შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი14)


7-04-2017, 19:38
ავტორი Salome5
ნანახია 3 294

გაგიჟებული გამოვარდი, ყურადღება არ მიმიქცევია ლევანის ყვირილისთვის ისე ჩავჯექი მანქანაში. ცრემლები დაუკითხავად გადმომცვივდა თვალებიდან, ,,რა სულელი ვარ მისი როგორ მჯეროდა'' ვსლუკუნებდი პატარა ბავშვივით და ყურადღება არ მიმიქცევია მძღოლის გაფართოებული თვალებისთვის.
-აქ დამელოდეთ,,,ვუთხარი მძღოლს და სახლში შევარდი, პატარა ჩემოდანში საჭირო ნივთები ჩავალაგე და სწრაფად დავტოვე იქაურობა. ვეღარაფერზე ვდფიქრობდი მხოლოდ ის მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი ამ ქალაქს და სადმე შორს წავსულიყავი. ტაქსი სანდროს სახლთან გაჩერდა და მეც სწრაფად გადმოვედი, მძღოლს თანხა გადავუხადე. სწრაფად ავირბინე კიბეებზე და კარებზე დავაკაკუნე.
-ტასო, შემოდი,,,ღიმილით შემხვდა მაკა.
-მაკა, სანდრო სახლშია?
-კი, რაგჭირს ტასო ხომ მშვიდობა გაქვს?,,შეშინებული მიყურებდა სწრაფად შევედი და ჩემოდანი იქვე დავაგდე.
-სანდრო, შენი დახმარება მჭირდება.
-ტასო, რა მოხდა? რაგჭირს?,,,ყველაფერი მოვუყევი, ხმა გამებზარა ამ ამბის გახსენებისას.
-ისევ ის ქალი ტო? კაი მეღადავები?,,,გაბრაზებული მიყურებდა.,,,კიმაგრამ მოგესმინა მაინც.
-არ მინდა მაგის მოსმენა, გთხოვ არაფერი უთხრა უბრალოდ ბინის გასაღები მომეცი ჩავალ ბათუმში ცოტას დავისვენებ.
-კი ახლავე,,სადღაც გავიდა და მალევე დაბრუნდა უკან. ბინის გასაღები და საკრედიტო ბარათი მომაწოდა.
-ჩემს სახელზეა, ლევანი ვერ მოგაგნებს და თუ რამე დაგჭირდეს მითხარი.,,
მადლიერი თვალებით გავხედე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-მადლობა სანდრიკ, ვერცკი წარმოიდგენ როგორ დამეხმარე. გადაგიხდი როცა შევძლებ.
-გაგიჟდი გოგო? ხოიცი დასავით მყავყარ, ჩემი იმედი გქონდეს.,,,მაჟასაც დავემშვიდობე და წამოვედი. მანქანა დავიქირავე და ბათუმში წავედი. სანდრო ზფვის პირას აქვს სახლი, ზაფხულობით ჩავდიოდით ხოლმე. რაღაც განსაკუთრებით მიზიდავს ეს პატარა მყუდრო ქალაქი, ყველა სეზონზე რომ ლამაზია..
უკვე თენდებოდა როცა ჩავედი, ჩემოდანი ძლივს შევათრიე ოთახში და მაშინვე დავიძინე.
* * * *
მიუხედავად დიდი ტკივილისა მაინც შეძლო და ტკივილს გაუძლო. დვილის სიკვდილმა საშინლად ატკინა, მაგრამ უფრო მეტად ტასოს სიტყვები ტკენდა. ბოლოს მაინც შეძლო მისი შემორიგება. ცდილობდა მასთან ერთად ბედნიერი ყოფილიყო და ამ დროს ნათიამ დაურეკა. შეხვედრა სთხოვა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო. ყოყმანობდა მაგრამ დასთანხმდა მობილური იქვე დააგდო და შესახვედრად წავიდა. კაფეში შესულს უკვე იქ დახვდა და ელოდებოდა. განსაკუთრებით მისი ყურადღება მისმა მუცელმა მიიქცია. საყვარლად გაზრდოდა მუცელი.
-ლევან, მადლობა რომ მოხვედი.
-მოკლედ მითხარი, ნაწკა ბევრი დრო არ მაქვს,,მკაცრად მოუჭრა და მის წინ ჩამოჯდა.
-მამამისი უარს ამბობს ამ ბავშვზე, მოიშორე არაფერში მჭირდებაო.. მე კი ვერ შევძელი, ეს ხომ ჩემი შვილია როგორ უნდა მოვკლა?
-და ჩემგან რა გინდა?
-ძალიან გამიჭირდა, არასდროს მიმუშავია და ახლა ვითუმეტეს ვერ შევძლებ. ბავშვს ბევრი ფული სჭირდება, მე კი არავინ მყავს რომ ვთხოვო.. და იქნებ.. იქნებ შენ მასესხო, გპირდები როცა შევძლებ დაგიბრუნებ.,,,მავედრებელი მზერით შეხედა და ხელი მუცელზე დაიდო.
-ფულს გადმოგირიცხავ, მაგრამ იცოდე ჩემგან და ტასოსგან თავი შორს დაიჭირე იცოდე.,,,შეუღრინა.
-მადლობა, ლევან,,,ხელი მკლავზე ნაზად შეახო. რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ტასო დაინახა.
-ტასო? აქ რას აკეთებ?,,გაფითრდა. ტასო ცუდად გაიგებდა და შეიძლება დაეკარგა კიდეც. მაშინვე უკან დაედევნა, მაგრამ ქალმა მოასწო და ტაქსში ჩაჯდა.
-ჯანდაბა,,,დაიყვირა და მანქანის მოსაყვანად წავიდა. სახლში როცა მივიდა ნახა რომ ტანსაცმელები ჩაელაგებინა და წასულიყო.
-გამაგიჟებს ეს გოგო, ყოველი ჩხუბის მერე ბარგს ალაგებს და გარბის,,,გაბრაზებული გამოვარდა გარეთ. მაშინვე დარეკა და ყველას მისი მოძებნა დაავალა. მთელი ქალაქი გადაატრიალა, მაგრამ ვერსად იპოვა. სანდროსაც დაურეკა,მაგრამ მისგანაც ვერაფერი გაიგო.
-ჯანდაბა, სად გაქრა ტო,,,ამოიგმინა და თავი ხელებში ჩარგო. უკვე საშინლად ენატრებიდა, მისი დაკარგვის შიში გონებას აკარგვინებდა.
* * * *
დილით საშინელმა გულის რევამ გამაღვიძა. სწრაფად შევარდი სააბაზანოში. ,,ალბათ უჭმელობის ბრალია'' გავიფიქრე და მაღაზიაში გავედი.
-ტასო, ეს შენ ხარ,,ბოხი ხმა გავიგონე და მისკენ მივრტრიალდი,,,როდის ჩამოხვედი?,,,გამიღიმა და გადამეხვია.
-გიგა, როგორ მომენატრე,,,სიხარულით შევხვდი ძველ ნაცნობს. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. გიგა სანდროს და ბექას მეგობარი იყო, მეც კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. ყოველთვის როცა აქ ჩამოვიდოდით ჩვენთან ერთად იყო და გვამხიარულებდა.
-არვიცოდი ჩამოსვლას თუ აპირებდი.
-არც ვაპირებდი, უბრალოდ..წამოდი შევიდეთ მოგიყვები,,,ჩემთან შევედით. ყველაფერი მოვუყევი რაც ამ ხუთი თვის განმავლობადი მოხდა. მოვუყევი ლევანზეც, ჩემს არ დაბადებულ შვილზე.
-რამდენი უბედურება გადაგიტანია,,,თბილად გამომხედა,,თითქოს ის არ გაკლდეს რაც მანამდე გადაიტანე.
-ასეა მაგრამ რას ვიზამთ,,,მოგონებებმა ჭრილობა გამიხსნა, თავნრუსხვევა ვიგრძენი.
-ტასო, კარგად ხარ,,,შორიდან ჩამესმა მეგობრის ხმა, მაგრამ ვერ ვუპასუხე. გონება დავკარგე.
გონს საავადმყოფოში მოვედი. უსიამოვნო გრძნობამ დამიარა.
-აქ რატომ ვარ?,,ვკითხე გიგას, შეშინებული რომ მიყურებდა.
-გონება დაკარგე, რომიცოდე როგორ შემეშინდა.
-უჭმელობის ბრალია ალბათ, კარგად ვარ. სახლში მინდა წასვლა.,,ექიმიც შემოვიდა.
-აბა როგორ არის ჩვენი ლამაზი პაციენტი?,,მკითხა მხიარულად.
-ექიმო, როდის შევძლებ წასვლას?,,,ვკითხე მაშინვე.
-მალე გაგწერთ. საშიში არაფერია, ხდება ხოლმე თქვენს მდგომარეობაში ხშირად.
-რას გულისხმობთ, ექიმო?
-არ იცით?,,ჩაიცინა,, ფეხმძიმედ ხართ.,,,უაზროდ მივჩერებოდი და გონებაში მისი ნათქვამის გაანალიზებას ვცდილობდი. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, უფალს მადლობას ვუხდიდი ამ სიკეთისთვის და გიჟივით ვიცინოდი.
-გილოცავ, ტასია,,ღიმილით ჩამომხედა გიგამ'
-ვერ ვიჯერებ,,ვთქვი ღიმილით და ჩავეხუტე. გადავწყვიტე ბათუმში დავრჩენილიყავი და ცხოვრება თავიდან დამეწყო. ყველაფრისგან შორს. მუშაობაც დავიწყე, ,აჭარა ტექსტილში'' ხელფასი დიდი არმაქვს მაგრამ ჩემთვის საკმარისია. გიგაც მეხმარება, სანდრო და ბექაც ჩემს გვერდით არიან. სალო და ბექაც დაახლოვდნენ და ალბათ მალე დაქორწინდებიან. მას შემდეგ სამი წელი გავიდა.. ლევანისგან არაფერი ისმის, ყველანაირად მოვშორდი მას. ალბათ ახლა ნათიასთან ერთადაა, მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო მაგაზე. ვცხოვრობ ჩემს პატარა ბიჭთან ერთად, ხო ბიჭი გამიჩნდა. დემეტრე, ლევანის ასლია. ძალიან ჰგავს გარეგნობით და ხასიათითაც ნამდვილი სვანია. ჯიუტია, ერთს რომ აიჩემებს ვერ გადაათქმევინებ.
-დეე, შია,,,თქვა კოპებშეკრულმა და ხელი მუცელზე დაიდო,,გამეცინა და ხელში ავიტაცე.
-დედიკო, გინდა მაკდონალდსში წავიდეთ?
-მიდა, მიდა,,,გაუხარდა. გამოვაწყვე და მაკდონალდში წავედით. ღიმილით ვუყურებდი როგორ იტენიდა ორივე ხელით ფრის, როდესაც ტელეფონმა დარეკა.
-ხო, ბექ,,,ვუპასუხე მხიარულად.
-დაო, კარგი ამბავი მაქვს,,გავიგონე ბედნიერი ხმა,,,ცოლი მომყავს.
-როგორც იქნა, გეღირსათ ხომ შენ და ჩემს დაქალს,,გავიცინე.
-იცოდე უნდა ჩამოხვიდე, შენც და ჩემი დისშვილიც. ერთ კვირაში აქ უნდა იყოთ იცოდე.,,შეწინააღმდეგებას ვაპირებდი, მაგრამ ვიცოდი აზრი არქონდა და დავთანხმდი. ალბათ ლევანიც იქ იქნება უნდა მოვემზადო მასთან შესახვედრად.
პ.ს ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონათ, ბოლო თავს ხვალ დავდებ. :*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent