შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

MOBSTER (მე-II თავი)


7-04-2017, 21:08
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 2 035

II თავი
___დემეტრე___
დრო გადის და ყველანი ვიცვლებით , ასე დაემართა კატოსაც , თბილი და მოსიყვარულე გოგონა ყინულის დედოფალი გახდა . 9 წლის მანძილზე ყოველთვის ვიცოდი სად იყო , რას აკეთებდი და ვის ეკონტაქტებოდა მაგრამ მასთან მისვლა და საუბრის დაწყება არასდროს მიცდია ... კატო ჩემს მანქანაში იჯდა და სიმღერებს უსმენდა ...
-აგარაკზე მივდივართ ? – 20 წუთის მანძილზე ხმა არ ამოუღია ამიტომ დავიბენი მაგრამ მაინც ვუპასუხე...
-კი ...-ეს იყო მთელი ჩვენი საუბარი... არ ვიცი ეს გოგო რას მიშვრება , მასზე 8 წლით უფროსი ვარ მაგრამ როცა მას ველაპარაკები ვიბნევი .
****
___კატერინა_____
-მამი მოვედი ...- სასადილო ოთახში შევედი , მაგიდას მივუახლოვდი რომლის სათავეშიც ბატონი ლევანი იჯდა და გაზეთს კითხულობდა .
-მამას გოგო .-მამაჩემი წამოდგა და გულში მიმიკრა ... მამის სურნელი 1 წელია რაც არ მიგვრძნია ... ბოლოს მამა 1 წლის წინ , ამერიკაში ვნახე შემდეგ კი ...ბევრი ვისაუბრეთ შემდეგ კი ზალაში გავედით , მამა კრესლოში , მე-დივანზე მოვთავსდი . წყნარად ვიჯექით , ვსვამდით ჩაის და ვტკბებოდით ერთმანეთი სანამ არ გამოჩნდა ვაჟბატონი .
-დემნა დაჯექი .-დემეტრე მაინცდამაინც მე მომიჯდა გვერდით . -ბავშვებო ხვალ უნდა წავიდე საქმეები არ იცდის და რადგან ზაფხულია და სკოლაშიც არდადეგები გაქვს აქ დარჩით და დაისვენეთ ...ხო დემეტრე და ბიჭებიც შენთან ერთად დარჩებია .
-რაა ?! ესენიც გაიყოლიე თან ! - ფეხზე წამოვდექი და ხელი დემეტრესკენ გავიშვირე.
-ეკატერინე წესივრად ისაუბრე , დემეტრე და ბიჭები ნივთები კი არ არიან თან რომ გავიყოლო! - მამას სიმკაცრე ყოველთვის მაღიზიანებდა ... ვგრძნობდი დემეტრეს მწვავე მზერას , ისიც მამაჩემს გავდა - ზედმეტად მკაცრი და სერიოზული , ამიტომ მამაჩემი ხშირად ამბობდა რომ დემეტრე მისი ვაჟი უნდა ყოფილიყო და არა თემურის , რაც მე ზედმეტად მაღიზიანებდა რადგან ვთვლიდი რომ მამას გოგო კი არა ბიჭი უნდოდა ამიტომ ნაკლებად ვუყვარდი .
დილით მამა გავაცილეთ და სახლში შევედით , ბიჭები ქვემოთ დარჩნენ მე კი ზემოთ ავედი , ნოუთბუკი ჩავრთე და სერიალის ყურება დავიწყე , რა თქმა უნდა ინგლისურად რადგან მიჩვეული ვიყავი თან ქართული გახმოვანება არასდროს მომწონდა ... საღამოს 7 საათი იყო როცა ოთახში ყოფნა მომწყინდა ამიტომ ქვემოთ ჩავედი . ზალაში ბიჭები ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ , მხოლოდ დემეტრე იჯდა ჩაფიქრებული . ტატომ , აკომ და გუგამ როგორც კი შემნიშნეს წამოდგნენ მაგრამ მე მათვის ყურადღება არ მიმიქცევია , სერიოზული სახით სამზარეულოში გავედი და მაცივარიდან საოჯახო ნაღინი გამოვიღე . ძლივსძლივობით ჩაის კოვზი ვიპოვე . სამზარეულოში დარჩენა არ მინდოდა ამიტომ ოთახში ასვლა გადავწყვიტე . ნაყინიც თან გავიყოლე . ტატო , აკო და გუგა ისევ თამაშობდნენ , დემეტრე-კრესლოში ჩაფიქრებული იჯდა . ძალები მოვიკრიფე და ზალაში შევაბიჯე , დემეტრე რომ არა მათ ყურადღებასაც არ მივაქცევდი , ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული დაცვებთან და ძიძებთან ყოფნას ამიტომ ეს დიდ პრობლემად არ მიმაჩნდა , მაგრამ დემეტრე ...
-შოკოლადის ? - გასვლას ვაპირებდი როცა დემეტრეს ბოხი ხმა გავიგე .-პატარაობაშიც სულ შოკოლადის ნაყინს ჭამდი . არ შეცვლილხარ . -მოვტრიალდი და მას შევხედე .
-შევიცვალე ...-შემოვუბრუნდი და ისევ ოთახში ასვლა დავაპირე მაგრამ...
-ალბად ...
-იცით ამდენი წლის მანძილზე შორიდან ყურებას ჯობდა მოსულიყავი და გენახე .
______დემეტრე_____
8 საათია რაც კატო ოთახიდან არ გამოსულა . ნეტა არ შია ?... ბიჭებთან ერთად ზალაში ვიჯექი , ისინი კარტს თამაშობდნენ , მე-ჩავფიქრდი , თვითონაც არ ვიცი რაზე , უბრალოდ ვფიქრობდი , თვალთ კი კატერინას სახე მქონდა... გავიგე როგორ დატოვა ოთახი და ქვემოთ ჩამოვიდა , ბიჭები მის დანახვაზე შეშინდნენ . რა სასაცილოა არა , ბიჭები რომლებსაც ყველაზე სახიფათო კრიმინალები ვერ აშინებდნენ , პატარა გოგომ შეაშინა . ვიგრძენი კატოს მწველი მზერა მაგრამ არ გავტოკებულვარ , შემდეგ კატო სამზარეულოში გავიდა და 5 წუთში ნაყინით ხელში გამოვიდა . ახლა ვუკვირდები და ვხვდები რომ სულ არ შეცვლილა , როგორც ბავშვობაში ჭამდა შოკოლადის ნაყინს ახლაც ისე ჭამს ...
_____კატერინა____
-არ გინდა ვითამაშოთ ? - ,,საუბარში’’ აკო ჩაგვერთო .
-მაინც რა ? - კოვზით ნაყინი შევჭამე და აკოს შევხედე.
-სიმართლე თუ მოქმედება გინდათ ?
-სერიოზულად ? -დემეტრეს გაეღიმა და აკოს აგდებულად შეხედა.
-მოდი...- ნაყინი მაგიდაზე დავდე და ბიჭებს შევხედე.- ხელი არ დაედოს .-მკაცრად ვუთხარი და სამზარეულოში ცარიელი ბოთლის ასაღებად შევედი. დაბრუნებისას კი ჩემი ნაყინი დემეტრეს ხელში დავინახე.-დემეტრე ! - მის წინ დავდექი და ნაყინის გამორთმევა ვცადე მაგრამ ამაოდ.
-ნაყინის ჭამა თუ გინდა მეც უნდა გამინაწილო .
-ოო სულ ასე იქცეოდი, როცა მე ნაყინს ვიღებდი შენსას ტოვებდი და ჩემის ჭამას იწყებდი .
-არ გინდა ? - კოვზი პირში ჩაიდო და შემომხედა.
-არა ! -შემოვუბრუნდი და ცარიელ კრესლოში ჩავჯექი.
-დავიწყოთ .- გუგამ ბოთლი აიღო და დაატრიალა .
იქამდე ვთამაშობდით სანამ ღამის 1 საათზე არ მომბეზრდა და თამაში შევაწყვეტინე.
-აუ რა ვაკეთოთ ? საერთოდ არ მეძინება და თქვენ ? (აკო)
-მე მეძინება. ძილი ნებისა . - ავდექი და ზალიდან გავედი . ვიგრძენი როგორ შემომხედა დემეტრემ მაგრამ ყურადღება არ მივაქციე .სიარული გავაგრძელე. -ხო დემეტრე ხვალ ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება ბიჭებზეც და შენზეც . -დემეტრეს ხმა არ ამოუღია ... ოთახში ავედი , გამოვიცვალე , ხელ-პირი დავიბანე და საწოლში ჩავწექი...დილით 12-ის ნახევარზე გამეღვიძა . წოლა მომბეზრდა ამიტომ ადგომა გადავწყვიტე . უცებ საწერ მაგიდაზე რაღაც ფურცლები დავინახე , მივუახლოვდი და ავიღე . ბიჭებზე ინფორმაცია იყო , გადმობეჭდური სახით . ხელიდან გამივარდა როცა ის გავიფიქრე რომ დემეტრე იყო ჩემს ოთახში. ანუ როცა მე მეძინა ის ჩემს ოთახში შემოვიდა ? ღმერთო მიშველე ...
____დემეტრე____
კატერინას ბრძანების თანახმად ბიჭებზე ინფორმაცია გადმოვბეჭდე. დილის 8 საათი იყო როცა კარზე დავაკაკუნე მაგრამ მერე მივხვდი რომ ჯერ კიდევ ეძინებოდა ამიტომ კარი ფრთხილად შევაღე და შიგნით შევედი . მუქი ფერის ფარდები ქონდა ფანჯრებზე გადაფარებული ამიტომ ოთახი ჩაბნელებული იყო . კატოს მშვიდად ეძინა , ფურცლები მაგიდაზე დავდე და გამოსვლა დავაპირე როცა ჩემი სახელი გავიგე . კატერინა ძილში ჩემს სახელს იძახდა .
-დემეტრე... დემეტრე ... არ წახვიდე ...ნუ მტოვებ ... -შემდეგ კი ტირილი დაიწყო . ვერ გავუძელი , მივუახლოვდი და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი .
-აქ ვარ ...დაწყარდი .- როდესაც კატო დაწყნარდა და მეც მისი სახის ნაკვთების შესწავლას მოვრჩი შუბლზე ვაკოცე და ოთახი დავტოვე . მასზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა .
_____კატერინა____
რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი , შემდეგ დავიხარე და ფურცლები ავკრიფე . საწოლზე ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე .




*** ბიჭების აღწერა (კატერინა აღწერს )
ტატო-შავი თვალები , შავი თმა , მსხვილი-მოვარდისფრო ტუჩები , მაღალი და დაკუნთული , მკაცრი გამოხედვით .
აკო-ცისფერი თვალები , შავი თმა , წვრილი-მოვარდისფრო ტუჩები , საშუალო სიმაღლე , დაკუნთული , ყოველთვის იღიმის.
გუგა-ყავისფერი თვალები , წაბლისფერი თმა , წვრილი-მოვარდისფრო ტუჩები, მაღალი და დაკუნთული , გაწონასწორებული .
დემეტრე-ნაცრისფერი თვალები , შავი თმა , ნორმანული ზომის ტუჩები , მაღალი და დაკუნთული , ზედმეტად თავმოყვარე .
***
სააბაზანოში შევედი შხაპი მივიღე და ტანსაცმელი ჩავიცვი . ქვემოთ ჩასვლისას სამზარეულოდან სიცილის ხმა გავიგე , შევიჭყიტე და მომღიმარე ბიჭები დავინახე . როდესაც ტატომ უცაურად დაახველა ბიჭებმა თავები ასწიეს და მე შემომხედეს, მხოლოდ დემეტრემ გააგრძელა ბოსტნეულის დაჭრა .
-გშია ?- თავი არ აუწევია ისე მკითხა .
-ძალიან ... ისე რა იყო მეტი ინფორმაციის დაწერა დაგეზარა ?
-არ დამიწერია . დაწერილი იყო .
-დაწერილი იყო ?
-ხო .ამათზე სხვა ინფორმაცია არ არსებობს , ჩემზე კი საკმაოდ ბევრი იცი.
-რას ქვია არ არსებობს?
-აი ასე არ არსებობს ! - დემეტრემ ხმას აუწია და გაბრაზებული სახით შემომხედა.
-როგორ ბედავ ხმის აწევას ?! - მაგიდას ხელი დავარტყი და დემეტრეს მკაცრად შევხედე.-ვინ გგონივარ ?! არ დაგავიწყდეს შენ უნდა მემორჩილებოდე და არა მე შენ ! გასაგებია ?!-ბიჭების გამომეტყველების მიხედვით მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ უკან დახევა არასდროს მჩვევია .
-მე როგორ ვბედავ ?! და შენ ?! შენ გგონია რადგან შენი დაცვა გავხვდი და შენი ტყავის გადარჩენას ვცდილობ ზემოდან უნდა შემომხედო ?! მშვენივრად იცი , მაშინ უარი რომ არ მეთქვა...
-მაგრამ უარი თქვი და ახლა შენი სიტყვა ჩემთვის არაფერს ნიშნავს , ამიტომ დღეს ყველაფერს მომიყვებით თქვენს შესახებ ! გასაგებია ?! -მკაცრად შევხედე ბიჭებს და სამზარეულოდან გამოვედი .
______დემეტრე____
-ესეც რა გიჟი ყოფილა ...-როგორც კი კატერინამ სამზარეულო დატოვა , გაღიმებული აკო მომიახლოვდა.
-ჯერ სად ხარ ...- თავი ჩავღუნე და სალათისათვის მწვანილის დაჭრას შევუდექი.
-მართლა მოუყვები ყველაფერს ?- ტატო გვერდით დამიდგა ...
-კი ...ადი და დაუძახე .-გუგას შევხედე ისიც დამემოჩილა , ზემოდ ავიდა და კატერინას კარზე დააკაკუნა... სუფრა გავშალეთ და მაგიდას მივუჯექით . მალე კატოც და გუგაც ჩამოვიდნენ . გუგას გაფითრებული სახე ქონდა , ჩანდა რომ რაღაც აწუხებდა , მაგრამ კითხვების დასმა საღამოსთვის გადავდე.
-ადექი...-მე სუფრის თავში ვიჯექი, კატო მომიახლოვდა და ზემოდან შემომხედა.
-იქ დაჯექი . - მისთვის არც შემიხედავს ისე ვუთხარი.
-არა ...ეს ჩემი ადგილია . მამას მერე მე ვარ უფროსი . რა იყო დაგავიწყდა ? -ზედმეტად წყნარად საუბრობდა რამაც გამაკვირვა მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია .
-როგორ დამავიწყდება , ყოველ წამს მაგას იმეორებ.
-ხო ვიმეორებ რომ არ დაგავიწყდეს ვინ ვინაა ...-არ მინდოდა მასთან ჩხუბი ამიტომ ადგომა დავაპირე როცა მისი , ცივი ხელი ვიგრძენი.-დღეს იჯექი , შემდეგში აქ აღარ დაჯდე.-ადგილზე დამსვა და ჩემს გვერდითა სკამზე მოთავსდა.
-კატერინა ძალიან გაინტერესებს ჩვენი ცხოვრება ? - ვვახშმობდით როცა კატერინას შევხედე. მისი თეფში ისევ სუფთა იყო .
-დღეს არა ... მადლობა მაგრამ ჭამა არ მინდა .
-მოიცა აბა ძალიან მშიაო?
-მადა გამიქრა. -ეს თქვა და სასადილო ოთახი დატოვა .
***
საღამოს ყველანი ზალაში ვიჯექით და ტელევიზორს ვუყურებდით . კატერინას ოთახი აღარ დაუტოვია , მთელი დღე მანდ იყო , ჩვენც არ ვაწუხებდით .სასაცილო ფილმის ყურებისას გუგას გარდა ყველანი ვიცინოდით . როცა ფილმი დასრულდა გუგას შევხედე .
-შეჩ*მა რა გჭირს ? მთელი დღე ცხვირი გაქვს ჩამოშვებული. - ტატომ ტელევიზორი გამორთო და მთელი ყურადღება ჩემს კითხვაზე გადაიტანა.
-არაფერი , დაიკ*დე.-ადგომას აპირებდა როცა შარვალზე მოვქაჩე და ისევ დავსვი.
-აუუ ტვინს ნუ ტყ*ავ რაა .მალე თქვი რა ხდება .
-გახსოვთ დილით კატერინასთან რომ ავედი ? -თავი დავუკარით.-ოთახს რომ მივუახლოვდი ტირილის ხმა გავიგე . კარი უხმოდ შევაღე და ძირს მჯდომი კატერინა დავინახე .
-მერე ?
-რა მერე ტო ? ამხელა ხმაზე რომ უღრიალებ ვერ ხვდები რომ პატარა გოგოა ? დააყენე ტრა*ი რა. - გუგას გაბრაზება პირველად ვნახე რამაც ძლიერ გამაკვირვა , მაგრამ ყველაზე მეტად კატერინაზე ვდარდობდი . -წადი და საჭმელი აუტანე . -გუგამ დივნიდან ამაგდო და ხელი მკრა ...სამზარეულოში უხმოდ შევედი , ბევრი სენდვიჩი გავუკეთე , კოკა-კოლის ორი პატარა ბოთლი გამოვიღე მაცივრიდან და თან გავიყოლე ...კარზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი .

*****
ბოდიშით დაგვიანებისათვის დიდი ხნის დაწერილი მქონდა უბრალოდ დრო არ მქონდა რომ ამეტვირთა . მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 მიყვარხართ:



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

Vaimee sayvarelooo ra magari xar verc ki carmoidgeen ase gaagrdzele, sulmoutkmeli veli shemdegs

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ესენი ასე თუ გააგრძელებენ დახოცავენ ერთმანეთს smile არ მომწონს ბიჭებს ასე ცივად რომ ექცევა.შეიძლება დემეზე გაბრაზებულია,მაგრამ ბიჭებთან ზედმეტი მოსდის და კარგი გასატყეპია smile
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

s.a-cicinatela-m.m
Vaimee sayvarelooo ra magari xar verc ki carmoidgeen ase gaagrdzele, sulmoutkmeli veli shemdegs

დიდი მადლობა ♥ ვეცდები მალე დავწერო ♥

La-Na
ესენი ასე თუ გააგრძელებენ დახოცავენ ერთმანეთს smile არ მომწონს ბიჭებს ასე ცივად რომ ექცევა.შეიძლება დემეზე გაბრაზებულია,მაგრამ ბიჭებთან ზედმეტი მოსდის და კარგი გასატყეპია smile

:დ მეც არ მომწონს :დდ მადლობა რომ წაიკითხე ♥♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

D-I-A-N-A
s.a-cicinatela-m.m
Vaimee sayvarelooo ra magari xar verc ki carmoidgeen ase gaagrdzele, sulmoutkmeli veli shemdegs

დიდი მადლობა ♥ ვეცდები მალე დავწერო ♥

La-Na
ესენი ასე თუ გააგრძელებენ დახოცავენ ერთმანეთს smile არ მომწონს ბიჭებს ასე ცივად რომ ექცევა.შეიძლება დემეზე გაბრაზებულია,მაგრამ ბიჭებთან ზედმეტი მოსდის და კარგი გასატყეპია smile

:დ მეც არ მომწონს :დდ მადლობა რომ წაიკითხე ♥♥

ბოლომდე შენთან სიხარულო
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი D-I-A-N-A

La-Na
D-I-A-N-A
s.a-cicinatela-m.m
Ваимее саыварелооо ра магари хар верц ки цармоидгеен асе гаагрдзеле, сулмоуткмели вели шемдегс

დიდი მადლობა ♥ ვეცდები მალე დავწერო ♥

La-Na
ესენი ასე თუ გააგრძელებენ დახოცავენ ერთმანეთს :смиле: არ მომწონს ბიჭებს ასე ცივად რომ ექცევა.შეიძლება დემეზე გაბრაზებულია,მაგრამ ბიჭებთან ზედმეტი მოსდის და კარგი გასატყეპია :смиле:

:დ მეც არ მომწონს :დდ მადლობა რომ წაიკითხე ♥♥

ბოლომდე შენთან სიხარულო

kissing_heart heart_eyes

 


№6 სტუმარი ani

ახალ თავს აგარ დებ?

 


№7  offline წევრი D-I-A-N-A

ani
ახალ თავს აგარ დებ?

სიმართლე გითხრათ და , დაწერა არც კი მიცდია . ახლა ვცდი და თუ გამომივა აუცილებლად დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent