შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ არ იბადებიან (თავი 1)


2-04-2017, 19:30
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 124

მეორედ არ იბადებიან...-თქვა და ბალიშიდან ამოჰყო თავი.
მთელი ცხოვრება, მთელი 18 წელი, ამ ფრაზით გაეტარებინა, იმის იმედით, რომ ბოლომდე ამოწურავდა სიამოვნების რესურს, მაგრამ იმედი ყოველ ჯერზე უქარწყლდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, უფრო ძლიერი ოპტიმიზმით აგრძელებდა მისიის შესრულებას.
ახლაც ღიმილით წამოხტა საწოლიდან, წყალი გადაივლო და სიმსუბუქის შეგრძნებით ისევ წამოწვა საწოლზე, ზანტად გაშალა ხელები და ფართო თვალები დახუჭა.
უშფოთველად დროდადრო ახედავდა ხოლმე ჭერს და კმაყოფილების განცდა მუცლიდან ყელამდე ადიოდა, იწვა და ელოდებოდა ეს განცდა როდის ააღწევდა ტვინამდე და როდის უბრძანებდა, ადექი, გაგვიანდება უნივერსიტეტშიო, თუმცა კმაყოფილება მაცდური რამაა, მოქმედების მაგივრად, დასვენებისკენ მოგვიწოდებს და ახლაც ასე მოიქცა.
-ეჰ, დავიღუპები, მგონი- ბოლოს ფიქრებს ძლივს დააღწია თავი ანანომ და ფეხზე წამოდგა, ჯერ თითის ცერებით შეეხო იატაკს, შემდეგ ფეხის გულებიც დაახვედრა, ასე იცოდა ხოლმე, არასდროს ივიწყებდა ბებიამისის ნათქვამს-ერთბაშად არაფერი შეიგრძნოო, ალბათ ამის გამოც ბოლომდე არასდროს ცლიდა ხოლმე ჩაის ჭიქას...
-ანანო, მოდი, მოდი, ანანო...როგორ მინდა ვინმემ ასე დამიძალოს-ჩაილაპარაკა თავისთვის და გულზე უეცარი სიმძიმე იგრძნო, მშობლებთან ისე დაეკარგა კავშირი მისი არსებობაც კი აღარ ახსოვდათ, ძმაზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი, მხოლოდ მაშინ გაახსენდებოდა, როცა ხელოვნებაში რამის დახატვას დაავალებდნენ, ისე კი ყველას ფეხებზე ეკიდა ანანო სახლში.
-არაუშავს-შემართება არც ახლა დაუკარგავს, „გზაში შევჭამს“ ფიქრით სწრაფად მოწესრიგდა და კიბეები ჩაირბინა, მექანიკურად ჩართო მუსიკა და ყურსასმენებით აღჭურვილი მეტად მტკიცე გახდა მისი ნაბიჯები. ეს ხომ ის გარდამავალი წამები იყო, როცა სამყარო უკეთესობისკენ გადახრილი ეჩვენება ადამიანს, საკუთარი თავი კი იმაზე ოდნავ უკეთესი მაინც, ვიდრე რეალობაშია.
ორი სამარშრუტო ტაქსი გაჩერების გარეშე მოწყდა ადგილს, მძღოლმა ხელით ანიშნა, სავსეა, როგორ გაგიჩერო შვილოო, ჰოდა, ფეხით გაჰყვა უნივერსიტეტამდე მიმავალ გზას, მაინც არ ადარდებდა დააგვიანდებოდა თუ არა ან საერთოდ მივიდოდა თუ არა, მუსიკას კიდევ უფრო აუწია ხმა და ნახევრად ცეკვით გააგრძელა გზა.
დილის ნამს გრძნობდა თბილისის ხმაურიან და მტვრიან ქუჩებში, წმინდა ცას კი ღრუბლებში, ღიმილს მოწყენილ და უიმედო სახეებზე, რომლებიც რობოტის მექანიზმით ცხოვრობდნენ, დილას მიდიოდნენ სამსახურში, ბრუნდებოდნენ სახლში საღამოს და ტელევიზორს უყურებდნენ ყავითა და ნამცხვრით.
არა, ანანოს არ ესმოდა ასეთი ადამიანების, უნდოდა თითოეული მათგანისთვის სახეში შეეფურთხებინა და ეთქვა, იცხოვრეთ, დატკბით, მეორედ არ იბადებიანო, თუმცა ეს უკანასკნელი სურვილთა იმ სიაში გადიოდა, რომლებიც გოგონას დღიურის გაწითლებულ მხარეს ეწერა.
ასახვევთან შეჩერდა, როგორც ადრე და ჰორიზონტს გახედა, თითქოს ეძებდა რამე ახალ წერტილს, ნათელს წერტილს, რომელიც ცხოვრებას გაუნათებდა, ახალ მიმართულებას მისცემდა...
***
-ანანო, დედაჩემმა ვაშლის პეროგი გამომიცხო და მელოდება, რა საყვარელია, არა ?-ჰკითხა ნანამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ანანოს ოჯახის შესახებ.
-შესანიშნავი-სევდა ძლივს დამალა, როგორ უნდოდა ეთქვა, მშურს, შენი ბედნიერებისო, მაგრამ ამის ძალა არ ჰქონდა, ან უბრალოდ არ უნდოდა...
-შენც წამოხვალ ?
-არა, მე არ მცალია-თავი გააქნია.
-კარგი რა. მინდა, რომ წამოხვიდე, გავერთობით.
-არ შემიძლია.
-მაშინ სხვა დროს მაინც წამოდი-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ისევ გაუდგა გზას, თუმცა ახლა არა სახლისკენ მიმავალს, არამედ უსასრულობისკენ მიმავალს.. უფრო სწორედ, თვითონ ფიქრობდა, რომ ასე იყო..
ამ ხეტიალში ახალი გადაწყვეტილება მიიღო, დავითისთვის მეორე შანსის მიცემაზე უნდა დათანხმებულიყო, თავიდან უნდა გაეცნოთ ერთმანეთი. სწრაფად ამოიღო ტელეფონი და მისწერა:
„ოქეი“
მეტის თქმა დაეზარა ალბათ, მიწერა, უფრო სწორედ..
დაღმართი სწრაფად ჩაიარა და მაღაზიასთან შეჩერდა, გადაეწყვიტა გამარჯვება მარტოს აღენიშნა, თუმცა თვითონაც ვერ ხვდებოდა რასთან ან ვიზე გაიმარჯვა, იქნებ საკუთარ სიჯიუტეზე, რომელიც ვერძებს ახასიათებს, განსაკუთრებით კი, ვერძებთან ურთიერთობისას..
-მეორედ...მეორედ...როგორ ვეღარ ვიტან ამ სიტყვას !
-უკაცრავად -გამყიდველმა გაშტერებული სახით გამოხედა.
-ორი ბოთლი კოლა, თუ შეიძლება.

***
-იცი, როგორ გამიხარდა, რომ მეორე შანსი მომეცი.
-ეგ კიდე საკითხავია-ირონიულად უპასუხა.
-ისევ ჩვენს ადგილას შევხვდეთ ?-ჰკითხა ბიჭმა მხიარული ხმით.
-ჰო, ალბათ, რა მნიშვნელობა აქვს.
-რატომაც არა..
-რადგან ჩვენი ადგილი არ გვაქვს, ეს უბრალოდ შენი ილუზია იყო, ჩემი კი ის, რომ შენთან ბედნიერი ვიყავი.
-არ იყავი ? -ისევ ჩვეული საუბარი გაიმართებოდა, ანანოს რომ არ გაეთიშა ტელეფონი, რა ჯანდაბა უნდაო.
გოგონამ თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა, უფრო სწორედ იცოდა, თუმცა ვერ ხედავდა მისკენ მისასვლელ გზას..

***
მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით, დახეული ჯინსებითა და ტყავის ქურთუკით მივიდა დათქმულ ადგილას.. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც დაფეთებული ხალხი, შეყვარებულები, არ შეყვარებულები თუ უბრალოდ ვნებაში დამხრჩვალნი აუყვებიან კუსტბისკენ მავალ გზას.
-რა ლამაზიი ხარ !
-მადლობა-გოგონამ გადასაკოცნელადაც კი არ მიიკარა დავითი.
-რატომ ასეთი სიცივე ?
-ახლა არ ცივა, მაშინ ციოდა-მოკლედ მოუჭრა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.
-ასე აპირებ ამოსვლას ?
-რა უჭირს ?-ირონიულად ჰკითხა, პასუხს არც კი დალოდებია, ისე გააგრძელა გზა.
-ასე უნდა ისწერვო ?
-ვსწერრრ...ამო, რა.
-კარგი, მოვდივარ-დაეწია გოგონას და უჩუმრად გაჰყვა.
-იცი, როგორ მომენატრე ?
-შენი მონაწერებინად ეგ არ ჩანდა.
-ჩანდა, ანანო, ჩანდა...
-ისე მიკვირს მთელი თვეებია გაიგნორებ და მაინც რომ ცდილობდ ურთიერთობის აღდგენას, ვოთ ეტა მინს.
-იმას, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ.
-მნიშვნელოვანი კი არა ერთი სული გაქვს შენი ტურტლიანი ხელებით სადმე მომიფათურო.
-რა სიტყვებია ეს..
-გგონია იმიტომ შეგხვდი, რომ მომენატრე...დიდი ხანია მაგრად „“, გესმის ? უბრალოდ მსიამოვნებს ასეთს რომ გხედავ, ავადმყოფი ხარ, დავით, ავადმყოფი ... მხოლოდ უაზრო ვნება და მეგობრობა, როგორც შენ ეძახი ამას, გაკავშირებს ჩემთან, მაგრამ მაინც ვერ მიგდებ თავიდან, ჩემს გარეშე ვერ ძლებ თითქოს, თითქოს მზე ვიყო, შენ კი პლანეტა, პლანეტა-კმაყოფილად ჩაიცინა გოგონამ.
-ისე ამხელა ქუსლებით რამ მოგაფიქრა ასე ამოსვლა ?-თითქოს ვერ გაიგო გოგონას ნათქვამი.
-ალბათ იმან, რომ თუ შემეხები თავში გითავაზო ეს ქუსლები ან შეიძლება თავში არა...
-ბილწოო !
-ბილწს მე მეძახი, ღმერთო ჩემო, რამდენჯერ მითხოვია მამა ზეციერისთვის, თუ არსებობს, დამხსნოდი. მაგრად კი ვღადაობ შენზე, ტიპი ავადმყოფი ხარ, ავადმყოფობ ვნებებზე ..
დავითს პასუხი აღარ გაუცია, კრავივით აუყვა აღმართს და გოგონას თვალი მოაშორა, უნდოდა სხვა კომპლიმენტიც ეთქვა, თუმცა ახლა იმდენად დაზაფრული იყო, აზროვნებაც უჭირდა, ნუთუ ასეთი რა დავუშავე ამ გოგოსო...
-იცი, რა ? ჯობია, ჩავიდე, ნანასთან მირჩევნია ყავის დალევა და დესერტის მიყოლება, შენნაირი ტიპები გულს მირევენ..
-უკაცრავად ?
-შენთან ყალბი სახის მიღებას და რაღაც უაზრო სიამოვნებების მიღებას, მირჩევნია მარტო ვიყო, სრულიად მარტო, გესმის ? ან ის, ან არავინ, სხვა არავინ მჭირდება !
-ვის გულისხმობ ?
-არ იცი და არცაა საჭირო, რომ იცოდე...
-ანანოოო.. რა გემართება ხოლმე, გოგო...
-შენ ის ბიჭი არ ხარ, ძალით რომ მკოცნიდი ერთ დროს ამ ადგილას და ბოდიში და ერთი ადდდ....-გააწყვეტინე დავითმა.
-გოგო, კარგად ხარ ?
-გავაგრძელო..შენ ის ბიჭი იყავი სახლში რომ დამპატიჟე, ვითომ მეგობრებს მაცნობდი და კინაღამ ტანსაცმელი შემომახიე..
-შენ კი რა მიყავი გახსოვს ?
-გულს კიდევ ნუ ამირევ, რა.... ნუ სარგებლობ იმით, რომ მომენტებში მეცოდები ხოლმე, აწი აღარასდროს ვიქნები ასეთი კეთილი..
-ძალით გაკოცე, არა ?-მისკენ წაიწია და ცალი ხელი დაუჭირა, მეორე წელზე მოხვია და შეეცადა ერთ ადგილას შეეჩერებინა გოგონა, თუმცა ანანო გაუძალიანდა და ხელი გაითავისუფლა, შემდეგ მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა, თუმცა დავითმა დრო იხელთა და ძლიერად მოხვია ბეჭებზე ხელები, რაც სასტიკად არ ესიამოვნა ანანოს, მუხლი მაღლა ასწია და მუცელში მიარტყა.
-გოგო, კარგად ხარ ?
-ნუ მეხები, გესმის ? ნუ არღვევ უფლებებს, ეს ჩემი სხეულია და მხოლოდ მე შემიძლია შევეხო და მას, ვისაც მე მივცემ ამის ნებას, შენ კი არა..-ნათქვამი საშინლად ეწყინა დათოს, თითქოს ანანოსთან გატარებულმა დრომ კინომატოგრაფიულად ჩაურბინა თვალწინ, აინთო და გოგონა ისევ მკლავებში მოიქცია..
-გაკოცებ ?
-ავადმყოფი ხარ !
ბიჭმა არ მოუსმინა, ტუჩები გოგონას ბაგეებთან მიიტანა, ოდნავ შეეხო, შემდეგ უფრო ძლიერად, ანანო მისგან გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა ბიჭს ძლიერ დაემარწუხებინა...გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა ანანოს, ახსენდებოდა ის გულუბრყვილო უაზრო დღეები, რომლებიც მასთან გაეტარებინა, მოთმინება ეწურებოდა, მთელი ძალით მიაწვა ბიჭს, ფეხები გაითავისუფლა, სახეში მიარტყა, შემდეგ კი ენით აღუწერელი თავისუფლება იგრძნო, რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა და საკუთარ თავზე უბრაზდებოდა იმის გამო, რომ აქ ამოყვა იმ ე.წ მანიაკს..
ცოტა ხანში, როცა დაბლა ჩასასვლელად გაემზადა და როცა დაინტერესდა, სად ჯანდაბაშია ეგ მანიაკიო, ვერაფერი დაინახა, თუმცა ამან კიდევ უფრო გაახადა და უშფოთველად ჩაუყვა გზას..
სახლში მთელი ტუჩები „რაქშით“ გაიხეხა, პირის ღრუშიც ათასი ხსნარი გამოივლო და მოემზადა ახალი პიესის დასაწერად..
***
„18 წლის ახალგაზრდა ბიჭი კუს ტბის ასასვლელიდან მაღალი სიმაღლიდან დაშავებული იპოვეს, როგორც ჩანს, შელაპარაკების ნიადაგზე ვიღაცას ჩამოუგდია, არაფერს ამბობს, ვიღაც გოგო იკითხა, მას მერე ხმა არ ამოუღია...“-ტელევიზორის ხმა მოესმა ოთახის მეორე ბოლოდან და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდა, აკანკალებული სხეული ძლივს შეიკავა რომ არ დაცემულიყო და შემოსასვლელთან მდგარ სკამზე გაიმაგრა თავი.
-არ მჯერა..ნუთუ ის...-ანანოსთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, ძალიანაც არ აწუხებდა სინდისი, შესაძლოა ითქვას, რომ საერთოდ არ აწუხებდა, უბრალოდ ისეთი განცდა დაუფლებოდა, როგორსაც პიესის პერსონაჟებისთვის ზიანის მიყენებისას გრძნობდა...
15 წუთიანი გაშტერების შემდეგ ფეხზე წამოდგა, წელში გაიმართა, მეორედ არავინ იბადებაო, გაიფიქრა და თავის ბუდეს დაუბრუნდა, ჯობდა, აქ ყოფილიყო, მის მშობლებს საერთოდ არ ესიამოვნებოდათ გოგონას დანახვა, მით უმეტეს, მაშინ როცა ასეთ ამაღელვებელ „ნიუსს“ ისმენდნენ...
***
მთელი ღამე უცნაურ ეიფორიაში გაატარა, სწორედ ისეთში, როგორსაც პიესის მძაფრი სიუჟეტის მოფიქრებისას გრძნობდა...
___
არ ვიცი რა გამომივიდა.
ველი შეფასებებს.



ise me arvar aqtiuri mkitxveli erotikebs vuyureb da fantazia mgonia:)

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

მე დავინტრიგდი ველოდები შემდეგ თავს ❤ წარმატებები ❤

 


№3  offline წევრი londoni

მომეწონა და მალე თუ დადებ გამახარეებ:დდ ♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

რაღაც უცხო გინდა არა გამოგივიდეს?მგონი ახერხებ კიდეც.დასაწყისი ნამდვილად მომეწონა,ველი ახალ თავს მარ
--------------------
ლანა

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობა, ბავშვებო heart_eyes
ამჯერად ვეცდები, არ დავაგვიანო, ყველანაირად ვეცდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent