შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონტე-კარლო


8-04-2017, 20:26
ავტორი Tuska
ნანახია 1 473

მონტე-კარლო
ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ახალგაზრდა გოგონა ნიუ-იორკის ხმაურიან ქუჩებში.გრძელი,შავი თმა მხრებზე უსწორმასწოროდ ჰქონდა დაყრილი.მიდიოდა მშვიდად და აუჩქარებლად,თითქოს ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა.მოშიშვლებულ მხრებზე წვიმის წვეთები იგრძნო.სწრაფად მოიხსნა წელზე მოხვეული ჟაკეტი და შემოიცვა.კაპიუშონი წამოიფარა,ნაბიჯს აუჩქარა და ჩიხში გადაუხვია.რამდენიმე წუთი სიბნელეში იარა.ცოტახანში რაღაც შენობა დალანდა,ალბათ ძველი საწყობი იყო.სულ ოთხი პატარა ფანჯარა ჰქონდა და ოთხივეს შუშა გატეხილი იყო.ერთ-ერთ მათგანზე ნატყვიარევიც ეტყობოდა.ირგვლივ ნანგრევები იყო მიმოფანტული.გოგონამ მოხერხებულად გადააბიჯა დიდ ქვებს და რკინის,ჟანგმოკიდებულ კარს მიუახლოვდა.ორივე ხელით მიაწვა მეტალის მძიმე გროვას,რომელიც ღრჭიალით გაიღო.გაბედულად შეაბიჯა გოგონამ დიდ ოთახში.აქა-იქ მილები და კირის ნატეხები ეყარა.გამჭოლი მზერა მიაპყრო გოგონამ მის წინ მდგარ ორ მაღალ სილუეტს.
დანისლული თვალებით იყურებოდა შუახნის მამაკაცი,რომელსაც ხელში საქაღალდე ეჭირა.შარვალზე შემოცმულ ტყავის სქელ ქამარზე კი ორი ბასრპირიანი დანა ჰქონდა დამაგრებული.სახის უხეში ნაკვთები ჰქონდა,წარბები კუშტად შეეკრა.მეორე ბიჭს გადახედა გოგონამ,ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდაზე რომ ჰქონდა ხელები დაბჯენილი და გოგოს თავის მწვანე თვალებს არაშორებდა.სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა.სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა,წაბლისფერი თმა შუბლზე ჩამოეყარა.19-20 წლის იქნებოდა,დაახლოებით გოგონას ასაკის.
-გელოდებოდით ელინ! -მჭექარე ხმა გაისმა ოთახში. -ეს დემიენია.-მიანიშნა მაგიდაზე აწ უკვე შემომჯდარ ბიჭზე.
-სასიამოვნოა ელინ,შენზე ბევრი მსმენია. -ელინს არაფერი უთქვამს,მხოლოდ მომაჯადოებელი ღიმილით დაასაჩუქრა.
-ბრაულო აქ მოსვლა რატომ მთხოვე?-იკითხა გოგონამ და ზღვისფერი თვალები საქაღალდეებს გაუსწორა,რომლებსაც მამაკაცი ხელში ათამაშებდა.
-აი ამიტომ.-ბრაულომ დურცლები მაგიდაზე დაყარა. -ამ საქმის დამკვეთები დიდ ფულს იხდიან.მაგრამ ეს არ იქნება ისეთი დავალება,როგორიც სხვები.ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ არავის მოკვლა.უნდა იპოვოთ პიროვნება,რომელმაც ჩვენს დამკვეთებს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოპარა,ვინაიდან ისინი ამ საქმის შესრულებისთვის დიდ თანხას იხდიან.
-ასასინების მოვალეობა ხომ მოკვლაა,რატომ არის ეს საქმე ასეთი განსხვავებული?-იკითხა დემიენმა დაბნეულად და პიჯაკი შეისწორა.
-აი საქმის ყველაზე საინტერესო ნაწილი.-თქვა ბრაულომ და ხელისგულები ერთმანეთს შეახო.-ის პიროვნება,რომელიც თქვენ უნდა იპოვოთ,შეიხის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
-შეიხის? არაბი შეიხის?-გაკვირვებულმა წამოიძახა ელინმა.
-ზუსტად.
-შეიხები სიმდიდრის და ფუფუნების ეტალონებად მიიჩნევიან.რატომ დასჭირდა მას რამის მოპარვა,ან რა არის ისეთ რაც შეიხს არ აქვს? -იკითხა დემიენმა და ელინს გახედა.
-ეგ უკვე აღარ ვიცით.თქვენი მოვალეობაა იყოთ შეუმჩნევლები,იპოვოთ ქურდი და დააბრუნოთ ის რაღაც ასეთი მნიშვნელოვანი.მის მოკვლას არ გირჩევთ.შეიხის გადაკიდება ნამდვილად არ იქნება კარგი.ქურდის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დადგენილია.მოემზადეთ,ხვალ მიფრინავთ.
-სად?-ერთხმად შესძახეს დემიენმა და ელინმა და გასასვლელისკენ დაძრულ ბრაულოს გადახედეს.
-მონაკოში.-თქვა ბრაულომ და კარში გაუჩინარდა.



№1  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო ველოდები შემდეგ თავს.ოღონდ პატარა თავია და შემდეგზე გაზარდე.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline წევრი Tuska

ninuca)))
კარგი იყო ველოდები შემდეგ თავს.ოღონდ პატარა თავია და შემდეგზე გაზარდე.

მადლობა რომ წაიკითხე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent