შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში(9)


25-03-2017, 16:43
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 292

თავი 9

სახლში დავბორიალობდი, ყველგან სიჩუმე და სიბნელე იყო გარდა სამზარეულოსა, სამზარეულოდან საუბრისა და სიცილის ხმა ისმოდა. მეც მინდოდა რომ მათთან ერთად ვყოფილიყავი თუმცა ახლა ეს შეუძლებელია, ვიქტორიამ ამიკრძალა მის ოჯახთან მიახლოება, მე ალექსანდრა სმიტი ორი უდიდესი საგვარეულოს ერთადერთი მემკვიდრე, საკუთარ სახლში კართან ატუზული ვუსმენდი სხვების მხიარულებას. არ მინდა ვიყო ადამიანი რომელიც ყველამ გარიყა იმის გამო რაც ჩემს ძალებს აღემატებოდა, მე იმიტომ ვისჯები რომ საკუთარ თავს ვიცავდი. საკუთარ თავზე ვბრაზობ როგორ მივეცი მოახლეს უფლება რომ დატუქსული ბაღის ბავშვივით გავეძევებინე. მორჩა მომწყინდა კარის უკან დგომა, სამზარეულოს კარს მივუახლოვდი, შევაღე და სამზარეულოში შევედი გარშემომყოფები მაშინვე გაჩუმდნენ, მე არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება, მაცივრიდან წვენი გამოვიღე ჭიქაში დავასხი, ამ დროს დავინახე როგორ დამნაშავის თვალებით მიყურებდა ჯეიკობი, მე მის გამოხედვაში დავინახე რომ ის არ დამანებებდა თავს სანამ არ დაამტკიცებდა რომ უდანაშაულო ვიყავი, ამავე დროს ვიქტორიას გამრაზებულ მზერას ვგრძნობდი. წვენი მოვსვი, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მზერა ვიქტორიას მივაპყარი
-ასე დიდხანს უნდა ვიდგე თუ მიხვდებით და ვახშამისათვის სუფრას გავშლით -ჩემმა ასეთმა ტონმა ყველა გააოცა
-რა საჭიროა ასეთი ტონით საუბრაი ალექს
-კაილა ისინი დაქირავებული მუშახელია ასე რომ როგორც მინდა ისე დაველაპარაკები
-ალექს რა ჯანდაბა დაგემართა?
-სანამ სუფრას გაშლით მისაღებსი ვიქნები -მე შევტრიალდი და წავედი, კაილამ კი ჩემს ნაცვლად დაიწყო მოდიშება
-ვიქტორია გთხოვთ აპატიოთ განერვიულებულია
-პირიქით ჩვენ უნდა ვიხდიდეთ ბოდიშს -ჯეიკობი გაბრაზებული წამოდგა და სამზარეულოს კარისაკენ გაემართა
-რას გულისხმობ შვილო?
-იმას ვგულისხმობ ბებია რომ ალექსი ადამიანებივით გვექცეოდა შენ კი ყველაფერი გააფუჭე
-მან შენ კინაღამ მოგკლა
-არა ბებია ის თავს იცავდა, მე კინარამ მოვკალი ის და არა პირიქით
-ეს როგორ?
-სხვა დროს სანამ ვინმეს დაადანაშაულებ კარგად დაფიქრდი -ჯეიკობი სამზარეულოდან გამოვიდა, იქ დარჩენილები კი სიჩუმის დარღვევას ერიდებოდნენ. ჯეიკობი ჩემთან სასაუბროდ მოვიდა, თუმცა მე საუბარი არ დავაცადე
-ალექს უნდა დავილაპარაკოთ
-მართალია, ჯეკიობ მანაქანა მოაწესრიგე დამჭირდება
-სადმე მიდიხარ?
-რატომ გგონია რომ მაგ შეკითხვაზე გიპასუხებ, ეს ჩემი სახლია, ჩემი მანქანა და ჩემი ცხოვრებაა ასე რომ როგორც მინდა ისე მოვიქცევი
-როგორც იტყვით მის -ჯეიკობი შებრუნდა და წავიდა, მე კი მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა და ამ ტკივილისა და სიბრაზისგან გავთავისუფლებულიყავი. ვახშამი საშინელება იყო, მარტომ ვივახშმე კაილამაც კი მიმატოვა და ის მართალია მეც არ მენდომებოდა ჩემს თავთან კონტაქტი. ვახშმობის შემდეგ ტანსაცმელი გამოვიცვალა, შავი კაბა, ქუსლიანი ფეხსაცმელი და მაკიაჟი, ყველაფერი ის რაც საჭირო იყო ჩემს სერიოზულად აღსაქმელად. მოვემზადე და კიბეებზე ჩამოვედი, კიბესთან ჯეიკობი მელოდა
-შესანიშნავად გამოიყურებით მის სმიტ -მან მანქანასთან მიმაცილა და მანქანის კარი გამიღო, რამდენიმე წუთში ტყის გზას მივუყვებოდით
-შეიძლება გკითხოთ სად მივდივართ
-მურების რეზიდენციაში
-იქ რა ჯანდაბა გინდა ალექს დაგავიწყდა რომ რიჩარდს შენი სიკვდილი უნდოდა?
-ეს შენ არ გეხება,შენი საქმე მანქანის მართვაა ასე რომ საქმეს მიხედე -იცი რა ჭირვეული პრინცესა იმათთან ითამაშე ვინც არ გიცნობს, მე კი საკმაოდ გიცნობ რომ არ დაგიჯერო -ჯეიკობმა მანქანა გადააყენა და მანქანიდან გადავიდა, მეც გადავედი მანქანიდან, საშინლად გავბრაზდი მის გამო
-რა ჯანდაბას აკეთებ ჩაჯექი მანქანაში
-მე რას ვაკეთებ თუ შენ რას აკეთებ ალექს, ცდილობ ყველა ჩამოიშორო რადგან გგონია რომ შენგან შორს უსაფრთხოდ ვიქნებით
-ჩემი საქმე არ არის მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვა
-ამის დედაც შეწყვიტე ჭირვეული გოგოსავით მოქცევა -ჯეიკმა ხმამაღლა დამიყვირა, იმდენად ხმამაღლა რომ შევცბუნდი -იცი რა მე არ მჯერა რომ შენთვის მხოლოდ დაქირავებული მუშახელი ვართ
-აჯობებს დაიჯერო ასე უფრო ნაკლებად გაგიცრუვდება იმედები
-შეწყვიტე ეს სპექტაკლი-ჯეიკი მომიახლოვდა წელზე ხელი შემომხვია, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა, ეს ჯადოსნური მომენტი იყო აი ისეთი როგორიც ზღაპრებში არის ხოლმე, თუმცა მე ვერ მივცემ თავს უფლებას ზღაპრების მჯეროდეს. ჯეიკი სასწრაფოდ მოვიშორე და უკმეხად დავუყვირე
-შენი ადგილი ნუ გავიწყდება, ახლა კი წამიყვანე რიჩარდ მურის სანახავად
-ჩემი ადგილი შენს გვერდითაა მოგწონს ეს შენ თუ არა -გზა გავაგრძელეთ, ჩუმად ხმის ამოუღებლად, ალბათ ეს სიჩუმე ჭკუიდან გადამიყვანდა თუმცა დანიშნულების ადგილას მივედით, რაც იმას ნიშნავდა რომ არ მომიწევდა ჩუმად დატუქსული ბავშვივით მანქანაში ჯდომა, მანქანა სახლთან გაჩერდა, მურების საგვარეულო სახლი ისევე უზარმაზარი იყო როგორც ჩემი სახლი, ძველი, ისტორიული და მაცდური, თითქოს რაღაც ძალა მიზიდავდა შიგნიდან. კარზე დავაკაკუნე, კარი მოახლემ გამიღო
-რით დაგეხმაროთ მის?
-რიჩარდს გადაეცით რომ ალექსანდრა სმიტს სურს მასთან საუბარი
-თქვენ მისი შვილი ხართ, ძალიან გავხართ მას
-დედაჩემს იცნობდით?
-დიახ, ის საშიში ადამიანი იყო
-რა თქვი?
-ყურადრებას ნუ მომაქცევთ მის სმიტ, ბატონს მისაღებში დაელოდეთ ახლავე დავუძახებ -მოახლემ დედაჩემს საშიში უწოდა ამან ცოტათი დამაფიქრა, მისაღებში შევედი და რიჩარდიც მალევე ჩამოვიდა
-რით დავიმსახურე ეს პატივი პატარა ქალბატონო
-შენი დახმარება მჭირდება
-ეს რაღაც ახალია
-რას გულისხმობ?
-სმიტები არ ითხოვენ დახმარებას ჩემგან
-შენ ბაბუაჩემი ხარ უფლება მაქვს შენგან დახმარება ვითხოვო
-კარგი პატარავ რით დაგეხმარო?
-მე ალექსი მქვია
-კარგი ალექს რით დაგეხმარო?
-თავს დამესხნენ, მსგავსი არადამიანური ძალა ჯერ არ მინახავს, უნდა გავიგო ვის უნდა ჩემი სიკვდილი
-თავს შენი ერთ-ერთი ნაცნობი დაგესხა?
-კი ჯეიკობი, რა იცი ამის შესახებ?
-არ მეგონა ამდენს თუ გაბედავდა, ეჰ ჩემო გოგო იმაზე ადრე დაგენგრევა ცხოვრება ვიდრე მე მეგონა
-რა ჯანდაბაზე საუბრობ, იცი ვინ დამესხა თავს? -რიჩარდი შეტრიალდა, მოახლე იხმო და ტელეფონზე ნომრის აკრეფა სთხოვა, როდესაც ნომერი უკარნახა გაოცებული დავრჩი, ნომერი ჩემი სახლის ტელეფონის იყო, მედისნის სახლის ნომერზე რეკავდა, მე კითხვა დავუსვი თუმცა მან პასუხი არ გამცა, ტელეფონზე საუბარი დაიწყო
-რიჩარდი ვარ უნდა ჩამოხვიდე, ის მოხდა რისიც გვეშინოდა, ჩვენი გოგონა საფრთხეშია მჭირდები ები -ნომერით გამოწვეულ გაოცებას მისი სიტყვებით გამოწვეულმა გაოცებამ გადააჭარბა, ის ბებიაჩემს ესაუბრებოდა მან მას ები დაუძახა, ეს რაღაც ახლი და უცნაური იყო. მე უამრავი შეკითხვა მირტიალებდა თავში
-ების რატომ დაურეკე რიჩარდ?
-იმიტომ რომ დროა სიმართლე იცოდე
-შეგიძლია სიმართლე თავად მითხრა
-სიმართლე იმდენად უცნაური და დაუჯერებელი იქნება შენთვის რომ აჯობებს ებიც აქ იყოს, რადგან არამგონია მისი დამოწმების გარეშე დამიჯერო
-იცი რა აქ მოსვალ შეცდომა იყო ახლავე სახლში მივდივარ
-მაპატიე პატარავ მაგრამ ვერსად წახვალ -რიჩარდი მომიახლოვდა ხელში რაღაც ფხვნილი ეჭირა, სანამ გავიაზრე მისი ნათქვამი მან ცხვირში შემაყარა ფხვნილი და გონება დავკარგე. სახლში შესვლიდან დიდი დრო გავიდა, ამან ჯეიკობი ააღელვა უნდოდა გაეგო კარგად ვიყავი თუ არა, სახლში შემოსვლა სცადა თუმცა უშედეგოდ, კარი სისხლის შელოცვით იყო დახურული, მისი გაღება მურების სისხლით ნათესავის გარდა არავის შეეძლო, ჯეიკობი ამან კიდევ უფრო დააფრთხო ამიტომ ების დაურეკა, ები მიხვდა რაც ხდებოდა, ამიტომ ჯეიკობს სახლში წასვლა სთხოვა ჯეიკობს წასვლა არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სახლში მარტო რომ დაბრუნდა ამან კაილა შეაშფოთა
-სად არის ალექსი?
-რიჩარდ მურის სახლში
-იქ რატომ დატოვე?
-ებიმ მთხოვა რომ დამეტოვებინა
-შენ ების დაურეკე და მან ალექსის ბაბუამისთან დატოვება გთხოვა?
-ჰო სწორედ ეგ მთხოვა
-აქ რაღაც ვერ არის რიგზე, ები ყოველთვის ცდილობდა ალექსი შორს ყოფილიყო მურების ოჯახიდან
-მგონი ალექს რაღაც დაემართა
-ეს შენი საზრუნავი არ არის შვილო, აჯობებს დაისვენო ჯერ კიდევ გამოჯამრთელების პროცესში ხარ -კმაყოფილი ტონით თქვა ვიქტორიამ
-არაფერი მჭირს, ფეხბურთის თამაშისას უარესადაც დავშავებულვარ
-მაგარია ამ სახლში არავის ადარდებს ალექსი
-ასე არ არის კაილა - ჯოზეფმა კაილას ხელი მოხვია და მისი დამშვიდება სცადა
-როგორ არ არის, ჩემი მეგობარი სახლში არ დაბრუნებულა, აქ კი მოსამსახურის ჯამრთელობას განიხილავთ
-ასე რატომ ამბობ?
-იმიტომ რომ, რომ არა ვიქტორია და მისი გამკიცხავი საუბრები ალექსი რიჩარდ მურის კლანჭებში არ ღმოჩნდებოდა
-როგორც ჩანს შენც მის ნაირი ხარ კაილა -გულდაწყვეტილმა წარმოთქვა ვიქტორიამ
-იცით რა საკმარისი ბოლო დღეებია ალექსის ლანძღვის გარდა არფერს აკეთებთ, ის საუკეთესო ადამიანი ვინც კი ოდესმე შემხვედრია, მხოლოდ იმაზე დარდობთ რომ ჯეიკობს რამდენიმე ნაკაწრი აქვს, ის მაინც თუ იკითხეთ ალექსი როგორ არის, მას ძალიან გაუჭირდა ამ ყველაფრის ატანა, ჯერ ჯეიკობის განიარაღება მოუხდა, შემდეგ კი თვენ მონსტრად შერაცხეთ. თუ მას რაიმე დაემართება ყველანი წახვალთ ამ სახლიდან -კაილას ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, ის სასწრაფოდ ეზოში გავიდა
-ყველამ გაიგონეთ როგორ მესაუბრა ეს გოგო, ისინი ორივე ერთნაირები არიან
-არა ბებია კაილა მართალია, ებიგეილი აქედან რომ წავიდა ალექსზე ზრუნვა გვთხოვა შენ კი მისი დადანაშაულების გარდა არფერი გაგიკეთებია - ჯოზეფმა გაბრაზებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები და კაილას უკან გაყვა, ვიქტორია კი გაოცებული იყო მომხდარით, მისმა შვილიშვილებმა უცხო გოგონები არჩიეს ოჯახს
-უილიამ ყველაფერი გაიგონე, ხედავ როგორ მოიქცა ორივე
-ეჰ ჩემო საყვარელო ვიქტორია ისინი მართლები არიან, ჩვენ სმიტების უკანასკნელ მემკვიდრეზე ზრუნვა გვევალებოდა შენ კი მასზე ზრუნვის ნაცვლად ბრალდებებით აავსე
-ახლა შენც იმ გოგოს მხარეს ხარ
-იმ გოგომ მშობლები დაკარგა, ბებიასგან შორს ცხოვრება უწევს, ჩვენს გარდა არავინ ყავს, შენ კი ის გარიყე, იმის გამო რომ შენთვის დისკომფორტი არ შეექმნა სახლში მოჩვენებასავით დაბორიალობდა, ვიქტორია ალექსი როგორც კი დაბრუნდება ბოდიში უნდა მოუხადო, მას ჩვენ ვჭირდებით -უილიამმა და ვიქტორიამ საუბარი განაგრძეს, ჯეიკობი თავის ოთახში შევიდა, საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა და ბოლთას სცემდა. ჯოზეფი კი კაილას გამხნევებას ცდილობდა
-კაილა გარეთ ცივა აჯობებს შიგნით შევიდეთ
-მაპატიე მაგრამ ახლა შეენს ოჯახთან ყოფნა არ შემიძლია
-ყველაფერი მესმის, ალექსი შენი ოჯახია, ის გასაჭირშია და შენ ვერაფრით ეხმარები
-ალექსი ბებიაშენის გამო წავიდა იმ საზიზღარი კაცის სანახავად
-ვიცი ვიქტორია ცუდად მოიქცა, მაგარმ ის ოჯახის დაცვას ცდილობდა
-ალექსიც ამას აკეთებს, თქვენს დასაცავად სიცოცხლესაც კი დათმობს
-ვიცი პატარავ, ალექსი ჩემთვის დასავით არის
-თუ ასეა ვიქტორიას რატომ მიეცი ასე მოქცევის უფლება
-ბებია ასე იმიტომ მოიქცა რომ შეეშინდა ჯეიკობის დაკარგვის
-ახლა კი შეიძლება მე დავკარგო ალექსი -კაილას ცრემლები წამოუვიდა, თავი ვერარ შეიკავა და აქვითინდა, ჯოზეფი მოეხვია მას, კაილამ მკერდზე დაადო თავი და ასე იდგნენ ორივე ღამის წყვდიადში, სიბნელე და ორი ადამიანი რომელსაც გაცნობის დღიდან ნელ-ნელა შეუყვარდა ერთმანეთი, ისე შემოეპარა ორივეს გულში სიყვარული რომ ვერც კი გააცნობიერეს, მხოლოდ ახლა სიბნელესა და სიჩუმეში მიხვდნენ სიმართლეს. ამ გრძნობაზე მათი გულები საუბრობდა, აქ სიტყვები ზედმეტი იყო. გარშემო სიბნელე და სიჩუმე იყო მხოლოდ ორი შეყვარებული ადამიანის გულისცემის ხმა ისმოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ehhh ra kargi tavi iyo
Damaintrigebeli
Gavgijdebi axlaaa

 


№2 წევრი MmariiamM))

nawkas12345
Ehhh ra kargi tavi iyo
Damaintrigebeli
Gavgijdebi axlaaa

მიხარია რომ მოგწონს, შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი <3
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent