ლელო (თავი 15)
- ხოდა… ნიკუშამ მითხრა დამპირდაო. რას დაპირდა არ ვიცი, გაიგებ მერეო. რო გამოვედი აღარც სანდრო იყო და მერე რაც მოხდა კი იცი. დაგირეკე და ეგაა რა. - რა? - იკივლა და ყბადაღებული მომაჩერდა ქეთო. ჩემს ლოგინზე ვიჯექით და ყავას ვსვამდით. შუქი ჩამქვრალი გვქონდა, მხოლოდ პატარა ლამფა ანათებდა ოთახს. ქეთო წამოხტა და შუქი აანთო. სახე გაბრწყინებოდა და ხტუნაობდა. - რა გიხარია ქალო? - რა და… ქორწილი ერთად გადავიხადოთ. დატრიალდით შენ და ალეც… - ჯერ ერთი, სანდრო. და მერე რა ქორწილი?! ხო არ უბერავ. ან რა მე და ალე-სანდრო. - ხო ხო… უკვე 23-ის ხარ გოგო და რას ქვია? - არ იცი? მე არ მინდოდა არასდროს ადრე გათხოვება. - კარიერის გამო. ხოდა უკვე კარიერა გაქ კაი ბებერი, გამოცდილის და რაღა გინდა? - აუ ქეთინო მოკეტე და დაეგდე. ქორწილზე რას ვშვებით? - მეჯვარე ხარ შენ… - გადავიხარხარე. - რა გაცინებს? - ეგ არ უნდა გეთქვა. - რატომ ვითომ? - აბა ჩემს გარდა ვინ ჯანდაბა უნდა იყოს? - გამომწვევად ვკითხე და ტელეფონიც აწკრიალდა. - გისმენთ. - გამარჯობათ. ქალბატონი მედეა გოგოლიძე ბრძანდებით? - დიახ. - ხვალ თორმეტ საათზე მზად იყავით. - რისთვის? - მესტიაში მიბრძანდებით. - უკაცრავად, ავად ხომ არ ხართ?- ვიკითხე და სანდროს ხარხარი გავიგე. - არ წამოხვალ? - სანდრო, სამსახური მაქვს. ვერ წამოვალ. - გთხოვ რა… - ვერა-თქო. მეც ძაან მომინდა მარა… აბა წარმოიდგინე. ერთ კვირაში ნიკუშას დაბადების დღეა და მთელი სტადიონი უნდა მოვრთო, თამაში აქვს. მერე ქეთოს ქორწილია და ამხელა მეჯვარე ქალი ვარ… - მეჯვარე ხარ? - ხო. - გვიჩალიჩებენ? ამის დედას… - კაი ეე… რას გაუტიე. რა მოხდა? - მახო გამოტყვრა იმ ღამეს და გინდა თუ არა შენ უნდა იყო ჩემიო. ხოდა მეც… აუ ჩემი შიგ აქ მაგ ბიჭს. წავედი მე. - გაბრაზებულმა მიაყარა. - კაი რა მოხდა მერე? - რას ქვია რა მოხდა? - ხო, ხო რა მოხდა? - ოო მეკო რა… შენც ჩემ ნერვებზე უკრავ. ყველასთან ერთად. - ისე რა პირობა მიეცი ჩემ ძმას ასეთი? - რა პრობლემაა ჩემ მეჯვარეობაში და რა პირობა მივეცი, მაგას გაიგებ მალახაზას ქორწილში. წავედი. - ჰა? - თემა დახურულია მეკო! - მოიცა. - რა? - მესტია? - ერთი კვირა შენთან მინდოდა ყოფნა მარა რა ვუყო? - დამ… შენ რო დარჩე ჩემთან? ან … - მი… კაი… ხვალიდან. დღეს ამოვლაგდები. - ოქეი ბეიბ. - ჩავსისინე და გავთიშე. ქეთო ჩემწინ გათეთრებული და გაგიჟებული იჯდა და მიყურებდა. - რა გამოტოვე? - რა? - რა შენთან დავრჩე, ჩემთან დარჩე გოგო? სუ გაუტიეთ თქვენ. - ჩვენ კი არა ტელეფონი მომეცი. - დავუჯაჯღანე თუარა ქეთომ უცოდველად გამომიწოდა. მახოს დავურეკე და დაკავება იყო. ქეთოს ვუთხარი ყველაფერი, რაც სანდრომ თქვა. ხოდა ხარხარი აუტყდა. კინაღამ მივგუდე. როგორც იქნა მახომ აიღო. - ჯერ შენ საცოლეს მივგუდავ, აქვე და ახლავე, მერე მოვალ და შენც მიგაკლავ! - შენ რაღა გინდა ქალო? - მე რაღა კი არა, მე მინდა თუ მინდა. - ჯერ სანდრომ გამომლანძღა ახლა შენ. სუ გაგიჟდით თქვენ? - კაი გამახსენე. მაგიტომაც მყავხარ მოსაკლავი. - რა გინდა? - აი რო გნახავ მერე გაიგებ რა მინდა. - გავუთიშე და ტელეფონი მივაგდე. - რა გინდა ჩემი ბიჭისგან? - არსად დაკარგო! რა მინდა და დამავიწყდა მეთქვა, მთელი 6 წელი ყველაფერს უკარკლავდა სანდროს! - სანდრომ მეჯვარეობაზე რა თქვა? - აიწეწა! რა უნდა ვერ გავიგე. - დებილი ხარ? რა ენდომება? - გამომცდელად გამომხედა. არა. ოღონდ ეს არა. … მთელი კვირა ნელ-ნელა მიზოზინებდა. რაგბის კლუბის პრეზიდენტს და საერთოდ ყველას შევუთანხმდი და თამაშის ბოლოს სტადიონზე 100 ლურჯ და 100 თეთრ ბუშტს ჩავყრიდით და მერე ფასანაურში წავათრევდი ნიკოს თავის ძმაკაცებთან და დაქალოშკებთან ერთად. თვითონ ეგონა უბრალოდ ბარში უნდა გადამეხადა, მაგრამ მე რისი სუპერ-მემე ვიქნებოდი? 13 წელი ყოველთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, განსაკუთრებით ბიჭისთვის. 13 წლის ასაკში, განსაკუთრებით მძაფრდება გარდატეხა და ბავშვი ცვლას იწყებს. რა მახსენდება პირველი ამ ასაკზე? გახსოვთ ადრე, სკოლის წინ რომ აკო ვნახე? აი ის. ის მახსენდება. 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი და იმ ბიჭმა შემცვალა. ჩემი პატარა ვაჟკაცი უკვე ამდენის ხდებოდა. უკვე ხმა დაუბოხდა და უკვე კაცი ხდებოდა. სანდრო სულ კუდში დამყვებოდა ეს ერთი კვირა. ხან მე ვრჩებოდი მასთან და ხან ის - ჩემთან. უფრო ხშირად ჩემთან ვიყავით, ნიკუს გამო. ხოდა ბოლოს ისე იყვნენ ძმები გეგონებოდათ. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. გათენდა 23 მაისი. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე. არც 31 მარტი მიყვარდა ასე და არც 1 ან 7 იანვარი. მხოლოდ 23 მაისი. დღე, როდესაც ქვეყანას მოევლინა პატარა ანგელოზი ჩემი ძმის სახით. თითქოს ღმერთმა ის გამომიგზავნა და დამიბარა ყველაზე დიდ საჩუქარს გაუფრთხილდიო. ვერც ერთი დედისერთა და შეიძლება ვერც ერთი ჩვეულებრივი ადამიანიც ვერ მიხვდეს, რას ვგრძნობ ნიკუშასადმი. როდესაც ოთახში პატარა ბაჯბაჯას ნაცვლად, დიდი, გაზრდილი, დაკუნთული ბიჭი შემოდის. რა მემართება, როდესაც პირს აღებს და მისი წკრიალა ხმის მაგივრად, კაცური ხმა ამოდის. და რა მემართება, როდესაც მეუბნება რომ დამიცავს. ვერავინ გაგებს, რას ნიშნავს ჩემთვის, მისთვის ყოველი ამოსუნთქვა. როგორ მიყვარს როდესაც მძინარეს ვუყურებ. და რამდეჯნერ მიტირია მხოლოდ მისთვის. მის გამო ვარ ახლა ასეთი. მის გამო არ გავნადგურდი, როდესაც ლალი მოკვდა, დედა მოკვდა, ალე წავიდა, რუსკა გაქრა… მარტო დავრჩი. იმიტომ რომ ის მყავდა და მას მე ვყავდი. გარდა ამისა… მაგიჟებს ფაქტი, რომ ის ბედნიერდება ჩემი ერთი სიტყვით, “ვამაყობ”. ყოველთვის, როდესაც ამას ვეუბნები, ანათებს. რამდენჯერ გვიჩხუბია და როდესაც ვამჩნევ, რა ჭკვიანურად მეკამათება, როგორ იცავს თავს, როგორ მსჯელობს, ჩხუბის ბოლოსაც კი კმაყოფილება ჩამყლაპავს ხოლმე და ვეუბნები რომ ვამაყობ. ის კი უცებ იცვლება და მთელი ძალით მიკრავს ხოლმე გულში. გათენდა ის დალოცვილი დღე, როდესაც ღმერთმა თავისი სახით შექმნილი ადამიანი, თავისი ნაწილი, ნიკუშა გამომიგზავნა. ექვსზე თვალები გავახილე და ჩემს გვერდით მწოლიარე ბუმბერაზი არსება დავინახე პირველი. მის დანახვაზე უდიდესი ღიმილი გადამეკრა სახეზე და გულში რაღაც ჩამეღვარა. ამ კვირაში ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. სულ. მამიდამისიც გავიცანი და ძალიან შევიყვარე. ახლა უკვე ალეზე სულ აღარ ვფიქრობდი. ახლა მისი სახეცვლილება, სანდრო მიყვარდა. მიყვარდა? უკვე ვამბობ, რომ უკვე მიყვარდა. ვგიჟდებოდი ისე. სულ ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. დაბადების დღის დაგეგმვაში ჩემზე დიდი წვლილი მას მიუძღოდა. მე უბრალოდ იდეებს ვაწვდიდი, ის კი ამატებდა და ახორციელებდა. ავდექი და კარადასთან მივედი. სრულიად შიშველი ვიყავი და გულში ვლოცულობდი, რომ სანდროს არ გაღვიძებოდა. სასწრაფოდ ჩავიცვი მუქი ლურჯი, სიფრიფანა სარაფანა და ფეხები ჩუსტებში ჩავყე. სამზარეულოში ბიჭებისთვის საუზმე მოვამზადე. მერე გავემზადე. შავი ტყავის, დაბალძირიანი სანდლები ჩავიცვი. ოთახში შევბრუნდი. სანის ეღვიძა. - საით ფისო? - აი ეგ იდიოტობა აღარ დამიძახო, თორემ… - თითი დავუქნიე. - თორემ რა… - ცოლად არ გამოგყვები. - რაც პირველი მომივიდა თავში ამოვიბუტბუტე “ჩემთვის” და მანაც გაიგო. - რა? - რაც გაიგე. - მაგაზე გიფიქრია? - ოო… მოიცა რა… რა დროს მაგაზე ფიქრია. - ზუსტად დროსია. - მერე იყოს. ახლა არა. - ძაან მერე? - როცა შენ გულს მოუნდება სანდრიკ. დღეს, ხვალ, ზეგ, გუშინ... ახლა არა. - ვეუბნებოდი და რაღაცას გამალებით ვეძებდი. - ჰე, რას ეძებ? - მანქანის გასაღებს. - საით? - საქმე მაქვს. შენ რვაზე ნიკუშა გააღვიძე თუ არ ვიქნები. - სად მიდიხარ? - ხმა დაუსერიოზულდა და ადგა. წინ დამიდგა და გაბრაზებული მიყურებდა. - ეჭვიანობ? - არა! სად მიდიხარ ამ დილა უთენია? აბა ეს ორი დღე გავატავისუფლეო. - სასაფლაოზე მივდივარ, სანდრო! დედაჩემის საფლავზე მივდივარ. - დედაშენის? - გაოცებულმა მკითხა. - არ მომიყოლია? - რა? - დედაჩემი გააუპატიურეს და ნიკუშაც ეგრე გაჩნდა. იმიტომ იყო ასეთი. - მოკლედ და ცივად ვუთხარი. - ნიკუშამ იცის? - კი… წინა წელს ვუთხარი. გადავწყვიტე, რომ საკმარისად დიდი იყო. - როგორ მიიღო? - გაუგო და ყველაფერი აპატია. მერე ცოტა ხანი ცუდად იყო, მაგრამ ეგეც გადალახა. მისთვის დაუძლეველი არაფერია. იცი რა მაგარია? ჭკვიანი და ძლიერი! - რას მეტრაბახები? - არ გეტრაბახები! - კიდე ბევრის გაზრდა მოგიწევს. - ჩაიდუდღუნა და ლოგინში დაბრუნდა. ისე მოვიქეცი თითქოს არაფერი გამიგია. არადა ეს რომ თქვა რაღაც, საოცრად ვიგრძენი თავი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია სულ ასე მელაპარაკებაოდა. - იძინებ? - ხო. - არ უთხრა იმას იქ რო მივდივარ. - გავფრთხილე და გავედი. სასაფლაოს წინ გავაჩერე მანქანადა ყვავილები ვიყიდე. დედას ვაჩუქე და იქვე ჩამოვჯექი. ვუყურებდი საფლავის ქვას, რომელზეც სურათი არ ეხატა, რადგან არ მიყვარდა სურათებიანი საფლავები. რამდენი ხანი ვიჯექი და ვუყურებდი დედას საფლავს. ადგილს სადაც ის იწვა. არავითარი გრძნობები. მხოლოდ ორი ცალი. მონატრება და სინანული. რვის ნახევარზე ნიკუშამ მომწერა სად ხარო და გამოვფხიზლდი. - მაპატიე დედა. - ამოვიბურდღუნე და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე. - იუბილარის გმირი და სახლშია! - შესვლისთანავე ვიბღავლე. შემოსასვლელშივე შემეჩეხა ვიღაც დიდი კაცის ხმა. სასტუმროდან გამოდიოდა. მაშინვე ვიცანი მამაჩემის ჩახლეჩილი და სერიოზული ხმა. შევედი თუარა სანდრო და მამა წამოდგნენ. -მამიკო! - გახარებულმა წამოვიყვირე და მამას შევახტი. - ჩემი მამუცუნა! - მოვშორდი და ლოყები დავუკოცნე. - პატარძალიც მოსულა. - ჩაიდუდღუნა ნიკუშამ და თეფშები გაიტანა სამზარეულოში. - ბატონო? - არაფერი. - დაიღრინა სანდრომ. - რა არაფერი რა თქვა? - იღადავა გოგო. რა იყო? - გაბრაზებული და აწითლებული სანდრო მოჩხუბარ მზერას არ აცილებდა ნიკუშას. - ეგ ხო მარა აქ რა ხდება? - რა და… მოვედი და ეს ბიჭი დამხვდა სახლში. ვინაა? - წარბაწეულმა მკითხა მამამ. - როდის აქთ მაკონტროლებთ, დავით? - ხუმრობასაც არ გაცდის, რა გაგზარდე ასეთი უჟმური. - ამოიბურტყუნდა და ერთად გაიცინა სამივემ. - რა დროს ესაა?- ხელები აღვმართე და ნიკუშასკენ გავიკეცი. - დამიბერდა ბიჭი! როგორ უყვარს დაიკოს! - კაი რა გეტაკა? - დაბადების დღეს გილოცავ, ჯუჯღუნ. - მოვშორდი და რასაც ქვია, ჯუჯღუნა სახეს გადავაწყდი. ლოყები კარგად დავუკოცნე და ჩემ კაცებს მივუჯექი გვერდზე. - აბა რაზე ვბაასობთ? - ჩემს ამ კითხვაზე სამივემ ერთმანეთს გადახედა, როგორც კოუ-ბოიების ფილმებშია დუელების წინ. - ქეთოს ქორწილზე. - დაუფიქრებლად წამოაყრანტალა მამამ. - უი ხო, მა… შენთან ხო მოვიდა მოსაწვევი? - სამსახურში გამომიგზავნიდა. - ხო, რა მნიშვნელობა აქვს. ხო წამოხვალ? მეჯვარის მამა ხარ და ისე როგორ? - ხო. ხო. ვნახოთ. - ვნახოთ? კაი რა მამი! - ბუზღუნი დავიწყე და ტუჩები ისევ ისე გამომებურცა, როგორც ყველა გაბრაზებისას ვიცი. ამაზე სამივეს ერთად გაეცინა და მე უარესად მომეშალა ნერვები. წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. - წამოვა გოგო! აბა რას იზავს? ამას როგორ დააკლდება? - ქეთოს ქორწილს? - ნიკუშამ კითხვა დაუბრუნა და აქედანაც კარგად დავინახე, როგორ დაუბღვირა სანდრომ. - არა. - მოკლედ თქვა და ოთახში გავიდა. უკან წასასვლელად გამზადებული გამოვიდა. ცხრაზე ყველა სანდროს მანქანაში ვიჯექით. მამა და სანდრო სახლების ყიდვა-გაყიდვაზე ლაპარაკობდნენ. რა ეტაკათ ვერ გავიგე. მე ნიკუშას ვუყურებდი. თამაშის გამო ცოტა ნერვიულობდა და ფანჯარაში უაზროდ იყურებოდა. და ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ ახლა მართლა სრულყოფილი ცხოვრება მქონდა. წინ მამაჩემი და ჩემი სანდრო ლაპარაკობდნენ, მე კიდე ნიკუს ვეჯექი გვერდზე და არაფერი ხდებოდა, რაზეც ნერვიულობა ღირდა. სტადიონის წინ გაჩერდა მანქანა და ნიკუშა გაიქცა. ჩვენ თორმეტზე უნდა მივსულიყავით იქ. ამიტომ იქაურობა დავტოვეთ. ამ დროს ქეთუსამ მომწერა, ჩვენ კაფეში მოდიო. - სანდრო, კაფეში წამიყვანე რა. ქეთო უნდა ვნახო. - ძაან კაი. - ამოთქვა ღიმილით და გზას გადაუხვია. - რას ქვია ძაან კაი? - რა და… ოო მეკო, ყველაფერი ხო არ უნდა გაიგო? - გაბრაზდა და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა. - რა გჭირს შენ, სულ ყველაფერზე რატომ ბრაზდები? ხო კარგადაა ყველაფერი? - ნერვიულობს შვილო, შეეშვი. - და რაზე მეტყვის ვინმე? - მალხაზას ქორწილში გეტყვი მე თვითონ. - და თვეები უნდა გელოდო ანუ? - რა თვეები გოგო, ამ ოთხშაბათსაა. - ჰა? - მანქანა კაფის წინ გაჩერდა და მეც კარი გიჟურად გავაღე, წინ გადავიწიე, სანდროს ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და გადავედი. დავინახე, როგორ გაეღიმა მამას ჩემს ამ ქცევაზე. მანქანა ჩემი გადასვლისთანავე მოსწყდა ადგილს და იმათმაც ბაასობა გააგრძეეს. ქეთოს პირდაპირ გაგიჟეუი დავეხეთქე. - ამ ოთხშაბათამდე რა ჯანდაბა უნდა მოვასწროთ, ჰა?! - გაბრაზებუმა დავიწყე ისე, რომ არავის მივსამებივარ. - მოიცადე გოგო. ესეიგი, ეს გუგაა, ეს მეკო. - ჩემს გვერდით მჯდარ ბიჭს ახლაღა გადავხედე და ქეთოს გვერდით მჯდარი სიძეც დავინახე. - უი, გუგა. - გადავკოცნე. - როგორ ხარ? - კარგად მეკუშ შენ? - იცნობთ ერთმანეთს? - შვილიკო, შენი საქმროს ბოლო ექვსი იუბილიდან არც ერთი გამომიტოვია და… - გავუღიმე და ოფიციანტის მიერ მოტანილ ნაყინს დავაცხრი. კივის და მარწყვის იყო. როგორც მე მიყვარს. - ჰე, ეხა რას დამიბარეთ? თორმეტის ნახევარზე უნდა წავიდე და მალე. - ესეიგი. მახუკამ…- დაიწყო ქეთომ, რომლის თვალებიც ისე ანათებდნენ, მართლა მზეს ჰგავდა. ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. - მახუკა არა ის, მალხაზა იყოს. - ამოვიდუდღუნე და ნაყინის შემდეგი ლუკმა ვიტაკე პირში. - ხო ვინცაა. მაცადე. ეს ერთი კვირა იმიტომ არ ჩანდა ვაჟ-ბატონი, უკვე რესტორანიც აურჩევია, ეკლესიაც, ლიმუზინიც, მოსაწვევებიც და ყველაფერი რა. მარტო კაბები დაგვრჩა. და ხვალ გავიდეთ მე და შენ. - ხვალ მე აქ ვიქნები მერე? აუ რა! არ უნდა მითხრა მალხაზ? - გადავხედე და თვალებით მოვკალი. - სად იქნები გოგო? - მე და სანდრომ ნიკუშა და ბავშვები უნდა ავიყვანოთ ფასანაურში დღეს. - აუუ. - ბედნიერება სრულიად გაუქრა სახიდან ქეთოს და მეც ვეღარ გავუძელი. - ვიზამ რამეს და ჩამოვალ დილით. სანდროს ხო არ დავუტოვებ ბავშვებს? - დებილი ხარ გოგო, რა…- ახლა მახომ დამიწყო. - ტიპი თითქმის საქმროა და შენ კიდე… - ამის თქმა და ქეთოს მუჯლუგუნი ერთი იყო. - მოიცა რა? რა? რა? - უკვე ვყვიროდი. - ხო აბა.. - დაიბნა და არ იცოდა რა ეთქვა. - სუ ერთად ხართ-თქო რა. - ისე დამაჯერებლად თქვა, ჩემი ეჭვები ცოტა ხნით უკუვაგდე. თორმეტის ნახევარზე სანდრომ დამირეკა გარეთ გელოდებიო. თავს საოცრად ვგრძნობდი. მახოს სიტყვებმა დამაფიქრეს და მივხვდი, რომ მეტი მართლა აღარაფერი იყო საჭირო, მე მართლა სანდროსთან მინდოდა მთელი ცხოვრება ყოფნა. რატომაც არა? რას უნდა დავლოდებოდი? მაგრამ გულის სიღრმეში, ეკალივით, მაინც მქონდა შიში, რომ სანდრო წავიდოდა. რომ ის ისევ დამტოვებდა. ამასთან რა უნდა მექნა თუ ცოლობას მალე არ მთხოვდა? ალბათ გავგიჟდებოდი. ჩაფიქრებული ჩავუჯექი მანქანაში და ოცნებების ქვესკნელში ფრთების გარეშე გადავეშვი. მე და სანდრო, როგორც ცოლ-ქმარი, როგორც დედ-მამა. როგორც ერთად მცხოვრები ორი სული და ორი სხეული… - რა მოხდა? - არაფერი. - გაკვირვებული გამოვედი ფიქრებიდან და მომღიმარი სანდრო შემეჩეხა. მამა მანქანაში აღარ იჯდა. მე კი წინ ისე დავჯექი, არც კი გამიცნობიერებია. - მთელი გზაა იღიმი და არც არაფერს ამბობ. - უბრალოდ ჩავფიქრდი. - ყველაფერი უნდა იცოდე? - რაც შენს თავში ხდება, კი. - თქვა და მანქანა სტადიონთან გააჩერა. - არაფერი ისეთი. უბრალოდ მახო და ქეთო რო ვნახე… - იმათი ამბავი გახარებს? - ეგეც, მაგრამ… მე ჩემს თავზე დავფიქრდი. - ჩემთან ერთად? - იკითხა და ასე მეგონა, მისი ხმა კი არა სიმღერა ამოდიოდა პირიდან. გავხედე. ისეთი გახარებული შემომციცინებდა. მიღიმოდა და ჩემს პასუხს ელოდა. ღვედი უცებ მოვიხსენი და მაგრად ჩავეხუტე. - აბა, სხვა ვისთან? - ყელში ნელა ვაკოცე და მანქანიდან გადავედი. თამაში დაიწყო. სიმართლე გითხრად, აზრზე არ ვიყავი რამდენით რამდენი იყო, ვის ეთამაშებოდნენ, რა ხდებოდა. მე მხოლოდ ნიკუშას ვუყურებდი საოცარი სისწრაფით, რომ დაჰქროდა და ხან სხვას აგდებდა და ხანაც თვიტონ ეგდო ძირს. მეორე ტაიმში ნიკუშამ მორიგი ლელო დადო და მეც ფეხზე წამოვხტი. - ლელო! ლელო! - ვხტუნაობდი და სანდროსკენ მივბრუნდი, რომელიც ჩემს გვერდზე არ იჯდა, კიბეზე ამოდიოდა ლურჯი ვარდების ძალიან დიდი თაიგულითურთ. წინ გადამიდგა. - ნიკუშამდე, ეს დღე შენ უნდა მოგილოცო. შეიძლება არ მესმის და არ ვიცი, როგორ გიყვარს, მაგრამ ის ვიცი, ყოველ ღამე რომ გეღვიძებ და მის ოთახში შედიხარ. ის ვიცი, ყველა გადაწყვეტილები მიღებამდე ნიკუშაზე, რომ ფიქრობ. ის ვიცი, როგორ ნერვიულობ, როდესაც სიცხე უწევს. ის ვიცი, როგორ გიკლვს გულს მისი ცრემლები და როგორ აღმერთებ მის ამოსუნთქვა… ეს ერთერთია იმ უსასრულო მიზეზთაგან, რის გამოც მე შენ გაღმერთებ და იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე შემიძლია. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არაფერი, რაც მომეწონება და რაც გამიხარდება, თუ შენ არ იყავი ჩემს გვერდით… - ამოისუნთქა და ვარდები გამომიწოდა. - იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე ადამიანებს შეგვიძლია. ღმერთმა რისი უფლებაც მომცა, იმაზე მეტად მიყვარხარ, მეკო. - ბოლო სიტყვები შედარებით ჩუმად ამოთქვა. მეც არ დავაცადე და მთელი ტანით ავეკარი. ერთმანეთისთვის რამდენი ხანია არ გვითქვამს, რომ გვიყვარდა. 6 წელია. თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ეს უბრალოდ ვიცოდით და თქმასაც არ საჭიროებდა. უბრალოდ ვიცოდით. ახლა როდესაც ეს თქვა, ჩემში ახალი ჭურჭელი გაჩნდა, რომელიც არა შავი, არამედ “ელექტრიკი” ლურჯი, თხელი და უწონო სითხით ივსებოდა. ეს ბედნიერების სისხლი იყო. თვალებზე ცრემლები მაწვებოდნენ, მაგრამ ერთსაც არ ვუშვებდი. მე იმდენი უბედურება გამოვიარე, მგონი ამაზე ტირილი უაზრობა იქნებოდა. ვეხუტებოდი ადამიანს, რომელიც ზუსტად იგივენაირად მიყვარდა მე, როგორც მას. არც მეტად და არც ნაკლებად. მოვშორდი. პატარა ბავშვივით ხელებჩამოყრილი იდგა და რაღაცას ელოდა. მეც მისი თავი ჩემს ხელებში მოვიქციე. - ყველაფერი შენ ხარ. საწყისის და ბოლოც. მხოლოდ შენ… და ნიკუშა რა თქმა უნდა. - გამეცინა. თავი გვერდზე გადავხარე და მის სახის ნაქვთებს ხარბად დავუწყე ყურება. - არც კი იცი, როგორ მიყვარხარ. მე შენნაირად ლამაზად ვერ ვიტყვი, მაგრამ იცოდე, რომ უმართავი, უსაზღვრო, უსასრულო, აუხსნელი სიყვარულით მიყვარხარ. - ნელა ამოვთქვი და ისევ ჩავეხუტე. ხელები ძალიან ძლიერად შემოვხვიე და ვაკოცე. ჩახუტებულები ვიდექით ცოტა ხანიც და მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა. თამაში დამთავრდა. უცებ მომიშორა სანდრომ. - ნიკუშა! - წამოიძხა და ორივე კიბეზე დავეშვით. ორ წამში სტადიონზე ვიდექით. ბუ! და ყველა მხრიდან ბუშტებმა იფრინეს. ჩაირთო დაბადების დღის სიმღერა და ნიკუშასკენ ხელებ გაშლილი გავემართე. ჩავეხუტე. - ოფლიანი ვარ მეკო! - პამპერსებს გიცვლიდი და შენი ოფლი შემზიზღდება? - სიცილით ვკითხე და ლოყები დავუკოცნე. მთელი სტადიონი ჩვენ გვიყურებდა. - ყველაფერს საუკეთესოს გისუვებ ჩემო ბიჭო. ვერასოდეს გაიგებ, რას ვგრძნობ როცა გიყურებ. უბრალოდ… სიამაყეს ვერ ვიტევ. - ვთქვი და თვალიდან ეული ცრემლი გადმომვარდა. ღრმად შევისუნთქე და მოვიშორე. - ვამაყობ, რომ ჩემი ძმა ხარ. - მე ვამაყობ, რომ შენ გამზარდე. - ჩუმად დაიდუდღუნა. - მართლა ჩემი ბიჭი ხარ. - მთელი ძალით ჩავიკარი გულში. ამ სცენის თითოეულმა მაყურებელმა ტაშის დაკვრა დაიწყო. ქალები ტიროდნენ ჩვენი შემყურენი. როცა დაბადების დღის სიმღერა დამთავრდა, მე უკვე სანდროს გვერდთ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ულოცავდნენ ჩემს ვაჟკაცს დაბადების დღე. - უსმინე. - ყურში ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა სანდრომ. სიმღერის შემდეგ დაიწყო ახალი… ნაცნობი მელოდიის გაგებისას დავინახე, როგორი სახით გამომხედა ნიკუშამ. თვალები უნათებდა. ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. - მემე… - ჩუმად მითხრა და წინ დამიდგა. “ციდან გამოვიქეცი, შენთან გამოვიქეცი, ვერ მიცანი? კაპ, კაპ, კაპ, წვიმად გავიქეცი…” - ტირილი აღარ მინდოდა და დებილივით გაკრეჭილი ვუყურებდი ჩემს ბიჭს. ძალიან დიდი ნერწყვი გადავყლაპე და შუბლზე ვაკოცე. - გარეთ გელოდებით. - სანდროს ხელი ჩავკიდე და გავედით. გარეთ სანდროს მანქანა და ნაქირავები მინი-ვენი იდგა. ბავშვების ნაწილი სანდროსთან ჩაჯდა. ნაწილი ჩემთან. … სახლში საშინელი არეულობა იყო. ღამის 4-ზე ყველა დასაძინებლად ავიდა. მე და სანდრო დავრჩით. იქაურობა დავალაგეთ და ოთახში ავედით. ლოგინზე მოწყვეტით დავეცი. სანდრო სკამზე იჯდა და მე მიყურებდა. - ხვალ რამენაირად ადრე უნდა წავიდე. - მითხრა მახომ. - მერე? - თერთმეტზე გავიდეთ აქედან. - ძილი არ უნდათ? - შვიდი საათი ეყოფათ. თუ არადა ხვალ შეუბრონ ძილი. - წამოდგა და ლოგინთან დადგა. - ერთი სული მაქვს ოთხშაბათი მოვიდეს. ვეღარც ვითმენ. - რას ვერ ითმენ? - მალხაზას ქორწილს. ერთად გავიზარდეთ და… ეჰ…- ამოიხვნეშა და ფიქრებში წავიდა. მეც ავდექი, მასთან ნელა მივედი და ხელები წელზე შემოვხვიე. მისი სუნი ხარბად შევისუნთქე და ჩემს ჭურჭელს ბედნიერების სისხლი შევმატე. - ჩემი ხარ. -ჩუმად ვთქვი და თავი დავადე. *** უკვე მერამდენე კაბას ისინჯავს ვერ გეტყვით, შედის და გამოდის, შედის და გამოდის. ხან ფუშფუშა არ მინდაო, ხან მოტკეცილი არ მინდაო. გრძელი, მოკლე, თეთრი, კრემისფერი, დაშვებული, აწეული, ფატით, უფატოდ, მხრებიანი, უმხრებო, ზურგამოღებული და ზურგიანი, გრძელი მკლავებით, მოკლეთი, დეკოლტით, მის გარეშე. ბოლოს კაბებს შორის გავისეირნე და ვათვალიერებდი. თეთრი, მთელს ტანზე გამოყვანილი კაბა, რომელიც მუხლამდე მოტკეცილია და ქვემოთ გაშვებული, უზურგო და გულ ამოღებული, მკლავები იდაყვებამდე, წელზე ვერცხლისფერი ბრჭყვიალა ლენტი იყო შემოხვეული, ხელი დავტაცე და გავიქეცი. ქეთო მორიგი კაბით იყურებოდა სარკეში. - არაფერი მიხდება! მახინჯი ვარ! - ის იყო ტირილი უნდა დაეწყო კაბა შევაჩეჩე. - ულამაზესი ხარ და მოკეტე. მიდი მიდი ჩაიცვი. - შევიდა და გარეთ ჩაცმული გამობრუნდა. - ვაიმე დედა… - აღმომხდა და პირდაღებული მივაჩერდი. - მგონი კაია ხო? - მგონი? უბერავ გოგო? ულამაზესი ხარ! ვაიმე, მახომ ასე რომ დაგინახოს გაგშორდება და ისევ მოგიყვანს ცოლად! - შენ გაშორდი სანდროს თუ გინდა! რეებს მეუბნები… - ქეთოოო! - ბოლო ხმაზე ვიკივლე და გავეხვიე. - ჩემი ქალი თხოვდება ხალხო! - ცასი ხელებაპყრობილმა ვთქვი და ყველა კონსულტანტმა სიცილი დაიწყო. ერთერთს ხელში ტელეფონი შევაჩეჩე და ქეთოსთან სურათი გადავიღე. საშინლად მაბედნიერებდა ეს ამბავი. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი გოგო ბედნიერდებოდა. მისი გათხოვება კი არა, სიხარული მიხაროდა. წარმოდგენაც არ შემეძლო, რას გრძნობდა ახლა მარიამი (ქეთოს დედა). - ახლა მე გამომყევი! კაბა არ მაქვს! - დავუჯუჯღუნე და გავედით. ჩემი კაბა მალევე ავარჩიეთ. … ჯვრის წერა 26 მაისს იყო. ძალიან პატარა. მხოლოდ მე, გუგა და ნეფე-დედოფალი. მარტივად დაიწერეს ჯვარი მთაწმინდის მამადავითის ეკლესიაში. ორი დღის განმავლობაში სანდრო არ მინახავს, მხოლოდ ტელეფონზე ველაპარაკე ორჯერ. რაღაცას ვაგვარებო. დიდად არც მე მეცალა, ამიტომ პრობლემა არავის ჰქონია. გათენდა 27 მაისი. თავი გიჟივით წამოვყავი. ღამე ქეთოსთან დავრჩი. ყველაფერი აქ მქონდა მოტანილი. სულ ფაცა-ფუცით ვემზადებოდით. ვიზაჟისტი და თმის სტილისტი, როგორც იქნა მოვიდა. ჯერ პატარძალს გადააკვდნენ, მერე კი მე გამიკეთეს მარტივი მაკიაში. მუქი შინდისფერი პომადა და ძალიან მსუბუქი მაკიაჟი თვალებზე(მე). კაბებში ჩავეტენეთ და სარკეში ვიყურებოდით. სტილისტს ვთხოვეთ და სურათი გადაგვიღო. აბა წინა-საქორწინო სურათიც ხო მინდოდა? ასეთი ლამაზი არც ქეთი მინახავს და არც ჩემი თავი. მის გამხდარ ტანს ეს კაბა საშინლად უხდებოდა. თმა აწეული ჰქონდა, რაღაცნაირად ჩაწნილი. მე მხრებამდე თხელი ტალღები მქონდა. ჩვნი კაბები ერთმანეთს ძალიან უხდებოდა. მისი კაბა მუხლამდე მოტკეცილი იყო, ჩემიც ეგრე. უბრალოდ ჩემსას მხრები არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მუქი ლურჯი და თეთრი კაბა ერთმანეთს საოცრად ერწყმოდნენ. ეზოდან პიპინი გავიგეთ. მე და ქეთო კიბეზე ჩავედით. ხელში მისი კაბის ბოლო, ქლადჩი ჩემი თაიგული და ჩემი კაბის ბოლო რანაირად მეჭირა არ ვიცი. როგორც იქნა ჩავაღწიეთ. ლიმუზინზე აყუდებული მახო ქეთის დანახვისას გაშრა. - მაგარ შარში ხარ. - ღიმილით უთხრა გუგამ და კარი გაგვიღო. - შარში ქეთაა. - ღიმილით უთხრა იმანაც და ქეთის თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. - ღამემდე მოგიწევს დაცდა. - ბოროტი ღიმილიტ მივახალე მეც და მანქანაში შევძვერი. მე და გუგა სიძე-პატარძალის წინ ვიჯექით და იმათ ვუყურებდით. თვალს ერთმანეთს ვერ წყვეტდნენ და დებილებივით იღიმოდნენ. ჭუკჭუკებდნენ, ენას არ აჩერებდნენ. მახო წამში ერთხელ კომპლიმენტებით ამკობდა ცოლს. მანქანა რესტორანის წინ გაჩერდა. ეზო უზარმაზარი და მწვანით მოსილი იყო. ეს რესტორანზე მეტად საქორწინო დარბაზია. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი ქორწილი არ მინდა. იმდენი ხალხი იყო. მძღოლმა კარი გაარო და მანქანიდან გადავიდნენ. უკან მე და გუგა მივყევით, როგორც წესია ხელკავი გამომიდო. - ძალიან ლამაზი ხარ, ვაჟკაც. - ყურში ჩამჩურჩულა და გამიღიმა. მახოს ერთ-ერთ იუბილეზე ძალიან დავთვერი და ყველა მეღადავებოდა კაი მოქეიფე ვაჟკაცის სული გაქვსო. მანქანიდან ადავედი თუ არა, ძალიან ბევრი ადამიანის მზერა ვიგრძენი. ქეთომ მე გადმომხედა. - ჯერ ხელი უნდა მოვაწეროთ ხო? - ხო, სულელო. - სხვა დროს დავუბღვერდი, მაგრამ ახლა ღიმილი გადამეკრო. შევედით. მაგიდასთან, სადაც ქალი იდგა საბუთებით, სანდრო იდგა და მე მომჩერებოდა. სანამ დავინახავდი, თვალებით ყველგან მას ვეძებდი. როდესაც ხარბი მზერა ვიგრძენი, იქით გავიხედე და ღიმილშემხმარი სანდრო დავინახე. შარვალ-კოსტიუმში სულ სხვანაირი იყო. თმა აჩეჩილი კი არა, სუფთად გადავარცხნილი ჰქონდა. რაღაც არაამქვეყნიურად სიმპატიური მომეჩვენა. ხალხიდან ახალგაზრდა ბიჭი გამოძვრა და გვერდით მიუდგა. გამოწკეპილ ბიჭში ჩემი ძმა ამოვიცანი, რომელიც ისე მიღიმოდა, ლოყები ჯოკერივით ჰქონდა გადახეული. როგორც იქნა, ხელის მოწერის ცერემონიალიც დამთავრდა და სანდროსკენ გავემართე. ის მაგიდასთან იჯდა და მე მიყურებდა. მივუახლოვდი თუ არა წამოხტა. ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ვინ გაცდის? წინ გაშეშებული დამიდგა და მათვალიერებდა. - არ გრცხვენია? პატარძალი მაინც არ გეცოდება? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ყელში ძალიან ნაზადა მაკოცა. თავიდან ბევრი ვიცეკვე, მერე იმდენმა გამაჩერა და “მომესალმა”. ოჯახით დაწყებული კარიერამდე ყველაფერი გამომიკითხეს. ბოლოს საშნლად დაღლილი ჩავესვენე სკამსი, ნიკუშას გვერდით. სანდროს სკამზე ვიჯექი. ვიჯექი და მოცეკვავე ხალხს ვუყურებდი, როდესაც ბრბოში სანდროც დავლანდე. მთელი მონდომებით ვაკვირდებოდი ბიჭს, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა, გაქრა და დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში. ეს ნამდვილად აღარ იყო ალე. ეს იყო სანდრო. უფრო ძლიერი, სერიოზული და სევდიანი. ყოველთვის, როდესაც ჩემთან იყო, მის თვალებში უსაზღვრო მზრუნველობას ვამჩნევდი. ერთხელ თავი ამტკივდა და ძლივს დავამშვიდე. ექიმებთან რეკავდა. სულ იმას გაიძახდა შენს დაკარგვას ვერ გადავიტანო. ყოველთვის, როდესაც უხეშად ვეხუმრებოდი, უძირო სევდა ისადგურებდა მის თვალებში. პატარა ბავშვივით იყო, ჩემგან ყველაფერი წყინდა, პატარასავით მოფერება უნდოდა სულ და როცა ნერვიულობდა, ჩემს კისერში რგავდა თავს… ფიქრებიდან კბილების ელვარებამ გამომაფხიზლა. ოღონთ არა სანდროსი, არამედ მასთან მოცეკვავე უცხო გოგოსი. მის წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული, გოგოს მის მხრებზე ეწყო და გაღიმებულები ცეკვავდნენ. ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით მძულს ეგეთები და მით უმეტეს სანდროს ბოლომდე ვენდობი, უბრალოდ ამ გოგოს კისკისმა მომიშალა ნერვები. შავი ღვინო გადავკარი. მერე მეორე… მესამე… ეჭვიანობის გამო არა, უბრალოდ დაღლილი ვიყავი. ნუ… ცოტა მაგის გამოც. უკვე კარგად შემთვრალმა კიდევ ერთი ჭიქა ავიღე და აივანზე გავედი. მოაჯირს მივეყუდე. უკვე საკმაოდ ბნელოდა და ცივი ნიავი სასიამოვნოდ მიგრილებდა ალკოჰოლისგან ახურებულ კანს. სხვა ფხიზელი თუ მთვრალი იტყოდა, რომ ციოდა, მაგრამ მე არასდროს მიყვარდა სიცხე, სითბო. არ შემიძლია მეცვას თბილად. ზამთარშიც არასდროს ვხმარობ კაშნეს, მიყვარს როდესაც ცივი ჰაერი უმოწყალოდ ეჯახება ჩემს სახეს. მიყვარს ადამიანების აწითლებული ცხვირის წვერები და ლოყები. მიყვარს სიცივე. და მიუხედავად იმისა, რომ მეც ცივი ვიყავი და ვარ, ჩემში ყოველთვის ენთო ჩაუქრობელი ცეცხლი. ღვინის ბოლოს წვეთი გადავუშვი ყელში და ჭიქა სქელ მოაჯირზე დავდე. ქვემოთ რაღაც ხდებოდა, ბევრი ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდნენ. მოაჯირიდან ცოტა გადავიწიე. ცოდა რა, კარგად. თეძოებიტ ვაწვებოდი მოაჯირს და მთელი ტანით ვიყავი გადაკიდებული. ვიღაცამ ხელი მაჯაში ჩამავლო და უკან გადამწია. თორნიკე. - შეიშალე გოგო? - გადავიხედე. - გადაიხედე კი არა, გადაეკიდე. იდიოტო! - ანერვიულებული მიყურებდა და მიბღაოდა. - რო გადავარდნილიყავი მედეა გოგოლიძე, იმდენს ვიცინებდი, მე შენზე ცუდად გავხდებოდი. - აბა ეს თბილი ხო არ იქნებოდა? გაეცინა. მე დავუბღვირე და ისევ შევბრუნდი. ხელი ჩამავლო და შიგნით შემათრია. - რა გინდა? - შენთან რამდენი ხანია არ მიცეკვია? - მკითხა და ნელი მუსიკის თანხლებით დავიწყე მასთან ცეკვა. ორკესტრი, რომელიც ორი მევიოლინისგან, ერთი პიანისტისა და ერთი საქსაფონისტისგან შედგებოდა, დიდი გატაცებით უკრავდა. დაღლილმა თორნიკეს მხარს ჩამოვადე თავი და თითქმის მივიძინე, მაგრამ ტანს მაინც რიტმულად ვარხევდი ჩემს ძმაკაცთან ერთად. მალე მუსიკა გაჩერდა და მიკროფონში ვიღაცამ ჩაილაპარაკა. - თაიგულის სროლის დროა! - ყველა გოგო დიდ ჯგუფად მოგროვდა დარბაზის ცენტრში. მე ნიკუშას მივუჯექი გვერდით და თორნიკეც გამომყვა. ალექსანდრე არსად ჩანდა. ქეთომ თავისი თეთრი ვარდების თაიგული დაიჭირა, მოიქნია და ის იყო ხელი უნდა გაეშვა რომ გაშეშდა. - რა ხდება? - ჩუმად გადავულაპარაკე თორნიკეს, რომელმაც ირონიულად ჩამიცინა. ქეთომ, რომელიც მართლა დედოფალს გავდა, თავისი ჯადოსნური კაბითა და ღიმილით გადმოკვეთა მთელი საცეკვაო მოედანი და თაიგული გამომიწოდა. - რას აკეთებ გოგო? - კითხვების გარეშე გამომართვი და მომენტს ნუ გააფუჭებ კრეტინო. - კბილებში გამოსცრა და უკან გაბრუნდა. მახოს მიუდგა გვერდით და ხელი შემოხვია. - რა ჯანდაბაა? - თორნიკემ ხელკავი გამომიდო და ამაყენა. - წავედით. - ნელი ნაბიჯით მიმიყვანა საცეკვაო მოედნის შუაში. მთელი დარბაზი ჩვენ გვიყურებდა. ჩემს გარდა გარშემო არავინ იდგა. - ჩემი თხაჯანა მიფრინდება მგონი. - ყურში ჩამსისინა და ლოყაზე მაკოცა. - რა ჯანდაბაა არ მეტყვით? - ყველაფერს ნუ გააფუჭებ! - თითი დამრიგებლურად შემითამაშა ცხვირწინ და გაბრუნდა. დარბაზს თვალი შემოვავლე, ყველა მე მიყურებდა. ადგილზე მოვტრიალდი. ალბათ რა სულელური დასანახი ვიყავი, მუქ ლურჯ კაბაში და თეთრ ვარდებში. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვარდისფერი ლოყები ალკოჰოლს კიდევ უფრო აეწითლებინა. მოვტრიალდი და ჩემს უკან მდგარ მაღალ სილუეტს რომ შევეჩეხე, შემეშინდა და შევხტისავით, მაგრამ სანდროს კმაყოფილი ღიმილის დანახვამ დამამშვიდა. - რა ხდება შენ მაინც მეტყვი? - რა ხდება და გამაგიჟე. - ბატონო? - ესე იგი. ამ… ტექსტი დავიზეპირე, მაგრამ მაგის დედაც… ჩემით ვიტყვი. - რა ხდება? - მაცადე გოგო! - დამიბღვირა და თვალებში ჩამაშტერდა. - როგორც შენს საყვარელ ლექსშია ნათქვამი, ადამიანი აღუვსებელი საწყაულია და სულ რაღაც უნდა. ხოდა მე ზუსტად ვიცი რაც მინდა ახლა და რაც სიკვდილამდე მენდომება. იცი რა მინდა? მინდა რამოდენიმე წელიწადში ჩემს ოთახში ბავშვები შემოცვივდნენ, მამა მამას ძახილით და შენი თვალები შემომანათონ. მინდა ჩემს შვილებთან კამათისას, ისეთი სიჯიუტე ამოვიკითხო მათში, როგორიც შენშია. მინდა მთელი ჩემი ცხოვრება შენი უძირო, თაფლისფერი თვალების ყურებაში გავატარო. მინდა სიკვდილამდე, ყოველ დილით თვალების გახელისას და ღამით, დახუჭვისას, შენი სახე დავინახო. მინდა ღამე, რომ გამეღვიძება მძინარეს დაგაკვირდე. მინდა სიბერეში შენი გაკეთებული ჩაი ვსვა. მინდა შენთან ერთად ვიყო, სანამ სიკვდ… არა… ჩვენ ვერც სიკვდილი ვერ დაგვაშორებს. ასე არაა? ხოდა მეც ეგ მინდა. მინდა, რომ შენ სხეულსა და სულს ოფიციალურადაც ჩემი ერქვას. მინდა აღარასდროს დაგკარგო და მინდა გაგიფრთხილდე, ჩემს სიცოცხლეზე მეტად. მინდა ჩემს სიცოცხლესაც გავუფრთხილდე, რათა ერთით მეტი დღე მაინც გავატარო შენთან და ჩვენს მომავალ შვილებთან ერთად. არ მინდა ჩემი სიბერის შენს გარეშე წარმოდგენა, ქალღმერთო. - ამოისუნთქა და ხელი ჯიბეში ჩაიცურა. ეს მხოლოდ მიხვრა-მოხვრით დავინახე, თორემ მის ხელებს სულ არ ვუყურებდი. ბოლო სიტყვამ ჩვენი შეხვედრა გამახსენა. “ქალღმერთი მედეა”... მის სახეს მივშტერებოდი და სახეზე ღიმილშემშრალი ვაკვირდებოდი, რამხელა ბედნიერებით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას. ტუჩის მოძრაობით მიყვარხარო მითხრა და ნელ-ნელა ჩაიმუხლა. როცა მივხვდი რას აპირებდა, თაიგული გავაგდე და ორივე ხელი პირზე ავიფარე. სანდრომ დაიჩოქა, მუქი ლურჯი, ხავერდგადაკრული პატარა ყუთი გახსნა და უსაზღვრო, ულამაზესი, უბედნიერესი, უსაყვარლესი ღიმილით დამასაჩუქრა. - მეცეკვები? - ჰა? - მისმა კითხვამ საერთოდ გამომაშტერა. ახლა დამცინავი ღიმილი აიკრა. - ჩვენს ქორწილში, სულელო ფისო. - ადრე ჯიუტი კატა ვიყავი. - თვალწინ დამიდგა უცნაური და არარსებული კადრები. ჯერ არ არსებული. პატარა ყავისფერთმიანი ბავშვები, ორსული და გაბერილი მე, მზურნველი სანდრო და ამ ყველაფერმა საერთოდ დამაბნია. ცეცხლი მეკიდა, გარედანაც და შიგნიდანაც. გული ისე სწრაფად მიჩანდა, ფილტვებს ჟანგბადის ჩასუნთქვას არ აცლიდა ამოსუნთქვა რომ უნდოდა. - ჰე, მეტკინა მუხლი… - გამიცინა და წარბები აწია. - ხო! ხო! კი!- ხტუნაობა დავიწყე. სანდრომ ბეჭედი გამიკეთა და არც განძრეულა. - ადექი! - ვუკივლე და ისიც წამოხდა. მეც შევახტი და ტირილი კინაღამ დავიწყე. ხელები მთელი ძალით შემოვხვიე კისერზე და დარბაზმაც ქუხილი დაიწყო. რა უნდა მეგრძნო? რა უნდა მეგრძნო და ნამდვილი ბედნიერება. ვეღარ გავუძელი და ცრემლები წამსკდა. წელზე ხელები ძლიერად შემომხვია, ამწია და დამატრიალა. მერე ყელში მაკოცა და ჩემს თვალებს ჩააშტერდა. - რა გატირებს გოგო? - რა და… ბავშვები წარმოვიდგინე. და… და გასიებული მე… კიდე ის, თავზე რო ევლები პატარებს და. - სლუკუნი დავიწყე. - და მერე… მერე ჩვენ რო შვილები გვეყოლება და შენ რო ჩვენზე იზრუნვებ. - სანდროს გაეცინა და ცრემლები მომწმინდა. - აქამდე არ გიფიქრია? - კი, მაგრამ… ახლა… ახლა ისე ახლოს ვართ. - სულ რამოდენიმე თვე დარჩა. - ჰა? - რა ჰა… შვილის ყოლამდე სულ სულ ცოტა დარჩა. - მითხრა და ხელში ამიტაცა. კარიდან ისე გავედით, ტაშის ხმა არ გაჩერებულა. თავის მანქანაში ჩამსვა და თვითონ გვერდით მომისვა. - საით? - ბედნიერებისკენ. - ანუ? - ჩვენს ბუდეში, სულელო. - ცხვირზე ხელი დამკრა და მანქანა ადგილს მოსწყდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.