შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...6...


2-04-2017, 00:19
ავტორი kethrine
ნანახია 2 298

-შეიძლება ვიცეკვოთ? - გაისმა გოგონასთან ძალიან ახლოს სასიამოვნო ბარიტონი,ქეთამ მაღლა აიხედა და სიმპატიურ მამაკაცს გაუსწორა მზერა,ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ის იყო ირაკლი და თორნიკე უნდა ამდგარიყვნენ, რომ
-ანდრიიიიიიიააააა-დაიყვირა ქეთიმ და ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა-როგორ გამეხარდი,სად იყავი? როდის ჩამოხვედი? ან საერთოდ რატომ გაქრი? აუ ყველაფერი მაინტერესებს-აჟიტირდა გოგონა
-მოგიყვები ჩემო ლამაზო, შენ ხო იცი ყველაფერი ხარ, უბრალოდ მასე იყო საჭირო,აგიხსნი. ისე ვინ ვინ და შენ არ წარმოგიდგენდი აქ რომ გიცნობ,გიყურებ და ერთი საათია ვფიქრობ მივიდე თუ არათქო,ვერ გიცანი უფრო გალამაზებულხარ.
-ქეთევან ჩემო თოჯინა-ფეხზე წამოდგა თორნიკე, იმის მერე რაც ირაკლის სახეზე ცისარტყელა დაინახა,მიხვდა თუ არ ჩაერეოდა კარგი არაფერი მოხდებოდა,გვერდით დაუდგა გოგონას,წელზე ხელი შემოხვია და გულზე მიიკრა-არ გაგვაცნობ?- კითხა და თვალებში ჩააშტერდა. ქეთი ვერ მიხვდა მის ჟესტს,გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია.
-ანდრია ჩემი ძველი,მაგრამ ძალიან კარგი მეგობარია, ესენი კი ჩემები არიან თოკო,ირაკლი,გეგა,ლუკა. ნინიც და ლევანიც მოვლენ.
-სასიამოვნოა-თქვა ბიჭმა და თოკოს გახედა-კარგი წყვილი ხართ ქეთ-ჩაილაპარა თითქოს მოწყენილმა
-წყვილი?-გაიკვივა გოგონამ-არა ანდრი თოკო ძმასავითაა,ნინის ბიძაშვილია.
-ვაიმე ანდრიიიიიი-ახლა ნინი გადაირია-ჩემი სიცოცხლე და გულის ფეთქვა,რაო ჩაიძირა ვენეცია და გაგვახსენდა თბილისიო?
-ნინი შენ არ იცვლები ცქნაფა რა-თმებზე მიეფერა ანდრია
-ნინ მე რატომ არ ვიცნობდი აქამდე?-დასერიოზულდა თოკო
-ვაიმე ძმი ახლა არ გინდა აქ რა-თ ალი ჩაუკრა ბიძაშვილს-ერთი ბიჭი გამაცნო ლევანჩომ და ნუ გადამირევ. ანდრიას კი იმიტო არ იცნობ რომ ეს შენ არ გგავს,სერიოზულია რა და საყვარელი აი თქვენ კი ისეთი სახეები გაქვთ თითქოს პანაშვიდზე იჯდეთ. ჰა აბა შეხედე,ირაც გადამირიეთ ეს უაზროდ სიმპატიური ბიჭი-თქვა და ქეთას გახედა,თითქოს ანიშნა შეხედეო,მაგრამ გოგონა მართლა ისე იყო გახარებული რომ არაფერი ესმოდა.
-ვიცეკვოთ მზეთუნახავო?-ლოყაზე აკოცა ანდრიამ ქეთას.
-მაგას კითხვა უნდა ანდრი?- ჩაეხუტა და გაყვა ბიჭს. ირაკლი კი მერამდენე ჭიქას სვავდა არ იცოდა. თქმაც აღარ უნდოდა იმ ფაქტს რომ ანდრია დიდად გულზე არ დაეხატა. ამასობაში გეგა ადგა, ნინის ხელი მოკიდა და ისე რომ არც უკითხავს ცეკვა დაიწყო. ნაზად შეუცურა წელზე ხელი და ნელი მოძრაობა დაიწყო,ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა და ხელები კისერზე შემოხვია.
-ვიცი რომ გაბნევ მაგრამ შენი შორიდან ყურებას ასე მირჩევნია თქვა ბიჭმა და უფრო ახლოს მიიწია
-აუ ასე არა გეგა...-დაბნეულად უთხრა ნინიმ. ვერ ხვდებოდა რა იყო განსაკუთრებული, რომ სულ სამჯერ თუ ოთხჯერ ნანახი ყავდა,აქედან ორჯერ უბრალოდ გამარჯობით,ასე აბნევდა მისი ახლოს დგომა.
-რატო ნინ? გააკეთე რასაც გული გეუბნევა შენ ხომ ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ?-სახე ახლოს მიუტანა ბიჭმა
-არა. ყოველთვის არა-გოგონამ მზერა ჯერ თვალებზე გაყინა შენდეგ კი თავი ჩაღუნა
-მაშინ მე გავაკეთებ და ამას არ ვინანებ-თავი ააწევინა და თვალებში შეხედა,გულზე მჭიდროდ აიკრა,ისე რომ გოგონას სუნთქა შეეკრა
-გე ვერ ვსუნთქავ-ისე უთხრა თვალი არ მოუშორებია მწვანე თვალებისთვის
-რატომ ისევ ცხელა?-ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა და ცხვირის წვერზე ცხვირით გაეთამაშა
-ხო.... მე არ შემიძლია-ხელი მსუბუქად უბიძგა ბიჭს და გაეცალა. ცოტა მოსულიერება ჭირდებოდა ამიტომ გარეთ გავიდა იქ კი მოსაუბრე ქეთა და ანდრია დაინახა. მათთან მივიდა და გაუღიმა
-გარეთ რატომ ხართ?-იკითხა სასხვათაშორისოდ
-ნინ ანდრი დარჩენას აპირებს-სუხარულით მიუგო დაქალმა.
-ხოოო? რა კარგიაააა... მოდი შიგნით შევიდეთ ბიჭები მარტო დავტოვეთ და არ მინდა რამე იფიქრონ-გადახედა ნინიმ დაქალს
-თავისუფალი გოგოები ხართ,მეც არ ვარ უცხო, რა უნდა იფიქრონ? ან რაა საფიქრალი?-აშკარად უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა
-არა ანდრი ჯობია შევიდეთ, მართლა-დაეთანხმა ქეთა დაქალს.
მაგიდასთან მისულებს ირაკლი და გეგა არ დახვდათ.
-ბიჭები სად არიან?-იკითხა ქეთამ
-თქვენ გეძებდნენ,მეც გეძებდით ახლა მოვედი,საინტერესოა სად იყავით,ჰა ანდრი?-ისე კითხა თოკომ,აშკარა იყო ეს ბიჭი არც მას მოწონდა
-კარგი ჯობია მე წავიდე ვატყობ სასიამოვნო სტუმარი მარტო თქვენთვის ვარ,თუმცა ესეც საკმარისია ჩემთვის-თქვა,ორივე გადაკოცნა და წავიდა,თან დაუბარა კიდევ გნახავთო.
-ვინაა ეს ახვარი?-ვეღარ მოითმინა თორნიკემ
-ოე ოე გაუტიე... ხმას დაუწიე. ვინაა და ერთად ვსწავლობდით მერე წავიდა საზღვარგარეთ,ჩვენი ძმაა რა-განუმარტა ნინიმ
-ბიჭები სად არიან ნინ ამდენ ხანს, ირაკლის უნდა დაველაპარაკო-გადაუჩურჩულა თვაურმა მეგობარს
-ისე დაიმახსოვრე მაგარ შარში ხარ,წამო აბა ვნახოთ.-საზოგადოებას მზერა მოავლეს და დახლთან გეგა შენიშნა ქეთიმ ვიღაც გაბარბულ გოგოს ელაპარაკებოდა და ნინიც მიახედა.თითქოს არაფერი მაგრამ ნინიმ სადღაც შიგნით რაღაცამ წამიერად გაუელვა,უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა,თუმცა თავი შეიკავა,ვერ მიხვდა რატომ. შეუძლებელია ერთი თვის წინ ვაჩე წავიდა,მართალია არ უყვარდა მაგრამ ხო მოწონდა. ახლა ეს გრძნობა რა იყო ვერ ამოეხანა...
-ქეეთ? ვაჩესთან როგორ ვიქცეოდი
-რაო?-გაუკვირდა გოგონას-რა მკითხე?... რავი ნინ ჩვეულებრივად როგორც ყველა ისე.
-ხოდა ახლა საპირისპიროდ უნდა მოვიქცე რადგან მასე არ დააფასეს ხო?
-ხო მაგრამ ნინ ის ვაჩე იყო,ეს გეგაა... ის მოგწონდა და ეს..... მოიცა ნინ მოგწონს?მართლა?
-არვიცი ქეთი არა. სწრაფად მოტრიალდა ბიჭებისკენ ნინი და ლევანს გახედა
-ჩემო სიმპატიურო თქვენი წყევლა ვარ დღეს,ხოდა აბა ჯერ მითხარი ის სულით ქერა ვინაა გეგასთან?რო რამე "მოჟნა"?
-ვიზე ამბობ ჩემო ლურჯთვალება?-თვალები მოატარა ლევანმა დარბაზს-ა ეგ?არვიცი,ნაშაა ალბათ არ მეცნობა,ანუ "მოჟნა". შენთან ვარ სიცოცხლე მიდი....-თითქოს მიუხვდა ბიჭი ჩანაფიქრს.
-შენ არ გეხები მარტო დღეს ლევანჩო,ნებისმიერი აირჩიე არაფერს გეტყვი. აი დანარჩენებმა არ გაბედოთ.
-ნინ რას აპირებ? ნეტა ირაკლი სადაა? ვნერვიულობ
-რა?ნერვიულობ? ქეთ ახლა ისევ დილის ნინიკო გეუბნევა, ხომ იცი ხშირად არ მაქ ეს გადაკვრები ხოდა გაუფრთხილდი ირაკლის თუ რამეს ნიშნავს თუ არადა გაუშვი. ახლა მე მიყურე-თქვა ნინიმ და გეგასკენ გაემართა. ქეთამ კი საპირფარეშოდან გამოსული ირაკლი დაინახა,უნდა წასულიყო რომ ვიღაც გოგო კისერზე ჩამოეკიდა ბიჭს,ირაკლიმაც წელზე ხელი მოხვია და ცეკვა დაიწყეს.
ქეთამ რა იგრძნო? ჯერ ვერ გაერკვა, შემდეგ ირაკლიზე გაბრაზდა და ბოლოს საკუთარ თავზე. რა უნდა ამეხსნა როცა არ ვაინტერესებო.
-ქეთ ახლა ხვდები ირაკლიმ რა იგრძნო და როგორ შეიკავა თავი ანდრიასთან?-გვერდით დაუდგა თორნიკე ხელი გადახვია და დაამატა-ბოდიში თუ უხეში ვარ.
-არა რას ამბობ თოკო,სახლში მინდა...ნინი მოვიდეს და წაგვიყვანე კაი?-შეევედრა გოგო,თოკომაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
***
-გეგააა ჩემო საყვარელო,რატომ დამტოვე?-ახლოს მივიდა ბიჭთან და ხელი მხარზე დაადო-ძიძამ დამირეკა პატარას მამიკოსთან უნდაო ასე რომ წავიდეთ ცოდოა-ბიჭს ლოყაზე ნაზად მიაკრო ტუჩები- გამარჯობააა-მიესალმა გოგონასაც-ერთმანეთს არ ვიცნობთ,საყვარელო არ გამაცნობ?
გეგა ჯერ გაკვირვებული უყურებდა ნინის შემდეგ ჩაეცინა მის ქმედებაზე და ბოლოს ხმაც ამოიღო
-გაიცანი ეს ანაა,ანა ეს კი ნინი
-სასიამოვნოა-თქვა გოგონამ,ნინიმ კი მხოლოდ გაუღიმა ნაძალადევად
-ანა საყვარელო,აქ მუშაობ?-კითხა ნინიმ. გოგონამ ვერ გაიგო რაში მდგომარეობდა კითხვის არსი ამიტომ მხოლოდ გაკვირვებული თვალებით შეხედა. გეგა კი კმაყოფილებას გრძნობდა.
-ვერ გაიგე ძვირფასო?-მიმართა ისევ ნინიმ- ცოლიანები მეტს გიხდიან? არა შენ ახალი ხარ და ამიტომ ჯერ გაგაფრთხილებ-ხელი მხარზე დაადო გოგონას და ახლოს მივიდა ისე რომ მათ შორის ჩადგა და ლამის გეგას კალთაში აღმოჩნდა.-სხვისი ქმრები ფეხებზე მკ იდია, მაგრამ გეგათან თუ კიდევ დაგინახავ, მასე ლამაზი აღარ იქნები პირობას გაძლევ-უთხრა და მხარზე ისე წამოარტყა ხელი ანას რომ ლამის წაიქცა,თვალცრემლიანმა გეგას გახედა. გეგა კი ნინის თვალიერებაში იყო გართული და მომხდარით მხოლოდ ერთობოდა. ნინი მიტრიალდა,კისერზე ხელები შემოხვია გეგას,ბიჭიც წამოდგა,ხელები წელზე მოხვია და გულზე აიკრა მაპატიეო ეს უთხრა და დააკვირდა,ნინიმ კმაყოფილმა გაუცინა და თვალი ჩაუკრა,ანა კი ადგა და გაიქცა.
-რას ერჩოდი ნინ მშვენიერი გოგო იყო-ჩაიცინა გეგამ
-გე სამან მე თქვენს გვერდით ვიქნები სხვას ვერავის გაეკარებით. ვერც შენ და ვერც შენს ძმაკაცებს ახლა გაიგე?
-რატომ?-უთხრა ბიჭმა და ხელი მაგრად მოუჭირა გოგონას წელზე.
-იმიტომ რომ ასე მინდა. ახლა კი გამიშვი- გაიბრძოლა გოგომ მაგრამ უშედეგოდ
-მაპატიე ნინ მაგრამ ახლა დაგცხება- სახე ახლოს მიუტანა,ძალიან ახლოს და გააგრძელა-შენ იმას აკეთებ რაც გინდა,ახლა მე გავაკეთებ იმას რაც მინდა და არაფერს იტყვი-უთხრა ბიჭმა და ვნებამორეულული ამღვრეული თვალები მიანათა
-გე ნასვამი ხარ,რას აკეთებ?-ანერვიულდა ნინი
-დამიძახე!
-რა?-ვერ მიხვდა გოგონა
-დამიძახე!-უთხრა და შუბლი შუბლზე მიადო თან ისე ყავდა ჩახუტებული თითქოს ნინის გაფრენა უნდოდა და იჭერდა
-გეგა!-დაბნეულად დაუძახა გოგომ
-მასე არა ნინ შენებურად
-გე -დაუძახა ნინიმ და გაიღიმა -გე -კიდევ გაიმეორა გოგონამ
-შენ არ იცი რა კარგი ხარ-ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და მაგრად ჩაეხუტა-კარგი წავიდეთ ბიჭებთან-უთხრა ცოტა დამშვიდებულმა და მოშორდა. ქეთა ადგილს ვერ პოულობდა,ირაკლის შემყურე თვალები ცრემლებით ევსებოდა. როგორც კი მათკენ მიმავალი გეგა და ნინი შეამჩნია ადგა და ნინისკენ გაემართა
-ნინ წავიდეთ რა გთხოვ-ისე თხოვა ირაკლისთვის თვალი არ მოუშორებია,ნინიმ მის მზერას გააყოლა თვალი და გაშეშდა -ერთი წუთიო უთხრა დაქალს და წყვილისკენ დაიძრა.
-ირაკლი? ეს ახალი მსხვერპლია?რამდენჯერ უნდა გითხრა ამ გოგოებს შეეშვითქო?ძლივს გიპოვე. არ გეცოდებიან?
მერამდენედ უნდა ავუხსნა ამ გოგოებს რომ ერთობი? შეხედე როგორ გიყურებს, ცოდო არაა?გელოდებიან-ხელი გაიშვირა მოწყენილ გეგასკენ რომელსაც ვისკის ჭიქა ეკავა ნინისკენ იყურებოდა.
-ნინი რა გინდა?-დაბნეულად მიმართა ირაკლიმ
-ირაკლი მე რა მინდა?კარგი რა. მე რა მინდა? ამ საწყალ გოგოს რას ერჩი? მერამდენედ უნდა წაგიყვანო ექიმთან?ახლაც იგივეს აკეთებ?- იკასთან მდგარ გოგოს ჯერ თვალები გაუფართოვდა და მერე მე წავალო შიშით ძლივს თქვა და გაიქცა
-ეს რა იყო? -ნინისკენ მიტრიალდა ბიჭი.
-რა იყო? სანამ თქვენთან ერთად ვარ,ვერცერთი გოგო გაგეკაარებათ! -მობრუნდა და ქეთას უთხრა წავედითო. ქეთაც და ბიჭებიც უკან გაყვნენ. გეგამ ნინისკენ გადაიხარა და კიდებ შევხვდებითო ჩაჩურჩულა. ირაკლიმ კი ქეთისკენ გადაინაცვლა.
-წამო გაგიყვან
-არა! თოკო წამიყვანს!-უთხრა მკაცრი ტონით გოგონამ. გოგოები თოკოს მანქანაში მოთავსდნენ,ირაკლის კი ქეთისთან ლაპარაკი უნდოდა მაგრამ ვერ მიხვდა თუ ქეთი გულგრილი იყო,ეს რას ნიშნავდა.
-გოგოებო ისე მაგრები ხართ რა. თქვენ შეგიძლიათ აეჭვიანოთ კაცი და როცა საპირისპიროს ეჩეხებით მერე ფეთქდებით.-მიმართა უკვე მანქანაში მსხდომთ
-პირდაპირ ჭკუისკოლოფო,პირდაპირ თქვი-შეუძახა ბიძაშვილმა
-პირდაპირ? კაი! ქეთი ხომ იცი როგორც ნინი ისე მყავხარ შენც. ხოდა პირდაპირ ვამბობ. შენ რომ იმ ბიჭს ჩამოეკიდე კისერზე როგორ ფიქრობ ირაკლი რას იგრძნობდა? მითუმეტეს იცი რასაც გრძნობს შენს მიმართ. როცა სხვასთან დაინახე რატო გაგიკვირდა?შენ შეგიძლია სხვასთან იყო,მას კი არა?-თქვა ბიჭმა და გოგონებს სარკეში გახედა,ქეთის თავი მინაზე ედო და ფიქრობდა ნინი კი სარკეშივე უყურებდა ბიძაშვილს - აი შენ კი ქალბატონო,გეგა თუ არ გაინტერესებს რას ერჩოდი ერთი მითხარი? მშვენიერი გოგო ყავდა. და იცი რა? ისე ხარ გაბრაზებული მთლიანად კაცობრიობაზე რომ საკუთარი ცხვირს იქით ვერაფერს ხედავ ერთი ლაჩარი და გამო****** ვაჩეს გამო.
-ჯერ ერთი,ქეთის მაგივრად მე გიპასუხებ!ირაკლის ქეთასგან არაფერი მოუთხოვია,სამაგიეროს გადახდა კიდე რა პონტია,თან გავითვალისწინოთ ის რომ ანდრია უბრალოდ მეგობარია, ის გაშპაკლული კი კაცმა არ იცის ვინ იყო. აი გეგას კი რაც შეეხება, შეიძლება ძაან ბანალურად მოვიქეცი ან გოიმურად,ან ვაფშე სოფლულად ნუ როგორც გინდა ისე თქვი,მაგრამ არ მაინტერესებს. რატომ მოვიქეცი? არვიცი!-გულწფერლად აღიარა-და შენ როდის გაგვაცნობ ლანას თუ ლინდას?-საუბრის თემა შეცვალა იმის იმედით კიდევ არაფერი თქვასო
-ჰმ.საუკეთესო თავდაცვა თა დასხმააო ნიინ? -მიუხვდა ბიჭი- მალე გაგაცნობთ ალბათ.
ქეთი რობოტივით გადმოვიდა მანქანიდან და ბინაში შევიდა,ნინიც უკან აედევნა.

__________________

მადლობა თქვენ!
უამრავი ბოდიში შეცდომებისთვის.
არვიცი,იმედია ცოტათი მაინც მოგეწონებათ.
მიყვარხართ



№1  offline წევრი LSD

Momewona kiara shemikvarda es istoria ❤️❤️Madloba chemo tkbiloo roo ar agvianrb da kovel dge dev tavebs ❤️❤️Mec mikvarxar dzaan ❤️❤️Xoo istorias rac sheexeba raga exla gamochnda es andriaa raaa:D dzaan gtxovv qeti da ika ertad datove raaa ❤️❤️Toree arvici mee ❤️❤️ Gelodebi axali tavit warmatebebi tkbiloo❤️❤️

 


№2  offline წევრი kethrine

LSD
Momewona kiara shemikvarda es istoria ❤️❤️Madloba chemo tkbiloo roo ar agvianrb da kovel dge dev tavebs ❤️❤️Mec mikvarxar dzaan ❤️❤️Xoo istorias rac sheexeba raga exla gamochnda es andriaa raaa:D dzaan gtxovv qeti da ika ertad datove raaa ❤️❤️Toree arvici mee ❤️❤️ Gelodebi axali tavit warmatebebi tkbiloo❤️❤️

იცი როგორ მახარებ შენი კომენტარებიით? იცი რამდენს ნიშნავს შენი თითოეული სიტყვა ჩემთვის?! აი ყველაზე კარგი და ყველაზე საყვარელი ხარ, ყოველი თავის ბოლოს რომ შენ აზრს მიზიარებ და მახარებ. უკვე გელოდები ხოლმე იცი? შემაჩვიე თავი :დდდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილო გოგო. საოცრება ხარ და საოცრად სიყვარული გოგო ხარ კიდევ. <3 <3 <3 კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent