რა იქნებოდა გყვარებოდი?
ლამაზი ფერებით მე გეფერები, ნაზი ბგერებით შენც მეფერები.... ასე უმღეროდა ორივეს თავისთვის ჩუმად ყურში გარემოდან მომავალი თბილი ხმები, არცერთმა იცოდა ჯერ და არც მეორემ, რომ დადგა ბედნიერი წამი... -ყოველთვის ჯიუტი იყავი, ბავშვობიდან რასაც ამბობდი ვერ გადაგათმქვინებდა კაცი -მერე წავაგე რამე? არა მიპასუხე როდის წამიგია ხუბულურო? -ხო შეიძლება არ წაგიგია, მაგრამ არ შეიძლება ასე -შეიძლება და თან როგორ **** ბიჭის და გოგოს მეგობრობა შეუძლებელი არისო ამბობენ, ნინას თავიდან ეგონა სისულელე იყო ეს და ვიღაცის მონაჩმახი, სანამ თვითონაც არ გაება მზგავს ავანტიურაში. თვითონაც სულ რაღაც ორი თვის წინ გააცნობიერა ექსკურსიაზე, რომ გიგი შეუყვარდა. მისი გიგი...სიმპატიური გიგი...გოგონების კერპი...მხიარული გიგი...ცანცარა...მოსიყვარულე... განა პირველად გაუთენებია ღამე მასთან ერთად? ან კი იყო რაიმე განსაკუთრებული და მომაჯადოვებელი იმ პატარა კარავში? მაგრამ სულელი აღმოჩნდა ნინა, ვერ დაიჭირა გრძნობები ხელში, აუფრიალდა როგორც ბუშტი ჰაერში და დარჩა იმედების და ტყუილი ოცნებების ამარა. იცოდა, რომ გიგი მას, როგორც მის მეორე ნახევარს უყურებდა, ოღონდ როგორც სულიერ დას... ეფერებოდა, როგორც საყვარელ ბავშვს და ენდობოდა, როგორც უახლოეს პიროვნებას. ნინას კი ამ დროს, სულში დაგუბებული სითბო ახრჩობდა... ანადგურებდა მომავლის უპირობო ხათაბალები... მიზანი არ ჰქონდა... ოცნებები ბლომად... მიწაზე ეყარა მეგობრობის გრძნობა, ილეოდა მათი ახლობური სული... ნინას ეშინოდა, რომ ყველაფერს დაკარგავდა, მეგობრული სიტუაციაც ნერვებს უშლიდა, აღარ უნდოდა გაწელილი ლოყები, აღარც თბილი მზერა... განა არ მოსწონდა თბილი ნაცრისფერი თვალები, რომ ენათებოდნენ მის სახეს?-მოსწონდა, მაგრამ იცოდა ის არ იყო რასაც ელოდა. ის დღეც კარგად ახსოვს ლიპარტელიანს, სკოლაში დასვენებაზე ჰელიუმის ბუშტი, რომ მოუტანა გიგიმ ტუჩებთან ახლოს -მიდი და თქვი რამე-ხმამაღლა გადაიხარხარა ბიჭმა და თვითონ ამოისუნთქა ჰაერი ბუშტიდან -ნინა მე შენ მიყვარხარ-სასაცილოდ დაწვრილებოდა გიგის ხმა. ნინა კი იდგა გაქვავებული, გაოცებული და უხაროდა ეს ათასჯერ მოსმენილი სიტყვები მეათასედ უხაროდა პატარა ნინას. -თქვი რამე -რა ვთქვა? -აი ჩაბერე და თქვი, რომ შენც ძალიან გიყვარვარ ნინამ ჩაბერა და მორიდებულად დაიჩურჩულა -მე შენ ძალიან მიყვარხარ -უფრო ხმამაღლა -მე შენ ძალიან მიყვარხაააარ-მთელი ხმით იყვირა გოგონამ. უკვე ყველამ იცოდა, მაგრამ არა საჭირომ. მათი მეგობრობა ბავშვობიდან მოდიოდა, ერთ მერხზე ისხდნენ პირველი კლასიდანვე -მე გიგი მქვია, შენ? -.... -ხმას რატომ არ მცემ ლოყება? -.... -კარგი, მაშინ მე გეტყვი, რომ ფუმფულა ლოყები გაქვს, ჩემს დათუჩასაც შენნაირი ლოყები აქვს -... -ვუწელავ ხოლმე და ვეთამაშები, მერე მიბღვერს ხოხო აი ისე, როგორც ახლა შენ -არ გაჩუმდები?-ნინას სახე საყვარლად იყო შეფაკლული, ლოყები დაბერვოდა და გაწითლებოდა, გიგის ახლა ის მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ბავშვად ამახსოვრდებოდა, მაშინ ჩაიბეჭდა გოგონას სახე მის მეხსიერებაში. მაშინ დაიწყო ნინაობა გიგის ცხოვრებაში, და გიგიობა ნინასაში. მეხუთე კლასში იყვნენ მათმა კლასელმა ნიკო ბიბილაშვილმა პირველად, რომ დამოძღვრა თანაკლასელები შატალოს შესახებ, თითისტოლა ბავშვებმა იმდენი მოახერხეს, რომ მეორე სართულიდან სათითაოდ გადახტნენ ჩანთების გორაზე, მაშინ ნინამ ფეხი იტკინა და ტირილი დაიწყო. -ნუ ტირიხარ ნინი ნუ, ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, აი ნახე დაგეჭყანები, ნინი გაიცინე რა გთხოვ, გაიცინე...შენ, რომ იცი ისე გაიცინე, გამოაჩინე რა ეგ ლამაზი კბილები. -გიგი მტკივა-საწყლად კრუსუნებდა ნინა და დასისხლიანებულ ფეხზე ხელს ისვამდა. -ვიცი ჩემო პატარა, მაგრამ გაგივლის აი ჩემი და ხო ამბობს ქორწილამდე გადაგივლის ნინის დაპორჭყნილი ლოყებიო, ხოდა შენც გადაგივლის. -ჩემს ქორწილში ხო მოხვალ?-ნინამ გაიღიმა და ცრემლები მოიწმინდა -კი მოვალ და კაბას დაგიჭერ, მერე მიგაცილებ შენს თავგასიებულ ქმრამდე და ვცემ -დებილო კი არ ცემ ხელს მისცემ ჩემსას, როგორც სერიალებშია ხოლმე და ეტყვი, მისმენ? -კი, გისმენ -ეტყვი, რომ ვუყვარდე და არ მატიროს. -ხო ვეტყვი, მაგრამ ხო უნდა ვცემო? -ხო ცემე ოღონდ, როცა მატირებს. -ჩემს კაბას შენ კი არა ჩემი შვილი დაიჭერს, შენ როგორ დამიჭერ არ უნდა მიმიყვანო? -სულელო, შვილები მერე ყავთ ხოლმე -მე ადრე მეყოლება ვახ, მიდი ამაყენე თორემ დაგვინახა ნაზი მასწავლებელმა. შატალოს გამო ყველას კარგად მოხვდა, ნინას და გიგის კი მხოლოდ სკოლაში შეეძლოთ კონტაქტი, ამ დროს გამოიმუშავეს თავიანთი ჟესტების ენა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მათ მეგობრობას, ახლა იმაზე კარგად ესმოდათ ერთმანეთის ვიდრე ოდესმე. მეექვსე და მეშვიდე კლასში გიგი და ნინა ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ, გიგის პირველი შეყვარებული სალომე კვირკველია, რომელიც ნინას საშნლად არ მოსწონდა ასევე ნინას რჩევებით მოაშორა გიგის ცხოვრებიდან, ყველა ცდილობდა ჯერ ნინას დაახლოვებოდა და შემდეგ ეფიქრა გიგისთან ურთიერთობაზე, შეუვალი იყო პატარა ქალბატონი. ის ასაკი ჰქონდათ გოგონებსა დაბიჭებს შორის სექსულაური მიზიდულობა, რომ ჩნდება და ჰორმონები თავისით პოულობენ ერთმანეთს, ნინასაც მოსწონდა სკოლაში ერთი ბიჭი, მაგრამ ამ შემთხვევაში გიგიც ზედმეტად პრეტენზიული იყო. -არა, არა და არა ნუ აყევი ამ დებილ გოგოებს აუცილებლად შეყვარებული უნდა გყავდეს? -ოოო, გიგი ახლა ტვინს მიჭამ, უბრალოდ მომწონხარო მითხრა. -მაგ გადამთიელ მეათეკლასელს ახლოს არ მიეკარები, მორჩა-დღემდე არ იცის ნინამ მაშინ რატომ იყო გიგის სიტყვებში ასი პროცენტიტ დარწმუნებული და ასეთი მიმნდობი. მაღალ კლასებში ერთმანეთთან კონტაქტი იმდენად აღარ ჰქონდათ, რადგან გიგი ცუდ წრეში მოძრაობდა, სიგარეტის მოწევა დაიწყო, ყველა ცრუპენტელა და ტრიპაჩ გოგოს ეტორღიალებოდა, სწავლასაც შეეშვა, ნინამ რამდენჯერ სცადა მეგობრის დახმარება, რამდენჯერ უთხრა, რომ დრო იყო ეს სულელური პრინციპები და ცხოვრება დაეთმო და საღ აზროვნებაზე გადასულიყო, საშინლად შესტკიოდა გული და ემოციურად განიცდიდა მისი საყვარელი ადამიანის „გაფუჭებას“, მაგრამ ხვდებოდა რომ გიგი ამ შემთხვევაში გარემოებების მსხვერპლი იყო და იქცეოდა ისე, როგორც მისი ასაკის უმეტესი ბიჭები. ვერავის ეუბნებოდა რამდენად სტკიოდა გული მათი გაცივებული ურთიერთობის გამო, გიგი ისეთი აღარ იყო, როგორც ადრე, იმდენს აღარ იღიმოდა, მუდამ დაძაბული დადიოდა. აბიტურინტებიც გახდნენ, გიგი ისევ იმ საშინელ გარემოში იყო და ნინასა და მას შორის ურთიერთობაც ისევ ისეთი ცივი იყო, მათ ჟესტების ენასაც ობი დაედო, ურთიერტობაშიც ობობის ქსელები გაიბა. ხან ვისთან ხედავდა გიგის და ხან ვისთან, მუდამ გოგოებში მოძრაობდა და ნაღვლიან თვალს გააყოლებდა ხოლმე ბავშვობის მეგობარს, ნინაც ერთს შეხედავდა და თავს ხრიდა, ცრემლები ახრჩობდა და უთქმელობა გულს უწვავდა. მათემატიკის გაკვეთილიდან გამოდიოდა, როდესაც მის წინ შავმა ახალთახალმა მერსედესმა გააჩერა. მაშინვე იცნო მისი მეზობელი კოკა, ნინამ ყოველთვის იცოდა როგორ მოსწონდა ამ ბიჭს, მაგრამ თვითონ არაფერს განიცდიდა, რადგან ერთი ფულისგან გაგიჟებული მამიკოს ბიჭი იყო. არც გარეგნობა დაეწუნებოდა, არც წარმომავლობა და არც ოჯახი, მაგრამ მაინც ვერ იყო ყველაფერი ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. სიცოცხლე აკლდა კოკას, ის სიცოცხლე ნინას, რომ მარადიულად გვერდზე დაჰყვებოდა, მისი თვალები არ აბნევდა და სიახლოვე არ აგიჟებდა, ამიტომაც არ იყო კოკა ის ვინც უნდა ყოფილიყო. -ნინა, ნინა ჩემო ნინა საით გაგიწევიაო? -სახლში მივდივარ კოკა-თავაზიანად უპასუხა გოგონამ და გზის გადაკვეთა სცადა. -დაჯექი გაგიყვან და თან ნაყინი ვჭამოთ არ გინდა? გპატიჟებ უკვე მაისია, ყელი არ გეტკინება. -არა, კოკა მადლობა სამეცადინო მაქვს -კარგი რა ნახევარი საათი რას გიწყვეტს -რახან გითხარი ესე იგი მიწყვეტს -ნინა, მოდი რა ჩაჯექი-მიმუახლოვდა და მაჯაზე მოკიდა ხელი, ნინა გაოცებული უყურებდა მის ხელებს და ცდილობდა წყობილებიდან არ გამოსულიყო, ხელი უნდა გამოეგლიჯა ისე მოულოდნელად მისთვის ყველაზე თბილი და საყვარელი ხმა გაიგონა. -ხო გითხრა, რომ უნდა იმეცადინოს, იქნებ ხელი გაუშვა-გიგი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და თან ნინას მაჯას თვალს არ აშორებდა. -შენ რა გინდა ძმა?-ამაყად გაეფხორა კოკა -ნინა გინდა ნაყინის ჭამა ამ...კოკასთან ერთად -არა-აკანკალებული ხმით თქვა და კოკას თვალებში შეხედა. ბიჭსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, ხელი გაუშვა გოგონას, ერთი მომაკვდინებელი მზერა ესროლა გიგის და მანქანა დაძრა. -ხო კარგად ხარ?-მზრუნველად ჰკითხა ბიჭმა და ხელი შეახო მაჯაზე -კი, კარგად ვარ. არ იყო საჭირო -კარგი რა ნინა, როდიდან ასეთი საუბრები? -შენ რა მეხუმრები? როდიდან ასეთი გამოჩენები? -ნინა მომენატრე-ჩუმად ჩაილაპარაკა და ნინას გამომცდელი თვალებით შეხედა. -მეც მომენატრე სულელო-ვეღარ მოითმინა გიგის გარეშე. ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თითქოს რაღაც შეივსო, თითქოს უკუნითი განათდა, ეს წლები აორთქლდა და მათ გრძნობაში ჩაიკარგა. ახლა ორივემ იცოდა, გიგი და ნინა ისე იყვნენ ერთმანეთში, როგორც არასდროს. სკოლაც დამთავრდა, ატესტატი ყველამ აიღო, ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როდესაც გამოცდები კომპიუტერებთან არ არსებობდა და მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის იკლავდნენ ბავშვები თავს. ბანკეტი არ ჰქონიათ, რადგან ყოველთვის გიჟი და გადარეული კლასი ვერ აიტანდა ორმეტრიან ფეხსაცმელებში გამოწყობილ გოგონებსა და ბანტიკიან ბიჭებს. ექსკურსიაზე წავიდნენ კარვებით და იქ მოხდა ის, რაც ან უნდა მომხდარიყო და ან არ უნდა მომხდარიყო. -გიგი რისი გჯერა ყველაზე მეტად?-წყვილი განმარტოებულად იჯდა კარავში, უკვე ღამის თორმეტი საათი იყო, გარშემო კალიების ხმა ისმოდა და ცა ვარსკვლავებით იყო მორთული, ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს ბუნების ხმა, ნიავის სურნელი და ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს ეხუტებოდა. -ყველაზე მეტად ალბათ სიყვარულის და სიკეთის, ადამიანებს შორის სითბოსი, აი ახლა შენ რომ გეხუტები კნოპკა და რომ ვგრძნობ, როგორ გთბილა შინაგანად, მეც მთბილა. -სულელოო, სიყვარულის მეც მჯერა -კარგია სიყვარული ეჰჰ.. -შენ რა შეყვარებული ხარ? -შეიძლება-ცალი თვალით გადახედა მეგობარს და უფრო ახლოს მიიხუტა საყვარელი სხეული-მოდი დავიძინოთ კნოპკა-ცხვირზე აკოცა და გულაღმა გაიშოტა გიგი. აი ნინა კი დაფიქრდა, მაშინ აეშალა ყველაფერი, მაშინ მიხვდა რაოდენ სუსტი იყო მისი არსება. -როდის შეუყვარდა? რატომ სტკივა ასე? რატომ წარმოიდგინა გიგი და სხვა და რატომ წიწკნის გული? ეგონა ყველაფერი თავზე ემხობოდა, ეს ნამდვილად არ იყო მეგობრული ეგოიზმი, ეს რაღაც სხვა იყო. ახლა გააცნობიერა თითქოს და ახლა მოეგო გონს. მას გიგი უყვარს იმდენად უყვარს, რომ სუნთქვა ეკვრება, მაშინ როდესაც ამდენი ხნის შემდეგ ჩაეხუტა და უთხრა, რომ მოენატრა, მაშინ მიხვდა, მაგრამ ახლა გააცნობიერა. თურმე როგორ აკლდა, როგორ ვერ ივსებოდა მისით. როგორ იცხოვროს მისი სითბოს გარეშე? არა, არა შეუძლებელია, მას სხვა ვერ ეყვარება. ვერ შეიყვარებს, მას ხომ ნინა ყავს... ფრაგმენტებად ახსენდება ბავშვობა, მისი მოგონებები და სითბო. იქნებ ბედი მიწყობს ამ ყველაფერს? იქნებ, იქნებ? ნინა არეული იყო, მთელი ღამე თეთრად გაათენა გიგის ყურებაში, მას კი მშვიდად ეძინა, ფშვინავდა და ალბათ ვერც ხვდებოდა იმ წამს მისი არაბიოლოგიური დის ორგანიზმში რა მეტამორფოზაც ხდებოდა. -რატომ შემიყვარდი?-ჩუმად ჩაილაპარაკა და ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. ამის შემდეგ დაიწყო ნინას წამება, დღე არ გავიდოდა გიგიზე არ ეფიქრა სულ თვალწინ ედგა მისი სახე, ყველაფერი მას უკავშირდებოდა. ხორციელი, სულიერი, ადამიანური. ყველა ფაქტორი გიგის გარშემო იყო. იმდენად უყვარდა, რომ სხვაზე ვერ ფიქრობდა და გიგის მიუხვედრელობაც ნავთს ასხამდა ცეცხლზე. -არა როდემდე უნდა იტანჯო? უთხარი და დაგვასვენე -ხუბულურო არ შემიძლია, არა. -რა არ შეგიძლია, ის რომ დატრაშუნობს ვიღაც ციალასთან და შენ, რომ აქ ნიანგის ცრემლებით ტირიხარ ანგელოზივით გოგო ეგ შეგიძლია? მე არ შემიძლია ძმაო -არ არის ციალა ეგ გოგო, ნატა ქვია და ძალიანაც ლამაზია -აუ მოდი რა სარკეში ჩაიხედე, შენთან ასი წელი ვერ მოვა. -კარგი რა, კარგი-მორიგი ცრემლების ღვრა მოაწყო ნინამ. -დამშვიდდი რა გთხოვ, გამოცდა გაქვს ხვალ და მხოლოდ იმაზე კონცენტრირდი გიგისნაირი ათასი იქნება შენს ცხოვრებაში, მომავალზე იფიქრე. -არ იქნება ათასი. გამოცდები გიგიმაც და ნინამაც კარგად ჩააბარეს, ნინა დასასვნებელად ქობულეთში წავიდა, იქვე გაიგო, რომ სასურველფაკულტეტზე მოხვდა დაფინანსებით და სიამაყით გაიბერა, რადგან შრომა დაუფასდა. გიგი სამედიცინოზე მოხვდა, მისი ნიჭიერება არსად იკარგებოდა. ალაგ-ალაგ ურეკავდნენ ერთმანეთს და ნელ-თბილად საუბრობდნენ, გიგი ემეგობრებოდა ისევ და თბილ სიტყვებს არ იშურებდა, მაგრამ რა იცოდა რომ ნინას სხვანაირად ხვდებოდა ეს სიტყვები გულზე და ლამის იყო დაშლილიყო მათი გაგონებისას. -ჩემი პრინცესა როდის ჩამოდის? -ხვალ ჩამოვდივარ გიგუშ, დამხვდით რა შენ და შალვა დედაჩემმა იმდენი რაღაც იყიდა აქ, რომ მგონია სტამბოლის ბაზრიდან ჩამოვდივარ. -კი კნოპკა დაგხვდები, ჩემი ცხვირი ხო ადგილზე? ძალიან ხო არ გადაიფურჩქნა მზის სხივებისგან ჰა? -არა კურნოსა ადგილზეა -ჩამო, ჩამო მაგარი ამბავი უნდა დაგახვედრო -რა ამბავი? -გელოდები. მთელი საუბრის განმავლობაში ნინას სახიდან ღიმილი არ მოშორებია. როგორც იქნა ჩამოვიდნენ, მაგრამ ნინას ისევ გაქცევა მოუნდა იმის შემდეგ რაც გაიგო, რომ გიგი და ნატა ოფიციალურად შეყვარებულები იყვნენ, ძლივს გაიღიმა და ცრემლები ამოუშრა. საშინლად ეტკინა გული, ნაფლეთებად დაიშალა. დედამისი ელაპარაკებოდა და ეჩიჩინებოდა, რომ ათასი ბიჭი იქნებოდა მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ხუბულური, მაგრამ არაფერი შველიდა. ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი, უპასუხო მესიჯებისა და ზარების შემდეგ გიგიც გვერდზე გადგა. იცოდა, რომ ნატა და გიგი სულ დასეირნობდნენ, გიგიმ მანქანაც იყიდა და საინტრად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში. სწავლაც გაჩაღდა, პირველი კურსი ნინას სწავლის მეტი არაფერი უკეთებია, რობოტივით იყო ქცეული, რომელსაც სამი ფუნქცია ჰქონდა, ჭამა, სწავლა და ძილი. ადრე იღვიძებდა და ადრე იძინებდა, თავისუფალ დროს კითხულობდა. არავის ეკონტაქტებოდა, ძალიან ასოციალური გახდა. მისი სიყვარული ტანჯვად ექცა, უთქმელობა დაავადებად. არაფერი უხაროდა, არც სწყინდა. ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი გამოიმუშავა, თითქოს ინახავდა და იგუბებდა, როგორც ჭაობი გრძNობებს. ასე გავიდა ერთი წელი. გაიგო, რომ გიგი პრაქტიკანტად აიყვანეს და ისევ ნატასთან ერთად დადიოდა, მაგრამ ხშირად კითხულობდა ნინას ამბებს. წუხდა იმის გამო, რომ არ იცოდა რა დააშავა. ყველას ეუბნებოდა, რომ ნინასთვის ეთხოვათ იქნებ დალაპარაკებოდა. მაგრამ ნინა უარზე იყო, გაჯიუტდა. მხოლოდ მარტოობა უნდოდა. ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები და მთელი ღამე იტანჯებოდა, ეს სიყვარული უკვე კლავდა. გახდა და გამოიფიტა, დედამისი სერიოზულად იყო დაშინებული და ფსიქოლოგთანაც კი მიიყვანა, მაგრამ ფსიქოლოგმა უთხრა ასაკობრივია და გაუვლისო, რაღაც ძვირადღირებული წამლები გამოუწერა და გამოისტუმრა დედა-შვილი. ნინამაც ხო გეუბნებოდიო, უთხრა დედამისს და ხელი ჩაიქნია. უნივერსიტეტი დაამთავრეს, ნინამ წითელი დიპლომი აიღო, მაგრამ არსად მუშაობდა, სწავლას თავს აკლავდა და მეგობრებიც დიდად არ შეუძენია, თითქმის ისე იყო ყველაფერი, როგორც ადრე. მცირე სამეგობრო წრე, რომლებთანაც მხოლოდ სწავლის გარშემო ურთიერთობდა და სიყვარული გულში, რომელიც დროსთან ერთად ძლიერდებოდა. მესამე კურსზე იყო, გიგი რომ შემათხვევით შეხვდა მარჯანიშვილზე წიგნის მაღაზიიდან გამოსულს, ტრაფარეტს ამოეფარა და ჩუმად უთვალთვალებდა. ღმერთო რა მშვენიერი ეჩვენა, სუნთქვა შეეკვრა, თურმე როგორ მონატრებია მისი სხეული და გამოხედვა, მისი ბავშვობა თითქოს უკანასკნელი სამი წელი არც გასულა, მაგრამ მისვლა ვერ გაბედა. ასე შორიდან უყურებდა და იღვენთებოდა, მას კი არც შეუმჩნევია ნინა, ახალთახალ მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. იმ ღამეს ნინას ისევ შეახსნეს ცრემლებმა თავი, ბალიში ისევ დაინამა, კოშმარებშ ისევ გაჩნდა სახეები. სოციალურ ქსელში ხშირად შედიოდა ნინა, თვითონ მხოლოდ ერთი ფოტო ედო შემოდგომის ფოთლები ეყარნენ ძირს და ქარი მათ აფრიალებას ცდილობდა, მაგრამ თითქოს ზოგიერთს ძრავდა და ზოგიერთს კი ვერ ერეოდა. ესეც მისი სულიერი სამყაროს ნაწილი იყო, „მოლანდება“ეწერა სახელად. მხოლოდ ერთი მიზნით იყენებდა ამ უკანასკნელს, რომ მისი სურათები დაეთვალიერებინა. ყოველ წყვილურ სურათზე გული ეკუმშებოდა, საყვარელ მამაკაცს, რომ ხედავდა მიხუტებულს და სიყვარულის თვალებით მომზირალს, მაგრამ საქმეც ის იყო რომ არცერთი მზერა მას არ ეკუთვნოდა. უნივერსიტეტის დამთავრების დღეს დალია მის სანაცნობო წრესთან ერთად, სამმა ჭიქა კონიაკმა მის ძარღვებში თბილად ჩაიშხუილა და კისერი გაუხურა, კარგად გაერთო, მაგრამ ნაღველი შემოაწვა. სახლში მისულა კი აჩრდილის სახელით მისწერა გიგის წერილი. -გიგი, თქვენ მე მიცნობთ ან არ მიცნობთ, მე მეგონა უფრო სწორად, რომ მიცნობდით, მე თქვენი აჩრდილი ვარ, თქვენ ვერ მხედავთ და ვერც მგრძNობთ. აი მე კი სულ გგრძნობთ, ჩემთან ახლოს და შორს. მაშინაც კი, როდესაც კბილებს ვიხეხავ, ან ცომს ვზელ, როდესაც ვსწავლობ ან ტელევიზურს ვუყურებ. თქვენ მე შემცვალეთ, არ გინდოდათ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი შევცვალეთ. ალბათ იფიქრებთ ეს ვინ გიჟი მწერსო? არც გაგამტყუვნებთ, მეც ასე ვიფიქრებდი. მიიღეთ ეს წერილი, როგორც სუსტი ადამიანისგან, რადგან ვერ შევძელი სახელი მეთქვა ან მიმეხვედრებინა მაინც ვინ ვარ. მე თქვენს ცხოვრებაში იქნებ სულაც არ ვარ ვინმე, ან შეიძლება ვარ კიდეც. არც იმას გეტყვით მიცნობთ თუ არ მიცნობთ. მაგრამ ერთს გეტყვით მე თქვენ მიყვარხართ, და ისეთი როგორიც თქვენც კი არ იცით. პატივისცემით“აჩრდილი“ პ.ს. რა სულელი ვარ, ეს ბოლო რა შუაში იყო ალბათ მიხვდებოდით, რომ აჩრდილი გწერთ პ.ს.ს. გრამატიკული შეცდომები არ შეიმჩნიოთ ძალიან გთხოვთ, რახან არაფხიზელ მდგომარეობაში ვარ. წერილი გააგზავნა და გათიშულს ჩაეძინა. მეორე დღეს საერთოდ არ ახსოვდა რა მოხდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა და გაახსენდა, როდესაც საღამოს ლეპტოპი გახსნა და აკანკალებული ხმით წაიკითხა გიგის მესიჯი. -ოჰო, გამაოცეთ -რამ გაგაოცათ-გრძნობა აზარტში როგორ შედიოდა -თქვენ რა არ იცით, რომ მე საცოლე მყავს?- კიდევ ერთხელ გაკრა ნინას სევდიანმა ღიმილმა, საშინელი რაღაც ამძიმებდა შიგნიდან და ვერ ხვდებოდა სად მოესროლა, უცებ მიხვდა, რომ მისი ცხოვრების რაღაც ეტაპის დასრულების ჯერი იყო, თითქოს ამდენი წლის გამბედაობა ერთად მოაწვა. -თბილისის ზღვასთან მოდით, დღეს ღამის ათ საათზე, ახლა შვიდია. იქ მოგიყვებით ბევრ რამეს, მე არ გთხოვთ და არც მოვითხოვ, უბრალოდ დაგელოდებით. მისწერა და პასუხის მოლოდინის შიშიც დაეფარა, აღარც უნახავს მოწერა თუ არა რამე გიგიმ, მომზადა და ტაქსში ჩაჯდა, ცხრა საათზე იდგა სრულიად მარტო ზღვასთან და ჰორიზონტს გაჰყურებდა, უკვე ივნისი იყო, ყველა დღე ახსენდებოდა, ის საშინელი ტკივილი და განცდები, რაც გადაიტანა, თითქოს ვერ ხვდებოდა რატომ ტანჯავდა თავს? რა დააშავა იმისთვის, რომ ასე ისჯებოდა? ერთი საათის განმავლობაში ყველაფერი აწონ-დაწონა, მაგრამ სიტყვები მაშინვე აერია და დაავიწყდა, როგორც კი გიგის სილუეტს მოკრა თვალი. მამაკაცს შემოსაცმელი მოეგდო და შიგნით შავი მაისური მოუჩანდა, სპორტულად ეცვა, თმა დაბალზე შეეჭრა და წვერთან ერთად სრულ ჰარმონიაშ მოეყვანა, წითელი ტუჩები იმზირებოდნენ შავი წვერის შიგნით, მოციმციმე შავი თვალები კი ნინასკენ გაოცებულს მიეპყრო. -შენ ნინა?-მის ხმაში აღშფოთების, სასოწარკვეთილებისა და ბედნიერების ბგერები ერთად იკითხებოდა -კი, მე ვარ გიგი-ჩუმად ჩაილაპარაკა და გაუღიმა. -მე, მე -მამაკაცი სიტყვებს ვერ პოულობდა. -როგორ ხარ? -კარგად, მოიცა რა დროს ეგ არის, ნინა რა ლამაზი ხარ-ახლოს მიეჭრა და სუსტი სხეული მის ძლიერ მკლავებში მოიქცია. -შენც კარგად გამოიყურები ექიმო გიგი-ცრემლები ვეღარ შეიკავა და ერთიანად გამოუშვა დაგროვებული სითბო, სიყვარული, რომლის გაცემაც უნდოდა და არ შეეძლო, რომელსაც ამდენი ხანი ინახავდა და მარხავდა გულში, რომელსაც გრძნობდა შინაგანად და გარეთ ვერ ადინებდა. -ნინა ის წერილები? -გიგი მოდი ჩამოჯექი-გრძელ ქვაზე მიუთითა ბიჭს და თვითონაც გვერდით დაუჯდა. ზღვისგან მომავალი ჰაერი თმებს ჰაერში უფრიალებდა ნინას, და მანქანის შუქი ეცემოდა სახეზე, ახლა ისეთი დაბნეული და მარტოსული იყო, როგორც არასდროს. ამდენი წელი თითქოს გამოცდასავით მხოლოდ ამ დღისთვის ემზადებოდა, ვერ ხვდებოდა პატარა რაღაცამ როგორ გადააქცია ამხელა საქმე ასე ჩახლართულად. -გიგი თავიდან დავიწყებ და არ შემაწყვეტინო, შენ ყველაფერს გაიგებ ხო? -ნინა გისმენ, ისე გისმენ როგორც არასდროს -გახსოვს ის ღამე კარავში? მე და შენ, რომ ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით ღამით?-გიგიმ მზერით აგრძNობინა, რომ ახსოვდა -მოკლედ იმ ღამით მე არ მიძინია და იცი რატომ? შენ გიყურებდი და ყოველ წამს ვფიქრობდი „ღმერთო როგორ მიყვარს ეს ბიჭი-მეთქი“ შენ მე იმ ღამეს თავი ადამიანად მაგრძნობინე, იცი რამხელა გრძნობა მაჩუქე იმის გააზრებით, რომ სითბო და სიყვარული არსებობს? ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობდი მაშინ, ვგრძნობდი სიახლოვესაც და სიშორესაც, თან გული მეტკინა, მაშინ როდესაც გავიაზრე, ორმ შეიძლებოდა სხვა გყვარებოდა, მივხვდი შენ მხოლოდ ჩემი ბავშვობა არ იყავი გიგი, მე მთელი ოთხი წელი ფანატიკურად ვფიქრობდი შენზე, სულ მახსენდებოდი, აი ასე ვუყურებდი ტელევიზორს და შენი სახე წარმომიდგებოდა, მახსენდებოდა როგორ ვერთობოდით, როგორ ვიცინოდით, როგორ ვზრუნავდით. როდესაც სამზარეულოში ვიჯექი და ვჭამდი მაშინაც ის დღე მახსენდებოდა პოპკორნს, რომ მაყრიდი თავზე, აჩრდილად დამდევდი და მეც შენს აჩრდილად ვიქეცი. გნახე იცი? გნახე, მაგრამ მოსვლა ვერ გავბედე, მხდალი აღმოვჩნდი, ალბათ გუშინ, რომ არ დამელია დღეს აქ არც ვისხდებოდით. მე, მე უბრალოდ მიყვარხარ გიგი, მაგრამ შემიძლია შენი დავიწყება, ან არ ვიცი, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რადგან უკვე ადამიანს არ ვგავდი, ახლა კი გავბედე და თითქოს მომეშვა იცი? გიგი გაოცებული უყურებდა, მის თითოეულ სიტყვას ნელა იაზრებდა, ყოველთვის იცოდა, რომ რაღაც აწყენინა და მასთან დაკონტაქტებასაც ყველანაირი გზით ცდილობდა, მაგრამ გზები გადაუჭრა ნინამ. ახლა კი, მხოლოდ ახლა მიხვდა იმას, რასაც აქამდე გონებამდეც არ უშვებდა. ნინას ის უყვარდა, ღმერთ მის პატარა კნოპკას უყვარდა. ხვდებოდა, რომ ენატრებოდა, ახლაც უყურებდა და მისი სილამაზით და უბრალოებით აღტაცებული იყო, მაგრამ მის გონებაში ყველააფერი არეოდა. -ვიცი, რომ აირიე და იცი რა მე მესმის, ეგოისტურად მოვიქეცი ახლა რომ გითხარი, მაგრამ ვიტანჯებოდი გიგი, ვიცი რომ ნატა გიყვარს და მინდა გულით გისურვო წარმატება და მოგილოცო მომავალი ქორწილი. -ნინა მე არც კი ვიცი -ვიცი, რომ არ იცი-გაუღიმა და სახე მიუახლოვა -შეიძლება გაკოცო?-ჩუმად უჩურჩულა ნინამ და დაინახა გიგიმ ნერწყვი როგორ გადაყლაპა, ხორხი აუთამაშდა და გააკანკალა, როდესაც გოგონამ მისი თბილი ტუჩები შეახო. კოცნა ორივესთვის სასიამოვნო და რბილი იყო, ეს არ იყო ღალატი, ეს გამოძახილი იყო ბედნიერებისა და სიყვარულისა, ამ ორ ადამიანს იმაზე მეტი აერთიანებდა ვიდრე ბავშვობა ან მეგობრობა იყო. ორივემ იცოდა ახლა რაც ხდებოდა და არცერთს არ უნდოდა დასრულება გიგიმ გულზე მიიკრა პატარა არსება და მადიანად დაუკოცნა ტუჩები, რა გემრიელი იყო ნინა, არ ჯეროდა, რომ ამას აკეთებდნენ, მაგრამ ორივენი ადამიანები იყვნენ, სუსტები. თვითონაც ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა ნინა წამოდგა და მანქანაში ჩაჯდა. -გიგი არ გამომყვე, გთხოვ-მავედრებელი მზერით შეხედა გონებაარეულ და თვალებამღვრეულ მამაკაცს და გაუჩინარდა. -გიგი შენ ხარ? -ნინა? შენ ხარ? -კი გიგი მე ვარ, მინდოდა პირადად მომელოცა შენთვის გაბედნიერება -მადლობა, ნინა დიდი მადლობა-გულისწყვეტით ჩაილაპარაკა კაცმა ეს სიტყვები, ნინა გრძNობდა, რომ გიგის დალეული ჰქონდა და თანაც საკმაოდ. -ნახე ქორწილმადე ორივეს რამდენი რამე დაგვავიწყდა? -ხო-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მამაკაცმა -და მაინც მე ვერ მიგაცილე საკურთხევლამდე -სულელო, ეგ მე უნდა მიმეცილებინე -.... -ჩემო სულელო, სულელო და საყვარელო ნინა, ჩემო კნოპკა-ნინა ამ წამს დაიფიცებდა, რომ გიგის ცრემლები მოსდიოდა. -სად ხარ? -აივანზე ვარ და ვარსკვლავებს ვუყურებ, შენ ? -მე სტოკჰოლმში ვარ, აქ დღეა-ნინას ხმით გაეღიმა. -დღეს ცოლი მოვიყვანე და იცი მე საერთოდ... -არ გინდა ლევან, უბრალოდ გიყვარდეს ნატა და მე ეს ძალიან გამიხარდება. -ნინა.. -გკოცნი ლევან და იცოდე შენი აჩრდილი ვარ-აღარაფრის თქმა აცადა მამაკაცს ტელეფონი გაუთიშა და სავარძელში მოთავსდა. თითქოს ყველაფრით დაიცალა, მაგრამ არ იყო უბედური... ყველა ხომ არ იბადება სიყვარულისთვის... ის კი დაიბადა და ბედნიერია იმით, რომ გიგი იყო მის ცხოვრებაში... ახლა კი ჩართავს ტელევიზორს და პოპკორნს მოიმარჯვებს... მერე ისევ გაახსენდება როგორ გადააყარა გიგიმ თავზე მისივე გაკეთებული პოპკორნი და ისევ იტირებს, მაგრამ ეს ხო სამუდამოდ ასე არ იქნება არა? ყველაფერი შეიცვლება... დრო ყველაფერს მიხედავს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.