სიკვდილი სიყვარულისთვის
*თავი 1* იზაბელის თვალთახედვით: დილით გამაყრუებელმა საყვირის ხმამ გამომაფხიზლა.შემზარავი ხმა ასევე შემზარავ ამბავს გვამცნობდა–მკა იწყეოდა. მალე უნდა ჩაგვეცვა და ხის მარიონეტებივით დავლოდებოდით განაჩენს,რომელსაც ნ სიკვდილი მოყვებოდა ან დროებითი,ტანჯული სიცოცხლე.საწოლზე წამოვჯექი და მხრებამდე მოწითალო ფერის თმები გავიშალე. ჩემს გამოძრავებაე,ტეიტიც წამოიწია და ფეხებში გამედო.თავზე ხელი გადავუსვი,ტეიტმა სიამოვნებისგან თვლები დახუჭა და დაიკნავლა. საწოლიდან წამოვდექი.მყარად დაგომა გამიჭირდა,მუცლის არეში ოდნავი ტკივილი მივლიდა. შიში.მხოლოდ მას შეიძლებოდა გამოეწვია ეს გამჭოლი ტკივილი –ტეიტ!–მისი თავი ხელებში მოვიქციე და მომწვანო თვალებში ჩავაშტერდი.–თუ არ დავბრუნდი…დალიასთან წადი კარგი?–ყურებს შუა ხელი მოვუთათუნე და ცხვირზე ვაკოცე. მიძნელდებოდა იმის წარმოდგენა,რომ ტრიბუტად არჩეული შიმშილის თამაშებზე მოვხვდებოდი. აქ,მეთერთმეტე რაიონში ხორბლეულის მეტი არაფერი არ მოდის,და რაც მოდის ისიც კაპიტოლიუმს ერგება,ამიტომაც გვიწევს საკვები სიაში ჩწერის სანაცვლოდ ავიღოთ.როგორც ობოლ გოგონას მეც უამრავჯერ მაქვს ასე გაკეთებული და სულაც არ ვამაყობ ამით,ეს ზრდის შნსებს,რომ მე ტრიბუტი გავხდე. როგორც ყოველთვის მოედანი საკმაოდ გადატენილი იყო. ახალგაზრდა მოვარდისფრო კანიანი,კაპიტოლიუმელი გოგო სცენაზე ავიდა და პანემის ისტორია მეათიათასჯერ წარმოთქვა.მერე კი დაამატა “დაე იღბალი მუდამ თან გსდევდეთ” “52–ე შიმშილის თამაშებს გახსნილად ვაცხადებ!” “როგორც ყოველთვის,დავიწყოთ ქალბატონებით!” ხელი პატარა ყუთში ჩაყო და სულ ბოლოდან ფურცელი ამოაძვრინა. განსაკუთრებული ბარათი მალევე გახსნა და მიკროფონთან ახლოს მივიდა. “იზაბელ მერსერი” ხმამაღლა გამოაცხადა. ყურებში წუილი მესმოდა… ეს მე ვარ. უამრავი თვალი მომჩერებოდა და უჩუმრად “მისამძიმრებდნენ” ჩემი თავის სიკვდილს. ყველამ იცოდა,რომ ჩემი დაბრუნების შანსი არ არსებობდა… ეს მეც ვიცოდი. პირველი ნაბიჯი ნელა გადავდგი,გულისფანცქალით მეორეც მივაყოლე. თმა ყურზე გადავიწიე და კიბეებზე ავედი. “მოდი საყვარელო! ხლა კი გავარკვევთ ვინ იქნება შენი მეწყვილე.” მხარზე ხელი დამისვა. მეორე ყუთთან მივიდა და იქიდანაც პატარა ფურცელი ამოიღო. “პოლ სანდერსი” ჩემთვის უცნობი თანარაიონელი გამოაცხადა. როცა ხალხმა გული იჯერა სიხარულისგნ,რომ გადარჩნენ,მშვიდობისმყოფელებმა სცენიდან გაგვიყვანეს და ცალ–ცალკე ოთახებში შეგვყარეს. აქ ნაცნობებს შეეძლოთ გამოგვმშვიდობებოდნენ. მე ვიცოდი,რომ არავინ მოვიდოდა…არავინ არ მყავდა თუ ერთ,ფუმფულა კნუტს,ტეიტს არ ჩავთვლით. მართლაც,ამ დროის განმავლობაში არავინ არ შემოვიდა. პოლი და მე მდიდრულად მოწყობილ მატარებელში ჩაგვსვეს. მხოლოდ ჩვენ,ერთი მოხუცი ქალი 38–ე შიმშილის თამაშების გამარჯვებული–სარა და ის ვარდისფერკანიანი გოგო ვიყავით. “საყვარელო,სულ რამდენიმე საათში კაპიტოლიუმში ვიქნებით!” თბილად მიმეორებდა ხოლმე. მართლაც,რამდენიმე საათის შემდეგ,მატარებლის ფანჯრებში “დიადი” კაპიტოლიუმი გამოჩნდა. უცნაურად გამოწყობილი ქალები ხელს გვიქნევდნენ და გვესალმებოდნენ. ვფიცავ ამაზე მეტად არაფრის შემშინებია. მათი სახეები…უბრალოდ გული გაგისკდებოდათ. ზოგს კატის ულვაშები ჰქონდა,ზოგსაც სახეზე ლეოპარდის ფერი ედო,ტანსაცმელზე და სხვა ხარახურებზე აღარ ვლაპარაკობ. ოო…ტეიტ! მას ნამდვილად შერცხვებოდა ასეთ ადამიანებზე თავისნაირი ულვაშების დანახვა… რაღაც ოთახში ვიჯექი,ინტერიერი სულ შავ–ნაცრისფერში იყო გადაწყვეტილი. ჩემი გრძელი ჩალისფერი კაბა კი მოტკეცილი შავი შარვლით და გრძელსახელოიანი მწვანე მაიკით ჩაანაცვლეს. ფეხებზეც რაღაც უცნაურობა მეცვა,მგრამ ვაღიარებ კომფორტული იყო. ასევე უცნაური ვახშმის შემდეგ ლოგინში შევწექი,იმდენად ფუმფულა იყო მეშინოდა არ ჩავვარდნილიყავი,მაგრამ როცა საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ გამიძლებდა ტკბილად დავიძინე. დილით შეშინებულს გამომეღვიძა. უსიზმრო ღამე მქონდა. პირველად ჩემს ცხოვრებაში და მემგონი ამან შემაშინა. “საყვარელო,გაემზადე,საუზმეზე წამოდი მერე კი გამოსაცდელად უნდა წავიდეთ! სწრაფად,სწრაფად.” თავისი წრიპინა ხმით მითხრა ვრდისფერკანიანმა გოგომ და ოთახიდან გავიდა. სწრაფად ავდექი და საწოლზე გამზადებული შავი ტანსაცმელი შევამჩნიე… ჩავიცვი,არც ისე კომფორტული იყო მაგრამ ცუდსაც ვერ ვიტყოდი. საუზმედ,როგორც სარამ ამიხსნა,მარწყვის ბუტერბროდბი და ყავა გვქონდა. ყავ რათქაუნდა ვიცოდი მაგრამ ამას თურმე უამრავი სახეობა ჰქონია. კაპუჩინო… ყველაზე მეტად მომეწონა. რაღაც ოთახში შეგვიყვანეს,ყველა რაიონის წარმომდგენელი იქ იყო. ოთახი გადატენილი იყო სხვადასხვა ხელსაწყოებით და იარაღებით. ყველაფერში გამოვცადე თავი და ასე ვთქვათ გავართვი,მხოლოდ ისრების სროლაში ვერ დავხელოვნდი. ან ისარი მივარდებოდა ან მშვილდი. ჩემს მარცხს არ ვეგუებოდი და მაინც ვცდილობდი რამე გამომსვლოდა. ამ ხნის განმავლობაში ვიღაც ქერა,კულულებიანი ბიჭის მზერას ვგრძნობდი. როცა კიდევ ერთი ისარი გამივარდა, ჩემთან მოვიდა და მშვილდი გამომართვა. ოჰ! მისტერ უდიდებულესობა…პირველ რაიონელი ივანი! “ასე არ უნდა.” ეშმაკური ღიმილით მითხრა. მშვილდი დაიჭირა,ისარი მოზიდა და პირდაპირ მიზანში მოარტყა. ნერვები მომეშალა.არასდროს არ მიყვარდა პირველრაიონელი გაწვრთნილი ტრიბუტები. ამაყები,ამპარტავნები.ყველას რომ ჩაგრავდნენ,და მეც ეს მომინდომეს. არა არ შევარჩენ! “გგონია ყველაფერი შეგიძლია? ჰაჰ! როგორ გამაცინე! არა,ყველაფერი არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია,იმის მიუხედავად,რომ შენს თავში დარწმუნებული ხარ,არავინ იცის ამ დროს ტვინი რას მოიმოქმედებს…იქნებ საერთო გამოირთოს?” “უკაცრავად?” წარბები ზევით აზიდა. “ვერ გაიგონე რა ვთქვი? შენი სწავლება არ მჭირდება!” ივანმა ჩემსკენ გამოიწია. “არ მომეკაარო!” თიქმის დავიყვირე. “შენ ჩემი უნდა გეშინოდეს…” გაკვირვებულმა თქვა მერე სახე უფრო ახლოს მომიტანა თვალებში ჩამაშტერდა და წავიდა. როგორ მინდოდა მისთვის მუშტი გამექანებინა და ის ეშმაკური ღიმილი ჩამომეგლიჯა…მინდოდა ისე დამემცირებნა რომ თეთრი დროშა აეწია…,მაგრამ ის პირველ რაიონელია,ეს შიმშილის თამაშებია… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.