მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...7...
-აბაა,რა ხდება ჩემი გოგო?-სახლში შესულმა მაშინვე კითხვა შეაგება ნინიმ დაქალს. -ნინ არვიცი რა დამემართა,მართლა არვიცი მაგრამ სხვასთან ისე გაღიმებული რომ დავინახე ლამის ვიტირე,ეგოისტი ვარ? თუ ვუყვარვარ ასე რატომ მოიქცა? მე ხომ ანდრია გავაცანი? ისეთი არაა როგორც მეგონა? ბოლომდე არ ვიცნობ,მაგრამ ისეთია რომ .... არვიცი ვერაფერი ვეღარ გავიგე!-დაბნეულად ლაპარაკობდა და ცრემლები მოდიოდა,ერთ ადგილს ვეერ პოულობდა,არ იცოდა რა ექნა -ქეთ,ქეთ მომისმინე შენ ის გიყვარს. არაფერი მომხდარა უბრალოდ იმ გოგოს ეცეკვებოდა,ცეკვა კიდე არაფერს ნიშნავს. კაი რა. რადროს შეგიყვარდა მასე? -არ მიყვარს. არვიცი აუ არაფერი ვიცი,ის ვიცი მარტო რომ მინდოდა იმ გოგოსთვის ის თვალები დამეთხარა. არ მინდა ჩემგან წავიდეს,არ მინდა სხვასთან მივიდეს -გოგოოოოო აბა სიყვარული მეტი რა არი? დროზე გამოფხიზლდი ახლა და დავწვეთ,ხვალ გაარკვევ ყველაფერს. მე გითხარი სანამ დაკარგავ მანამდე იმოქმედე. ხოდა სანამ გვიან არაა ადექი... გოგოები დასაწოლად მოემზადნენ თუმცა ქეთას, იკაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ფიქრობდა მაგრამ პასუხი არ ქონდა. ვერ იძინებდა,ერთ ადგილზე იმდენჯერ იწრიალა ამის შემხედვარე ვერც ნინიმ დაიძინა. -ნინ,მაპატიე რა,ვეღარ გკითხე გიგასკენ რა ხდება? შენ და ის? ანუ...? -არა ქეთ,ერთად არა მაგრამ... ახლა მაგაზე ვფიქრობდი, რომ ვხედავ მინდა ჩავეხუტო და ასე ჩახუტებულები ვიყოთ სულ,რაღაც მიზიდავს არვიცი,ვაჩესთან ასე არ ვყოფილვარ,მაშინ უბრალოდ არაფერზე ვფიქრობდი,ერთმანეთს ვეხუმრებოდით ვიცინოდით... ახლა კი არ ვიცი რა ხდება,რომ ვხედავ ხუმრობა კი არა ლაპარაკი მავიწყდება... ვნახოთ რა მოხდება ერთი კი ვიცი -თუ ჩემი იქნება, ჩემთან იქნება და ჩემი ერქმევა -ერთად თქვეს გოგოებმა,მერე ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ასე იყვნენ სანამ ქეთის ტელე არ აწრიპინდა. -ნინ ირაკლია,რა ვქნა?-ანერვიულდება დაეტყო თვაურს -როგორც გინდა ქეთ,ერთი კი ვიცი თუ გიყვარს არ დათმო,თუ გიყვარს შენი უნდა იყოს, მაგრამ თუ ასე არაა მაშინ უბრალოდ გაუშვი. -გისმენ! -ქეთ ხომ არ გაგაღვიძე?-ეტყობოდა რომ ლაპარაკი უჭირდა მამაკაცს -არა ირაკლი,მოხდა რამე? -კი,შეგიძლია ჩამოხვიდე?დაბლა ვარ -ახლა?აქ? არვიცი. არა... წადი ირაკლი რა ... უბრალოდ წადი- გრძნობდა უკვე ატირდებოდა -ქეთ გთხოვ ასე არ შემიძლია,გავარკვიოთ გთხოვ. -კაი დამელოდე!-ცოტა ფიქრის შემდეგ უთხრა,ტელე გათიშა მოემზადა და დაბლა ჩავიდა. ირაკლი მანქანასთან იდგა და უყურებდა,ჰო უყურებდა და ფიქრობდა,ფიქრობდა თუ იმ თოჯინას დაკარგავდა,აღარაფერი იქნებოდა,არავინ და არაფერი ირსებებდა.არ უნდოდა მისი დაკარგვა,არა! განა გოგოები დაილია? მაგრამ ირაკლისთვის მხოლოდ ქეთა იყო ერთადერთი,მხოლოდ ის და არავინ სხვა.გოგონა ნელ-ნელა მიუახლოვდა, მის წინ გაჩერდა, ჯერ ერთმანეთს თვალებში უსიტყვოდ უყურებდნენ,ხმის ამოღებას არცერთი აპირებდა,თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თვალები ამბობდნენ,ყველაფერს და თან არაფერს. არც ერთს ემეტებოდა მეორე დასათმობად,ქეთიც სწორედ მაშინ მიხვდა რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო,ან კი ან არა,თვალებში უყურებდა და თითქოს იძირებოდა. იქ ეძებდა პასუხს დაუსმელ კითხვაზე,მაგრამ მიიღო პასუხი?! გოგონამ ნაბიჯი გადადგა ფრთხილად,ობოლი ცრემლიც მოადგა თვალზე,რომლის შეკავება არც უცდია და გზა მიცა,მეორე ნაბიჯიც ასევე გაუბედავად გადადგა. ირაკლის წინ იდგა,ერთი ხელის გაწვდენაც არ უნდოდა. ხელები აუკანკალდა,ნერვიულობდა. ირაკლის დაბნეულობა უფრო აფიქრებდა, რომ სწორი იყო რასაც აკეთებდა. გრძნობდა ბიჭის გულის ფეთქვას,გრძნობდა მისი გულის ძახილს,ხელი გაწია,ბიჭს ლოყაზე მიეფერა, ისე თითქოს ბოლოჯერ ეხებოდა,ირაკლიმ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა,კიდევ ერთხელ ჩამოუგორდა ქეთას ლოყაზე ცხელი ბურთულა. -ქეთ! თოჯი! -უცბად დაცდა ბიჭის ბაგეებს სიტყვები -ჩუ- თითების ტუჩებზე შეხებით გააჩუმა ბიჭი, ხელებით ბიჭის სახეს ეფერებოდა და გრძნობდა როგორ უჭირდა მამაკაცსაც,როგორ უმძიმდა,ღრმად სუნთქავდა. -თოჯინა მემშვიდობები?-მაინც ვერ მოითმინა ბიჭმა,ვეღარ გაუძლო გოგონას ქმედებებს,ფიქრობდა რომ ქეთა,წავიდოდა. ბოლო შეხებას დაუტოვებდა და წავიდოდა,ირაკლიც ხო დაპირდა გაგიშვებ თუ კი შენი სურვილი იქნებაო, თავის თავში ძალას ეძებდა ბიჭი,ძალას რომელიც გამძლეობას მიცემდა, გაეშვა საყვარელი ადამიანი და თან ისე რომ არაფერი ეთქვა, უყვარდა,ეს პატარა გოგო საკუთარ თავზე ძალიან უყვარდა და ვერ ეთმობოდა... გოგონა დაიბნა,ვერ მიხვდა რას ნიშნავდა სიტყვები "მემშვიდობები"... ბიჭის ბაგეებს თითი გადაუსვა რამდენჯერმე,ცხელი კოცნა იგრძნო თითის ბალიშებზე,თვალებში ჩახედა, ფეხის წვერებზე აიწია,ხელები კისერზე მოხვია -არა სულელო,მიყვარხარ!- და ბიჭის ბაგეები თავის ტუჩებით მოძებნა,პირველი კოცნა,პირველი სიყვარული,პირველი აუღწერელი გრძნობები,გულის მიერ გამოტოვილი პირველი,რამდენიმე დარტყმები, ირაკლიმ თავიდან ვერ გაიაზრა გოგონას ქმედება,შემდეგ მანაც შეუცურა ხელები წელზე,მაგრად მოეხვია მკერდზე აიკრა და ჩაჩურჩულა -მაშ, მასე ხო?-გაუღიმა,უფრო ძლიერად დაეწაფა გოგოს ბაგეებს,ხელში ნარნარად აიტაცა და დაატრიალა, ჩემი თოჯინა,ჩემი ერთადერთი თოჯინა... მაპატიე კარგი? მაპატიე გთხოვ -ჩუ... აღარ ახსენო,მხოლოდ ჩვენ ირაკლი,მხოლოდ ჩვენ. მე შენი მჯერა,მჯერა გენდობი და გთხოვ არ მიღალატო,ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ? -ჩემი პატარა გაიზარდა?-გულში ჩაიკრა გოგონა -პირველი მე გითხარი ის სიტყვები რაც შენ უნდა გეთქვა და პატარა მე ვარ?-წარბები შეკრა ქეთიმ -კარგი მაშ ახლა არ გეტყვი კაი? შენ უფრო კარგი ხარ,ჩემი ხარ თოჯი ჩემი გული-ისეთი ემოციებით აივსო გოგონა, რომ აღარ იცოდა რა ექნა,რა გაეკეთებინა... უყვარდა უყვარდა მთელი გრძნობით,თვალებში უყურებდა და ცქერით ტკბებოდა, უნდოდა ის წუთი გაჩერებულიყო და სამუდამოდ, გაგრძელებული მარადისობა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა რომ ირაკლის წარსულზე ყველაფერი არ იცოდა, უყვარდა რადგან ახლა მისი აწმყო და მომავალი იყო,დიდი ხნით იყვნენ ჩახუტებულები,ხანდახან ბიჭი ისე უჭერდა ხელებს რომ სუნთქვა ეკვროდა,მაგრამ სიამოვნებდა. -ხვალ გნახავ თოჯი,ახლა გაცივდები. აირბინე სახლში და გახსოვდეს შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ-თვალებში ჩახედა,საყვარელ ბაგეებს დაეწაფა და გაუშვა -მიყვარხარ-მიაძახა გოგონამ და სადარბაზოში გაუჩინარდა. ისეთი აჟიტირებული იყო გოგონა, იმ ღამით საერთოდ ვერ დაიძინა,გგონნიათ ნანობდა? არა,ერთი წამითაც არ უნანია. დილით კი სასიამოვნო დილამშვიდობისა გაიგონა ხმისგან რომელიც მთელ მსოფლიოს ერჩივნა, უცბად მოემზადნენ დაქალები და სასწავლებლისკენ წავიდნენ. -ქეთ ისე შეგეჩვიე საკუთარ სახლში წასვლა აღარ მინდა რა -კი მაგრამ იყავი,მართალია დედა და მამაც ჩამოვლენ უკვე მაგრამ... -არა მე დედაჩემი მომკლავს,ჩემზე უარი თქვი სულო,მისაყვედურებს-გაეცინა ნინის. -ანდრიიი ისევ ჩვენთან ხარ?-მიმართა მოახლოებულ ბიჭს ნინიმ -კი ჩემო ლამაზებო,ისევ თქვენთაან ერთად მუდამმმ,აბა რა ხდებოდა უჩემოდ აბა მითხარით?-ინტერესიანი თვალებით შეხედა გოგოებს. არა ვერ იტყოდით რომ ანდრია ცუდად აღზრდილი ან რამე სერიოზული ნაკლით იყო,პირიქით ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა,პერსპექტიული ბიჭი იყო,თუმცა ნინის რატომღაც აღარ მოწონდა მასში რაღაც,რაღაც ისეთი რაც მანამდე არ შეუმჩნევია. -ანდრი შეყვარებული არ გყავს?მარტო ხარ შენც ჩემსავით?-ვითომ შემთხვევით კითხა ნინიმ -არააა, მარტო შენსავით რატომ? ქეთის შეყვარებული ვინაა?-გაუკვირდა ბიჭს -ისე მეც აქ ვარ და მე რომ მკითხოთ არა?-ტელეფონს თავი ანება გოგონამ და მეგობრებს გახედა-აი ეს-უთხრა თვაურმა და შესასვლელში მდგარი ირაკლისკენ დაიძრა. -თოჯინა როგორ ხარ?მაპატიე რომ ვერ მოგიყვანე,თუმცა ვატყობ მარტო აღარ გამოგიშვებ-ჯერ ჩაეხუტა შეყვარებულს შემდეგ კი მოახლოებულ ანდრიას გახედა. -იკაკოოოოო,უკვე ჩემი იკაკოც ხარ! რავა ხარ ჩემო ზესიმპარტიურო სასიძოვ?-მოწყვეტით ხმაურიანად აკოცა ლოყაზე ნინიმ და თვალი ჩაუკრა. -გოგოებო შიგნით დაგელოდებით-ჩაილაპარაკა ანდრიამ -ეს სულ ესეთია?თუ მე მეჩვენება და მართლა რაღაც უნდა?-კბილი კბილს დააჭირა ბიჭმა -ო იკაკუნა,შენ მარტო ქეთუსას დანახვა გევალება,თუმცა რა,მაგის გარდა მეეჭვება რამეს ხედავდე მაგრამ შეგახსენებ ძმი რომ მეც აქ ვარ...ანუუ სადაც შენ არ იქნები იქ მე ვიქნები რა. ტყუილად გგონია თუ ფიქრობ, რომ შენ მუჭს ჩემზე მეტი ძალა აქ!-მიაყარა როგორც ჩვევია ენაწყლიან ნინის და კარებში გაუჩინარდა იჭუკჭუკეთო -მიყვარს ეს გოგოოო რა...-ჩაილაპარაკა ბიჭმა და თვალებგაფართოებულ ქეთას გახედა-რამე ხდება? -და მე? -რა შენ? შენ ყველაფერი ხარ -არა,ეგ ვიცი სიტყვა მინდა...-აბუზღუნდა გოგონა -ბავშვი ხარ გეფიცები რა-სიცილი დაიწყო ბიჭმა-კაი წადი მიდი და რომ დაგიმთავრდება მომწერე,იცოდე ჩემო თოჯინა ხარ! -თოჯინა,თოჯინა,თოჯინა რა ბარბი ვარ?!-ბუზღუნით გაეცალა შეყვარებულს,ბიჭი კი გოგონას ბავშვურ ქცევაზე სიცილს ვერ იკავებდა. მთელი ლექციების განმ-ში გოგოებს ანდრია არ მოშორებია გვერდიდან. ქეთის კი ეს საქციელი ცოტა აშინებდა და აბნევდა,კი ანდრია ახლო მეგობარი იყო,სანამ წავიდოდა,სულ ერთათ იყვნენ და არაფერს არ აქცევდნენ ყურადღებას მაგრამ ახლა თითქოს რაღაც ხდებოდა,რაღაც ხელს უშლიდა,ან ვიღაც. ნინი კი ჯერ დაკვირვებით იყო გატაცებული,ძველ მეგობარს აკვირდებოდა და დასკვნის გამოტანა უჭირდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე,ირაკლი ცდილობდა თავი შეეკავებინა,არ უნდოდა გოგონას გული უბრალოდ,სულ მცირედით ტკენოდა ამიტომ ანდრიაზეც არაფერს ამბობდა,ცდილობდა ახლოს გაცნობოდა ბიჭს მაგრამ ეს თავად არ უნდოდა ანდრიას.ნინიც ხვდებოდა და ეთანხმებოდა ირაკლის,არც მას სურდა წინასწარ რამე შეცდომით ეფიქრა,თუმცა ანდრიას ყურადღება უკვე ზენიტს სცილდებოდა. სახლშიც გაუგზავნა ერთი ორჯერ საჩუქარი ქეთას და ვითომ მეგობრობას მიაწერა.ერთ-ერთ დღეს კი როცა კიდევ მიიღო ვარდები ბიჭისგან ნინიმ ეღარ მოითმინა -ქეთ ირაკლის არ მოეწონება ეს ამბავი,და იცი რა? არც მე მომწონს. -ირაკლიმ რომ გაიგოს ვიცი რომ გაგიჟდება მაგრამ ვერ გაიგებს. მეგობარია ნი,ჩემგან ყოველშემთხვევაში მის მიმართ არაფერი გრძნობა არ იქნება. ამ ლაპარაკში იყვნენ როცა ვახტანგი შემოვიდა სახლში -საღამომშვიდობის გოგოებო,როგორ ხართ? -კარგად ვახტანგი ბიძია თქვენ? -მეც არამიშავს. ლექციების საქმე როგორაა? უი ხო მართლა დღეს ანდრია გავიცანი ვანოს ბიჭი,აღმოჩნდა რომ თქვენც მეგობრობთ,ძალიან კარგი ბიჭია,მომეწონა-თითქოს სასხვათაშორისოდ უთხრა გოგოებს -მეგობრები ვართ მამა. და შენი ძმაკაცის ბიჭი თუა აქამდე არ იცნობდი? -ჩვენი სამსახურის გადამკიდე შვილო სახლში რო მოვდივარ არ გიკვირს?-თქვა და სამზარეულოში გაუჩინარდა -კარგი მე წავალ ქეთუს კაი?წამო გამაცილე.-ვეღარ გაჩერდა ნინი-გოგო პირდაპირ გეუბნევი ანდრია არ მომწონს! აღარ მომწონს!-უთხრა უკვე გარეთ გასულმა -ნინ აზვიადებ! აღარცეთს უნდოდა ანდრიაზე ლაპარაკი, რადგან კამათში გადასდიოდათ. არ ლაპარაკობდნენ რადგან ანდრიაზე მსგავსი თემა არ ემეტებოდათ და ბოლოს ორივე შეთანხმდნენ რომ ქეთა დაელაპარაკებოდა. ასეც მოიქცა ერთ-ერთ დღეს ირაკლის მიწერა რომ ლექციები ჯერ არ უმთავრდებოდა, ამ დროს კი ანდრიასთან ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა. -ანდრი,მისმინე... ჩვენ მეგობრები ვართ და არ მინდა ჩვენს შორის რაიმე უთანხმოება იყოს. მინდა რომ შენ და იკაც ერთმანეთთან ისე იყოთ როგორც მე და ნინი. -ქეთ მე არ შემიძლია,მე... შენ.... ასე არ მინდოდა ქეთუს მაგრამ რახან დაიწყე... მოკლედ შენთვის დავბრუნდი ქეთ. მიყვარხარ! გოგონას თვალები გაუფართოვდა,თავი ატკივდა თითქოს თავში ძალიან მძიმე საგანი მოხვდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა,აღმოჩნდა ნინი მართალი იყო როცა აფრთხილებდა,აღმოჩნდა რომ მარტო ქეთი ვერ ხვდებოდა. აღარ იცოდა რა ექნა.... მიყვარხარ! ეს სიტყვა მხოლოდ მას უნდა ეთქვა,მხოლოდ ირაკლის, ამ სიტყვის გაგება უნდოდა მთელი იმ თვეების განმ-ში მაგრამ არა ამ ადამიანისგან. არა ანდრიასგან. -ანდრია მე.... არა ანდრი..... მე ხომ იცი... შენ იცი... შენ იცი რომ მე სხვა მიყვარს!-მომხდარით დაბნეულმა ძლივს წარმოთქვა -კი ქეთ ვიცი,მაგრამ არ გეგონოს დანებებას ვაპირებდე. მე იმედი მაქვს. შენც შემიყვარებ. შენ ირაკლის კარგად არ იცნობ მე კი მიცნობ-გოგონას ხელი ხელში აიღო ბიჭმა -რა??? მაგრამ მე ის მიყვარს და არა შენ!-ხელი გამოგლიჯა და გარეთ გაიქცა,გასასვლელში ირაკლი და ნინი დაინახა,ალბათ ნინიმ დაურეკა,თვალები ცრემლებით აევსო,არ იცოდა რას გრძნობდა,ეშინოდა...ეჭვი ქონდა. თავის გრძნობებში ეჭვი ეპარებოდა?არა! ირაკლის დაკარგვა არ უნდოდა. მხოლოდ ირაკლი უნდოდა,მარტო ირაკლი! -ჩამეხუტე... ძლიერ... გთხოვ!-უთხრა ბიჭს და ხელები კისერზე მოხვია. -ჩემო თოჯინა-გოგონას ყელში ჩარგო თავი-გინდა სადმე წავიდეთ? მომიყევი რა გაწუხებს-ქეთამ უხმოდ დაუქნია თავი,უკან მიიხედა რადგან ნინისთვის ეთქვა მაგრამ გოგონა იქ აღარ დახვდა,ოდნავ ჩაეღიმა. ისევ ირაკლისკენ მობრუნდა -ირაკლი! შემპირდი რომ არავის და არაფრის გულისთვის არ დათმობ ჩვენს სიყვარულს. -ქეთ რამე ხდება? უნდა ვინერვიულო? -შემპირდი გთხოვ -კარგი ჩემო თაფლისთვალება გპირდები. მთავარია შენ არ დაარღვიო პირობა.-თავისკენ მიიზიდა და შებლზე მიაკრა ტუჩები -არასოდეს-თქვა გოგონამ და გზას გახედა... ცოტა ხანი იარეს მანქანით ,შემდეგ კი ტყის პირას გააჩერა,მანქანიდან გადმოვიდნენ, თუმცა არცერთი ხმას არ იღებდა, ცოტა ფეხით გაიარეს და ულამაზეს მწვანე მინდორში გავიდნენ. -ძალიან ლამაზია...-აღფრთოვანება ვერ დამალა გოგონამ -მომიყევი ქეთ,გისმენ- რამდენიმე ნაბჯი წი გადადგა თვაურმა,უჭირდა მაგრამ მაინც დაიწყო,უამბობდა რადგან აღარ უნდოდა მისგან დაფარული ქონოდა რამე. ბიჭი კი უსმენდა და ბრაზს ვერ მალავდა... -ქეთ როგორ იფიქრე რომ იმ საჩუქრებს ისე გიგზავნიდა,რატო ნინის არ აძლევდა? რატო არ გიფიქრია მაგაზე? ან რატო დამიმალე გეკითხები?-ცდილობდა არ აყოლოდა ნერვებს და ჩვეული ხმა ქონოდა მაგრამ როდემდე გაძლებდა არ იცოდა. -მაპატიე. მე არ მიფიქრია,არ ვიცოდი.... -ესეიგი იბრძოლებს,მე მაგას ვაჩვენებ სად უნდა იბრძოლოს, მაგის დედა *****- აქეთ-იქით დადიოდა თითქოს ასე მშვიდდებაო ირაკლი ასე ანერვიულებული არასოდეს ენახა,თუმცა არ შეშინებია. ირაკლის არა,მისი დაკარგვის შიში ქონდა. -ირაკლი ასე რატომ ბრაზდები მე ხომ არ მიყვარს. ხვალვე დავუბრუნებ ყველაფერს.-უკნიდან აეკრო ბიჭს,უნდოდა შემოტრიალებულიყო,ჩახუტებოდა და ეთქვა რომ უყვარდა მაგრამ ბიჭი არ განძრწულა... -ყველაზე ძალიან ტყუილი არ მინდა.წამოდი სახლში გაგიყვან-უთხრა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უგრძნობი,გაყინული ცივი ხმით და ისე რომ გოგონასთვის არ შეუხედავს მანქანისკენ დაიძრა. გზაში ხმა არცერთა ამოუღია. მხოლოდ ქეთამ დაურეკა ნინელის და გააფრთხილა ნინისთან ვრჩებიო. -ნინისთან წამიყვანე-უთხრა ცრემლმორეული ხმით. ახლა ხმამაღლა ტირილი ქვეყანას ერჩია,გრძნობდა რომ თავისი დუმილით ბიჭს ტკენდა.მარტო ნინი თუ უშველიდა,დაქალთან ერთად ჯდომა და ტირილი უნდოდა,ვეღარ უძლებდა ბიჭის მდუმარებას. უსიტყვო უემოციო სახეს, თავი მინას მიადო და თვალები დახუჭა. თუმცა ცრემლი ვერ შეაკავა,ორივე ლოყაზე იგრძნო თბილი ბურთულა,სასწრაფოდ მოიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა. -მოვედით- უთხრა ცოტა დამავიდებული ხმით ბიჭმა. თუმცა ქეთის ერჩია არაფერი ეთქვა. ცოტაც მოიცადე და მერე ატირდიო შეუძახა თავს. -კარგად იყავი-უთხრა ბიჭს ისე,რომ არ შეუხედავს და გადასვლას აპირებდა რომ მამაკაცის ხელმა შეაჩერა -ასე მიდიხარ? ასე უნდა წახვიდე? აი ახლა კი ნამდვილად ვეღარაფერს გახდა გრძნობებთან ჭიდილში და ხმითაც ატირდა. -ჩუუ... მოდი ჩემთან,მოდი სულელო მოდი,კალთაში ჩაისვა გოგონა და მაგრად ჩაეხუტა. -მე მეგონა... მე მეგონა -სლუკუნებდა ქეთი -რა გეგონა? ვიღაც გამო*** გამო დაგკარგო? არ მიცნობ,საერთოდ არ მიცნობ.-გოგონას თმებზე გადაუსვა ხელი და ცრემლიან თვალებში ჩახედა-აღარასოდეს იტირო კარგი? და ასე აღარ მომექცე... მიყვარხარ!-უთხრა ბიჭმა და გოგონას ტუჩებს ხარბად დაეწაფა,აი ეს იყო სიტყვა რომელსაც თავისი ჯადოსნობა ბიჭის ბაგეებმა შესძინა. ეს იყო ის სიტყვა რომელიც ქეთის სურდა საყვარელი ადამიანისგან, თმაში ხელი შეუცურა გოგონამ და თავისკენ მოქაჩა,კოცნაშიც აყვა და მათი ენების შეერთდნენ. ირაკლიმ წელზე მოუჭირა ხელი და თავის ტანზე უფრო მჭიდროდ აიკრა,სუნთქვა უხშირდებოდა,ვნება ერეოდა,საყვარელი ადამიანის დაუფლების წყურვილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა,თუჩებიდან ყელზე გადავიდა,გოგონას სურნელი ღრმად შეისუნთქა რომელიც თავს აკარგვინებდა და მიხვდა თუ დროზე არ გაჩერდენოდა მერე ვეღარ შეძლებდა... ქეთი გრძნობების გადმოსცემას ცდილობდა,კოცნიდა თან ტიროდა,ხელებს ბიჭის მხარს და კისერზე დაატარებდა,თითებს თმებში ხლართავდა,თავბრუ ეხვეოდა მაგრამ სიამოვნებდა,ირაკლის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. ძლივს,დიდი ძალისხმევით მოაშორეს თუჩები ერთმანეთს,შუბლი ერთმანეთს მიადეს და სუნთქვის დარეგუალირებბას შეეცადნენ. -ასე არა თოჯინა! თავს მაკარგვინებ!-უთხრა ბიჭმა ჯერ კიდევ ვნებამორეული გახშირწბული სუნთქვით -და ახლა შენ ფიქრობ რომ ეგ დამაფრთხობს?-გაუღიმა გოგომ,მოწყვეტით აკოცა ირაკლის და თავის ადგილზე გადახტა. -მიყვარხარ ირაკლი,მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.