მარწყვის სურნელი (3)
. ის იყო უნდა შევტრიალებულიყავი ქალბატონი ეკატრინეს ხმა რომ მომესმა : - ჯენი, ელენე ? აქ რასაკეთებთ ?? ნელ-ნელა შემოვბრუნდი, გონებაში იმ სიტყვებს ვეძებდი რომლითაც თავს გავიმართლებდი, გაკვირვებამ პიკს მიაღწია როდესაც გუკა დავინახე ლექტორის წინ მდგარი. გაჭირვებით მოვუყარე სათქმელს თავი და თითების მტვრევით დავიწყე.. - ქალბატონო ეკეტერინე, იცით.. ჩვენ ძალიან მოგვშივდა და გვინდოდა კაფეტერიაში ჩავსულიყავით თან ელენეს ვუჭერდი მარცხენა ხელს და ისიც თავს აქნევდა ყველაფერზე რასაც ვამბობდი, დაპროგრამებულივით. აშკარად ვერ გაიგო მიზეზი, თუ რატომ აღმოვჩნდი ოთახში, თან ასე გვიან - იცით მე .. უბრალოდ ცოტა დაგვაგვიანდა და.. არ ვაპირებდით ასე დაგვიანებას.. სათქმელს ძლივს ვუყრიდი თავს - არაფერია, იმედია აღარ განმეორდება. მთელი სირბილის მიუხედავად მაინც ვგრძნობდი ლექტორის მკაცრ ხმას. - კარგით, ღამე მშვიდობისა.. ოთახიდან კი არ გამოვედი, გამოვიქეცი. ელენეს ხელი დავავლე და მანამ ვარბენინე სანამ ზედა სართულზე არ ავედით. - ჯენი, მოიცადე, ვეღარ დავრბივარ - არა რა, ბედი არ გინდა, რაღა იმ ოთახში შევედით ამხელა სასტუმროში ოთახში ნერვულად დავაბოტებდი - ყველა შენი გზა გუკასთან მიდის. ეს ბიჭი შენი რომია.. - მოიცა რა, შენი ფილოსოფიური გამოსხივებებით ნუ შემაწუხე - აღიარებას ნიჭი უნდა, რაც შენ არა გაქვს. - მგონი შენ დაღლილი იყავი - დაღლილობა მეხსნება შენთან საუბრისას - იუმორს არ უჩივი ელენე! საშინლად დაღლილმა აბაზანაში ლამის სული განვუტევე, ცხელ ჭავლს სახე მივუშვირე და ვეცადე დღევანდელი უსიამოვნების დავიწყება, მაგრამ ამაოდ . - კიდევ რა შარში უნდა გაეხვე ქალბატონო საყვედურებს არ ვაკლებდ თავს. სააბაზანოდან გამოსულს ელენე უკვე კარგა ხნის ჩაძინებული დამხვდა, მეც დავწექი და ვეცადე დამეძინა.. ჰო ვეცადე, იმიტომ რომ არაფრით გამოვიდა.. ვფიქრობდი. და ამაზე უფრო მეტად მეშლელბოდა ნერვები. მე ვფიქრობდი მასზე და ვერ ვიძინებდი .. უკმაყოფილების გრძნობა პიკს აღწევდა, როდესაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჩემი ფიქრი ცალმხრივი ყოფილიყო და მხოლოდ მე მეფიქრა მასზე. არმინდოდა ასე ყოფილიყო, საერთოდ არაფერი არფერია ცალმხრივი კარგი, გზებიც არ ვარგა ცალმხრივი.. შენ მიდიხარ, შენსკენ კი არავინ მოდის. არვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ გაღვიძება რომ სიკვდილი მერჩინა წინა ღამის უძილარს ეს ფაქტი იყო. სად წაუხვალ რეჟიმს ? დიქტატორულს? ან სად წაუხვალ მყვირალა დაქალს ? გამთენიის შვიდ საათზე. - ჯენიიიი, ჯენიიი, უუუუუ , ჯენიიიი ლოსთ ონნ იუუუუ თავზე მადგა, და რაღაცის რახუნის თანხლებით მღეროდა - ელენე, ისე გადი, რომ ვერ შეგამჩნიო. დავივიწყებ რომ ტკბილი ძილი დამიფრთხე, და შეშლილი ხერხით გამაღვიძე, ოღონდ ახლა გადი. ბალიშიდან თავაუწევლად ჩამოვურაკრაკე ჩემი სათქმელი და ძილი გაგრძელება დავაპირე როდესაც ელენემ ჩვეული ნიშნისმომგები ტონით დაიწყო : - ახლავე თუ არ დატოვებთ თქვენს საყვარელ აპარტამენტს და არ გამომყვებით სავარჯიშოდ, თქვენ დაარღვევთ რეჟიმს, ქალბატონო ელენე და დღეს მთელი სასტუმროს თეფშები იქნება თქვენივე დასრეცხი. კარებამდე მისული, უკან მობრუნდა და უფრო მშვიდი ტონით განაგრძო: - არ გეგონოთ თქვენზე ვზუნავ, უბრალოდ რადგან მე უღალატო მეგობარი ვარ,მომიწევს გვერდში გედგეთ და თქვენთან ერთად ვრეცხო თეფშები, რაც ძალიან არ მინდა. ამიტომ ძალიან გთხოვთ მანამ სანამ ჩემი უფრო საშინელი გაღვიძების მეთოდებს გამოვიყენებ... - კარგი, კარგი ელენე აღარ გააგრძელო, ოღონდ გაჩუმდი და ვდგები.. აი ხომ მიყურებ მოჭუტული თვალებიდან გაჭირბებით ვხედავდი ელენეს. - კარგი გელოდები. მალევევე მოვემზადე, და სასაუზმოდ გავედით სასტუმროს რესტორანში. - ქალბატონებო გუკა აგვესვეტა წინ მაცდური ღიმილით - უკაცრავად ? - ლამაზო ქალბატონო შეიძლება თქვენს მეგობარს მარტომ ვესაუბრო ? ახლა ელენეს გაეკრიჭა. მე ელეს ხმის ამოღებამდე მშვიდად ვიყავი, მეგონა ასე არ გამწირავავდა. - რასაჭიროა.. ვაპირებდი მიმეხალა ყველაფერი ერთიანად, მაგარამ ელენემ გააგრძელა - ჰო მართალია, რა საჭიროა კითხვა. რათქმაუნდა შეიძლება თქვა და კისკისით წავიდა მაგიდისკენ. - ვფიქრობ არაფერი გვაქ სასაურო - მეც ვფიქრობ რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ - შენ სულ ასეთი აუტანელი ხარ ? გამეცინა. - არა, ხანდახან. მინდა რომ ბოდიში მოგიხადო, წინა დღის ინციდენტისთვის, არ მინდოდა გწყენოდა. - ამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, რომ გგონია შეგიძლია რამე მაწყენინო ? მაქსიმუმი რისი მიღწევაც შეგიძლია ეს ჩემი გაბაზებაა. მივხვდი რომ უხეშად გამომივდიდა, მაგრამ წინა დღის გაბრაზებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლილი. - მიხარია თუ ნაწყენი არ ხარ. მივხვდი რომ ჩემი უხეში ტონი არ გამოჰპარვია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ცოტახანს მიყურბდა. და უხერხლად ვგრძნობდი თავს, მეც რომ არაფერი ვუპასუხეხე ისევ თვითონ დაიწყო : - ანუ შეგვიძლია ვიმეგობროთ. - შენ კითვის ნიშნის ფუნქციიის შესახებ რამე გაგიგია ? - არვიცი, მგონი არა. ისე საყვარლად მიღიმოდა, ლამის დამავიწყდა ყველაფერი. - ნაწყენი რომ არ ვარ, ეს იმას არნიშნავს რომ ვიმეგობრებთ - მაგრამ არც იმას ნიშვნავს რომ არ ვიმეგობრებთ. - რატომ უნდა ვიმეგობრო შენთან ? - თუნდაც იმიტომ რომ ერთ კურსზე ვართ, ერთ აუდიტორიაში, ერთ ფაკულტეტზე. - მოიცა,მოიცა ელენეს ნათქვამი გამახსენდა : ” მსახიობი ყოფილა, მე ჩვენი კურსელი მეგონა ” - როგორც ვიცი შენ უკვე მსახიობი ხარ, თუ ვცდები ? გაეცინა. - კიდევ რა იცით ჩემზე ლამაზო ქალბატონო ? - ეს უბრრლოდ.. დავიბენი - ამას უბრალოდ ჟურნალისტები ამბობენ, მე ჯერ თეატრალურზე საერთოდ არ ვსწავლობდი, ფილმში რომ გადამიღეს. ალბათ ამიტომ მიწოდებენ მსახიობს. - მე, კურსელები საუბრობდნენ შენზე და ყური მოვკარი. ეს იყო ყველაზე ბავშვური ტყუილი ჩემს ცხოვრებაში, ეს ჩემს ლოყებსაც დაეტყო ალბათ, მთელი სხეული მიხურდა, აი მომღიმარი წიკლაური რომ დავინახე, ჩემს თავზე გავბრაზდი. - არაფერია იმაში ცუდი, რაიმე თუ იცი ჩემს შესახებ. ყოველთვის ისეთი ხალხი საუბრობს ჩემს ცხოვრებაზე, არაფერი რომ არ იციან ჩემს შესახეხებ, გამიხარდება. - რასვიზამთ, მსახიობის თანმზდევი თანამგზავრია ჭორები და სკანდალები. თეატრალურზე ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველაზე მეტად სკანდალების მეშინოდა. - ახლა აღარ გეშინია ? ო, ღმერთო ისევ იცინის. - კი ეხლა მეშინია. მეც გამეცინა. არვიცი მის ნათქვამზე თუ მის სიცილზე მაგრამ, გემრიელად ვიღიმოდი, აი ისე ორი- სამი კვირა დიეტაზე რომ ხარ, დიეტის დამთავრების დღეს შენს გემოზე რომ შეჭამდა ნასიამოვნები სახით იყურები, ეგეთი სახე მონაგონი იყო ჩემთან. ისე შევყევით საუბარს, საერთოდ არ შგვიმჩნევია როგორ ვიყავით სასტუმროს უკვე მოშორებული, არც ის გაგვხსენებია რომ ამხელა დროში რეჟიმიც დავარღვიეთ. - ჯენი ისე ლამაზად ჟღერდა მისმიერ წარმოთქმული ჩემი სახელი. - შენც იმას ფიქრობ რასაც მე? - ხო მაგრამ არაფერია მივაგნებთ მგონი. კიდევ იღიმის საერთოდ სულ იღიმის ყველაფერზე და ეს მე ძალიან მომწონს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.