ჩრდილები სიბნელეში (10)
თავი 10 რიჩარდის მიერი მოცემული წამლის წყალობით დილამდე მეძინა, როდესაც გამოვფხიზლდი მივხვდი რაც მოხდა საწოლიდან ავდექი, იქვე სკამზე ჩემთვის ტანსაცმელი იდო, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. სასადილო ოთახში მაგიდა იყო გაშლილი, რიჩარდი მაგიდის თავში იჯდა და მე მელოდებოდა. ის ისე მიყურებდა თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თითქოს ყოველ დილით მე და ის ერთად ვსაუზმობთ, მისმა სიმშვიდემ გამაღიზიანა ხელები მაგიდაზე დავარტყი და ხმამაღლა დავიყვირე -შენ ეს როგორ გამიკეთე? ეს ადამიანის მოტაცებაა -შენც დილამშვიდობის ალექს, მოდი დაჯექი საუზმე გაგიცივდება -სერიოზულად? შენ მე გამთიშე ახლა კი ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა -ჩემმა აგრესიულმა ტონმა რიჩარდიც გააბრაზა -მე შენს დაცვას ვცდილობ ჭირვეულო გიგო, ასე რომ ნორმალურად მოიქეცი და ერთად ვისაუზმოდ -ჯანდაბას საუზმე სახლში უნდა წავიდე, აბათ ყველა ნერვიულობს -ების მოსვლამდე ვერსად ვერ წახვალ, შენი მოსამსახურეები კი არ ნერვიულობენ მათ ები ესაუბრა -როგორ დამამშვიდე -მე მაგიდასთან დავჯექი და რიჩარდთან ერთად ვისაუზმე, ამ დროს კი ჩემს სახლში ნამდვილი საგიჟეთი იყო, ყველა ნერვიულობდა. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა, ჯეიკობმა კარი გააღო, კართან ები იდგა -დილა მშვიდობისა -მადლობა ღმერთს ქალბატონო ები რომ ჩამოხვედით, თქვენ ერთადერთი რამ გვთხოვეთ მე კი ვერ შევასრულე გთხოვთ მაპატიოთ, ვერც კი შევამჩნიე როგორ ვაწყენინე ალექს რადგან საკუთარი ოჯახით ვიყავი დაკავებული -ცრემლიანი თვალებით უთხრა ვიქტორიამ ების -ყველაფერი რიგზეა ვიქტორია -არა არ არის ჩემი მეგობარი ვიღაცის სახლში მძევლად არის -კაილა დრამატიზება არ არის საჭირო, ალექსი კარგად არის, მე მასთან მივდივარ -მეც წამოვალ -არა მარტო უნდა წავიდე, დრო მოვიდა ალექსმა სრული სიმართლე გაიგოს და როცა ამას გაიგებს აჯობებს მის გვერდით მე და ბაბუამისი ვიყოთ -ვერ ვიჯერებ, ადრე იმ კაცისგან მალავდით ახლა რა შეიცვალა? -ყველაფერი -ები თავის ძველ საძინებელში ავიდა შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა და რიჩარდის სახლისაკენ გამოემართა. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა, მოახლემ კარი გააღო -რით შემიძლია დაგეხმაროთ -შენს ბებერ უფროსს უთხარი რომ ებიგეილ სმიტი ეძებს -ბებია ვერ ვიჯერებ რომ აქ ხარ -მე კარისკენ გავემართე და ების მოვეხვიე -მიხარია რომ ჩამოხვედი ები -რიჩარდ ნამდვილად დროა ყველაფერი გაიგოს? -კი ები ის მურებისა და სმიტების საგვარეულოს ერთადერთი მემკვიდრეა, იმაზე ძლიერია ვიდრე ჩვენ ყველა -დარწმუნებული ხარ რომ ის იყო? -საუბარში გართულები გაემართნენ მისაღებისაკენ მეც უკან გავყევი -კი ები ნამდვილად ის იყო, დიდი დრო არ დასჭირდა იერიშისთვის -მაშინ რიჩარდ დროა ყველაფერს ფარდა ავხადოთ -ჰეი მეც აქ ვარ ძალიან თუ გაინტერესებთ -ალექს დაჯექი -ორივემ ერთდროულად მიმითითა სავარძლისაკენ -ბოლოს და ბოლოს მითხარით რა ჯანდაბა ხდება, თქვენ ორნი ერთმანეთს რატომ ეწყობით სად გაქრა მტრობა და დაპირისპირება? -დროა სრული ისტორია მოისმინო -წყნარად მითხრა რიჩარდმა- ალექს პირველად ჩვენი საგვარეულოს ისტორიაში შენმა დაბადება უცნაური მოვლენა გამოიწვია, მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ განმეორებულა, მომხდარს ვერავინ ხსნიდა. როდესაც შენი მშობლები დაქორწინდნენ ორივე საგვარეულო წინააღმდეგი იყო, მაგარმ როდესაც შენს შესახებ გავიგეთ, როდესაც გავიგეთ რომ შენ უნდა დაბადებულიყავი ორივე მხარე დათმობაზე წავიდა -ეს როგორ? მაშინ ჩემი მშობლები? -რიჩარდს აცადე ალექს ყველაფრის ბოლომდე მოყოლა -რიჩარდმა საუბარი გააგრძელა -ამელიას ფეხმძიმობით ყველანი გახარებულები ვიყავით, გარდა ერთი ადამიანისა -ვინ იყო ეს ერთი ადამიანი რიჩარდ? -დედაშენი -რა? -როდესაც შენზე დაფეხმძიმდა თავიდან ყველაფერი რიგზე იყო თუმცა ნაყოფის განვითარებასთან ერთად მისმა მაგიამ შესუსტება დაიწყო -ფეხმძიმობა მაგიასთან რა კავშირშია? -ალექს შენ ორი დაპირისპირებული მაგიური საგვარეულოს საერთო შთამომავალი ხარ, პირველად ისტორიაში დედაშენის მაგია ნელ ნელა შენს ზრდასთან ერთად შენში გადმოდიოდა, ამელია თანდათან კარგავდა მაგიას. ჯეიმსს ეგონა რომ თუ მას სალემიდან წაიყვანდა ყველაფერი მოგვარდებოდა თუმცა ასე არ მოხდა როდესაც შენ დაიბადე ამელიას მაგია მთლიანად გაქრა, ის მთლიანად შენში გადმოვიდა -ჰო მაგრამ თუ მე ყოველთვის მქონდა მაგია რატომ ვერ ვგრძნობდი? -იმიტომ ჩემო გოგო რომ მე ყოველთვის გიშლიდი მეხსიერებას და შელოცვებით ვბლოკავდი შენი მაგიის გამოვლინებას -ცრემლიანი თვალებით მითხრა ებიმ -როდესაც ამელიამ მაგია დაკარგა ის დეპრესიაში ჩავარდა, რთულია უძლიერესი ჯადოქრიდან ჩვეულებრივ ადამიანად გადაქცევა, მან ვერ გადაიტანა მაგიის დაკარგვა ამიტომ სალემის შავ მაგიის მქონე ჯადოქარს გაურიგდა, მან შავი მაგია მიიღო რამაც შეცვალა ის -ანუ დედამ შავი მაგია მიიღო მაგრამ როგორ მოკვდა ის? -ალექს რიჩარდი იმის თქმას ცდილობს რომ ამელია ცოცხალია -ეს შეუძლებელია თუ ასეა მაშინ რატომ მიმატოვა? -როდესაც ამელიამ შავი მაგია მიიღო ის ჩემი შვილი აღარ იყო ის რაღაც სხვა გახდა, მან მაგიის სანაცვოდ შენი სიცოცხლე დაჰპირდა ბნელ ჯადოქარს, როდესაც ჯეიმსმა ამის შესახებ გაიგო შენს დასაცავად დაურღვეველი შელოცვა შექმნა და როცა ამელია შენს წასაყვანად მედისონში დაბრუნდა მან გაბრაზებულმა ჯეიმსი მოკლა და სამუდამოდ გაუჩინარდა -ამ სიტყვებმა თავზარი დამცა, დედაჩემმა მამაჩემი მოკლა, თუმცა რიჩარდის და ების სახეზე ვკითხულობდი რომ ეს ამბის დასასრული არ იყო, რიჩარდმა საუბარი განაგრძო -როდესაც სალემში ჩამოხვედი და კუთვნილი მაგია მიიღე ამან დედაშენი გამოაფხიზლა, მისი შურისძიება გამოაღვიძა, სწორედ ის ნახე წვეულების ღამეს ტყეში და სწორედ ის აკონტროლებდა ჯეიკობს როცა თავს დაგესხა -მე სიტყვის თქმაც არ შემეძლო, დედაჩემი ბნელი ჯადოქარია მას ჩემი მოკვლა უნდა ეს ბოლო წვეთი იყო, რიჩარდი და ები ჩემს რექციას ელოდნენ, მაგარმ მე უსიტყვოდ ავდექი სახლიდან გამოვედი, ების მანქანაში ჩავჯექი და სახლში წამოვედი, რიჩარდი და ები უკან გამომყვნენ, როდესაც მანქანა გაჩერდა სახლიდან ყველა გარეთ გამოვიდა, ისინი გახარებულები მიყურებდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი მე შინაგანად მკვდარი ვარ, საშინლად რთულია იმის გაგება რომ ქალმა რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა შენი მოკვლა უნდა. მე მანქანიდან გადმოვედი ძრავაც კი არ გამითიშავს იმდენად დაბნეული ვიყავი ყველას გვერდი ავუარე და მისაღებში შევედი, სავარძელში ჩავჯექი და ასე გახევებული ვიყურებოდი სადღაც შორს, ყველანი შეშინებული მომჩერებოდნენ ამ დროს მეორე მანქანის მუხრუჭის ხმა გაისმა და კარებში ბებია და რიჩარდი შემოვიდნენ, ყველანი გარს შემოეხვივნენ, ყველას ათასი კითხვა აწუხებდა. კაილა განსაკუთრებით ღელავდა ჩემს გამო, ებიმ ყველა სამზარეულოში გაიხმო და სიმართლე უამბო ყველას ჩემსავით დასცა თავზარი მისმა მონაყოლმა. ყველა ჩემს გამხნევებას ცდლიობდა თუმცა ჩემთვის სულერთი იყო, სავარძლიდან ავდექი და კაბინეტისაკენ გავემართე, კაბინეტის კართან მისულმა შევამჩნიე რომ დანარჩენები უკან მომყვებოდნენ, მათ მივუბრუნდი -ყველამ მომისმინეთ ახლავე თქვენს საქმეს მიხედეთ, მე ძიძა არ მჭირდება მე მხოლოდ იმ შელოცვის პოვნა მინდა რომელიც ბაბუა პიტერმა ჩემთვის დატოვა ამ წყეულ სახლში ასე რომ ხელს ნუ მიშლით, თავი დამანებეთ -ყველა გაოცებული შემომყურებდა, მე კაბინეტში შევედი და კარი მივაჯახუნე, მინდა მზად ვიყო იმ ქალთან საბრძოლველად რომელსაც ჩემი მოკვლა სურს, მე უნდა დავიცვა ხალხი რომელიც ჩემს გარშემოა. დანარჩენიბი ჩემი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სამზარეულოში დაბრუნდნენ, ების აინტერესებდა რომელ შელოცვას ვეძებდი თუმცა ახლა შეკითხვების თავი არავის ჰქონდა. კაბინეტში ვიდექი და გარშემო ვიყურებოდი, მაგარ ვერაფერს ვხედავდი, ჩემი გონება სადღაც შორს იყო. გული ტკივილით მქონდა სავსე, მოულოდნელად კონტროლი დავკარგე, მაგიდა გადავაყირავე და წიგნები თაროებიდან ძირს გადმოვყარე, იმდენად ვიყავი სიბრაზით დაბრმავებული რომ ვერ ვჩერდებოდი, ხმაურზე კაბინეტში ჯეიკობი შემოვიდა სწორედ იმ წამს როდესაც ყველაფრის დაწვას ვაპირებდი, ის მომიახლოვდა და გულში მაგრად ჩამიკრა ვცდილობდი მისგან გათავისუფლებას მაგრამ ის არ მიშვებდა -ახლავე გამიშვი, არავის ნუგეში არ მჭირდება -ალექს რაც გინდა ის თქვი მაგრამ არ ვაპირებ ასეთ დროს მარტო დაგტოვო -რატომ? მე კინაღამ მოგკალი, ათასი შეურაწყოფა მოგაყენე და შენ მაინც აქ ხარ -იმიტომ რომ გულს ვერ უბრძანებ -რას ბოდავ, ეს რა შუაშია? -ჯანდაბა ნუთუ ამას ვერ ხედავ, ვერ ვიჯერებ რომ ეს მე მემართება -რას გულისხმობ? -იმას რომ შემიყვარდა, გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი, ბრაზიანი და ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალი რომელსაც ვერასდროს შევწვდები -ამ სიტყვების გაგონებისას თავი ვერ შევიკავე და ჯეიკობს ვაკოცე, ეს ის იყო რაც მჭირდებოდა, თუმცა ჩვენი მომენტი დიდხანს არ გაგრძელდა რადგან კაბინეტში კაილა და ჯოზეფი შემოვიდა -მგონი ცუდ დროს მოვედით კაილა -ცუდ დროს კი არა საუკეთესო დროს მოვედით, ეს რომ არ დაგვენახა თავად არსდროს გვეტყოდნენ -ანუ ახლა წყვილი ხართ? -გაღიმებული სახით იკითხა ჯოზეფმა -ჩვენ... -მე ყველაფრის უარყოფას ვაპირებდი რადგან, ეს უფრო მარტივია ვიდრე ის ნამდვილი ურთიერთობა გქონდეს ვინმესთან, თუმცა ჯეიკმა სიტყვა გამაწყვეტინა -ჰო ახლა წყვილი ვართ, ალექსმა რამდენიც უნდა უარყოს მაგრამ ახლა წყვილი ვართ -ამ საუბარს კარის უკან ვიქტორია და ები ისმენდნენ, ებიმ კარზე დააკაკუნა და ოთახში შემოვიდა -არ მინდა ხელი შეგიშალოთ მაგრამ ალექსს უნდა დაველაპარაკო -ბებია დიდი ხანია კართან დგახარ? -იმას თუ გულისხმობ გავიგონე თუ არა აქ რაზეც საუბრობდით, თავს მოვიკატუნებ და გეტყვი რომ არ გამიგონია -კარგი მოდი ჩვენ დაგტოვებთ, ბიჭებო წავედით -კაილა და ბიჭები კაბინეტიდან გავიდნენ -აბა ბებია რაზე გსურდა საუბარი? -მინდა გავიგო რა შელოცვას ეძებ -შელოცვას რომლის დახმარებითაც შევძლებ ამ წიგნებში დაგროვილი ცოდნა ჩემს გონებაში გადავიტანო -ამ შელოცვის შესახებ როგორ გაიგე? -უილიამმა მითხრა -ამ შელოცვას არ გამოიყენებ -რატომ? მე ის მჭირდება, თუ ამელია მოვა ჩემთან მზად უნდა ვიყო -ეს შელოცვა ძალიან საშიშია,ეს უბრალო შელოცვა არ არის რომელიც ცოდნას მოგცემს, ის შენს სულიერ სამყაროს შეცვლის, მას ძალიან ცოტა ჯადოქარი გადაურჩა, თუ შენი გონება და სული დატვირთვას ვერ გაუძლებს მოკვდები -არ მაინტერესებს, ამას მაინც გავაკეთებ ან დამეხმარე ან წადი -მამაშენივით ჯიუტი ხარ, ხომ იცი რომ შელოცვა დამალულია -ის შენმა ერთადერთმა სიყვარულმა დამალა ასე რომ მითხარი სად შეიძლება ვიპოვო -ები კედელზე ჩამოკიდებულ სურათს მიუახლოვდა გვერდზე გასწია, ამ დროს კედელში პატარა საიდუმლო სათავსოს კარი გაიღო იქ ძველი ხელნაწერი წიგნი იდო, ებიმ წიგნი აიღო თუმცა მისი გახსნა ვერ შეძლო -რატომ არ იღება? -იმიტომ რომ პიტერს არ უნდოდა ეს ვინმეს ენახა -ანუ მის წახითხვას ვერ შევძლებთ? -მე ვერ შევძლებ შენ კი არ ვიცი -ებიმ წიგნი გამომიწოდა, როგორც კი ხელში ავიღე ის მაშინვე გაიხსნა, იქ ბაბუაჩემის წერილები იყო ჩემთვის -აჯობებს მარტო დაგტოვო, ეს მარტომ უნდა წაიკითხო -წიგნის პირველი გვერდი გადავშალე, ჩანაწერზე, ის თარიღი იყო მითითებული როდესაც ჩემმა მშობლებმა ჩემი არსებობის შესახებ გაუმხილა ოჯახს „ ჩემო პატარავ, დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, დღეს გავიგე რომ ცხრა თვეში ბაბუა გავხდები, ეს ის არის რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. როდესაც ამ ჩანაწერებს წაიკითხავ, ალბათ იკითხავ თუ რატომ ვაკეთებდი ჩანაწერებს, საქმე ის არის რომ მე უნდა დაგიცვა ყველანაირი საფრთხისგან და თუ შენს დაბადებას ვერ მოვესწრები მინდა იცოდე როგორ მიყვარხარ“. ასეთი უამრავი ჩანაწერი იყო, მე წიგნი უფრო სწორად დღიური ჩემს ოთახში წავიღე კარი ჩავკეტე და კითხვა გავაგრძელე. „პატარავ, შენ რთულ სამყაროში მოგიწევს გზის გაკვლევა, შენთვის ამაზე უკეთესს ვისურვებდი თუმცა, შენ სმიტი ხარ და მჯერა რომ ყველაფერს შეძლებ, შენ ყველას ძალიან უყვარხარ, შენმა არსებობამ ორ დაპირისპირებულ საგვარეულოში ყინული გაადნო. შენმა არსებობამ გააჩინა იმის შანსი რომ ოდესმე სიმშვიდეში ვიცხოვრებთ“. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ვხვდებოდი, რომ მისთვის ნამდვილი საგანძური ვიყავი, ბაბუა პიტერს ძალიან ვუყვარდი. „ ჩემო პრინცესა დღეს გავიგე რომ ჩემი იმედი პატარა გოგონაა, შენ ჩემი პრინცესა ხარ, შენ სალემის მომავალი ქალბატონი ხარ, ჯერ არ დაბადებულხარ მაგრამ უნდა იცოდე რომ შენი ჩასახვის დღიდან შენს მხრებზე უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვისურვებდი რომ შენს ცხოვრებაში ერთადერთი პრობლემა გამოსაშვების კაბის არჩევა და კოლეჯი იყოს, თუმცა შენ სალემის მომავალი ხარ“. იმის წაკითხვა თუ რამხელა იმედებს ამყარებდა ჩემზე პიტერი სტიმულს მაძლევდა, იმისათვის რომ მებრძოლა მშვიდობისთვის, თუმცა არ მესმოდა რატომ მთვლიდა სალემის ქალბატონად, მაგრამ ამ კითხვაზეც ვიპოვნე პასუხი მის ერთ-ერთ ჩანაწერში. „ ჩემო პატარა პრინცესა როგორც იქნა შენმა მშობლებმა სახელი შეგირჩიეს, ორივემ იცოდა რა მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის და ნება მომცეს მეორე სახელი მე შემერჩია შენთვის ასე რომ როცა დაიბადე შენ ალექსანდრა ქეროლაინ სმიტი იქნები. სახელი ქეროლაინი იმიტომ დაგარქვი რომ სმიტების გვარში ყველაზე ძლიერი ჯადოქარის სახელია, ეჭვი არ მეპარება რომ შენც მასავით ძლიერი იქნები. თუმცა ყველაფერი სახელში როდია, შენ ალექსანდრა იმაზე მეტი ხარ ვიდრე პატარა ბავშვი რომელმაც ორი გვარის უხუცესებს გაყინული გული გაუთბო, შენში ორი საგვარეულოს დაპირისპირებული მაგია გაერთიანდება, შენ შგეძლება დაიმორჩილო ორივე საგვარულოს ყველა ჯადოქარი, თავიდან შეიძლება ვერ მიხვდე ამას მაგრამ შენი ძალის წყალობით ომი საბოლოოდ შეწყდება. შენი მაგია მოგცემს საშუალებას რომ აკონტროლო სალემის მაგია, როგორ? შენ ორი გვარის ერთადერთი საერთო შთამომავალი ხარ, შენ უფელბა გექნება რომ უწინამძღოლო ჯადოქრებს, დაიმორჩილე ისინი და დაამყარე მშვიდობა. შენ მართლაც სალემის მომავალი ხარ, მაგარმ უნდა იცოდე შენთან ყოვეთვის მოვლენ ჯადოქრები, მოვლენ რათა შენი სიცოცხლე შეწყვიტონ, შენს მოკვლას შეეცდებიან, რადგან სალემის ბნელ მაგიას სჭირდება საზრდო, ბნელი მაგიის საზრდო კი ორ ნათელ მაგიას შორის გაჩაღებული ბრძოლაა. თუ შენ შეძლებ და ომს შეაჩერებ ბნელი მაგია გაქრება სალემიდან“. ამ ჩანაწერმა შიში მომგვარა, განა იმიტომ რომ ჩემი მოკვლა უნდა ყველას არამედ იმიტომ რომ რა მოხდება თუ ბაბუას სურვილს ვერ შევასრულებ, თუ ომს ვერ შევაჩერებ რა იქნება. ყველაზე გასაკვირი ის არის რომ დღიურის კითხვისას ყველა ჩემს შეკითხვაზე ვპოულობ პასუხს. „ ალექსანდრა არ მინდა გეგეონოს რომ შენგან იმას მოვითხოვ რაც არ შეგიძლია მაგრამ თუ ომს ვერ დაასრულებ სალემს შავი მაგია წალეკავს, თუ ომი არ დამთავრდება შავი მაგია დაეპატრონება ყოველი მაგიის წყაროს სალემში და სამუდამოდ განდევნის ნათელ მაგიას აქედან. ამის წაკითხვისას იფიქრებ რომ არასდროს გექნება ძალა ამის გასაკეთებლად თუმცა ცდები, მე შენ დაგიტოვებ შელოცვას რომლიც ყველანაირ ცოდნაზე მოგცემს კონტროლს, თუმცა მინდა იცოდე რომ ეს სახიფათოა, ამ შელოცვამ შეიძლება მოგკლას სწორედ ამიტომ შელოცვა დამალულია ჩვენს სახლში. დღიურის ყდაში იპვნი შელოცვას რომელიც დაგეხმარება იმის გაგებაში თუ რა გინდა გულით. დღიურში არსებული შელოცვა იმ შემთხვევაში მიგიყვანს ჩემს მიერ დამალულ შელოცვასთან თუ ეს გულით გენდომება.“ დღიურის ყდა დავათვალიერე და მართლაც ვიპოვნე შელოცვა, რომელშიც მკაცრად იყო მითითებული ყველა საჭირო ინგრედიენტი: სანთლები, პენტაგრამა, ჩემი რამდენიმე წვეთი სისხლი და კიდევ რამდენიმე ბალახი. ვიცოდი რომ ები წინააღმდეგი იყო რომ შელოცვა მეპოვნა ამიტომ ყველაფრის მარტომ გაკეთება გადავწყვიტე. ყველფერი მოვამზადე და დღიურში ნაპოვნი შელოცვა წარმოვთქვი, შელოცვამ თითქოს ტრანსში გადამიყვანა, მოულოდნელად დავინახე თითქოს როგორ ვწერდი რაღაცას, გავაცნობიერე რომ ბაბუაჩემის თვალით ვხედავდი თუ სად შეინახა შელოცვა. ეს მართლაც მოულოდნელი იყო, შელოცვამ მოქმედება შეწყვიტა მე სასწრაფოდ ავედი სხვენში, ვიპოვნე ძველი ფოტო ალბომი რომელშიც ის ფოტო იყო რომელიც შელოცვის ზემოქმედებისას ვნახე, ფოტოზე ები იყო გამოსახული, ფოტო ალბომიდან ამოვიღე, უკეთ დასათვალიერებლად სანთლის შუქთან მივიტან და მოულოდნელად დავინახე თუ როგორ გამოჩნდა შელოცვა ფოტოს უკან. ფოტო სასწრაფოდ ავიღე კაბინეტში დავბრუნდი, კარი შელოცვით დავხურე რომ არავის შეეშალა ხელი, ყველაფერი მოვამზადე, ყველა ის წიგნი რომლიდანაც ცოდნის მიღება მსურდა პენტაგრამის კუთხეებში დავალაგე, მე კი პენტაგრამის ცენტრში დავჯექი და შელოცვის კითხვა დავიწყე. როგორც კი შელოცვის რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი მთელმა სახლმა ზანზარი დაიწყო მოულოდნელად კი მე თითქოს ცოდნის ზღვაში გადავეშვი. კედლების ზანზარმა ები მიახვედრა იმას რასაც ვაკეთებდი. -ები რა ხდება? -შენი ძვირფასი მეგობარი ცეცხლს ეთამაშება კაილა -რას გულისხმობთ? -მან შელოცვა იპოვნა და გამოიყენა კიდეც -ამაში ცუდი რა არის? -გაოცებულმა იკითხა ჯეიკობმა -ის არის ჯეიკობ რომ შეიძლება შელოცვამ მოკლას -უნდა შევაჩეროთ -ვშიშობ დაგვიანებულია -ასე ვერ ვიდგები და ვერ დაველოდები მოვლენების განვითარებას -სხვა არაფერი შეგვიძლია - ჯეიკობმა ების არ მოუსმინა სასწრაფოდ ზევით ამოვიდა, იმის გამო რომ გონება დავკარგე ჩემმა დამცავმა შელოცვამ ძალა დაკარგა როგორც კაიბინეტის დამცავმა ასევე სახლის დამცავმა შელოცვამ, ჯეიკობმა კაბინეტის კარი გააღო და შემოვიდა, მე გონება დაკარგული ვიწექი ოთახის შუაგულში, მან არ იცოდა რა ექნა ხელში ამიყვანა, სასწრაფოდ საძინებელში გადამიყვნა და ყველას დაუძახა -როგორ დავეხმაროთ ები? -ვერ დავეხმარებით, მისი გონება ან გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში ან დამარცხდება -ეს როგორ ანუ მოკვდება -ჰო კაილა სრულიად შესაძლებელია რომ მოკვდეს -კაილას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ცრემლების დამალვას ცდილობდა ამიტომ ფანჯრისკენ მიტრიალდა და მოულოდნელად შეშინებულმა დაიყვირა -რა მოხდა ძვირფასო -ჯოზეფი მაშინვე მის გვერდით გაჩნდა -ამას შეენც ხედავ? -კი და ეს კარგი არ არის -რა მოხდა ბავშვებო? -ები ეს უნდა ნახო -ები ფანჯარასთან მივიდა ნანახმა გააოცა -ახლა ყველაზე ცუდი დროა ალექსის უგონოდ ყოფნისთვის -რატომ? -იმიტომ რომ სიბნელე გვიახლოვდება, ისეთი სიბნელე რომელსაც დიდხანს ვერ შევაკავებთ -რას გულისხმობ ები? -ამელია ის ალექსის მოსაკლავად მოდის და არ ვიცი შევაჩერებ თუ არა მას, მან იცის რომ ალექსი დაუცველია, მისი ყველა დამცავი შელოცვა გაუქმდა, ასე რომ დიდი პრობლემა გვაქვს. - ყველანი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაშინ როდესაც ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, მე უგონოდ ვიწექი საწოლზე, სწორედ მაშინ ჩემი გონება დიდ ბრძოლაში იყო. იმ ცოდნის მისაღებად რომლისკენაც ასე ვისწრაფოდი დიდი საფასურის გადახდა მომიწევდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.