ ვიცი ნიკამ რა ჩაიფიქრა მაგრამ გავარკვევთ,მხოლოდ შენ დამშვიდდი!
-დამშშვიდდი კარგია,წავალ მე სახლში,სანამ ჩემს რძლად დატოვებას მოინდომებენ!-ვამბობ გაანჩხლებული და კარებისკენ მივდივარ თუმცა ვინ გაცლის,ჩემი ახლადგამოჩეკილი გულისწორი შემოდის და მეღობება.
-მოკლედ,ვიცი ერთმანეთს არ ვიცნობთ,მაგრამ საშინლად მჭირდება შენი დახმარება...გეფიცები ხვალ ყველაფერს მოგიყვები ოღონდ დღეს ჩემი საცოლის როლი ითამაშე!-მშვიდად მეუბნება ის და გამომცდელად მიყურებს თვალებში.
-კი მაგრამ რატომ მე!-უმალ ვაპროტესტებ და პასუხის მოლოდინში მყოფს დედიკონა გვიდგება წინ.
-აი თურმე სად ყოფილხართ!წამოდით თქვენი სადღერძელოა!-ამბობს ნინო და ჩქარი ნაბიჯებითვე ბრუნდება სასტუმრო ოთახში.
ნიკა ხვნეშის და მომლოდინე მზერას მაბყრობს.
-ჯანდაბას,თანხმა ვარ!-ვამბობ და მასთან ერთად ვჯდები სუფრასთან.
მთელი საათი საკამზე მიყინული ვზივარ და ვერაფრით ვიაზრებ რა ხდება.ნეტავ არ მოვსულიყავი,გემრიელად დამეძინა ჩემ ფუმფულა საწოლში და არაფერიც არ მოხდებოდა.
ეჰ ლოლიტა, შარს ისე იზიდავ როგორც რკინას მაგნიტი...
ნიკას ვუყურებ და ვატყობ რომ საკამოზე მეტად სიმპატიურია,ღმერთო ჩემო, მას ისეთი ლამაზი ტუჩები აქვს,თითქოს მეძახის მოდი და შემეხეო!
-ლოლი!-მესმის ჩემი ნათლულის ხმა და თვალები უმალ მიბრწყინდება როცა მთელი ძალით მეხვევა მისი ხელები.
-ჩემი ბიჭი,როგორ მომენატრე!-ვამბობ გახარებული და ფუმფულა ლოყებს ვუკოცნი.
-სუ დაგავიჭყდი!-აპროტესტებს დემე და ნაწყენი მიყურებს.
-გპირდები ზეგ ზოოპარკში წაგიყვან!
-იჩოდე ვიმახშოვრებ!-თითით დამემუქრა და ლიყაზე ხმაურიანად მაკოცა.
-დედა,შვილო როგორ გიხდება ბავშვი! იმედია მალე იმუშავებთ თორე გეგამ დაამუხრუჭა ერთზე!-წამოიძახა ნინო დედიკომ და ჩემი გაბრაზება,გაღიზიანება,პროტესტი ერთად დაიმსახურა.მამისმკვლელი მზერით გავხედე და საზოგადოებას სიმწრის ღიმილით გავუღიმე.
დასკვნა:ნიკა გეგაშკას ძმა ყოფილა.არადა გეგას ძმა უფრო გალანტური წარმომედგინა!


თორმეტი იყო დაწყებული როცა ლილეს ვუთხარი სახლში წავალმეთქი,ვინაიდან ხვალ დილიდან ვიყავი მორიგე.
ხალხი ჯერაც არ დაშლილიყო,პირიქით უფრო გამხიარულებულიყვნენ.მხოლოდ ერთი გოგო იჯდა მჟავე გომეტყველებით ჩემ წინ და დრო და დრო უკმაკოპილოდ პრუწავდა ნიკოფიიდან დარუბანდამდე გადაღებილ-გაშპაკლულ ტუჩებს.
ჰმ,არადა ვგიჟდები როცა ქალს წითელი ტუჩსაცხი უსვია,
ახლა კი გულის რევის გარდა გეფიცებით არანაირი რეფლექსი არ გამომიმუშავებია.
ცოლ-ქმარი მუშკუდიანბი გადავკოცნე,თქვენ წარმოიდგინეთ სადედამთილოც კი და კარისკენ გავწიე როცა ნიკო დამეწია და გაგაცილებ-ო ბრძანა.
შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა ამიტომ ნება დავრთე მანქანმდე მივეცილებინე.
-კარგად!-უდარდელად მივაძახე, მანქანა განვბლოკე და ის იყო კარი უნდა გამომერო რომ ხელი დამავლო და ჩამეხუტა.
გეფიცებით ამაზე თბილი ჩახუტება მე არასოდეს არ მქონია!
თითქოს სხეულში ელექტრონებმა დიმიარეს და მე მივხვდი,ზედმეტი იყო ეს ყველაფერი ერთი დღის კვალობაზე.
მისი ღიმილი,ტუჩები,ხელები...და ჯანდაბა!
ისე მოულედნელად შეეხო მისი ტუჩები ჩემსას,ერთხანს ვიფიქრე ხომ არ მელანდება მეთქი!
გავიბრძოლე,თუმცა მისი ტორები სუროსევით ეხებოდნენ ჩემს სხეულს...
-ეხლა ფანჯრიდან რომ არ იყურებოდეს შენი მთელი ოჯახი გაგარტყამდი!-წამოვიძახე გაბრაძებულმა და თან ფანჯარასთან მდგარ ნინოს ხელი დავუქნიე.
-სად?-ცინიკურად მეკითხება ნიკა და მიღიმის,ღმერთო ჩემო ისევ მიღიმის!
-პირდაპირ ფეხებში!-ვპასუხობ წარბშეკრული და მანქანის კარებს ვაღებ.
-დროებით ძვირფასო,თავს გაუფრთხილდი!-ჰაეროვან კოცნასმიგზავნის საქმრო და განზე იწვა.


***
სახლში შესვლისას ერთიანად მახსენდება ყველაფერი რაც დღეს გადამხდა და სახეზე ღიმილი მეფინება.
სასაცილოა,იმდენად ახლობელი მეჩვენა ოჯახური ატმოსფერო და ნიკა....
მისი ტუჩები,რომლებსაც რაღაც ეგზოტიკური ხილის გემო დაჰკრავდათ...
მისი ხელები...
და მართლაც ზედმეტი ემოციაა ერთი დღის კვალობაზე,
და დასკვნაც რომელიც გამოვიტანე; ნიკა,ნელ-ნელა სახიფათო ხდებოდა ჩემი გამცდებისთვის....



ვერც კი ავღწერ ისე გამიხარდა თქვნი კომენტარების წაკითხვა! მინდა მადლობა გითხრათ ყველას ვინც თავისი აზრი გამოხატა და კითხულობს,ყველა ძალიან მიყვარხართ!
იმედია ამ ნაწილმა იმედი არ გაგიცრუათ,ველოდები თქვენს შეფასებას.



№1  offline წევრი butusura

მომეწონა ჩემო კარგო,ლოდინადაც კი ღირს

 


№2  offline წევრი Firefly

butusura
მომეწონა ჩემო კარგო,ლოდინადაც კი ღირს

გმადლობ ♥
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი nino

dzaan kargi iyo momewona erti suli maqvs axal tavs rodis dadeb

 


№4  offline მოდერი sopiko

მ ო მ წ ო ნ ხ ა რ თ!
შენც, სიმაღლის რომ ეშინია, ის ლოლიტაც, ეგზუტიკური ხილის გემოს ტუჩების მქონე ნიკაც, გიგაც, ლილეც, სადედამთილოც...
ისეთი ისტორიაა, გემრიელად რომ განიტვირთები, ბევრსაც იცინებ და კითხვაც არ დაგღლის love
ჯერჯერობით არ ვიცი, რა მიზეზით დადგა ეს სპექტაკლი ნიკამ, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს მიზეზი ბანალური არ იქნება.
მეტად არ დაიკარგო, მარიამ love იცოდე, რომ მე გელი!

 


№5  offline წევრი Firefly

sopiko
მ ო მ წ ო ნ ხ ა რ თ!
შენც, სიმაღლის რომ ეშინია, ის ლოლიტაც, ეგზუტიკური ხილის გემოს ტუჩების მქონე ნიკაც, გიგაც, ლილეც, სადედამთილოც...
ისეთი ისტორიაა, გემრიელად რომ განიტვირთები, ბევრსაც იცინებ და კითხვაც არ დაგღლის love
ჯერჯერობით არ ვიცი, რა მიზეზით დადგა ეს სპექტაკლი ნიკამ, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს მიზეზი ბანალური არ იქნება.
მეტად არ დაიკარგო, მარიამ love იცოდე, რომ მე გელი!

გმადლობ სოფო,მახარებს შენი მხარდაჭერა! ♥
--------------------
M.T

 


№6 სტუმარი Guest Lia

Magari wasakitxia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent