შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფილოფობია -სიყვარულის შიში (სრულად)


2-04-2017, 19:19
ავტორი mariamgg
ნანახია 7 454

***
როცა მის გარეშე ცხოვრებას შეეჩვევი, ბედნიერებას იპოვი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ, სწორედ მაშინ გამოჩნდება და აურევს ყველაფერს, რაც კი აქამდე დალაგებული გეგონა.
***
20 ივნისი
-მოხვალ?
-კი რამე მოხდა?
-არა , არაფერი უბრალოდ ვერ ვიძინებ. ფანჯარაზე დააკაკუნე და გავაღებ წინიდან არ შემოხვიდე კაი?
-კაი გოგო ორწუთში მანდ ვარ.
ტელეფონი გავუთიშე კესოს, ლოგინზე ზურგით დავწექი და ჭერზე აკრულ გვირილების პლაკატს მივაშტერდი. თვალები დავხუჭე და ვეცადე, მათთან სიახლოვე მეგრძნო. თვალები გავახილე და მეათედ იმედგაცრუებული ჩავებღაუჭე ჩემს სათამაშოს. კესოც მალევე მოვიდა, ფანჯრიდან გავუღე კარი და შემოვიდა.
-რას შვრები?
-რავი არაფერს , უბრალოდ ვერ ვიძინებ.
-აუ კაი რაა. შენც ხო იცი არასდროს ჩამოვა, ყველაფერი კარგად იქნება ნინ , აი ზუსტად ვიცი.
- არ ვიცი არაფერი. (გადავტრიალდი საწოლზე და ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე)
-ბენდელიანი ეგეთი გგონია? გგონია, კიდევ დაბრუნდება და ამდენ ჭორს ერთად აიტანს? ზუსტად ვიცი, არ გიყვარს, ზუსტად ვიცი ნინი გესმის?
-შენ? შენ იცი ზუსტად?? არაფერიც არ იცი. მიყვარდა მაგრამ ახლა აღარ, ყველაფერი დამთავრდა.
-ხოდა ძალიან მიხარია მაგას რომ ხვდები, ადექი და რამე დავლიოთ მაგარი არ გინდა?
-კაი რა დავლიოთ? (ჩემს სახეზე ნათელმა ფერებმა დაიკავეს სივრცე და წამოვხტი)
-აუ გოგო, არ გინდა ბანაკში რომ წავიდეთ? გამოცდების მერე გაგვისწორდება და თან ძაალიან გავერთობით.
-აუ კი კესო ძალიან მინდა, ხოდა იქით კვირას მიდიან და წავიდეთ უეჭველი.

20 ნოემბერი
ნინიიიი, ნინიიიიიიიი . ყვიროდა მთელი სადაქალო. ნინი დაიკარგა, 16 წლის უმწეო გოგო. დაიკარგა დიდ სოფელში, პატარა ოცნებებით. სინამდვილეში გზა აებნა და თან სულ მარტოდმარტოს. გასეირნება უნდოდა , როცა ძალიან ღრმად გასცდა სახლს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო, მესტიაში.
-გამარჯობა
ნინი შეხტა და ყვირილი დაიწყო. უცნობმა პირზე ხელი ააფარა
-არ დაიყვირო, შენთვის არაფერი დამიშავებია, ხომ მართალია?
თანდათან ხელი აუშვა და საუბრის უფლება მისცა.
-გამიშვი, თორემ პოლიციაში დავრეკავ.
-რა საყვარელი ხარ?
-აააააააააააააააააააა (ხმამაღლა ყვირის ნინი)
-აუ, რა ცუდია, არ ყოფილხარ დამჯერი გოგო.
უცნობმა სიგარეტს მოუკიდა და საოცრად ლურჯი თვალები სწრაფად აახამხამა.
- რა გინდა? (ნინი)
-უი, ლაპარაკიც გცოდნია.
-კი ვიცი და გამიშვი ხელი.
-რატომ? რის გარანტიას მაძლევ?
-გამიშვი ხელი ( კიოდა გოგო)
- კარგი, მაგრამ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო, მპირდები?
-არააააააააააა
-ხოდა მაშინ გათენებამდე მოგიწევს კივილი საყვარელო.
-კაი ხო გპირდები.
უცნობმა ხელი გაუშვა, ნინი კი გაბრუნდა და სწრაფად გაიქცა.
-ოპაა, სად მირბიხარ?
კიდევ დაიჭირა უცნობმა გოგო.
-ჩემი პირობა არ გაინეტერესებს?
ნინიმ ცრემლები მოიწმინდა და დაიყვირა
-ჩქარა მითხარი ეგ ჯანდაბა პირობა, თორემ გავგიჟდებიიი
-კაიი. ძალიან მარტივია: უბრალოდ უნდა მომცე ნებართვა, სახლამდე მიგაცილო.
-მოიცა რაა?
ნინი ძლიერად ჩაეხუტა უცნობს. მისთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა, სახლში დაბრუნდებოდა თავის მეგობრებთან და სულ არ ადარდებდა ვინ იყო ეს უცნობი. ხო ხო, ასეთი დაუკვირვებელი გოგონა იყო ნინი. 16 წლის მაღალი, ცისფერთვალება, გრძელი , მბზინვარე თმა სულ გაშლილი ჰქონდა და მისი უმანკოება ბევრს აბნევდა.
-ეს რა იყო?
- არვიცი, ჩქარა წავიდეთ გთხოვ.
ბნელი, ვარსკვლავმოჭედილი ცის ქვეშ მიდიოდნენ ორნი: უცნობი და ნინი.
- შენს სახელს არ მეტყვი?
-უი, სულ დამავიწყდა, ნინი მქვია შენ?
-მე ნიკუშა. სასიამოვნოა (ნიკამ ნინის ხელი ჩაჰკიდა და თავისკენ მიიზიდა)
-ჩემთვისაც.
ნინიმ თვალები დახუჭა და ძლივსღა მიხვდა , როგორ ჰკოცნიდა ჯერ კიდევ უცნობი ნიკას ბაგეებს. ნიკამ თვალი გაახილა და თავისი ლურჯი თვალები ნინის მიანათა.
-იცი რა ლამაზი ხარ?
-არა, არა ეს არ უნდა მექნა.
-აჰაჰ, როგორ გეტყობა რომ არ მიცნობ ნინი.
- ხო , არ გიცნობ შენი მხოლოდ სახელი ვიცი და ეს ბევრს არაფერს მეუბნება.
-ბენდელიანი ვარ გვარად, ეს რამეს გეუბნება?
-კი, სვანი ხარ (ნინიმ თბილად ჩაიღიმა და მორცხვად ჩაწია თავი)
-ოხ, (ნიკასაც გაეღიმა და თბილად შეხედა გოგონას. ) შენს გვარს არ მეტყვი?
-კი, ბიბილაძე ვარ .
-ვაიმე, რა საყვარელი ხარ
-მადლობა მაგრამ აქ საყვარლობა რა შეამჩნიე?
-ზოგადად გაკვირდები და იმიტომ გითხარი
-აი ესაა ჩემი დაქალის სახლი, მადლობა დიდი. საიდან იცოდი სახლი?
-ოხ, კიდე გეტყობა რომ არ მიცნობ, მე ყველაფერი ვიცი. როდის მიდიხარ?
-სამ დღეში.
-მანამდე გვაქვს დრო.
-გვაქვს? ვის? მე და შენ? თითქმის არ გიცნობ და სისულელეებს ნუ იძახი.
-მაშინ არ გეტყობოდა უცნობების შიში თუ გქონდა, როცა მკოცნიდი არხეინად. (ნიკამ გაიცინა და გოგონა კვლავ თავისკენ მიიზიდა).
-(ნინი იღიმის და სირცხვილისგან ლოყები უწითლდება)
-შენს ნომერს არ მომცემ?
- უკვე უნდა შევიდე კარგად )
-კაი, როგორც გინდა. ხვალამდე
ნინიმ ხელი დაუქნია და შევიდა სახლში სადაც განცვიფრებული მეგობრები დახვდნენ.
-გოგო სულ გაგიჟდი? სად იყავი? ვაიმეეე მოგკლავ როგორ მანერვიულე.
-ვვაიმე კესო გარეთ გავედი რა არ შეიძლება?
-შეიძლება გოგო მარა ტელეფონს რატომ არ იღებდი? უიმე რა გაყინული ხარ, წამოდი ბუხართან.
ბუხარი
ხო ბუხარი, თითქმის საოცნებო გარემოში იყო ნინი 5 დღე. სვანეთი, დათოვლილი მთები, სვანების თბილი მზერა და საყვარელი დაქალები: კესო ჩანქსელიანი, თეკლა აბულაძე და სოფო აბაშიძე. კესო სვანია, ხო სვანია, ძალიან საყვარელი , პატარა სახლი აქვს სვანეთში, თუმცა თბილი, რაც მთავარია.
- აუ ნიი არ გეძინება?
-ჯერ არა რაა... მომისმინე
-ხო გოგო რაიყო?
-ვინმე ბენდელიანს იცნობ?
-აქ?
-ხო
-კი ნიკა ბენდელიანს , რა იყო?
ნინის ცივმა ოფლმა დაასხა და გაახსენდა უცნობი , თბილი ნიკუშა, გრილი სუნამოთი.
-მართლა?, ვინ არის?
-გოგო რავი, თბილისში ცხოვრობს მგონი მაგრამ აქ ჩამოდის ხოლმე, ამბობენ ძალიან ბაბნიკია, ყოველდღე სხვადასხვა გოგოები მოჰყავს სახლშიო. მგონი 18 წლისაა ჯერ, მაგრამ ცოტა დიდსაც გავს. ლურჯი თვალები აქვს , მაღალია და ძალიან სიმპატიური.
კესო კიდევ დიდხანს საუბრობდა ნიკუშაზე , მაგრამ ნინის ამ სიტყვების მერე არაფერი გაუგია : „ამბობენ ძალიან ბაბნიკია, ყოველდღე სხვადასხვა გოგოები მოჰყავს სახლში“ . მაგრამ რატომ?
ნინი ხომ მას არ იცნობს, რატომ დასწყდა გული ასე ძალიან?
-აა ხოო 
- და შენ საიდან მოგაგონდა ასე უცბად? :D
-არა გოგო არაფერი. წამო დავწვეთ რაა
-კაი ხვალ ბევრი უნდა ვიაროთ ხო იცი.
-კი, კი.
21 ნოემბერი
ნინიმ ტელეფონს დახედა 07:30 საათია. მაგრამ მისი ყურადღება საათს არ მიუქცევია, მესიჯი დახვდა უცნობი ნომრისგან.
571 60 88 65
dgesac xo ar apireb garet gzis abnevas? )
ნინიმ თვალები დაჭუტა და მესიჯი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. (მოიცა როგორ? საიდან გაიგო ჩემი ნომერი? აუუ, არ არსებობს, ვუთხრა კესოს? არა, არა რათქმაუნდა არა)
ukacravad romeli xar? - ნინიმ გააგზავნა ეს მესიჯი და 5 წუთი სულმოუთქმელად ელოდა პასუხს. ხომ იცოდა ვინც იყო, მაგრამ მაინც ელოდა. ელოდა , ელოდა. მალე მესიჯის ხმა მოესმა და სწრაფად აიღო ტელეფონი.
571 60 88 65
-kai exla ar gvinda egetebi kai?
- ras gulisxmob da vin xar? :/
- kari gamige gelodebi
ნინიმ ხალათი მოიცვა, გადაუარა საწოლზე მძინარე კესოს , თმა ზემოთ აიწია და კარისკენ გასწია.
-აქ რა გინდა?
-შემომიშვებ? მცივა ცოტა.
-მოიცა რა მეღადავები?
- არა , მართლა მცივა 
- კაი ხო , შემოდი.
ნიკუშამ თოვლიანი ფეხები დაიფერთხა და ბუხართან სკამზე დაჯდა.
-როგორ ხარ?
-რავიცი, კარგად ვარ, შენ?
-მეც კარგად , მარა არამგონია კიდე კარგად ვიყო თუ ტანსაცმელს არ ჩაიცმევ ნორმალურად.
- (ნინიმ გაიცინა და ოთახში შევიდა, სადაც მღვიძარა კესო დახვდა)
-ვაიმე გოგოოო ადექი ჩქარა, უნდა გითხრა მალეეე. გუშინ გავიცანი ერთი ბიჭი, აი ეგ ნიკუშა ბენდელიანი თუ ვიღაც ვაიმეე რა ლამაზი თვალები აქვს დღეს დავაკვირდი, აუუ შოკში ვარრ მალე ადექიი გთხოვ. თეკო და სოფო სად არიან?
-ვაიმე მეღადავები ნინი?გიჟიხარ?? რატოარ მითხარიი. ვაიმე რა საშიში ბიჭია არ იცი ხო??? წავიდნენ ეგენიიი იდიოტოო გუშინ ღამით.
-აა ხოო, მალე ადექი რაააა ჩქარა
გოგოებმა ჩაიცვეს და გარეთ გავიდნენ, ბუხართან.
-გამარჯობა ნიკუშა
-ვაიმე, კესო შენხარ?
-როგორ შეცვლილხარ? რა პატალა მახსოვხარ.
-აუ ეხლა ბლატაობას მორჩი ჩემზე მარტო 2 წლით დიდი ხარ რა.
ნიკუშამ გაიცინა და ნინის მხარზე ხელი დაადო.
-აუ ჩაის დამალევინებ კესო?
-კი კი ახლავე
კესო გავიდა სამზარეულოში და ნიკუშა და ნინი ბუხართან დატოვა.
-შეიძლება უკეთ გაგიცნო? (ჩამოჯდა სკამზე ნიკუშა )
-მეტი გზა აღარ დამიტოვე და მიდი :D
-რამდენი წლის ხარ? 16?
-კი 16ის ვარ
-სად ცხოვრობ?
-თბილისში შენ?
-მეც თბილისში ვცხოვრობ და გნახავ ხოლმე. აუ რა ლამაზი ხარ იცი?
-ვაიმე დიდი მადლობა.
ნინიმ არ იცოდა რა უნდა ექნა. უბრალოდ ის იცოდა, რომ ბენდელიანის ლურჯი თვალები, ხშირად ანათებდა და აბნევდა მას.
დაახლოებით ერთ საათში, კესო, ნინი და ნიკუშა წავიდნენ საბაგიროებზე. მთელი დღე ისე გავიდა, ერთხელაც არ გაუფიქრია ნინის რომ ერთი დღის გაცნობილ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა და ამას სერიოზულად არც კი მიიჩნევდა ის ხომ 16 წლის გოგონა იყო, მართლა უმანკო გოგონა, რომელიც ნიკუშამ გადაარჩინა.
ხანდახან როცა ვერ ვხვდებით ჩვენს სიახლოვეს ადამიანებთან, ხშირად ვკარგავთ მათ და მერე ვნანობთ. ვხვდებით თურმე , როგორი საჭირო ყოფილან ისინი ჩვენთვის.
24 ნოემბერი
-აუ ნიკუშ, დღეს თბილისში მივდივართ და შენ როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი ჩემო პატარა <3 ხშირად გნახავ ხოლმე, სულ ერთად ვიქნებით.
-კაი. წავედი <3
კესო და ნინი მანქანაში ჩასხდნენ და გაუდგნენ თბილისის გზას.

-აუ ნინი
-რაიყო კეს?
-ნიკუშა გიყვარს?
- არა მაგრამ მომწონს რა იყო?
-აუ ნინი ძაალიან საშიში ბიჭია რა და ფრთხილად იყავი გთხოვ
-შენ ნუ ინერვიულებ კესო <3 მიყვარხარ <3
-მეც მიყვარხარ შე იდიოტო.
-აუ გაზდელიანს არ მოუწერია?
- არა. და ზუსტად ვიცი აღარც ვახსოვარ (კესომ თავი ჩაღუნა და სიბრაზისგან ბაგეები აუწითლდა)
-კაი რა . ხოიცი როგორი ტიპია გაზდელიანი, ვერაფერს გაუგებ. აუცილებლად დაგირეკავს აი ნახე. დღეს ხოდარჩები ჩემთან?
-აუ კი ნინ, აუ ზეგ სკოლააააა
-აუუხოო მაგრად მეზარება.
-აუუუ ეხლა რა აიტანს კვაჭანტირაძეს იდიოტურ ხუმრობებს??
-არ ვიცი, მაგრამ უნდა ავიტანოთ რა. წამო გოგო ყავა დავლიოთ.
-წამო..
24 ნოემბერი 23:00
571 60 88 65
nini rogor xar?? <3
ნინიმ ტელეფონს დახედა და სიხარულისგან შეკრთა
-ვაიმეე კესოოო ნიკუშამ მომწერა
-აუ რა გაღრიალებს ქალო. რა უნდა?
-არაფერი როგორ ხაროო
-უიმეე, გამისკდა გული , დამაძინე რაა.
-კაიხო ნუ ჭუჭყუნებ.

-kargad nikusha shen rogorxar?
-me ravii, kargad viknebodi chemtan roiko exla ))
-<3
-nini
-raiko?
-menatrebi
-kai megadavebi? Dgesarmnaxee?
-mere ra mainc menatrebi. Ise dadzinebashi xels xoargishli??
-araa aravapshee.
-sad cxovrob?
-ceretelze 22 nomershi 24 binashi (ნინის ნიკუშას მისვლა ძალიან უნდოდა რადგან ენატრებოდა, საოცრად ენატრებოდა )
-aa me saburtaloze, xval gamogivli tumovicale .
-au kai nikushh unda davidzino
-kaichemopatara gkocni !
-<3
ნინის გაღიმებულს ჩაეძინა „kisses back from you”ს მოსმენისას.

ღამით, კარებზე კაკუნი გაიგეს გოგოებმა, წამოხტნენ და ქვაბის თავსახურებით ხელში , კანკალით მიადგნენ კარს. ნინის ეცინებოდა, ნიკუშა ეგონა და თან უხაროდა, კესოს ნახევრად ეძინა.
-გამარჯობა. პოლიციის განყოფილებიდან ვართ.
-გამარჯობა. ალბათ კარი შეგეშალათ (ნინი)
-თქვენ ნინი ბიბილაძე ხართ?
-დიახ, რა ხდება?
-ჩაიცვით, განყოფილებაში უნდა წაგიყვანოთ.
- რა ხდება? მეტყვით?
-რაც შეიძლება მალე ჩაიცვით.

-ვაიმე კესო რახდებაა (ნინი ტიროდა და სწრაფად იცვამდა შარვალს)
-დაწყნარდი ნინ, ალბათ შეეშალათ.

25 ნოემბერი 04:50
-თქვენ ბრალად გედებათ 50 გრამი ს არაკანონიერი მოხმარება. გეძლევათ დუმილის უფლება.
-მოიცა რა?? რა ხდება ? საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე.
-როგორ თუ ვერ გაიგეთ? ნიკუშა ბენდელიანთან ერთად მოწევის დროს არ გიფიქრიათ პოლიციაზე?
-რა??? (ნინი ბღაოდა, ნამტირალევი ხმით ბღაოდა, იცოდა რომ არ უნდა გამოეჩინა ნდობა 4 დღის გაცნობილი ბიჭის მიმართ. რატომ ენდო? ახლა როგორ სტკივა გული)
-ადვოკატის აყვანის უფლება გენიჭებათ 24 საათი. რასაც ახლა იტყვით შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ.
-არაააააააააააააააააააააააააა

26 ნოემბერი
-კესო, ეს რატომ გამიკეთა? (გამწარებული ტიროდა ნინი)
- დაწყნარდი საყვარელო. ახლა ხომ სახლში ხარ?? ჩემთან ერთად ხარ, ყველაფერი კარგად იქნება , კარგი??
- არაფერი არ იქნება კესო კარგად. დავიღალე, ყველაფრით დავიღალე იცი? ორ დღეში ჩემი დაბადების დღეა და რაუნდა გავაკეთო ნიკუშას გარეშე? ეს რატომ გააკეთა? კესო ცუდად ვარ (გიჟივით იქნევს ხელებს ნინი)
-ნინი, გთხოვ დაწყნარდი. (იხუტებს კესო ნინის და მის დამშვიდებას ცდილობს).
26 ნოემბერი
571 60 88 65
nini rogor xaar?
ნინი ტელეფონს ბლოკავს და საწოლზე აგდებს
რა გასაკვირი იყო, მეორე წამს ნიკუშამ რეკვა დაიწყო. ნინი გაექანა აიღო ტელეფონი და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი.
-რა გინდა?? კიდევ რა უნდა მომატყუო??? ასეთი იდიოტი როგორ გეგონე? ისე , ყველაფერი მართლა ჩემი ბრალია, მაგარი დებილი ვარ ასე ძალიან რომ გენდე, იქნებ ადამიანიც მოკლა და ეგეც მე გადმომაბრალო? მძულხარ იცი?? ისე მძულხარ, ვერ გიტან
- ნინი მაპატიე, აგიხსნი გთხოვ.
-არაფრის ახსნა არ მჭირდება, შენს თავს აუხსენი რის გამო დამკარგე . კარგად.
ნინიმ ტელეფონი გათიშა და ლოგინზე დაეგდო. კვლავ გვირილებს უყურებდა. რა ლამაზია გვირილა არა? უბრალოა, ამაშია მთელი მისი სილამაზე.
30 წუთის შემდეგ.
-ნინიიი გამიღე ქალო კარები
-კეს, შემოდი
თბილად გადაეხვივნენ დაქალები ერთმანეთს.
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?
-მიყვარხარ და დაწყნარდი გთხოვ. მეტი აღარ იტირო, ხვალ შენი დაბადების დღეა ხომ არ დაგვიწყებია? თან დედაშენი ჩამოდის და უნდა ნახო. ასეთი თვალებჩასიებული ხომ არ დახვდები? (ნინის დედა ორი წლის წინ წავიდა იტალიაში, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, თავის ერთადერთი პატარა გოგო ერჩინა, შვილი დაქალს , კესოს დედას დაუტოვა და დროგამოშვებით ჩამოდიოდა ხოლმე. სხვა რა უნდოდათ პატარა გოგონებს, ერთად გაიზარდნენ თბილ გარემოში და ერთმანეთთან ახლოს)
გოგოებმა მაღაზიაში გაიარეს, ნინიმაც გული გადააყოლასავით. ხვალ მისი დაბადების დღე იყო. 17 წლის ხდებოდა. რამდენი ხანია ელოდებოდა ამას. დიდს არაფერს გეგმავდნენ დაქალები, უბრალოდ პატარა წრეში, კლუბში აღნიშნავდნენ ნინის დაბადების დღეს.
26 ნოემბერი
-რა ლამაზი დღეააა, რა ნათელი მზეაააა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სიცოცხლის დაბადების დღეაააააა. ნინი გილოცაააააააააააააააააავთ (თეკო, სოფო , კესო )
-ვაიმე, როგორ მიყვარხართ. თქვენ ხართ ჩემი სიცოცხლის მიზეზი გოგოებო.
ნინი სათითაოდ გადაეხვია საყვარელ დაქალებს და ბედნიერი სახით გავიდა სამზარეულოში ტორტის დასაჭრელად.
-გოგო იქ რომელზეუნდა წავიდეთ?
-7ზე გოგო მანამდე მოვემზადოთ.
-კაი სიხარულებოო.
გოგოებმა ყავა დალიეს , ტორტი მიირთვეს და სალონში წავიდნენ. მთელი დღე იქ გაატარეს.
-ვაიმეე დეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
(ნინი მთელი ძალით გაექანა და ჩაეხუტა ეკას)
-ჩემო ლამაზო, როგორ გაზდრილხარ და დამშვენებულხარ <3 ჩემო სიცოცხლის აზრო, როგორ მოენატრე დედიკოს
ნინის თვალზე ცრემლი მოადგადა ემოციით სავსე მთელი ძალით ეხუტებოდა დედას 2 წუთის განმავლობაში.

26 ნოემბერი 19:00
ულამაზესი ოთხი გოგო თავაწეული შეაბიჯებდა კლუბში. უკვე ბნელდებოდა და მათ საოცარი ღამე ელოდათ წინ.
-აუუ ნი რამაგარიაა, მოდი ვიცეკვოთ არგინდა?
-კაი და დავლიოთმერე?
-აუ კიი რაა
-კაიი ბაზარიარააა
გოგოები თამამად ცეკვავდნენ.
-აუ ნიი, იმ ბიჭს შეხე რა სიმპათიურია.
-აბა რომელს? (კონიაკის მეორე ჭიქა ჩაცალა ნინიმ)
-გოგო აიი მარჯვნივ
-კაი ეხლავე მივალ კესო დაიცაა
- რაა?არმიხვიდე ქალო

ნინი ბარბაცით მივიდა უცნობ ბიჭთან და ფეხზე ააყენა.
-არ გინდა ვიცეკვოთ?
-კი, როგორ არ მინდა, ლამაზო
ცეკვაში გართულებმა ვერ შეატყვეს როგორ გადავიდნენ კოცნაზე. მერე ტუალეტში შევიდნენ. ნინი ორმა ჭიქა კონიაკმა ძალიან დაათრო. ვერ ატყობდა რას აკეთებდა. თანდათან გახდა დაიწყო.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
-არა არა. უნდა ჩავიცვა. გონებადაკარგული ნინი თანდათან გამოფხიზლდა და გარეთ გავიდა.
-გოგო გიჟიხოარხარ??????
-რაგინდააა კესო
-სად ჯანდაბაში წახვედი იდიოტოო? რამეხოარ ქენი
-არაააა :D :D
-ფუუ რა იდიოტი ხარრ . იცი ვინ გაიჩითა აქ?
-ვინა ქალო?
-ბენდელიანი
ნინის ამ გვარის გაგონებაზე ცივმა ოფლმა დაასხა. ეშინოდა ნიკუშას ნახვის. ეშინოდა იმის, რომ გული ეტკინებოდა თანაც ძალიან.
-აუ შანსიარააა
-კაი დაიკიდე რა
- ვაფშე

გათხლეშილი ნინი თამამად ცეკვავდა, როცა თმაზე შეხება იგრძნო.მიტრიალდა და.... ბენდელიანი
-აქ რა ჯანდაბა გინდა? ხომ გითხარი არ გამეკარო მეთქი.
-აუ ნინი. ყველაფერს აგიხსნი გთხოვ.
-არ მინდა არაფრის ახსნა, დამანებე თავი და გამიშვი ხელი.
-ნინი
- რა გინდა?
-მიყვარხარ.
ნინის რაღაც დაემართა, თითქოს ამ სიტყვებს დიდი ხანი ელოდა. სულ გადაავიწყდა სიბრაზე გაექანა ნიკუშასკენ და ჩაეხუტა. მათი ბაგეები შეერთდნენ და სიყვარულის ველში შევიდნენ .
***
საპასუხო გრძნობაზე ამაღელვებელი არაფერია. ეს ის მომენტია, როცა სამყარო შენს გარშემო არსებობას წყვეტს , დედამიწა ჩერდება. აღარც მზე ანათებს, იმიტომ რომ შენი პირადი მზე გყავს. აღარც ვარსვკლავები კაშკაშებენ, იმიტომ რომ შენი პირადი ვარსკვლავი ყველა ვარსკვლავზე მეტად კაშკაშებს. აღარც დროს აქვს მნიშვნელობა და საერთოდაც ყველაფერი კარგავს აზრს ერთის გარდა: რომ შენი პირადი ბედნიერება იყოს სულ შენთან. სასაცილოა , მაგრამ ამ პირადი ბედნიერებით სუნთქავ. შენს თავს შეკითხვას უსვამ: რა ვიყავი აქამდე? რა მინდოდა? ცხოვრებაში ხშირად არის მომენტები, როცა ვერ ხვდები რა გინდა და ფიქრობ რა არის სიყვარული 
სიყვარული შენ ხარ! ჩემი პირადი სასწაული !
27 ნოემბერი
ნინიმ ნიკუშა გზის მეორე მხარეს დაინახა, გადავიდა კი არა , გადაფრინდა. ჩაეხუტა საოცრად და მისი არაამქვეყნიური სურნელი იგრძნო. მიხვდა როგორ უყვარდა, მთელი გულით უყვარდა.
-ჩემო პატარა, როგორ ხარ?
-კარგად ნიკუშაა, შენროგორხარ? არგინდა სადმე პარკში დავხსდეთ?
-კი წამო, პატარა
ბედნიერი წყვილი ხელჩაკიდებული მიდიოდა და სკამზე დასხდნენ.
-აუ ნიკუშ
-ხო ჩემო პატარა
-შენი აზრით რა არის სიყვარული?
-სიყვარული შენ ხარ ჩემო პატარა.
-კაი რა მართლა
-ხო მართალს გეუბნები. სიყვარული ალბათ ფიზიკური და გარეგნული მოწონებაა, შენ რას ფიქრობ?
-ჩემი აზრით, სიყვარულს სიტყვებით ვერ ახსნი. აი როცა შენ გიყურებ მაგალითად, ტანში ჟრუანტელი მივლის და ვხვდები როგორ მიყვარხარ, კიდევ როცა ცაზე ვარსკვლავები ანათებენ, ერთ-ერთი შენ მგონიხარ. კიდევ როცა ჩემს ოთახში გვირილებს ვუყურებ, შენნაირად ანათებენ იცი? როცა დილის მზე მანათებს, შენ მგონიხარ. მიყვარხარ იცი? უზომოდ მიყვარხარ.
ნინი მიიწია ნიკასთან და მთელი გრძნობით ჩაეხუტა.
-ვაიმე ჩემო პატარა, ნუ ტირიხარ , გთხოვ. ხომ იცი სულ ერთად ვიქნებით.
-კი ვიცი, ჩემო საოცრება.
წყვილი მთელი დღე დასეირნობდა და ტკბებოდა იმ სიყვარულით, რომელიც ღმერთმა უბოძა ორივეს. მთელი ორი კვირა, ერთმანეთის თვალებში ცქერით გაატარეს. ერთობოდნენ უზომოდ, უსასრულოდ .
2 კვირის შემდეგ
-აუ გოგო მალე მოვა ხო?
-კი ნინ, მალე მოვა უეჭველი, ალბათ სადმე გააჩერა მანქანა და ცოტა დააგვიანდება.
-ხოგოგო, გაზდელიანი აღარ გწერს?
-აუ დავშორდით, მაგარი იდიოტია რა , თავიდანვე ვიცოდი რო ბაბნიკი იყო და რა ჯანდაბა მინდოდა ვერ ვხვდები
ნინიმ გაიცინა, თუმცა მისი ღიმილის უკან შიშის ჟრუანტელი იმალებოდა.
უეცარმა ზარმა გოგოები დიალოგიდან გამოიყვანა.
-ნინი შენ ხარ? იკა ვარ
-ხო იკა რახდება?
-გოგო დაჯექი და არ ადგე გთხოვ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
-იკა რა მოხდა?
-ნიკუშას მანქანა ამოუყირავდა.
-მოიცა რა?
ნინი გაშეშდა.... თითქოს ძლიერმა ტალღამ დაანგრია მისი ოცნებები და ფიქრები. ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, საავადმყოფოში წასვლა და ნიკუშას ლურჯ თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედვა.
-კესო, ჩქარა გამოიძახე ტაქსი , მალეეეეეეეეეეე (გამწარებული, ნამტირალევი ხმით ყვიროდა ნინი)
-აუ ნინ, გთხოვ რა.

20 წუთის შემდეგ.
ნინი ცხარე ცრემლებით მტირალა, მირბოდა საავადმყოფოს კიბეებზე.
-ჩქარააააააააა, ჩქარა შემიშვით . მალე გთხოვთ, მას მე ვჭირდები, გთხოვთ.
-უკაცრავად , ვერა, ვერ შეგიშვებთ ჯერ არ არის სტაბილურად.
-ფეხებზე თქვენი სტაბილურობა.

-ნინი, გთხოვ დაწყნარდი . წამოდი წყალი დალიე. ნინი ჩაიკეცა და სკამზე ჩაეძინა.
მეორე დღე
-ახლა შეგიძლიათ შესვლა, ჩაიცვით ეს ხალათი.

თვალებჩასიებული გოგონა შედის ოთახში, სადაც უამრავ აპარატზე შეერთებული ნიკუშა ხვდება. ცრემლები კვლავ ასველებენ მის ცისფერ თვალებს.
-ნიკუშა, ნიკუშა გთხოვ თვალები გაახილე, ძალიან , ძალიან გთხოვ.
-ნი-ნი
-ნიკუშაა, მიყვარხარ, მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ, გთხოვ ჩემს გამო მაინც იცოცხლე, გთხოვ ძალიან ძალიან გთხოვ.
-ვიცოცხლებ პატარა.
-აუ, როგორ მომენატრე იცი? ძალიან მომენატრე, გთხოვ არ დამტოვო რა ძალიან გთხოვ. მერე ვინ მომიშლის ნერვებს? გთხოვ. მიყვარხარ.

-უკაცრავად, პულსი დაეცა და უნდა გახვიდეთ.

2 დღის შემდეგ.
-კესო , ყავა დაადგი რა.
-კაი სიხარულო. ხომ ხედავ??! ყველაფერი კარგადაა, ტყუილად ნერვიულობდი . ნიკუშას რომ გამოწერენ წავიდეთ სადმე არ გინდა?
-აუ რო გამოწერენ, ყველგან წავალთ რა.
გოგოებმა ფილმი ჩართეს და თან შოკოლადს მიირთმევდნენ ყავასთან ერთად. თითქოს ყველაფერი აეწყო.
1 დღის შემდეგ
571 60 88 65
chemoferia roogorxar?
ნინიმ ვერ დაიჯერა, რომ ეს მისი საყვარელი ნიკუშა იყო.
-me kargad var, au rogor menatrebiicii?
-chemoferia mec uzomod. Malegamoval dasul ertadviknebit hoici
-kida rogamogceren damireke egreve kai?
-kaichemopatara, cavedi.
1 დღის შემდეგ.
-კესო, დღეს პირველზე მოვა ნიკუშა და ხოიცი როგორცუნდა გავაკეთოთ ყველაფერი?
-კიგოგო ბუშტებს მე ვიყიდი და ტორტზე გაიარე 12ზე შენ.
13:30
-გოგო სად არის ამდენიხანი
-დაიკიდე მოვა რა
-ხოო ალბათ.

15:00
ლოდინში ჩაეძინა ნინის. როცა გაიღვიძა კესო ტიროდა.
-კეს რა მოხდა?
ძლივს გაახილა თვალები
-მოდი აიღე.
-ეს რა არის?
„ჩემს პატარა გოგოს.
ნინი. როგორ ხარ? რათქმაუნდა კარგად. შენ სულ კარგად ხარ, ცუდად როცა ხარ მაშინაც კარგად ხარ. იცი როგორ მხიარული ხარ? შენსავით არავინაა. შენ რომ მითხარი ვარსვკლავს გავხარო, მაშინ თავიდან დავიბადე. ეს არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის. ახლა ზუსტად ვიცი რატომ არ უთქვამს არავის. ალბათ, ყველა მიცნობდა. იცი როგორი საშინელი ადამიანი ვარ? რათქმაუნდა არ იცი , მაგრამ მალე გაიგებ. ძალიან მიყვარხარ და მინდა თავს ისე მიხედო, როგორც იმსახურებ. იმედია შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც სიყვარულს თავიდან გასწავლის. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ , არ ვიცოდი როგორ მეთქვა, აქ რომ დავრჩე, უარესი იქნება. წასვლა მიწევს. მომენატრები. მეტს ვერაფერს გეტყვი და აა ხო მიყვარხარ ყველაზე მეტად . არც შენთან ყოფნა შემიძლია, არც- უშენოდ.
იდიოტი“
-მოიცა კესო, მეღადავები? (ნინი იღიმოდა მაგრამ, იცოდა რაღაც არ იყო კარგად.)
-რას გეღადავები, ნინი .
-კაი წადი
-სად წავიდე? არ წავალ
-წადი გთხოვ.
ნინი უბრალოდ ძლიერმა ფიქრებმა შეიპყრო, რატომ გააკეთა ეს ნიკუშამ, ან რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ყოველდღე გაუთავებლად ტიროდა და ფიქრობდა წარსულზე, ტკბილ წუთებზე, რომლებიც ნიკუშასთან ერთად გაატარა.

20 ივნისი
-აუ ძაან მეძინება ნინ
-გოგო დავიძინოთ ხო რაა
21 ივნისი
-ნინი გღვიძავს??
-რაიყოო?
-იკამ დარეკა
-აუუუუუ ვინ იკამ დამაძინე რა
-გოგოო, ბენდელიანი ჩამოვიდა.
-არა (ნინი იღიმის) , შანსი არაა
-არის შანსი, არის.
-კაი რა ღადაობ?
-არ ვღადაობ და შენი ნახვა უნდა.
- არა, არა შანსი არააა, არ ვნახავ, ხოიცი?
-იქნებ რომ ნახო უკეთესი იქნება?
-შენგოგო გიჟიხარ? არ ვნახავ მეთქი და მორჩა ვაა.
- კაი მორჩი მაგაზე ლაპარაკს და სადმე გავიდეთ ნაყინზე.
-ხოდა ეგრე. კაი დამაცადე ჩავიცმევ.
-მიდი ხო ჩქარა რა.
ნინი და კესო შევიდნენ კაფეში. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, სანამ ბენდელიანი არ გამოჩნდა. ნინის თვალები დაუბნელდა. თითქოს ვერ იაზრებდა რა მოხდა.
-ვაიმე კესო უკან გაიხედე.
-ვაიმე არა ვარ კარგად. ეხლა არ დაიწყო პანიკები გაიგე?
-ვაიმე არა ვარ კარგად, ვაიმე არა ვარ კარგად გეფიცები. (ნინი პანიკურად იცინოდა)

-გამარჯობა, როგორ ხარ?
-კარგად შენ?? (თვალები ერთმანეთს მიანათეს, ნინიმ იცოდა რას აკეთებდა და ნანობდა, მაგრამ ენატრებოდა ნიკუშა. ამას ვერასდროს აპატიებდა მას, მაგრამ მაინც უყვარდა და ენატრებოდა).
***
როცა მის გარეშე ცხოვრებას შეეჩვევი, ბედნიერებას იპოვი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ, სწორედ მაშინ გამოჩნდება და აურევს ყველაფერს, რაც კი აქამდე დალაგებული გეგონა.



№1  offline მოდერი zia-maria

pensive pensive დასრულდა? ისე უცებ დასრულდა,რომ ვერც კი გავიგე. blush მაინც დაბრუნდა იქ, სადაც იცოდა ნიკუშამ რომ, დიდი სიყვარული ელოდა.კარგი იყო, მომეწონა.

 


№2  offline წევრი mariamgg

zia-maria
pensive pensive დასრულდა? ისე უცებ დასრულდა,რომ ვერც კი გავიგე. blush მაინც დაბრუნდა იქ, სადაც იცოდა ნიკუშამ რომ, დიდი სიყვარული ელოდა.კარგი იყო, მომეწონა.

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent