შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომანის პროტოტიპი (სრულად)


2-04-2017, 00:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 609

გაზაფხული ბობოქრობდა მის სულში ისევე, როგორც მაშინ, როცა პირველად განასხვავა ადამიანი სხვა არსებათაგან. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა კარის ფანჯრის რომბები ერთმანეთში ირეოდნენ, გარშემო კი ყველა სხვაგან გადასვლაზე ლაპარაკობდა. გასაკვირია, რომ ამ დროს სულ რაღაც ოთხი წლის გოგონა იმაზე კი არ ფიქრობდა, როგორ შეეგუებოდა ახალ გარემოს, როგორ მოეწონებოდა ახალი ბინა, როგორი მეზობლები ეყოლებოდა, არამედ იმაზე თუ რა არსება იყო, სანამ ამ ქვეყანას მოევლინებოდა, აინტერესებდა გრძნობდა თუ არა მაშინ რამეს, თუ უბრალოდ გრძელვადიან ძილში იმყოფებოდა და მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი, როცა დედამისის ტანჯულ სახეს ღიმილი მოეფინა.
მარტის ამინდი თამაშობდა-ხან გამოიდარებდა და ხან ზამთრის ღრუბელს გამოუშვებდა ცვალებადი სეზონი, რომელიც ნაზის ასე ძლიერ უყვარდა-ალბათ იმიტომ, რომ მასაც მსგავსი ხასიათი ჰქონდა-არასტაბილური და ზოგჯერ დაუნდობელიც კი.
დაბადებიდან მე-19 წლის თავზე იჯდა დახუთულ აუდიტორიაში, სადაც ნიავი ოდნავ არხევდა მის გრძელ ქერა თმას და ჩაფიქრებული უყურებდა მოკლე თმიან საშუალო სიმაღლის ოდნავ ჩაპუტკუნებულ ქალბატონს, რომელიც თამამად ათვალიერებდა სტუდენტთა სახეებს და გადაჭრით ამბობდა, სახის ნაკვთებით ყველა ყიდით საკუთარ თავსო; რამდენიმე ბავშვიც კი დაახასიათა და თითქმის ყველაფერზე თანხმობა მიიღო, რამაც გააკვირვა ნაზი, სად აკადემიური წერა და სად ფსიქოლოგიაო, თუმცა ეს მხოლოდ შურით იყო გამოწვეული ან იმის სურვილით, რომ მსგავსი უნარი თვითონაც ჰქონოდა.
მომენტში თვითონაც უნდოდა ეთხოვა, აბა, მეც დამახასიათეთ, ქალბატონო იაო, მაგრამ გადაიფიქრა, ვაითუ, ამდენი უცხო სახის წიაღში გამაშიშვლოს ამხელა გოგოო; ისევ წავიდა ფიქრებში, რა მინდა, რას ვზივარ და ვუსმენ ამ ყბედობას, ვინ მაკავებსო, შემდეგ კი გაახსენდა, რომ „ჯიპიეი“ მისი მოუშორებელი ბატონი იყო და დაოკდა, ისევ უნდა მჯდარიყო და ესმინა, როგორ წელავდა ლექტორი მის ერთ-ერთ ჯგუფელთან მონოტნურ ბაას-კამათს, რომელიც საერთოდ არ ეჩვენებოდა საინტერესოდ.
სადღაც ამ გალაქტიკის მიღმა ფრენდა თუ ხოხავდა ვერ გაეგო, თუმცა მალავე გამოვიდა ბურანიდან, ბავშვების ჩოჩქოლმა გამოაფხიზლასავით.
-გააშინაურეთ, რა.
-გამოშინაურება არ გინდათ ?-ირონიულად ჩაილაპარაკა, მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არ იყო რა ხდებოდა.
-გკითხოთ ?-იმ ბიჭის ხმამ იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ბაასობდა ქალბატონ იასთან.
-არ გინდა-ქალმა წინასწარმეტყველურად გამოაპარა მზერა გოგოების ანთებული თვალებისკენ (გარდა ნაზისა, რომელმაც არც იცოდა რამ გამოიწვია გალეშებული საზოგადოების ასეთი გააქტიურება) შემდეგ ყველაზე უკან მჯდარ აუდიტორიაში ერთადერთ ბიჭს, მურმანის ეკალივით შემართულს, შეხედა, გაეღიმა, გაიფიქრა, რა ოხერი არსება ქალი, მამაკაცს უხამსობაში დებს ბრალს და თვითონ კი მისი პირიდან მსგავსი რამეების ამოსვლაზე მეტად არაფერი სიამოვნებსო.
ნოდარმაც დაიჭირა შესაფერისი წამი ლექტორის შუბლის ყველაზე აწეულ ადგილას არსებულ ნაოჭთან ერთად , წინ მჯდომ გოგოებს გახედა, შემდეგ ქალბატონ იას და ყველაზე რთულ თეორემასავით იკითხა:
-ხომ არ შეგიძლიათ ადამიანის სიარულის მანერის მიხედვით მიხვდეთ, როდის ჰქონდა ბოლო სქესობრივი აქტი ?
-მსგავსი რამეები არ მაინტერესებს-თავი გააქნია ქალმა, ნაზიმ კი გაიფიქრა, მსგავსი სისულელეების მეტი რა წერია ინტერნეტშიო, თუმცა ისიც მართალია, რომ ადამიანის გარეგნობის მიხედვით მის გონებასა და გულში შეღწევა გოგონასაც აინტერესებდა, თუმცა ბოლო დროს დარწმუნებულიყო, რომ ზუსტად მსგავსი რამეების განსაზღვრა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

***
შაბათ-კვირა ცოტა ხნის წინ დაწყებულ რომანს შეალია, სულ არ გახსენებია, რომ რამდენიმე სემინარი ჰქონდა მოსამზადებელი. შემოქმედებითი სიამოვნება ზენიტს აღწევდა ამდენი ხნის მერე, გულში მადლობას უხდიდა ქალბატონ იას და ჯგუფელს, რომლის მხოლოდ სახელი იცოდა დიდი ხნის წინ დაძინებული მუზის გამოღვიძებისთვის.
ღამეებს ათენებდა ფიქრში, თუ რა მოხდებოდა მაშინ, თუ ყველას შესახებ ეცოდინებოდა ყველაფერი ან ნაწილი მაინც. ისეთი განცდაც კი ჰქონდა, რატომ ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიაზე, ფსიქოლოგიაა ჩემი საქმეო.
***
ორშაბათს გაშტერებული მივიდა უნივერსიტეტში, ყავის დალევაც კი დავიწყებოდა, თმები აწეწილი ჰქონდა და ღამის შორტისა და ტოპის გარდა არაფერი ეცვა, თუმცა გინზე არ იყო, რა ხდებოდა და ხალხის გაოცებული მზერა ძლიერ აკვირვებდა.
-ნაზი, კარგად ხარ ?-მოიკითხეს გოგონა, რომლის პასუხი მხოლოდ ღიმილი იყო.
-ალბათ დალია-დაასკვნა ერთ-ერთმა კურსელმა.
-დავლიე ? ღადაობთ ? კარგად ვარ-გადაჭრით თქვა ნაზიმ.
-პიჟამოთი ხარ, გოგო-ჩუმად უთხრა მეგობარმა და კურსელმა ანიმ, რომელიც, რამდენიმე თვის ურთიერთობის მიუხედავად, ვერ ხსნიდა, რა ხდებოდა გოგონას თავს.
-რა იყო ? არ მიხდება ?-ირონიულად გახედა გაშტერებულ სახეებს და მზერა წამების წინ შემოსულ ლექტორზე გააჩერა, რომელიც ქვევიდან ზემოთ ათვალიერებდა ნაზის და თითქოს თვალებით აშიშვლებდა, თუმცა რეალობაში გაკვირვებული იყო და იხსენებდა მსგავსი შემთვევა თუ მოეპოვებოდა.
-უბრალოდ დამავიწყდა ჩაცმა, რა მოხდა ?-დარცხვენით თქვა უკვე აზრზე მოსულმა გოგონამ და კარებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
-არაუშავს, ვის არ მოსვლი, მე ერთხელ „დაჟე“ ქვედა საცვლის მეტი არაფერი მეცვა, როცა ლექციას ვკითხულობდა, თანაც ამ უკანასკნელსაც დირკა ჰქონდა...-ბავშვებს სიცილი აუტყდათ, იცოდნენ რომ კახი ხუმრობდა, რომელმაც ცოტა ხანში დასძინა-აბა, ცოლი სად მყავს მე საწყალს, თვარა ამომიკემსავდა.
-კარგად ღადაობთ, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ, ბოდიშით-სირბილით გაექანა დერეფნისკენ ნაზი, საკუთარ თავზე გამწარებული, გაბრაზებული, თუმცა ამავე დროს ოდნავ თვითკმაყოფილიც; ამ უკანასკნელს ვერაფრით ხსნიდა, თუმცა დიდად არც აინტერესებდა, უფრო მნიშვნელოვანი ფიქრები აწუხებდა, აი, მაგალითად, რა დაემართებოდა რომანის დასასრულს მის მთავარ გმირს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა.
***
-შენი ფოტოები ვნახე დღეს-საღამოს დედამ შემოუღო კარი ნაზის, რომელიც გამწარებით კრეფდა რაღაცას ლეპტოპში.
-აუ, დე, რა ფოტოები, რა გინდა ? შენ მეტი არაფერი იცი, რა.
-კიდე ხმას იღებ ? შენი ჯგუფელი თუ ვიღაც ჩემი ფეხები ნოდარა თუ არსენა რა ფოტოებს აქვეყნებს, იცი ? ეს საიდან მოვიდა მეორე საქმეა, მერე გკითხავ, ახლა მიდი და წააშლევინე, სანამ საქვეყნოდ მოგვჭერი თავი.
-რაო ? რა მოხდა ?
-რა ? არ იცი ? რას დაგულაობდი უნივერსიტეტში ნახევრად შიშველი ? ივანეს სულ არ მოჭერი თავი, გოგო ?-დედის ნათქვამზე ხარხარებდა ნაზი და ვერ დაეჯერებინა, რომ მსგავსი რამ გაუკეთეს- რა კიდე არ გჯერა, შვილო ?-ფატიმ ახლა უფრო სერიოზული სახე მიიღო, მაჯაში მოუჭირა შვილს ხელი და თვალები დაუბრიალა ისე, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა იციან ხოლმე.
-ჰო არ ღადაობ, დე ?-სახე წამიერად შეეცვალა ნაზის.
-აი, ნახე-ტელეფონის ეკრანი ააკრა სახეზე-აი, ნახე, ნახე...
-ამის დედაც.....ნაბ*************-ტელეფონი საწოლზე ისროლა და ბოლთის ცემას მოყვა.
-ქენი რამე.
-რა ვქნა ? არ ვიცნობ ამ ტიპს, აკადემიურზეა ხოლმე ჩემთან და კიდე ისტორიის სემინარზე, რა ჩემი ფეხები ვქნა, ჰა ?
-ვინმეს ჰო იცნობ, ვინც ამას იცნობს ?
-არა, დე..
-ნომერი მაინც გაიგე..
-უარესად შევყარო ქვეყანა, ჰო ? წავალ, მივწერ, ალბათ ელოდება საპასუხო ნაბიჯს.
-მიდი, მალე..-ქალი წაშლილი სახით გავიდა ოთახიდან.

***
-ჯანდაბა ! მიპასუხოს მალე !-გამწარებულიყო ნაზი და ერთი სული ჰქონდა ნოდარი მოეკლა.
„რაო ? რაო?“-ათი წუთის მერე ძლივს ეღირსა პასუხი.
„წაშალე მალე“
„თორე რა ?“
„წაშალე-მეთქი.“
„ახლავე, წაშალე.“
„შეთანხმება მაქვს.“
„არ ვიცი შენი შეთანხმება მალე.“
„იმ დღეს კი თამამად პოზირებდი.“
„შენი უაზროებისთვის არ მცალია, მალე-მეთქი.“
„გავედი... 595 30 15 98, დამირეკე, თუ მოგინდება.“
რა უნამუსოაო, გამწარებულმა გადადო ტელეფონი და ფიქრებში წასულს ჩაეძინა კიდეც, დედამისი ისევ გაგიჟებული იყო, გააღვიძა შვილი, კარგად გამოლანძღა, მერე კი გადავიდა მეზობელთან ყავის დასალევად და ჩვენი ნაზიც მარტო დარჩა კედლებთან და მკვლელ ფიქრებთან ერთად.
გაღვიძებულს თითქმის არც აინტერესებდა ფოტოები, დაჯდა და ახალ ლიტერატურულ გმირზე დაიწყო ფიქრი.
***
ამის შემდეგ მთელი კვირა არსად გამოჩენილა, ყველაზე ახლო მეგობართან-ლინასთან ატარებდა დროს ან წერდა, უნივერსიტეტის გაგონებაც არ უნდოდა, არ უნდოდა ნოდარის ბილწი აზრებით გაბუშტული სახის დანახვა, არც კურსელების ირონიული მზერის შეგრძნება და არც ახალგაზრდა ლექტორის ხუმრობების მოსმენა „პიჟამოს“ შესახებ.
***
-სად არის ნაზი ?-მეორეჯერ რომ ვერ დაინახა გოგონა, გაუკვირდა კახის.
-ალბათ შერცხვა-დაასკვნა წითურმა ბიჭმა, რომელსაც თავში ტვინის ნამცეციც კი არ მოეპოვებოდა.
-ცუდად ჰო არაა ?-ინტერესით იკითხა ლექტორმა და მზერა დაძაბა.
-მგონი, სათვალე გჭირდებათ, პატივცემულო-„გაეღადავა“ ვიღაც წინა რიგიდან.
***
ნაზის სახლშიც არ იყო შესაშური მდგომარეობა. ფატი მთელი დღეები ცოფებს ყრიდა, აღარ ვიმუშავებ, აღარც საჭმელს გავაკეთებ და აღარც სახლს დავალაგებ, ვიფიცები დღეიდანო, მალხაზიც ვერ იყო ხასიათზე, მამაკაცი მალავდა ბრაზს, მაგრამ ბოლომდე ვერა, ერთადერთი ქალიშვილის წყენინება არ უნდოდა, თუმცა არც ის მოსწონდა, რომ მისი თითით საჩვენებელი შვილი მთელი დღეები წერისა და ლინასთან გართობის მეტს არაფერს აკეთებდა; ერთ საღამოს მოთმინების ფიალა აევსო, შვილის ოთახში შევიდა და ხმამაღლა დაიწყო სიტუაციის ახსნა, ბოლოს ხვეწნაზეც კი გადავიდა, ოღონდაც წადი უნივერსიტეტში და ნებისმიერ სურვილს აგისრულებო. გოგონა თავიდან გაჯიუტდა, მერე კი, როცა მამამ არ დაანება, გადაჭრით მოითხოვა, საკუთარი მანქანა მინდაო და ბოლო მოდელის „პიპიათი“ გამოცხადდა მეორე დღეს უნივერსიტეტში.
მატერიალური საგნები თითქოს ნაკლებად იზიდავდა, თუმცა ეს მაინც ის იყო, რაც თავდაჯერებულობას ანიჭებდა.
იმ დღეს იმდენი მოკითხვა და ინტერესიანი სახე გადაეფარა მის გონებას კმაყოფილიც კი იყო, ცოტა ხნით უნდა გაქრე და მოანატრო ხალხს თავიო, თუმცა მაინც რაღაც აკლდა თითქოს, ნაწილი კარნახობდა, ნოდარიო, თუმცა ეს სრულ ალოგიკურობად ეჩვენებდა, თუმცა იქნებ ნაზიც არ იყო განსხვავებული გოგონა, იქნებ ისიც პარდოქსულ ხარისხში აფასებდა ბიჭებს და მათი უხამსობანიც მასაც იზიდავდა, როგორც მის ჯგუფელ გოგონებს.
***
კუს ტბას რამდენი წრე დაარტყა, ვინ იცის, თუმცა ცხადი იყო, ბევრი, ოფლად იღვრებოდა, გამოსაცვლელიც არ წამოეღო, შორტი და ზედა ტანზე მიკვროდა, ოდნავ ციოდა და თან აცხელებდა; ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა მანქანამდე და გამწარებული ქოშინით მიაპობდა ჰაერს. მალე მანქანამდეც მივიდოდა, თუმცა უცნობი და თანაც ნაცნობი სახე შენიშნა, მაშინვე გაშეშდა, რა უნდოდა აქ მაქსიმეს ?!
-ჯერ ის და მერე ეს... კარგად ხარ შენ ? -ბიჭის კითხვა არც კი გაუგონია, მიშტერებოდა ერთ წერტილს და თითქოს გასაქცევს ეძებდა-არ გესმის ჩემი ?
-გამატარე, რა.
-ისევ სიუხეშე ?!
-რამე ახალი გაიგე ? გაიწიე, რა.
-იცი, მომენატრე....შენ კი, შენ კი....უბრალოდ ამოუხსნელი ხარ, იმ თოხშივარაშვილის თეორემაზე რთული და გაუგებარი...
-თეორემის სახელი მაინც გახსოვდეს, შე საცოდაო!-გადაიხარხარა, გვერდი აუარა ბიჭს, მანქანაში შევარდა და დაქოქვას ცდილობდა, როცა წინ გადაუდგა მაქსიმე.
-დაწყნარდი, სულ სველი ხარ, გაცივდები, იქნებ ჩემი ზედა გადაიცვა..
-არ მჭირდება!-გადაჭრით უპასუხა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს.
-არც ის გაინტერესებს, რომ მომენატრე ?
-არა, მაგრამ ის მაინტერესებს, რომ ახლა აქ დგახარ და მეუბნები, რომ მომენატრე.
-მერე?
-მერე და კარგად ვხალისობ შენზე გაიწიე-მანქანა დაქოქა და ადგილს მოწყდა.
***
კვირა ორშაბათმა ისე მალე შეცვალა, როგორც შემოდგომა ცვლის ხოლმე გაზაფხულს. ისევ ინტერესით შემოაბიჯა აუდიტორიაში კახიმ, რომელმაც ნაზის დანახვაზე, გაიღიმა და ბედნიერი სახით ჰკითხა, ხომ კარგად ხარო, რაც მაინც და მაინც არ ესიამოვნა გოგონას, თუმცა თავი მაინც დაუქნია, უკანა ადგილი დაიკავა და უინტერესოდ შეჰყვა სემინარის მოსმენას, სანამ ლექტორის ნათქვამმა არ გამოაფხიზლა.
-სემინარს მხოლოდ როდი უსმენენ, ნაზიკო..
-უკაცრავად ?
-მითხარი, აბა, რომელ წლებს ვარაუდობენ ვახტან გორგასლის ცხოვრებას ვახუშტი ბაგრატიონი ?
-გრამატიკა სახლში დაგრჩათ ?
-გრამატიკას არ გასწავლი აქ.
-კითხვა გასაგებად დასვით.
-კაი, რააა-სკამის ზურგზე გადაწვა და მერე ზანტად წამოდგა კახი.
-439 და კიდე მაგას პლუს 60 წელი-სწრაფად უპასუხა და თავი ჩარგო, ერთი სული ჰქონდა როდის დააღწევდა თავს ოთახს, რომელშიც ყველაფერსა და ყველას ირონიის მწარე სუნი ასდიოდა.
***
-სახეზე გაწერიათ, რომ საშინლად დაიღალეთ, ქალბატონო ფატი-შეეგება დედას ორიგინალურად.
-რაღაც ბლოგზეც აუტვირთავს მაგ ნოდარას შენი ფოტოები, შენი დამრიგებელი შემხვდა და გაკვირვებული იყო-გამწარებული საუბრობდა ქალი.
-მოვკლავ!-კარები მიიჯახუნა, მანქანა დაქოქა და უმისამართოთ გასჰვა ინტუიციის დინებას, ახსოვდა, რომ კახის ახლა ინგლისურის ლექცია უნდა ჰქონოდა, რამდენიმე ადამიანის შეწუხების დამსახურებით მიაგნო სასურველ აუდიტორიას, შევარდა, ისარივით გაემართა ნოდარისკენ, პირდაპირ ყურებში ჩაწვდა, ისე ექაჩებოდა, ლამის იყო დაეყრუებინა, მერე სახეში არტყამდა, ფეხსაცმელი გაიხადა და სიფათშიც ესროლა, თუმცა ბიჭი არაფერს აკეთებდა, ალბათ ეს კიდევ მომდევნო ხრიკი იყო, ლექტორიც გაშეშებლი უყურებდა „სანახაობას“, როგორც სტუდენტები, თითქოს ყველა სეირის მაყურებლად შეყრილიყო.
-კარგადაა ეს გოგო ?-იცინოდა მსხვერპლი..წაშალე, შე..
-კაი, დაწყნარდი, მე უბრალოდ..
-რა უბრალოდ ? რას ფიქრობს ახლა ჩემზე ხალხი, აზრზე ხარ ?
-წავშლი, ოღონდ მიპასუხე ერთ კითხვაზე..
-ერთი არა ასი, მალე წაშალეეეეეეეეეე.
-სახეზე გეტყობა, რომ სულ არ გადარდებს ეგ ფოტოები, უბრალოდ ხალხი გაფიქრებს.
-რა ჯანდაბა გინდა ?
-კარგი, ვშლი, მაინც ყველამ ნახა უკვე.
-დამპალი-გავარდა გარეთ გოგონა და კიბეზე ჩამოჯდა, შვებას საერთოდ არ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიას ვერ ხედავდა ამ ფოტოების გამოქვეყნებაში და ვერც საჯარო შერცხვენაში. რაღაც მეტად აფიქრებდა, თუმცა ვერ ხვდებოდა..
ცოტა ხანში თუ ცოტა ხანზე მეტ დროში იგრძნო, რომ ვიღაც მიუჯდა გვერდით, თუმცა არ მიუხედავს, სანამ მისი სიცილის ხმა არ გაიგოოო.
-ნაზიკო!
-კიდევ შენ ?-გახედა გვერდით მჯდომს და მზერა მოარიდა.
-ადამიანთა სახეებიი და შენი სახე, გიჟი სახე..-ჩაეღიმა ბიჭს.
-რა ?
-სირცხვილი, სხვისი აზრი....არადა თავისუფალი, „ფეხებზე “ გოგონა მეგონე.
-რისი დამტკიცება გინდა ?
-შენი სახის, ასეთი ხარ... დიდი ხანია მაინტერესებს და....-პაუზა გააკეთა, მერე განაგრძო-ოღონდ ისე არა, როგორც ახლა იფიქრე..
-და რა ვიფიქრე ?
-ჩემზე უკეთ იცი..
-ჰოდა, თქვი..
-აი, კიდევ ერთი ზედმეტ კითხვებს სვამთ ქალები...სულ სხვანაირად მაინტერესებ და ალბათ ეს ყველაზე ძლიერი ინტერესია. რაც ადამიანს შესაძლოა გააჩნდეს, პიროვნული ინტერესი, უფრო მეტად, ფსქოლოგიური, ან პროტოტოპიული... რაც გინდა, დაუძახე...
-ანუ ჩემს ფსიქოლოგიას სწავლობ ?
-ჰოო, ასე შესაძლოა ითქვას...

***
-წაშალა, უნდა აღვნიშნოთ-აღფრთოვანებულიყო ფატი.
-კაი, რა ...მეძინება- საკუთარ თავთან უჭირდა იმის აღიარება, რომ ბიჭს ასე ჯერ არასდროს დაუინტერესებია, თითქმის იდეალური გარეგნობის მაქსიმეც ვერ ახერხებდა ამას...
თუმცა მაშინ სულ სხვა შემთხვევა იყო, მაქსიმე გარენულად იზიდავდა, მასთან ყოფნა მოსწონდა, დროის გატარება, ნოდარი კი სულ სხვა ფენომენი იყო, მასში ახალი რომანების პროტოტიპებს ხედავდა, ანუ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას, რომელსაც ვერასდროს შეედარება ფიტნესის სიმპათიური და ძლიერი ბიჭების შარმი, ვერც კალათბურთელების ათლეტური სხეული და ა. შ
***
ამბობენ გარეგნული ინტერესი გიდ ქოთნის მიმართ გქონია და გინდ ადამიანის გარეგნობის მიმართ, ორივე ერთიაო..
ალბათ ასეცაა ... შინაგანი მიზიდულობა ქმნის გარეგან სექსუალურობას, სხვა არაფერია ის გრძნობა, რომელსაც აღმერთებდნენ ჩვენი წინაპრები და ალბათ ჩვენც ვაღმერთებთ, უბრალოდ გულის მიჩქმალურ კუნჭულში, რადგან გვიჭირს აღიარება იმისა, რომ მძაფრ განცდებს ეყრდნობა ჩვენი სულები...
***
-აბა, მეც დამახასიათეთ, ქალბატონო ია, მაინტერესებს მართლა თუა შესაძლებელი..
-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ?
-დიახ..
-უბრალოდ გეტყობა, რომ არ გიყვარს, როცა შენს სულს შიშვლად ხედავენ, ნაზი..
-უბრალოდ თქვით რა ..
-მიმწოლი ხარ, ცოტა ჩაკეტილიც, ამ ცხოვრებით არ ცხოვრობ, ადამიანებში ახალ პერსონაჟებს ხედავ, ლიტერატურა გიყვარს, გაქვს უჩვეულო გემოვნება, გამოირჩევი ორიგინალურობით, იმ ცხოვრებაში შესაძლოა ფსიქოლოგიც იყავი..
-უნდა მასწავლოთ !-სახე გაუფართოვდა ნაზის და სიამოვნებისგან შეეფაკლა...
-მართალია, ჰო ?-ჩაიცინა გვერდითა რიგიდან ნოდარმა.
-ქალბატონო ია, მაოცებთ!
-საქმეს მივხედოთ, ნუღარ ვკარგავთ დროს..
-გავალ რა , რაც მინდოდა, გავიგე, მშია და მწყურია,, მეძინება და დაღლილი ვარ.
-ფიფია კარგად ხარ ?
-ამდენ რამეს მიხვდით და ნუთუ იმას ვერ კითხულობთ ამ მომტირალი სახიდან,, რომ ოჩენ მშიერი ვარ ?!
-კარგი,, დამეკარგე აქედან.. -სიხარულით გავარდა აუდიტორიიდან და სირბილით უნივერსიტეტის კარებს დაუწყო ძებნა..ის-ის იყო უნდა გაეღო, წელზე ვიღაცის ხელი იგრძნო, უფრო სწორედ, რა ვიღაცის, უკვე ნაცნობის და თან კარგგად ნაცნობი ჯეელის ..
-ნაზიიი, დამელოდე...
-მაცინებ,. რამე ახალი აღმოაჩინე ?
-აბა, შემოხედე, რას კითხულობ ჩემი სახიდან ?
-დიეტაზე უნდა დავჯდეს.
-ნწ .
-გშია ჰო ? შე ღორო..
-ნუ მიშინაურდები.
-წადი, იას გაუშინაურდი , მეჩქარება..
-იქნებ დაგპატიჟო სადმე ?.
-არა, სახლში მეჩქარება, დედამ გამიმზმადა გემრიელი საუზმე..
-არ წამიყვან ?
-მომწყდი თავიდან !
***
-მაგიჟებ...გაგიჟებ...-ხმამაღლა ლაპარაკობდა ნაზი.
-უღლებას სწავლობ, დე ?
-გრამატიკაა-იცრუა და მერე სიცილი აუტყდა.
-იმმ დღეს მაქსი ვნახე, იცი ?
-მაქსი არა ფაქსი, დამტოვე მარტო-საწოლზე წამოგორდა და ფიქრებში წავიდა..
***
-სიხარულო, რაღაც ვერ ხარ კარგად, ჰო ?-ჰკითხა ნინიკომ და ლოყაზე დააკვირდა-პომადა მოიწმინდე, ვერ დაინახე.. ისე რა ნომერია კითხე პატრონს.
-არ მცხელა შენთვის...
-ვოთს ვრონგ, მაი დარლინგ ?
-გოგო, დამეხსენ...
-ნოდარ, რა ხდება ? მითხარი, ჰო იცი მუდამ რიადამ ს ტაბოი.,

***
ზოგჯერ უბრალოდ იძირები, არ იცი რა გინდა, არ იცნობ ადამიანს წესიერად და მასზე ფიქრობ, მისი გონება, გული გიზიდავს, მისი ფიქრები გინდა იცოდა, ზიხარ და ხდები არაპროფესიონალი ფსიქოლოგი სწორედ ისე, როგორც ნოდარს დაემართა, უკიდურესობათა ზღვაშ იძირებოდა თითქოს, თითქოს ალტერნატივა არ ჰქონდა, თითქოს სამყარო ნელ-ნელა ჩერდებოდა, ასეთი განცდა ჰქონდა, როცა ხედავდა ნაზის, რომელშიც დაუოკებელი, ჯიუტი არსება ეგულებოდა..
ნაზი კი თამაშობდა ცხოვრებით ისე, როგორც ყოველთვის, ან უბრალოდ ბოლო დროს... თამაშობდა, იპარავდა განცდებს და იჯიბავდა უტიფრად..შემდეგ და შემდეგ კი იქმნებოდა მისი ე.წ რომანები, როგორც თვითონ უწოდებდა და რომლებიც სიცოცხლეს ერჩივნა...
სწავლას თავი დაანება, საერთოდ აღარ აინტერესებდა არც ინგლისური ენის გრამატიკის საფუძვლები, არც ინგლისის ისტორია და არც არაფერი, ლექციებზე ჯდომის მაგივრად ბუნებაში განმარტოვდებოდა ხოლმე და წერდა ხან ბლოკნოტში და ხან ლეპტოპში.
***
ცდილობდა ბოლომდე ამოეწურა ადამიანთა რესურსი, ურთიერთობის ყველა მხარესთვის გაესინჯა კბილი, თუმცა ეს ნოდართან ნაკლებად გამოსდიოდა, ალბათ ამიტომ აინტერესებდა მის ფსიქიკაში შეღწევა ასე ძლიერ..
ცდილობდა ბიჭი თავის ჭკუაზე ეტარებინა, სმა და წერაც კი აუკრძალა, ასე სუქდებიო, ხან რას მოიგონებდა და ხან რას, ამხელა ბიჭს დაარბენინებდა საათობით, თვითონ წინ მუძღოდა და დამეწიე, დამეწიეო, გასძახოდა, ესეც უაზროდ მიჰყვებოდა, გრძნობდა, რომ გოგონა აჰიპნოზებდა, თავზე კონტროლს აკარგვინებდა, სხვა სურვილებს , ოცნებებს ავიწყებდა, ისიც იცოდა, რომ ეს არ იყო კარგი, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა...
კითხულობდა ნაზის რომანებს, რომელთა მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი თვითონ იყო და ამაზე მეტად არაფერი ახარებდა... მეგობრები ეუბნებოდნენ, აფრთხილებდნენ, დაგღუპავს ეს გოგოო, მაგრამ ნოდარი ისევ ჯიუტად იმეორებდა, ის სულ სხვანაირიაო და ასე გადიოდა დრო...
***
ზაფხულის გამოცდების შესანიშნავად დაამთავრა, რაღაც ხრიკებითა და გათვლებით მოიშორა ფინალურები, ნოდარის „შეტენილ“ საგნებზე კი სულ არ უზრუნვია, არც ბიჭი დარდობდა, რომელი კარგი სტუდენტი მე ვიყავიო, თუმცა მის გარშემო ყველა წუხდა, დედამისი აზრზე ვეღარ იყო, ლამის გაგიჟებულიყო ქალი, მამამის წნევები უწევდა, მისი 90 წლის დიდი ბაბუა ვეღარ ამაყოფდა მისიც, თუმცა ეს უკანასკნელიც არ აფიქრებდა ნოდარს, შეპყრობილი განაგრძოდა ნაზის ნაწილი ვარს თამაშს და გოგონაც კმაყოფილი იყო, უკვე უამრავი პერსონაჟი და სიტუაცია შეექმნა ნოდარის დამსახურებით, აღფრთოვანებულიყო, წიგნის გამოცემაზე ფიქრობდა და თვლიდა, რომმ მასა და ნოდარს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე ძლიერი ქვეყნად არაფერი იყო...
***
-ცოდოა ეგ ბიჭი, რა-ცივმა ლინამაც კი აღნიშნა.
-კარგი, რა, ძაან მესაყვარლება....
-მაქსიმ მოგიკითხა გუშინ..
-ფაქსსა ჰო არ მიგზავნის ?-გადაიხარხარა და ტელეფონი აიღო-მომენტრა, უნდა დავურეკო, სახლი მაქვს დასალაგებელი, თორე მოვა ფატი და დამერხა,
-შენ ვერ ხარ ცოტა, უფრო სწორედ, ძაან..
-გთხოვ, გაჩერდი....ვურეკავ..
***
-იცი, ჩემი ძმა რა ლექსს სწავლობდა ?
-რას ?-გაკვირვებული სახით შეხედა ლინას..
-„ია ნე ლიუბლიუ რაბოვ“ ასე რომ სრულდება, გაგახსენდა, ჰო ?
-ნუ მენამიოკები, გთხოვ, რა...ჰო იცი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია..
-აი, მასე, როგორც იმ დღეს, როცა ვიღაც ესპანელი, რომელიც ბიბლიოთეკაში შემთხვევით შენიშნე, ყავაზე დაპატიჟე, რათა ენა გაგეტეხა, არა ?
-ნუ ხარ ძლიერ, ძლიერ კეთილი, მე ხომ უძლიერესად მიყვარხარ..
-და მეც მინდა, რომ სხვებიც ასე გიყვარდეს.
-ყველას მეგობარი არავის მეგობარია, ჩემო ლინა-დამაჯერებლა წარმოთქვა და წელზე ისე გაიმართა, ლამის იყო გადამტყდარიყო.. აი, ასე იქცეოდა, როცა მისი თვითკმაყოფილება ზენიტს აღწევდა.
***
-ძალიან თუ მთხოვ, რომანში სექსის ფილოსოფიასაც გავრევ, ასე ძალიან რომ გაინტერესებს, ოღონდ მანამდე უნდა შეისწავლო.
-მაგის თავადაც აღარ მჯერა.
-რას გულისხმობ ?
-ფსიქოლოგია არაა ზუსტი და ამ საკითხზეც უაზრობაა პასუხთა ძიება.
-აღიარა ძლივს-დამცინავად გადაიხარხარა და თავში წიგნი ჩაარტყა ნოდარს.
***
ზაფხულის მეორე თვეც თვალსა და ხელს შუა შემოადნა ქალაქს და თითქოს ნოდარს შვება ეღირსა. ნაზი ლინასთან ერთად თურქეთში „საშოპინგოდ“ წავიდა ერთი კვირით და იმაზე ფიქრით, რომ სადმე გარუჯვასაც მოასწრებდა. რა საკირველია, თავიდან ძლივს შეეგუა ბიჭი ამ ამბავს, მთელი ღამე ფორიაქობდა და ტელეფონის ეკრანს გაშტერებით აკვირდებოდა, „მან“ ხომ არ მომწერაო, თუმცა შემდეგ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ნიცა ნელ-ნელა იკავებდა ჩვეულ ადგილს ნოდარის ცხოვრებაში. გოგონა გაზაფხულის სიოსავით შემოეჭრა ბიჭს და თავს აღარ ანებებდა, ჯერ რაჭაში წაიყვანა, თუ ბებიაჩემის გამომცხვარ ლობიანს არ შეჭამ, ვერასდროს გაიგებ ცხოვრების არსსო, ბიჭი თავიდან ჭირვეულობდა, თუმცა შემდეგ დანებდა ნიცას და არც უნანია, მართლაც ოქროს ხელები ჰქონია გიული ბებიას, ქალს, რომელიც სიყვარულის ეტალონად მოვლინებოდა მთელ სამეზობლოს.
***

-რა ლამაზი საღამოა, არა ? არ გინდა გავისეირნოთ ?
-ეე სად ?-ცივად ჰკითხა გოგოს.
-სადმე ... შენ ხომ ძალიან გიყვარს ნუ გიყვარდა მაინც, როცა ვარსკვლავები ცად არ მიგვაჩნდა და ერთმანეთი დედამიწად.
-დღეს დავიღალე..
-ყველაფერი ხომ ასე კარგად იყო...-ნიცა ვერ გებულობდა მათი ურთიერთობის დაძაბვის მიზეზს.
-ნიცა, ხვალ მივდივარ.
-სად, ნოდ ?
-ასე ნუ მომმართავ.
-რა ხდება, გამაგებინე..
-მეგობარი ჩამოდის და...-ცოტა აკლდა, რომ აწითლებოდა მთელი სახე.
-კარგი რა.
-ნუ მებუტები.
-მეც წამოვალ.
-არა, შენ აქ გეგმები გაქვს.
-ნწ...
-ძილინებისა...-სახლის კარებისკენ აიღო გეზი ნოდარმა.
-ჩემი ყველაზე დიდი გეგმა შენთან ყოფნა იყო....-სევდა ნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნიცა.

არა, რა ძილინებისა...საბნის ქვეშ 13 წლის ბავშვივით ჩამალულიყო, თითქოს ვინმეს უმავალდა, რას წერდა და გამწარებით იცინოდა..
საინტერესო იყო, რისი იყო ეს სიცილი-სიხარულის თუ სევდის.. მისი გამომეტყველებიდან თუ ვინმსჯელებთ სიხარულზე ძლიერი რამის...
„წამაკითხებ?“
„ჯერ არა“
„აბა, როდის?“
„დაბადების დღეზე“
„ეჰ, ეგ როდის მოვა“

მთელი ღამე არ სძინებია, თუმცა ადგომა მამლის ყივილსაც კი მოასწრო, არაფერი უჭამია, ისე ჩაჯდა სამარშრუტო „ტაქსიში“ და პატარა ბიჭივით აღელვებული გაჰყვა დროისა და გზის ერთობას..
***
-ლინა, ეს კაბა მიხდება.
-ცოტა მოკლე ჰო არაა ?
-გრძელი, არაა?-დაეჭყანა ნაზი.
-ნაზი, მოგწონს, ჰო ?
-მე არა, მაგრამ მას მოსწონს, ახალ პერსონაჟს.
-ანუ ის უბრალოდ პროტოტიპია ?
-და ადამიანი, რომელიც უცნაურ ოტნაშენიაში იმყოფება ჩემთან.
-ვერა ხარ.
-კაი, რაა...ასეთი პრაქტიკული რა შემაყვარე, აი ჰევ ნოუ აიდია.

***
-შვილო, პატარძალივით რას იპრანჭები, ჰა ?
-დე, დამანებე თავი...ის უბრალოდ...
-შენი არ მესმის...ნიცა ?
-ეს სულ სხვა თემა..
-გაგვაცნობ ?
-ნუ დამიწყე საბჭოთა კავშირობანას თამაში,, გთხოვ..
-ეჰ, გაზრდი შვილებს და მერე სულ აღარ სჭირდები.შეიძლება ასე, დე ?
-დე, რას ბოდიალობ, მიყვარხარ ძაან-ლოყები დაუკოცნა ქალს

***
განშორება მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი, სხვანაირად ვერ გამოცდი იმ განცდას, რომელსაც მონატრების შევსება ჰქვია.. თითქოს რაღაც შიგნიდან გთხრის, გაწვალებს, მერე კი უცბათ შვებას იგრძნობ, რომელსაც საოცარი სიხარული მოსდევს..
უყურებ იმ ადამიანს და უმიზეზოდ გიხარია, რომ არსებობს, უბრალოდ ისიც კი კარგ ხასიათზე გაყენებს, რომ შენთან ახლოსაა...მაშინაც კი გაბედნიერებს მისი სახე, როცა იცი, რომ ასე არ უნდა იყოს, ისიც გესმის, რომ ამით შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ატკენ გულს.
-ნაზიი.....-ბედნიერების ფერები ცვლიდნენ ერთმანეთს, ნოდარის ღიმილის ცისარტყელასაც კი აბიჯებდა....
-მოხვედი ?-თავი გვერდზე გააქნია და ორი ნაბიჯი წინ წგდგა..
-არ შეცვლილა აქაურობა, იცი..
-არც შენ.
-მომენატრე.
-რას აკეთებდი, მომიყვები ?-დაინტერესდა ნაზი და ეშმაკურად შეხედა.
-ჯერ ჩამეხუტე.
-ნებართვას იღებ ?
-მაიმუნო..

***
წლები გავიდა, მაგრამ ისევ ახსოვს სითბო, რომელსაც ნოდარისგან იღებდა, ის ბედნიერი ღიმილი კი, რომელსაც ბიჭი ჩუქნიდან დიდი ხანია დაივიწყა მისმა სახეს... რადგან მან ის გაუშვა, არ იბრძოლა მისთვის, არც სურვილი გამოთქვა, უბრალოდ გაუშვა, ყოველთვის, ყოველთვის რომანის პროტოტიპად აღიქვამდა მას, უფრო შორს ვერც ხედავდა... მუდამ იყვარებდა მის თვისებებს და არა მას, ახარებდა ის მომენტები, რომლებსაც ერთად ატარებდნენ, მაგრამ ამას დროს მიაწერდა და არა ნოდარს...
ახლა კი უბრალოდ ყველაფერი დასრულდა... აღარც რომანის პროტოტიპი არსებობს და აღარც მასზე შეყარებული ნოდარი..
ახლაც ზის ნაზი, მარტოსული, ყველასგან მიტოვებული და უყურებს ჰორიზონტს, უყურებს და ჯერ კიდევ ვერ უღიარებია, რომ უკმაყოფილებამ დაღუპა, ამბიციამ იმისა, რომ ჰქონოდა ყველაფერი, რაც მას არ ეკუთვნოდა, რაც სხვისი იყო...
***
-ნაზიკო...-პარკში საკუთარი სახელი მოესმა, დაბნეულმა გაიხედა და საქანელაზე პაარა კიკინა გოგონა შენიშნა, მიაშტერდა და იცნო, სახის ნაკვთებით მაშინვე მიხვდა, ვისი შვილიც იყო ეს ბავშვი და გული მემილიონეჯერ ჩაწყდა, ფეხზე წამოდგა და მთელი ხმით დაიწყო საკუთარი თავის მხილება...
____
მოულოდნელი დასასრული, როგორც მჩვევია ხოლლმე, იმედია, ამ უკანასკნელის გამო არ შემიძულებთ, ისედაც დიდი ხანია, დავკარგე თქვენთან კავშირი, თითქოს გავიყინე და ვეღარ ვწერდი.. მოკლედ, ვიცი არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ წერა არ დამვიწყებია..



№2  offline მოდერი Maiaabuladze

დავსევდიანდი... მაგრამ შენს მოკვლას არ ვაპირებ მაინც კარგი იყო ❤

 


№3  offline წევრი ninuca)))

კარგი ისტორია იყო. იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

განსხვავებული იყო საყვარელო.თუმცა გული დამწყდა რომ ვერ დააფასა ნოდარის სიყვარული unamused
--------------------
ლანა

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მეც დამწყდა გული, მაგრამ ცხოვრებაში ხდება ასეთებიც.. მუდამ კარგი დასასრული ვერ აქვს ყველაფერს..
დაგიბრუნდებით <3

 


№6  offline წევრი Hela

როგორ მიყვარს შენი ისტორიები heart_eyes heart_eyes

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

კუზუნა
როგორ მიყვარს შენი ისტორიები heart_eyes heart_eyes

მე კი შენ მიყვარხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent