შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი (2)


26-03-2017, 01:57
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 3 618

- დამსვი ამას არ შეგარჩენ
- ნუ მემუქრებიი
- გაფრთხილებ ძვირფასოო
- კარგი ძვირფასოო მოემზადე.. ერთი ორი და საააა
აუზში ჩახტა და ჩამიყოლა თან
მალევე ამოვიდა და ზემოდან დამიწყო ყურება, მე რისი მსახიობი ვარ ეს რომ არ გავაცურო გავიფიქრე და თავი მოვიკატუნე ისე თითქოს ცურვა არვიცი, როგორც კი დამინახა მაშინვე გადმოხტა დაფეთებული, მაგრამ მანამ სანამ ჩემამდე მოვიდა მე უკვე აუზზე ვიდექი და იქედან დავცინოდი.
თავზე ხელი გადაისვა, შემდეგ კი ისე შემომხედა ჩემით მივხვდი რომ უნდა გავსულიყავი, მაგრამ სად გავიდოდი
- 1 : 1 ძვირფასო
უკვე აუზიდან ამოსულს ვუთხარი, შევბრუნდი და გასასვლელისკენ დავიძარი
- ერთით ერთი არა ? ჰმ, კარგი ქალბატონო.. გამოწვევა მიღებულია, მაგრამ სხვა დროს ასე გამომწვევად აღარ ჩაიცვა
სარკაზმით გაჯერებული წინადადება მესროლა და ადგილიდან გაქრა.
გაბრაზებამ და სირცხვილის გრძნობამ ერთიანად ამოხეთქა ჩემში, როდესაც სხეულს დავხედე და ყველაფერი ზედ მეხატა, რასაც მოკლე მაისურით ვფარავდი.. ამას როგორ შევარჩენდი, ბოლო - ბოლო ჯენი არა ვარ ?
- კი, კი ჯენი ვარ
თითქოს ჩემს კითხვას თვითონვე გავეცი გონებაში პასუხი და სწრაფი ნაბიჯებით გავეკითდე წამის წინ წასულ გუკას.
- იდოტო, დამელოდე.. ჰეიი შენ გეუბნები, არ გესმის ჩემი
ხელი უხეშად მივარტყი მკლავზე, შეხებისას გამოწვეულ უცნაურ შეგრძნებას ყურადღება არ მივაქციე და იმავე ტონით განვაგრძე :
- მისმინე, თავი ვინ გგონია ?
- შენ ?
- რა მე ? შემთხვევით მე ხომ არ ჩაგაგდე აუზში
- არა მე ჩაგაგდე
ირონიულ ტონს მაგრძნობინებდა ყოველ სიტყვაში, ეს კი ჭკუიდან მშლიდა.
- ახლა კარგად მომისმინე პატარა ბიჭო, სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს, ყოველთვის იმას ვერ მიიღებ რაც გინდა, მითუმეტეს შენი სურვილები ჩემზე არ ვრცელდება.
- ჰმ, რამხელა ენა გქონია. შენზეა ნათქვამი ხმა ისმის პატრონი კი არჩანს - ო.
- არ ვაპირებ აგყვე, ეს მხოლოდ ჩემს განწყობას გააფუჭებს, ამიტომ ვეცდები არ შეგამჩნიო.
მარტივად გადავწყვიტე ჩემი პრობლემა და უფრო გაბრაზებული წავედი საძინებლისაკენ.
- მომისმინე ქალბატონო, ერთხელაც დამტოვებ მარტო და დაივიწყე ჩვენი მეგობრობა
- კარგი ჯენი, მაგრამ.. ეს რაიყო
ბოლო სიტყვები ამოიხრიალა და მის სახეზე მეც გამეცინა
- არაფერიც არ იყო, ნამდვილი იდიოტია
სხვათაშორის ჩავილაპარაკე, თითქოს სულ არ მაინტერესებდა.
- არა მართლა ჩაგიტარა, ყველა გაკვირვებული გიყურებდათ
ელენე უკვე სიცილს ვეღარ იკავებდა, მე კი ამაზე საერთოდ ვეღარ ვთოკავდი ნერვებს.
- ელენე, ერთხელაც ამ თემაზე რამეს იტყვი და სამუდამოდ დაემშვიდობე შენს ოთხივე კიდურს.
ვცდილობდი მკაცრად მეთქვა მაგრამ ტუჩის კუთხეში მაინც მეღიმებოდა, ელენე კი მთელი ჩემი საუბრისას მხოლოდ ამას აღიქვამდა და შერბილებულად იღებდა ჩემს ყველა ქვასავით გასროლილ სიტყვას .
- მოკლედ შენთან ლაპარაკს აზრი არააქვს .
ხელები ჰაერში ავაფრიალე და აბაზანაში შევედი.
ელელენე კიდე დიდხანს იცინოდა ჩემს რეაქციაზე, მერე კი ჩაწყნარდა. ამას იქედან მივხვდირ რომ, მისი დამაყრუებელი სიცილი ვეღარ სწვდებოდა ჩემს ყურთა სმენას .

არვიცი რამდენ ხანს ვიყავი აბაზანაში, მაგრამ დავწყნარდი და უკვე მზად მყოფი გავედი ოთახში . ელენე საწოლზე იჯდა და ლეპტოტში რაღაცას გულმოდგინედ ამოწმებდა.
- რაზე იღიმი ასე ?
- მილიონერი, ქართველი სექსსიმბოლო მამაკაცი, რომლის ცხოვრების დეტალებიც მუდმივად განხილვის, ერთ-ერთი მთავარი საგანია.
- ელენე სიცხე გაქვს ?
სრულიად გულწრფელად ვკითხე და ინტერესიანი მზერა მივაპყრე.
- გუკაზე ვამბობ.
გამიცინა და ხელით მანიშნა საწოლზე დავმჯდარიყავი .
- მეტი საქმე არ გაქვს ?
მობეზრებულმა ჩავილაპარაკე და ისევ გავაგრძელე ჩემი საყვარელი კრემის მარწყვის სურნელით, სხეულზე წასმა.
- უკვე მსახიობი ყოფილა, მე მეგონა ჩვენი კურსელი იყო.
- როგორც არის, რა მნიშვნელობა აქვს
ისევ არ ვკარგავდი, ჩვეულ ტონს, თითქოს ამით ვცდილობდი რომ ინტერესი, რომელსაც გუკას მიმრთ
ვგრძნობდი რამეთი გადამეფარა.
- ელენე, გავდეთ რა გარეთ
- რა იყო? უკვე მოგენატრა გუკა ?
ელენე უკვე ნელ-ნელა ულრავდა ჩემს ნერვებზე
- არ აგყვები.
- იმიტომ რომ, სათქმელი არაფერი გაქვს
- შენ არ იცი რამხელა თავშეკავებად მიჯდება ეხლა რომ ცოცხალი დგახარ ჩემს წინ
ღიმილიანი სახით ვუყურებდი და ისე ველაპარაკებოდი თითქოს ამ სიტყვებით ვეფერებოდი
- მოკლედ რა თბილი მყვხარ ჯენი.
ლოყაზე მიჩქმიტა და ოთახიდან გაიქცა რომ ფატალური შედეგით არ დასრულებულიყო ჩვენი დიალოგი ..
. მთელი დღე ვსეირნობდით მე და ელენე. თითქმის ყველაფერი მოვიარეთ .. ჩემს ოცნებას შევასხი ფრთები. დავდიოდი ლონდონის ქუჩებში ჩემს მეგობართან ერთად, ბევრი ჭრაჭუნა ქაღალდის ჩანთით და არაფერი მქონდა საფიქრალი.
- ფეზებს ვეღარ ვგრძნობ.
უკვე საატუმროსთან ვიდექით ერთმანეთზე დაყრდნობილები და მკვდარი სახით ვცდილობდით შევპარულიყავით საძინებელში.
- ნამდვილად გამოგვიჭერენ, არა ასე როგორ დავაგვიანეთ
- წუწუნის დრო არაა ელენე
ისე ველაპარაკებოდი თითქოს მე არ მისკდებოდა შიშისგან გული.
- აღარც ვიწუწუნო ?
გაბრაზებულმა შემომანათა ცისფერი თვალები ელენემ.
- ნუ მიბრიალენ მაგ დიდი თვალებს
- ოხ ჯენი .
- კარგი მოიცადე. ეს კაცი გაივლის და შევიდეთ
კართან მდგომ კაცზე მივუთითე და ნელნელა დავიძარით შესასველისკენ. ნახევრად თვალებ მოჭუტული მივდიოდით, პირველი სართული მშვიდობით ვიარეთ, მეორეც, მაგრამ ლექტორის ხმა გავიგონეთ და ყველაზე ახლო ოთახში შევვარდი. ის იყო უნდა შევტრიალებულიყავი..



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ეხლა არ მითხრა გუკას ოთახში შევარდაო

 


№2  offline წევრი Nina13

Dzalian momewonaa <3 <3 <3

 


№3  offline წევრი Nina13

Male daamate gtxov <3 <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent