მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 1 თავი
ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში ძალიან გახშირდა და ავარიის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობამაც საგრძნობლად გაიზარდა,რაც უკვე საგანგაშოა. სპეციალისტების თქმით კი მძღოლების უმეტესობა საგზაო წესებს არ ემორჩილება და ამის შედეგად ხდება ავარიებიც.მართალია კანონი მკაცრია, ჯარიმებიც გაზრდილია, მაგრამ სტატისტიკა ისევ და ისევ საგანგაშოა. ყველაზე ხშირად ავარიის გამომწვევი მიზეზი, სიჩქარის გადაჭარბებაა.როცა მძღოლი სწრაფად ატარებს მანქანას, ავარიის შანსიც მეტია, რადგან სწრაფად მართვისას მანქანის მოულოდნელი დამუხრუჭება საავტომობილო შემთხვევის რისკს ზრდის. სამწუხაროდ ამაზე არ ფიქრობენ მძღოლები. უსმენდა დიდი ყურადღებით ახალ გადმოცემას რადიოში და თან გზას გასცქეროდა მისი არწივისებული მზერით,მაგრამ მოულოდნელად დაამუხრუჭა და მანქანა ყალყზე შეაყენა. როცა ცოტა მოეშვა თვალებში ცეცხლი აენთო და გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან.მისი მანქანის წინ კი აცახცახებული და შიშისაგან ძირს ჩამჯდარი გოგონა იყო, რომელიც კარგად ვერ გარკვეულიყო რა მოხდა მის გარშემო. ვერ მოთოკა სიბრაზე და უხეშად შეუყვირა. ---შენ,შენ სულ გაგიჟდი? გოგონა არ დაიბნა მისი შიშის მიუხედავად და იქით შეუტია განრისხებულ მძღოლს რამაც უფრო გააბრაზა და ამ ტუტუცი გოგოს ცემასაც არ დაერიდებოდა,მაგრამ ირგვლივ ხალხის მოერიდა. ---შენ სად გაქვს თავად თვალები,სპიდომეტრს ვერ შეხედავ ხოლმე,რა სიჩქარით მოძრაობ ქუჩაში? ---კიდევ ბედავ და ხმასაც იღებ? ---მაგ ყვირილს და ვითომ სიმკაცრეს,უმჯობესია მომეხმარო,ამხელა ცხენით რომ მომახტი უკნიდან,გამოგოვიდა შემაშინე კიდევაც.განრისხებულ მძღოლს უნებურად ჩაეცინა გოგონას საუბარზე და ახლოს მივიდა, მასთან ჩაიცუცქა და ოდნავ შერბილებული ხმით უთხრა .---რა გიყო ახლა მე შენ? ---რა უნდა მიყო ვერ ხვდები? ამაყენე და მაგვიანდება ლექციაზე,კეთილი ინებე სასწავლებლამდე მიმიყვანე.ნუ გეშინია, სახლში არ წამოგყვები. ---როგორი მიხვედრილი ხარ,ტვინი კარგად გიმუშავებს გეტყობა,რადგან ენას კარგად ასარსალებ.ღმერთმა დამიფაროს შენისთანა ცალტვინა დავიჯინო სახლში. ---არც შენ გიგვალავს ენას, ისე კარგად შევეწყობით ჩვენ ორნი ერთმანეთს. ---ხოოო? შენ ასე ფიქრობ თუ ოცნენობ კიდევაც.წარბაწეულმა უთხრა მძღოლმა. ---არაფერსაც არ ვფიქრობ, მომეხმარე, რომ წამოვდგე. მძღოლმა ხელი მოკიდა გოგონას და წამოაყენა,მანქნის წინა კარები გააღო და კოჭლობით მიმავალ გოგონას მოეხმარა მანქანაში დაჯდომაში.შემდეგ საათზე დაიხედა და ერთი გემრიელად შეიკურთხა.გაბრაზებული სახით მიუჯდა საჭეს და მანქანა მოწყდა ადგილიდან.გოგონას ეგონა ჩუმად ჩაილაპარაკა, რაც მძღოლმა კარგად გაიგონა.. ---მგელს სახარებას უკითხავდნენ და ის მაინც ცხვრისკენ გარბოდაო.გაბრაზებულმა უხომდ გადახედა და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და ორივემ, არეული ფერების ქაოსი დაინახა ერთმანეთის თვალებში. გოგონამ აარიდა პირველმა თვალი და გულში გაიფიქრა.,,რა სიმპატიურია და რა უჟმურია, ღმერთმა დამიფაროს ასეთისგან''.ფიქრები მკაცრმა და ცივმა ბარიტონმა გააწყვეტინა. ---მადლობა სახლში დაგრჩა?.გოგონამ შიშისაგან შეჰკივლა მსუბუქად და გულზე დაიდო ხელი. ---სუსტი გულიც გქონია,როგორც ვხედავ. ---იცი ახლა რაზე ვფიქრობდი? უთხრა მძღოლს და ღიმილი შეანათა,მაგრამ მან ისევ ისე უხეშად უპასუხა. ---მე რა ვიცი რაზე ფიქრობდი,მეტობა რამე,რომ გულთმისანი ვარ? ---ძველებიდან ასეა ნათქვამი,თუ შენ ადამიანი სიცოცხლეს შეგინარჩუნებს,მაშინ ის მთელი ცხოვრება შენზე იფიქრებსო. ---უმჯობესია გაჩუმდე,თორემ ამ წუთში შეგაგდებ მანქანის ბორბლებში.კბილებში გამოცრა მძღოლმა.გოგონამ გაბრაზებულმა გახედა და მის სასწავლებელთან მისულს გული მიეცა და მანაც უხეშად უთხრა. ---გამიჩერე აქ უნდა გადავიდე,თორემ მეშინია დღეს მთელი დღე შენი უჟმური ხასიათით არ ვიარო.მძღოლმა მოწყვეტით გააჩერა მანქანა და ისიც გადავიდა და უთხრა. ---მადლობის ღირსიც არ ხარ,არ იმსახურებ.. ---იქ უნდა დამეტოვე, იმ ბეტონზე მჯდომი და უფრო კარგად იჭიკჭიკებდი ახლა. წესიერად იარე,გზაზე აღარ გადამეყარო.უთხრა და მანქანა დაძრა,ისე რომ პასუხის თქმა არ დააცადა. ისე დაშორდნენ ერთმანეთს სახელებიც არ გაუცვლიათ. აღელვებული და თან გაბრაზებული გაჰყურებდა მიმავალ მანქანმას და შიგ მანქანაში კი მძღოლი ბუზღუნებდა. ---მეტიჩარა,განებივრებული მამიკოს გოგო.აღრენილ ხასიათზე მივიდა სამსახურში და იმ დღეს ყველა დაცოფა. ---რა მოგივიდა დღეს, რას იღრინები და დაარბებინებ ამ ხალხს ზევით ქვევითი და თავად არ იცი რა გინდა მირიან. ---ლუკა ცუდ ხასიათზე ვარ და მიფრთხილდი,ხელში არ მომყვე. ---ხოდა დაიცალე,თქვი რა გჭირს.მირიანმა მოუყვა რაც შეემთხვა გზაში და თან დაამატა. ---კიდევ კარგი არ გავიტანე,ისეთი შეშინებული თვალები ქონდა როგორც შვლის ნუკრის, როცა ხედავს რომ უკვე ესვრიან და იცის უნდა მოკვდეს.თან ისე ცახცახებდა, როგორც ბეღურა თოვლში.შემეცოდა პირველად და შემდეგ ენა წამიგდო იცი რამხელა? უნდა ამომეგლიჯა ის ენა და ჯიბეში უნდა ჩამედო მისთვის. ლუკა უსმენდა დიდი ყურადღებით და თან გულში ფართხალებდა, ვიღაცამ მირიანის გულამდე შეძლო შეღწევა. ---სახელი მაინც თუ კითხე, რა ქვიოდა. ---არც სახელი მინდა ვიცოდე მისი და არც ვინაობა. ---ხო გეთანხმები,რად გინდა ასეთი ენა ჭარტალა თუ იყო. ---ლუკა გადი გარეთ,ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ. ---როგორც ყოველთვის,ახლაც ,მე ვარ დამნაშავე?რა გემართება,მე არ შემიძლია რამე ვთქვა და ჩემი აზრი დავაფიქსირო?როგორ იქცევი იცი? როგორც გასული საუკუნეში ჩარჩენილი ბებრუხანა. ---შენ? შენ ამ საუკუნის ხარ? ---ნუ ჯავრობ შენ ჩემზე,ყველას აქვს ცხოვრებაში მისი შანსი და მე ჩემსას არსად არ გავუშვებ. ---ვიცი მე შენი ბედნიერი შანსი სადაცაა. ---ხოდა ნუ დაიზარებ, მიმასწავლე რომ მივაგნო სადაც არის. ---მარგოსთან. შენ მარგალიტას მეტი მაინც არავინ არ გინდა და უმჯობესია მოძებნო ის თორემ თავი გაგითეთრდა და ტვინი არ მოგემატა.სხვები სად არიან,რატომ არ მოვიდნენ აქამდე,ეს როგორი სამსახურია ვისაც როდის უნდა მოდის და როცა უნდათ მიდიან.ძაან გაგივიდათ თქვენ ჩემს აქ არ ყოფნაში თავს. ---ხო,ხო,ხო რა ნერვებზე ხარ დღეს. დათო არ ვიცი, გელას კბილი ტკიოდა და ექიმთან უნდა მივიდეო. ---გეგი და ზაზა სადღა არიან? ---არ ვიცი ალბად მოვლენ სადაცაა. ამ დროს გაღიმებული გელა შემოვიდა კაბინეტში და ყბა გასიებული გაბრიელის წინ გაღიმებული დაჯდა. ---გიხდება სიმსუქნე. ღიმილით უთხრა გაბრიელმა და ყბაზე ანიშნა.გელა კი ისევ ღიმილით უცქერდა. -რა იყო რას მიღიმი, ასე გიხარია ყბის გასიება? გელამ ხელი წაიღო ჯიბეში და ტელეფონი ამოიღო, რაღაც მოძებნა შემდეგ გაბრიელს გაუგზავნა და უთხრა; ---ეს შენ ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს მეგობარო. თან ანიშნა გაეხსნა შეტყობინება რომელიც ახლახანს მიიღო. გაბრიელმა გახსნა შეტყობინება და ეკრანი გაბრაზებული გოგონას სახემ გაანათა. ---ვინ არის ეს? იკითხა გაოცებულმა ლუკამ. --- ხო,ვინ არის ეს? არც მე ვიცი და ამას ეს ყმაწვილი გვეტყვის.აბა გისმენთ მეგობარო.თან საწყალი თვალებით შეხედა და დაამატა საწყლადვე.-არ ამაყვირო, კბილი მტკივა საშინლად და ეს გაითვალისწინე. წყნარად მოყევი და დალაგებულად.მირიანმა დააკვირდა ფოტოს და გელას უთხრა. ---შენ სად იყავი, იქ რა გინდოდა.იქ არის პოლიკნილიკა და კბილის ექიმი? ---შენ წარმოიდგინე და იქ არის,მოპირდაპირე მხარეს.ისე,რომ წახვედი.ისეთი ლამაზი სიტყვებით შეგამკო, ერთი გადახარხარება მინდოდა,მაგრამ კბილის ტკივილმა არ მომცა ამის საშუალება და ისევ ფოტოს გადაღება ვარჩიე. ---ეს ის გოგონაა, შენი ამდილანდელი მსხვერპლი? ---ეს არის, ენა წაგდებული პრინცესა.თქვა მირიანმა და თან გაეღიმა.შემდეგ ისევ ძველი სახე დაიბრუნსა და ბიჭებს შეეკითხა;-ალეკო სად არის.თან გოგონას ფოტო გადადო. ---არ მოსულა. ან ძინავს ჯერ კიდევ თავის სახლში,ან კიდევ წუხელ ვინმესთან ერთად გაიღვიძა ჩახუტებულმა და ახლა სინანულის წუთები აქვს,თავის თავთან მარტო დარჩენილს.გაიცინა დათომ. ---საქმეს მიხედეთ,ის არჩევს მაინც და თქვენთვის სულერთია სად გაიღვიძებთ და ვისთან ერთად.როდის უნდა დასერიოზულდეთ,საერთოდ თუ გიფიქრიათ ამ თემაზე? ---როცა მოვკვდებიიიიი ერთი თხოვნა მაააქვს ქვაზე დახატუუულს ჩუმად მაკოცეეეე''.ჩაუღიღინა ლუკამ და თან მირიანს თხოვნით შეეკითხა.-დღეს ნინის გავიყვან რა სასეირნოდ,შეიძლება ბოს? ---არა,არ შეიძლება.თქვენ სულ გადარიეთ ის და თქვენს გარდა აღარავის აღარ ეკარება.თქვა გაბრაზებულმა. ---მირიან არ გამოჩენილა დედამისი?. ---არა და რომ გამოჩნდეს, ბავშვს არ გავაკარებ.განა კატის კნუტი იყო ასე უგულოდ რომ მიატოვა? მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ვინ იცის ბავშვს რა ელოდებოდა, მკაცრად ჩაილაპარაკა. კიდევ კარგი, მამაჩემი რომ დავითანხმე და ჩემმა მშობლებმა იშვილეს ბავშვი, თორემ გეფიცები მე მისი ჯავრი გადამიტანდა. ხანდახან რომ დავფიქრდები,დიდი სინანულით ვნანობ საერთოდ ნინის დედას რომ ვიცნობდი.სხეული კიარა, სხეულთან ერთად ყველა ფიქრიც კი მტკივა და ტკივილი მხრებში მხრის.ყვირილი მინდა,მაგრამ ხმა არ ამომდის და გულმაც თითქოს დაკარგა მგრძნობელობა,ცრემლებიც კი თავისით მოდის. ჯერ ხომ ის 8 წლის არის,მხოლოდ 8 წლის და 6 წლის შემდეგ არ გაუვლია ნორმალურად.ვეძებ და ვერ გავიგე,მიზეზი ამისა რა არის.თქვენ მაინც იცით,სად არ მყავდა,მაგრამ ყველა ცდა და ყველა მკურნალობა უშედეგოა.ქალისკენ გახედვაც აღარ მინდა და ზოგჯერ ისეთი ბრაზი მომდის,ყველა ერთად მინდა ვცემო ისე მაგრად,სანამ სისხლი არ იჩქეფებს მათი სხეულიდან. ---დაწყნარდი,ეგებ გადმოგვხედოს უფალმა და ნინიმაც შეძლოს დამოუკიდებლად გავლა. თქვა გელამ ჩუმად და შემდეგ ლუკას ანიშნა გავიდეთო. იცოდნენ ასე გაბრაზებულ და ანერვიულებულ გულზე მირიანი მარტო უნდა დარჩენილიყო.გარეთ საუბრიბდნე,რომ ალეკო შეუერთდა მათ და თვალები დასიებული ქონდა უძილობით.შემდეგ გახედეს და ზაზა მოდიოდა დაღლილი სახით. ---რას გავხარ, მაღაროში იყავი წუხელ და პირდაპირ იქედან მოდიხარ? შეეკითხა ლუკამ. ---აუ მაგრად დავიღალე.ბიჭებო დღეს ჩემთან დააწექით და ამოდით,მაგარი პონტი იჩითება. ---რა ხდება.იკითხა ალეკომ. ---ჩემი დის კურსელები იყრის თავს და არიან ისეთებიც,რომ კბილი გაკრათ,კარგი საღამო გექნებათ.უთხარით მინიანსაც და ეს პიონერების დროში რომ არის ჩარჩენილი გამოიყვანეთ კიარა,გამოიტანეთ იმ კაბინეტიდან. თქვა სიცილით ზაზამ. ---ჩუ არ გაგიგონოს,მაინც აღრენილ ხასიათზეა. ---რომ შეგეკითხოთ რატომთქო,ეს სიგიჟე იქნება,რადგან ვიცი ნინია მაგის დიდი ტკივილი. ---ხო ნინიზე ფიქრობს და განიცდის ძალიან. ---ამ ბავშვსაც რა დაემართა ასე უცებ,მართლა სასწაულია.კარგი მე წავედი და გელოდებით.ზაზა წავიდა და გელამ და ლუკამ ალეკოს გადახედეს. ---რა ვქნათ წავიდეთ?იქნებ კი ვნახოთ საკბილო რამე....შენ საკბილო სახლში გელოდება,ნუ ხარ უაზრო.წაკბილა ლუკამ. ---შემომესიეთ ახლა აქედან და იქედან და ამიკრძალეთ ყველაფერი. აბურდღუნდა ალეკომ. ---თუ შეძლებ და მირიანს წამოიყვან, წავიდეთ.უთხრა ლუკამ და თვალი ჩაუკრა. ---კარგი მაგას მე მივხედავ.თქვა და მირიანის კაბინეტში შევიდა. ---რა მოხდა ალეკო,გაგახსენდა დღეს სამუშაო დღე რომ არის? ---მირო სად მიდიხარ დღეს საღამოს? ---სახლში სად უნდა წავიდე, ძალიან გადავიღალე და დღეს უნდა დავისვენო. ---ახლა ზაზა იყო მოსული და თავისთან დაგვპატიჟა,საღამოს ამოდით კარგი პონტი იჩითებაო. ---რავი აბა?რაღაც გული არ მიშვება იქ წასვლას. ---რატომ? გაუკვირდა ალეკოს. **** საღამო მშვიდობისა ჩემო გვრიტებო, მიხარია ისევ რომ ვარ თქვენთან... დღევანდელ დღეს გილოცავთ, ეგეწიოთ დღევანდელი დღის ძალა და მადლი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.