მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...10...
მთელი ღამე ფიქრობდა ქეთა,არ იცოდა რა გადაეწყვიტა,როგორ მოქცეულიყო. ირაკლიზე არაფერი იცოდა,სრულიად არაფერი. არც დედა,არც მამა, არც სამუშაო ადგილი. როცა გოგონამ თხოვა თავის წარსულის მოყოლა, ბიჭმა უკან დაიხია... ვერ გაეგო რას მალავდა, რა ტკიოდა. ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას ქეთის სახეზე,ნინი ჩახუტებოდა დაქალს,უსიტყვოდ უსმენდა და უყურებდა რადგან ფიქრობდა რომ ახლა ხმის ამოღებით მხოლოდ გაართულებდა სიტუაციას,თუმცა დიდხანს ვეღარ უყურა,ბოლოს მაინც გადაწყვიტა სიჩუმე დაერღვია -ქეთ! ადრე გახსოვს რომ გითხარი თოკოს საძმაკაცოს პრობლემები აქვთ-თქო. არ ვიცი რატომ მაგრამ იმედია ირაკლი არაფერ შუაშია-თითქოს თავისთვის,ხმის კანკალით ჩაილაპარაკა -მაგიტომ მკითხე მაშინ....შენთან...-სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს ქეთა-ცრემლების ახალმა ტალღამ გადმოკვეტა გოგონას სახეზე. ნინის აღარაფერი უთქვამს,უბრალოდ ძლიერ ჩაეხუტა. მთელი ღამე არ უძინიათ არცერთს. მთელი ღამე ფიქრობდნენ ერთად და ცალ-ცალკე. მთელი ღამე,საუკუნედ გაიწელა ორივესთვის,დილით კი ტირილით თვალებ დასიებულებს,გრძნობებისგან დაცლილთ, ემოციებისგან "განტვირთულებს" ჩაეძინათ. ძილშიც კი ვერ მოისვენა,მალევე გაეღვიძა,იწრიალა მოუსვენრობით.ნინიმაც ვეღარ დაიძინა, ერთმანეთს გადახედეს,თითქოს რაღაცას უთქმელად ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ორივემ თავი ერთად დააქნია,ქეთიმ ტელეფონი უხალისოდ აიღო და ტექსტის კრეფა დაიწყო. "ახლა მზად ხარ რომ დამელაპარაკო? ორივე მზად ვართ?" გააგზავნა და ამოიოხრა. ოთახში ნინელი შევიდა შვილს გვერდით ჩამოუჯდა და გულში ჩაიკრა. -დედა კარგად ვარ!-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა -ვიცი. ვიცი როგორც ხარ დედი,ვიცი... არაფრის მოყოლას არ გთხოვ,უბრალოდ მე გეტყვი,არ ვიცი რა მოხდა მაგრამ დაიმახსოვრე რომ ნებისმიერ კარგს აქვს უარყოფითი და პირიქითაც, ყოველ ოჯახს ყავს თავის "შავი ცხვარი",ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ მოხდება როგორც გვინდა,მასე ცხოვრებას აზრიც დაეკარგება... ყოველთვის რაც იცი არ ილაპარაკო,მაგრამ რასაც ამბობ ყოველთვის იცოდე, შედეგიც გაითვალისწინე ჩემო გოგო. უფალი არ დაგტოვებს. ჩვენი ცხოვრებაც გამოცდაა და ეცადე არ ჩაიჭრა, მოსმენა და პატიება,მიტევება ისწავლე და იცოდე! შენს გულს და გონებას მოუსმინე,ორივე ერთად არ შეცდება,ხოლო თუ ორივე განსხვავებულად გრძნობს მაშინ ოქროს შუალედი ეძებე... -დე რა კარგი ხარ! რა კარგია რომ მყავხარ დე- ცრემლები წასკდა ისევ ქეთას,ნინი კი დიდი ხანია უკვე ტიროდა,დედა-შვილისკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა.-დედა მიყვარხარ-ჩაიჩურჩულა ქეთამ და ქალს ლოყაზე ძლიერად აკოცა,ამ დროს კი ტელეფონიც განათდა. "შენ მზად ხარ? მზად ხარ ისეთი მიმიღო როგორიც ვარ?" "სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს და ამას ასე ვერ დავტოვებთ. კი მზად ვარ! " მიწერა გოგონამ და ამოიოხრა. -ქეთააააააააა! ქეთაააააა!- ყვირილი გაისმა სახლში. ნინელიმ მაშინვე იცნო ქმრის ხმა. -მამაა,რამე მოხდა? ახლა სამსახურში არ უნდა იყოს? გაიფიქრა გოგონამ და სამივე მისაღებისკენ დაიძრა. -რა ხდება მამა? -იმ ბიჭს დაურეკე და უთხარი საღამოს მოვიდეს და დამელაპარაკოს-გაბრაზება ეტყობოდა მამაკაცს ხმაში -რა? ....ვიის??-დაიბნა გოგონა -რა ვის,არ იცი? ანდრია ვნახე და ვიცი ყველაფერი,მინდა გავიგო ვინაა. -ვახტანგ ამ უბრალო რაღაცის გულისთვის დაბრუნდი სახლში?- ნინელი ჩაერია საუბარში -უბრალო? -გაუკვირდა კაცს- უნდა ვიცოდე ვინ არის ასეთი, რომ არაფერს ერიდება. . . ცოტა ხნით სიჩუმე გამეფდა. ქეთას თავი ასტკივდა,თავში ათასი აზრი და ფიქრი უტრიალებდა,სიტყვებს გამოზომილად არჩევდა მერე ისევ აქრობდა,შლიდა. ჯერ თავადაც ვერაფერი გაეგო წესიერად, რა უნდა ეთქვა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა,ერთიანად გააცია,ხელები მომუშტა და -კარგი- თქვა ისე რომ საკუთარი ხმა ძლივს იცნო. ოთახში ავიდა, ნინიც გაიყოლა და თვალებით კითხა რა ვქნაო. - სულ ოფლიანი ვარ. არვიცი ქეთ,ეს ის მომენტია როცა ტვინი მართლა refresh-s აკეთებს. არვიცი-დამნაშავის თვალებით შეხედა დაქალს -ირაკლის უნდა დავურეკო... -გისმენთ-გაისმა ნაცნობი ხმა -ირაკლი,საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე,მამაჩემს შენი გაცნობა უნდა!-ეცადა მკაცრად გამოსვლოდა -ამ საღამოს?-გაუკვირდა ბიჭს -ხო. ანდრიას... მოკლედ მოხვალ? -არ ჯობდა ჯერ ჩვენ გველაპარაკა? - ჩემს მეგობრად ეცნობი და არა შეყვარებულად,ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა თუ არ გინდა არ დაგაძალებ! -კარგი მოვალ-თქვა ცოტა ლოდინის შემდეგ და ტელეფონი გათიშა. -ნინ ხომ დარჩები?-შეეხვეწა დაქალს. -აბა შენი აზრით მარტო დაგტოვებ?-გადაეხვია და მოწყვეტით აკოცა. ჯერ დილა იყო, არ იცოდნენ გოგოებმა როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი,რა მოხდებოდა. უკვე ცრემლიც აღარ მოდიოდა ქეთას,აინტერესებდა რა უთხრა ასეთი ანდრიამ ვახტანგს რომ სამსახურში წასასვლელმა საღამომდე ვერ დაიცადა სახლში მისვლა. გული კიდევ ცუდს უგრძნობდა,ეს წინათგრძნობაც ისე შეძულდა, მთლიანად გულსაც ამოიღებდა,თავი უსაშველოდ ტკიოდა,საკუთარ გულისცემას გრძნობდა,სხეული ერთიანად გახურებოდა,თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა, ღრმად სუნთქავდა,ოთახის სივრცე არ ყოფნიდა,იგუდებოდა. უკვირდა ასე ცოტა ხანში როგორ შეუყვარდა სრულიად უცნობი ადამიანი. ან რას მალავდა ისეთს. *თუ ვინმე გიყვარს ბედნიერი ხარ,რადგან ამ გრძნობის განცდა ყველას როდი ელოდება წინ* გაიხსენა სადღაც წაკითხული ფრაზა,იქვე ტუმბოზე დადებულ ვაზას დაწვდა და მთელი ძალით გაუქანა კედელს -ბედნიერებაა ახლა ეს?-გაიფიქრა ხმამაღლა და იქვე კუთხეში,სავარძელში ჩამჯდარ ნინის გახედა,რომელიც ფრჩხილების კვნეტით იწყნარებდა აშრილ ნერვებს. ხმაზე შეხტა, კითხვთით სავსე მზერა მიაპყრო გოგონას. -ნიინ ასე ვერ გავჩერდები. სუფთა ჰაერი მჭირდება-ფეხზე წამოხტა და მოსაცმელს დაწვდა-გთხოვ მარტო,საკუთარ ფიქრებთან ყოფნა მიშველის ალბათ.-უთხრა დაქალს და გარეთ გავარდა. გზაზე გავიდა,მიდიოდა მიდიოდა მაგრამ არ იცოდა სად,არც ცდილობდა გაეგო. დრო თითქოს ჩერდებოდა, ნატრობდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, გოგოს გამო ვის არ უჩხუბია მაგრამ ანდრიას ნათქვამი "როცა სიმართლეს გაიგებს თავად მიგატოვებს" მოსვენებას არ აძლევდა. ინტერესი კლავდა მაგრამ თან ეშინოდა,ყველაფრის გაგების ეშინოდა. ცრემლები კიდევ ერთხელ მოიწმინდა და ტელეფონს დააშტერდა. -გისმენ! -უნდა შევხვდეთ!-ბრძანებასავით გაისმა ბიჭის ხმა ტელეფონში რასაც გოგონას ამოოხვრა მოყვა- ჯერ შენ უნდა აგიხსნა ყველაფერი და მერე შენებს. ჯერ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ,ჩვენ! -როცა გოგონასგან პასუხი ვერ მიიღო გააგრძელა-5 წუთში შენ სადარბაზოსთან ვიქნები,გზაში ვარ. -არ ვარ სახლში-ხმის კანკალით უთხრა ქეთამ-მარკეტთან მოდი,სახლთან ახლოს -კარგი... ჩვენ,ჩვენ,ჩვენ... ამის მერეც ჩვენ ვიქნებით? ფიქრი დამთავრებული არ ქონდა რომ ფეხებთან მანქანა გაჩერდა. -ჩაჯექი-გადმოსძახა ირაკლიმ. სახეზე ჩხუბის კვალი ეტყობოდა თუმცა არც ისე ძლიერი ჩანდა. გოგონამ კარები გააღო და მანქანის სითბომაც უმასპინძლა. ბიჭმა მანქანა მთელი სისწრაფით დაძრა,მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოხედავდა გვერდით მჯდომ ქეთას. გოგონაც თითქოს ადრენალინს გრძნობდა,უხმოდ უყურებდა გზას და არ იცოდა სად მიდიოდნენ,ისევ ერთად... მანქანა გზიდან მალე გადაიყვანა,ნელ-ნელა სიჩქარესაც უკლო და გაჩერდა,ისევ უხმოდ გადავიდა მანქანიდან,ქეთაც მას მიყვა,ირგვლივ მიმოიხედა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ნაცნობი ადგილი,ადგილი სადაც ერთხელ უკვე ისაუბრეს,სადაც იკამათეს კიდეც ანდრიას გამო. ისევ ანდრია, გოგონას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა,თავი გააქნია თითქოს ფიქრებიდან გათავისუფლებას ცდილობსო. ირაკლის გვერდით ამოუდგა, ასე ორივე,ერთმანეთის გვერდით მდგარი უხმოდ გაცქეროდნენ ჰორიზონტს. ირაკლის გახედა გოგონამ, ერთ წერტილს მისჩერებოდა,ძარღვები დაჭიმვოდა, დაძაბული იყურებოდა... -დამიანე -ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დაიწყო- ერთადერთი ადამიანი რომელიც უსიტყვოდ ყველაფერში მიგებდა, ძმებივით ვიყავით, არა უფრო უარესად... სკოლას ვამთავრებდით და უზომოდ გვიხაროდა,მიუხედავად იმის რომ კარგად ვსწავლობდით,სკოლაში სიარული არცერთს გვეხალისებოდა. ან ჩემთან იყო ან ელენესთან... ისეთი ბედნიერი,ლაღი, სიცოცხლით სავსე,შეყვარებული თვალებით მოციმციმე... ელენეს გამო წავედით, ვინმეს რომ ეთხოვა,დამის გამო სიცოცხლეს დავთმობდი და მისი გოგოს გამო არ გავყვებოდი?! ვიცოდით უბრალოდ სალაპარაკოდ მივდიოდით... არვიცი ალბათ ბავშურობის ბრალი იყო, რიცხობრივად ბევრი აღმოჩნდნენ... -საუბარი უჭირდა ირაკლის თუმცა მაინც დასრულებას ცდილობდა, ქეთა კი კანკალს აეტანა, ირაკლის თვალებში ისეთ სევდას,ტკივილს,მონატრებას,შუფისძიებას, სინანულს, სიძულვილს ყველაფერს ერთად ხედავდა- ჩხუბი დავიწყეთ... შუა ჩხუბში დანა გაგვიშალეს... იმ დღის მერე ვეღარ დავინახე დამის თვალები,ღიმილი... ვეღარ მოვისმინე როგორ უნდოდა ჩვენი ერთად ყოფნა ნათესაური კავშირით გაგვემყარებინა, ვეღარ ვიგრძენი როგორ "მიშლიდა" ნერვებს მისი მუდამ დადებითი ხასიათი... ისიც მინატრია უბრალოდ დამენახა... ნუ დამელაპარაკებოდა უბრალოდ დამნახვებოდა მაგრამ... მაგრამ მიწის მეტი ვერავინ ეხებოდა... იმ ს**ის გამო ჩემი ნახევარი მოკვდა...- თითები თმებში შეიცურა ირაკლიმ და ფეხი რამდენჯერმე მიარტყა საბურავს,გოგონა ცრემლებს ვეღარ იკავებდა, თუმცა ხმასაც ვერ იღებდა- 6 თვე წესიერად არ მიძინია და მიჭამია... შემდეგ გავიგე,ადამიანი რომლის სიყვარულსაც ვიცავდით თურმე დიტოსთან ერთად მიდიოდა საზღვაფგარეთ,წაროგიდგენია? 6 თვეში დაივიწყა და იმ ადამიანს იყვარებდა ვინც ჩემი დამი სიცოცხლეს გამოასალმა... ბოლოს მის აჩრდილად გადავიქეცი,ყველაფერი გავიგე,ყოველი მისი ფეხის ნაბიჯი ზეპირად შევისწავლე.ერთი წლის მერე სადარბაზოსთან დავხვდით,მე გეგა და ლევანი. ვცემე, ბიჭები არ გვეკარებოდნენ მე არ დავანებე... მათ არაფერი დაუშავებიათ... ისინი არც იცნობდნენ დამის...მე უნდა გამეკეთებინა... ვცემდი,სახეში ვურტყავდი და ჩემი ძმის სახე მაგონდებოდა,სახე რომელიც აღარ შემომხედავდა იმ ახვარის გამო...ლაჩარი ვარ?შეიძლება მაგრამ მაშინ ასე გადავწვყვიტე... ორი დღის მერე იპოვეს,3 ოპერაცია ჩაუტარეს მაგრამ ფეხზე ვერ დააყენეს... იცი რა ვიგრძენი? არაფერი... ვერაფერი შევცვალე... საკუთარი თავი მძულდა და მეზიზღებოდა. მეზიზღებოდა მე რომ მიწის ზევით დავდიოდი და დამი მიწის ქვევით იყო... წამალზე შევჯექი... ყველაფერს მავიწყებდა და მეც მეტი რა მინდოდა...მერე ერთ დღეს პოლიციამ დაგვაკავა სამივე, მეზობელს დავუნახივართ... ხო ქეთ მე ციხეში ვიჯექი... კრიმინალი? ალბათ კი... ნარკომანი? კი... 8წელი მომისაჯეს, მაგრამ 5 წელში გამომიშვეს კარგი ყოფაქცევის გამო... ახალი გამოსული ვიყავი, კიკვიძის ბაღში ელენესთან ერთად რომ გაიჩითა... სისხლი საფეთქლებში მომაწვა... ვერც მივხვდი ისე ვცემე მეორედ... სახლში მივედი და პოლიციას ველოდებოდი,მეორე დღეს რომ გავიგე დააიღუპაო... ჩემსკენ იშვერდნენ ხელს,მაგრამ ეგ ვეღარ დამიმტკიცეს...ელენე საზღვარგარეთ წაიყვანეს და ამიტომ სამხილები აღარ ქონდათ საკმარისი... -მოყოლა დაამთავრა და ისევ სივრცეს გახედა თუმცა გოგონამ მაინც დაინახა თვალზე მომდგარი ობლად გადმოვარდნილი ცხელი ბურთულა. -ნარკოტიკებს ახლაც იღებ?-ენის ბორძიკით კითხა ქეთამ. ირაკლიმ თავი ნელ-ნელა მოაბრუნა. თვალებგაფართოებული,ჩაწითლებული,გაკვირვებული მზერით უყურებდა... -ქეთი,ჩემი ნალაპარაკებიდან მხოლოდ ეგ გაიგე?-წაბები შეკრა,გოგონას დააკვირდა,მერე კი მზერა მოარიდა და მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა-მე მკვლელი ვარ,მკვლელი... თბილისში ვინც კი იცოდა ყველა ამას ამბობდა... არ გიმსახურებ... შენ ზედმეტად ძვირფასი ხარ, თუმცა მეც ვერ გამოვდექი ძალიან ძლიერი. საკუთარ თავსაც კი დავაჯერე,რომ შეიძლებოდა ყველაფერი კარგით შეცვლილიყო,მეც შევცვლილიყავი რადგან ის ირაკლი მომწონს შენთან როგორიც ვარ... მე ბედნიერებაში ხელს არ შეგიშლი, ერთხელ გითხარი და გიმეორებ მე წავალ თუ შენ გენდომება,მაგრამ ერთს დავამატებ! იმ დედა მ*****თან არ დაგტოვებ.- მოსმენილის გააზრება უჭირდა გოგონას,ყურები დაეხშო,მანქანას მიეყუდა ფა ქვევით ჩაცურდა. ცრემლები უნამავდნენ გზას მაგრამ ამ ცრლებსაც ვერ ატანდა ტკივილს. ირაკლის ტკივილი ტკიოდა,ძველიც და ამ წუთას განახლებულიც. წამით ნინი წარმოუდგა თვალწინ, თვალები აეწვა,ყველაფერი უფერული გახდა, ყველა კუნთი ატკივდა, გული ყელში ამოდიოდა, პირი ფართოდ გააღო,თვალები რამდენჯერმე დახუჭა. ნინი ერთადერთი იყო ვისაც ხანდახან მეორე მესაც კი ეძახდა. ზუსტად იგრძნო რასაც იმ წუთში ირაკლი გრძობდა, ცრემლების ახალმა ტალღამ გადმოხეთქა გოგონას სახეზე. თვალები ფართოდ გაახილა,ყველაფერი იდღაბნენოდა,უნიჭო მხატვრის დახატულს გავდა, წარსულში ლამაზად დანახული სივრცე. -ქეთ! ქეთ! შემომხედე ქეთ! რა გჭირს?- წინ ედგა ირაკლი,გოგონას სახე ხელებში მოექცია და შეშინებული თვალებით ჩაჰყურებდა -მტკივა ირაკლი! არ განცდილი, შენი გრძნობები მტკივა!-თვალები დაეხუჭა და სხეული მოუდუნდა -მაპატიე ჩემო თოჯინა,მაპატიე-ბუნდოვნად ჩაესმა სიტყვები გოგონას და გონების შავ სამყაროში ჩაეფლო. რაღაც მძაფრი სუნი იგრძნო ქეთამ,ნესტოებს უწვავდა, ვიღაც სახეზე ცივ ხელებს უსმევდა და ეძახდა თითქოს შორიდან,თუმცა ხმა ნელ-ნელა ახლოვდებოდა. ქუთუთოები ერთმანეთს დიდი ძალისხმევით დააშორა,პირველი რაც დაინახა მისკენ მომზირალი მამაკაცის სახე იყო, რომელიც უფრო და უფრო იწმინდებოდა,ძალა ისევ დაკარგული ქონდა სხეულში და თავიც ტკიოდა,თუმცა უკვე კარგად ხედავდა. ხედავდა ირაკლის შეშინებულ,აღელვებულ მზერას. თვალები დახუჭა და ბიჭს ოდნავ გაუღიმა. -მაპატიე,ვიცი არაფრის თხოვნის უფლება მაქვს მაგრამ... აჰა დალიე-წყლით სავსე ბოთლი გაუწოდა ირაკლიმ. გოგონამ ბოთლს ხელი დაავლო და დიდი ხნის მოწყურებულივით დაეწაფა. რამდენიმე ხანი ორივე ჩუმათ იყვნენ, ქეთა ბიჭისკენ იყურებოდა და მხოლოდ ახლა შეამჩნია თვალების სიწითლე,რომელიც ჩხუბის კვალი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო,პირი ნელა გააღო და აკაკნკალებული ხმით კითხა -იკა... შენ... ნასვამი ხარ?- ეჭვნარევი ხმით კითხა რადგან ეშინოდა პასუხი სხვა რამ არ ყოფილიყო. ბიჭმა გადმოხედა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და კითხვაზე კითხვით უპასუხა -რატომ მეკითხები? გოგონა დაიზაფრა, არ ელოდა ამ პასუხს,თითქოს უკვე მიხვდა,იცოდა რაც იყო მიზეზი. უნდოდა ეთქვა დაივიწყეო, თუმცა სხვა ბგერები გადმოიყარა გოგონას ტუჩებიდან -შენი თვალები... კაპილარები... წითელია... როცა სვავ მაშინ... -ვეღარ გააგრძელა,თითქოს ამით თავს უფრო არწმუნებდა. -აბა შენი აზრით...რაც გითხარი იმას სხვა შემთხვევაში შევძლებდი? ერთხელ უკვე ავღნიშნე,დაკვირვებული ხარ... -ქეთის გახედა, წარბები შეკრა,გოგონას დააკვირდა,ტუჩის კუთხე ისევ ჩატეხა-ნუ ნერვიულობ. კაიფში არ ვარ,აღარაფრად მიღირს-თქვა ბოლოს და ფანჯრისკენ გაიხედა,გოგონამ ღრმად ამოისუნთქა თითქოს გულიც ამოაყოლა.კიდევ ერთხელ გახედა ირაკლის,კარები გააღო თუმცა გადასვლას არ ჩქარობდა,ბიჭისკენ შემოტრიალდა -საღამოს გელოდები-მხოლოდ ეს უთხრა მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით სადარბაზოში შევიდა. ბიჭმა სევდიანი მზერა გააყოლა მიმავალს,უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა.მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა. _______________ უუუჰ! მემგონი გამოვიდა რაღაც. როგორც ყოველთვის ბევრი ბოდიში და უფრო ბევრი მადლობები :დდდ აქვე პატარა თხოვნაც, ახლა მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ. ჩემი გოგოს აზრსაც ველოდები (სუუუულ) :* მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.