სადღაც შორს... მთებში თავი 29
თამუნა საწოლიდან ნელ-ნელა წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა კარის გასაღებად. არც უკითხავს ვინ იყო ისე გამოაღო და კარს იქით სოფო რომ დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა. -გამარჯობა.-მიესალმა ის -შენ?შენ აქ რა გინდა? -მეგობართან მოვედი. არ შეიძლება?-აუღელვებლად ჰკითხა სოფომ თამუნამ აათვალიერ-ჩაათვალიერა სოფო და მის გვერდით სამგზავრო ჩემოდანი რომ დაინახა გაკვირვებულმა შეხედა. -ბევრი რამე მოხდა რაც შენ წასული იყავი.შემომიშვებ რომ ვილაპარაკოთ? -შემოდი.თამუნა გვერდით გაიწია და გზ დაუთმო რომ ოთახში შემოსულიყო. ჩემოდანი იქვე კუთხეში მიაყუდა და პირდაპირ მისაღები ოთხისკენ წავიდა.კარგად იცნობდა ამ უზარმაზარ სახლს სადაც ერთ დროს თამოსთან ერთად მარტო ცხოვრობდა. მდივანზე ჩამოჯდა და ღრმად ამოსუნთქა -დაჯექი შენ არ ჯდები? დაღლილი იქნები, რა სახე გაქვს? -ხი დაღლილი ვარ დღეს ჩამოვედი ლონდონიდან და მგზავრობამ დამღალა. დაძინებას ვაპირებდი შენ რომ მოხვედი. -ხელს თუ გიშლი წავალ. წამოდგომა დააპირა სოფომ, მაგრამ თამუნამ შეაჩერა, გვერდით მიუჯდა და მოსასმენად მოემაზადა. -აბა დაიწყე. გისმენ -პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო. შენ ყველაზე, ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ და ყველაზე მაგარი მეგობარი.მაპატიე კარგი? სოფოს ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა ვეღარ გაუძლო მათ შორის წარმოშობილ უაზრო უთანხმოებას, გაუღიმა და ჩაეხუტა -ხომ იცი რომ წყენას გულში დიდხანს ვერ ვიტოვებ. წამოდი სამზარეულოში გავიდეთ, ჩაი დავლიოთ და მომიყევი შენი ამბები. -ჩაი?შენ ჩაი არასოდეს დაგილევია. გეზიზღებოდა მთელი ცხოვრება და ახლა რა დაგემართა? ლონდონში დაგაჩვიეს? -გაეცინა სოფოს -მაგას მიზეზი აქვს, მოგიყვები მერე. ჯერ შენი ამბები მითხარი. ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და ჭიქები გამოიღო კარადიდან. -შაქარი რამდნეი? -ერთი როგორც ყოველთვის.- -აბა დაიწყე. -საიდან დავიწყო არ ვიცი... -იქიდან რეზიკუნამ ცოლობა რომ გთხოვა და სადღაც გაიპარეთ. ჩამოვედი და ამაოდ გელოდე, ვერ გნახე. -თამუნას გაეცინა -ხოო გცოდნია უკვე... ბებომ მითხრა აქ იყო და რაღაცეები დაგიტოვაო. ის ჟურნალებიც ვნახე და შენი წერილიც. მაშინვე დაგირეკე . ტელეფონი გამორთული გქონდა. -მაგ დროს თვითმფრინავში ვიჯექი უკვე... ესეგი წაიკითხე ის ყველაფერი? -კიი. -მერე ასე მშვიდად ხარ და რეაქციები არ გაქვს? -იცი რაა ჩემო თამო. ერთ რამეს მივხვდი. ეს ყველაფერი ბოროტმა და შურიანებმა დაწერეს. არ ვიტყვი რომ მოგონილია. სიმართლეა ყველაფერი, მაგრამ ეს წარსულში იყო და მორჩა. სამუდამოდ გამოვუკეტე წარსულს კარები. ახლა მთავარი ჩემი მომავალია...ჩემი და ჩემი შვილის და მას არავის და არაფრის გამო არ ჩავაგდებ საფრთხეში... -რაო?შვილიო? თვალები გაუფართოვდა თამუნას და სკამზე ჩამოჯდა რომ არ წაქცეულიყო... -ხო მეგობარო. არ მოგესმა. ორსულად ვარ. რეზისგან შვილი მეყოლება. თავიდან მეც ვერ ვიჯერებდი სანამ ეხოზე არ ვნახე ჩემი თვალით... -ძალიან მაგარი ამბავია სოფ. გილოცავ. თამუნა წამოხტა და მეგობარს ჩაეხუტა. ადგილზე ხტუნვა დაიწყეს.. სულ დაავიწყდა ორივეს თავის მდგომარეობა. მერე უცებ თავბრუ დაეხვა და სოფოს ხელი რომ არ შეეშვლებინა დაეცემოდა -და დაგემართა?კარგად ხარ?სახეზე ფერი არ გადევს...შეშინდა სოფო -მარტო შენ არ ხარ ორსულად..დამნაშავესავით ჩაილაპარაკა თამომ და სოფო გაოგნებული დატოვა... -აი ასე მოხდა ყველაფერი და ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე... დაასრულა სათქმელი თამუნამ როგორც იქნა რამმდენიმე წუთიანი გადაბმული ლაპარაკის შემდეგ. სოფოს ხმა არ მოუღია. მხოლოდ მისჩერებოდა გაოცებული -აუ ნუ მიყურებ ასე რაა. თორემ ვიფიქრებ რომ გეზიზღები და გეცოდები ან რა ვიცი რამე უბედურებას ვიფიქრებ -რა გითხრა არ ვიცი? ჩემი თავი გამახსენდა რამდნეიმე წლის უკანდელი და შიშმა შემიპყრო. არ მინდა შენც იგივე განიცადოო რაც მე..ამისთვის ვერ გაგიმეტებ თამო.. -მეც ძალიან მეშინია სოფ. იქნებ ჯობს აბორტი გავიკეთო? -არ გაბედო და ეგ სისულელე მეოერედ აღარ გაიმეორეო. მოეხვია სოფო. -ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე დათას უყვარხარ და აუცილებლად გაარკვევთ ყველაფერს. არა მგონია ასე დაგტოვოს სიმართლეს რომ გაიგებს. -შემპირდი რომ არაფერს არ ეტყვი. -რატომ? -არ მინდა რომ ჩემთან ბავშვის გამო დარჩეს. გთხოვ არ უთხრა რაა? ხმა არ ამოიღო. -კარგი როგორც შენ იტყვი, მაგრამ მას აქვს უფლება რომ სიმართლე იცოდეს. -ამას შენ მეუბნები?რა უცნაურია -უცნაური და სასაცილო. წლების უკან შენ მეუბნებოდი იგივეს. ახლა მე გეუბნები. ახლა ამდენი ხნის შემდეგ ვხვდები რომ მაშინ მე არასწორად მოვიქეცი. მას უნდა სცოდნოდა ბავშვის არსებობის შესახებ და იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. -სხვათაშორის იმ დღეს ზაზას შევხდი. -მართლა?სად? -საღამოს ვსეირნობდი და რიყეზე პარკში იჯდა. ისეთი სევდიანი იყო, ისეთი საწყალი. ცუდად გამოიყურებოდა. ვილაპარაკეთ, მომეჩვენა რომ ყველაფერს ნანობდა. შენს მიტოვებს განსაკუთრებით. -სამწუხაროდ უკვე გვინია სინანული. -შენთან დამაბარა კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს და ბედნიერებას ვუსურვებო. -ვიქნები თამო , ვიქნები ბედნიერი. იმედია რეზიც გამოჩნდება და ამიხსნის ყველაფერს რატომ წავიდა იმ დღეს და რატომ არ შემხმიანებია ამდენი ხანი. -არა მაინც ვერ ვიჯერებ მაგას რომ მანაც გამოიყენა, თავისას მიღწია და წავიდა. ასე რომ ყოფილიყო ამხელა ამბავს არ ატეხავდა და ასე საქვეყნოდ არ გთხოვდა ხელს. აშკარად რაღაც სერიოზული მოხდა. აი ნახავ ყველაფერი გაირკვევა... -ისევე როგორც შენსა და დათას შორის. -იმედი მაქვს... ჰო მართლა ის ჩემოდანი რატომ ჩამოიტანე??არ მითხრა რომ რეზოს საძებნელად ჩამოხვედი. -არა, მე არავის მოვძებნი დღეიდან. ყველამ თვითონ დამიმსახუროს და მიპოვოს, მე უბრალოდ იქიდან წამოვედი -რაა? -ხო ჩამოვედი, დავბრუნდი. მეტიც სამსახურში დავბრუნდი. -აი ეს ყველაფერი ყველაზე ლამაზ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა.- გაეცინა თამოს,-ეს რა დღეში ვართ მეგობარო. ხელი მოხვია და ჩაეხუტა. -მე კვე შეგუებული ვიყავი რომ შვილი არასოდეს მეყოლებოდა და ახლა ჯერ ბოლომდე ვერც გამითავისებია ეს ყველაფერი -ვერც მე. აბა სამსახურში როდის გავდივართ? -ხვალ. -მაშინ წამო დავიძინოთ. თან დავისვენებ ცოტას. თორემ ძალიან გადავიღალე. ვერაფერს ვჭამ სულ გამომეცალა ძალა. ნეტავ ასე იქნება მთელი ორსულობა?დაიჩივლა თამუნამ -პირველი სამი თვე. სხვათაშორის შენ ხვალ ჩემი პირველი პაციენტი იქნები. გაეცინა სოფოს ************ გოგოების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. კარგი ორსულობა ჰქონდა სოფოს და ვერ გრძნობდა იმას რომ მალე ახალ სიცოცხლეს მოავლენდა ქვეყნად. ცუდად არ ხდებოდა და არც ტოქსიკოზი აწუხებდა.. განსხვავებით თამუნასგან. მას საშინელი დღეები დაუდგა, ვერაფერს ჭამდა. მადა დაეკარგა, გახდა. თვალები ჩაუცვივდა,სახეზე ფერი დაეკარგა. სამსახურში ვერ დადიოდა და შვებულება აიღო. არავისთვის არაფერი უთქვამს. ჯერ კიდევ ვერ რისკავდა იმას რომ მშობლებისთვის ეს ეთქვა. ისინი რამდენიმე კვირაში ჩამოსვლას აპირებდნენ და ასეთი სიუპრიზი დახვდებოდათ?, როგორი შესაგუებელია მათი ერთადერთი ქალიშვილი და იმედი შვილს ქორწინების გარეშე აჩენს?იცოდა რომ მათთან რთული საუბარი ექნებოდა და წინასწარ ემზადებოდა. თავისუფალ დროს გოგოები ან სახლში ატარებდნენ, ან სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ. მერე რა რომ ზამთარი მოვიდა და გარეთ ციოდა. უკეთესიც იყო. ჰაერში ბაქტერიის ნასახი არ იქნებოდა... ირაკლი თავს დაჰფოფინებდა ორივეს. სოფოს სულ ეჩხუბებოდა არ გადაღლილიყო და თავს მოფრთხილებოდა. ისიც ასრულებდა გინეკოლოგის რჩევებს და მითითებებს გულდასმით.. არც ერთს არ უთქვამთ ახალი ამბავი არავისთვის. გიომაც კი არ იცოდა რომ სოფო თბილისში დაბრუნდა. სამსახურში სიარული განაახლა და ორსულადაც იყო. ამას იმიტომ უფრო აკეთებდა რომ ჟურნალისტებს არ შეეწუხებინათ და ისევ სისულელეებით არ აეჭრელებინათ გაზეთები. თამუნას ხშირად წოლითი რეჟიმი ჰქონდა და მისი წუწუნის მოსმენა ხშირად უწევდა სოფოს -რა მეგობარი ხარ შენ, გამმკეტე სახლში და არაფრის უფლებას არ მაძლევ. -დაიფარე შენ ეგ საბანი არ გაცივდე, ახლა ყველაზე საშიში პერიოდი გაქვს. ცოტაც მოითმინე და გადაგივლის და მერე ყველაფრის უფლება გექნება. უსაყვედურა სოფოს და ცხელი ჩაი საწოლში მიართვა. -ისე ნეტავ გოგოა თუ ბიჭი?-მუცელს მიეფერა საყვარლად თამო -არ ვიცი მაგას ერთ კვირაში გავიგებთ.-ჩაეცინა სოფოს. -შენ ჯერ ვერ გაიგენ სქესს ხო? -ჯერ ვერა. შენ და დათამ იყოჩაღეთ და დაგვაწარით თითქმის ერთი თვით. -მე არ მინდოდა ეს ასე მოხდარიყო. მაშინ ნასვამი ვიყავი..იმედია ეს ბავშვზე არ იმოქმედებს. სოფო რას იტყვი ხომ არაა საშიში? -არა დამშვიდდი გამოკვლევები ხომ ჩაგიტარე, ყველაფერი წესრიგშია.ჯანმრთელია ბავშვი. -ნეტავ ახლა დათა სად არის?რას აკეთებს?მოიღრუბლა გოგო -გენატრება? -ძალიან. ხომ სულ ვჩხუბობდით და ვკამათობდით, მაგრამ როგორ ან როდის შემიყვარდა არ ვიცი. -მე ვიცი .თქვა სოფომ.- მანამდე შეგიყვარდა სანამ ერთად იქნებოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ ისეთი ლტოლვა და ვნება არ გაგიჩნდებოდა რომ ყველაფერი დაგვიწყებოდა და ის ბედნიერი ღამე გაგეტარებინათ ერთად ეს პატარა მაიმუნი რომ ჩაისახა.-გაეცინა სოფოს -ნეტავ შენ ვის ეუბნებ ან რატომ მაჩვენებ თავს ისე თითქოს შენ არ გენატრება რეზო -სიგიჟემდე მენატრება თამო. ისე ძლიერად მენატრება რომ ხანდახან ღამით მეღვიძება. და მეჩვენება თითქოს ჩემს გვერდითაა, მერე საწოლს რომ გადავხედავ და მისი ადგილი ცარიელია რეალობას ვუბრუნდები და სხეულის ყველა ნაწილი, ყველა უჯრედი მტკივა, სული კივის მისი მონატრებისგან .მაგრამ რა ვქნათ?ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. მან მე ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დამიტოვა საჩუქრად და უნდა გავუფრთხილდე. ის მაძლევს ძალას რომ ცხოვრება გავაგრძელო. ოდნავ წამოზრდილ მუცელს მოეფერა სოფო. გოგოები გაჩუმდნენ და ფიქრებში გადაეშვნენ ორივე თავის საყვარელ ადამიანთან ერთად. გარეთ დეკემბრის ცივი ქარი ქროდა და ფანჯრებს ენარცხებოდა ხმაურით თითქოს ოთახში შემოსვლას ცდილობდა, რომ მათი ისედაც არეული ფიქრები კიდევ უფრო აერია.... ერთმა კვირამ როგოც იქნა განვლო. დილიდანვე აფორიაქებულები იყვნენ. დღეს თამუნას ბავშვის სქესი უნდა გაეგო. ადრიანად დაადგა სოფოს საწოლში ყავით ხელში და დააჩქარა რომ წასულიყვნენ... სოფო ყურადღებით უყურებდა ეკრანს. ოთახში ბავშვის გულისცემის ხმა გაისმა , ჯერ ნელა მერე ძლიერად. სახეზე უცნაურმა ღიმილმა გადაუარა და მეგობარს გახედა. -დამელია სული, მითხარი რა ხდება?გოგოა თუ ბიჭი? -გოგოც და ბიჭიც. ტყუპები არიან თამო.- აღფრთოვანებულმა იყვირა სოფომ. თამუნას ღიმილი შეეყინა სახეზე. ჯერ ვერ გაიაზრა რა უთხრეს. მერე კარგად ჩასწვდა ნათქვამის აზრს და ისტერიკული სიცილი აუტყდა. ისეთი რომ ირაკლიც კი შემოვიდა. -რა ხდება ხალხო რა დღეში ხართ?გადამირიეთ პაციენტები.მუშაობთ თუ ერთობით? -ტყუპები არიან იკა. გოგო და ბიჭი. გაიმეორა თამუნამ და სიცილი გააგრძელა. თან ეკრანს თვალს არ აშორებდა. ბიჭმა ერთი მხიარულად შემოკრა ტაში და მიულოცა. სოფომ სურათი ამოუბეჭდა და მიაწოდა -შენი პატარების პირველი ფოტო. თამუნამ გამოართვა და გულში ჩაიხუტა -მომისმინე ახლა ყურადღებით და დამშვიდი. ეს ემოციები ცოტა ხანს უკანა პლანზე გადაწიე. შენი მდგომარეობა არც ისე კარგია. სასწრაფოდ წოლითი რეჯიმი უნდა დაიცვა იცოდე ორსულობის ბოლომდე. არავითარი ზედმეტი გადაღლა, დატვირთვა. ემოციები, განცდები, ნერვიულობა. ყველაფერზე ცუდზე ფიქრს გიკრძალავ, იკვებები ისე როგორც მე გეტყვი და არ გავიგო ამას რა გემო აქვს, ეს არ მინდა და ასე შემდეგ. გასაგებია? -ყველაფერს ისე შევასრულებ როგორც შენ მეტყვი. შეშინებულმა ამოხედა გოგომ.-ხო კარგად იქნებიან? -ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ უნდა იყოჩაღო და შენ უნდა იყო ძლიერი და ისინიც კარგად იქნებიან. -ახლა შეგიძლია ჩაიცვა და სახლში წახვიდე. იკა შენ თუ გცალია წაიყვანე რააა, მე დღეს ძალიან დაკავებული ვარ. სთხოვა სოფომ -რა პრობლემაა, მე დღეს ისედაც მოვრჩი მორიგეობას. გამოვიცვლი და წავიდეთ. -კარგი თამო საღამოს გნახავ. დაემშვიდობა სოფო ორივეს და შემოვლაზე წავიდა... უკვე ამთავრებდა როცა ტელეფონმა დაურეკა, რომ დახედა ზეზვას ნომერი იცნო და მხიარულად უპასუხა. -შენ რაც აქედან წახვედი სულ დაგვივიწყე ასე უნდა? უსაყვედურა ბიჭმა -გაგიმარჯოს ზეზვა,- გაეცინა სოფოს -გამარჯობა სოფო. ახალი ამბავი მაქვს შენთვის სასიხარულო. იქნებ ახლა მაინც ჩამოხვიდე ჩვენთან. სოფოს გული აუჩქარდა რატომღაც ეგონა რომ რეზოზე ეტყოდა რამეს. -გისმენ ზეზვა. რა მოხდა. -მე და კესო ვქორწინდებით ხვალ და უნდა ჩამოხვიდე. ეს გოგო არ მოყვება ისე სოფო თუ არ ჩამოვაო და შენ გახარებას ნუ დამტოვებ უცოლოდ. გაეცინა ბიჭსაც -ჩამოვალ ზეზვა. აუცილებლად ჩამოვალ. მაგრამ რა გეჩქარებოდათ? ჯერ ხომ ახალგაზრდები ხართ?იქნებ ცოტა მოგეცადათ? -რას ამბობ სოფო?ისედაც მოვიდა ზამთარი და აცივდა უკვე ჩვენსკენ. თუ ჩამოთოვა გვიანობამდე ვეღარ მოვახერხებთ მერე და ასე ნაუცბათევად დავგეგმეთ. -კარგი ზეზვა, შუადღით უკვე მანდ ვიქნები. დროებით... სოფო დაემშვიდობა და მაშინვე სადარდებელი გაუჩნდა , თამუნას მარტო ვერ დატოვებდა, ახლა უკვე დრო იყო გიოს გაეგო ყველაფერი. მაიკოს სთხოვდა და მასთან დატოვებდა დაბრუნებამდე... სამსახურს რომ მორჩა გიოს პირდაპირ მაღაზიაში მიადგა და დაუკითხავად შევიდა კაბინეტში. -შენ კარგად მოერგე ჩემს სავარძელს. გაეცინა სოფოს და ძმას მოეხვია. -დროებით ვითხოვე დისგან. არ დააკლო მანაც.-აბა რა ქარმა გადმოგაგდო იმ სიშორიდან? -სულ ჩამოვედი. დავბრუნდი. პირდაპირ მიახარა სოფომ -რაა ?ხუმრობ?გაუკვირად ბიჭს -არადა ახლა ამის დრო არ მაქვს. სხვა საქმეზე მოვედი. -დაჯექი, რამე ხო არ გინდა? -არა არაფერი. მომისმინე უბრალოდ დიდი დრო არ მაქვს. გიო წინ დაუჯდა და მოსასმენად მოემზადა -მოკლედ გიო, რატომ დავბრუნდი ამას სხვა დროს მოგიყვები.ახლა საქმე თამუნას ეხება. შენ ხომ იცი როორ მიყვარს ის? -კი მეც ძალიან მიყვარს. მასაც ჩემს დად ვთვლი. -ხოდა ახლა რასაც გეტყვი არ გაგიკვირდეს და არც არაფერი მკითხო. უბრალოდ გვერდით დაუდექი და ყურადღება არ მოაკლო ჩემს ჩამოსვლამდე. -აღარ მეტყვი რა მოხდა ? აღარ შემიძლია უკვე -მოკლედ თამუნა ორსულადაა და ცუდი მდგომარეობა აქვს. მხოლოდ უნდა იწვეს და კარგად იკვებოს, არ გადიაღალოს. იქნებ შენ და მაიკო მასთან დარჩეთ და ყურადღება მიაქციოთ სანამ მე ჩამოვალ.? -რას, რას და ამავ ვერასოდეს ვიფიქრებდი. როგორც ვხვდები ბავშვის მამამ ბავშვზე არაფერი იცის? -ბავშვის კი არა ბავშვების. ტყუპები არიან.- შეუსწორა სოფომ -გადამრევთ და გადამიყვანთ თქვენ მე ჭკუიდან. ხმა გაიმკაცრა ბიჭმა -გიოო კარგი რაა. მოეხვია სოფო ძმას.-ახლა არა, სხვა დროს გაბრაზდი. მეც დამსაჯე თუ გინდა ოღონდ ახლა არა.. -კარგი, კარგი, ხვალ მაიკო მოვა და დარჩება მასთან, შენ მშვიდად წადი. -მიყვარხარ ძამიკო. მოეხვია სოფო და ლოყაზე აკოცა. -აფერისტო. გაეცინა ბიჭს და დას მხარზე მოხვია ხელი კესო ანგელოზს ჰგავდა.მოკლე, მუხლამდე კაბა ჩაეცვა. დახურული და გრძელმკლავიანი, ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი მანტო.სადა მაკიაჟი ესვა ისედაც ლამაზ სახეზე, თმა უკან შეეკრა და რამდნეიმე პატარ ქერა კულული ამშვენბდა. სოფო რომ დაინახა სახეზე ღიმილმა გადაუარა და მისკენ წავიდა ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თბილად მოიკითხეს. მერე ზეზვაც გამოჩნდა.შავ-შარვალ- კოსტიუმში ელეგანტურად გამოიყურებოდა. -დიდებულად გამოიყურები. კომპლიმენტი გაიმეტა ბიჭმა და გადაკოცნა.-მოგხდომია იქაური ჰაერი, მოსუქებულხარ. -ხო კარგად მივლიან. -პატარა რას შვება? -ჯერ არაფერს, ვერც ვგრძნობ. გაეცინა სოფოს.უცებ დათა შეამჩნია სტუმრებში და ზეზვას ჰკითხა -მას არაფერი უთხრა კარგი? -კარგი. -ისე აქ რა უნდა? -ჩემი მეჯვარეა. შენ კი კესოს მეჯვარე უნდა იყო,. ამიტომ უნდოდა აქ ყოფილიყავი. -მერე ამას ახლა უნდა ვიგებდე?სხვანაირად ჩავიცმევდი. -შესანიშნავად გამოიყურები. ეგ ლურჯი კაბაც გიხდება. ასე რომ ახლა წავიდეთ ეკლესიაში, მამაო გველოდება. კესომ ხელი ჩაჰკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა. მანქანებში გადანაწილდნენ და ეკლესიისკენ აიღეს გეზი. ბევრი სტუმარი არ ჰყავდათ. ოჯახის წევრები, რამდენიმე ახლობელი , თანამშრომელი და რაც მთავარია მეჯვარეები. სოფომ და დათამ საუბარი ვერც ჯვრისწერამდე მოახერხეს და ვერც შემდეგ, მხოლოდ თბილი მოკითხვებით შემოიფარგლნენ და ეს იყო. უკვე რესტორანში რომ მივიდნენ მაშინ დაელაპარაკნენ ერთმანეთს. თამადამ რამდნეიმე სადღეგრძელო წარმოთქა, ჯერ ახალდაქორწნებულები დალოცა, მერე მეჯვარეები, მათი მშობლები და ასე შემდეგ, ბოლოს მათი სიყვარულიც და უკვე სასმელმა რომ თავისი ქნა ცეკვაც გაჩაღდა. სოფოს სული შეეხუთა და აივანზე გავიდა, დათაც უკან მიჰყვა. -როგორ ხარ სოფო?ახლა მომიყევი შენზე ამბები. -კარგად დათა შენ? -მეც კარგად. თუმცა რას გატყუებ. შენმა მეგობარმა გამანადგურა. ბიჭი მოიღუშა -რას ამბობ? -არაფერი იცი? -ნუ კაი ვიცი რაღაცეები. გაეღიმა სოფოს. -რაღაცეები კი არა დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი. რატომ მომექცა ასე? თუ არ ვუყვარდი რატომ ითამაშა ჩემი გრძნობებით? რატომ წავიდა? სად წავიდა?იცი რამდნეი ვეძებე? სამსახურშიც კი ვიყავი მასთან, მაგრამ მითხრეს აქ არ არის გაემგზავრაო. იცი როგორ განვიცდი. მითხარი როგორ არის? სად არის? -დათა მითხარი რას გრძნობ მის მიმართ? -რას უნდა ვგრძნობდე?გითხა როგორ მიყვარს?საკუთარ თავზე მეტადაც კი ალბათ. თუ არ უნდა ჩემი დანახვა ეს თვითონ ეთქვა, რა საჭირო იყო ასე მოქცევა. -დათა მომისმინე, ეს მისი ბრალი არაა. მართლა არ იყო აქ, სამსახურიდან მივლინებაში იყო წასული ლონდონში კონფერენციაზე. ახლახანს ჩამოვიდა. მოკლედ მე გეტყვი სადაა ის. ერთი პირობით, თუ არ გაანერვიულებ -რატომ უნდა გავანერვიულო?მივალ უბრალოდ დაველაპარაკები. თუ ვერ გავარკვიეთ ვერაფერი წავალ და საერთოდ არ გავეკარები. -კარგი. ქორწილი რომ დასრულდება გეტყვი მისი სახლის მისამართს, ახლა რომ გითხრა ვიცი მაშინვე გავარდები და ზეზვას მეჯვარის გარეშე დატოვებ,- გაეცინა სოფოს. გოგოს კი უნდოდა სიმართლე ეთქვა მაგრამ გადაიფიქრა. მივიდეს და თვითონ გაარკვიონ ყველაფერი, თან თამუნასგან უფრო გაუხრდება ახალი ამბის გაგებაო იფიქრა. -სოფო რეზო როგორ არის? -მე მეკითხები?გაუკვირდა გოგოს? -მოიცა შენთან არ არის? არ გინახავს ის?-ახლა დათა აფორიაქდა. -არა დათა. ერთი თვე ხდება რაც მე თბილისში ვარ და სამსახურში დავბრუნდი. და კიდევ უფორ მეტია რაც რეზოზე არაფერი გამიგია. იმ დღის მერე გაქრა და გაქრა. -ეხლა მოიცა. გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები. ამის დედაც... სად ჯანდაბაში წავიდიდა, ნუთუ ისევ მომატყუა. -დათა ამიხსენი რა ხდება?სასო წარეკევთა სოფოს.-რატომ წავიდა? -მოკლედ დედამისმა ჟურნალებში გამოქვეყვებბული სტატიები წაიკითხა შენზე და რეზოს უთხრა რომ შენ არასოდეს მიგიღებდა ოჯახსი რძლად. არ მისცემდა უფლებას რომ ცოლად მოეყვანე. ამაზე დიდი ჩხუბი მოუვიდათ. არჩევანი გააკეთა,რეზო სახლიდან წავიდა. შენთან ჩამოვიდა და ხელი გთხოვა. -როგორც ჩანს მაინც დედასთან დაბრუნდა და მას ვერ აწყენინა. ირონია გაურია სოფომ -არა ჩემო კარგო. არაა ასე. ნათლიამ თქვენი ამბავი გაიგო გაზეთებიდან და ცუდად გახდა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და იქ გარდაიცვალა. ინფაქტი ჰქონდა. -რაა?რას ამბობ დათა?ეს ყველაფერი ჩემს გამომოხდა?ჩვენი ნიშნობის გამო? სახე დაუსევდიანდა გოგოს -არა სოფო, როგორც მერე გაირკვა ის ავადმყოფობდა და ცუდად იყო, მაგრამ ექიმთან არ უნდოდა წასვლა, არ მკურნალობდა. უბრალოდ ესეც დაემატა . -ვოცოდი ვიცოდი რომ რაღაც სჭირდა. მაშინ ვახშამზე არ მომეწონა მისი სახის ფერი, არაფერი უჭამია, უმადოდ იყო,. მე ეს ნერვიულობას დავაბრალე, მაგრამ როგორც ჩანს მართალი ვიყავი.მერე? -მერე ის რომ რომ გარდაიცვალა რეზოს დავურეკე და მაშინვე წამოვია. ძალიან განიცადა ეს ამბავი, ჩემი ბრალიო იზახდა, მე მოვკალიო. სმა დაიწყო, სვავდა გონის დაკარგვამდე. არაფერი და არავინ აღარ უნდოდა. საიმსახურში როგორც იქნა დავაბრუნეთ, შენზე რომ ვეკითხებოდით ცოდოა ის გოგო და დაურეკე ან ჩააკითხეო, არ უნდოდა წამოსვლა. არ უნდოდა ასეთ დღეში გენახა. ვეჩხუბებოდი დაკარგავ-თქო. არ მიჯერებდა. შენზე უარი თქმა გადაწყვიტა, ის რომ ცოლად მოვიყვანო ყოველთვის დედაჩემი გამახსენდება და დავტანჯავო. ამასწინათ ყაზბეგში ჩამოვედი. შენზე გავიგე რომ გაემგზავრე და არავინ იცოდა სად წახვედი. გავბრაზდი. მივხვდი რომ თქვენ შორის საბოლოოდ დამთავრდებოდა ყველაფერი, სასწრაფოდ დავბრუნდი უკან. ვეჩხუბე ვუთხარი სოფო წავიდა-თქო. ამან იმოქმედა. მაშინვე წამოხტა და შენთან წამოვიდა. ტელეფონიც კი დარჩა. მეგონა ერთმანეთს შეხვდით და არ მომიკითხავს. ახლა ვიგებ რომ შენთან არაა და წარმოდგენაც კი არ მაქვს სად ჯანდაბაში წავიდა. ან სად ვეძებო. -დათამ გამეტებით დასცხო მუშტი მოაჯირს. ბოლომდე არ გაწირა მეგობარი და რაღაცეები შელამაზებულად მოუყვა სოფოს. -მას რომ რამე მოუვიდეს ვერ გადავიტან დათა. მოვკვდები.-ატირდა სოფო. -ამდენი რამე დაატყდა თავს და მე არ ვიცოდი, ვადანაშაულებდი მიმატოვა თქო. იცი რომ საჩუქარი დამიტოვა. იპოვე დათა გთხოვ. იპოვე . დამიბრუნე. ოღონდაც ცოცხალი იყო და ყველაფერს ვაპატიებ, არ გავუბრაზდები. ბიჭს გოგო შეეცოდა და ხელი მოხვია. ჩეხუტა. -დამშვიდდი სოფო. გეფიცები ვიპოვი, რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი. -იცი დათა ჩვენ შვილი გვეყოლება. მე და რეზის შვილი. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი. მეგონა ვეღარასოდეს გავხდებოდი დედა. ამას შეგუებუი ვიყავი, ეს რომ გავიგე ვერ ვიჯერებდი სანამ ეკრანზე საკუთარი თვალით არ დავინახე. ნუთუ ღმერთმა შვილი იმიტომ გამოიგზავნა, რომ რეზი წაიყვანოს? -მოთქვამდა გოგო დანელ-ნელა ისტერიკაში ვარდებოდა. დათას სსხვა გზა არ დარჩენოდა. ზეზვას ბოდიში მოუხადა, დაემშვიდობნენ და მაროსთან წაიყვანა სოფო..... ****************** მთელი ორი დღე თამუნამ, მაიკომ, გიომ და სოფომ მხიარულად გაატარეს. ერთობოდნენ, საღამოობით ფილმებს უყურებდნენ და სიცილით იგუდებოდნენ. სოფო მაიმუნობდა, ლექსებს ყვებოდა და აცინებდა ყველას. დღე გიო სამსახურში იყო და ბავშვი ბაღში მიყავდა. მითუმეტს სოფომ რომ დარეკა რამდენიმე დღე ვერ ჩამოვალო დარჩენა მოუწიათ. თამუნამ პიცა მოინდომა. მაიკო მაღაზიაში გავარდა პროდუქტებს ვიყიდი და სახლში გამოგიცხობო. მარტო დატოვა გოგო და სხლიდან გავიდა. ათი წუთიც არ იყო გასული რმ თამუნას ნამცხვარი მოუნდა, ადგა ერთი ნაჭერი მოიჭრა და ჭამას შეუდგა. კარზე ზარი დარეკეს . გასაღებად გაემართა თან ბრაზობდა ამ გოგომ გასაღები როგორ არ წაიღოო. -ხომ გითხარი გასაღები წაიღე, ჩემი საწოლიან ადგომა არ შეიძლება-თქო, გაბრაზებულმა გამოაღო კარი და თვალები გაუფართობდა. კარს იქით დათა იდგა. ორივე ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა და საყვედურით სავსე თვალებით უყურებდა გოგოს..... მათთვის დრო გაჩერდა. ერთმანეთს უყურებდნენ და თვალს არ აშორებდნენ. ორივეს გული აუჩქარდა. გამალებით დაიწყო მუშაობა. ერთი სული ქონდათ ჩახუტებოდნენ ერთმანეთს. დათამ პირვე ლი ნაბიჯიც კი გადადგა, მაგრამ მოულონელად გოგომ უკან დაიხია. ნამცხავრი დააგდო. პირზე ხელი აიფარა და ოთხის სიღრმეში გაუჩინარდა. ბიჭი დაიბნა, კარი მიიხურა და უკან მიჰყვა. თამუნა უნიტაზს დაყრდნობოდა და გული ერეოდა. სახეზე ფერი დაკარგვოდა, თვალები აუცრემლიანდა. გაუწითლდა. -რა დაგემართა თამო? -მივარდა ბიჭი, თმა გადაუწია და შუბლი დაუჭირა. -არაფერი. მოვრჩი.გოგო ძირს ჩამოჯდა და ხელები ჩამოყარა.-აქ რა გინდა? -შენთან მოვედი, გაჩუმდი. ბიჭმა ონკანი მოუშვა, ხელები დაისველა და სახეზე მოუსვა. თან ეფერებოდა.-მე შენთან მოვედი. რამდენი გეძებე, რატომ წახვედი პატარა?მაშინაც შემაშინე და ახლა უფრო მეტად, რა დაგემართა?-დააყარა კითხვები. -რატომ მოხვედი? -სუსტი ხმით ჰკითხა გოგომ -იმიტომ რომ მიყვარხარ. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. იმიტომ რომ შენ გარეშე ვერ გავძლებ. იმიტომ რომ შენნაირად ვერავინ მომიშლის ნერვებს. -უთხრა ბიჭმა და თვალებში ჩახედა. -გიყვარვარ? -ხო თამუ, მიყვარხარ და ამის გამეორებით არ დავიღლები. არ მაინტერესებს შენ გიყვარვარ თუ არა. შეგიყვარდები. გადაწყვეტილია და არ შემეკამათო. -დათა რაღაც უნდა გითხრა. ახლა უფრო სხვა მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი. -მითხარი რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი? -დათა ჩემ სხეულში, ჩემი გულის ქვეშ კიდევ ორი გული ძგერს. უთხრა გოგომ და მისი ხელები აიღო, მუცელზე მიიდო. ბიჭი დაიბნა. ხმა ვერ ამოიღო, -ხო, თავი დაუქნია გოგომ და გაუღიმა. -რაც გაიფიქრე ეგაა. მე ორსულად ვარ. ტყუპებს ველოდები. -ჩემი გოგო, როგორ მიყვარხართ...სახე გაუნათდა ბიჭს და მის ტუჩებს დააცხრა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.