როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ მისთვის... მეორე ქალი ხართ
შეყვარებულ ქალს გრძნობების სიჭარბე ხშირად ობიექტურად განსჯის უნარს აკარგვინებს. გქონიათ შემთხვევა, მოულოდნელად გიკითხავთ საკუთარი თავისთვის: "სად არის ახლა ჩემი საყვარელი მამაკაცი?" ან დაფიქრებულხართ, აქამდე რატომ არ იცნობთ მის მეგობრებსა და ახლობლებს? სავარაუდოდ, იქნებ იმიტომ, რომ "სხვა ქალი" ხართ? აი, რამდენიმე ნიშანი, რომლებმაც შეიძლება თქვენი ეჭვი კიდევ უფრო გაამყაროს. მხოლოდ დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე გირეკავთ თუ სამსახურის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია, ესე იგი, თქვენს ეჭვს საფუძველი აქვს. თუ, რა თქმა უნდა, საქმე ისეთ მოვლენას არ ეხება, რომლის საქმის კურსშიც ხართ. მხოლოდ თვითონ გირეკავთ და გწერთ ეს კი მართლაც საგანგაშოა. რატომ არ უნდა, რომ თქვენ დაურეკოთ ან მისწეროთ? საღამოს 5 საათის შემდეგ ყურმილს არ იღებს იმიტომ, რომ საღამოს 5 საათის შემდეგ ოჯახის დრო ეწყება. მთელი ყურადღება ოჯახსა და იმ "ნომერ პირველზე" გადააქვს, რადგან სანამ თქვენ შეგხვდებათ, ოჯახის წინაშე ვალმოხდილი უნდა იყოს. ჩურჩულით გელაპარაკებათ ძვირფასო ქალბატონებო, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი საიდუმლო აგენტი არ არის, მისგან ტელეფონით თქვენთან ჩურჩულით ლაპარაკი, სულ მცირე, უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ. სრულად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.