ბურდული და სხვა კატასტროფები (4)
ნინი. -მაშო არ გვინდა რა-წარბებს საცოდავად ვკრავ და კიდევ ერთხელ ვუყურებ ლეკვის თვალებით. -სამაგიერო რომ არ გადავუხადო მოვკვდები-ტუჩებმოპრუწული მიჭრის და მტკიცე ნაბიჯებით მიემართება კარისკენ. -უცებ რომ გამოვიდეს?-უკანასკნელი არგუმენტებით ვუდგები წინ. -უიმე ეგ რო ასე ადრე დგებოდეს ყველა ლექციაზე კი არ დააგვიანებდა-თვალებს ატრიალებს მაშო. ეჰ რა გიყო აპოლონ, მე ვეცადე მაინც. მორჩილად მივდივარ უკვე გამოღებულ კართან, იწყება ოპერაცია „ძირს დავცეთ კდემამოსილი აპოლონი“. მაშო ბოლოჯერ მავლებს ანთებულ შავ თვალებს და ბოროტი ღიმილით მიემართება საპირისპირო კარისკენ, ჰო კარგი, ნამდვილად სახალისო იქნება, აჟიტირებული მივყვები უკან და უკვე ერთი სული მაქვს როდის გავაფუჭებთ რამეს. -ასეთი აღელვებული იმის მერე არ ვყოფილვარ დამრიგებელს ხვლიკი რომ ჩაუსვა ბალიაშვილმა-ჩურჩულით ვიქნევ ხელებს. -ნათელას კივილი მონაგონი იქნება ნინელი-ხმადაბლა ხითხითებს მაშო და მარცხენა ხელში მომარჯვებულ კოლოფს ფრთხილად ხსნის თავს, თვალში მხვდება მთელ სიგრძეზე გაკეთებული წითელი წარწერა „Момент-клей универсальный”, ან ჩვენ ვიღუპებით, ან აპოლონი, ან ორივე ერთად! მოყვითალო წებო ნელა ესხმება მსხვერპლის კარის წინ დაგებულ ყავისფერ Welcome ხალიჩაზე, მაშო დიდი მონდომებით ანაწილებს ბლანტ მასას ყოველ კუთხე კუნჭულში. -მზადაა-გამარჯვებულის სახით ბრუნდება,სანამ კიდევ ერთხელ გავიფართხალებდე მის შესაჩერებლად ზარზე ორჯერ აჭერს ხელს და სწრაფად გამორბის, ინსტიქტურად ვემორჩილები მის ჩავლებულ ხელს და ოთახში ფრედი კრუგერის მოჩვენებისგან გაქცეულებივით შევრბივართ. მაშო დიდი სიფრთხილით ხურავს ხარს და საჭვრეტში იჭყიტება. -გამოსვლამდე რომ შეაჩნიოს? ან კიბეზე რომ დავარდეს? გოგო სულ სხვა რომ გამოვიდეს?-მოვლენების განვითარების ათასი ვარიანტი ერთად მიტრიალებს თავში. -ნუ ხარ ფეთიანი ნინელი-ჩურჩულით მაჩუმებს,საჭვრეტთან მობილური მიაქვს, კარგად უმიზნებს კამერას და ვიდეოგადაღებას რთავს. ინტერესით ვუჩოჩდები გვერდით -ასე ორივე ვუყურებთ შოუს-ბოროტი ქირქილით მიკრავს თვალს და ეკრანზე მანიშნებს, საჭვრეტზე მიდებული მობილურიდან შესანიშნავად ჩანს მოპირდაპირე კარი, პირს ვაღებ ახალი მოფიქრებისთვის რომ შევაქო სმენას ჩხაკუნის ხმა რომ სწვდება. -მგონი გამოდის!-თვალებდაქაჩული ვაჩერდები მაშოს და მზერა ეკრანზე გადამაქვს, ოდნავ გაწელილ გამოსახულებაში კარგად ჩანს როგორ იღება მოპირდაპირე ბინის კარი და აშკარად ნამძინარევი აპოლონი გაბურძგნული თმების სწორებით ყოფს თავს. ტუჩებდაბრეცილი იყურება აქეთ-იქით -რა საყვარელია,ახლა ჩავკვდები-ვჩურჩულებ მობილურისგან თვალმოუშორებლად. საჩვენებელ თითს ტუჩზე იდებს სუნთქვაშეკრული მაშო და ეკრანს ისე აშტერდება გეგონება ამ წამებში სამყაროს გადარჩენა-არ გადარჩენის ბედი წყდებოდეს. დავიწვებით,ნამდვილად დავიწვებით! ამასობაში შუბლშეჭმუხნილი აპოლონი მარჯვენა ფეხს იმ საბედისწერო ხალიჩაზე ადგამს და თავს ძლივს ვიკავებ რომ არ შევკივლო, გარინდულ მაშოსთან ერთად ვუყურებ როგორ დგამს მეორე ფეხსაც და უკმაყოფილოდ ავლებს თვალს ცარიელ სადარბაზოს. აი ისიც, კულმინაციური მომენტი დგება! ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ, აპოლონის ტუჩების მოძრაობით ვხვდები რაღაც რომ ჩაიბურტყუნა, ტანს ინერციით აბრუნებს და ხალიჩა აკრულ მარჯვენა ფეხს ოთახში შესადგმელად სწევს, წამის მეასედში ერთდოულად ვხედავ აპოლონის გაოცებულ სახეს, აბურდულ ფეხებს და უმწეოდ მოფართხალე ხელებს ,წამის მეორე მეასედში კი მაშოს მტერი ალექსანდრე ბურდული იგივე აპოლონი ჯერ პიზის კოშკივით იხრება მთელი ტანით ,შემდეგ კი სტალინის ძეგლივით ებერტყება იატაკზე. -დედა შევე*ი-ყურამდე აღწევს ხმამაღალი ხრიალი. აკაკანებული მაშო ხორხოცით იკეცება იატაკზე. მისი შემხედვარე საკუთარი თავის და მის გაჩუმებას ერთდროულად ვცდილობ. პირზე ხელის აფარება და მაშოს უარესი ხარხარის ავარდნა ერთია, უკვე ცრემლებმორეული კაკანებს იატაკზე და ხელებს უმისამართოდ იქნევს. მუცელატკივებული ძლივს ვაღწევ საჭვრეტამდე, დახურული კარის წინ აღარც აპოლონი ჩანს და აღარც ხალიჩა. -ცუდად ვარ-სულს ძლივს ითქვამს მაშო. -მიხვდებოდა ჩვენი ნამოქმედარი რომაა-ბოლთის ცემას ვიწყებ სამზარეულოში შესული. -მეც ეგ მინდა-წარბების თამაშით ადგამს ყავას და ჩანთის ჩალაგებას იწყებს. უნივერსიტეტი ვისღა გაახსენდა, დაფეთებული ვუყურებ საათს. -მაშო რვაა უკვე-ცალ ხელს კედლისკენ ვიშვერ,მეორეთი სოსისებს ვექაჩები მაცივრიდან. -ჩქარა ვჭამოთ და გავედით-მადუღარას ფართხუნით იღებს გაზქურიდან. ერთ საათში ნაჭამი, ნასვამი და ზესიმპატიურობის განსახიერება მეზობლის ცოდვით აკიდებული მივაბიჯებ თეატრალურის ფოიეში. ბოლოჯერ ვავლებ თვალს დეზდემონას მონოლოგს და კარღია აუდიტორიაში შევდივარ. შენგელაიას სახეზე ეტყობა ვერაა ხასიათზე, ნუ როდისაა პრინციპში. პირველი ოცი წუთი იაგოს ფორმაში გამოწყობილ პირველკურსელს ასწორებს მიწასთან, მეორე ოც წუთში უკვე ჩვენც გვრთავს უკიდეგანო ლანძღვის საერთაშორისო ფესტივალში. როგორც იქნა ნანატრი ზარის ხმა ისმის და ახლა მეტყველების ლექციაზე გავრბივარ თავქუდმოგლეჯილი. სამი ფრაზა მესმის მთელი საათი „ზედა ტუჩი წამოწიეთ“ „ენა ამოაბრუნეთ“ „პირი უფრო გააღეთ“. ესეც შენი სამსახიობო, არა ბიჭოს პირდაპირ ჰოლივუდში გიკრავდნენ თავს ნინი, ვუდი ალენი ჩამოგაკითხავდა კალთების დასაგლეჯად! გამოფიტული გამოვდივარ უნივერსიტეტის შენობიდან და მობილურის წკრიალიც მესმის, ზოზინით ვუყურებ ეკრანს და ყურებამდე გაკრეჭილი ვიღებ ყურმილს -ოცნებებდანგრეული ნინი გისმენთ -ოცნებებდანგრეულო ნინელი როდის ამთავრებ ლექციებს?-მოგუდულად მესმის ლექსოს ხითხითი -ორი წუთის წინ ჩავკალი ბოლო-ვურაკრაკებ ამაყად -ათი წუთი დაიცადეთ და მოგაკითხავთ თქვენი მძღოლი-უკვე ჩხაკუნი მესმის ტელეფონში. -არ დააგვიანოს თორემ გავათავისუფლებ-საჩვენებელ თითს მუქარით ვიქნევ,ოჰ ძაან არ დაინახოს ნინი. მოუსვენად ვწრიალებ ბორდიურთან და თან მაჯის საათისკენ ვაპარებ მზერას, მეტი არ მინდა ათ წუთს გადააშოროს. თავის აწევასაც ვერ ვასწრებ ლურჯი სუბარუ რომ ამუხრუჭებს ცხვირწინ და საჭიდან გადმოწოლილი ლექსო მგზავრის კარს მიღებს. მოწყვეტით ვსკუპდები შიგნით და ღვედს ვექაჩები -აბა სად წავიდეთ დამსახურებულო არტისტო?-წარბების თამაშით ძრავს მაქნქანას -სახლში არ ავიდეთ?-ფრუტუნით ვაგდებ ჩანთას უკანა სავარძელზე -აუ ვჭამოთ ჯერ სადმე,თან მაშოც ხო გვიან ამთავრებს-შუბლეჭმუხნული აბრუნებს თავს -წინ იყურე და წვნიანი გვაქვს სახლში-ხელების ფშვნეტით ვუცხადებ. -შენი გაკეთებულია? -კი -ჰოდა კაფეში ვჭამოთ რამე-ხარხარით აჩერებს შუქნიშანთან. -გველო-აღშფოთებული ვბრწკენ ხელზე და გაბუსხული ვაჩერდები საქარე მინას. -კაი რა ნინელი ნუ იბუტები-მარჯვენა ხელით მიჩეჩავს თმებს. ხელებგადაჯვარედინებული ვზივარ და ჯიუტად არ ვაბრუნებ თავს. -პიცაზე წავიდეთ ე-ისევ მანჯღრევს მარცხენა მხარზე. აბა კი,იოცნებოს პასუხის გაცემაზე ვაჟბატონმა. -აუ გამეცი ხმა თორე ახალ ამბავს აღარ გეტყვი ნინელი-მაცდურად ჩამესმის ლექსოს ხმა. -რა ამბავს?-სინათლის სიჩქარით ვაბრუნებ თავს. ლამის ჩაბჟირდეს ჩემს რეაქციაზე. -აუ ახლა ისევ არ გაგცემ ხმას-მუქარით ვუშვერ ხელს. -ჰო კაი რო მივალთ გეტყვი-ორი წლის ბავშვივით მაიმედებს და ისევ გზაზე გადააქვს მზერა. „პიცა დი რომაში“ მისვლამდე წრიალისგან ლამის ორი პირი ტყავი გადავაძრო ლექსოს სავარძლებს. კაფეს წინ ვჩერდებით და მეც ფართხა-ფურთხით ვხტები მანქანიდან. ჯიუტად არ იღებს ხმას მაგიდასთან დაჯდომამდე, ზარმაცასავით დინჯად უკვეთავს ჩემ საყვარელ ექვსნაჭრიან „ბრავისიმოს“ და როგორც იქნა წინ მისკუპდება -ჰე ამოიდგი ახლა ენა-ხელების ფრიალით ვდებ მენიუს. გრძელ თითებს ნერვიულად ხლართავს ერთმანეთში და შულზე სამი წვრილი ღარი უჩნდება, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი -ლექსო ალხა არ თქვა ცოლი მომყავსო თორე დამარტყა გულმა-ძლივს ვხრიალებ ყელგამომშრალი და შავ თვალებში ვაშტერდები -არა ნინელი რა ცოლი-ღიმილით აქნევს თავს, ასე მგონია გულიდან ხეოფსის პირამიდისხელა ლოდი მომეხსნა. შვებით ვისუნთქავ ჰაერს. -შემოთავაზება მივიღე ატლანტა ჰოუქსისგან-თავს ხრის და შუბლის ქვემოდან მიყურებს. -ახლა ადამიანურ ენაზე ამიხსენი რა არის ეგ ატლანტა რაღაცა-ტუჩებმოპრუწული ვეყრდნობი იდაყვებს. -ატლანტის საკალათბურთო გუნდია,ამერიკაში-გადახლართულ ხელებს მაგიდაზე აწყობს. ჩემი ისედაც ნელა მომუშავე ტვინი საცოდავად ცდილობს მიღებული ინფორმაციის გადახარშვას და ბოლოს ერთ აზრამდე დადის-ლექსო ოკეანის იქეთ მიყავთ. მოიცა, რას ქვია მიყავთ. მერე მე და მაშო? რანაირად ვნახო მერე, ან ვის ვეტლიკინო, უნივერსიტეტში ვინღა გამომივლის, ვის დავაზეპირეინო შექსპირის პიესები -ნინელი გამეცი ხმა-ცხვირწინ ვხედავ ლექსოს მოფრილე თითებს. -ამერიკაში უნდა გადახვიდე?-საკუთარი ხმა თვითონაც ძლივს მესმის და ახლაღა ვხვდები რომ უკვე რამდენიმე წამია სუნთქვა მქონდა შეწყვეტილი. -არ ვიცი ჯერ,მამაჩემმა უკვე ბარგი ჩამილაგა ფაქტიურად-მზერა ლანგარმომარჯვებულ მიმტანზე გადააქვს. ჩემს წინ დადებულ თეფშს უაზროდ ვაშტერდები. -შენებს უნდათ რომ წახვიდე?-ისეთ კითხვას ვსვამ პასუხი უკვე რომ ვიცი. -მამაჩემის ამბავი ხომ იცი, ლამის დღესვე გამიშვას, ლიანას თან უხარია თან არა-მხრებს იჩეჩავს ლექსო. შუბლზე ჩამოყრილ შავ კულულებს ვაკვირდები და თავს ძლივს ვიკავებ თვალებიდან ფანტანი რომ არ გადმოვუშვა -და შენ გინდა?-სასოწარკვეთილი ვუსწორებ მზერას -არ ვიცი ნინელი, კარგი შემოთავაზებაა-ტუჩის კუთხეს უღიმღამოდ წევს-კვირის ბოლომდე უნდა ვუთხრა პასუხი. (მაშო) დღეისთვის ბოლო სემინარი,ბოლო! თავს კიდევ ერთხელ ვიმხნევებ და ყავით ხელში მივალაჯებ აუდიტორიაში. როგორც ჩანს რუსუდანი ჯერ არ შემოსულა, ალბათ თავის ჩონჩხებს დასტრიალებს კაბინეტში, ან ზეზვაზე და მზიაზე ლაპარაკით უბურღავს ტვინს ფილოსოფიის ლექტორს. ბოლო რიგისკენ მივლასლასებ და კუთხეში მოკალათებული ვავლებ თვალს აუდიტორიას, სამს გაცხარებული პოლემიკა აქვს თრიალეთის ყორღანის თასი ბრინჯაოსი იყო თუ ვერცხლისო, ერთი პირდაპირ რაფაზე ზის და აშკარად სულ ფეხებზე ახატია მეცხრე საუკუნეში ბუღა თურქმა აგვაოხრა თუ აღა მაჰმად ხანმა, ვიღაც ქერა რაც კი პოზა არსებობს ყველაში იღებს სელფებს ჰერკულესის პატარა ძეგლთან, ნინის დაქალი გამოუჩნდა. თავს ჩანთაზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ,ბუნდოვნად ჩამესმის უკანა რიგში ვიღაც მთელ თავის გენეოლოგიას რომ ყვება,მოკლედ ბაგრატიონით დაწყებული ერისთავით დამთავრებული გვარი არ დატოვა სანათესაოში რომ არ გაერია, თარხან მოურავის რაა ეს? -ეს ადგილი დაკავებულია ზღარბო?-ყურთან ახლოს მესმის ბოხი ხმა და თვალებს ერთმანეთის მიყოლებით ვჭყეტ. უკვე მოუსწრია გვერდით ჩამოჯდომა აპრეხილი ქოჩორების მამას, ამას დილის გაკვეთილი აშკარად არ ეყო. -კი, დაკავებულია-თითით ვანიშნებ რომ ადგეს,ნუ მთელი რიგი ნახევრად ცარიელი რომ არ იყოს ალბათ უფრო დამაჯერებლად გაიჟღერებდა ჩემი პასუხი. -არაუშავს, გადაიტანენ-უცერემონიოდ ჯდება და ფეხებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შლის. პირდაპირ თავზე შემოეწყო. -შემთხვევით ხომ არ იცი ვინ დაწება ჩემი ხალიჩა,ზღარბო?-დაწვრილებულ მომწვანო მონაცრისფრო თვალებს ინტერესით მანათებს. საჩვენებელ თითს ტუჩთან ვიდებ და ჩაფიქრებული სოკრატესავით გავყურებ სივრცეს -არა,აშკარად არ ვიცი.ახლა არ მითხრა დავეწებე და ცხვირ-პირი გავისპარტეო-შეშფოთებულივით ვაღებ პირს და თმებს გამარჯვებულის სახით ვიყრი უკან -ახლა არ მითხრა კარის უკან დამხრჩვალ კატასავით მე ვხარხარებდიო-თითებს მერხზე აკაკუნებს. -მგონი დაცემისას ცხვირი მოგეგრიხა-თვალებმოწკურული ვხრი თავს ოდნავ მარჯვნივ-ჰო აშკარად მოგეგრიხა-ვასკვნი ბოლოს. -ცხვირით არ დავცემულვარ-გაღიმებული ატრიალებს თვალებს -ანუ სულ მოგრეხილი გქონდა?-წარბების თამაშით ვპრუწავ ტუჩებს. მთელი ცინიზმი ერეცხება სახიდან, სამაგიეროდ თმის ჟელე მყარად უდგას ქოჩორზე. -გამოწვევა მიღებულია,ზღარბო-ტუჩის კუთხეს ტეხს და მზერა ახალშემოსულ რუსუდანზე გადააქვს, ასე ჯერ არ გამხარებია რუსიკოს შემოსვლა. მე და კისერ მოღრეცილი მესამე რიგის ქალბატონები ერთსულოვნად ველოდებით როდის ინებებს მისი უწაქცეულესობა თავის კუთვნილ მესამე რიგში გადაბრძანებას, მაგრამ ვაჟბატონი აშკარად არ ჩქარობს -საან-ხელს უქნევს აბადოკიანი და მის გვერდით თავისუფალ ადგილზე ანიშნებს -გეძახიან უიღბლო-ნიშნისმოგებით ვიშვერ თითს -შენ მაგაზე არ ინერვიულო-თითებს ატკლაცუნებს ბურდული. შურისძიების სუნი მცემს სადღაც მარჯვენა მხრიდან, ახლა ის დროა მაკედონელის ცხენივით გარბოდე მაშო! -დღეს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევასა და პომპეიში აღმოჩენილ ნაშთებზე ვისაუბრებთ ახალგაზრდებო-სათვალეების ზემოდან იყურება რუსუდანი. ჩინურივით ჩამესმის რუსიკოს ქაქანი,მთელი ყურადღება ორფეხა მოწიკწიკე ბომბზე მაქვს გადატანილი აქვე ათ სანტიმეტრში რომ მიზის ხალიფასავით გათხლაშული. ხან საათისკენ ვაპარებ თვალს ხან საეჭვოდ დადუმებული ბურდულისკენ, ხუთი წუთიც და გეშველება მაშო. -აბა შეკითხვები გაქვთ?-როგორც ჩანს ახსნაც დაამთავრა რუსიკომ. ჩანთას წინასწარ ვიმარჯვებ გასასვლელად, ზემოთ ხსენებული საეჭვოდ მდუმარე არსება რომ წევს ხელს -გისმენ სანდრო,აბა რა გაინტერესებს?-მაშინვე მზრუნველად იღიმის რუსუდანი და მთელი აუდიტორია ჩვენკენ იყურება -მე არაფერი ქალბატონო რუსუდან,ამ გოგონას აქვს რაღაც კითხვა-ლექტორისკან თვალმოუშორებლად იკრიჭება ეს არანორმალური და ახლა ჩემკენ აბრუნებს თავს-მიდი ნუ გერიდება -გისმენთ,მარიამ-სათვალეებს ისწორებს რუსიკო. მორჩა,მკვდარი ხარ მაშო. თვალებდაქაჩული ძლივს ვყლაპავ ნერწყვს, მთელი საათია ერთი სიტყვა არ გამიგია, რა ჯანდაბა ვკითხო ახლა? ზოზინით ვიწევი სკამიდან,ღმერთო შენ მიშველე! -წიგნში რომელ გვერდზეა ეს ლექცია ეგ მაინტერესებდა-სიმწრით გაღიმებული ვაყრანტალებ რაც პირველად მადგება ენაზე. -ას ოციდან ას ორმოცდა ექვსამდე,ხომ დავწერე-დაეჭვებული მიყურებს არქეოლოგიის დედოფალი და საჩევენებელ თითს თეთრი დაფისკენ იშვერს, მთელ სიგრძეზე ლურჯად რომ აწერია 120-146. რატო ვარ ცოცხალი! -უკაცრავად,ვერ შევამჩნიე-უხერხულად ვიღიმი და დასაჯდომად ვემზადები, მორჩა აქედან პირდაპირ იარაღების მაღაზიაში მივდივარ, ვყიდულობ კალაშნიკოვს თუ რაც ქვია და მსოფლიოს ვათავისუფლებ ამ უნამუსო ტარაკანასგან. მოიცა,ინერციით წასული ახლა უკვე დამჯდარი არ უნდა ვიყო? შენელებული კადრივით ვხედავ როგორ ვცდები მერხს, სუსტ წაკივლებასავით ამომდის ბგერები და სანამ იატაკს ჩავეფსკვნებოდე იდაყვში ძლიერად ჩავლებული ხელი მაჩერებს. -სკამი გამომიშალე დეგენერატო?-სათითაოდ ვცრი ყველა სიტყვას -ახლა როგორც დაგიჭირე ისე გაგიშვებ-გამარჯვებულის სახით მითამაშებს წარბებს. -რა ხდება უკანა რიგი?-შორიდან მესმის რუსუდანს ხმა -ვიღაცას მახსოვრობის გარდა კოორდინაციის პრობლემაც აქვს-თან ხითხითით უხსნის ჩემს მკლავს ჩავლებული და თან ლეკვივით მწევს ზევით. ჩვენკენ მოშტერებულ რამდენიმე თვალს ერთად ვაწყდები.ღმერთო, რა სირცხვილია! -შემდეგში დაჯდომამდე დაიხედე ხოლმე-ომახიანად მიცხადებს და გაბღენძილი იღებს ჩანთას. გადასარევია, ახლა ეს გამოვიდა ყველას თვალში აქილევსი და სამყაროს მხსნელი, მე კიდე უკანასკნელი უიღბლო. არა,ამას ასე არ შევარჩენ! რვეულებს ჩანთაში ვტენი დადერეფანში თმების წევით მივალაჯებ, რა იყო წეროს ფეხები აქ? სად გაქრა ასე უცებ. დღეს აშკარად არაა შენი დღე მაშო. მხრებჩამოყრილი ავტოსადგომისკენ ვიღებ გეზს, რა თქმა უნდა, აბა სად იქნებოდა. ფარისევლობის ფუძემდებელი ზურგშექცეული მიაბიჯებს მოპირდაპირე მხარეს -ბურდული!-ხელებს ვმუშტავ და თავის სანაქებო რაშთან მისულს ვუდგები წინ -ზღარბების მიღების საათები დასრულდა, ზღარბო-მწვანე თვალებს გაღიმებული მანათებს. არაა ეს ნორმალური! -საკუთარი თავი ვინ გგონია საერთოდ?-ხელებს ცხვირწინ ვუფრიალებ -ჩამოგითვალო?-ტუჩის კუთხეს ტეხს -დედამიწა შენს ირგვლივ არ ბრუნავს იდიოტო-ვახლი და ზურგის შესაქცევად ვემზადები -ვინ გითხრა? -გეოგრაფიის მასწავლებელმა-ტუჩებმოპრუწული ვჩერდები -მოგატყუა-სიცილით მკრავს ცხვირზე ხელს და ჩასაჯდომად ბრუნდება. არ არსებობს,შემეხო, ეს დეგენერატი თითით ცხვირზე შემეხო. სანამ გაშტერებული ვდგავარ უკვე ჩაწეული მინიდან ყოფს თავს -დამარცხდი ზღარბო-ქოჩრის სწორებით მიკრავს თვალს. გონების მივიწყებულ კუნჭულს ახლაღა ახსენდება რა განძი იმალება მობილურის გალერეაში, კარალევა ხარ მაშო! -შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი-ამაყად ვიწევ წინ ჩამოყრილ თმებს.წარმომიდგენია რა ბოროტი სიცილი დამთამაშებს ახლა სახეზე. ჩამოყალიბებულ ნარცისს ცნობისმოყვარე მზერა საჭიდან ჩემზე გადმოაქვს. სასურველ ფაილს ნაჩქარევად ვხსნი და ცხვირწინ ვუტრიალებ ჩართულ ვიდეოს, ჯანდაბა ეს აქამდე როგორ არ მომაფიქრდა! ხმახმაღალი რახუნის ხმა აღწევს ყურამდე და ვხვდები იმ მომენტზეა ვიდეო ეს იდიოტი სადარბაზოს იატაკს რომ ებრდღვნა. დასერიოზულებულ სახეზე ვუყურებ, რაო აღარ ვართ ტინგიცის ხასიათზე? -დაემშვიდობე მაგარი ბიჭის სტატუსს-თვალს ვუკრავ და ამაყად ვბრუნდები ჩემი მანქანისკენ,აბა ახლა ვინაა დამარცხებული? ასეა, აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლა მოიგო,სამაგიეროდ დიდმა მაშომ ალექსანდრე ბურდულს სძლია ავტოსადგომზე გამართულ სამამულო ომში. ზურგს უკან კარის დახურვის ხმა მესმის,აი ეს აღარ მომწონს. მაშინვე მთელი ტანით ვბრუნდები -ნუ ბავშვობ ზღარბო,წაშალე-ხელებგაშლილი მოაბიჯებს ათიოდე მეტრით დაცილებული. -იუთუბში გამოჭიმვაზე რა აზრის ხარ?-წარბს ვწევ და ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან. -ზღარბო არ გაბედო-გამაფრთხილებლად მიქნევს საჩვენებელ თითს და ადგილს სწყდება. სერიოზულად? ახლა მეორე კლასელივით უნდა მსდიოს ავტოსადგიომზე? კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს,ჰო აშკარად ამას აპირებს. მოწყვეტით ვბრუნდები და მთელი ძალით გავრბივარ ჩემი ნისანისკენ. ახლა თუ დაგიჭირა მაშო,წასულია შენი საქმე. უკვე ახლოს მესმის ამ დინოზავრის ფეხების თქარუნი,ხელში მომარჯვებულ გასაღებს მანქანას ვუშვერ,გასახსნელ ღილაკს ვაჭერ და გიჟივით ვხტები შიგნით. თავიც არ მაქვს წესიერად მობრუნებული,კაპოტთან მოჩვენებასავით რომ მეტუზება მდევარი. სასწრაფოდ ვაწვები ჩამკეტს. -გააღე-გვერდითა მინაზე მიკაკუნებს თითებს. კი როგორ არა,მობილურსაც ჩემი ხელით მივცემ და მარჯვენა ხელზეც დავირტყამ,ცუდო ხელო ეს რა გადაგიღია თქო. -იდიოტების მიღების საათები დამთავრდა-თვალებმოწკურული ვეჯღანები და ძრავს ვრთავ. -მაშო მაბრაზებ-ფანჯარასთან მოტანილი თავით თვალს თვალში მიყრის. ჰოი ზეციურო ძალებო, სახელიც გვცოდნია, ახლა გავხდი ხო მაშო? -შენ უკვე გამაბრაზე სანდრო-ხელს ვუქნევ და ჩემს სანაქებო ნისანს ადგილიდან ვძრავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.