ღამე უკომპლექსოა (სრულად)
გაკვეთილზე ვზივარ და ფურცლებს ისტერიულად ვშლი.წუთებს ვითვლი როდის დაირეკება ზარი.ისე არ მიყვარს სკოლა,რომ ვერც კი აღვწერ.რატომ არ მიყვარს? იმიტომ,რომ აქ თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.არა,უფრო მეტიც.აქ ვგრძნობ,რომ ზედმეტი ვარ და მხოლოდ მაშინ ვხდები საჭირო,როცა ვინმეს ვჭირდები.მხოლოდ მაშინ ვხდები საჭირო,როცა საკონტროლოა,გამოცდაა და დავალებაა გადასაწერი. -ესეც მოსულა!-ცხვირს იბზუებს ანა და თეძოებს მოაქანებს. რატომ მიყურებენ ასე? ალბათ,იმიტომ,რომ მათნაირი ჩანთა არ მიჭირავს ხელში და ყოველ კვირა ახალ-ახალ ბრენდის სამოსს არ ვყიდულობ.ოჰ,არა,კი არა ვერა,მაგრამ რაა არის მასშინ განსაკუთრებული.მერე რა რომ ბრენდი არ მაცვია? -დღეს არ გვაქვს საკონტროლო?-გიო რადიატორს ეფიცხება.პასუხს არ ვცემ და თავს უფრო ვხრი. -აუ,დაირეკება ეხლა ზარი რა-ზლაზვნით შემოდის ლია და თმებს იჩეჩავს. „ღმერთო..“-ფიქრი მიწყდება,როცა მათემატიკის მასწავლებელს ვხედავ.ვიცი,რომ ფეხზე უნდა ავდგე.ეს მისი წესია.ფეხზე ვდები და ჩანთიდან წიგნს ვაძვრენ.ამ ჩანთაში ყველაფერი არ მეტევა.რამდენიმე წელია,რაც დამაქვს,მეტი ვერ ვიყიდე.მერე რა რომ ვერ ვკრავ..მერე რა? მერე ამაზე ყოველ დღე დამცინიან?ნეტა ესმოდეთ რა არის არაბრენდულობა. -თინა ბაქრაძე!-მასწავლებელი ჩემ გვარს კითხულობს. -ვარ,მას-ვპასუხობ და ჩვეულ პოზას ვუბრუნდები. -ვინ ისწავლა გაკვეთილი? დღეს რვეულები მიმაქვს?-ფეხზე დგება და წიგნს ფურცლავს,ეტყობა,რამეს ეძებს. -ბაქრაძე ისწავლიდა,გაიძახეთ-უკნიდან მესმის ბიჭის ხმა.ვერ ვარკვევ ვინაა და არც მაინტერესებს.მინდა ვლანძღო ყველანი,მინდა ვამკო უშვერი სიტყვებით,მაგრამ არ შემიძლია.რაღაც ნაწილი მაკავებს,ეს შიშია თუ..თუ უბრალოდ თავმოყვარეობა. -ბაქრაძე,აბა,გამოდი და მოყევი გაკვეთილი.ფუნქვიის თვისებებს ჩამოყევი-სწრაფად აყრის ერთმანეთს და სკამზე ჯდება. -ახლავე-ვდეგები ფეხზე და ნელი ნაბიჯით მივდივარ დაფისკენ. -ცოტა სხარტად-მესმის ხმა და უფრო ვირევი. „ყურადღევა მოიკრიფე“-ვეუბნები საკუთარ თავს და დაფასთან გავდივარ,თუმცა ვინ გაცდის.კარები იღება და შმაგი შემოდის.ეს ის ბიჭია,რომელიც რამდენიმე წლის წინ წუწაობდა და მერე მაბრალებდა შენი „ნავაჟკაცარიაო“.მას შემდეგ არც ისე დიდი ხანი გავიდა,ისევ მიშლის ნერვებს მისი თაფლისფერი თვალები და გვერდზე ვიხედები. -რატომ დააგვიანე?-ეკითხება მასწავლებელი,შმაგი ჩანთას იხსნის და რაღაცას ბუტბუტებს. გაკვეთილს ვასრულებ და ნანა მასწავლებელი თავს მიქნევს,მიღიმის და მერე ცრის: -10. პასუხად არაფერ ვამბობ ან რა უნდა ვთქვა.არც მიკვირს და არც მას უკვირს.ეს ჩემი შრომის შედეგია.მაინც და მაინც ნიჭიერი და გენიოსი არ ვარ,მაგრამ შრომის წყალობით ყველა საგანში მოწინავე ადგილს ვიკავებ.ერთი სიტყვით,ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. -შკოლნიკი-მესმის გვერდიდან შმაგის ხმა.“ზე“ შკოლნიკი ვარ-მეთქ-მინდა ვუთხრა,მაგრამ არ გამომდის. კიბეებზე ჩავდივარ და ქერას ვხედავ.ეს ის ბიჭია,რომელიც მთელი წელი საპარსიო,მანქანაო და რას არ მეძახდა.მთელი სახე მიკრიალებს,მაგრამ ის ხომ შავს თეთრისგან ვერ არჩევს. ყურადღებას არ ვაქცევ,მაგრამ ორი ბიჯიც და შმაგი მხვდება.იცინის და თმებზე ხელს ისვამს. -რა იყო ჩემზე ნაწყენი ხარ?-მეკითხება და ჩანთას ისწორებს.როგორ მინდა კარგად ვუპასუხო,სამაგიერო გადავუხადო,მაგრამ არ გამომდის. ბოლოს ძლივს ვტოვებ სკოლას და ბილიკს ვუყვები.უკან არ ვიხედები,რადგან მეშინია ვინმე ნაცნობი არ ვნახო და ისევ არ გავნადგურდე.კი ამბობენ,არ უნდა მოუსმინო ასეთებსო,მაგრამ,მაგრამ..როცა ეს ყოველთვის მეორდება ხომ საშინელებაა..უბრალოდ ეს ხომ არაა ერთი შემთხვევა,ეს მუდამ ასე ხდება,მუდამ და ყოველთვის..ერთი სიტყვი,ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია,ჩემი რუტინაა. კარებს თაკო მიღებს.ის ჩემი უმცროსი დაა. -თინა,დაიღალე?-ირონიით მეკითხება. -კარგი რა-ჩანთას სკამზე ვდებ და ოთახში შევდივარ. -მუსიკას უნდა მოვუსმინო და უნდა გახვიდე,თინაჩკა-ისევ აგრძელებს თაკო. -კარგი რა.ასე როგორ შეიძლება?-ბრაზი თავში მარტყამს. „არსადაა შენი ადგილი..“-უიმედოდ ვფიქრობ და მეორე ოთახში გავდივარ. ჩვენს სახლში მხოლოდ ორი ოთახია,მათგან ერთ-ერთს კი მე და თინა ვიყობთ. -სადილი მაგიდაზეა-მეძახის მაია,რომელიც რაღაცას კითხულობს და თვალს ვერ სწყვეტს.ეტყობა,სამსახურს ეძებს. -რა ხდება ახალი?-ვცდილობ დავინტერესდე მისი ამბით. -არაფერი,დღეს თემურმა გვიან მოვალო-ამბობს მამაჩემზე,ისე რომ არც კი მიყურებს. -არავის გცალიათ ჩემთის-ვბურდღუნებ ისე,რომ მან ვერ გაიგოს,თორემ ჩემთვის ისეთ ლამაზ სიტყვებს გაიმეტებს,რომ ისედაც შუაზე გახლეჩილ გულს მთლად გამიპობს. სადილობის შემდეგ სამზარეულოშივე ვიღებ წიგნს და გაკვეთილს ჩუმად ვკითხულობ.მომდევნო დღისთვის ბევრი მაქვს სამეცადინო.ალბათ,ღამის გათენებაც მომიწევს.თან საკონტროლო გვაქვს ქართულში და თემა ზეპირად უნდა ვისწავლო. ყველა საგანს თანაბრად ვსწავლობ.სიმართლე,რომ ვთქვა,ისე ვარ აბურდული და ჩახვეული,რომ არც კი ვიცი რა მინდა და რა მაინტერესებს.არ ვიცი რა უნდა ვაკეთო მომავალში და საერთოდ სად უნდა ჩავაბარო. ჯერ მეათე კლასში ვარ და ამით ვიმშვიდეთ თავს.ვიცი,რომ ორი წელი კიდევ წინ მაქვს. *** -რა ღიმილი,რა მზერა-ისევ კომპლიმენტებით მავსებენ კლასელები,მე კი თავს გვერდზე ვწევ,მაგრამ უხერხულობას მაინც ვერ ვკლავ. -გადამაწერინე გეოგრაფიაა რა,დღეს მიძახებს-ზურა მოდის და ზედაც არ მიყურებს.ეს ბიჭი ადრე მომწონდა,მიყვრდა,მომწონდა,რა ვიცი.მახსოვს როგორ მაჟრიალებდა მისი სიახლოვეც კი,მისი დანახვაც,მაგრამ ახლა მხოლოდ კლასის ნაწილად აღვიქვავ. -აჰა-ვაწოდებ და პასუხს არ ველოდები.ვიცი,რომ მადლობას არ მეტყვის. ისევ მახსენდება ის,შმაგი და მასნაირები როგორ მესროდნენ ქაღალდებს,მახსენდება როგორ მიხსნიდა შმაგი სიყვარულს,მახსოვს როგორ აქეზებდნენ ის და სხვა ბიჭები და განაკუთრებით ის,უთხარი,ცოლად გამომყევიო.მახსენდება კლასის ბიჭებს როგორ დაჰქონდათ ოცთეთრიანი ბეჭედი და სიყვარულს მეფიცებოდნენ.მახსენდება,რომ ერთხელ ზურაც მოვიდა,მიყვარხარო,“ღადაობდა“..მახსოვს,რომ ეს „ღადავიც“ მესიამოვნა..ისიც მახსოვს,რომ მინდოდა ამ ყველაფერში ზურას გრძნობა დამენახა,მაგრამ სად ვანხავდი.ის ხომ არ არსებობდა. ისევ მახსენდება როგორ მიმწარებდნენ დღებს,მაგრამ რა შიცვალა.ისინი კვლავ ასე იქცევიან და მუდამ მოიქცევიან. ქართულის საკონტროლოზე ჩემნაირ სუფთა ათოსანს ვეფარები.მან უნდა გადაწეროს,მე კი არა.ის ქალი ხომ მხოლოდ მე მიყურებს და მხოლოდ მე მამჩნევს.ერთხელ ჩავიხედე ფურცელში და მაშინვე შემამჩნია,მახსოვს როგორ ჩამომართვა,იწერო,მას კი არავინ უყურებს,მხოლოდ მე ვარ მიზანში,მხოლოდ მე. მგონია,რომ ცხოვრებამ გამრიყა,გამწირა და საცაა გადამაგდებს,უბრალოდ მისვრის და უკანაც არ მოიხედავს.ამის მეშინია,მაგრამ არა..არ მეშინია! განა სიკვდილზე არ ვფიქრობ ხოლმე? -აჰა,დაიჭი-ზურა მესვრის რვეულს,ის ძირს ვარდება და ასაღებად ვიხრები. -აუ არ მევასება რა ეს გოგო-შმაგი შემოდის სიცილით. -არაა საჭირო,რომ ყველას ყველა ევასებოდეს-ამრეზით ვუყურებ და ჩემ პოზიციას ვუბრუნდები. -გაიტლიკა რა გოგო. -მოკეტე-ბრაზი ტვინში მასხამს აღარ შემიძლია ამდენის ატანა. -კაი შეეშვი-მესარჩელება ზურა და შემდეგ ხარხარს იწყებს. -მაგარი ბიჭები ხართ. -არ გაილექსა ეს გოგო. -ნეტა თქვენს გულებში ჩამახედა-კლასიდან გავდივარ,მათი თავი ნამდვილად არ მაქვს. *** რა არის ცხოვრებაში მთავარი?-ვფიქრობ ხოლმე ხშირად.ვცდილობ,რომ არ წამოვეგო საზოგადოების ანკესზე.მინდა,რომ მჯეროდეს განსხვავებული რამის,იმის,რაც განსხვავდება „ზმისნიგან“ და ფულისგან. -თინა მაგარი გოგოა-ჩემი და ჩხავის ხმამაღლა და ტელეფონს ყურთან იდებს. -თინა,გაჩერდი-ის მშობლებს მუდამ გამორჩეულად უყვარდათ,ახლაც მსგავსად ექცევიან.ჩემთის მხოლოდ ფარნიანი ნოკია შეიძინეს,მას კი ბოლო თაობის ტელეფონი მიუდია ყურთან და ორიგინალი კდებით ამაყად დადის. ჩემი ოჯახი ისეთია,რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებს.დასაწყისში ვთქვი,რომ სიღარიბის გამო ვექცევი მარწუხებში,მაგრამ არა..ეს უარესია სიღარიბისა და უვარგისობი გამო,ჩემს ოჯახსაც ხომ ფეხებზე ვკიდივარ,არა,არ ვკიდივარ,მაგრამ არ ვუყვარვარ.მხოლოდ იმას გაიძახიან,რომ უნდა ვისწავლო,მეც ვსწავლობ,ვსწავლობ და მივაპოვ ცხოვრების ძლიერ ტალღებს..ასე გაგრძელდება კიდევ დიდ ხანს,არ ვიცი,რამდენ ხანს,მაგრამ გაგრძელდება. *** ბავშვობიდან ასე მექცეოდა ყველა და ასე მექცევა კიდევ.სახლშიც კი მაკომპლექსებდნენ და სხვაგან რა იქნებოდა.ვგრძნობდი,რომ არავის ვჭირდეებოდი.საკუთარ თავში დღითიდღე უფრო ვიკეტებოდი და საბოლოოს დიდი კლიტე დავადე ჩემ საწყალ გულს. მზეთუნახავიც არ ვარ,მაგრამ არ ვარ ისეთი რომ დამცინონ.მაცვია მეორეულშ ნაყიდი სამოსი,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ უნდა დამცინონ,არ დავდივარ ბრენდულ მაღაზიებში და მერე რა..არ ვიცი სადაა „თბილისი მოდი“,მაგრამ რა.მეც ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის გოგო ვარ.არ დავიწყებ ასეთი ვარ და ისეთიო,უბრალოდ ვარ ის,რაც ვარ. -დღეს ფასდაკლებაა,წონაზე 6 ლარი მოუწევს-მაია იცინის. -მერე რა. -უნდა გამომყვე. -არ მცალია. -რატომ? -ვსწავლობ. ჩემი სიტყვა კანონია,მერე აღარ გეტყვი-იძულებული ვარ გავყვე მას.ფეხს კი ვითრევ,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.ზოგჯერ ისიც კი მგონია,რომ მიშვილეს.არ ვიცი რატომ,მაგრამ ზოგჯერ კონკიაც კი მგონია თავი,თუმცა სად მექნება მასეთი ზღაპრული დასასრული. *** კლასის კარებს ვაღებდა მერხისკენ მივდივარ,არავის ვესალმები.არ მინდა მათი ხმის გაგონება.კლასი მუქი ფერი მეჩვენება,არ ვიცი ეს რისი ბრალია.ალბათ,წუხელ ნორმალურად არ მიძინია. -გამარჯობა სახლში დაგრჩა!-ხითხითებს თათია,თუმცა მას ზედაც არ ვუყურებ.გაკვეთილის გამეორეას ვიწყებ და გონებას ვძაბავ. ზარის ხმა გმინავს და ჩემი გულიც მას ყვება. მეორე გაკვეთილზე სპორტი გვაქვს,დაბლა ჩავდივარ და მარტო ვჯდები.გაუბედურებულ დარბაზს თვალს ვარიდებ და წიგნს ვშლი. -წიგნი დახურე-მესმის მასწავლებლის მაღალი ხმა,ეს ქალი ხომ არაფერს შეგარჩენს. -როგორი „სტრანნი“ ხართ-მესმის ვიღაცის ხმა.მგონი,მასწავლებლის ნაპერწკლები გარშემო იყრება. -მეტრეველი შენს თავს მიხედე!-მასწავლებელიც არ რჩება ვალში. ისევ ისმის ზარის ხმა.გაკვეთილი იწყება და თავს იდაყვზე ვდებ.არ მინდა აქ ყოფნა,მაგრამ რა ვქნა. ბიჭები საცოდავ დარბაზს მაინც იყენებენ.აბა,ქართველს რა ექნება კარგი.ვითომ გაარემონტეს,მაგრამ რა,ეს ხომ საქართველოა. უცნობ ბიჭს თვალს ვაყოლებ.ის არ იყო რომ გამომესარჩლა.არ მინდა,ვინმეზე კარგი ვიფიქრო,არ მინდა,რომ კეთილად მოვნათლო ვინმე.იმედების გაქრობა არ მინდა,ამიტომ არც მას ვაქცევ ყურადღებას.ჩემთან ხომ არავინ მეგობრობს.მგონი,საუბრის კომპლექსიც მივითარდება,ასეთ კომპლექსურ და ჩაქსაქსულ გარემოში ცხოვრება ძლიერ ძნელია.არ მინდა,რომ რაღაც ისე არ იყოს,როგორც მინდა,მაგრამ ყოველთვის ასეაა.და,იცი,რა? ყველაფერი მალე ყელში ამომივა,ალბათ,დამაწყვება ყელში და დამახრჩობს კიდეც,ალბათ.ამის მეშინია,მეშინია,რომ ფსიქოლოგიურად მოვკვდები,გავნადგურდები,ფიზიკურად სიკვდილის არ მეშნია.ისე მართალი ყოფილა,ყველაზე ძნელი ის არის,რომ არავის სჭირდები. ზარი ისევ ირეკება.დერეფანს მივუყვები და კიბეებისკენ ვიღებ გეზს.ვგრძნობ,რომ ვიღაც მიახლოვდება. -რა ქვია?-ნაცნობურად მეკითხება უცნობი.ვიხედები და ხელში ის ბიჭი მრჩება.ვიბნევი,მეშინია,რომ უნდა დამცინოს.მგონი,უკვე ავადმყოფი ვხდები. -რაში გაინტერესებს?-აგრესიულად ვეკითხები. -რატომ ამდენი აგრესია,მე ხომ. -ყველანი საფასურს ითხოვთ-ერთი საფეხურით მაღლა ვიწევ. -არ გესმის ჩემი. -არ მესმის?-ვეკითხები და ამ დროს ხალხი ირევა.მას ვეღარ ვხედავ და თავს ვაღწევ.არ მინდა ამდენი სიმძაფრე,ჩემი ცხოვრება ისედაც ისეთი შავია,ისეთი ნისლისფერი რომ ვერავინ წარმოიდგენს.ყოველ ღამე მენამება ბალიში,რადგან არავის ვჭირდები.ყოველ ღამე თავიდან ვაცნობიერებ ამას და ძალიან მიჭირს.ნუთუ ასეთი დაუნდობელია ცხოვრება? განა ბედი განაგებს ჩვენს ავსა თუ კარგს? განა შეიძლება მუდამ მარწუხებში ყოფნა? განა შეიძლება ამდენი კპმპლექსი? განა შეიძლება,რომ მუდამ გტკიოდეს? განა ცხოვრება უბრალოდ ლამაზი ქაღალდია,რომელიც დაიხევა თუ არა არსებობას ასრულებ,ეკარგება თავისი ფერი. *** ისევ მარტო ვრჩები.ამ ღამეს უფრო ვტირი,უფრო ვიხრწნები.არ ვიცი,რა ვქნა.იმ ბიჭის სიტყვები არ ვიცი,რატომ,მაგრამ გონებას მიბნევს.მტკივა და მცივა,ცხელა და მე მაინც მცივა.ვტირი,უმიზეზოდ..მე ხომ მუდამ ასე ვიქცევი. ნუთუ ღამე იმისაა,რომ კომპლექსებთან დავრჩე,მარტო დავრჩე და რა მერე! იქნებ ღამე კომპლექსებს ხსნის? საერთოდ რატომ უნდა იყოს ასე და არა ისე,ისე,როგორც მე მინდა. „კომპლექსებს ხსნის ღამე..“-ვფიქრობ და გულზე მეშვება.მინდა,რომ ასე იყოს დღეც.ვდგები და აივანზე გავდივარ,გარეთ უბერავს.ჯერ ზამთარი არაა,მაგრამ მაინც ცივა.ოქტომბერია,მაგრამ მაინც ცივა,ნიავი და დაბალი ტემპერატურა... *** დილას ისევ იმავე ფიქრებით ვიღვიძებ. „ღამე კომპლექსებს ხსნის,მაგრამ დღე...“-ვიბნევი და ლოგინიდან ძლივს ვდეგები,გარეთ წვიმს,თითქოს რაღაც უჩეულოს გრძნობ. თაკოს ხმა მესმის და ლაბირინთიდან გარეთ ვხტები.ეს ისე უცბათ ხდება,რომ გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ. -ღამე უკომპლექსოა..-მეღიმება და ოთახიდან გავდივარ. -რა თაკო? -წყალი დადგი რა. -რა ჩაი გინდა? მიდი და დაიდგი? -ცხელი შოკოლადი მინდა და გამიკეთე. -ვერ მოგართვი. -მიდი რა. -არ ვიცი,მიდი რა.სულ ასეთი როგორ ხარ-დაბდღვერილი ვტოვებ ოთახს და სკოლისთვის ვემზადები. „ბრენდი მენდი“-მეღიმება.ვგრძნობ,რომ იმ ბიჭის გამოსაუბრებამ ჩემზე დადებითად იმოქმედა. სკოლას ვუახლოვდები და თავს მაღლა ვწევ.ვგრძნობ,რომ მისი პოვნა მინდა,მაგრამ ვიცი.მისი სახელიც არ ვიცი,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,მე ხომ ძალიან მინდა ვნახო. „უკომპლექსო ღამე დღესაც მსგავს ვერ გახდის“-მესმის უჩვეულო ხმა.ეს გულიდანაა,მგონი..თუ გონებიდან.არა,არ ვიცნბიჯს ვუჩქარებ და გეზს კლასისკენ ვიღებ.იქ ისევ მსგავსი ალიქოთია.არავის დანახვა არ მინდა და შეუმჩნევლად ვიკავებ ჩემს ადგილს. ისტორიის გაკვეთილზე ქარა ქალი შემოდის.ის ჩემი დამრიგებელიცაა და შედარებით აჩუმებს ბავშვებს. ყველანი ფეხზე ვდგებით,ის თავს გვიქნევს და გვანიშნებს,დასხედითო,ჩვენც ვსხდებით. -რა არის ეს? გუშინ გაგიგიჟებიათ მათემატიკის მასწავლებელი?-ხმას უწევს ქალი და თავს ნერვიულად აქნევს. -აბაშიძე,წყალი ამომიტანე,თორემ საცაა გამისკდა გული და მერე ფეხებს რომ გავფშეკ სულ თქვენი ბრალი იქნება. -რა მოხდა გუშინ? -გააგიჟეთ ის ქალი.ხომ იცით,რომ თქვენთვის ყველაფერს აკეთებს. -კარგით რა.თვითონ ვერაა. -სიტყვები შეარჩიეთ-ბრაზისგან წითლდება ქალი და ამბ დროს აბაშიძეც შემოდის. -აჰა,მას. -გამაგიჟებთ,გამაგიჟებთ.ყველა მასწავლებელი უკმაყოფილოა.რაა როგორ იქცევით? ღმერთო,სამასწავლებლოში შემოდიან და მე მეუბნებიან როგორი უვარგისები ხართ,თქვე მატრაბაზებო.ალბათ,ჩემი გეშინიათ და იმიტომ იქცევით ნორმალურად ჩემს გაკვეთილზე,აბა,თქვენ პატივს სცემთ ვინმეს განა? ეს ქალი გიჟს ჰგავს.ორმოცდაათი წლისაა და მალე ისე დააბერებს ეს სკოლა,რომ სულ გაუთეთრდება თმა. გაკვეთილები ისევ ჩვეულად გადის.ისევ ვტოვებ კლასს,ოღონდ მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ გზაში ნაცნობი ხმა მესმის.ვგრძნობ,რომ მახარებს იმ ბიჭის დანახვა.ალაბთ,ეს ხმა გულსაც ძალიან ელამუნება. -გამარჯობა,უკარებავ. -ნუ მეძახი ასე. -არ მომცე მიზეზი და. -თინა მქვია-ოდნავ ვიღიმი და მას ველოდები. -ჩემი გვარი იცი და სახელს გეტყვუ.დემეტრე ვარ-პასუხად მხოლოდ ვიღიმი.მინდა ვუპასუხო კიდეც,მაგრამ ღიმილით კი სადღაც ქრება,თითქოს სახეზე მეკვრის და მერე მიჰქრის.შმაგს ვხედავ. -ეი,თინა,სახლში არ დაგაგვიანდეს.ღიმილი ოოო-თვალები უფართოვდება და დემიტრეს უყურებს-რა შენც იცნობ ამ ანტიკვარს. -რა იყო,ბიჭო?-მგონი,შეტევაზე გადადის დემეტრე. -რა და ეს ჩემი კლასელია. -მერე? -მერე და როგორც გამისწორდება ისე მივმართავ. -ისწავლე როგორ უნდა ესაუბრო გოგოს. -ეს გოგოა?-მხრებს უჩეჩავს შმაგი. -აბა,ვინაა? -შენ არ იცი რა ხდება ჩვენ შორის,ის უბრალოდ ვიღაც მაჩანჩალაა. -ეეე ნორმალურად,შენი საკუთრება არაა..-ხმას უწევს დემეტრე,სახე უწითლდება.ვგრძნობ,რომ არ შეარჩენს ამ სუტყვებს შმაგს.ჩემს ერთ ნაწილს ეს სიამოვნებს,მაგრამ ნამდვილად არ მინდა,რომ ჩემ გამო ამბები დატრიალდეს. -ჩუ შე **ეო-დემეტრე გვერდზე იწევს,პირს არ ამოძრავებს,სახე კი უხურს.ვგრძნობ,რომმთელი არსებითაა გაგიჟებული.მას მე კი არა,მგონი,ვერც ვერავინ შეაკავებს. *** დიდი ჩხუბის შემდეგ დემეტრე ჩემ გვერდით მოდის,ხმას არ იღებს.შმაგი ისე ცემა,რომ სასწრაფო გამოიძახეს.ყველამ იცის,რომ ეს დემეტრემ გააკეთა და ამის გამო საქმესაც გაურჩევენ,ალბათ,მაგრამ მე წამოვიყვენე.იქ არ დავტოვე.მინდა,რომ დაწყნარდეს. ჩემთვის მსგავსი რამ არავის გაუკეთებია.უცნობდა,რომელმაც მხოლოდ ჩემი სახელი იცოდ,მან მაგრძნობინა თავი ადამიანად,პიროვნებად,რომელსაც საკუთარი გრძნობები და ფასეულობები აქვს. ვგრძნობ,რომ საოცრად შესანიშნავად ვგრძნობ თავს.მინდა,რომ მადლობა ვუხრა მას,მაგრამ ენა მებმის. -თინა,არ ვიცი რა ხდება შენ გარშემო,მაგრამ ეს ზედმეტი იყო. -მადლობ-ჩუმად ვამბობ და ზემოთ ვიხედები,მის მაღლა ამართულ თავს თვალს ძლუვს ვაწვდენ. -არაა საჭირო,უბრალოდ ეს საზიზღრობაა. -ცუდად წავა არა შენი საქმეები. -სულაც არა.სამართლიანობა მუდამ ზეიმობს. -ისე მინდოდა ამ სკოლიდან გადასვლა.ეს ბევრად რთული რამეა,შენ ვერც კი წარმოგიდგენია. -ეს ბულინგია?-სახეზე ფერი ეკარგება. -ჰო-თავს ვუქნევ-მგონი,უარესიც. -აბა? -უბრალოდ ამითვალისწუნეს და არ მინდა,რომ თავს გახვევდე ამ ყველაფერს. -არ მახვევ,მე გკითხე-აპროტესტებს და სკამზე მითითებს. -უკვე ბნელდება. -მერე? -არაფერი-თავს ვაქნევ და საათს ვუყურებ. -სახლში ვინ გელოდება? -ოჯახი. -ასე მოკლედ? -ოჰ,ისინი ისეთები..-ვეღარ ვაგრძელებ. -რა ისინი? -დედაჩემი და მამაჩემი და ჩემი და..უბრალოდ მათთან თავს ცუდად ვგრძნობ. -არ გინდა,რომ მითხრა. -არ ვაინტერესებ. -ესაა მარტო? -ცივები,გულგრილები...-ენა მებმის. -მერე? -არ ვიცი.უბრალოდ დინებას მივყვები. -მეგობრები გყავს? -არა. -ასე მოკლედ? -ჰო.ჩემნაირი უბედური არავინაა,ჰო? გიკვირს არა? -ცხოვრება აკომპლექსებს ხოლმე ადამიანებს,იბრიყვებს ხოლმე. -მერე? მერე ის,რომ მსხვერპლი ვარ,უბრალოდ მსხვერპლი,მსხვერპლი,რომელიც ასეთად ყველამ აქცია და არა ცალკეულმა რამემ. -თინა,გაჩუმდი-ხელს ხელზე მადევბს.მისი სიმხურვალე ჩემზე გადმოდის და ვგრძნობ,რომ ეს საოცარი გრძნობაა,რომელიც მინდა სულ თან წამყვეს. -კარგი. -ტუჩები გილურჯდება. -მე?-ვეკითხები და თავს დაბლა ვხრი. -გცივა.მოდი,ჩემი ქურთუკი ჩაიცვი-ტყავის „კურტაკას“ იხდის და მახურავს,ნელი მოძრაობით მისწორებს და ხელს მხარზე მადებს,შემდეგ ნელ-ნელა ზემოთ სწევს და ლოყებზე მადებს. -თბილი ხელი გაქვს-უნებურად ვამბობ. -როგორი ცივი ხარ. -ვიცი-დარწმუნებით ვამბობ და თვალებს ვხუჭავ. -თინა.. -ჰო? -მოდი,გავისეირნოთ. -სდ? -უბრალოდ გავისეირნოთ. -ასე რატომ მექცევი? სულ არ მიცნობ და ჩემ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე. -იმისთვის რომ ადამიანს იცნობდე,სულაც არაა მნიშვნელოვანი მასზე ყველაფერი იცოდე,იცოდე მისი ბიოგრაფია.ეს ხომ მხოლოდ მშრალი ფაქტებია.ადამიანის ბიოგრაფია მასთან ურთიერთობით უნდა შექმნა. -უცნაური ხარ. -შენც-ალბათ,მისი სიტყვები მაწითლებს. -მადლობა,დემეტრე. -მადლობა შენ.ახედე მთვარეს...ის სავსეა... -ალბათ,იმიტომ,რომ ღამე უკომპლექსოა,ღამით ხომ საკუთარ თავებთან ვრჩებით და..უბრალოდ ღამე თავისუფლების სიმბოლოაა..-ჩემდა უნებურად ვამბობ და დემეტრეს მზერას თვალს ვარიდებ. -თინა,შენ საოცარი ხარ. -არა,დემეტრე,მე უბრალო გოგო ვარ,რომელიც ცხოვრებამ დაჩაგრა და გაასვაფერისა. -თინა,შენ უბრალოდ..მოდი,ჩემთან..-გულთან მიაქვს ჩემი თავი და თმებზე ხელს მისვამს,თავს წამით ზემოთ ვწევ და ვცდილობ მისი მზერა დავიჭირო,შემდეგ თვალებს ვხუჭავ და უკან მივყვები. -რა იქნება მერე?-ნახევარსაათიანი სიჩუმის შემდგომ ვეკითხები. -ხვალ? -კი,ხვალ. -მაგაზე ფიქრი ნუ გაქვს-პასუხად თავს ვუქნევს და უბრალოდ მივყვები. *** გაიელვა და ჩაქრა..სიბნელე..კომპლექსების ფრქვევა,ღამე ბნელი და მკაცრი..სულ სიშავე..მეღვიძება და მაშინვე თაკოს თმა მხვდება თვალში. „იქნებ მისი შავი თმაა სიბნელე“-ვფიქრობ და მეღიმება.არ ვიცი რატომ,მაგრამ ფიქრის შემდეგ ვასკვნი,რომ ჩემს სახეზე ღიმილი დემეტრეს დამსახურებაა. ვდგები,მაგრამ სკოლაში წასვლა არ მინდა,არ მინდა.ალბათ,იმიტომ,რომ ხალხის რეაქციის მეშინია.ზუსტად ვიცი რას მეტყვიან,დაგიცვეს პატარა ქათამიო. თან დემეტრეზეც ვღელავ.ვინ იცის რა იქნება. ფეხის თრევით მაინც გავდივარ კარებიდან.ვგრძნობ,რომ ფეხსაცმლის ძრები რაღაცაას ისე ეკრობა,თითქოს ვინმეს მათთვის წებო წაესვა. სადარბაზოდან გასულს უცნაური გრძნობა მიპყრობს.ვგრძნობ,რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ნათელი ჩანს.იქნებ ეს დემეტრეა? იქნებ ის არის ის,რომლის გამოც ამდენი რამ გადავიტანე.იქნებ ამდენ ტანჯვად ღირდა თუნდაც ის,რომ ის არსებობს და შემიძლია მისი ძლიერი მკლავები ვიგრძო,შემიძია დამამშვიდოს და მზერით მანუგეშოს,მერე სიტყვები აათამაშოს და უბრალოდ დამანახოს,რომ სიბნელის გარდა არსებობს რაღაც ნათელი მხარე,რომელიც ამ ცხოვრებას აქვს. -მოპოვება სჭირდება ნათელ-უკნიდან მესმის ხმა და ვკრთები. -აქ საიდან?-გაკვირვებული ვაშტერდები დემეტრეს. -უბრალოდ.. -უბრალოდ? -კი,უბრალოდ.. -არ გეშინია? -რამე შემატყვე? -არა-თავს ვაქნევ და გვერდით ვუდგები. -რა უნდა გააკეთო? -რა?-ბავშვური გულუბრყვილობით ვეკითხები,ის ლოყას მიშვერს.ფეხის წვერებზე ვიწევი და ნაზად ვკოცნი. -ახლა..-თვითონაც იმავეს იმეორებს და ხელს მხვევს. -სხვებს არც მე ვგავარ-მიცინის და სკოლის გზას ყვება. -ჩანთა არ მიგაქვს? -შენი აზრით რომელ კლასელი ვარ? -12?-ვეკითხები და თვალს თვალში ვუყრი. -გამოიცანი. -სად აბარებ? -მათემატიკურზე. -კარგია. -შენს ინტერესთა სფეროს არ გამანდობ. -მერე იყოს-თავს ვაქნევ. -საქმის გადადება არ მიყვარს. -გეტყობა. -მითხარი მიდი. -ვფიქრობ,ჯერ კიდევ-ვუღიმი. -შენ..მოვედით..-სიტყვა უწყდება და სკოლის კარებს მიღებს. -აქ ადრე არ მინახავხარ. -ჰო.ახლა გადმოვედი,კერძოში ვიყავი და ჰო ვხდები-მიღიმის და კიბეებისკენ მიდის. -გასაგებია. -დირეკტორთან უნდა ავიდე,დამიბარეს. -როდის?-შიში მაკრთობს. -დამირეკეს გუშინ. -მეც მოვდივარ. -არაა საჭირო. -საჭიროა-გვერდით მივყვები და დროდადრო ვკანკალებ-ნუ ნერვიულობ ხელს ოდნავ მახებს მკლავზე და წამიერად უკან იხევა. -ზოგჯერ ქსოვილი მეც მარტყამს ხოლმე დენს-ვიღიმი. -არა,მე შენ მაბნევ-არ ვიცი,რა ვუპასუხო,მაგრამ საჭირო არც არის.უკვე დირექტორის კარებთან ვართ. *** მგონი,კვირა დღეა,რადგან ისევ ვწევარ და თვალების გახელა მიჭირს.წინა დღეს წიგნებთან ჩამეძინა და ეს სახეზეც მატყვია. ვიზმორები და სასიამოვნოდ მეღიმება. „ის კარგადაა..დასრულდა ყველაფერი“-ვგრძნობ,რომ იმ დღის გახსენება აღარ მინდა. *** -ღამე უკომპლექსოა?-დერეფანში დემეტრე მხვდება. -ჰო,ალბათ-მორცხვად ვუღიმი. -შენმა კლასელებმა რაო? -არაფერი. -მითხარი-მას ხომ დროდადრო ჩემი ცხოვრების შესახებ ვუყვები. -შეეშინდათ შენი ძლიერი მუშტის-სიცილი მივარდება. -რაო? -დემეტრე,მადლობა. -რისთვის? -ძლიერი გამხადე. -მადლობას ნუ მიხდი. -რატომ? -არაა საჭირო. -ზარი დაირეკა. -გნახავ-მხარზე ნაზად მეხება და მერე მშორდება.ისე იქცევა,თითქოს ვმუხტავ,თითქოს ელექტოენერგია გადავეცი და წასვლის საშუალება მივეცი,ის უცნაურია. *** ისევ მეღვიძება და ისევ ვიფშვნეტ თვალებს. „იქნებ მეც მმუხტავს მისი შეხება?“-ვეკითხები საკუთარ თავს და ამ დროს ჩემი ტელეფონიც ციმციმს იწყებს. -ჩემი ნომერი საიდან? -მე ხომ უცნაური ვარ-კისკისებს დემეტრე. -მეძინა. -გაგაღვიძე.ვიცი,რომ არა. -აჰ-მეცინება და ტელეფონი სახესთან უფრო მჭიდროდ მიმაქვს. -მომენტრე. -მეც-გულწრფელად ვპასუხობ და დადებითად დამუხტული ვდგები. -რას აკეთებ ახლა? -ვდგები. -მეც,შენთან გავჩნდები მალე. -სერიოზულად?-ღიმილს ვერ ვიკავებ. -არასერიოზულად რამეს როდის ვამბობ. ოც წუთში ერთად ვართ,ის ისევ ჩვეულად მიღიმის. -იცი,რაღაც უნდა გითხრა? -მაინც? -მშობლები საერთოდ არ მყავს. -ვწუხვარ. -არ გინდა.შენ ხომ მათი ყოლის გამო თავს სახარბიელოდ არ გრძნობ. -მათი უბრალოდ არაფერი ვიცი-თავს ვაქნევს და დაბლა ვიხედები. -მესმის შენი,თინა. -მიხარია,რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი.-მიღიმის და ჩემს თავს გულზე იკრავს.ნამდვილად სასიამოვნოა,როცა ვინმე შენზე ღელავს,როცა ვინმეს ადარდება და როცა ვინმეს სჭირდები. ცხოვრება მართლაც რომ უცნაური რამაა.მას ვერასდროს ვერავინ ვერაფერს გაუგებს.ხშირად ვცდილობდი მისი გეგმებისა თუ მიზნების შესახებ,მაგრამ თითოეული მცდელობა კრახით სრულდებოდა.ვერ ვუსწორებდი თვალს ან ის ვერ მისწორებდა მზერას. წარსული არ მქონდა,აწმყო მძულდა,ხოლოდ მომავლის მეშინოდა,მაგრამ დემეტრე რომ გამოჩნდა ვიფიქრე,რომ ამოვისუნთქე-მეთქი,მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. გარეთ საშინლად წვიმს.სკოლაში თქვეს,წარღვააო.იქნებ მართლაც წარღვნაა და იქნებ ჩემს ბედს მიჩვენებს.ვინ იცის.უკვე ისიც კი არ ვიცი უნდა მჯეროდეს ბედისწერის არსებობის თუ არა.ვზივარ და ჩაის ვწრუპავ,არ მცივა,მაგრამ ოდნავ ვკრთი.ხასიათზე ვარ თუ არა ვერ ვხვდები და მაინც ვზივარ.არაფერს ვუყურებ,თვალებს ვხუჭავ,მხოლოდ დროგამოშებით თუ გავხედავ ფანჯრიდან ცას.ის გამუქებულა,პირი შეუკრავს და ისე გვიყურებს,გეგონება წარღვნისთვის გვამზადებსო. ჩემი და შემოდის,ტელეფონს მაგიდაზე ახეთქებს და თვალებს ქაჩავს. -უნდა გახვიდე,სამეცადინო მაქვს. -მხოლოდ შენი ოთახი არაა და მხოლოდ შენ არ ცხოვრობ აქ-მკაფიოდ ვეუბნები და საკუთარი თავის მიკვირს კიდეც.ალბათ,ძალა დემეტრემ მიომცა,მერე რა რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა,რაც ვიცნობ. -დედას ვეტყვი. -ნუ ბლატაობ რა-ვეჯღანები და ცის ცქერას ვაგრძელებ.წვიმის ხმა ძლიერად მესმის.ესე იგი,სმენა არ დამქვეითებია. -თინა,გადი-მეთქი. -თავი ვინ გგონია?-ფეხზე ვდგები და მის მაგიდასთან ვჩერდები. -რა გინდა ახლა? -თუ არ გაჩუმდები-მის ჭიქას ვწვდები და ვისვრი..უმისამართოდ ეხეთქება ძირს და ხმა მეორე ოთახამდეც აღწევს.თემური გაგიჟებული სახით შემოდის და მიყვირის. -გაგიჟდი შენ მთლად,გოგო ხარ თუ ვინ?-მიბდღვერს და შემდეგ თაკოს აწყნარებს,მე გაბრაზებული გავდივარ ოთახიდან. -ახლა მაინც გაეთრა-მესმის თაკოს მოშხამული ხმა,თუმცა ის სხვანაირი არც არასდროსაა-სახეში მესროლა. -თინა...-იმხელაზე ყვირის თემური,რომ მეზობლებსაც ესმით,ალბათ. -რა იყო?-ზღურბლთან ვდგები. -როგორ ესროლა? -არ მისვრია,ვესროლე-თამამად ვამბობ და ამ დროს მაინც შემოდის. -რა ხდება? -საღოლ,საღოლ-თაკო თავს სწევს. -თინა,ყოღაღ-ირონიით მიყურებს დედაჩემი და ოთახიდან გადის.ეტყობა,რომ ისევ თავის საქმეებშია ჩაბმულია.არაფერი არ გამოსდის,მაგრამ მაინც აგრძელებს,ჩემი ხომ უნდა გავაკეთოო. არავის დანახვა არ მინდა და გარეთ გავდივარ.სახლში ვერ ამჩნევენ ჩემ გასვლას და თამამად მივუყვები წვიმიან ქუჩებს.ახლა უკვე ოდნავ წვიმს,შემწყდარა.ალბათ,თაკომაც დაიოკა ნერვები. ხესთან ვდგები და ასფალტს ვაცქერდები.შემდეგ ზემოთ ვიხედები და ცას უცნაურად ვუყურებ.ის გამოცვლილია,ეტყობა,რომ ნაბრძოლებია,დაღლილია და დაქანცული. -ეჰ,თინა,რა გვეშველება..-საკუთარ თავს ვეუბნები და ხესთან ვიკუნტები. -ეს შენ ხარ?-აღტაცებით სავსე ხმა მესმის უკნიდან და ვიხედები.დემეტრეს დანახვაზე ჟრუანტელი მივლის მთელ სხეულში.ეს აშკარად დენზე ძლიერი ძალაა,საოცრად მწველი მუხტი. -დემეტრე,არ გელოდი-გაკვირვებას არ ვმალავ და წინ ვიწევი,მინდა გადავეხვიო.ხელებს ნაზად ვხვევს ზურგს და ლოყაზე მკონია.მისი სახე ისევ თბილია. -ცივი ხარ-მეუბნება ჩვეული ტონით და თავის ქურთუკს მთხოვნის. -რა კეთილი ხარ-სევდანარევი ხმით ვეუბნები. -თავს არ გავხარ. -უბრალოდ ვიპაექრეთ-ვცდილობ ვიხუმრო,მაგრამ არ გამომსდის და ის ამას ხვდება. -ნე სტყუი. -დემეტრე-ხმას ვუწევ და ბილიკს მასთან ერთად მივყები-ხედავ ამ გზას? -კი-თავს მიქნევს და თვალებში მაშტერდება-ისე ვხედავ,როგორც ამ ორ მწვანე მანათობელს ისარივით რომ მტყორცნი-თვალებზე მეუბნება და იცინის. -აი,სწორედ ასე მივუღვები ჩემს რყტინულსა და უაზროდ დძაბულ დღეებს. -მერე თავისუფლება სადღაა? -ალბათ,ღამეში..მხოლოდ ღამით ვარ უკომპლექსო,მხოლოდ ღამით შემიძია ვიტირო,რამდენიც მინდა,საკუთარი სევდა ბალიშს დავუტოვო და უბრალოდ..-მაჩუმებს. -იცი,რა? -გისმენ. -უდარდელი არავინაა. -ეგეც მართალია,მაგრამ ამ ცხოვრების არანაირად არ მესმის. -არც მე. -სერიოზულად? -იმედს ვიტოვებ,რომ გავუგებ-მიღიმის და ხელებს მკლავებზე ძლიერად მიჭერს,მიკრავს გულთან.მისი სუნთქვა აჩქარებულია. -ღელავ?-ვეკითხები,ის კი თავს აქნევს. *** სახლში მისულს აყალ-მაყალი მხვდება.დედაჩემი და თაკო ერთმანეთს დაერია.ა.როგორც ჩანს,სახლი უნდა დაალაგონ და ორივეს ეზარება.ჩემ დანახვაზე უეცრად ეცვლებათ გამომეტყველება. -თინა-ასე არასდროს გახარებია მაია ჩემი დანახვა. -რა მოხდა?-ჩანთას ვდებ სკამზე და დედაჩემს მზერას ვუსწორებ. -მამიდაშენი ჩამოვიდა რუსეთიდან. -მერე?-ისე ვეკითხები,თითქოს არ ვიცი,რომ სახლს მის გამო ალაგებს. -რადა თავი არ მოგვჭრა. -მარტომ დავალაგო?-სიცილი მიტყდება. -ჰო. -თუ დამეხმარებით,კი-თაკოსკენ ვაპარებ მზერას,ის წელში გამართულა და ყურსასმენს არ აჩერებს.ატრიალებს და ყურსაც არ მთხოვნის. -მეგობართან მივდივარ-ამბობს ცოტა ხნის შემდეგ. -საქმეები მაქვს-მაია უკან მიჰყვება-იცოდე,დღეს საღამოს მოვა და არ მოგვჭრა თავი. არეულობა თვალს მჭრის.უნდა დავალაგო,სხვა რომ არაფერი მამიდაჩემთან კრახი,ჩემთვისაც ცუდია.მერე დაიწყებს და დაიწყებს.ალბათ,არ ღირს მისი მომდურება.სხვა რომ არაფერი ჩვენთვის სიკეთე იმდენი აქვს გაკეთებული,რომ კაცი ვერ დათვლის.არ არის მდიდარი,მაგრამ რამდენიმე მილიონის ღირებულების კაპიტალს ფლობს.ერთი სიტყვით საკუთარი ბიზნესი აქვს.მდიდრად თავი არ მიაჩნია,თუმცა მე რომ მკითხო ძალიან მდიდარია. -რა დაალაგებს-პილასოს ვაჩოჩებ ტახტიდან,რომელსაც მტვერი ასდის. შუა დალაგებაში ვარ,როცა ტელეფონის ხმა მესმის,ვიღებ ჩემს ფანრიან ნოკიას და ვპასუხობ. -თინა,მინდა გნახო. -ვერა. -რატომ? -კონკია დატოვეს სახლში-ღიმილით ვეუბნები. -დაგეხმარო? -არა,მალე მოვლენ-ტელეფონს ვუთიშავ და საქმეს ვაგრძელებ. სამზარეულოში იმდენი აბლაბუდაა,რომ ბოლოში ძლივს გადვივარ,მერე აივანსაც ვხვეტავ და სველ წერტილებზე ვინაცვლებ. ბოლოს ვასრულებ საქმეს და ძლიერად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს,რომელიც ფანჯრიდან შემოდის.მტვერში ასეთი სისპეტაკე ნამდვილი ნეტარებაა. „ეს მაინც დამრჩა“-მეღიმება და ტელეფონის ეკრანს ვაშტერდები.უკვე ექვსის ნახევარია ანუ მამიდაჩემი მალე მოვა. *** -თინას ყოჩაღ-თაკო შემოდის ოთახში და თან ტანს მუსიკას აყოლებს. -ვერა ხარ-ყურადღებას არ ვაქცევს და მაგიდას ვუჯდები,წიგნებს ვშლი და ვცდილობ რამე დავწერო. რამდენიმე საათში მამიდაჩემიც მოდის.მოკლე იუბკა მაღლა აუწევიადა განიერ თეძოებს მოაქანავებს. -რამხელები გაზრდილხართ-მხოლოდ გვიღიმის და დივანზე ჯდება. -როგორ ხართ,რუსიკო?-მაია დაღლილი სახით გამოდის. -თემური არაა?-კითხულობს ძმას და ჩანთან გვერდზე იდებს. -არა,რამეს გამოგიტან-ენთუზიაზმით ეუბნება დედაჩემი და კაბის ბოლოებს ისწორებს. -ცივი წყალი მინდა,მეტი არაფერი-ოთახს აკვირდება და ფეხზე დგება. *** სკოლაში მისულს ზურა მხვდება თვალში.დაშინებულია,ეტყობა.ალბათ,დემეტრეს გამო მარიდებენ თავს.აბა,რომ შემომხედონ მაშინვე ჩემკენ წამოიწევენ. მიხარია,რომ ზურა ვერასდროს გაიგებს ჩემი გრძნობების შესახებ.ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება.ეტყობა,მისი შეყვარებულია.ბოლო დროს უკვე სამი გამოიცვალა.ნამდვილად მექალთანეა. -ჰეი,თინა-კლასში შემოდის შმაგი და მიღიმის. -ცოცხალი ხარ?-ირონიით ვეკითხები და მერხთან ვჯდები. -საკუთარ თავს ვერ იცავ. -კიდევ ხომ არ გინდა მსგავსი რამ>-ვცდილობ დავაშინო.ის ხმას აღარ მცემს.შემდეგ ნინიც შემოდის და ისიც უჩუმრად ჯდება.სიმართლე რომ ვთქვა არ მომწონს,როცა ჩემი ახლობლის ეშინიათ და მაგიტომ არ მცხებენ ჩირქს.ვაღიარებ და ძალიან უხერხულად ვარ. -გადამაწერინე-უკნიდანნ მესმის ხმა,არ ვიხედები ისე ვაწვდი რვეულს და ჩემს საქმეს ვაგრძელებ. -ბაქრაძე გაკვეთილი-ისტორიის მასწავლებელი ჩემს გვარს აცხადებს. -ახლავე-ვდგები,წიგნს ვკიდებ ხელს და „საპრეტენზაციო მერხთან“ გავდივარ.ეს სახელი მან დაარქვა.როგორ ამბობს,ასე საზოგადოებასთან ურთიერთობას გვაჩვევს. დასვენებაზე გარეთ გავდივარ და დემეტრე ეფეთება.ის რაღაც უჩვეულოდ გამოიყურება.ვგრძნობ,რომ უნდა რაღაც მითხრას. -რა გჭირს?ვეკითხები. -მინდა რაღაც განახო. -მაინც? -მერე გეტყვი,კარგი?-მიღიმის და მტოვებს,აჩქარებული ნაბიჯებით მიიწევს კლასისკენ,სადაც იშვიათად თუ შედის. მთელი გაკვეთილები მის სიტყვებზე ვფიქრობ.ნეტა რა უნდა მითხრას? ცნობისმოყვარეობა ისე მკლავს,როგორც არასდროს. სახლის გზაზე მანქანა კინაღამ მეჯახება.ქუჩაზე გადმოსვლისას არ ვიხედები და კინაღამ ვუვარდები. -ეეე თვალები სად გაქვს-მძღოლის რეპლისაც ყურადღებას არ ვაქცევ დანაბიჯს ვუჩქარებ,თუმცა ვერ ვხვდები რად მინდა.დემეტრე ჩემს სახლში კი არ მელოდება ან კიდევ მაინც და მაინც იქ მისულს კი არ დამირეკავს. მთელი დღე უღიმღამოდ გადის,დემეტრე არ მეხმიანება.მინდა,გავიგო რა ხდება,დავურეკო,მაგრამ ამას არ ვაკეთებ.ვფიქრობ,რომ შეიძლება ხელი შევუშალო ან გავანაწყენო.არ ვიცი,რატომ,მაგრამ მაინც ასე ვიქცევი და მთელი დღე ტელეფონის ეკრანისკენ გამირბის თვალი,ფანქრიდანაც კი ვიჭვრიტები,იქნებ ჩემთან მოვიდა-მეთქი. *** დილას უხასიათოდ მეღვიძება.სახარბიელო რამეები არ მინახავს ძილში და ჩემი გულის მღრღნელებს ესეც ემეტება.ვდგები და თმას ვისწორებ,კუდივით ვიკრავ ქერა თმას და სააბაზანოსკენ მივდივარ.შუა ანტებულია,ვხვდები,რომ თაკო არის შიგნით და ისევ ძველ ადგილს ვუბრუნდები. დროს არ ვკარგავ და გაკვეთილებს ვიმეორებ.რაც არ უნდა იყოს,ყურადღების გადატანა მჭირდება. გარეთ ისევ წვიმს,ოდნავ,მაგრამ მაინც. სკოლაში მიმავალს,ტელეფონი მირეკავს.დემეტრეს ნომერზე გული მივარდება და მაშინვე ვპასუხობ.შეხვედრის ადგილს მიონიშნავს და მაშინვე ვთანხმდები,ერთი დღის გაცდენა არაფერს მიზამს. -თინა-მისი მზერა,მისი სახე,მისი თვალები და სრულიად მისი არსება ასეთი სევდიანი ჯერ არ მინახავს. -რა ხდება,დემეტრე?-მისი განწყობა ჩემზეც გადმოდის. -ის გარდაიცვალა,ბებიაჩემი,რომელიც მშობლების ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ თავზემევლება...აღარავინ დამრჩა.მიჭირს იმის წარმოდგენა,რომ სახლში,რომელშიც ადრე რამდენიმე ვცხოვრობდით,მხოლოდ მე დავრჩი. -ვწუხვარ-თავს დაბლა ვხრი. -ღმერთო,ახლა მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი გაგება..ჩემს სახლში ისეთი ამბავია,ისეთი არეულობა,რომ რა ვიცი-მიახლოვდება და გზისკენ მანიშნებს. -ღმერთო,დემეტრე,ნეტა,იცოდე რას გავხარ,ისეთი სევდიანი ხარ და ისეთი..გადადგურებული-ამ უკანასკნელ სიტყვას ენის ბორძიკით წარმოვთქვამს და ხელებს კისერზე ვხვევ. -მადლობ,თინა-მეორე მხარეს მიბიძგეს და სადღაც მივყავარ. საკმაოდ დიდ ბინაში შევდივართ.ყველაფერი მეუცხოება,ჩემს სახლში მსგავსი რამეები ხომ არასდროს ყოფილა.კედლებზე სურათებია,ლარნაკები და ყვევილებითაა დამშვენებული რაფები.მოკლედ,ყველაფერი ესტეთიკურადაა მოწყობილი.მეცოდება ამხელა სახლისთვის მარტო. -შემოხვალ?-მანიშნევს გრძელ ოთახზე,რომლიდანაც ტირილი გამოდის. -რა თქმა უნდა-ზღურბლს ვაბიჯებს და კუთხეში ვდგები,ისიც ჩემს გვერდით იკავებს ადგილს.ვგრძნობ,რომ ცრემლები მოსდის და მეც მეტირება.სალფეთქით ვიშრობ თვალებს და ზემოთ ვიხედები,ის გაშტერებული დგას,გეგონება ქანდაკებააო.მგონია,რომ რაღაც სასწაულს ელის. ცოტა ხანს კარგავს ძველ პოზას და ხელს ჩემს ხელს კიდებს,ვხვდები,რომ ცრემლების მოწმენდა უნდა და ხელი ჩანთისკენ მიმაქვს,რათა მივაწოდო სალფეთქი,მაგრამ ის მანიშნებს არ მინდაო,ჩემს დაკუჭულს იღებს და სახეს იმშრალებს. მისი ქმედება მაკვირვებს და მიმიტკიცებს იმას,რომ მარტო აღარ ვარ. -მარტო აღარასდროს იქნები-მჩურჩულებს ყურში,როცა გარეთ გამოვდივართ. -ძნელია ცხოვრება,დემეტრე,ძალიან ძნელი..-ვპასუხობ და მის ხელს ჩემსაზე ვგრძნობ,მოძრაობაში ვყვები და ძლიერა ვუჭერ ხელს ხელზე. -ცივი ხარ-მეუბნება. -შენც-ვპასუხობ უკან მივყევი. -ეს ჩემი ოთახია-მეუბნება და საწოლზე ჯდება,მეც გვერდით ვუჯდები. -ლამაზია-ვეუბნები და გარემოს მეორეჯერ ვათვალიერებ.მგონი,მის შესწავლას ვცდილობ.ამბობენ,სამყოფელი ადამიანის სახეაო.ალბათ,სწორედ ესაა ჩემი ქმედების მიზეზი. ჩემს თავს მხარზე იდებს.ტანსაცმლის მიღმა რაღაც მძიმესა და ცხელს ვგრძნობ.ვხვდები,რომ მისი ცრემლებია და შუბლზე ხელს ვადებ. -ცხელი ხარ. -ალბათ,სიცხე მაქვს-უემოციოდ ამბობს და უფრო მეკვრება. -გინდა გაგიზომო? -რა დროს ეგაა-ბებიაზე ისევ დარდობს. -უნდა გაიზომო-კარს ვხურავ და უჯრებში ვიწყებ ქექვას.ბოლოს ვპოულობ და ვბერტყავ,ვაწოდებ და საათს ვინიშნავ. -როგორი მზრუნველი ხარ-სამი წუთის გასვლის შემდეგ იღებს და მიწოდებს,ისე რომ ზედაც არ უყურებს. -38 და 9. -მართლა?-მეკითხება და საწოლის თავს ეყრდნობა. -რამე დამწევი გაქვს?-ანერვიულებული ვეკითხები. -კი-მითითებს წამლის ადგილსამყოფელს.წყლის მოსატანად გავდივარ,შემოსული წამალს ვაყლაპებ და გვერდით ვუჯდები. -უნდა მოისვენო,წამოქედი და დაისვენე,მე წავალ-ვუღიმი. არ მიდნა წასვლა,მაგრამ მაინც უხერხულად ვარ. -მხოლოდ ერთი პირობით. თვალებს ვქაჩავ და პასუხს ველი.ძალიან მაინტერესებს რას მეტყვის. -შენც უნდა დარჩე და ჩემთან ერთად წამოწვე,კარგი?-მილეული სახით მეუბნება და უარს არ ვეუბნები.ჩემი ჯალაბობა მაინც ვერ შეამჩნევს ჩემს არყოფნას. ფეხზე ვიხდი და საწოლზე ავდივარ,მის გვერდით ვწვები და თვალებს ვხუჭავ. -შენც დახუჭე-ცოტა ხანში მასკენ ვწევ თავს.ის არ მიჯერებს და წელზე მხვევს ხელს,თავს მხარზე მადებს და შემდეგ თვალს ხუჭავს. -აი,ასე-კმაყოფილი გამომეტყველებით ვამბობ და ხელებს თავისუფლად ვდებ საწოლზე. გაღვიძებული თვალებს ვიფშვნეტ,საათს ვუყურებ და ვოხრავ. -ორი საათი გავიდა-ვსაყვედურობ საკუთარ თავს,მაგრამ რის გამო,არ მესმის. -ორი საათი?-დემეტრე თავს სწევს.დასვენება ნამდვილად დაეტყო. -კი,ორი საათი. -ჩამეხუტე-მუდარით აღსავსე თვალებით მიყურებს და ხელებს ჩემკენ წევს.მისკენ ვიწევი და თავს მხარზე ვადებ,ისეთი თბილია,რომ მეც მიწილადებს,თანაც სიცხე აქვს და მთლად მაჟრიალებს; -თინა,სუფთა ჰაერზე გავიდეთ-მთხოვს ცოტა ხნის შემგომ *** -ღამით მიყვარს სეირონობა. -რატომ? -არ ვიცი-მიღიმის და შარფს ყელზე ძლიერად მახვევს. -ბებია გენატრება? -ძალიან-დანანებით ამბობს.ისეთი გამომეტყველება აქვს,თითქოს ამაშ თვითონ იყოს დამნაშავე-ისეთ სიცარიელებს ვგრძნობ,როცა მარტო ვარ ამხელა სახშლი-სევდიანად ამბობს და თვალებში მიყურებს. -წვიმას იწყებს. -შემოგვეჩვია,არა?-ოდნავ ხალისდება და ხელს მაგრადმ მკიდებს-აქეთ წამოდი. -დედაჩემი მირეკავს.ეტობა,სახლის დალაგება უნდა-ტელეფონს ვიღებ ჯიბიდნა და ყურთან მიმაქვს. -სად ხარ?-მაია გაბრაზებული ჩანს,მისი ხმა ისე კარგად მაქვს შესწავლილი,რომ შემიძლია მისი თითოეული ემოცია გამოვიცნო. -რა შენი საქმეა-გამომწვევად ვპასუხობ. -რა პასუხია ეს. -რა იყო სახლის დალაგება გინდა? -ნორმალურად მელაპარაკე. -თორე რა?-ხმას მეც ვუწევ.ისეთი ზიზღი მაწვება,რომ ვერ ვაკონტროლებ.ჩემ წინ რომ იყოს მაია,ალბათ,რამეს ვესროდი თავში.აფექტის მდგომარეობაში საშიში ვარ. -კარგი,მოვრჩით.წვიმას იწყებს და ვიფიქრე,რომ დასველდებოდი. -ჰო,მალე წამოვალ.მაპატიე,უხეშობა-ცივილურად ვეუბნები და ჩემს ნათქვამზე მეცინება,ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ,რაც ტელეფონს ვთიშავ. -ოჰ,თინა,რა ხარ. -დედაჩემი აღებელი ციხეა,უბრალოდ იმდენი რამ დამაკლდა იმის გამო,რომ ასეთი მშობლები მყავსსევდიანად ვამბობ და თავს მხარზე ვაყრდნობ-ჩამოვსხდეთ-სკამისკენ ვანიშნებ. -კარგია ჰო თბილისი ღამით? -ალბათ-ვუღიმი და თვალებს ვხუჭავ. -მინდა,რომ ეს წამი გაჩერდეს. -რატომ? -რა შენ არ გინდა? -მინდა-სიცილი მიტყდება და თითებს ერთმანეთში ვხლართავ. *** სკოლაში მარტო მივდივარ.დემეტრეს მასწავლებელი ჰყავ და ის ისედაც ყოველ დღე არ დადის,უბრალოდ შეივლის ხოლმე ზოგჯერ,მაგრამ მე ხომ ჯერ მეათე კლასელი ვარ. გაკვეთილზე დაგვიანებით შევდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ.პირველი მათემატიკაა და მასწავლებელი ჩვეულად აბრიალებს თვალებს. -ორიანები შენ და შენ-ამბობს და ჟურნალს შლის. -აი,ბაქრაძეს შეხედეთ-ჩემზე ანიშNებს ბავშვებს-მშრომელი და ბეჯითი გოგო-მიღიმის და ჩემს რვეულს კლასს ანახებს. „მერე რა?“-უნებლიეთ მეფიქრება და თავს დაბლა ვხრი.“აი,კიდევ ერთი უხერხული მდგომარეობა“-ანუ ვაღიარე,რომ მორცხვი ვარ? რატომაც არა.ქების დროს ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები,რომ თვითონაც არ ვიცი. გაკვეთილი სანამ გამოვა დემეტრე მწერს: „თინა,მენატრები“-მეღიმება,მაგგრამ არაფერს ვპასუხობმერე გამიჭირდება,რომ მასთან საუბარს მოვწყდე,ამიტომ ასე ვამჯობინებ,თუმცა ზარის შემდეგ თვითონ ვურეკავ და დიდი ენთუზიაზმით ვიკითხავ. *** ისევ წვიმს.დემეტრე სოფელშია წასული,მე კი საშინლად მივიწყინე.შაბათ-კვირაა და ჩემებიც არ არიან სახლში,თუმცა გინდ იყვნენ მერე რა. ოდნავ ცივა,მაგრამ ეს არ მადარდებს,შეშის ფეჩის ანთებას ამინც არ ვაპირებ.მირჩევნია ასე ვიყო,მერე დაიწყებს მაია,ნახშირი გადმოცვივდაო,ეს პატარა შეშა იყოო,ეს მოკლეო და კიდევ რა ვიცი რას. ჩემს ოთახს ვუყურებ და თაკოს ნივთებზე ბრაზი ტვინში მასხამს.ასე ნამდვილად არ შეიძლება,მაგრამ რა ვიცი.საპირისპირო რეაქციები თავისით მივითარდება და რას ვიზამ.ყველა ვერ მიუშერს მეორე ლოყას,როცა ერთში არტყამენ. „ნეტა ღამე იყოს უკომპლექსო“-ვფიქრობ და სახეს იდაყვქვეშ ვათავსებ. ცოტა ხნის შემდეგ ფეხზე ვდგები და წიგნის კითხვას ვაგრძელებ.სათაურს არ დავასახელებ,რადგან ძალან ნაღვლიანია და არ მინდა ჩემი მდგომარეობა პირდაპირ გავაშუქო,თუმცა ძალიან საინტერესო და ჩამთრევი კია. წიგნების კითხვა მაშინ შემიყვარდა,როცა პატარა ვიყავი.მგონი,მეორე კლასში ვიყავი,როცა პირველი წიგნი წავიკითხე.თუ არ ვცდები „მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“ იყო.მახსოვს ძალიან მომეწონა და მიღებულმა ემოციამ ზენიტში ამიყვანა.ისიც მახსოვს როგრო ვტიროდი ოლღა ბებიას გარდაცვალების გამო.ჩემს ბებიას გულში ვეკრვოდი და წარამარა ვეკითხებოდი,ხომ არ წახვალ-მეთქი. ნოსტალგიები მაწვება.ის ხომ წავიდა.უკვე არც ერთი ბებია აღარ მყავს და არც ბაბუა.ალბათ,ისევ ავსლუკუნდებოდი ზარის ხმა რომ არ გამეგო. ჭრილში ვიხედები და ვერაფერს ვხედავ.ჩაშავებულია გარემო ისე,როგორც ჩემი ცხოვრება.ვიშმუშნები და კარებს ვაღებ,არ მეშინია.ალბათ,იმიტომ,რომ დასაკარგი არაფერი მაქვს. კარებთან დემეტრეს დანახვაზე ვხტები. -არ მჯერა..ეს შენ ხარ-გაფართოებული თვალებით ვაშტერდები ბიჭს,რომელიც მოწყვეტით მკოცნის და ზღურბლს აბიჯებს. ერთი წამითაც არ შემრცხვეია,რომ მისნაირი სახლი არ მაქვს,ის ხომ „პონტის“ ბიჭი არაა. -თინა,მომენატრე. -მეც,მომენატრე. -როგორ მიყვარს,როცა ამას მეუბნები. -მეც,მიყვარს-სახე მეფაკლება და მწვანე თვალები მენთება. -ასეთი მიყვარხარ,ნაპერწკლიანი. -რა თქვი?-მხრებს ვიჩეჩავ. -უცნაური რა გაიგონე? -არაფერი,უბრალოდ.. -გინდა,რომ გავიმეორო?-ვწითლდები.საკუთარ თავს ვერ ვხედავ,მაგრამ ვიცი,რომ ვწითლდები. -მარტო ასეთი არა,ყველანაირი მიყვარხარ-ხმამაღლა მეუბნება და ხელებს მხვევს.მის მხრებში ვრგავ თავს და მის სურნელს.ვგრძნობ,რომ მთლიანად ვიხვევი მასში. *** მეორე დღეს ისეთი დაბნეული ვარ,როგორც არასდროს.თავი სიზმარში მგონია,მაგრამ არ მინდა ზედმეტად ავყვე გრძნობებს,არ მინდა,რომ გავგიჟდე. „იქნებ მართლა კონკია ვარ? გამოჩნდა ბიჭი,გააჩუმა და დააოკა კლასელები,გაჩუქა სითბო,მზრუნველობა...“-ვფიქრობ და მეღიმება.აი,რას ნიშნავს გეღიმებოდეს...აი,რას ნიშნავს გრძნობდე სიხარულს,როცა შენს გარშემო ლამაზი არაფერი.თუმცა ის..დემეტრე ლამაზ გარემოზე მეტია.ეს უკანასკნელი დანარჩენს ჩრდილავს და მიწასთან ასწორებ. *** -აუ ჩუმად ყველამ-დედაჩემი კარებს არებს და სკამზე ეხეთქება.ეტყობა,რომ ხასიათზე ვერაა,თუმცა ის ხომ ყოველთვის უხასიათო დედაკაცია. -წყალი გამიცხელე-ჩემი და წივის. -არა-ოთახიდან გავდივარ და ჩანთას ვალაგებ.სკოლაში მაგვიანდება,ვჩქარობ და კარებს ვიხურავ. წვიმიან ბილიკს მივუყვები.ოქტომრის ბოლოა და სულ წვიმს.როგორც ჩანს,წვიმას ძალიან შევუყვარდით. -ჰეიი-უკნიდან ჰარმონიული ხმა მესმის და ვირევი. ეს დემეტრეა.არც კი ვიცი რას ნიშნავდა მაშინდელი მიყვარხარ,იქნებ ეს მეგობრული იყო,თან ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე გააკეთა ესს.მეეჭვება,რომ სხვანაირად მიყურებდეს.არც მე ვიცი რას ვგრძნობ.იქნებ ორივეს ერთად,მეგობრობასაც და სიყვარულსაც. მგონი,ძალიან ავირიე გრძნობებში,უკან ვიხედები და დემეტრეს ვუღიმი. -ენა ჩაყლაპე? -არა.როგორ ხარ?-ღიმილს სახედან არ ვიშორებ. -უკეთესადაც ვყოფილვარ,შენ? -მეც-მახსენდება დედაჩემის დილანდელი კონცერტები და სიცილი მიტყდება. -რა იყო? -მგონი,მიშვილეს-ირონიულად ვეუბნები და ნაბიჯს ვუჩქარებ. -ჰაჰჰაჰა,თინა,დღეს რაღაც ჰარმონიული ხარ. -მგონი-ბილიკს მივუყვები და ისიც უკან მომწყვება. -კვირას უნდა გვაისეირნოთ-გადაჭრით მეუბნება და მხარზე ხელს მადებს. სკოლაში შესულს შმაგი მხვდება.ის ისტერიულად იცინის.ნეტა ასეთი რა გაიგო. -ახალი მოსწავლე მოსულა-მეუბნება და გვერდზე იხედება.მე კი სულაც არ ვარ კარგ განწყობაზე.სულ არ მინდა აქსწავლა,თავს დამცირებულად და გათელილად ვგრძნობ.კიდევ კარგი გაკვეთილები მაინც მაინტერესებს,თორემ აქ რა გამაჩერებდა. -ეს ახალი მოსწავლეა-გოგონა შემოდის და ჩემს გვერდით ჯდება.ალბათ,იმიტომ,რომ მხოლოდ ჩემს გვერდითაა თავისუფალი ადგილი. -პირველი რა გვაქვს? -ეს გეოგრაფიის მასწავლებელია. -ეს?-წარბებს ზემოთ სწევს. -კი,ეს-ვუღიმი და წიგნს ვშლი.მეშინია,რომ მანაც რამე ცუდი მითხრას. გაკვეთილებზე რაღაც-რაღაცებს მეკითხება,მერე თბილად მშორდება,მაგრამ მასთან არაფერს ვგეგმავ.ისევ მშვიდად მირჩევნია ვიყო,ისევ მარტო.თუმცა მარტო როგორ? მარტო არა,დემეტრესთან მინდა ვიყო *** შაბათი დილაა.ვუყურებ გარემოს და მარტო ვარ.მიხარია,რომ ჩემები წავიდნენ.ალბათ,აგარაკზე ავიდნენ-მეთქი,ვფიქრობ და საწოლიდან ვდგები. ოდნავ წვიმს და მეღიმება.ის წვიმიანი საღამო ახსენდება და კვირა დღეზე ვფიქრობ.მინდა,რომ მალე დადგეს.გაკვეთილების მომზადება დასრულებული მაქვს,ამიტომ არ ვიცი რა გავაკეთო.ვიცი,რომ დემეტრეს ნახვა მინდა,მაგრამ თვითონ ამ ნაბიჯს არ ვდგამ.არ მინდა,რომ თავი მოვაბეზრო. საერთო კომპიუტერს ვრთავ და რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ.ვრთავ თუ არა,უფრო მძაფრად ვგრძნობ შიშს და ფანჯარასთან მივდივარ. „მგონი,თოვს..“-ვფიქრობ და ფანჯარას ვაღებ,თავს გარეთ ვყოფ და ვცდილობ ფანტელი დავიჭირო,თუმცა არ გამომდის.არა,კი გამომდის,მაგრამ მაინც ვერ ვხედავ,ის ხომ წამიერად ქრება. *** სკოლიდან ვბრუნდები,როცა ტელეფონის ხმა მაჩერებს.იმედი მაქვს,რომ დემეტრე იქნება,მაგრამ დედაჩემი ნომერს ვხედავ.ხასითაი ორმაგად მიფუჭდება.პირველი დემეტრე არ მინახვს ეს დრეებია და მგონი აღარც ვახსოვარ და მეორე დედაჩემის საყვედურები უნდა გავიგონო.აბა,რატომ დამირეკავდა. -თინა..-ხმა აკანკალებია მაიას. -რამე მოხდა?-ვხვდები მის დაძაბულობას და პირდაპირ ვეკითხები. -შენი და.. -რა დაემართა თაკოს? -მას მანქანა დაეჯახა და მძიმედაა. -ვაიმე,მართლა?-უეცარი შიში მიპყრობს. -ჰო,სახლში მიდი და დაზღვევის ბარათი წამოიღე,მისამართს მოგწერ. -ახლავე-ნაბიჯს ვუჩქარებ.ისე ვშინდები,რომ ყველაფერი მავიწყდება,რაც არ უნდა იყოს,თაკო ხომ მაინც ჩემი დაა. *** ერთ საათზე ნაკლებში საავადმყოფოში ვარ.ვკანკალებ და ხელებს ერთმანეთში ვხლართავ. -თინა,მოიტანე?-დედაჩემი ჩემკენ გაფითრებული სახით მოდის.ჩვეული გამომეტყველება დაკარგული აქვს. -კი-ნერვიულად ვაწვდი ბარათს და რაღაც საბუთებს-ესენიც გამოვაყოლე. -მადლობა-უკან ბრუნდება და მერე ისევ მეძახის-ოპერაცია სჭირდება,გადაუდებელი,მუცლის არეში..-სამედიცინო ტერმინებით თავს არ იტვირავს,მარტივად მიხსნის და მტოვებს. კედელს გაბრუებული ვეყრდნობი,შემდეგ დედაჩემთან მივდივარ და შეუმჩნევლად ვადევნებ თვალს; -დღეს საღამოს გავუკეთებთ-თეთრხალათიანი ეუბნება მაიას. -მამა აქ არაა?-ვეკითხები დედაჩემს. -მალე მოვა-მეუბნება და შუბლიდან ოფლს იწმენდს. *** ექვსი საათი იქნებოდა,როცა საავადმყოფოს სკამზე გამეღვიძა.გადავწყვიტე,დემერესთვის დამერეკა.ვინმეს გამხნევება მჭირდებოდა და ის საუკეთესო საშუალება იყო. -დაიწყეს-დედაჩემმა მოწყვეტით შემომხედა და შემდეგ სადღაც გავიდა. ტელეფონი ამოვიღე და დემეტრესთან დაკავშირება ვცადე,თუმცა ის არ პასუხობდა.გამიკვირდა და ავღელდი კიდეც.არ ვიცოდი რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი.ის ხომ მუდამ იღებდა ტელეფონს. ერთი საათი ვურეკავდი,მაგრამ არაფერი იცვლებოდა,ამიტომ შევეშვი და თავი იდაყვებს დავაყრდენი. რაღაცას ველოდი.არ ვიცოდი ცუდს თუ კარგს,მაგრამ ველოდი.უბრალოდ ვიჯექი და ველოდი.გული გამალებით მიცემდა და მკვლელი ადრენალინი მკლავდა.როგორ მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო. *** “დემეტრე არ მირეკავს..ნუთუ,დავავიწყდი?“-ვფიქრობდი და თან გვერდზე ვიხედებოდი,სადაც მამაჩემი ნერვიულად სცემდა ბოლთას.თემური ახლა მართლა შემეცოდა,მაიაც უმწეოდ გამოიყურებოდა. „ღმერთი ყველაფერს ხედავს..“-გავიფიქრე და შემდეგ ვინანე.არ მინდოდა,რომ ასეთი სახით მომხდარიყო რამე. ისეთი დაქსაქსული ვარ,რომ არაფერი მესმის და არაფრის გაგება არ მინდა. ისევ მეხუჭება თვალი,ცოტაც და ბურანში გადავალ. *** მეღვიძება,თვალები მებინდება და გარემოს ძლივს ვარჩევ.კიდევ კარგი სკამიდან არ ვვარდები და არ ვადენ ზღართანს. მახსენდება,რომ გუშინ რაღაც დამესიზმრა.ვააანალიზებ,რომ ეს არ იყო სახარბიელო და,პირიქით,საშინელიც კი. „საშინელებათა ფილმი ვნახე თუ?“-მხრებს ვიჩეჩავ და ფეხზე ვდგები.ვცდილობ გავიხსენო ის,რაც ვნახე,მაგგრამ ვგრძნობ,რომ ყველაფერი ბუნდოვანია.ასე ხომ ხშირად ხდება ხოლმე.ვიღვიძებ და სიზმარიც ქრება. რაღაც ხმები მესმის.ვცდილობ გავარკვიო,მაგრამ არ გამომდის.ფეხზე ვდგები და ისე მივდივარ,რომ ჩქამიც არ ისმის. ცოტა ხანში რაღაც სიტყვას ვარჩევ. მ..ე...ტსმენას ვძაბავ და ცოტა ხანში ვიღდგენ ნათქვამს.მგონი,გვარი უნდა ეთქვათ. -მეტრეველი-ჩუმად ვიმეორებ და გონებას ვძაბავ.ცოტა ხანში რაღაც მახსენდება და კანკალს ვიწყებ,ყბაც კი მიმოძრავებს.ნუთუ რა ხდება? „ის მისი გვარია..ღმერთო,დემეტრე..“-ყოველთვის უარესზე ვფიქრობ ხოლმე და ახლაც ასე ვიქცევი. არ ვიცი,ვინაა ის და მაინც ვნერვიულობ.დაარტყაო,სასამართლოო..-ვისმენ და გული მიმდის.კიდევ კარგი ჩემთან ახლოს სკამია,თორემ ტვინის შერყევა არ ამცდენოდა. *** არ ვიცი რამდენი დრო გავიდა,მაგრამ გონს როცა მოვდივარს,ისევ მარტო ვარ. „კიდევ კარგი ვინმემ არ გაიგო“-ვფიქრობ და ფეხზე ვდგები.საათს ვუყურებ და ვრწმუნდები,რომ თაკოს ოპერაცია უნდა დასრულებულიყო.ისევ ნერვიულობა მიტანს და ისევ მეტრეველი მახსენდება.დემეტრეს ისევ არ დაურეკავს.ნუთუ რამე ხიფათს გადაეყარა. -ყველაფერი კარგადა,კარგად ჩაიარა-მეხვევა მაია.მგონი,ასეთი თბილი მას შემდეგ არ ყოფილა,რაც სამი წლის ვიყავი და ფეხი გადავეყვიფა.მიხარია და ლოყები მიწითლდება.კიდევ კარგი ის ვერ ამჩნევს.ვიღიმი და თავს ვუქნევ.ჩემი გამომეტყველება ისედაც იმის მანიშნებელია,რომ მიხარია. -მადლობა ღმერთს-თემური ღმერთსაც კი ახსენებს და სახეზე იფარებს ხელებს. -მადლობა-ზემოთ ვიხედები ისე,თითქოს ცაში რამეს ვეძებდე. -მოდი,სასადილოში ჩავიდეთ-დედაჩემი იმკლავზე მკიდებს ხელს,მეც უკან მივყვები და იმის იმედი მაქვს,რომ მეტრეველზე რამეს ვკითხავ. საუზმეს ვუკვეთავთ და მაგიდას ვუსხდებით.მგონი,ასე პირისპირ საუკუნეა,რაც არ ვმსხდარვართ. -თაკოს ნახვა როდის იქნება შესაძლებელი? -ზემოთ რომ ავალთ,ნახავ-მიღიმის მაია. -წუხელ რაღაც მოვისმინე-ცნობისმოყვარეობას ვერ ვიოკებ. -მაინც.მეტრეველია იმის გვარი,ვინც-ენა მებნევა,რადგან ვხედავ მაინც სახეს და მინდა უკან დავიხიო. -რომ დაარტყა-აგრძელებს დედაჩემი და ცრემლს ძლივს იკავებს. -მაპატიე..-შემცდრად ვუყურებ და მალევე თვალს ვარიდებ. -არა,მე მაპატიე,შენთან ცივი ვიყავი-მისი ნათქვამი მიკვირს,მაგრამ ვფიქრობ,რომ ამას მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა აფიქრებინებს,კერძოდ,შიში.თან ამას ემატება სიხარული.მოკლედ,მაია გრძნობის ნიაღვარში ცყრავს. ჩუმად ვდგებით მაგიდიდან,პირველი ის გადის და მეც უკან მივყვები.მისი მხრების მოძრაობიდან ვხვდები,რომ კარგად ვერაა. -კარგად ხარ?-ვეკითხები მორიდებით ისე,რომ იატაკს თვალს არ ვწყვეტ. -კი-მესმის წინიდან ხმა და ვჩუმდები. პალატასთან თემური დგას,სახეზე მოლოდინი მიკრია. -თემურ,ვნახავთ-ეუბნება დედაჩემი და კარს აღებს.მამაჩემი სევდიანი თვალებით მიყურებს.გული მწყდება არსებული ურთიერთობის გამო და პალატაში შევდივარ. თაკო ახალი გამოღვიძებულია და კარგად ვერაა. -ჯანებზე ვარ მაინც-მიღიმის და შემდეგ ჩუმდება. -ასეც უნდა იყოს,თაკო-ვუახლოვდები და ხელს ხელზე ვადებ. -ცივი ხარ-მესმის მისი ხმა. -აქ თბილა ძალიან-სევდიანად ვიღიმი და სკმაზე ვჯდები. -გადავრჩი-ჩუმად ამბობს და თვალებში მიყურებს. -მადლობა ღმერთს-ვამბობ და ხელს ვაშორებ.არ მინდა,რომ მისი სიცივით დისკომფორტი შევუქმნა. -მალე სახლში წავალ-იმედიანად ამბობს და თვალებს ხუჭავს. ცოტა ხანს ვუყურებ და ვაკვირდები მის შავგვრემან სახეს.დიდ თაფლისფერ თვალებსა და კარედ შეკრეჭილ მუქ თმას.ვიღიმი და კარებს ვკეტა,მხოლოდ მას შემდეგ,რაც ვრწმუნდები,რომ ძინავს. გარეთ მამაჩემი მხვდება.ის მაიას რაღაცას ესაუბრება.ჩემთვის არც ერთს სცალიათ.მინდა მეტრეველზე ვკითხო,მაგრამ უკან ვიხევ.არ მინდა მათ გავახსენო ტკივილი და დერეფანს ვტოვე.ქუჩაში გავდივარ და ძლიერად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს. *** ერთი კვირა ისე მალე გადის,რომ ვერც კი ვხვდები.სიმართლე რომ თქვა, დრო ნელაც გავიდა და თან ძალიან სწრაფად.დემეტრეზე ფიქრისთვის დრო თითქმის არ მქონდა.მთელი ოჯახი თაკოზე ვიყავით ორიენტირებული.რამდენჯერმე მასთანაც კი მომიწია დარჩენა.ის მხოლოდ სასაიმოვნო რამეებზე მესაუბრებოდა და მეც მხოლოდ იმას ვუყვებოდი,რაც მის გულს ესიამოვნებოდა. ხვალ გამოწერენ კიდეც და ეს მიხარია.ახლა ვგრძნობ რას ნიშნავს შიშნარევი მონატრება.მეშინია,რომ,როცა გამოიკეთებს,ასეთი კარგი აღარ იქნება.არც ის და არც ჩემი მშობლები. დემეტრე არ მირეკავს.ვვდები მიზეზს,მაგრამ ის ისეთი ბუნდოვანია,რომ მთლად ვიბნევი.უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ვზივარ და წიგნს ვფურცლავ.ნახევარ საათს იმაში ვკარგავ პირველი რომელი გაკვეთილი ვისწავლო.სკოლას თითქმის არ ვაცდენდი,მაგრამ დემეტრე ერთხელაც არ შემხვედრია.კუთვნილ დღეებში რომ არ მიდის,ესე იგო.რაღაც ხდება.გავიკითხე და მთელი კვირა სკოლაში არ შეუსუანია. სიმართლე ვთქვა,მეშინია.არ ვიცი რისი,ალბათ,იმიტომ,რომ კონკრეტული რაღაც არ წარმოადგენს ჩემს შიშის საგანს.უბრალოდ მეშინია,რომ აღარ ვიქნები ის,ვინც ვარ.მეშინია,რომ დემეტრე წავა.მის წასვლის მიზეზზე რომ ვფიქრობ სრულიად ვიბნევი და ვშტერდები.ამის გაფიქრებაც კი აღარ მინდა,ამიტომ ვჩერდები და დინებას მივყვები. უმოქმედოდ ვარ და მინდა,რამე მოხდეს.მინდა ყველაფერს აეხადოს ფარდა.მინდა,რომ ჩემს წინ მშვენიერი თეატრი დაისახოს.მე ბედნიერება მინდა,მაგრამ..მაგრამ..აი,აქ ვიბნევი. „მაგრამ“ ყველაფერს აფუჭებს და,აი,მაიაც შემოდის ოთახში. -თაკოს შენ სჭირდები-მუხლზე მადებს ხელს და თვალებში მიყურებს.ასეთ ემოციურ მაიას პირველად ვხედავ და არ ვიცი რა ვუთხრა.ბოლოს თავს ვუქნევ და თვალს ვარიდებ. *** -თინა,შეგიძლია ჩაი მომიმზადო-თაკო მეძახის ჩვენი საერთო ოთახიდან. -ახლავე. -კი?-ირონიით მეკითხება. -ახლა კი,როცა ასე ხარ.. -ასე ცუდად,არა? -თაკო,რა იცი მასზე? -ვისზე? -რომ დაგეჯახა. -არც არაფერი.ასეთი ცნობისმოყვარე ნუ ხარ-მეძახის და ხითხითებს. -გიხდება ღიმილი-ჩაის ვუდგამ წინ და წამოდგომაში ვეხმარები. -იმედია,ამ ჭირს მალე დავახწევ თავს-საწოლზე მანიშნებს და იცინის. *** სასამართლოზე მიდის ჩემი ოჯახი.სახლში ფუსფუსია,რაც ჩემს ნერვულ სისტემაზე საშინლად მოქმედებს. -მეც მოვდივარ-ვამბობ გადაჭრით და მაიას ვაკვირდები. -აბა,რა-მეძახის თაკო,რომელიც უკვე ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მზადაა. საცაა ნოემბერი მიილევა და უფრო აცივდა.ხეებიც აღარ გვესვრიან ფოთლებს.მხოლოდ ერთი-ორი თუ დაგვეცემა და ესაა. მამაჩემი „ტაქსის“ იძახებს და ყველას გვსვამს.თაკო ჩემს გვერდით ჯდება და ჰორიზონტს უყურებს. „როგორ დაგეჯახა?“-მინდა ვკითხო,მაგრამ მეშინია. „გადადიოდა და დაეჯახა,მაგრამ როგორ?“-საკუთარ თავს ვერ ვუკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას და ვირევი.ფანჯრიდან ვიხედები და ისევ დემეტრე მახსენდება.ვხვდები რა საშინლად უცნაური ყოფილა,როცა გაურკვევლობაში ხარ,როცა საკუთარ ფიქრებსა და გრძნობს ებრძვი. როგორ მინდა არ ვიფიქრო მასზე,მაგრამ არ შემიძლია.გული მელევა და ლამისაა მთლად გაქრეს.ნუთუ ეს შესაძლებელია? ნუთუ სანთელივით დავიღვენთები? მანქანა ჩერდება და გულიც რაღაცას მანიშნებს.ვგრძნობ,რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.მაგრამ რა? ვიცი,მაგრამ არ მინდა ვაღიარო. „განა დევდარიანი მხოლოდ ისაა?“-რაღაც ხმა მესმის.თითქოს ისევ ვცდილობ იმედის ქონას,მაგრამ რატომ? როგორ შემიძლია ეს? იმედი და ასეთი გამოუვალი მდგომარეობა..არა და არა. შემობის კარი იღება.მალე დიდ დარბაზში ვართ,სადაც ყველაფერი უცნაურია.ფილმებში ნახულს არ ჰგავს და ცნობისმოყვარეობისგან თვალებს ვქაჩავ,მაგრამ ამის დრო არაა და ეს ვიცი. -აქ დაჯექი-მანიშნებს მაია და მეც გვერდით ვუჯდები თაკოს. -ყველაფერი კარგად იქნება-ხელს ვკიდებ ჩემს დას და თვალებში ვუყურებ. -მაპატიე-ყურში მჩურჩულებს.მინდა ვკითხო,რა-თქო,მაგრამ იმ წამს ვიღაც გამოდის და ისეთ მზერას გვესვრის,რომ ეს შეუძლებელია. ის მოსამართლე-უცებ ვიაზრებ და განაბული ვუყრებ ჰორიზონტს.ის ახლა უფრო დამძაბველია. დამნაშავეო-მესმის ხმები და ლამისაა გული ამომვარდეს. „ეს დემეტრე..არა,არა..“-ვფიქრობ და ისე ვჯდები,თითქოს განაჩენს ველოდე. უეცრად გონება მებინდება და თავს ძლივს ვიკავებ,რომ გული არ წამივიდეს.ეს ის დევდარიანია,ის დემეტრეა..და ფეხქვეში მიწა მეცლება,უკანსკნელი იმედიც ქრება..ვხვდები,რომ ბოლო მომენტამდე მაინც აქვს ადამიანს იმედი იმისა,რომ შეუძლებელი მოხდება,მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თავის დამშვიდებაა. მის გამომეტყველებაზე ეკალი მაყრის ისე,როგორც არასდროს.არ მესმის ეს როგორ მოხდა და ლამისაა ფეხზე ავდგე და ყველაფერი ვიკითხო,მაგრამ მეშინია,რომ პროფესიდან გამაძევებენ და თავს ვიკავებ,ძლივს,მაგრამ ვიკავებ. დრო გადის,ხან ვინ საუბრობს ხან ვინ,მე კი არაფერი მესმის.ისეთი არაეული ვარ,რომ ლამისაა უფსკრულში გადავიკარგო.ასე ძალიან არასდროს შემშინებია. „ნუთუ ისაა დამნაშავე? ნუთუ დემეტრეა?“-მთელი დრო ეს კითხვები მიტრიალებს.უკვე აღარ ვიცი რის გარშემო ვბრუნავ.მგონი.დედამიწას ავცდი.მარცხენა მხარეს მკერდთან რაღცა მტკივა.ალბათ,გულია,გული,აბა,სხვა რა იქნება. მხოლოდ მაშინ მოვდივარ გონს,როცა ჩემს დას უბარებ. -ერთადერთი თვითმხილველი-ამბობს მოსამართლე და თაკოსკენ იხედება. თაკო მე მიყურებს და შემდეგ დგება.წინ მიიწევს,მაგრამ უკან რჩება,ვხვდები,რომ ეშინია,ამიტომ ვუღიმი და ხელს ვჭიდებ. -შეძლებ-ვეუბნები და ხელს ვუშვებ. მას აფიცებენ,რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვის და მეტ არაფერს.ამ პროცესს მხოლოდ ახლა ვხედავ რეალობაში.ადრე მხოლოდ ფილმებში მენახა და ერთხელ სამოქალაქოს გაკვეთილზე,როცა პოლიციელი გვასწავლიდა მეცხრე კლასში და თვითმხილველებს კითხავდა.მახსოვს,მაშინ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი,თვითმხილველი,მაგრამ ახლა..ახლა ვინ ვარ ისიც კი არ ვიცი ან ვარ რომ საერთოდ რამე. თაკო ამბობს,რომ იმ დღეს სწრაფად მიდიოდა,ხასიათზე ვერ იყო და თან აგვიანდებოდა,არ იხედებოდა გზაზე.ამატებს,რომ მეტ ვერაფერს იტყვის და ფეხზე დგება. შემდეგ დემეტრე საუბრობს.ამბობს,რომ იმ დღეს მანქანის შეჩერება ვერ მოასწრო.დაატორმუზა მაშინ,როცა გვიანი იყო. შემდეგ რაღაც-რაღაცები ხდება.მე არ მესმის და ზედმეტად თავს არ ვიწუხებ.მისი ადვოკატი საუბრობს. მგონი,ჯარიმას აკისრებენ.არაფერი მესმის.მხოლოდ მაშინ ვერკვევი,როცა დემეტრეს მზერა მხვდება.ის უფრო ახლოსაა.მხოლოდ ახლა მამჩნევს.ალბათ,არ იცოდა,რომ თაკო ჩემი და იყო.ეს ყველაფერი მის სახეზე იხატება.ვგრძნობ,რომ ფსიქიკა ენგრევა და უკან იხევს.სახე მთლად წაშლია.მას ხომ შეეძლო ჩემი და მოეკლა. -რა მოხდა?-ვეკითხე თაკოს ისე,თითქოს მეც მასთან არ ვიჯექი. -თავისუფლების მიღმა-მეუბნება თაკო და ჩემს გარშემო ყველაფერი წყდება.უსუსურობას ვგრძნობ. „ჰაერი სადაა?“-ვფიქრობ და თაკოს ვაშტერდები. -წავედით-მეუბნება ჩემი და და ხელს მკიდებს. უბრალოდ მივყვები,მაგრამ გულით ისევ სასამართლოში ვრჩები.თემურიზე ნაწყენი ვარ.ვიცი,რომ მან უჩივლა.თუმცა მაია? მასზეც გაგიჟებული ვარ. -რატომ უჩივლეს?-ვეკითხები თაკოს ჩუმად. -აბა? დაუსჯელი ხომ არ..-აღარ ასრულებს. არაფერს ვამბობს,სახლისკენ მიმავალ გზაზე ერთი სიტყვაც კი არ ისმის ჩემი პირიდან. სახლში მისული საწოლზე ვეგდები და თვალებს ვხუჭავ,ცრემლები თავისით იკვლევენ გზას.აი,რას ნიშნავს ტკივილი. დიახ,მე მტკივა,მტვიკა! არ ვიცი რა მოხდება მერე,მაგრამ ვიცი,რომ ახლა მთლად ვნადგურდები.იმის წარმოდგენაც კი მზარავს,რომ ამდენ ხანს ვერ ვნახავ დემეტრეს. „რამდენ ხანს?“-ეკითხები საკუთარ თავს და უფრო ვინთქმევი ფიქრებში.საქმეც ისაა,რომ არ ვიცი რამდენ ხანს. მგონი,მეძინა.ახლა კი,როცა მეღვიძება,მხოლოდ ცის შეხედვით ვხვდები,რომ ღამეა,მაგრამ რომელ ფაზაშია შესული ეს უკანასკნელი,აზრზე ვერ მოვდივარ. „არც მაინტერესებს..ის..ის..“-თვალებით აღარ ვტირივარ,მაგრამ ჩემ შიგნით მთელი არსება კვდება.ნუთუ გადავრჩები. ცას ვუყურებ და ცრემლი არ მეკარება.ვგრძნობ,რომ ტირილისთვისაც აღარ შემრჩენია ძალა.მიჭირს,მტკივა..აღარ ვიცი რა ვუწოდო საკუთარ მდგომარეობას. ფეხაკრეფით ვდგები და საერთო კომპიუტერს ვრთავ.მეშინია,რომ ვინმე არ გავაღვიძო,მაგრამ მაინც ვბედავ. არ ვიცი,რის გაკეთებას ვაპირებ,მაგრამ ვგრძნობ,რომ ხელები მექავება. ორსაათიანი წვალების შემდეგ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდი მაქვს.ჯერ „ემაიზე“ ვიწვალე და შემდეგ მასთანაც მივედი.ხელები თავისით გამირბის და დემეტრეს ვეძებ.მის გვერდზე მეგობრების გამამხნევებელი პოსტებია,ზოგი რას წერს და ზოგი რას. „ის ხომ მხოლოდ 18-ისაა“-ვფიქრობ და თვალებზე ცრემლი მადგება.ეს უკანასკნელი თავისით პოულობს გზას. დილას კომპიუტერთან მეღვიძება,უფრო სწორედ,კი არ მეღვიძება თაკოს ხმა მაღვიძებს.თვალს ძლივს ვახელს და ზემოთ ვიხედებე.ჭიქით ხელში დგას თაკო და გაკვირვებული მიყურებს. -აქ გეძინა?-პასუხად თავს ვუქნევ და ვშტერდები,როდის მერე იყო,რომ თაკოს ვაინტერესებდი. -თინა,ჩაის დალევ? -არა-თავს ვაქნევ და მაგიდიდან ვდგები. -დარწმუნებული ხარ? გეძინება? -არ ვიცი-ვეუბნები და მთვარეულივით ოთახიდან გავდივარ. *** მეორე დღეს სკოლაში მიწევს წასვლა,მაგრამ არაფერი მაინტერესებს.დუედ მივყვები ცხოვრებას და ვფიქრობ,რომ არაფერი გამოვა. ისე ცუდად ვარ,რომ ის შიშიც კი დამავიწყდა,რომელსაც თაკოს ავადმყოფობისას ვგრძნობდი.მგონია,რომ ცხოვრება დასრულდა.ვერაფრით ვამართლებ იმ ადამიანის აზრს,რომელმაც პირველად თქვა,ცხოვრება გრძელდებაო.მინდა ყველაფერი გავანადგრო,არ ვიცი ემოციები როგორ დავშრიტო *** -სადილი მაგიდაზე-მიღიმის მაია. -თემური სადაა ან თაკო? -თაკო მეგობართან,მამაშენი კი სამსახურში-მეუბნება,მაგრამ არა ბანზე აგდებით,არამედ ისე,როგორც უნდა ესაუბრებოდეს დედა შვილს. -კარგია,შენთან რამე ახალია?-მაგიდასთან ვჯდები და თან დედაჩემს თვალს არ ვაშორებ. -არა. სადილს როცა ვასრულებ,მაია ინტერესით სავსე თვალებით მიყურებს და მეკითხება. -რაღაც უხასიათოდ ხარ ხოლმე-მიკვირს მისი სიტყვები,ადრე ეს ხომ საერთოდ არ აინტერესებდა. -რამე შეიცვალა? ადრე სულ გეკიდე-ოთახიდან გავდივარ.კიდევ კარგი არაფერს მეუბნება,მისი თავი ნადმვილად არ მაქვს. საღამოს თემურიც იმავეს აღნიშნავს,მე კი ცოფებს ვყრი. -თაკო,რა ხდება?-მეცინება და უნებლიეთ მზერა თაკოსკენ მიმაქვს.ის არაფერს ამბობს და ოთახიდან გადის.ჩემი მშობლები არაფრის ახსნას ცდილობენ.არ ვიცი ეს დედაშვილობანა და მამაშვილობა როდემდე გაგრძელდება.ეს ყველაფერი ჩემთვის უცხოა,ისიც კი არ მახსოვს ბოლოს როდის მყავდა ნამდვილი მშბლები,ბოლოს როდის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს. მაგრამ რა დროს ესაა? თავს რაღაც მახსენებს.ეს დემეტრეა. გადავწყვიტე,რომ ის უნდა ვნახო.არ ვიცი როგორ,მაგრამ ვიცი,რომ უნდა ვნახო. „მას ვნახავ“-მთელი დღე სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.უბრალოდ არ შემიძლია გადავერთო რამეზე,როცა დემეტრე სადღაცაა გამოკეტილი.“მას ოჯახიც არ ჰყავს,მაგრამ მეგობრები..მეც მისი მეგობარი ვარ..“-ენაზე კბილი მეჭირება და ფეხზე ვდგები.გეგმები უნდა დავაწყო და რამენაირად ვნახო ის. *** -არ მეგონა თუ.. -ჩუ-ვაჩუმებ დემეტრეს და სახიდან ხელებს ვიშორებ. -თინა,მადლობა. -არაა საჭირო. -რატომ მოხვედი? -როგორ შეგეძლო არაფერი გეთქვა?-ვცდილობ ემოციები დავმალო და მთელი გრძნობები არ გადმოვაფრქვიო.სინამდვილეში,რომ ვიწვები,გრძნობათა კორიანტელი მთუთქავს. -ვწუხვარ.არ ვიცოდი შენი და თუ იყო. -არ მპასუხობდი. -არავისთან არ შემეძლო საუბარი. -სტყუი. -რატომ? -მე ხომ გადაგიშალე გული..-თვალზე ცრემლი მადგება,მაგრამ ვცდილობ,რომ დავაკაკო. -მაპატიე-ხელს ხელზე მკიდებს და ცდილობს თვალი გამისწოროს. -ჩემი მშობლების ბრალია.ვიცი,რომ არ ხარ დამნაშავე. -არა,არაა ასე. -რატომ? -კინაღამ მოვკალი. -არა.ყოველთვის ძლიერი რატომ უნდა მიიჩნიონ დამნაშავედ-თავს ხელებში ვრგავ. -მე არ დავშავებულვარ-მეუბნება და თვალებში მიყურებს. -არა,არა და არა!-ტირილი მიტყდება და ფეხზე ვდგები. -დაჯექი-მშვიდად მეუბნება და თვალებში მიყურებს. -რამდენი ხანი? რამდენი?-ანერვიულებული ხმით ვეუბნები. -სამი-მეუბნება და თავს გვერდზე წევს. -არა,არა,არა-ცრემლები ნიათვარივით მცვივა. -დამშვიდდი,თინა.მადლობ,რომ ჩემზე ზრუნავ,ნერვიულობ. -ეს ჩემი ოჯახის ბრალია,ეზიზღება ისინი. -არა,თინა. -შენ გესმოდა ჩემი,შენ და შენც..-ვეღარ ვაგრძელებ. -არა,თინა..წარსულში რატომ ლაპარაკობ? -დემეტრე,მტკივა. -ნუ ტირი,თორემ უარესად მეტკინება-ხმეუბნება და ცრემლებს ხელის გულებით მწმედს. *** ერთი კვირა გავიდა,რაც დემეტრესთან ვიყავი,მეტჯერ აღარ მივსულვარ და ვცდილობ თავშეკავება ვისწავლო.მინდა შევეჩვიო,რომ მას ვეღარ ვნახავ ხოლმე,მინდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე წარმოვიდგინო,მაგრამ მიჭირს. ეს გრძნობა მანადგურებს.ახლა მკვდარივით ვარ და რა იქნება მერე? იქნებ დრო კურნავს ტკივილს და იქნებ შეჩვევაც არსებობს..არ ვიცი. *** ახალი მოსწავლე,ბარბარე დროდადრო ჩემ მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.არ ვიცი რატომ,მაგრამ მასთან დაახლოება მიჭირს.დემეტრეს გარეშე სამყაროს უფრულად ვხედავ და აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს.თან მეშინია,რომ სკოლაში ისე ისე მომექცევიან,როგორც ადრე,დემეტრე ხომ აღარაა ჩემთან. -ასეთი რატომ ხარ? -როგორი? -ასეთი წყნარი,ჩუმი და რავი. -უბრალოდ ასეთი ვარ-მოკლედ ვპასუხობ და გვერდზე ვიხედები. -ვგრძნობ,რომ რაღაც გტანჯავს. -უბრალოდ ყველაფრის გაგება რთული. -მაინტერესებს,მაგრამ არ გთხოვ მოყოლას.ვინ ვარ რო. -მართალი ხარ-თავს ვუქნევ და ზარიც ირეკება. *** -აღარ მოვალ.ეს ბოლოა-მეორე ვიზიტზე გადაჭრით ვეუბნები დემეტრეს. -თინა,ჰო,ალბათ,ასე სჯობს.. -ასე უფრო გაგვიიოლდება-ვეუბნები და სკამზე ვჯდები. -რა ხდება შენთან? -მშობლები ისე მექცევიან,როგორც არასდროს,მაგრამ მალე დაავიწყდებათ შიში და რავი. -არ ეკითხები რატომ? -არაფერს მეუბნებიან. -მესმის.შენ როგორ ხარ?-ხელს ხელზე მკიდებს და ოდნავ ჩემკენ იწევა. -არ ვიცი,ვარ რა,ძველებურად,მაგრამ.. -აღარ გააგრძელო-ახლოს იწევა,მაგამ წამიერად ძველ პოზიციას უბრუნდება. „ალბათ,კოცნა უნდდოა..“-ამაში „ალბათის“ გარეშეც ვარ დარწმუნებული,მაგრამ მაინც არ ვამბობ გადაჭრით.ვხვდები,რომ ამ აზრის მეშინია. *** მთელი დრო მასზე ვფიქრობ.ვიცი,რომ გამიჭირდება მის გარეშე.მინდა,რომ ყოველ დღე ვნახო ხოლმე,მაგრამ არ შემიძლია..მითხრა,რომ ყველაფერი დასრულდა,ეს სამი წელიც ჩემმა იურისტმა „იჩალიჩაო,“არაფერი გამოდისო-მითხრა,არნაირი ქრთამებიო. გული უფრო მწყდება.არ ვიცი რა ვქნა და საერთოდ აღარაფერი მესმის. ვერაფერს ვააანალიზებ და უბრალოდ ვტირი. *** დრო ჩემი ფიქრებივით დუნედ მიედინება.უკვე არდადეგებია ,დაგვითხოვეს კიდეც.ბარბარემ მითხრა,რომ ის და მისი მეგობრები სოფელში მიდიან და მეც გავყვე.არ მინდოდა,მაგრამ დავთანხმდი.ვიფირე,რომ კარგი იქნება თუ რამეს შევცვლი,თან ამ მდგომარეობაში მეგობარი მჭირდება,ადამიანი,რომელიც გვერდში დამიდგება და ტკივილს ოდნავ მაინც შემიმსუბუქებს,მწარეს,როგორც არასდროს..მინდა,რომ კვლავ გავიღიმო,მაგრამ სად ხარ ღიმილო.ალბათ,დემეტრეს წაყევი თან. წინა დღით ბარგს ვალაგებ და მშობლებს ვაფრთხილებ. -წადი,თინა-შუბლზე მკოცნის მაია და უხერხულად ვუშმუშნები. -გაერთე-მიღიმის თემური,რომელიც თაკოს რაღაცაზე ესაუბრება. -რატომ შეიცვალეთ ასე?-ვეკითხები მათ.ისინი კი ერთმანეთს უყურებენ. -ვინ იცის-მეუბნება თაკო და ფეხზე დგება. -„იცვლებიან განა ადამიანები?“-ვეკითხები საკუთარ თავს და ნაბიჯს ვუჩქარებ. *** -თინა,თინა..-მეხვევა ბარბარე და მანქანისკენ მითითებს. -აუ რამდენი ხართ. თავის მეგობრებს მაცნობს. -ეს თოკოა,ეს თამთა,ეს ანანო,ეს კი გიგა. -სასიამოვნოა-მორიდებით ვეუბნები და მანქანაში ვჯდები.საჭესთან თოკო ჯდება,გვერდით კი თინა მიჯდება და მთელი გზა მელაპარაკება. კახეთში საათ-ნახევარში ჩავდივართ. -ეს ჩემი მამულეთია-მეუბნება ბარბარებ და ხითხითებს. -ეს თქვენი ტრადიციაა?-ვეკითხები და გარემოს ვათვალიერებ. -შევედით ახლა. -რამდენიმე დღეში ახალი წელია-ამბობს გიგა. -დღეს 25-ია-აკონკრეტებს თამთა და ანანოს უყურებს. -კოშკია?-ვეკითხები ბარბარეს. -არა,ლამაზი სახლია-მპასუხობს ღიმილით და დასათვალიერებლად ავყავართ. თანამედროვეთაა ყველაფერი მოწყობილი,გარედან კი სამსართულიანი შენობაა,რომელსაც დიდი გალავანი არტყამს.როი აივანი ლამაზად მოჩანს,ხოლო გვერდით გამჭვირვალე სარკე თანამედროვებას მატებს. -ახალია?-ვეკითხები. -არც ისე,მაგრამ წლები კი ვაშენებდით-ამაყად მპასუხობს და მარნისკენ მივყავარ. -ორი მარანი? -აქ ნაძვის ხეა,ხოლო აქ..ეს დიდია,თავიდან არ იყო და მერე გავაკეთეთ. -აი,რას ნიშნავს კახელობა-ვიღიმი და ყუთს ხელში ვიღებ. -მე წამოვიღებ-ჩემკენ თოკო მოდის და ყუთს მართმევს. -დიდი ნაძვის ხეაო-იღიმის თამთა. -აბა რაო-ბარბარე ხითხითებს-ჩვენ მხიარული გოგონები ვართ-უყურებს მეგობრებს და მერე მე მაცქერდება-ასე არაა? შენც? -აჟიტირებული ხარ. -უხარია ახალი წელი-მეუბნება ანანო და მაგიდას ეყრდნობა. -მიხარი ჰო,ცხოვრება მიხარია..ისე მაგრად ვერთობით ხოლმე-გარეთ გადის და ჰამაკზე წვება. ჩუმად ვარ და მათ საუბარს ვუსმენ,დროდადრო ავხედავ ხოლმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ის ღამეები მახსენდება,როცა დემეტრესთან ერთად დავხეტიალობდი თბილისის ქუჩებში. -ჩაფიქრდი?-მეკითხება ბარბარე და ვშტერდები,კიდევ კარგი,რომ ვიღაცის ხმა ისმის და ავიწყდება რას ამბობდა. -საჭიროს ქაღალდი არაა-თოკო მოდის ჩვენკენ. -აუ რავი,აქ კი არ ვცხოვრობ-ამრეზით უყურებს ბარბარე. -აუ ვინ წავა?-უყურებს გოგონებს და უკან იხევს. -ჩვენ ვერა,ბიჭები წადით-ეძახის ბარბარე და ჰამაკზე მიხმობ. -არ მინდა-თავს ვაქნევ,მაგრამ ის თავისას არ იშლის. -მოდი რა. -კარგი-ბოლოს ვუჯერებ და გვერდზე ვუჯდები. -ასე სჯობს. -ლამაზი ცაა-ცას უყურებს ანანო. -სიბნელეა-გიგა მოდის ჩვენთან და შუქს რთავს. -იქნებ ასე გვინდოდა-ეუბნება ბარბარე და ყურში რაღაცას მჩურჩულებს. -ასე სჯობს-თოკო შემოდის და სკამზე ჯდება. -დეკორაციები ამოალაგეთ?-ანანოს კითხვა ყველასკენაა მომართული. -დეკორაციები?-კითხულობს თოკო. -ჰო,ალხავე წადით და..-ბარბარემ ლამისაა იყვიროს. -ეს ასეთია-მჩურჩულებს თამთა და მეღიმება. *** დილას მამლის ყივილი მაღვიძებს,მაგრამ ეს მამალი ნამდვილი როდის,ეს თოკოა. -მძინარა. -უკვე გათენდა-თავს ვწევ ჰამაკიდან და გაკვირვებული ვაშტერდები გარემოს-აქ მეძინა? -ჰო,ჩაგეძინა და ბარბარემ არ შეაწუხოთო. -მართლა?-მორიდებით ვამბობ და ფეხზე ვდგები. -წამოდი,უკვე საუზმობენ,მანამდე საწოლი ამოირჩიე-უკან მივყები. -ოჰ,გოგოსაც გაუღვიძია-მესმის ბარბარეს ხმა. -გამარჯობათ,ბავშვენო-დაბალ ხმაზე ვესალმები ყველას. -საწოლები საკვარისად არაა-ბარბარე მომყვება და ცდილობს კარგი მასპინძელი იყოს. -არაა პრობლემა-ვაქნევ თავს და ბავშვებს ვუყურებ. -ერთი დივანი და ერთი ატრასი გვაქვს.ამოირჩე,მაინც ახალი ხარ-მიხსნის ვიტარებას ბარბარე. -საძილე ტომარაც-ამატებს თოკო. -ისე საძილე ტომარას ავირჩევ-ვამბობ,რადგან არ მინდა ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა,თან მარტო წოლა მირჩევნია. -რატომ? კარგი რა-უხერულად მიყურებ ბარბარე. -უბრალოდ მარტო მირჩევნია. -კარგი,წამო ვისაუზმოთ-მიყურებს ბარბარე და მიღიმის. *** საღამოს სადრაც ვიკრიბებით და ცეცხლს ვანთებთ. -ახალგაზრდები არავინაა ჩვენ გარდა-მიხსნის ბარბარე და მიღიმის. ყოველთვის მეგონა,რომ ბომბა ვიყავი.დატვირთული უარყოფითი გრძნობებითა და განცდებით მეგონა ავფექდებოდი და ყველას ყველაფერს ჩავუმწარებდი,მაგრამ მათთან ყოფნამ სულ სხვა რამ დამანახა. ვუსმენდი როგორ საუბრობნდნენ ერთმანეთზე,იხსენებდნენ ტკბილ მოგონებბს და იცინოდნენ. -შენ არაფერს იტყვი?-გამომხედა თამთამ და შემდეგ ბარბარეს შეხედა. -რა უნდა ვთქვა,თქვენთან არ მაქვს მოგონება-გავიღიმე და კოცონს გავხედე. -მერე რა.უბრალოდ რამე.თუნდაც რამე შენზე,ჩვენ ხომ არ გიცნობთ. -მიდი რა-მიყურებენ ბავშვები,მე კი არ ვიცი რა ვთქვა და საერთოდ მაქვს თუ არა სათქმელი. -მე უბრალო გოგო ვარ.მყავს მშობლები და და-მორიდებით ვამბობ და არ ვიცი გავნაგრძო თუ არა. -კიდევ?-ბარბარე ინტერესით მიყურებს. -შენც არ იცი. -ის განსხვავებული გოგოა და..-ბარბარეს ენა ებმის. -ჩემი და..-ვიწყებ თაკოზე მოყოლას,მაგრამ დემეტრეზე არაფერს ვამბობ. მათი რექაციები არაა უცნობი. *** გოგონების ოთახში მეღვიძება.ჰო,ჩემი საძილე ტომარა მათ ოთახშია,რა თქმა უნდა. -როგორ გეძინა?-მეკითხება ბარბარე და საწოლიდან იწევა. -მშვენივრად-ვპასუხობ და ფეხზე ვდგები.ღამის პერანგს ვისწორებ და ტანსაცმელს სკამიდან ვიღებ. -შეგიძლია იბანაო,ოღონდ ზემოთ-მეუბნება ბარბარე. -ჰო,დაბლა არაა თბილი წყალი,პირსახოცი გაქვს,ჰო? -კი-თავს ვუქნევ და ჩემი ატრიბუტებით სააბაზანოში შევდივართ.კარები არ იკეტება,ამიტომ მხოლოდ ფარდას ვწევ და თბილი წყლის ქვეშ ვდგები.სასიამოვნო შეგრძნებებით გამოვდივარ გარეთ და ღამის პერანგზე პირსახოცს ვიხვევ,რათა თმამ არ დამასველოს. გამოსულს თოკო მეფეთება და ვკრთები.დაბნევას მამჩნევს და მიღიმის. -შემოსვლა მინდოდა. -ახლა შეგიძლია შეგვიდე-ჩემს ოთახისკენ ვიწევ. -ჩემი ჩუსტებია-მიღიმის და მაწითლებს. -გოგონების ოთახში იყო-სწრაფი ნაბიჯით ვშორდები. -შემოტანა არ დაგავიწყდეს. ვფიქრობ,რომ ისინი შინაურულად მექცევიან,ყველანი უბრალოები და თბილები არიან.მგონი.მეც გავიხსენი მათთან.არ ვიცი იქნება მერე,მაგრამ წამოსვლას ნამდვილად არ ვნანობ. -როგორ ხარ?-დედაჩემი მირეკავს. -კარგად,თქვენ?-ვცდილობ,გკვირვება არ შევიმჩნიო. -კარგად,თაკოს დაელაპარაკები?-ჩემს დას აწოდებს ტელეფონს და ისიც ღმილით მიყვება ახალ ამბაბს/ „რა მოხდა?“-ამაზე ვერც ბარბარეს დაველაპარაკები და ვერც მის რომელიმე მეგობარს,ეს მხოლოდ დემეტრემ იცის და მხოლოდ მას ესმის,ის კი..როგორ მინდა ვნახო,მაგრამ არ შემიძლია. „რამდენ ხანს უნდა ვიფიქრო მასზე?“ -ნაძვის ხეს ვაწყობთ-მესმის ბავშვების ჟრიამული და ოთახიდან გავიდვარ. -ახლავე დაგეხმარებით-ვიხრები და ტოტს ვიღებთ. -ეს დიდია!-იცინის თამთა.ნაძვის ხე მართლაც დიდი გამოდის. *** გოგონები საყიდლებზე მიდიან და მე მტოვებენ,აქაურობის არაფერი გაგეგებაო.თოკოც ჩემთან რჩება.ამბობს,რომ მარტო შემეშინდება,რაც უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს. ჰამაკზე ვჯები და ისიც გვერდით მიჯდება. -აქამდე ყოფილხარ კახეთში?-მეკითხება და მაშტერდება.ვგრძნობ,რომ ჩემთან საუბრის წამოწყებას ცდილობს. -არა-თავს ვაქნევ.ვგრძნობ,რომ მინდა მას თავი დავაღვიო,მაგრამ არ გამომსდის. -ლამაზი ხარ უცნაურად-მიღიმის და ჭიქას სწვდება-შენ არ დალევ?=ალბათ,ცდილობს უხერხულობა გამიფანტოს. -რა არის?-დაბნევით ვეკითხები. -ღვინო არ იცი რა არის?-იცინის და სვამს. -არ ვსვამ-თავს ვაქნევ და ვლოცილობ,რომ გოგონები მალე დაბრუნდნე,თუმცა რა გოგოგონი,უბრალოდ ბავშვები. -როგორი ჩაკეტილი ხარ ნწ-ამბობს და იცინის.მე ფეხზე ვდგები და წასვლას ვაპირებ. -კარგი რა. -რა? -არ ხარ კარგი. -გინდა რამით გავერთოთ? -მაინც?-არ მინდა,რომ ჩაკეტილი გამოვჩნდე და ვცდილობ გონება ავუწყო მის წამოწყებებს. -მაგალითად „მე არასდროს“. -ეგ რაა. -კარგი რა,არ მითხრა რომ არ იცი? -კარგი,ჰო,ვიცი-ვპასუხოვ და ადგილს ვიკავებს,ოღონდ არა მის გვერდით,არამედ მის წინ,სკამზე. -მე არასდროს ვყოფილვარ ჩაკეტილი-ამბობს და გამომწვევად მიყურებს.იძულებული ვარ თითი ჩავსწიო. -მე არასდრო მყვარებია. -რა პრიმიტივიზმია-მეცინება და თითებს თამამად ვაჩვენებ. -არც შენ. -არა-ვპასუხობ. -ახლა შენი ჯერია. -მე არასდროს მქონია ლურჯი ჩუსტები-და მას ეცინება. -ჰაჰაჰაჰ.აი,კიდევ იმას აზუსტებს ეს ფაქტი,რომ ჩაკეტილი ხარ. -კარგი,გაჩერდი-თავი ხელში ამყავს.წყალში გადავეშვი,როცა ბარბარეს წინადადებას დავთანხმდი და ახლა ხელიც უნდა გავამძრიო,რომ არ დავიხრჩო. -მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის-ამბობს და გახევამდე იცინის. -რა გაცინებს?-სითამამე გამოვათავისუფლე.ვცდილო,რომ დღეც უკომპლექსო გავხადო,აღარ მინდა გამახსენდეს,ღამე უკომპლექსოა,ამას ხომ დემეტრეს ვეუბნებოდი.ახლა კი ის ჩემს ცხოვრებაში არსებული გაუშიფრველი წერტილია თუ წერტილები,არ ვიცი. თითებს ისევ ვუჩვენებ და ის ისევ იღიმის. -ღადაობ? -რა იყო? -მიკვირს. -რატომ? -პროსტა კრასავიცა-მის კომპლიმენტზე ვწითლდები. -გინდა რომ..-ენა ებმევა..-სიამოვნებით გავუსინჯავდი ამ მარწყვისერ ტუჩეს გემოს..-ვწითლდები და ფეხზე ვდგები. „ეს უკვე ზემტია!“ კიდევ კარგი კარის ხმა ისმის და ვიღაც შემოდის,თორემ ნამდვილად ავფეთქდებოდი და მერე არ ვიცი რა მოხდებოდა... ეს გიგაა.მგონი,რაღაც დარჩათ ან კიდე გოგოებს ვერ შეეწყო.რა იცი,ზოგჯერ ვიბრიყვებთ ხოლმე ძლიერ სქესს. -რამე მოხდა?-ვცადე კითხვით უხერხულობა დამეფარა,რომელიც ჩემსა და თოკოს შორის სუფევდა.იქნებ ეს არწუხები უფრო გვკვანძავდა და თავისუფლად სუნთქვის უფლებასაც კი გვართმევდა. -რავი დამეზარა-უდარდელად თქვა და ორ ბოძ შორის გაბმულ საქანელაზე დაჯდა. -გამაქანავეთ რა. -აუ კაი რა ტო-თოკომ გადაიხარხარა,წამოდგა,მოტრიალდა წამით,თვალი ჩამიკრა და გამცილდა.არ ვიცი ეს რისი ნიშანი იყო,თუმცა მალევე ამოვიგდე თავიდან.განა ასეთი რა თქვა.იხუმრა,მერე რა.ზედმეტად თავის ტკივილი ნამდვილად არ მჭირდებოდა. -ასეთი ტიპია-თოკოს უეცარ გაქრობას აფასებს გიგა და მიღიმის. -რა ზარმაცი ყოფილხარ. -მხიარული ვარ. -მაგრად გაკლია-მეცინება და ჰამაკზე ვწვები. -იმედია,ჩემმა შტერმა ძმასკაცმა არ გაგანაწყენა. -არა,რა შემატყვე-ვიცინი და ფეხსაცმელს ვიხდი. -სიტყვის მასალად-ფეხს არტყამს ასფალტს და ჰაერში მიჰქრის თავისი საქანელით> -განსხვავებული ხარ-მეცინება მასზე და ფეხზე ვდგები-გაგაქანავებ. -შენ გენაცვალე-გაღიმებული მიყურებს-კარგი გოგო ჩამოუყვანია ბარბარეს. რაღაც სასაცილო ამბებს მიყვება,მერე ანეგდოტებზეც გადადის,ვეუბნები,რომ ჩვენი ერთადერთი ხუმარაა და მადლობას მიხდის. -ჩაი არ დაიმსახურა?-ძაღლის თვალებით მიყურებს. -კარგი-ვუშებ ჟაჭვს ხელს და სახლისკენ მივდივარ.სამზარეულო მესამე საერთულზეა,ამიტომ ზემოთ ავდივარ,მადუღარას ვრთავ და ლოდინის მოლოდინში ტელეფონს დავყურებ.თაკოს მონაწერზე მეღიმება. „მგონი,ეს ხალხი გაგიჟდა!“-მხიარულად ვფიქრობ მშობლებზე და საკუთარი თავის მიკვირს.“აშკარად რაღაც ხდება,ხდებოდა ან მოხდება“-მიჩნდება აზრი,მაგრამ მალევე სხვა რამეზე გადამაქვს ყურადღება. ცოტა ხანში მადუღარას ვრთავ და ჩაის ფერს ვეძებ.ამ დროს ვიღაც შემოდის,ვიხედებიი,ეს თოკოა. -მეც არ დამიმზადებ-სასხვათაშორისოდ ამბობს დასკამზე ჯდება. -კარგი-უბრალოდ ვეუბნები და ჭიქას ვიღებ. -ეგ არაა ჩემი ჭიქა,ეგაა-მითითებს და ირონიულად იცინის.-ალბათ,ვერ დაიმახსოვრებ. -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? -რა ცუდი თვისებაა? -არა-თავს ვაქნევ და საქმეს ვაგრძელებ. -ცოტა რომ მომბაძო არ გაწყენდა.დაბლა ჩავალ და იქ ჩამომიტანე-მის ნათქვამზე მეცინება,მაგრამ არ ვნრაზდები.ნამდვილად არ მაწყობს უარყოფითი დავინახო მასში,ის ხომ ჩემი პატარა ჯგუფის ნაწილია,მგონი,ჯერჯერობით ესეც საკმარისია. რამდენიმე საათს ბაასში ვატარებთ.გიგა გვაცინებს და გვაცინებს.დრო ისე გადის,რომ ვერ ვხვდებით.მგონი,ხმა საერთოდ არავის ამოუღია,გიგა არ ითვლება,ის უბრა;ლო ხუმარაა. -მოვიდნენ-ფეხზე ვდგები და კარებისკენ მივდივარ. -მოვედით-დატვირთულ გოგონებს ცელოფნებს ვართმევ. *** 30-ში გოგონები სამზარეულოში ფუსფუსს ვიწყებთ.ამ დროის განმავლობაში თოკო და გიგა წუწუნებენ.უნდათ,რომ მონაწილეობა რამეში მიიღონ,მაგრამ მათ მხოლოდ ჭამაში შეუძლიათ დახმარება,ეს კი იკრძალება. ენაგადმოგდებულები დადიან უიმედო ძაღლებივით და თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ.მშვენიერ განწყობაზე ვარ.მგონია,რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ახალი წელი იქნება.ცოტას ვნერვიულობ კიდეც,მინდა,რომ ყველაფერი კარგად მოვაწყოთ.როგორც ბარბარემ მითხრა,ახალი წლის ღამეს მეგობრებს ელოდება და,მგონი,საკმაო რაოდენობით უნდა მოვგროვდეთ.ხალხის სიმრავლე ოდნავ მაბნევს,მაგრამ მაინც ვიკრებ ძალას,რათა ყველაფერი შევძლო. ზარის ხმა ისმის და ოთახიდან გავდივარ.ეს დედაჩემია.მეკითხება თუ როგორ ვარ,რა ხდდება ჩემკენ და დროს როგორ ვატარებ.ნაფლეთებად მეშლება გული.თავს ვთოკავ,რომ გადავიტანო ყურადღება და თბილად ვპასუხობ.აღარ ვიცი რა ხდბეა მათ თავს. -ვისთან საუბრობდი?-მეკითხება ბარბარე და წინსაფარს მისწორებ. -დედაჩემი იყო-ვპასუხობ ღიმილით. -აშკარად სხვის ზარს ელოდი. -არა,ვისას-ვიბნევი და ვფიქრდები.მაინც ვისას ველოდი? პასუხს თვითონაც ვერ ვპოულობ და საქმიანობას ვაგრძელებ. ხვალ საღამოს სტუმრები გვეყოლება,ამიტომ გადავწყვიტეთ ყველაფერი დღეს მოვათავოთ,ყველაფერი არა,მაგრამ ძირითად დღე უნდა გავაკეთოთ. საღამოს ყველანი მარანში ვიკრიბებით და მრგვალ მაგიდას ვუსხდებით,თოკოს ჰგონია,რომ ჯოკერი უნდა ვითამაშოთ,მაგრამ იმედები უქარწყლდება,როცა ნიგოზს ხედავს.ვუხსნით,რომ მის დაჭრაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. -ბიჭებმაც?-მხრებს იჩეჩავს და გაკვირვებული გამომეტყველებით გვაკვირდება სათითაოდ. -რა იყო? პაპაჩემიც აკეთებდა-ნიშნისმოგებით ვპასუხობ. -არასდროს გაგიკეთებია?-ბარბარე ტოლს არ მიტოვებს. -ოჰო,მე და სამზარეულო ვერ ვეწყობით-ცდილობს თავი გაიმართლოს. -აუ შეფ-მზარეულებიც რომ კაცები ვართ-ბრიტვას იღებს გიგა და ცდილობ მოგვბაძოს. თოკოს მაინც ვერ ვიყოლიებთ და როგორც თავისუფალი სკამი ისე ზის,მხოლოდ საუბრობს და დროდადრო გვაცინებს. -ხუმარა მაინც მე ვარ-გიგა ალმაცერად უყურებს მას. -აუ აქ რა ვიპოვე,იცით?-თოკო ძმაკაცს ყურადღევას არ აქცევს. -ბებიაჩემმა შეინახა ჩურჩხელები-შეტევაზე გადადის ბარბარე. -უნდა დავაგმოვნოთ? -ჯერ არა. -წადი დეკორაციები შეამოწმე ხომ არ გაფიჭდა-თამარი ასაქმებს თოკოს. *** შუა ღამეს დიდი ხანია,რაც გადაცდა,მაგრამ ისევ ჰამაკში ვარ და ზემოთ ასვლას არ ვჩქარობ.ჩემი საძილე ტომარა მაინც არსად გამექცევა ან იქნებ საერთოდ დაბლა გავატარო ღამე.ისეთი სასიამოვნო ჰაერია,რომ აღწერაც მიჭირს. ყელამდე ვიკრავ „კურტკას“ და ვცდილობ მოვეშვა.ასე თუ ისე ხვალინდელ დღეზე არ ვღელავ. დილას თამთას ხმა მაღვიძებს.მისი ქოთქოთი ნამდვილად არავის მისცემს დაძინების საშუალებას.გარეთ ოდნავ ცივა,პლედს ვიხვევ და მაღლა ავდივარ. განწყობას ვგრძნობ და მიხარია,რომ ამ დღეს მათთან ერთად გავატარებ. მთელი დღე სამზადისში მიდის,სხვანაირად ვერც იქნებოდა.გვინდა,რომ ყველაფერი იდეალურად გამოგვივიდეს. ვგრძნობ,რომ თოკო არ მერიდება.ვხვდები,რომ მომხდარი უბრალოდ მისი ერთ-ერთი სისულელე იყო.მიხარია,რომ ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ,ალბათ,დაძაბულობა მაინც მეტყობა. „დემეტრეს უნახავ პირველ კოცნას?“-დამცინის რაღაც ხმა,მაგრამ მაშინვე ვუგულებელყოფ და ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ,ეს მე არ შემშვენის. რამდენიმე საათში სტუმრებიც მოდიან .ბარბარე მათ მაცნობს და ყველას ვუღიმი,არ მინდა დეპრესიული გოგონას შთაბეწდილება დავტოვო. -რამდენიმე საათიც-ყურში მჩურჩულებს თამარი და კისკისით გადის მეგობრებთან.ძალიან თბილი ხალხია და ვგრძნობ,რომ ჩემზეც გადმოაქვთ თავიანთი განწყობა. დრო მალე გადის,მაგრამ წუთებს მაინც ვითვლით.ბავშვებს ფეიევერკები აქვთ ნაყიდი და ერთი სული აქვთ როდის გამოიყენებენ. -მერე რა რომ სოფელია..-ამბობს გიგა და ხუმრობებს აგრძელებს. საახალწყო სუფრასთან თორმეტი მალე მოდის და ყველანი აღტკინებული განწყობით ვიხედებით ფანჯრისკენ,რომლიდანაც გიგა ფეიევერკებს ისვრის. -ამაღელვებელია-გვიყურებ და გვიღიმის. რამდენიმე წუთში ტელეფონი წკრიალს იწყებს და განზე ვიწევი.მგონია,რომ რომელიმე ოჯახის წევრი მირეკავს და მიკვირს,მიკვირს და თან მიხარია. „ნუთუ ჩემ გამო მოწყდნენ მხიარულობას?“-მიკვირს და ტელეფონის ეკრანს არც ვუყურებ,მაშინვე ვპასუხობ. -გილოცავ.მომეწონატრე და ვეღარ მოვითმინე-ნუთუ ეს დემეტრეა.მას მხოლოდ იშვიათად აძლევენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას.არ მეგონა თუ დამირეკავდა და მაშინვე ვკრთები.ვგრძნობ,რომ სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ და მთელი არსებით ვკანკალებ.ეს ხომ ნამხდილად არ მინდოდა.მიხარი,მიხარია და მინდა ვიყვირო,მაგრამ ხალხს გიჟი ვეგონები.ან იქნებ ეს უბრალოდ მიზეზია. -მეც გილოცევ.გამიხარდა,რომ დამირეკე-ვცდილობ ემოციები მოვთოკო. -ღმერთო,როგორ მაკლიხარ. -მეც-ვიღიმი და სახე მეფაკლება. -ისევ დედაშენია-მესმის ბარბარეს ხმა,მაგრამ იმ ოთახში უკვე აღარ ვარ. -როგორ მინდა ჩემ გვერდით იყო,ახლა და ..-სევდანარევი ხმით ამბობს. -ყველაფერი კარგად იქნება-ვეუბნები იმ ფრაზას,რომლითან ხშირად ვიმშვიდებ ხოლმე საკუთარ თავს. -გეყოფა. -რა?-ვიბნევი და ვგრძნობ,რომ ჰაერი მეკვრის,გარეთ გავდივარ და სიცივე ერთიანად მივლის. -კარგი,უნდა წავიდე. -ასე მალე?-სახტად ვრჩები.არ მინდა,რომ ასე მოხდეს. -ჰო,მომენატრები. -ვიცი. -შენ არა? -რა თქმა უნდა,კი. -კარგი. -მისმინე.გამოდი ციხიდან,შემპირდი,რომ შესძლებ. -შენც იცი,რომ ეს შეუძლებელია. -მაპატიე,ჩემი ბრალია. -არაა. -ისინი ჩემი მშობლები არიან. -მომენატრები,თინა-ტელეფონი ითიშება,მაე კი გული მეწვის.ტირილი მივარდება და ცრემლების მდინარეს ვგრძნობ.არ მინდა წვეულება ჩავშალო,მაგრამ ვერ ვჩერდები.ეზოს ბოლოში გავდივარ და ცრემლებს ვიწმენდ,შემდეგ ვიკუზები და თავს ხელებში ვრგავ.არ მინდა,რომ დემეტრე ვეღარ ვნახო. ვიცი,რომ ეს ჩემი გდაწყვეტილება იყო,მაგრამ არ შემიძლია,რომ მხოლოდ ციხეში ვნახულობე და არ შემეძლოს ვნახო ისე,როგორც მინდა,იყოს ჩემი მეგობარი და იქნებ.ფიქრებს ვწყვეტ და არ მინდა უფრო დავითრგუნო. ცას ვუყურებ და მთვარეს ვხედავ. -ნეტავ გესმოდეს ჩემი..ან იქნებ გესმის კიდეც..-ფეხზე ვდგები და გვერდზე ვიხედები.უეცრად უცნაური ხმა მესმის. -თინა,გეძებდით. -ოჰ-ეს ბარბარეა და სახეზე ნაღველი დამჩნევია. -მე უბრალოდ..-ვეღარ ვაგრძელებ და ინსტინქტურად ვყვები. -კარგი არ გინდა ამის ახსნა,მაგრამ ნამტირალევი ხარ გეტყობა. -დედაჩემი იყო-ვიტყუები და სახეზე წყალს ვისხამ. -კარგი,შემოგვიერთდი. ოთახში შევდივართ და უცბათ ყველაფერი მავიწყდება. -უნდა დალიო-ღვინის ჭიქას ხელში მაჩეჩებს ბარბარე. -ეს ნატურალურია,არა?-ვართმევ და პირთან მიმაქვს,მას კიდევ რამდენიმე ჭიქა მიჰყვება,ვსვამ მანამ,სანამ შემიძლია. -მთვრალი თინა უფრო მომწონს-ბიჭის ხმა მესმის.ეს თოკოა,ალბათ. შემდეგ ვირევით და ვცეკვავთ,დაბლა ჩავდივართ და მუსიკთ მეზობლებსაც ვაყრიებთ,ალბათ.მერე რა ხდება ნაწილობრივ მახსოვს. *** დილას ტახტზე მეღვიძება და ხელში ბოთლი მიჭირავს.მიკვირს და მას მაშინვე ძირს ვდებ,მაგრამ ვიღაც მაინც ამჩნევს და ხარხარებს. -რა იყო?-გვერზე შეუხედავად ვიხედები და თოკო მრჩება. -ახალ ამპლუაში-თვალს მიკრავს და ჭიქას მაწოდებს. -არა,არ შემიძლია-უარს ვეუბნები. -კარგი რა. -არა,შენ დალიე,თუ შეგიძლია-გვერდზე ვტრიალდები და ძილს ვაგრძელებ. დემეტრე მესიზმრება.გაღვიძებულს ბუნდოვნად მახსოვს და დაბლა ჩავდივარ.ბავშვები მაგიდასთან რაღაცა საუბრობენ. -გოზინაყი გინდა?-მიღიმის თოკო და თეფშს მაწოდებს. -მადლობ-ვუღიმი და ბარბარეს გვერდით ვჯდები. მთელი დღე სასიამოვნოდ გადის.საღამოს ბუხართან ვსხდებით და მოგონებების ტრიალიც იწყება.ბედობაც ნელ-ნალა შემოდის და ბარბარე ისევ ამაყობს ნატურალური ღვინით. ჩვენი მეკვლე ისევ გიგაა. -სიხარული და ბედნიერება შემომაქვს-გვიღიმის და ჩურჩხელებს გვირიგებს. -მაშ-თვალს გვიკრავს ბარბარე. *** სასიამოვნო დასვენების შემდეგ სწავლას დავუნრუნდი.ჩემი ოჯახი ისევ აგრძელებდა სითბოობანას,რაც მიკვირდა,მაგრა მიზეზს მაინც ვერ ვიგებდი.თავში მხოლოდ ათასი უაზრო აზრი მომდიოდა. ერთ საღამოს მაიამ მითხრა,რომ რაღაც ნიშვნელოვანზე მესაუბრებოდა და მეც სიხარულით დავთანხმდი.მთელმა ოჯახმა მოიყარა ერთად თავი. თემურის სახეზე მღელვარება დამჩნეოდა,თითებს იმტვრევდა და კვნესდა. -შვილო..-თვალები აწითლებოდა მაიას. -დაიწყეთ,გთხოვ-თაკოს შევხედე,ისიც ვერ იყო ხასიათზე. -რა მოხდა? მაია ტიროდა და ხმას არ იღებდა.დრო და დრო გამოხედავდი ხოლმე არანაიკლებ სევდიან მამაჩემს.მგონი,თვალებით ანიშნებდა,სათქმელი თავად თქვიო. -შვილო,შენ სოფელში აივნიდან გადაგივარდა თაკო..ის ძლივს გადარჩა და მას შემდეგ ჩვენს გულში შენ აღარ იყავი შვილი..-მამაჩემი თვალებში ვერ მიყურებდა. -მაშინ პატარა იყავი..-თაკო ჩაერთო და ხელი ხელზე მომიჭირა. -ღმერთო,ამას როგორ ვიფიქრებდი. -არაფერი გახსოვს,ვიცი..მაშინ ისეთი პატარა იყავი-მაიამ ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. -ახლა ყველაფერი ნათელია,აქამდე უნდ აგეთქვათ. -ნუთუ?-მამაჩემიც ფეხზე წამოდგა. -მესმის თქვენი,მიკვირს და არაფერი მესმის..-ოთახიდან გავედი და თაკოც გამომყვა. -ღმერთო...-აწყლიანებული თვალებით შევხედე მას. -ყველაფერი თავიდან დავიწყოთ-გადამეხვია და ისეთი რამ ვიგრძენი,თითქოს თავიდან დავიბადე. მთელი ღამე თეთრად გავათენე.ვფიქრობდი აწმყოზე,წარსულზე და მომავალიც მიქროდა თავში.ვგრძნობდი,რომ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა ეს ყველაფერი,ეს გრძნობები. *** დილას ადრე ვდგები.ისედაც არ მეძინება.რაღაც მინდა,მინდა რაღაც,რაზეც ორი კვირაა ვამბობ უარს.დემეტრეს ნახვა მინდა,მაგრამ თან არ მინდა,არ მინდა ისევ ვიგრძნო უსუსურობა.მისი ხმა ახალი წლის ღამის მერე არ გამიგია.ასე კი არ შემიძლია.მალე ერთი თვე გავა,რაც არ მინახავს,გული ჩაწყვეტაზე მაქვს. სკოლაში ადრე მივედი.მხოლოდ ბარბარე დამხვდა,ის მიღის და ლოყებს მიკოცნის. -ვიცი,რომ არ გიყვარს,მაგრამ მომენატრე. -დაიკიდე. -რაღაც გაწუხებს,ჰო? -კი-თავს ვუქნევ. -შეგიძლია მესაუბრო. -გაკვეთილების მერე. ექვსივე გაკვეთილი ჩაფიქრებაში გადის.არ ვიცი შევძლებ თუ არა ბარბარეს ყველაფერი მოვუყვე.ძალებს ვიკრებ და ჩანთას ხელს ვკიდებ.ზარი ირეკება თუ არა კლასს ვტოვებთ.ბარბარეს ინტერესი კლავს,ეს ნათელია.მთელი გზა ვერ ისვენებს. ვეუბნები,რომ სადღაც უნდა წავიყვანო და ყველაფერი ვანახო,ის გაკვირვებულია და ვერაფერს ხვდება ან საიდან უნდა მიხვდეს. მთელი გზა თვალებაკრული მიმყავს.“ტაქსიდა“ გადმოვდივარ და როცე ყვალაფერს ვაგვარებ,ისიც მომყვება. სტუმართა მისაღებ ადგილს ვიკავებ და დემეტრეც ჩანს.ნუთუ მინდა ის გავაცნო. თვალებს ვუთავისუფლებ ბარბარეს.მისი სახე გაშტერებულია,ვერაფერში ერკვევა,მაგრამ მალევე ხმას იღებს. -მე ბარბარე ვარ-ხელს უწვდის დემეტრეს. -დემეტრე-უღიმის და მე მიყურებს.ეტყობა,რომ ვერ ხვდება რა ხდება. -ის ჩემი მეგობარია-ბარბარეს სახის გამომეტყველებას ვცდილობ ჩავურღმავდე. -და ის პატიმარია?-სევდიანად მეკითხება ის. -ჰო,გრძელი ამბავია-დემეტრე სევდიანად ამბობს. ვსხდებით და მოულოდნელ უცნაურობას ორივეს ვუყვები,შემდეგ ამას ჩემი დის ინციდენტი მოყვება და ბარბარე ტირილს იწყებს. -რა? ღმერთო..-ჩაბნელებული სახით გამოდის გარეთ,სუფთა ჰაერს მთელი არსებით ისუნთქავს-კიდევ მომიყევი ყველაფერი,დეტალურად,კარგი?-თავს ვუქნევ. *** ვუფიქრდები ჩემს ცხოვრებას და ისევ ვიკეტები შეუცნობელ სივრცეში.აქამდე მიჭირდა,მაგრამ ახლა უფრო მიჭირს.გრძნობები აღმერია ერთმანეთში და არ ვიცი როგორ დავაღწევ თავს მათ ქსელს. მალე ზამთარი მიიწურება და ფიქრები უფრო მიმძიმდება.ისეთი დაძაბული ვარ,რომ თავადაც მიკვირს.მთელ დღეებს ნაღვლიანად ვატარებ,გულს მაინც ვერ ვაჯერებ იმას,რომ დემეტრეს გათავისუფლების იმედი არ არსებობს. მიჭირს იმის აღიარება,რომ მას ვეჯაჭვები და ამის გარეშე ცხოვრება ძალიან მიმძიმს.გრძნობებს ვემონები რაც დრო გადის. საკუთარ თავს დემეტრეს გარეშე ყოფნის უფლებას ვერ ვაძლევ,გული ამის საშუალბაც ხომ ვერასდროს მომცემს.მაქსიმალურად მივდივარ მასთან და მაქსიმალურად ვუყურებ მის თაფლისფერ თვალებს. დრო ისე გადის,რომ აღქმაც კი მიჭირს.მინდა,რომ ვიყვირი,ვიტირო,მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ,რომ ესეც არ შემიძლია. *** -თინა, სულ როგორ უნდა მენატრებოდე-მეუბნება და ხელს ხელზე მკიდებს. -ასეთია ცხოვრება-უიმედოდ ვპასუხობ.ვგრძნობ,რომ,რაც დრო გადის,ეს უკანსკენლი უფრო მიღვივდება. -იმედი,თინა.. -თუ არ შემიძლია..-სევდიანად ვამბობ და განზე ვიხედები. -შეგიძლია? -როგორ? რატომ? შენ ხომ აქ ხარ და კიდევ დიდ ხანს აქ იქნები. -მაგრამ მე მიყვარხარ..-ეს სიტყვები ჩემზე ჯადოსნურად მოქმედებს,ფეხზე ვხტები და ხელებს სახეზე ვიფარებ. -თინა..-ისევ მესმის მისი ხმა და კიდევ უფრო ვკრთები.მგონი,დენი სხეულში ასმაგად მივლის.ერთ ადგილზე ვშეშდები და უკან ვდგავ ორიოდე ნაბიჯს. -თინა,დამშვიდდი. -ჰო-ისევ ვჯდები და მის თვალებს თვალს ვერ ვაშორებ. -მალე გამოვალ,გპირდები-მეუბნება და ამ დროს პოლიციელი შემოდის. -დასრულდა დრო. თავს უემოციოდ ვუქნევ და კარებსკენ მივიწევ.ფეხები ისევ მასთან მრჩება.იქნებ სჯობს,რომ მეც ციხეში ვიყო. *** -ჩემი დაბადების დღეა და უნდა მოხვიდე-მარტი ნელ-ნელა გვეპარება და შუისკენ მიიწევს. -აბა რა-ვუღიმი ბარბარეს. -ისე მოენატრე ჩემს მეგობრებს,თუმცა რა ჩემს,ჩვენს-აზუსტებს და იღიმის. -მოვალ-მოკლედ ვეუბნები. -დემეტრე როგორ არის? -როგორ იქნება. -უნდა წამოგყვე და ახალი კაბ აგაყიდვინო. -კარგი-თავს ვუქნევ.იქნებ სხვა რამეზე ყურადღევის გადატანამ მიშველოს.კიდევ კარგი ბარბარე ვერ ხვდება,რომ უარესად ავირიე.მზად არ ვარ,რომ ვუთხრა დემეტრეს სიტყვები და მერე ჩემი გრძნობები,რომელიც მკერდს მიღრღნის. საღამოს რაღაც ხმაურიან ადგილას მივდივართ.ერთი სიტყვით,კლუბში.აქ ყველაფერი ისეთია,რომ დაგავიწყებს რეალობას. ბარბარე სანთლებს აქრობს და ისტერიულად იცინის.ასეთი ადგილები ჩემთვის ნამდვილად არაა,მაგრამ სასმელი თავისას შვრება. გალეშილი ხელებს ვიქნევ და ვერაფერს ვგრძნობ.ამდენი არ უნდა დამელია ვიცი,მაგრამ ზოგჯერ ისე ვკარგავ კონტროლს,რომ ერთს ერთი მოჰყვება..ვიცი რას ვაკეთებ,მაგრამ მაინც ვაკეთებ.არ ვიცი ხოლმე რატომ,მაგრამ ზოგჯერ ისეთი ნაგავი ვარ,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,რომ მინდა საკუთარი თავი მოვკლა. ტელეფონზე ვიღაც მირეკავს,მაგრამ არ ვპასუხობ ან მესმის რო.ხელებს უფრო მაღლა ვწერ და უბრალოდ ვირხევი.ნეტავ ასე უბრალოდ ხდებოდეს ყველაფერი,ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი.უბრალოდ ზოგჯერ არ ვიცი,არაფერი,ვერავის ვხედავ. ბავშვებს ძალიან მოვნატრებულვარ და ყველამ ჩამკოცნა,ერთი თოკო არ მოიწია ახლოს,მხოლოდ შორიდან მიყურებდა და მიღიმოდა.არ ვიცი ეს რას ნიშნავს,მაგრამ ახლა მიყურებს და თვალებით მჭამს.აას შორიდანაც კი ვგრძნობ. -ჰეი,ლამაზო-მიახლოვდება.ის მთვრალი არაა ან იქნებ არის,არ ვიცი,მაგრამ ეს არ მაინტერესებს. -ჰეი,თოკ.ნუთუ არ მოგენატრე? -მთვრალო გოგონა. -ჰაჰაჰჰა-ისტერიული სიცილი მივარდება. -ვიცეკვოთ ჰაჰა?-ირონიულად მეკითხება.- -არაა პრობლეა-ვპასუხობ და მის მხარზე ხელს ვასრიალებ. -ლამაზი ხარ და ძალიან „ზე“ სექსუალური-ყურში მჩურჩულებს და მიკრავს,მის სხეულს ვგრძნობ,მისი დაძაბული გულის ცემაც მესმის.ამას ბიჭი პირველად მეუბნება და ლოყები სასიამოვნოდ მიწითლდება ან იქნებ არაა ასე.ვიცი,რომ მთვრალი ვარ,სხა დროს ამის გამო სილას გავაწნავდი.დიახ,ვიცი,რომ მთვრალი ვარ,მაგრამ მაინც ვიქცევი ასე.ხომ ვთქვი,რომ უკანასკნელი დონის ნაგვად ვიქცევი ხოლმე ზოგჯერ. -მიზიდავ-ვჩურჩულებ და სხეული მიბორგავს. -მეც,ძალიან.იცი,რა მინდა ახლა?-არ ვიცი მთვრალია თუ არა ან რატომ უნდა გავარკვიო.გონება მებნევა,ის მიზიდავს და რა მიშლის ხელს.მე ხომ ძალიან მინდა მისი ძლიერი სხეული ვიგრძნო,თანაც ახლავე და არა ისე,როგორც ახლა,არამედ სულ სხვანაირად.სისხლი მაწვება,მინდა,რომ ახლავე სხვაგან წავიდეთ.იმედს ვიტოვებ,რომ ის მეტყვის. -რა გინდა?=პაუზის შემდეგ ვეკითხები და თვალს ვაშორებ,თუმცა სულ სხვა რამის გამო.იმ მომენტსა და იმ ვითარებაში არაფრის მერიდება.რაც არ უნდა იყოს,მე ხომ მთვრალი ვარ,თან ისე,როგორც არასდროს.განაწყენებული მთრალი ვარ,ასეთი კი არასდროს ვყოფილვარ.ნუთუ ასე ვექცევი ჭრილობებს? არა,დემეტრე ვერ დაბრუნდება,სამი წელი ბევრია,ციხეში ვიზიტები რად მინდა,კოცნასაც კი ვერ შევძლებთ და გინდ მაკოცოს,ეგეთი ურომანტიკო და მოწყვეტილი კოცნა რად მინდა.არა,მე მაქსიმალისტი ვარ. არ ვიცი რას ვაკეთებ და ვარ თუ არა საკუთარ სურვილებსა და განცდებში გარკვეული,მაგრამ მაინც ვაკეთებ. „დაიკიდე ცხოვრება ისე,როგორც ის გიკიდებს შენ“-მელოდიურად ვიმეორებ და პასუხს ველოდები. -მინდა,რომ ტანსაცმელი შემოგახიო,თანაც აქ. -ვერ მოგართვი,აქ ხალხია-გაუთვიცნობიერებლად ვამბობ და მაცდურად ვიღიმი. -ანუ შენც გინდა? -ჰმ..-ტუჩებს ვპრუწავ. -მეც მთვრალი ვარ ანუ თანაბრად ვართ-იცინის. -მე არ ვარ-ვეუბნები,მაგრამ რატომ არ ვიცი. -ჰაჰჰა..გიჟი არასდროს აღიარებს,რომ გიჟია,აშკარად მთვრალი ხარ. -ჰჰაჰაჰა-ვიცინი და მხარზე ვეყრდნობი. -რომელი საათია იცი? -ხალხი იშლება. -წავედით-ხელს მკიდებს და აბარბაცებულს გულზე მიკრავს-მიზიდავ და მაგიჟებ.იცი,რა მინდა შენი გაცნობის დღიდან?-ამ კითხვის მერე ბინძურ რაღაცებს მჩურჩულებს და მანქანისკენ მიმათრევს. -უხეში უფრო მევასები-გამომწვევად ვეუბნები. -ანუ? -რა ანუ? წავედით სწრაფად. -და სად მიეჩქარება ახალგაზრდა ქალბატონს? -არ ვიცი.იქ სადაც,შენ.ალბათ-თვალებს ვაფახუნებ და ჩანთან უკანა სკამზე ვისვრი. -ეს უკვე მომწონს-იცინის კმაყოფილად და მანქანას ადგილიდან წყვეტს.ვშორდებით კლუბსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. -სად ვართ? -უკვე მოვედით.მარტო ვარ-მანქანიდან გადმოსვლაში მეხმარება და კარებს აჯახუნებს.-ლიფტი ფასიანია,ხუთთეთრიანი არ გაქვს?-მეკითხება,მაგრამ ჩანთა სად ვისროლე ისიც კი არ მახსოვს. -ჩანთაში-ბოლოს ვპასუხობ და კისერზე ვეკიდები-არ გამიშვა. -კარგი,ლამაზო-ამბობს ჩვეულად.-ასეთი უფრო მევასები. -მეც. სახლის კარს აღებს და დივანზე მსვამს. -ახლა ყავა გაასწორებდა-ამბობს და მოსაცმელს მხდის. -ყავა?-მხრებს ვიჩეჩავ-რამე ძლიერი სჯობს. -ოჰო.ნუთუ კიდე გინდა მოგეიდოს?-ეცინება და მაცივრიდან რაღაც გამოაქვს. -მადა ჭამაში მოდისო იცი,ჰო?-ლუდის ბოთლს ვართმევ და პირდაპირ პირისკენ მიმაქვს.აშკარად რაღაც მჭირს და ამას რაღაც გქვია,რაღაც შეუცნობელი და უცნაური რამ. -მოდი აქ,ჩემო გიჟო-დივანს ასკდება და ჩემს ტუჩებთან მოდის-წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -რისი? -ეს თანხმობაა-ხელებსწელზე მკიდებს და ბუმბულივით მიტაცებს ხელში-საკაიფო საძინებელი მაქვს. -გაასწორ-ვეღარ ვასრულებ,რადგამ მისი ტუჩების სიმხურვალე ვგრძნობ კისერზე,შემდეგ სახეზე და ბოლოს ტუჩებზე.ვერც ვაცნობიერებ,რომ ეს ჩემი პირველი კონცა იყო.კისერზე ვხვევ ხელებს და ხარბად ვკოცნი. -დაგევასა არა?-მეკითხება და კაბას ერთიანად მხდის. -ახლა ჩემი ჯერია?-მისი შარვლის ქამარს ვეჭიდები. -ოჰო ლუდმაც იმოქმედა-ეტყობდა,რომ აღგზნებულია.მისი ხმა მაგიჟებს-„ენ“ ხარისხში მიზიდავ. -ოჰო ხარისხებიც იცი-მეცინება. დილას მის მკერდზე ვიძინებ.წინანდელი ღამე ხარისხების მერე ბინდოვნად მახსოვს,რადგან ისეთი აბურდული ვიყავი,რომ არც კი ვიცი.მიჭირს გრძნობების აღწერა მიჭირს და კმაყოფილად ვიღიმი. -გაიღვიძა დედოფალმა?-მკოცნის და ხელს მკერდზე მადებს. -მიზიდავ-ფეხზე ვდგები და ფანჯრიდან ვიხედები. -რამეს ნანობ? -რა უნდა ვიანანო,მაგრად გაასწორა-მხრებში ვსწორდები და შემდეგ უსიამოვნოდ ვიშმუშნები-გული მერევა. -ტუალეტში,აქ არა-ტვირის და ხელით მიმაქანებს საპირფარეშოსკენ. *** ღამის ორი საათია,როცა ფეხზე ვდგები და ვცდილობ გამოვერკვიო.თოკოს ძინავს,ალბათ,ზემდმეტმა სიამოვნებამ დაღალა.მთელი დღეა გარეთ არ გაგვიხედავს.ერთი სიტყვით ამ სამყაროს მოწყვეტილნი ვართ. თუმცა ცოტაც და რეალობა ჩნდება.ვგრძნობ,რომ უბრალოდ არ გამოდის არაფერი,რადგან ეს ცხოვრებაა.ტელეფონს ვუყურებ და სამი ხდება ანუ დიდი ხანია,რაც შუაღამეს გადაცდა.სარკეში ვიხედები და ვხედავ არა თინას,არამედ სხვა გოგონას,გოგონას,რომელიც ავარდნილია და მხოლოდ სურვილებს ემორჩილება,გოგონას,რომელმაც თავისუფლება დაკარგა,რადგან აუხდენელმა ოცნებამ და,კერძოდ,სიყვარულმა ზურგი აქცია.იქნებ ეს თავისდა უნებურად მოხდა,მაგრამ რა ვიცი. ვგრძნობ,რომ გულ რაღაც უცნაური შეგრძნება ნაწილ-ნაწილ მგლეჯს. „დემეტრე“-მახსენდება მისი სახელი და გონება მეხსნება.“რა გავაკეთე? რა გავაკეთე?“-ვეკითხები საკუთარ თავს-„რა გავატარე? რამდეჯერ?“-თითქოს ამ უკასკნელი კითხვით რაიმედ შემსუბუქებას ვცდილობ. წარმოვიდგენ გონებაში,რაც მოხდა და ვყვირი. -ნაგავი ვარ,ნაგავი,მოსაკლავი ძუკნა,გარყვნილი დედაკაცი-ალბათ,მეზობლებსაც ესმის,რადგან ძილისგუდა თოკოს ეღვიძება და უსიამოვნოდ იხრება ჩემკენ. -მომშორდი. -რა მოხდა? -საღ გონებაზე ვარ,ნაბი*ვარო. -რა გჭირს? ეს შენც გინდოდ-მეუბნება და სახის გამომეტყველება ეცვლება.აღარ შემიძლია ამა გავუძლო,ტანსაცმელს ვიცვამ და კარებს ვაჯახუნებ. -ჩანთა გრჩება-მისი უდარდელი ხმა მესმის,მაგრამ უკან მიბრუნებას აღარ ვაპირებ.მთავარია ტელეფონი თან მაქვს.ვუყურებ და ვხედავ,რომ უამრავი ზარი გამომიტოვებია,ვგიჟდები და თავი ხელში ვერ ამყავს.ნამდვილად არ ვაპირებ მაიას დავურეკო,მისი თავი არ მაქვს. ახლომდებარე ბარში ვჯდები,კიდევ კარგი 24 საათს მუშაობს. -რამეს შეუკვეთავთ?-მეკითხება ბარმენი,მაგრამ ცხვირს ვიბზუებ. -არა-უბრალოდ ვჯდები და ხელებში თავს ვრგავ.ამას საკუთარ თავს ვერვაპატიებ. დილას უფრო უარესად ვგრძნობ თავს.საკუთარი შეცდომა მესმის და მინდა თავი მოვიკლა,მაგრამ იქნებ ეს რთულია.არაა ასე? ან იქნებ არ მინდა? არ ვიცი.არაფერი არ ვიცი. *** ქუჩაში დავეხეტბი უიმედოდ,არ ვიცი რას ან ვის ველოდები.ბარბარეს სახელს ვხედავ ტელეფონის ეკრანზე და უფრო ვირევი. -ჰო-წამიერად მიმაქვს ტელეფონი ყურთან. -ჰო,არა ისა.სად იყავი? მთელი ღამეა დედაშენი დაკავშირებას ცდილობს. -მეგობათან დავრჩი-ვეუბნები და პირზე ხელს ვიფარებ.საკუთარი დანაშაულის გაშუქება არ მინდა,ჯერ ისევ საკუთარი თავი კოშმარულ ტანჯვაში მგონია.მე ხომ ის ადამიანი ვარ,რომელიც სისულელით მეორე სისულელის გადაფარვას ლამობს.სუსტი ვარ,უსუსური ძუკნა. იქნებ სჯობს,რომ ყველას ვუთხრა,რაც გავაკეთე.იქნებ უფრო გამიიოლდება ეს ყველაფერი,როცა მხოლოდ მე არ ვიქნები საკუთარი თავის მსაჯული. -მამაშენი ცუდად იყო და გირეკავდნენ. -რას ამბობ?-ერთიანად ვშინდები. -ჰო და შენ არ იღებდი. -მთვრალი ვიყავი და ტელეფონი სადღაც მიმეგდო. -კარგი,მოდი,საავადმყოფოში,მისამართს გამოგიგზავნი-ანერვიულებული ხმით მეუბნება და თიშავს. *** -მაპატიე,არ მინდოდა,რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო-ის თვალებს ხუჭავს,მე კი ვტირი და ვტირი. -მას ინფარქტი ჰქონდა-ამბობს ექიმი და პალატიდან გადის. -ამის დედაც,არა,არა.ეს შეუძლებელია-ვყვირი და სახეზე ხელებს ვიფარებ.იქნებ ეს სირაქლემას პოზიციაა,იქნებ ვემალები ვინმეს ან რამეს? თუმცა რა? მე ხომ რეალობის მეშინია. „მოვა ვარ,სურვილების მონა.მამა მიკვდებოდა მე კი...დემეტრე იქ იყო,მე კი...მორჩა,ყველაფერი დასრულდა... *** მამაჩემი გუშინწინ დაკრძალეს,მე კი ისე ბის მძორი კისერზე და თბილისის ქუჩებში დავიარე. ნუთუ შევეგუე? არ ვიცი,მაგრამ იქნებ ყველა ეგუება ყველაფერ.. „გრძნობების გარდა...“-ჩემი რაღაც ნაწილი ისევ მახსენებს თავს და უარესად ვხდები. „უკომპლექსო ღამე,არა? უკომპლექსო მე,არა? არა და არა..უკომპლექსო ცხოვრება,არა? ყველაფერი უბრალოდ და „ლაითად“,არა?“-ფრჩხილებით სახეს ვიაკწრავ,მაგრამ არ გამომდის,ისინი საკმარისად გრძელი ნამდვილად არაა. საწოლთან მივდივარ და გულაღმა ვწვები,აღარ ვიცი რა ვიფიქრო. „რა მოხდა? ის ღამე..“-ვცდილობ თავიდან აღვიქვა ყველაფერი,მაგრამ იმ ღამის გახსენება აღარ შემიძლია.განადგურებული ვარ,მეტიც უიმედოც ვარ და იქნებ აპათიასაც კი ვუახლოვდები? ვინ იცის..იქნებ ასეა.. ტელეფონის ხმა მესმის,მაგრამ არ ვიღებ.არავის ნახვა არ მინდა. ვგრძნობ,რომ ასეთი ჩაკეტილი და გულდახურული არასდროს ვყოფილვარ..ასეთი უბედურიც და არც ასეთი ნაგავიც.ამ უკანასკნელს საკუთარ თავს ყოველ დღე ვეძახი და იქნებ ყოველ წამსაც.. „ნაგავი ვარ,ნაგავი,ძუკნა..“-ისევ ვფიქრობ და თვალი მეხუჭება. *** მხოლოდ მეორე საღამოს ვამოწმებ ტელეფონს და ვხედავ,რომ ციხიდან არის შემოსული ზარი.ისევ მიათკეცდება ტანჯვა და საკუთარი თავის სიძულვილი,მთელი არსებით ვტირი.ჩემს ოჯახში ჰგონიათ,რომ მხოლოდ მამის გამო ვარ ასე,ა იციან ჩემში როგორი ქარბორბალა ტრიალებს.განადგურებული ისევ ვაგრძელებ ტირილს. -დე..მე ვარ-მაიას ხმა მესმის და ფეხზე ვდგები. -მერე,კარგი?-საწყალი ხმით ვეუბნები და ისევ საწოლზე ვეხეთქები. -კარგი-მპასუხობს და კარებს შორდება. *** ერთ კვირის ასე ვატარებ.ერთი წამითაც არ ვფიქრობ,რომ რაიმის შეცვლა შესაძლებელია. -ჰეი,შემოვალ-ბარბარეს ხმა მესმის.მას სხვა ბავშვებიც მოუყვანია და ჩემამდე მოღწევას ცდილობ. ოთახში გიგა,თამთა,ბარბარე და თამარი შემოდიან. -აქაა-მესმის თაკოს ხმა. -როგორ ხარ?-მკოცნიან და უკან იხევიან. -არ ვიკბინები-ვამბობ,ვცდილობ უხერხულობა განვმუხტო-მაგრამ იქნებ ბომბა ვარ-ჩემივე ნათქვამზე მეცინება. -უნდა გამეცადინო-მეუბნება ბარბარე სერიოზული ხმით. -ეგ მერე-გიგა ერთვება ჩვენს საუბარში. -ჯერ უნდა..-ენა ებმით თამთასა და თამარს. -იქნებ ქალაქგარეთ წავსულიყავით?-თაკო შემოდის ოთახში-კარგად იმოქმედებდა ჩვენზე. -არა და არა-სწრაფად ვპასუხობ ჩემს დას. -მაშინ უბრალოდ ფილმს ვუყუროთ,სახლიდნა გასვლის გარეშე-ბარბარე დათმობაზე მოდის. -ჰაჰა კარგი-ძალაუნებურად ვპასუხობ. -თოკო არ ჩანს ხოლმე ამ ბოლო დროს-ამბობს გიგა,რომელიც თოკოსთან ბავშვობიდან ძმაკაცობს. -არა,ჰო?-ბარბარე კითხულობს და თან ფილმს ეძებს. -არა,არ ვიცი რა სჭირს.არც მესაუბრება,არ მცალიაო. -ჰაჰაჰა-თამთა ხითხითებ და გვერდზე მჯდომ თამარს უყურებს. -მეც ვუყურებ-შემოდის თაკო და გიგას გვერდით უსკუპდება. **** დილას თავს უკეთ ვგრძნობ.ფეხზე ვდგები და საათს ვუყურებ,შემდეგ გარემოს ვაკვირდები.მხოლოდ ახლა მახსენდება,რომ ბავშვები დიდი ხნის წასულები არიან. „დავკარგე ყველაფერი..“-ძველებურად ვიწყებ დღეს-„შევრცხვი,გავირყვენი,ძკნა გავხდი,დავკარგე მამა და..და ყველაფერი უარესი.ახლა ვერც დემეტრეს შევხედავ თვალებში და არც არავინ მიმიღებს და გინდ მიმიღოს,მე არ სემეძლება ეს..ნუთუ აქ დეაესა ყველაფერს წერტილი,ნუთუ იმ ღამეს დასრულდა ყველაფერი? იმ უკომპლექსოსა და საზიზღარ ღამეს?“-ალბათ,კიდევ დიდ ხანს ვიფიქრედი რომ არა ბარბარე,რომელიც ჩემს ლოგინიდან გამოძვრა. -მარტო კი არ დაგტოვებდი,ჩაფიქრებულო-ფეხხე დგება და მიყურებს. -ოჰ,ბაბი. -ჩაის ავადუღებ-ოთახს ტოვებს და მეც მივყვები. *** სკოლიდა ვბრუნდებით მე და ბარბარე.უკვე მაისია და საცაა ზაფხულიც დადგება,მაგრამ არ მიხარია,რაც დრო გადის,უფრო მიშავდება ფიქრები. „იქნებ დრო სულაც არაა მკურნალი,იქნებ ის ყველაფრის გამმძაფრებელია..“-მეფიქრება და ქუჩას ვჭრი. -მოდი,სადმე კაფეში დავსხდეთ,რაღაცაზე უნდა გესაუბრო. -არ მცალია-ნაბიჯს ვუჩქარებ.ნამდვილად არ შემიძლია მისი საუბრის მოსმენა.ვიცი,რომ ისევ დარიგებას დავიწყებს,ისევ ფილოსოფიას..მე კი ამდენი რამ არ შემიძლია,ისედაც ლამისაა გამისკდეს გული და მასში არსებულმმა ტკივილმა ფერფლად მაქციოს...რა ვიცი იქნებ ასე უკეთ იყოს,მაგრამ მაინც ვერიდები.მეშინია,მე ხომ დიდი ძუკნა ვარ. -დემეტრემ დამირეკა და. -საიდან შენი ნომერი?-წარბებს ზემოთ ვსწევ და ჩემს გონებაში სინემატოგრაფიულად ჩნდება და ქრება თითოეული გამოტივებული ზარის დანახვის დროს მისი გამომეტყველება. -არ ვიცი,მაგრამ მითხრა,რომ შენ არ პასუხობ.მოკლედ,შენთან დაკავშირება უნდა. -მამაჩემზე უთხარი? -კი და ამით ახსნა შენი.. -გასაგებია-კუშტად ვეუბნები და ზურგს ვაქცევ-წავედი. -კარგი,სულ ეს იყო. მთელ დღეს ტირილსა და დამთრგუნველ ფიქრში ვატარებ,მხოლოდ ღამით ვიწყებ აზროვნებას,რადგან მახსენდება,რომ მეორე დღეს დედაჩემის დაბადების დღეა.თაკომ მითხრა,რომ ტორტს იყიდის და მეც დავეხმარო სიუპრიზის გაკეთებაში. უარი ვერ ვუთხარი და ახლაც ვდგები. -თაკო-ვეძახი ჩემს დას. -მალე იქნება 12-მეუბნება და მადლობის ნიშნად თვალს მიკრავს. *** დღეს ბარბარესთან ავედი.ერთად უნდა გვემეცადინა,მაგრამ მოულოდნელმა სტუმრებმა ხელი შეგვიშალეს. -თოკოც მოვიდა-გიგას მხიარულ ხმაზე გული პირველად ჩამწყდა.ნუთუ ისევ უნდა გამახსენდეს მთელი ტკივილი და მთელი ტანჯვა. -მარტო ხარ?-ისევ ნაცნობი ხმა. -არაა,თინაც აქაა. -თინა? -ჰო,თინა. ის თოკოს ხმაა,ვცნობ. -რას შვრება? როგორაა?-კითხულობს თოკო.ვღიზიანდები,მაგრამ მასთან რა მინდა.ეს მე ვარ,ვინც ასეთი იდიოტი ძუკნაა. -შენ თვითონ ჰკითხე-ჩემთან შემოჰყავს ბარბარეს ბიჭები. -როგორ ხარ,თინა?-გიგა ისევ მხიარულად მეკითხება. -კარგად.შენ?-ვპასუხობ. -შემოდი შენც-ეძახის თოკოს,რომელიც კარებს მიღმა დგას.ის მხოლოდ ახლა დავინახე.ნუთუ უნდა,რომ რამე მითხრას? თუმცა რა არის რო სათქმელი. -როგორ ხარ?-მეკითხება დაბნეულად. -კაგრად-უემოციოდ ვპასუხობ. იმ დღეს საკმაო დროს ერთად ვატარებთ.ფილმის სანახავად მივდივართ და გოგონებიც გვიერთდებიან.პარასკევია და თავს გართობის საშუალებას ვაძლევთ. გვიანობამდე დავხეტიალობთ ქუჩებში,მაგრამ ეს სულ არ მამშვიდებს.ეს ყველაფერი იმ დღეებსა და ღამეებს მახსენებს,როცა მე და დემეტრე ყოველგვარი ბინძური ქმედებების გარეშე ვსეირნობდით და ათას სასიამოვნო რამეზე ვსაუბრობდით. „და რა ხდება ახლა?“-ვეკითხები საკუთარ თავს და ვცდილობ ცას არ ავხედო,ვაითუ,მთვარე გამოჩნდეს და ის გამახსენდეს,თუმცა რა აზრი აქვს,უკვე მაინც ყველაფერი დამსხვრეულია,ძირს დაცემულ ჭურჭელს ვეღარ აღვადგენთ,შესაძლოა დავაწებოთ,მაგრამ მაინც ვერა,მას უწინდელი შესახედაობა აღარ ექნება.აი,სწორედ ასეა რამდენიმე რამ.ამ ცხოვრებაში ვერ აღდგება სახელი,პატიოსნება და გრძნობები..სხვა ყველაფერს ეშველება,მაგრამ ამ სამ რამეს არა. „არა და არა!“-გადაჭრილად გავიფიქრე და ბარბარეს დავეყრდენი. -რა საყვარელი ხარ-მისი ხმა მესმის და მეცინება,მან ხომ არ იცის როგორი ძუკნა ვარ. -გაგაცილებ? მანქანით ვარ-მეუბნება თოკო. -არაა საჭირო. -ახლა გვიანია-მეუბენბა ბარბარე და მანქანაში ჯდება-ჩაჯექი-ჯერ ბარბარეს აბინავებს და შემდეგ მე,მისი სახლი ხომ ჩემამდეა. -ჩემთან საუბარი გინდოდა,არა?-შეტევაზე გადავდივარ. -ჰო,საიდან მიხვდი? -უბრალოდ არაფერია სათქმელი. -რატომ? -რატომ და მხოლოდ დებილები და მხოლოდ ძუკნები იქცევიან ასე.მე უბრალოდ..-ენაზე მეკბინა,მეტიც თქმა არც მინდოდა. -მეც მთვრალი ვიყავი,მაგრამ ის ღამე საოცრება იყო. -არ ახსენო-ტირილი ამიტყდა და სახეზე ხელები ავიფარე.ალბათ,მეგონა,რომ ასე ცრემლებს დავფარავდი. მანქანა გააჩერა,მაგრამ არაფერი უთქვამს.გადმოვედი და ბინისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი. *** დრო სწრაფია,მაგრამ საათის ისარი უსწრაფესი..ცეცხლი აალებადია,მაგრამ გრძნობები არა,ცეცხლი ქრება,მაგრამ ტკივილი არ მიდის.ზოგჯერ ყველაფერი ისეთი მუქია,რომ გამოსავალსაც კი ვერ ვხედავთ.მეც ასე ვარ,საიდან არის გამოსსასვლელი არ ვიცი და იქნებ ვერც ვერაასდროს მეცოდინება. საკუთარი მძულს და მგონი ვკვდები,მგონია,რომ ნაწილებად ვიშლები.სუსარგებო ძუკნად აღვიქვამ ყველაფერს და არ ვიცი საკუთარ თავს რა მოვუხერხო.არ ვიცი ამდენ ხანს ასე როგორ უნდა ვიცხოვრო. ალბათ,მჭირდება ვინმეს ვუთხრა,მაგრამ არ ვიცი ამისთვის თუ ვარ მზად და ან საერთოდ თუ ვიქნები.როგორ ვუთხრა ბარბარეს,თოკო ხომ მისი მეგობარია. *** „რაც იქნება იქნება“-გავიფიქრე ერთ კვირა დღეს და ბარბარეს დილაუთენია დავადექი თავზე. -გოგო,არ გელოდი-გაკვირვებული ჭყიტავს თვალებს. -რაღაც უნდა გითხრა.საუკუნეა,რაც მაწევს,ვიცი,რომ ამით გულს ლოდს ვერ განვაშორებ,მარგამ.. -რა პათეტიკური ხარ,მოდი აქ-მეხუტება და მისი სითბო ჩემზე გადმოდის.ნუთუ შემიძლია იმედები გავუცრუო,მაგრამ ეს ხომ რეალობაში მოხდა.რაც უნდა იყოს,იმედები აღარ არსებოსბ,ეს ყველაფერი ილუზიაა.დაე,აეხადოს ყველაფერს ფარდა,აეხადოს დღესვე. -ამის მერე შემიძულებ-დამფრთხალი ვდგავარ და დაქალს თვალს ვერ ვუსწორებ. -კარგი რა-აგდებით ამბობს და საწოლზე ძრება-ამოდი. -ასე სასაუბრო თემა არაა. -კარგი-სერიოზულად ეღიმება და სკამზე ჯდება. ყველაფერს ვუყვები და ის თავს კარგავს.განადგურებულია და არაფრის თავი აღარ აქვს.მის თვალებში მხოლოდ ტკივილს ვკითხულობ და მხოლოდ ტკივილს. -ღმერთო,რატომ არ მითხარი.არ უნდა დამეტოვებინა მარტო,ჩემი ბრალია-თავში იცემს ხელს. -ეს ჩემი ბრალია და საერთოდ ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. -არა,არა...-ცრემლები მომდის,ის კი გულში მიკრავს. -რა იქნება ახლა?-ვეკითხები და ცრემლებს ვიწმენდ. *** სკოლა დავასრულეთ.უკევ ზაფხულია,მაგრამ ესეც მრგუნავს.იმ დღის მერე ბარბარეს ჩემთან არ უხსნებია დემეტრე,მაგრამ ვგრძნობ,რომ ეს ბევრჯერ უცდია. -თინა,არ ნახავ..ისე უნდოდა... -ჩუმად,მას მერე როგორ უნდა ვნახო? ხომ ხედავ,რომ დონავ მაინც გავსწორდი წელში. -ხომ,მაგრამ..იქნებ.. -არანაირი იქნებ. -ის ხომ შენი მეგობარი. -ბარბარე,მე ის მიყვარს.მან სიყვარული ამიხსნა,მაგრამ ეს შენთვის არ მითქვამს.ამიხსნა სიყვარული და მე... -ჩუმად-მაჩერებს და წარბებს ზემოთ სწევს. -გინდა თქვა,რომ უპატიებელი არაფერია? -ჰო-კატეგორიული ტონით ამბობს. -არა,არ შემიძია მას თვალებში ვუყურო. -ხოდა წავალ და ყვეალაფერს ვეტყვი-მემუქრება ჩემი დაქალი.ვიცი,რომ სიტყვას ყოვეთვის ასრულებს. -ხომ მაგრამ.. -დაფიქრდი-მიღიმის. *** სამდღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე,რომ მისთვის სიმართლე მეთქვა.არგუმენტიც იგივე მქონდა.ისევ იმას ვფიქრობდი,რასაც მაშინ,როცა ბარბარეს გავანდე ეს ამბავი. -ილუზიაში ყოფნას რა აზრი აქვს-ვეუბნები ბარბარეს და წამოყოლას ვთხოვ. -არა,მარტო წადი. -მეშიანია. -გინდა,რომ მეც შემოვიდე. -ჰო-თავს ვუქნევ. -კარგი,რახან ასე გინდა-მთანხმდება და გასაღებს იღებს-წავედით. ვგრძნობ,რომ საშინლად მეშინია,მაგრამ უკან არ დავიხევ.რაც მოსახდენია,მაიცნ მოხდება..დროის გაწელვას არანაირი აზრი არ აქვს. *** -ვწუხვარ მამაშენის გამო-სევდიანად მეიუბნება დემეტრე. -ბოდიში,რომ ვერ შევძელი საუბარი. -არაუშავს-ნაზად მხვევს მკლავებს,მე კი მინდა მოვიშორო.იმ საშინელების მერე,არ შემიძია მას შევეხო,სინდისი მქეჯნის. -რაღაც უნდა გითხრას-ბარბარე ამბობს მას შემდეგ,რაც დემეტრეს ესალმა. -მითხრას რაც უნდა-მიღიმის.ვგრძნობ,რომ ჩემმა ნახვამ აუწერელი სიხარული მოგვარა.ნუუ ეს უნდა გავუწრო.მარტო რომ ვყოფილიყავი,უკან დავუხევდი და ვერაფერს ვეტყოდი,მაგრამ ისე მიბრიალებს თვალებს ბარბარე რომ უკან ვერ ვიხევ. -დავსხდეთ-სკამებისკენ ვანიშნებ ორივეს. -დაიწყე-ამბობს დემეტრე და მოსასმენლად ემზადება. ვერ ვიხსენებ როგორ ვუთხარი ეს ყველაფერი,ნორმალურად არც მახსოვს,ამის გონებაში ჩაბეჭვდა როგორ შემეძლო რო..იმ მომენტში ვგრძნობდი,რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში გავდიოდი. დემეტრე მოთმინებით მისმენდა,მაგრამ ვგრძნობდი როგორ ეფლითებოდა გული,თითებდ დრო და დრო იმტვრევდა და თვალს ვერ მისწორებდა. ბოლოს ძლიერად ამოისუნთქა და მიტრიალდა.არ უნდოდა,რომ მისი ცრემლები შეგვემჩნია.მე ვტიროდი,არ ვცდილობდი სევდის დამალვას,უბრალოდ ვტიროდი და დემეტრეს სახის გარდა ვერაფერს ვხედავდი. მისი სახე მახსენდება და ვკრთები,ისევ ვტირი,ბარბარეს საწოლზე ვწევარ გულაღმა და იატაკს ვუყურებ.ვგრძნობ,რომ ის ჩემს ახლოსაა,მაგრამ ხმას არ მცემს ან იქნებ ვერ მცემს.ისევ მტკივა,არ ვიცი რისი უნდა მჯეროდეს,იქნებ არსებობს რამე გამოსავალი,მაგრამ ისეთ აპათიაში ვარ,რომ ვერაფერს ვსაზღვრავ. -ჩაი გინდა?-მეუბნება,რათა უხერხულობა განმუხტოს,მაგრამ ხმას არ ვცემ-კარგი,იყავი აქ,მაგრამ იცოდე,რომ შენი მესმის. ისევ ვაღიარებ,რომ ხშირად ისე ვიქცევით,როგორც არასდროს წარმოგვედგინა,ხშირად ვაკეთებთ იმას,რასაც სხვებს ვუძრახავდით.როგორი განუსაზყვრელია ცხოვრება,როგორი სასტიკია გარემო. მტკივა და მინდა ვიყვირო.ჯერ ცხოვრებას კიდევ არ ვიცნობ და მერე რა იქნება? იქნებ უარესს მიმზადებს.უკვე ისე მეშინია,რომ მინდა საბოლოოდ გავჩერდე ერთ ადგილას,დავხუჭო თვალები და უკან აღარ მივიხედო.იქნებ მომავალი უფრო ლამაზია,ვიდრე წარსული და აწმყო.მართალია,მისი მეშინია,მაგრამ წინსვლა საჭიროა.სხვის შეცდომებზე თუ არა,საკუთარზე მაინც უნდა ვისწავლოთ. დიახ,სუსტი ვარ და ამის წარმოსაჩენად იქნებ ჩემი ცხოვრების ურმის გადატრიალება იყო საჭირო.არ ვიცი,არ ვიცი,ბევრი რამ და არც მესმის.ხშირად ვერაფერს ვუყურე,მაგრამ მაინც ვხედავ,ზოგჯერ კი პირიქით. *** გაოფლიანებულს მეღვიძება.მთელი სხეულით ვცურავ,ოღონდ არა ზღვაში,არამედ ოფლში.საშინლად ვყარვარ,ფეხზე ვდგები და ზეწარს ვაძრობ საწოლს,ძირს ვაგდებს და ტანზე ვიხედები.ასე არ შემიძლია,ვიხდი ტანსაცმელს და თმას მაღლა ვიწევ.სააბაზანოში მინდა შესვლა,მაგრამ ტელეფონის ხმა მესმის. -დე,როგორ ხარ?-ეს დედაჩემია.ჩემი მთელი ოჯახი სოფელში წავიდა,სამეგრელოში,კერძოდ,ზუგდიდში მაქვს დედულეთი.მართალია,სოფელი არ არის,მაგრამ ასე მოვიხსენიებ. -შენ არ ჩამოხვალ? -არ შემიძლია-ვეუბნები უემოციოდ. -მოიფიქრე.გაგვიხარდება თუ ჩამოხვალ. -კარგი,დე-ვპასუხობ და ვთიშავ.მისი ზარი არ მახარებს,მგონი,უკვე ყველაფერზე გული მერევა.იქნებ საჭიროა მოვეშვე და ცხოვრების დინებას მივყვე.მგონი,საკმარისად ვიწვალე... შხაპის ქვეშ ვდგები და შხეფებს თავს ვუშვერ.მსიამოვნებს და ვაღიარებ,რომ მსიამოვნებს.დიახ,ეს ასეა. ფანჯრიდან სასიამოვნო სითბო შემოდის.არა,ეს სიცხეა და მეს სხვანაირად მეჩვენბეა.თვალებს სარკეში ვაკვირდები და ვირევი.ასე არ შემიძლია.უკვე ორი კვირაა გამოკეტილი ვარ ჩემს ოთახში.ჩემი ოჯახი წავიდა,მე კი მარტო დავრჩი,სრულიად მარტო.ბარბარეც არ მირეკავს ხოლმე,ხვდება,რომ მარტოობა მინდა.დროს მაძლევს,რომ გაერკვე ცხოვრებაში,ჩემი ცხოვრება ხომ ნებისმიერ განტოლებაზე ძნელია.საერთოდ შეუძლებელია მისი ამოხსნა,მაგრამ ჩვენ ხომ მაინც უნდა შევეჭიდოთ. დემეტრეს გახსენებაზე მხოლოდ სინდისი მქეჯნის.არ ვიცი ეს ვის დავაბრალო,მაგრამ ამდენი გულის აჩუყება აღარ შემიძლია. ვინ ვარ მე? ვინ არის თინა? ამ კითხვებზე პასუხს მთელი ცხოვრებაა,რაც ვეძებ. ფეხზე ვდგები და ბარბარეს სახლისკენ მივდივარ.წინასწარ არ ვურეკავ,ვიცი,რომ სახლშია. -თინა? ნუთუ ეს შენ ხარ?-აღტკინებულ განწყობაზეა ბარბარე. -კი,მე ვარ-ვეხვევი და ჩუმად ვდგავარ. -რამეს შეჭამ?-მთავაზობს და სამზარეულოსკენ მივყავარ. -არა,გუშინ ყველაფერი ვჭამე,რაც სახლში იყო,მუცელი ისე მტკიოდა,რომ არაფერი არ მინდა-ვკისკისებ და მის ოთახში შევდივარ.საწოლზე ვწვები და ჭერს ვუყურებ. -როგორ მომნატრებია აქაურობა. -ჩემი გოგო ხარ-მეუბნება და თმაზე ხელს მისვამს. -შეგვიძლია დავივიწყოთ,რაც მოხდა. -რა თქმა უნდა-მიღიმის და მაგიდისკენ მიიწევს. -რა უნდა მანახო? -ბილეთები-ხელში იღებს და იკრიჭება. -მახინჯაური-ვკითხულობ და სიცილი მიტყდება. -რა იყო? არ გინდა? -არ მაქვს განწყობა-მეღიმება. -კარგი რა.ვიცი,რომ შენც გინდა.ცოტა ხანს დაისვენებ და მოწყდები გარემოს. -გარემოს?-თვალები მიფართოვდება და ფანჯრიდან ვიხედები-ცხელა. -კი,ცხელა და,ამიტომ უნდა წავიდეთ. -კარგი,ცოტა ხანს..-თავს ვუქნევ და მადლობის ნიშნად თვალს ვუკრავ. -ვიცი,რომ მოგეწონება-მიღიმის-რრ დღეში გავდივართ-ერთ ბილეთს მიწოდებს და გვერდით მიდგება-იცი,გიგამ რა მაგარი ანეგდოტი მოიფიქრა. -იმედია,თოკომ არაფერი უთხრა მათ,თორემ თავი მომეჭრება-სევდიანად ვამბობ და თვალებში ვუყურებ. -არა,რას ამბობ,არაფერი იციან,უბრალოდ მოიქეცი ისე,თითქოს არაფერი მომხდარია. -მაგრამ გიგა არ ახსენო,ის ხომ მისი ძმაკაცია. -კარგი რა,განა თოკო ეტყოდა. -რა ვიცი. -უბრალოდ დაწყნარდი-ხელს ხელზე მჭიდებს და თავს გულზე მადებს-სუნთქვა უნდა დაირეგულირო,ასე არ შეიძლება. *** მეორე დღეს დემეტრეს ნახვას ვწყვეტ.მინდა,რომ პატიება ვთხოვო ან უბრალოდ გავარკვიო მაინც რამე.უბრალოდ მინდა მოვინახულო.სულ რეალობის მიღმა ვერ ვიქნები,ნუთუ შესაძლებელია დამალვა. ავტობუსში ავდივარ,ჭ....ტვაა,მაგრამ უნდა მოვითმინო,არ შემიძლია სამარშრუტო ტაქსით წასვლა,ზემდტე ფულს ვერ დავხარჯავ,ყაირათიანიც კი ვარ ხოლმე.ავტობუსში საშინელი სუნია,ბილეთს ძლივს ვიღებ და გვერდზე ვიწევი.ძლივს ვდგავარ და კონტროლიორიღა მაკლია.მიახლოვდება და ბილეთს მთხოვს. -პირადობა?-რა პირადობა აუტყდა.განა არ მეტყობა,რომ მოსწავლე ვარ. -აი,ნახეთ-ვუწოდებ,იღებს,ათვალიერებს და შემდეგ ისევ მიბრუნებს.როგორ ვერ ვიტან ასეთ ვითარებებს.ვცდილობ ეს სიტუაცია ტრაგედიაც აღვიქვა და რატომ,იცით? იმიტომ,რომ თავი დავიმშვიდო,მინდა ისე დავიჭირო თავი,თითქოს დემეტრესთან შეხვედრის არ მეშინია.დაახლოებით ოცი დღე გავიდა,რაც მას სიმართლე ვუთხარი და გული ჩავსწყვიტე. ვიცი,რომ ვერ გამიგებს,მაგრამ მაინც მაქვს იმედი იმისა,რომ ჩემსას გაიგებს.იმედიი ბოლოს კვდება და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. ფეხების უკან მრჩება,საშინლად მეშინია,მაგრამ მაინც ავდივარ კიბეებზე და ადმინისტრაციაში ვიხედები,აქ არაფერი შეცვლილა. -შედით. -მადლობ-ვეუბნები და ჩანთას მხარზე ვისწორებ.ნუთუ ისევ დავიბნევი.იქნებ ბარბარე უნდა წამომეყვანა. -დემეტრე მეტრეველი,თქვენთან მნახველია-სახეშეცვლილი დემეტრე გამოდის,სახე წაშლილა და სევდით ავსებია თვალები.ეტყობა,რომ მთელი დრო ცუდად იყო. -როგორ ხარ?-მეკითხება და ჩემ წინ ჯდება. -გაძლებაზე-მეუბნები-შენ?-პაუზის შემდეგ მასაც ვიკითხავ და თითების მტვრევას ვიწყებ. -ლამაზი ხარ ისევ. -დემეტრე,მინდოდა,რომ იმ დღის გამო ბოდიში მომეხადა.ალბათ,არ უნდა მომეყოლა. -არა,მადლობა,გულწრფელობისთვის. ხმას ვერ ვცემ,თავს საშინელ დამნაშავედ აღვიქვამ.არ ვიცი რისი თქმა არის შესაძლებელი. -თინა,ჩემი ბრალი იყო,არ უნდა მქონოდა რეაქცია,იმ დღეს,რაც გითხარი..-ენა დაება-უბრალოდ ამდენი ამბიცია არ უნდა მქონდეს. -არა,შენ უბრალოდ.. -მე პატიმარი ვარ და ეს ამ ორი კვირის განმავლობაში უკეთ გავაცნობიერე.შევეჩვიე აქაურობას,არ იდარდო ჩემზე. -დემეტრე,ბოდიში,არ მინდოდა,რომ... -უბრალოდ დაწყნარდი,ნუ იდანაშაულებ თავს. -სარწმუენბული ხარ? -კი. -ვიცი,რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. -იცი,რა? -გისმენ. -მე რამდენჯერ გამიკეთებია მსგავსი რამ,ვერც კი ვთვლი.ვცადე დამეთვალა..ეს დღეებია ვცდილობ,მაგრამ არა.ეს შეუძლებელია! ზოგჯერ,როცა სვამ და თავს კარგავ და თან,როცა ტკივილიც გემატება და დარდიც,ეს ნორმალურია. -მადლობ..-აცრემლიანებული თვალებით შევხედე. -არ იტირო. -მადლობ. -თინა,შენ ყოველთვის გვერდით მიდგეხარ-გამიღიმა და ხელი ხელზე მომიჭირა.ეს საშინლად მესიამოვნა და გავინაბე.მინდოდა,რომ ეს მუდამ გაგრძელებულიყო. -დემეტრე,ძალაინ კარგი ადამიანი ხარ. -მადლობა. -ხვალ კიდევ მოვალ და ზეგ მივდივარ ზღვაზე. -კარგია.მიხარია,რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიე. -მადლობა. -იცოდე,რომ მუდამ გვერდში გედგები და გაგიგებ. *** ავტობუსში ავდივარ,მაგრამ არა ისე,როგორც მაშინ,არამედ ისე,როგორც არასდროს.ვგრძნობ,რომ თავისუფალი ვარ.ნუთუ ბის მძორი მომეხსნა..ნუთუ კისერი ისევ თავისუფალი მაქვს. დემეტრე საოცრად შემიყვარდა,ამ დღემ ყვეალფერი კიდევ ერთხელ დამანახა,რომ ის საოცარი ადამიანია.მას ესმის,რომ ყველა თანასწორია,ესმის,რომ ადამიანსთანათგრძნობა სჭირდება,ესმის,რომ ყველას აქვს სისუსტეები. არ მეგონა ასე თუ გამიგებდა.ისეთი ვარ,ისეთი,რომ მინდა ვუყვირო.როგორ მინდა დემეტრე ჩვენთან ერთად მოდიოდეს. ვგრძნობ,რომ დემეტრე ის ადამიანია,რომელიც მავსებს და სიცოცხლის სურვილს მიმძაფრებს. ბარბარესთან მივდივარ და ყველაფერს ვუყვები.მას თვალები უციმციმდება და ძლიერად მიხუტებს.ის ჩემი საუკეთესო ნაწილია და ამას ვგრძნობ,ვგრძნობ მთელი არსებით. -ძალიან მაგრად გავერთობით. -იცი,რა? -რა? -ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ. -მერე? -ხვალაც უნდა ვნახო. -მიხარია,რომ ასე მოიქეცი-მიღიმის და ტელეფონს ხელში ათამაშებს. -გახარებული ჩანხარ. -დღეს წვეულება მაქვს ჩემთან და ყველანი მოხვალთ. -შენი მშობლები? -სახლში არ იქნებიან,თინა-მეუბნება და ფეხზე დგება-დალაგებაში უნდა დამეხმარო. -ბაზარი არაა-ვიცინი და საკუთარ ჟარგონზე მეცინება.ჩვეულებრივ ჟარგონები ხომ არ მჩვევია. -ჩემი ცხოვრება ხარ! -მიყვარხარ,ბაბი-ვეუბნები და მტვერსასრუტს ვიღებ-აქაურობა როგორ დამტვერილა!-უკმაყოფილოდ ვამბობ და ვეღრიჯები. *** -როგორ ხარ?-ბავშვები სიხარულით მხვდებიან. -კარგად,კარგად-სწრაფ-სწრაფად ვპასუხობ ყველას და ვიღიმი.მგონი,სულ არ მახსოვს,რომ საშინლად უბედური ვიყავი. -შენი ხუმრობები მომენატრა-გიგასკენ ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი. -საშინლად მომენატრე-ხელს მხრებზე ვხვევს და გულზე მიკრავს. -არ თქვა,რომ თქვენც მოდიხართ. -სხვანაირად გამოვა-მიღიმის. -აბა რა-თამარი და თამთა გახარებულები ჩანან. -ეს ჩვენი წვეულებაა-ამბობს ბარბარე და ჩვენკენ მოდის.მიხარია,რომ თოკო არ მოსულა,თუმცა ბარბარე არც დაპატიჟებდა,მაგრამ რა ვიცი რა ხდება. -თოკომ ვერ წამოვალო,სხვაგან მიდის-დაიწყო გიგამ და უკამყოფილება ვერ დამალა.ეტყობოდა,რომ ძმაკაცის წამოსვლა ძალიან უნდოდა. -დაურეკე და დაველაპარაკებით,წვეულებებს რომ არ ტოვებს ჰო იცი-თამთა უდარდელად ამბობს და ბოთლიდან რაღაცას ისხამს. -მუსიკა ჩართეთ და თოკოს მოვა,მე ვურეკავ-იღიმის თამარი. ბარბარეს ვუყურებ იმედგაცრუებული გამომეტყველებით.ის ხვდება,რომ საქმე კარგად ვერაა,მაგრამ არ იმჩნევს,მეც ჩუმად ვარ,ხომ არ ვუყვირებ,თოკოსთან ვიწექი-მეთქი. ის მართლაც მოდის,შემოდის ოთახში და ყველას გვიღიმის.მისი გამომეტყველება ისეთი თბილი და სასიამოვნოა,რომ ჩემზეც გადმოდის. -ზდაროვა სასტავს-ყველას კოცნის და ჩემ წინ ჩერდება-თინა,აქ არ გელოდი-ჩვეულებრივ ამბობს და ცდილობს ჩემს თვალებში რამე დაიჭიროს. -არც მე-ვამბობს და გვერდზევიწევი.ეს ისე ბუნებრივად გამომდის,რომ ვერავინ ხვდება ჩემსა და მას შორის დაძაბულობას. ბარბარე ნატურალური ღვინოს გვისხამს,თოკო კი ლუდს გვთავაზობს.გიგა ენერგიულ მუსიკას რთავს და შემდეგ ძველებურად ერთობა. მოგვიაებით ყველანი სიჩუმეს ვამჯობინებთ და ვცდილობთ რამე სასიამოვნო გავიხსენოთ,მაგრამ არც ისე კარგად გამოგვდის.მათ ი გამოსდით,მაგრამ მე ჩუმად ვარ. -შენც თქვი რამე-მაძალებს გიგა,რომელმაც იმდენი ილაპარაკა,რომ მის მაგივრად მე დავიღალე,მგონი. -კარგი.გუშინ ბილეთებით გამახარა ბაბიმ-გვერდზე ვიხედები დავცდილობ თოკოს მზერა არ შევიმჩნიო.ის მთელი დღეა,რაც თვალს არ მარიდებს და ეს საშინლად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. -კიდე ვთქვი რამე? -გუშინ ჩემი მეგობარი ვნახე..ის ციხეშია და მისი ნახვა ძალიან გამიხარდა..-თვალებში ნაპერწკლები მიჩნდება.ვიცი,რომ ასეა.. -მეგობარი?-დაეჭვებული მზერა აქვს თოკოს.ბიჭმა ეჭვიანობაც დაიწყო,მგონი. ჰო,გრძელი ამბავია-ვამბობს და ბაბის მხარზე თავს ვადებ.ცოტა ხანში ის დგება,ჩაი უნდა ავადუღოო.მის ადგილს უეცრად თოკო იკავებს და იჭიმება.დივნის კიდეზე ვიწევი და ვცდილობ მისი მოქმედებები არ შევიმჩნიო,მაგრამ ის მიღიმის და თეთრ კბილებს აჩენს.მხარს ზემოთ სწევს და მანიშნებს,თავი დამადეო. ამას ფარულად კი არ აკეთებს,არამედ ყველას დასანახად,ამიტომ უარს ვერ ვეუბნები და თავს მის მხარზე ვუშვებ.სხვა შემთხვევაში რამეს იეჭვებდნენ ბავშვევი და ნამდვილად ვერ გავრისკავდი.რაც უნდა იყოს,ისიმი ჩვენ ორს მეგობრებად აღგვიქვამენ. -ჩაი?-თვალები უფართოვდება ბაბის,მე ვანიშნებ თოკოს საქციელს მზერით და ის მაშინვე ხვდება-უნამუსო-იკავებს თოკოს ადგილს და ჩაის ფინჯნებს მაგიდაზე დგამს. -არ გინდა რა-თვალს უკრავს ბაბის და შემდეგ მე მიყურებს. -ახლა შენ თქვი რამე-გიგა ძმაკაცს უყურებს. -მე ერთი გოგო გავიცანი..-იწყებს და ხმა ებმის. -რა? აი,რას გვიმალავდი.ამიტომაც არ მოდიხარ ტო?-კისკისებს გიგა. -ჰო,რავი,პროსტა..მოკლედ მაინც წამოვალ ხვალ,ის..-აღარ აგრძელებს. -მოგვუყევი აბა მასზე-თამთა იღებს ხმას. -ის საოცარი გოგოა.მგონი,მიყვარს.არ ვიცი ეს არ გრძნობაა,მაგრამ ისე მიტაცებს,იე მხვევს ბურუსში და ისე მაკარგვინებს თავს,ეს თვეებია მხოლოდ მასზე ვფიქრობ. აუ ეს მართლა შეყვარებულია ტო,რა ღადაობაა-გიგა სიცილს ვერ იკავებს და გოგონებს გვიყურებს. -კარგია,კარგი-თამთა და თამარი უყურებენ ერთმანეთს. -ძალიან კარგი გრძნობაა სიყვარული-თავს ზემოთ ვწევ და ბავშვებს ვუყურებ.ბაბის დაბნეულ მზერას მაშინვე ვცნობ,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. სახლში მარტო არ მიშვებენ.თოკო წაყვანას მთავაზობს და მეც მივყვები.მანქანის კარს მიღებს,მაგრამ არც მიყურებს.როცა ვსხდებით,ხმას არ იღებს და უბრა;ლოდ მანქანას მართავს. -მახსოვს სად ცხოვრობ-დაძაბულობას იშორებს და მიღიმის. -საჭეს მიხედე-ცივად ვპასუხობ. -არ გინდა ვისაუბროთ? ვიცი,რომ კარგად არ იყავი,მაგრამ არც მე ვცხოვრობდი საკაიფოდ. -საკაიფოდ?-მხრებს ვიჩეჩ. -ვიცი,ჰო..არ გიყვარს ჟარგონები.ბოდიში-დაბნევით ამბობს და გზას უყურებს. -ჰო,იცი,მაგრამ მაინც ამბობ-მკაცრად ვპასუხობ და მეცინება. -შენზე ვნერვიულობდი,მაგრამ ვერ მოვაღწიე შენამდე,მეშინოდა..და უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. -შენ არაფერში გადანაშაულებდი და არც ახლა.. -ვიცი,რომ შენ ჰუმანური ადამიანი ხარ. -ჰუმანურობა აქ არაფერ შუაშია. -კარგი,მოვრჩით. -შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ და ეს ძადაბულობა მოვხსნათ.მარტივად,რომ ვთქვათ,ეს ორივეს ბრალი იყო. -კარგია,რომ მესაუბრები-მეუბნება კმაყოფილად და თავს კმაყოფილად მიქნევს-მადლობა,თინა. -მადლობას ნუ მიხდი-მკაცრად ვეუბნები. რამდენიმე წუთს ჰორიზონტს გაშტერებით ვაკვირდები.გზას ნორმალურად არ ჩანს.მე კი მაინც და მაინც ახლა დამიჯდა ტელეფონი.ის ხომ,როცა საჭიროა,მაშინ არ მუშაობს.ამასაც ბედი უნდა.გზას ვერ ვანათებ და ვერ ვხვდები სად მივდივართ. -სად მივდივართ? -სახლში. -დარწმუენბული ხარ? -მოვედით-კარს მიღებს და გადავდივარ -აქ ბნელა. -დაგემხმარები-ხელს მხარზე მადებს და ფანრით ანათებს. -ეს ჩემი სახლი არაა-ისტერიულად მეცინება. -იენებ უკეთესია-მის სიტყვებზე პანიკაში არ ვვარდები.საკმარისია,რაც ვინერვიულე.ახლა უბრალოდ მივყები მას და თვალებს ინტერესით ვაცეცებ. -ეს ჩემი პატარა ქოხია,სანდო და მშვიდი. -მართლა?-ვხედავ ამწვანებულ სივრცეს და შუაში პატარა ყავისფერი ნაგებობას. -კი,შემოდი-შევყავარ და ბუხრის დანახვაზე რომანტიკულ გარემოს აღვიქვამ. -მოგწონს აქაურობა,ჰო? -ეს რისთვის?-ვეკითხები დაბნევით. -იმისთვის,რომ უბრალოდ მომწონს შენთანყოფნა.განა ეს არ არის საკმარისი? -ჰო-თავს ვუქნევ და ვუღიმი. -ჩამოვსხდეთ გინდა? -ბუხარს ავანთებ,ცივა აქ. -კარგი იქნება-ხალიჩაზე ვჯდები და მის მოძრაობას ვუყურებ.იქნებ სულაც არ არის ცუდი მასთან უერთიერთობა.ისეთი გულმოდგიმებით ცდილობდ ბუხრის აგიზგიზებბას,რომ არ ვიცი.მის მზერაში ენთუზიაძმია და ეს ენთუზაიზმი ერთი რამისკენაა მომართული.იმისკენ,რომ მე ბედნიერი ვიყო.რაც უნდა იყოს,ამას ასე აღვიქვამ. -აჰა-საქმეს ასრულებს და მტვერს იბერტყამს. -კარგია-ვუყურებ და ვუღიმი. -დავჯდები,კარგი?-მეკითხება და გევრდით მიჯდება. -უკვე დაჯექი. -იცი,რაზე ვფიქრობ ხოლმე? -გისმენ. -მას მერე რაც გაგიცანი,ჩამითრიე,დამაინტერესე...ხომ ხვდები? -მგონი-თავს ვუქნევ და ბუხარს ვუყურებ.ცეცხლის ნაპერწკლები მაწითლებენ და მისი სიტყვები მათრობენ.კიდევ კარგი სასმელი არ აქვს,თორემ ისე მომიკიდებდა,რომ მთელი არსებით ამაგუზგუზებდა.მერე,ალბათ,ბუხარსაც კი ვაჯობებდი და გადავჯოკრავდი. -ის გოგო,რომელზეც ვსაუბრობდი.. -არ არის ძნელი მისახვედრი,მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. -არც არაფერს გაძალებ-მიღიმის და ხელს მკიდებს. -მეგობრები?-წარბებს ზემოთ ვსწევ და საკუთარ ნათქვამზე მეცინება. -ჰო ხედავ როგორ იცინი-მის ნათქვამზე ყურადღებას არ ვამახვილებ. -კარგი,გეყო-ბოლოს თავს მხარს მადებს და ყურში მჩურჩულებს-მეგობრულად. დილას იმავე ადგილად მეღვიძება.ოღონდ მისამართები შეცვლილი გვაქვს,მე მიდევს მის მხარზე თავი,მას კი ხელი ჩემს თმებში აქვს.ვიწევი და უხერხულად ვიშმუშნები.მიხარია,რომ ის იევ ჩემი მეგობარია,მაგრამ იქნებ არ არის. ზედმეტი ფილოსოფია აღარ მინდა,მინდა,რომ უბრალოდ ვიცხოვრო.იქნებ სულ არ არის საჭირო ყველაფერს სახელი დავარქვათ და უბრალოდ ვისიამოვნოთ იმით,რომ ვცხოვრობთ. -გაგღვიძებია?-თავს სწევს და მიღიმის-დილამშვიდობისა. -დილამშვიდობის,არ წავიდეთ?-ვეკითხები და ვუღიმი. -მატყუარაა ეგ შენი ღიმილი,წასვლა სულაც არ გინდა-ამბობს და ფეხზე დგება. -ჩაის დალევ?-უხერხულობად ვმუხტავ. -კი,დავლევ-თავს მიქნევს. -კარგი-მალე ჩაით შემოვდივარ და მის გვერდით ვჯდები. -გიკვირს ასეთი რომ ვარ არა,მაგრამ ასეა..მე სულ არ ვარ უგრძნობი მექალთანე ან რაც გინდა დაუძახე ამას. -არ არის საჭირო რამის ფორმულირება-უემოციოდ ვპასუხობ და ჩაის ვსვამ.ის აღარაფერს ამბობს. *** საღამოს თბილისში მაბრუნებს.ერთმანეთს უსიტყვოდ ვშორდებით,მაგრამ სასიამოვნო გრძნობა მიმყვება თან. იქნებ გრძნობებისთვის სახელების დარქმევა არ შეგვიძლია და უბრალოდ უნდა ვეზიაროთ იმას,რასაც ცხოვრება გვაძლევს. დემეტრეს ნახვა მინდა.ჯერ კიდევ არ დაღამებული,ვდგვარ ფანჯარასთან და ვფიქრობ წავიდე თუ არა.მგონი,ასეთი რთული გადაწყვეტილების წინაშე ჯერ არ ვმდგარვარ.მგონი,მეძინება კიდეც.ვშინდები,რომ ტრანსპორტში არ ჩამეძინოს,შემდეგ საწოლი მიზიდავს უეცარი ძალით და ჩვენს შორის არსებულს ძაფებს ამტკიცებს.ვწვები და ტანსაცმელს არ ვიხდი,თავზე ვიფარებ ზეწარს და ვირინდები. ხვალ ისევ ვნახავ თოკოს და არ ვიცი მინდა თუ არა მასთან მეგიბროდა,უფრო სწორედ,შემიძლია თუ არა. დილას თავის ტკივილი მაღვიძებს.ეს რომ არა ნამდვილად ამაგვიანდებოდა მატარებელზე,გამოტოვებულ ზარებს ვაიგნორებ და ტანსაცმელს ვიცვლი. ავტობუსის გაჩერებასთან ლამისაა გავიყინო,ბოლოს ძლივს მოდის და ავდივარ.ხალხი თითქმის არ მგზავრობს და შესაბამისად ადგილებიც ცარიელია.სადგურზე აჩერებს და მეც ჩამოვდივარ,სხვებიც მომყვებიან,ეს ხომ ბოლო გაჩერებაა. ცენტრალში ვხვდები ბარბარეს.თვალებზევე ეტყობა,რომ ნორმალურად არ სძინებია.კოცნით ვესალმები და გვერდს ვუმშვენებ. -სხვებიც მოვლენ-მეუბნება და ჰორიზონს ინტერესით გაჰყურებს. განა მინდა,რომ მოვიდნენ? სხვებში ხომ თოკოც იგულისხმება,ეს უკანასკნელი კი ჩემ ფიქრთა დამბნევიც გახდა.არა,ამდენი დაბნევა არ შეიძლება.ამას გულით ვგრძნობ.დიახ,გულით ვიცი,რომ არ შეიძლება. ნაცნობ ხელს ვხედავ და ვირევი.ეს ხომ ის მტევანია გუშინ,რომლითაც გუშინ თოკო მეჭიდებოდა.იღიმის და ნაცნობ ბაგეებს სასიამოვნოდ ათამაშებს.მისი საქციელი უცნაურად მეჩვენება.ძალაუნებურად მეღიმება და გვერდზე ვიწევი. -თინა,როგორ ხარ?-პირდაპირ ჩემკენ მოდის. -ვარ რა-აგდებით ვპასუხობ და თვალს ვარიდებ. ნახევარი საათი და ჩვენს მატარებელში ვართ.გამყოლი დადის და ბილეთებს ამოწმებს.შემდეგ აცხადებენ,რომ ზედმეტი პირები უნდა ჩავიდნენ.ჩვენთან ზედმეტი არავინ არის,ამიტომ არხეინად ვსხედვართ და ერთმანეთს ვუყურებთ.თოკო ჩემს პირდაპირ დაჯდა,რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის.ჩვენი შეთანხმების მიუხედავად,მაინც მაცდურად მიყურებს.მის თვალებში რაღაც ამოუცნობი მღელვარებს,არ ვიცი რა არის,მაგრამ მსგავს რამეს იმ ღამესაც ვხედავდი.ზუსტად არ ვიცი,მაგრამ რაღაცას ვგრძნობ.ის ისევ მიყურებს.მინდა თვალი მომაშოროს,მაგრამ მაინც მიყურებს. გზაში კარტს ვთამაშობთ.მისი თამაში არ მიყვარს,მაგრამ დროის გასაყვანად მაინც კარგია.“დურაკას“ შემდეგ „ჯოკერს“ ვიწყებთ.ორ-ორად ვართ,თოკო და მე ერთად ვთამაშობთ,ეს მისი ჩაწყობილია ნადმვილად,თუმცა რა ჩაწყობა უნდა კარტი მისი წამოღებულია. რამდენიმე საათი გადის და დამტარებელი რაღაცებს ყიდის.ნაყინებს ვყიდულობთ,უფრო სწორედ,თოკო ყიდულობს და ყველას გვირიგებს.მეორესაც გვთავაზობთ და ყვალანი ვთანხმდებით.ის ლაღად გრძნობს თავს.ვგრძნობ,რომ ჩემზე უნდა შთაბეჭდილების მოხდენა. -მესამე არ გინდათ? -გიჟი ხარ-იცინის ბარბარე. -სულ მცირე ოთხ ნაყინს ვჭამ ერთ ჭამაზე-ამბობს თამთა და თვალებს აფახულებს. -უი ჰო..სულ ამაზე არ გეჩხუბებეა დედაშენი-ბარბარეს სიცილი უტყდება. -მაქსიმუმ რამდენი გიჭამია? -ცხრა-ამბობს ამაყად და დამტარებელს ეძახის-რამდენს მიყიდი? -რამდენი გინდა? -მოდი შვიდი იყოს. -სხვებსაც გინდათ? შენ თინა?-პირდაპირ თვალებში მიყურებს. -არა,მადლობ-ისე ვპასუხობ,რომ არც კი ვუყურებ.ნამდვილად ასე სჯობს. *** მახინნჯაურიდან ბათუმში მივდივართ.არ მიყვარს ქალაქში დასვენება,სიმშვიდე მირჩევნია,მაგრამ მეგობრების აზრსაც ვითვალისწინებ.მე მხოლოდ უმცირესობაში შევდივარ და მეტიც ჩემს პოზიციას არავინ ემხრობა.მათ ბათუმი უნდათ,რადგან მეტი გასართობია. „ტაქსით“ მივდივართ ნაქირვაბ ბინაში.ის ზღვის პირასაა და ძალიან მოგვწონს.ვეწყობით და ცოტა ხანს ვისვენებთ.რაც უნდა იყოს,ნამგზავრები ვართ და ეს უკანასკნელი არ გვაწყენს.თოკო და გიგა ერთ ოთახში თავსდებიან.ჩვენდა საუბედუროდ,კონდიციონერი მხოლოდ მათ ოთახშია,მაგრამ ეგ არაფერი,ჩვენც მათთან ვისვენებთ.სავარძელზე ვჯდები და „ვაი-ფაის“ პაროლი შემყავს.სულ დამავიწყდა,რომ ის მაიამ მაჩუქა მაშინ,როცა სამსახური დაიწყო.კიდევ კარგი დაიწყო,თორემ მამაჩემის მერე ნამდვილად ამგვხდებოდა სული. -რა კარგი ამინდია,არ წამოხვალთ?-ერთსაათიანი დასვენების მერე თოკო ფეხზე დგება და შარვალს იხდის. -იქნებ გახვიდე-არ ვიცი რატომ ვეუბნები. -კარგი რა ზღვაზე არ ყოფილხარ-ირონიით ამბობს და ჩემოდანში საცურაო შორტს ეძებს. -ავდექით და წავედით-ბარბარე ენერგიულად ამბობს. -კარგი ჰო-გიგა ფეხზე დგება და ჩემოდანს ეძებს. -თქვენ არ ამოგილაგებიათ?-მხრებს იჩეჩს ბარბარე. -არა,დაგვეზარა-გიგა ირონიით პასუხობს. მზის ჩასვლას ვასწრებთ.ის წითლდება და ნელ-ნელა ქრება.საოცრად ლამაზი სანახავია.ვფიქრობ,რომ ნერვებსაც კი ამშვიდებს. -არ ჩამოხვალთ?0-კითხულობს გიგა. -ჯერ მზე ჩავიდეს-ვპასუხობთ გოგონები და ტელეფონებს ვიმარჯევბთ. -რა ლამაზია-ამბობს თოკო და თვალს მისწორებს-იმედია,ტანსაცმლით არ აპირებ ჩასვლას- და აი აქ „ვიჭედები.“ნამდვილად უსიდისოა ეს ჩვენი თოკო. -კარგად ღადაობ-შეხედვის გარეშე ვპასუხობ და შორტს დაბლა ვიწევ,შემდეგ ზედასაც ვიხდი და მის მზერას არ ვიმჩნევ. -ასე სჯობს-ისე ამბობს,რომ მხოლოდ მე გავიგო და ზღვისკენ მიდის-ბიჭები სხვანაირად აღვიქვამთ სილამაზეს.ასეაა ჰო,გიგა?-ეკითხება ძმაკაცს და იცინის. -ჰო,ჩვენ..-აღარ აგრძელებს.ეტყობა,რაიმე შეუფერებელის თქმა უნდოდა.მან მაინც იცის როგორ ისაუბრობს გოგონების წრეში. -წყალი ცივია?-მზის ჩასვლის მერე კითხულობს ბარბარე. -ცივი არა ისა-ისმის თოკოს ხმა.ის ხელს გვიქნევს,თუ მხოლოდ მე მიქევს არ ვიცი,მაგრამ ნამდვილად აღელვებული ვარ. -ჩავედით-პირდაპირ ვეშვები წყალშ.ალბათ,მისი მზერა მშველია. -საღალ,თინა-მესმის ბიჭების შეძახილები. -თინამ ცურვა იცის-ხელს ვუსვამ და ნაპირს ვშორდები.კი,თურვა ბავშვობიდან ვიცი.თავისით ვისწავლე ანაკლიაში,სადაც ზუგდიდიდინ ხშირად დავდიოდით ხოლმე. -ვა ვა-თოკო მიყურებსვერ ვხედავ,მაგრამ ვიცი,რომ მიყურებს-თუ გაგიჭირდა,აქ ვარ-მეძახის,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.ცოტა ხანში მათ ვუახლოვდები და თავს წყლიდან ვსწევ-სათვალე გვჭირდება-ვამბობ და თმას უკან ვიწევ. -ქუდიც-ამბობს თოკო და თმაზე მანიშნებს. -გამიშრება-ნიშნისმოგებით ვპასუხობ და წყლიდან ამოვდივარ. -ჩვენც გავცუროთ,გვაცადე-მეუბნებიან გოგონები,მაგრამ უკან არ ვიხევ.პირსახოც ვიხვებ და ქვებზე ვჯდები.ცოტა ხანში ნაცნობ სილუეტს ვხედავ,მაგრამ არვიბნევი. -მეც ამოვედი. -რატომ? -მარტო ვერ დაგტოვებდი-მეუბნება ირონიით და პირსახოცს მართმევს-მეც უნდა გავიმშრალო. -რა ნაძირალა ხარ-მეცინება და თოკოს თვალს ვაშორებ. -დარწმუნებული ხარ? -კი,შენ?-ვცდილობ დაძაბულობა მოვისხნა და მგონი გამომდის კიდეც. -მეც,რადგან შენთან ძალიან დაბნეული ვარ. ცოტა ხანში სხვებიც ამოდიან და ჩაცმას ვიწყებთ. -ღამით სადმე გავერთოთ-გვთავაზობს გიგა. -26 სექტორი მაგრად ასწორებ-თოკო სწრაფად იხვევს კისერზე პირსახოცს და ნაპირს ტოვებს,ჩვენც მალევე მივყვებით. კლუბში საოცრად ენერგეტიკული მუსიკაა.ცეკვისგან თავს ვერ შეიკავებ.მეც მითრევს ბარბარე გართობაში და სასმელს მაწოდებს.ცოტას ვსვამ და შემდეგ საცეკვაოდ გავდივარ.ცეკვა არც ერთმა ვიცით,მაგრამ ხელები მუსიკას თავისით მიჰყვება.თოკოს ყოველთვის ვკრავ თვალს ჩემს ახლომახლოს,რაც ისევ მაბნევს. -შენც ნაძირალა ხარ-მეძახის უკნიდან. -რა? -შენც გაბნევ-მეუბნება ღიმილით და მიახლოვდება-ასმელზე უნდა დაგპატიჟო.მივყვები და ვცდილობ ბუნებრივი ვიყო. ჩემ გვერდით ჯდება და ხელს ოდნავ მხვევს,შემდეგ ისევ სწორდება და სასმელს იღებს. -მინდა,რომ პატიება გთხოვო. -რისთვის?-ვეკითხები და სახტად დარჩენილ სახეს ვაშტერებ. -იმისთვის,რომ იმ ღამით შენგან თავი შორს უნდა დამეჭირა. -ოჰ-უდარდელად ვამბობ და თვალს ვაცილებ. -ჰო,ეს სიფხიზლეში უნდა მომხდარიყო,უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა.კი მახსოვს,მაგრამ უფრო მკვეთრად გაასწორებდა. -ნაძირალა ხარ,ნამდვილი ნაძირალა-გაბრაზებული ფეხზე ვდგები და გოგონებთან მივდივარ,სახლში დაბრუნებას თოკოს ჯინაზე არ ვაპირებ,აქ ხომ გასართობად მოვედი. ღამის სამი საათი იქნება,როცა სახლში შევდივართ და საწოლებზე ვეხეთქებით.მგონი,ჩვენს ადგილებს ვერც კი ვაგნებთ. დილას სასიამოვნოდ ვახელ თვალს.ყველაფრისდა მიუხედავად,ვგრძნობ,რომ თავისუფალი ვარ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. -დილამშვიდობის-მესმის თოკოს ხმა და ფეხზე ხტები,თურმე მის გვერდით მეძინა.ნუთუ სხვა ადგილი ვერ ვიპოვე,მაგრამ მე ხომ მეძინებოდა.ამ დროს კი ვერაფერს ხედავ და ვერაფერს ისმენ,ესეც ხომ მართალია. -ის არაა,რაზეც ფიქრობ-უდარდელად ამბობს და იზმორება. -არც ვფიქრობ-სასწრაფოდ ვტოვებ მის ოთახს და სამზარეულოში გავდივარ,მაცივრიდან ცივი წყალი გამომაქვს და ყინულევს ვყრი. -მეც დამისხი-ბუნებრივად შემოდის ოთახში. -ასე ნუ იქცევი-ვეუბნები და ჭიქას ვაწოდებ. -არა ეს არ მინდა. -ასეთი პრეტენზიები. -შენ რომ მოსვის ის მინდა. -ნუ ხარ კაპრიზნი ბავშვივით სულელი-ეცინება და ჭიქას ხელიდან მართმევს.მისი შეხება სულ მავიწყებს ყინულს და ვმორჩილდები.მეორე ჭიქას ვიღებ და ბოლომდე ვცლი. -ასე სჯობს-იღიმის და ოთახიდან გადის. -ადგა ხალხი,ადგა-აღვიძებს სხვებსაც. -გვაცადე რა-იზმორება გიგა და ადგომას არ ჩქარობს. -მაშინ მხოლოდ მე და თინა წავალთ აჭარულებზე. -აუ ახლა?-ბარბარე დგება და ტანსაცმლელს ეძებს. *** მეორე დილას „აკვარ პარკში“ მივდივართ.ის ჩვენ წინაა და,იმისდა მიუხედავად,რომ საოცრება არ არის,მაგრამ გვიჭრელებს თვალს.რამდენიმე საათის მეტს ვერ ვძლებთ და მალევე ვტოვებთ იქაურობას. საღამოს ბულვარზე ვსეირნობთ და გიგას არჩეულ კაფეში შევდივართ.ამბობს,რომ იქ ძალიან მოსწონს და უარს არ ვეუბნებით. დრო სწრაფად გადის.ხან სად ვართ და ხან სად,თითქმის საერთოდ არ გვძინავს.ვაღიარებ,რომ ეს გართობა ძალიან მიხდება. საკმაო ხანს ვატარებთ ერთად და შემდეგ თბილისსში ვბრუნდები,ცოტა ხანში ბაკურიანში მივდივართ და თბილისში დასვენებულები ვუბრუნდებით სწავლას. სკოლისთვის მაია ფულს მაძლევს.მე და თაკო ერთად მივდივართ საყიდლებზე. *** სკოლა ჩვეულებრივ იწყება,მაგრამ ახლა არავინ დამცინის.მართალია,არც ადრე ვიყავი დასაცინი,მაგრამ ახლა საკმაოდ უკეთ მაცვია.მაიას ნორმალური სამსახური ძალიან გვეხმარება.სიმართლე რომ ვთქვა.როიგინალებსა და ბრენდებში არც ერთი ჩვენი კლასელი არ ცურავს. ახლა უფრო თბილას მხვდებიან.ერთმანეთს ვკოცნით და ველოდებით შესვლის ზარს.პირველი დამრიგებელი შემოდის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას გვილოცავს.ბარბარეს დაგვიანებით მოდის სკოლაში და კარზე აკაკუბეს.მისი დანახვა ისე მიხარია,რომ ლამისაა დავახრჩო. პირველი დღე მშვენივრად მიდის და მომდევნო დღეებიც ასეთი იქნება,ალბათ. *** მინდა,რომ რამეს გული გადავაყოლო და ხასიათი გამოვიწორო.ჩაშავებული განწყობა ნამდვილად არ მაწყობს,ამიტომ მაიას ვთხოვ,რომ სპორტულსა და სამაჯლისო ეკვებზე მატაროს.ეს უკანასკნელი ყოველთვის მიზიდავდა.მახსოვს როგორი სიამოვნებით ვუყურებდი ბავშვობაში ცეკვავებ ვარსკვლავებთ,თუმცა განა ახლაც არ ვუყურებ. მაია ამბობ,რომ სამსახურში დააწინაურეს და ამიტომ მთანხმდება,მეც ძალიან მიხარია.ჩვენთან ახლოს ახალი გახსნილია რაღაც სტუდია და იქ ვეწერები,წინა დღეს „ჩაშკებს,“ ელასტიკსა და შავ მაისურს ვყიდულობ,კედები ისედაც მაქვს. სტუდიის უფროსი მაცნობს მათ ცხოვრებას.როგორც ირკვევა,კვირაში სამჯერ უნდა ვიარო,გვასწავლიან ჰიპ-ჰოპს,ლათინურ ცეკვებსა და ბალეტს.ასევე ამბობს,რომ ერთ დღეს ბალეტს ჩაანაცვლებს გაწელვა. გარემო ძალიან მომწონს.კარგი ხალხი ჩანს.ყველა თბილად მიღებს და ცდილობენ,რომ დისკომფორტი არ შემექმნას.განსაკუთრებით ის მაღაფრთოვანებს,რომ სტუდია მხოლოდ გოგონებისთვისაა და აქ ბიჭები არ გაიჭაჭანებს.არ ვიცი რატომ,მაგრამ ასე მეფიქრება,იქნებ თავისდა უნებურად,მაგრამ მაინც მეფიქრება. ამავე დროს გამოცდებისთვის ვიწყებ მზადებას,ძალიან მეშიანია.კარგი მოსწავლე კი ვარ,მაგრამ იქნებ სწორედ ამიტომ მეშინია.სკოლაში ამბობენ,რომ რვაზე ნაკლები არ უნდა მივიღო.რას გაუგებ ამ ხალხს. წიგნებითა და სწავლით დაკავებული მეგობრებს იშვიათად ვხვდები.ერთი ბარბარეა ცემი განუყრელი თანამგზავრი ერთად ვმეცადინეობთ და ერთადვე დავდივართ მოსამზადებლად.არაფერსვიხდით,რადგან ყველა მასწავლებელი მისი ნაცნობი ან ნატესავია.ეს დედაჩემსაც ძალიან ახარებს.ასე რომ არ ყოფილიყო სახსრები არ გვეყოფოდა. მგონია,რომ ყველაფერი კარგად მიდის და სასიამოვნოდ დაღლი ვბრუნდები ხოლმე სახლში.ცხოვრებაზე საფიქრალად დრო არ ვრჩება ხოლმე და ეს კარგია.არ ვიცი ზუსტად,მაგრამ მაინც ვგრძნობ,რომ დათრგუნული აღარ ვარ. *** დრო ისე მალე გადის,რომ დემეტრესთან ვიზიტები სულ მავიწყდება.იქნებ ეს ჩემი მოუცლელობით გავამართლო,მაგრამ აშკარაა,რომ არ მინდა ხასიათის გაფუჭება.ასე ხომ გაცილებით უფრო ადვილია,არავიზე ვფიქრობ და ჩემთვის ვცხოვრობ. ჩემი მდგომარეობა ერთ კვირა დღეს მაფიქრებს.ფიქრებს რომ ვერ ვიშორებ,ვწყვეტ,რომ რამე დავწერო.ლეპტოპს ვხსნი და ვიწყებ წერას,ვშლი და ისევ ვწერ,კიდევ ვშლი და ისევ ვწერ.ადრე ეს მამშვიდებდა,მაგრამ დიდი ხანია,რაც არ მიცდია. ოქტომბრის ბოლოს ლიტერატურულ კონკურსს ვაწყდები „წერო ჰქვია.“ მის შესახებ ადრეც ვიცოდი,მაგრამ წინა წელს დადება ვერ მოვასწარი.უფრო სწორედ,დაწერა,რადგან საკმაოდ გვიან გავიგე მის შესახებ. ახლა ვდებ.ვიცი,რომ ხუთასი ნაშრომიდან ძნელია რჩეულთა სიაში მოხვედრა,მაგრამ იმედი მაინც მაქვს.ამ უკანასკენლით გახარებული დავდივარ სამი კვირა.19 ნოემბერს ველოდები.არ ვიცი რატომ მაგრამ ველოდები. მოლოდინის შეგრძნება ყველაფერს სხვა ფერებში მანახებს,უფრო ნათელ და კაშკაშა ფერებშ.ვხვდები,რომ ეს უკანასკნელი გრძნობა ენით აღუწერელია.მისი შეგრძნება სამყაროს მეორე მხარესაც გვანახებს. მოსიარულე მოლოდინად ვიქცევი.ღამღამობით არც დემეტრეზე ვფიქრობ,არც თოკოზე და არც რაიმე ფარსზე,მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკურსს ვიხსენებ.წარმოვიდგენ,რომ გამარჯვებული ვარ და 4000 ლარი მოვიგე.ეს სახელიცაა და თან..მაიას როგორ გაუხარდებოდა,ამ თანხით ოჯახს ნამდვილად გამოვადგებოდი. *** 18-ში მოლოდინის განცდა ბოლომდე მიპყრობს და თვალს ვხუჭავ,მალევე მეძინება და სიზმრებში ვეხვევი.თორმეტზე დედაჩემი მაღვიძებს და რაღაცას მეუბნება.არ ვდგები,მხოლოდ მაშინ ვიწევ,როცა „წეროზე“ მახსენდება და ფეხზე ვხტები.ლეპტოპს ვხსნი და მაშინვე წეროს ვამოწმებ.ვკანკალებ და იმას ვგრძნობ,რასაც შეყვარებული ადამიანი.დედაჩემი უცნაურად მიყურებს,მან არ იცის,რომ ვწერ და კონკურსის შესახებ საიდან ეცოდინება. -გილოცავ,დღეს შენი დღეა-შუბლზე მკოცნის,მაგრამ მე მასთან არ ვარ.-სანამ რჩეულ ნაწარმოებთა სიას ვყვები,ოთახში მეგობრებს ვხედავ და დი ტორტს. -რა ლამაზი დღეა...-გრძელდება სიმღერა,ისინი ჩემჯკენ მოიწევენ,მაგრამ არ ვინძრევი.ვერც თოკოს ვამჩნევ და ვერც ბარბარეს.მინდა მათთან მივიდე და სანთლები ჩავაქრო,მაგრამ რაღაც მაკავებს,ინტერესი მკლავს,მინდა,რომ გავიგო ვინ არის რჩეული,იქნებ მეც ვარ.ვკანკალებ და მეგობრების ჩურჩული არ მესმის.ჩავუყვები სიას და ნერვიულად ვკითხულობ. ბოლოს ტვინში სისხლი მასხამს და ადრენალინისგან ზემოთ ვხტები. -გამოვიდა,გამოვიდა...თექვსმეტეულში ვარ ჩემს თექვსმეტი წლის იუბილეზე-თვალებიდან ცეცხლებს ვყრი-არ მჯერა..მადლობა,მადლობა...-ყველას სათითაოდ ვეხვევი,თოკოსაც არ ვერიდები. ყველა გაკვირვებული მიყურებს.ვერ ხვდებიან რა ხდბეა ჩემს თავს.დიახ,არც ერთ მათგანისთვის არ მითქვამს. -რა ხდება? ჩვენც მოგილოცოთ-თაკო მკოცნის და მეხვევა. -ეს ყველაზე კარგი საჩუქარი,საკუთარი თავი ვიპოვე..ჩემი საქმე ესაა-ვყვირი. -მეზობლები-მესმის მაიას ხმა. -დაიკიდე,მე,მე ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ. -აფექტი მოიშორე და მოგვუყევი რა ხდება-თოკო ხელს მკიდებს და თავისკენ მიზიდავს-დაწყნარდი-გოგონებიც მოდიან და ცდილობენ დამაწყნარონ. -ჩემი ჰობი,ერთ დროს ჰობი..წერა ..არ მჯერა-ლეპტოპს ვატრიალებ მათკენ და ვყვირ-ეს ჩემია! თექვსმეტეულში ვარ ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეს!-სანთელსბს ვაქრობ და სახეზე ხელე ვიფარებ-მადლობაააა-ბოლო ასოს იქამდე ვწელავ,სანამ უცნაური ხმები არ მაყრუებს. მთელი ღამე არ გვძინავს.კლუბში მივდივართ და ტორტიც თან მიგვაქვს,თაკოც მოგვყევბა და ბოლომდე ვერთობით.ეს,მგონი,პირველი შემთხვევაა,როცა სიამოვნება არ მეჩხირება ყელში.ვგრძნობ,რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და სისხლი,რომელიც ჩემს ძარღვებში ჩქეფს ჩემია და უნდა მივსცე თავისუფლება ადრენალინს. -მაგარია! მაგარი!-მგონი,სასმელი მეკიდება,მაგრამ ვერ ვაცნობიერებ,რომ ასეაა. -მაგარი გოგო ხარ-ალბათ,შუა ღამე იქნება,როცა თოკო მიახლოვდება და ხელებს მხვევს. -მადლობა.მთვრალი ვარ?-გულუბრყვილოდ ვეკითხები და თავზე ხელს ვუსვამ.არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. -კი,ხარ,მაგრამ,ნუ გეშიანია..მე არ..-სიტყვა უწყდება. -სადმე დამსვი-ვეუბენები და ძლიერად ვეყრდნობი,ის ჩემს თხოვნას მაშინვე ასრულებს. *** შემდეგი დღე მძინავს და მხოლოდ საღამოს მოვდივარ გონს. -დე,ტორტი გაჭამეს,ჰო?-ვეძახი დედაჩემს,მაგრამ მისი ხმა არ მესმის.ის სამსახურშია და ამას ვერ ვაცნობიერე.მინდა,რომ ჩემს გვერდით იყოს.ტელეფონზე ვურეკავ და ვეკითხები.ის კი მეუბნება,რომ უნდა გამოვიძინო.შემდეგ ყველაფერს ვიხსენებ და ფეხზე ვდგები. ბარბარეს ვაწყდები მეორე ოთახში,ის ძლიერად მეხვევა და მკოცნის. -ვამაყობ შენით. -მადლობა.სკოლაში არ წასულხარ? -არა-თავს აქნევს. -მოდი,ფილმს ვუყუროთ-ვთავაზობ. *** 28 ნოემბერი შეუმჩნევლად მოდის.დიახ,მე დაჯილდოვების ცერემონიალზე უნდა წავიდე.მკითხველი არჩევს გამარჯებულს,ეს ისედაც ვიცი.ვიცი,რომ ბევრი სითბო მოდიოდა იმ კომენტარებიდან,რომლებსაც ვკითხულობდი,მაგრამ მაინც არ მჯერა,რომ რამე იქნება.იმედი მაქვს,მაგრამ მირჩევნია უარესზე ვიფიქრო,იქნებ მესამე ადგილი მაინც დავიკავო,ესეც ძალიან გამახარებს. იმ დღეს არავის ვაწუხებ.მინდა,რომ მარტო წავიდე.ისედაც ვღელავ და მირჩევნია მარტომ გავიგო განაჩენი,იქნება რა მელოდება. კონკურსში არასდროს გამიმარჯვია და ეს ჩემთვის ახალი ხილია.ისეთი აღელვებული ვა,როგორც არასდროს.მგონი,ასეთი რამ მაშინაც არ მიგრძვნია,როცა თოკომ პირველად მაკოცა. „ოოოოოო...ღმერთო“-ავტობუსში ავდივარ და განუწყეტლივ ვიმეორებ.დიახ,ვოხრა,ვდარდობ და იქნებ დავწყნარდე,მაგრამ ეს ასეთი იოლი ნამდვილად არაა. კანკალით ვიკავებ ადგილს და ველოდები ერემონიალის გახსნას.უცნაური გამომეტყველების მამაკაცი რაღაცას აცხადებს,მაგრამ არაფერი მესმის. ორიოდე წუთში ნაცნობი ხმა მიპყრობს და ვირინდები.ნუთუ ეს თოკოა? -აქ რა გინდა?-ძლივს ვიკავებ თავს,რომ არ ვიყვირო. -მხარდასაჭერა მოვედი. -ფეხბურთი არ არის ეს-ვეუბნები კუშტად. -არა,არა..მოდი აქ-ხელს მხვევს და თითებს ჩემს თმებში ბლანდავს. -ვერ ხარ-აღარ ვიშორებ და პასუხს ველოდები.არაფერი მესმის,მხოლოდ საკუთარი სახელის გაგონებაზე ვინთები. „თინა სხვასაც ჰქვია? არა,არა...იქნებ“-ფიქრები მებნევა.გვარს ვერ ვუსმენ,მხოლოდ თოკოს პირის მოძრაობა მაგებინებს,რომ მე ვარ. -წავაგე?-ვეკითხები და სახეზე ხელს ვიფარებ. -მოიგე,სულელო. -მესამე. -არა,პირველი. სიხარულისგან ვხტები და აღტაცებისგან ვკივივარ,თოკოს კისერზე ხელებს ვხვევ და მადლობა ვუხდი. -მხარდაჭერისთვის..-მივდივარ ცენტრში მდგომ კაცისკენ და თოკოს ხმა ბუნდოვნად მესმის. გზაში კაფეში ვსხდებით.ისეთი გახარებული ვარ,რომ სულ ვიცინი. -არ იფიქრონ,რომ გიჟი ვარ-ვეუბნები ჩემს წინ მჯდარ თოკოს. -ეს საოცარი იყო..ნამდვილად ღირსეულად გაიმარჯვე. -არ მითხრა,რომ შენც შემიფასე.. -კი,მეც ერთ-ერთი ვიყავი,ერთ-ერთი კომენტარის ავტორი. -მე არ მინახავს. -სხვა სახელით დაგიწერე-მეუბნება და ხელს ხელზე მკიდებს-ასეთი ბედნიერი რომ გნახე,მეც ბედნიერი ვარ..თინა,რას მიშვრები ასეთს? ისევ კაფეში ვართ,მაგრამ ეს უკვე გვავიწყდება.ჩვენს გონებამდე ვერ მოდის ის,რპმ აქ უამრავი ხალხია.ორივენი ფეხზე ვდგებით და ერთდროულად ვუახლოვებთ ერთმანებით ტუჩებს ბაგეებს,შემდეგ ვკოცნით და ხალხი ტაშს უკრავს. ალბათ,ყველათვის შესამჩნევია ჩემი აწითლებული სახე და დაძაბული გამოხედვა. -რა რომანტიკულია..-მესმის ხმები,მაგრამ მათთვია არ მცალი.გარიდული ვდგავარ და არ ვიცი რა გავაკეთო. -მადლობა,თინა. -რისთვის?-არეული მზერით ვეკითხები. -ამ არაჩვეულებრივი კოცნისთვის-მიღიმის და ხელს წელზე მხვევს-სჯობს,წავიდეთ,აქ კიდევ ვერ გადაუხრშავთ. ბილიკს მივუყვებით.ნაცნობი გზა ჩახვეული მეჩვენება.იქნებ ეს გრძნბების ბრალია,არ ვიცი.თავში ათასი აზრი მიტრიალებს.ამ კოცნაზე ვფიქრობ,მაგრამ ვერაფრით ვხსნი.იქნებ გრძნობებს სახელები არ უნდა დავარქვათ.მახსენდება ჩემი საყვარელი პოეტის სიტყვები,მახსენდება ბარათაშვილის ისტყვები და ხმამაღალა ვამბობ. -მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა-ეს სიტყვები თოკოსაც ესმის და ეღიმება,თუმცა არაფერს ამბობს.ალბათ,არ უნდა ეს მომენტი გააუფერულოს. სახლში მივყავარ და საწოლზე მაწვენს,შინ არავინაა,ამიტომ მარტოს არ მტოვებს. -მადლობა-ისევ მეჩურჩულება. -ამის მერე მადლობას შეგარქმევ-ვეუბნები და თვალი მეხუჭება. ცოტა ხანში მეღვძება.არ ვიცი რამდენი დრო გავიდა,მაგრამ განუსაზღვრელად აღვიქვამ და სიტყვა ცოტას მივაწერ. -დედაჩემს უნდა დავურეკო-ვეუბნები თოკოს,რომელის ჩაფიქრებული სახით ზის ჩემს საწერ მაგიდასთან. -დაურეკე-მაწოდებს ტელეფონს და მიღიმის.ის ასეთი ბედნიერი ჯერ არ მინახავს.იქნებ მართალია,რომ უბედურებას ბედნიერება ცვლის...არ ვიცი და არაფერი მესმის,არ ვიცი რა არის ბედნიერება,რა არის სიყვარული,მაგრამ ვიცი,რომ საოცარ რამეებს ვგრძნობ,ვიცი,რომ კარგად ვარ. *** ერთ კვირას ფიქრში ვატარებ.ერთ წამს ისიც კი გავიფიქრე,რომ შესაძლოა სასამართლო თავიდან მოვაწყოთ და დედაჩემმა უგულებელყოს განაჩენი.იქნებ ვესაუბრო მას,მაგრამ არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს. ოპტიმისურად ვუყურებ ცხოვრებას და დემეტრეს თავისუფლებასაც კი შესაძლებელ მოვლენათა სიაში ვწერ. მიხარია,რომ ჩემი მეგობრევი აღმოჩენას მიწოდებენ,მიხარია,რომ სხვებიც..მაგრამ ეს დემეტრესაც ხომ უნდა.მალე ერთი წელი გავა,რაც ციხეშია და იქნებ კიდევ ორ წელს არ მოუწიოს..არ მინდა,რომ მის მომავალს ხინჯად დააჯდეს ჩემი ოჯახი.. თუმცა მეორე მომენტიცაა,დედაჩემს ეს როგორ ვუთხრა ან თაკოს როგორ ვუთხრა ეს..მათ ხომ საშინელება გადაიტანეს,მაგრამ იქნებ ეს განცდები დრომ გააბათილა,იქნებ შეამსუბუქა მაინც..იქნებ შესაძლებელია,რომ ისინი დავიყოლიო. იქნებ შემიძლია რომ ვიყო ძლიერი,მე ხომ „წეროს“ გამარჯვებული ვარ. ისევ ვფიქრობ ამ ყველაფერზე და არ ვიცი რა გავაკეთო.იქნებ თოკო ჩემი ბედია,მისი კოცნა მახსენდება არ არ ვიცი რას მივაწერო.ეს ისეთი სინქრონიული და რომანტიკული იყო.აბლოდისმენტები მახსენდება და სისხლის ძლიერ მოძრაობას შევიგრძნობ.იქნებ მინდა,რომ ეს კვლავ განმეორდეს. მას შემდეგ ის არ მინახავს,საქმეები აქვს.ისიც სწავლობს.უკვე მეორე კურსის სტუდენტია და ათასი რამ აქვს გასაკეთებელი.ის იურიდიულზე სწავლობს და,როგორც ვიცი,საუკეთესოა. *** მგონი,ასეთი არეული და საკუთარ გრძნობში აღრეული ჯერ არ ვყოფილვარ.ვჯდები და წერას ვიწყებ,ემოციებისგან ვიცლები და სასიამოვნოდ მეღიმება. არ ვიცი რას მიმზადებს მომავალი.იქნებ ის მხოლოდ მუქია და იქნებ...იქნებ დემეტრეს თავისუფლებამ არიოს ჩემი ცხოვრება..ვიცი,რომ რაც უნდა იყოს,მაიცნ უნდა მივსცე ის,რაც მას ეკუთვნის.ნამდვილად არ მაქვს უფლება,რომ მისი ცხოვრების 2 წელი წავიღო..ვიცი,რომ ჩემი ოჯახის..მოკლედ,ვიცი,რომ ეს ყველაფერი არ არის ჩემი ბრალი,ამას ბევრი მეუბნება,მაგრამ მაინც ადამიანი ვარ და არ შემიძლია ვუყურო სხვის ტანჯვას,დემეტრეს ხომ ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი,იქნებ ესმის კიდეც,ის ხომ ყვეალაზე რთულ მომენტში დამიდგა გვერდით,განა ის არ იყო,ვინც დამიხსნა ბოროტ კლასელთა კლანჭებისგან. ვზივარ და ვფიქრობ.არ ვიცი არაფერი და არაფერი არ მესმის.დემეტრე ზაფხულის მერე არ მინახავს,მას მერე კი იმდენი დრო გავიდა,იმდენი რამ მოხდა,იმდენი რამ შეიცვალა,ჩვენ ერთმანეთს არ დავკონტაქტებივართ. ვინ იცის რა ხდება მას შემდეგ,იქნებ უჭირს..იქნებ რაიმე დაავადება შეეყარა.იქნებ..უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო,საშინლად მტკივა..ეს ტკივილი აღუწერელი.განა ადამიანის ენა ყველაფერს აღწერს... ისევ ვდგები და სკოლისკენ მივდიავრ.მეშინია,რომ ისეთ რამეს წავაწყდები,რაც დემეტრეს გამახსენებს.ბარბარე მხვდება გზაში და გაცისკროვანებული თვალებით მიყურებს. -მამაჩემის საფლავს მივხედეთ აღებული ფულით,ისეთი ლამაზია-ვეუბენბი და ვუღიმი. -ეჭვიც არ მეპარება. -მერე ნაგახებ,კარგი? -რა თქმა უნდა-მეუბნება და ხელს მკიდებს. *** ბარბარე თავს არიდებს თოკოზე საუბარს.ვიცი,რომ უნდა,მაგრამ ცდილობს არაფერი თქმას.როგორც კი მიუახლოვდება,ჩემს სევდიან გამომეტყველებას იჭერს და ჩერდება,ამიტომ მაშინვე უკან იხევს და შემდგომში გაკვეთილად იტოვებს. -მან მაკოცა..-ჩემით ვიწყებ საუბარს და ყველა დეტას ვუყვები. ბოლოს მეკითხება შემხმიანებია თუ არა მას შემდეგ და ვპასუხობ,რომ არა,ეს ასე არ მომხდარა. დეკემბრის ბოლოს,არდადეგების აღსანიშნავად,გოგონები ერთად ვიკრიბებით და ვერთობით.გიგა და თოკო ჩვენთან არ არიან,არ ვიცი რატომ,მაგრამ არ ვკითხულობ.ზემდეტი ლოდი არ მჭირდება. ცოტა ხნის წინ სასამართლო გაიმართა და ეს ისედაც მანერვიულებს.დემეტრე არ მინახავს,უფრო სწორედ,ვერ ვნახე,რადგან არ შემეძლო.დედაჩემი გავარკვიე ვითარებაში და კიდევ კარგი დამთანხმდა,კიდევ კარგი თაკომაც მიიღო ჩემი წინადადება.მგონი,ამით მათ ყველაფერი გამოისყიდეს,მაგრამ რა ვიცი..იქნებ ღმერთი ისე აკეთებს ყველაფერს,როგორც საჭიროა.როცა საჭიროა გვეხმარება და როცა არა-არა. *** 31-ში სახლში დედასთან ერთად ვფუსფუსებ.თვეზე მეტია არ მინახავს თოკო და ნახევარი წელია,რაც დემეტრეს დამძაბველი,აღმატკინებელი და საშინლად სასიამოვნო შემოხედვა არ მიგემია.იქნებ რომელი მათგანი მხოლოდ ჩემი მეგობარი უნდა იყოს.ამაზე ხშირად ვფიქრობ,მაგრამ არ ვიცი რა ვიფიქრო.ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში ვართ,რომ ფიქრი უბრალოდ ზედმეტად გვესახება,იქნებ ზოგჯერ ის არასაჭირო დაზემმეტი რამ ხდება,რომელიც უნდა განვდევნოთ. გოგონებიც მოდიან და ერთად ველოდებით ახალ წელს.წნ წელს ყველანი ერთად ვიყავით,მაგრამ ახლა გიგა და თოკო გვაკლია.თამთა და თამარი ამბობენ,რომ ისინი სხვაგან ხვდებიან ამ დღეს და,როგორც ბარბარე განმარტავს,თანაკურსელებსა და განუყრელ ძმაკაცებს რაღაც მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. არ ვიცი ეს როგორ გავიგო,მაგრამ მაინც ვიბნევი.ვფიქრობ,რომ,შესაძლოა,თოკომ გიგას ჩვენს ურთიერთობის შესახებ რამე უთხრა.არ მინდა,რომ მან ჩემზე ცუდად იფიქროს და თან არ მინდა,რომ...აღარ ვიცი რა არ მინდა,რომ..იქნებ სჯობს იმაზე ვიფიქრო თუ რა მინდა,რომ... რვა საათი იქნება,როცა სასიამოვნოდ ვსაუბრობთ.დივანზე მოვკალათებულვარ და ტელეფონს ჩავყურებ,თამთა კერძებს სინჯავს და ოთახიდან ოთახში მსუნაგად დადის.მგონი,ახლა თითსაც ილოკავს. მახსენდება,რომ სტუდიის ხელმძღვანელსა და ამავე დროს მასწავლებელს ახალი წელი უნდა მივულოცო.მომილოცეთო,მითხრა,უკლებლივ ყველამო.კიდევ კარგი არ დამავიწყდა,.რადგან შემდეგ,შესაძლოა,თავიდან ამომივარდეს,ახლავე ვწერ და ტელფონს მაგიდაზე ვდებ. ოთახში დედაჩემი შემოდის და გვეუბენება,რომ ძალიან ლამაზები ვართ.მის გამომეტყველებაზე მეცინება და ლოყაზე ვკოცნი. დრო ნელა გადის.ყველასთვის,მაგრამ,განსაკუთრებით,თამთასთვის,რომელსაც საჭმლისთვის ხელის მიკარება ავუკრძალეთ. -რა მსუნაგი ხარ-დავცინით დაქალს. -ეს..ეს ამ სურნელის ბრალია-იმართლეს თავს და გვერდით გვისკუპდება-რაღაც ძალიან მაგარი ფილმი ვიცი,თანაც საახალწლოა. -მაშინ არ გვითხრა რა მოხდება,არ მივეარს სპოილერები-ეუბენბა თამარი და ლეპტოპს მუხლებზე იდებს. პირველის ნახევარზე,როცა ყველანი სუფრასთან ვსხედვართ და ვსაუბრობთ,მოულოდნელი ზარი იჟერებს ოთახში.არ ვიცი ეს ვინ უნდა იყოს,თუმცა,ვფიქრობ,რომ შესაძლოამ თოკო და გიგა არიან. კარებისკენ მივდივარ,რადგან სხვა არავინ დგება და ჭრილში ვიხედები.ყვავილების დანახვაზე,მეღიმება და,ვრწმუნდები,რომ თოკოა.კარს სასწრაფად ვაღებ,უფრო სწორედ,კი არ ვაღებ,ხელი თავისით აღებს. უეცრად ვირინდები და უკან ვიხევ...არ ვიცი რა გავაკეთო,ის საუკუნეა არ მინახავს, ის დემეტრეა და სასიამოვნოდ მიღიმის. -მადლობა და ახალ წელს გილოცავ-ყვავილებს მიწოდებს. -მადლობა ღმერთს-თვალებში ვუყურებ და სევდას ვკითხულობ. -მესმის შენო ოჯახის. -მაპატიე,რომ ამდენ ხანს ვერ გნახულობდი-ვეუბენბი და თვალზე ცრემლი მადგება. -არ იტინო. -შემოდი,არ ვტირი-საკუთარ თავს ვამხნევებრ,ომ ცრემლები არ ჩამომცვივდეს. -მადლობა-შემოდის და ჩერდება-საშინლად მენატრებოდი.ხელს ხომ არ შეგიძლით? -არა,არ შეგვიშლით. -მიპატიებია-ისევ იმეორებს და უკან მომყევბა. -ეს დემეტრეა-თითქოს ყველას ვეუბნები,მაგრამ ხოლოდ დედაჩემსა და თაკოს ვუყურებ. -მაპატიეთ-ამბობს სევდიანი ხმით. -დაივიწყეეუბნება დედაჩემი და სკმაისკენ უთითებს. -ეს შემთხვევით მოხდა,მესმის..ახლა კარგადაა ყველაფერი და ეს მთავარია-თაკოს სიტყვებზე მინდა,რომ ჩავყლაპო. ზოგჯერ როგორ უეცრად იცვლება ყველაფერიი..იქნებ ცხოვრებას ცხოვრება კი არა უეცრაი უნდა ერქვას.ჩვენ ამ უეცრობაში ვცხოვრობთ,ვცხოვრობთ და კვლავ ცხხოვრობთ.ახლა ახალი წელია,მგონი,ახალი ცხორვება იწყება..ყველასთვის და მუდამ,მუდამ თავიდან,ისევ და ისევ... -უცნაურია ცხოვრება ძალიან,ძალიან..-ვამბობ და მაგიდასთან ვჯდები-ეს ჩემი გაკეთებული გოზინაყია-ვაწვდი დემეტრეს და ვუღიმი,ისიც მიღიმის.მგონი,ეს მზარა მადლობის გამომხატველია,იღებს თეფშდან ერთ ნაჭერს და პირისკენ მიაქვს. -შესანიშნავია-ისევ იღიმის და გულში სითბო მეღვრება. -წარმატებისა და ბედნიერების მომატანი იყოს ეს წელი...-ამბობს მაია და ყევლანი ერთმანეთს ჭიქებს ვუჭახუნებთ.ჩემი თვალები ისევ დემეტრესკენ მიდის,თვალს ვუსწორებ და მის ტაფლისფერ თვალებში იამოუცნობ გრძნობებს ვხედავ.იქენბ თვალები ყველაზე დიდი გამყიდველია..იქნებ ზოგერ ეს უკანასკენელიც საჭიროა,იქნებ ამისთვის არსებობს სიყალბე,იქნებ იმისთვია არსებობს,რომ თვალებთა ფუნქცია მეტი იყო,ბევრად მეტი ,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. *** -მეც მინდა მშობლები მყავდეს,დედა მაინც...მამაშენის გამო ისევ ვწუხვარ-ყურში მჩურჩულებს მეორე დღეს. -მადლობ,რომ დარჩი-ვეუბნები და ვუღიმი. -კარგი რა.ამისთვის მადლობა მე უნდა გადაგიხადოთ,სწორედ მე.. -ისევ მაპატიე,რომ ვერ გნახულობდი.. -არაუშავს,მესმის. -შენ მუდამ გესმის ჩემი. -და კარგი არაა? -უბრალოდ შესანიშნავია. -არ გინდა ვისაუბროთ,ვისაუბროთ ისე,როგორც ადრე... -ძალიან მიდნა,მაგრამ რაშია პრობლემა,იცი?-დაბნეული ხმით ვეკითხები. -ასე ვეღარასდროს ვისაუბრებთ. -ასე გგონია? ნუთუ დაგავიწყდა რა არის ახალი წელი? რას ვზეიმობთ? ნუთუ მისი მნიშვნელობა შენთვის უცნობია? -მეუბენება და ისე მიღიმის,როგორც არასდროს.ვიბნევი და მინდა ვიტირო.სახეზე ხელს ვიფარე და ვცდილობ ცრემლები შევიკავო,მაგრამ ამის გაკეთება ზოგჯერ შეუძლებელია,შეუძლებელზე მეტია... ვჩუმდები,ხვას ვერ ვიღებ და ვცდილობ თვალი ავარიდო.არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უხერხული მომენტი,ბარბარე რომ არ გამოჩნდეს. -ჩემი ბაბი-მისკენ მივდივარ და ვცდილობ უბრალოდ მოვიქცე. -ჩემი წასვლის დროა,არ იციან ჩემებმა. -რა?-გაკვირვებული სახით ვუყურებ დემეტრეს. -სიუპრიზები მიყვარს-ლოყაზე მკოცნის და მიდის. -კარგად. -კარგად-მპასუხობს და უკანმოუხედავად მიდის. -მოგწონს არა?-მეუბნება გაღიმებული ბარბარე. -ოჰ,იცოდე.. -კარგი-მიღიმის და ამ დროს დედაჩემიც შემოდის. -საღამოს სადმე წავიდეთ არ გინდა?-მეუბნება ბარბარე,როცა ჩემს ოთახში გავდივარ. -სად? -რაღაც მაგარი წვეულებაა,დედაჩემის სამსახურიდან უფასო მოსაწვევები მაქვს. -შესანიშნავია-ვთანხმდები,ვფიქრობ,რომ ეს გადამაგორებინებს დემეტრეს სიტყვებს და საერთოდ იმ გაურკვევლობას,რომელშიაც საოცრად ჩახლართულ ლაბირინთივით ვინთქმები. *** თოთხმეტისთვის სოფელში მივდივართ,ბარბარე ამბობს,რომ ეს აუცილებელია,ისეთი დაჟინებით საუბრობს,რომ უარს ვერ ვეუბნები.ვიცი,რომ შესაძლოა თოკო ვნახო და ეს მოლოდინი კიდევ უფრო მაღელვებს. ცამეტში დილას ჩავდივართ და მონატრებულ გარემოს ვათვალიერებთ. -სუპერ თანამედროვე სახლი რა-ვეუბენბი ბარბარეს და ამ დროს მაქნანა ჩერდები. -ვინ იქნება?-ვკითხულობ,მაგრამ პასუხი სულაც არ არის საჭირო. მანქანიდან თამარი და თამთა გადმოდიან.თბილად ვესალმები და თვალებს ვძაბავ.ახლა,ალბათ,გიგაც გადმოვა.დიახ,ასეც არის. -ვაიმე სად იყავი,შე ხუმარავ შენა-მისკენ მივდივარ,ის მიღიმის და მეხვევა. -თოკოს ჰქონდა რაღაც პრობლემები-მეუბნება მოკლედ,მეც აღარ ვეძიები,არ მინდა რამე ვაგრძნობინო. -სად არის?-ბარბარე მანქანას ათვალიერებს. -ვინ?-ვიცი ვისზეც ამბობს,მაგრამ მაინც ვეკითხები. -ჰო,თოკო..გამოდი..-ისმის გიგას ხმა. -აუუ-და მისი თავი ჩანს,იღიმის. -სად დაიკარგე? -ფიქრებში იყო და მეც არ მაძლევდა თქვენთან ყოფნის უფლებას-ხითხითებს გიგა.როგორც ჩანს,სიტყვები მაინც ვერ შეიკავა. -რა ხარ-მეღიმება და თამარზე ვაჩერებ მზერას. -რა იმ გოგოსთან საქმე ცუდად მიდის? -ის გოგო საუკუნეა არ მინახავს. -ანუ სხვაა?-კიდევ კარგი არ მეცინება,თორემ საკუთარ თავს გამოვამჟღავნებ,თუმცა გიგას საუბრის ტონიან ჩანს,რომ მან ყველაფერი იცის. -არა,უბრალოდ გავერთოთ-ჰამაკში ეშვება,მე გაკვირვებული ვუყურებ მის მოქმედებას და ღიმილს ვიკავებ.გამიხარდა მისი ნახვა,მაგრამ საკუთარ თავთან გულწრფელი ვერ ვიქნები. -რა იყო? არ უნდა მოგვიკითხო? გადაგვკოცნო?-ბარბარე დოინჯს ირტყამს და ბიჭს უყურებს. -ბოდიში დაბნეული ვარ-ამბობს და გოგონებს ეხვევა,მე სპეციალურად სახლში შევდივარ,რომ უხერხული სიტუაცია არ შევქმნა. -სად წავიდა?-კითხულობს გიგა და უკან მომდევს. -ყველაფერი იცი.ვიცი,რომ იცი-მაშინვე ვტრიალდები მისკენ. -ჰო,ვიცი..და თან არაფერი არ ვიცი. -ღმერთო ჩემო,ისევ ეს უხერხულობა. -დაიღალე არა? -ჰო. -იქნებ გაერკვეთ. -ღმერთო,შენც ერევი. -სადმე წავით დღესვე და ისაუბრეთ,გადადება არ ღირს-მეტ არაფერს ამბობს და მიდის. ორ საათში გოგონები მიდიან საყიდლებზე,გიგაც უკან მიყვება,წამოღებაში დაგეხმარებითო.ვიცი,რომ ჩვენი მარტო დატოვება უნდა,მაგრამ არ ვიმჩნევ.ჩვენ რომ არაფერი გვიმოქმედია,ის ჩვენს მაგივრად იბრძვის. მარტო ვრჩებით,მე ეზოში ბოლთას ვცემ,თოკო კი ფეხზე დგას და ცას უყურებს. -ლამაზია არა? -ჩვეულებრივია. -ლამაზია. -კარგი რა. -თქვი,რომ ლამაზია. -ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს-მისკენ ვტრიალდები და წარბებს ვწევ. -როცა რაღაც საოცარი გიღრნის გულს,მაშინ ყველაფერი ლამაზად ჩანს. -რაზე ლაპარაკობ-მეცინება და მზერას ვუსწორებ. -თინა,ნუთუ ვერ ხვდები,რომ ამდენ ხანს შენზე ვფიქრობდი..ისეთი ძნელი იყო ეს ყველაფერი,მაგრამ რა ვქნა..ამეკვიატა შენზე ფიქრები. -მერე მოიშორე. -არ შემიძლია. -ჩვენ შევთანხმდით. -ზუსტად მაგაშია პრობლემა,არ შემიძლია შეუძლებელი შევასრულო,თინა.. -თოკო-ხმას ვუწევ-არ შეგიძლია,რომ ისე მოიქცე,როგორც ცივილური ადამიანი იქცევა. -არა,რადგან..-ენა ებმის..-გახსოვს იმ დღეს რომელი სტრიქონი თქვი?-მისი სიტყვები მაწითლებს. -გრცხვენია არა? გრცხენია იმის,რომ.. -გაჩუმდი-ვაჩუმებ-გიგასაც უთხარი? -ის ჩემი ძმაკაცია..ვიცი,რომ ბარბარეს უთხარი. -საიდან? -სულელი არ ვარ,თინა,არ ვარ.. -გთხოვ,გაჩუმდი. -არ შემიძლია. -რატომ? -იცი,რატომ არ გნახულობდი? რატომ ვერიდებოდი ჩვენს სამეგობროს? -რატომ?-ვირევი,თავს საშინლად ვგრძნობ.გული ლამისაა გამისკდეს. -იმიტომ,რომ შენი ნახვა მაბნევს..იმიტომ,რომ ჩვენს შეთანხმებას დავარღვევდი..ახლაც კი მინდა,რომ ძლიერად მიგიკრა მკერდზე,მინდა,რომ შენი ტუჩები დავაგემოვნო..მინდა,რომ.. -გაჩუმდი-დავუყვირე და სახეზე ხელები ავიფარე. -თინა,შეიძლება უფრო ცივილურად ვილაპარაკოთ? -რას გულისხმობ? -იმას,რომ არ იტირებ. -არ ვტირი-სახიდან ხელი ვიფარებ და თვალებში ვუყურებ. -რატომ არ გინდა? -რა არ მინდა? -შანსი რომ მომცე-ერთი ნაბიჯით წინ მოდის და საშინლად მიმზიდველად იღიმის. -ისინი მალე მოვლენ?-ვეკითხები და კარებისკენ ვიხედები. -არ ვიცი,მაგრამ საუბარში ხელს არ შეგვიშლიან. -სადმე წავიდეთ,როგორც გიგამ თქვა,და მოგიყვები.. -მადლობა ღმერთს-მანქანისკენ მიდის-რაღაც პარკია და იქ დავსხდეთ. -კარგი. -წერილს დავუტოვებ ამათ,წავედით. პარკში შევდივართ და ერთმანეთის მოშორებით ვსხდებით,შემდეგ მალავე ვდგები და მას ვუყურებ. -ჩემსწინ უნდა დაჯდე,რომ ერთმანეთს ვუყუროთ. -პრეტენზიული ხარ. მის პირდაპირ არსებულ სკამზე ვჯდები და თითების მტვრევას ვიწყებ. -დიდ ხანს მოვუნდებით. -რას მიყვები? -იმას თუ როგორი არეული ვარ. -კარგი-თავს მიქნევს და მოსასმენლად ემზადება. *** საღამოს მის გარეშე ვბრუნდები.ამბობს,რომ მოგვიანებით მოვა,სხვა არაფერს მეუბნება. -სად იყავით?-მეკითხება თამთა. -გავისეირნეთ. -ის სადაა.მგონი,ბაზრობას მიაშურა-ვუღიმი და წინსაფარს ვიკეთებ-მეც დაგეხმარებით. -კიდევ კარგი თბილისიდანწამოვიღებ რაღაცებო-ამბობს გიგა და ჩემკენ მოდის. -მადლობ,რომ შეასრულე-მჩურჩულებს და განზე იწევს. -მოგიყვება ახლა-ღიმილით ვეუბნები,მაგრამ ჩუმად. საღამოს ყევლანი ნაძვის ხის ქვეშ ვსხედვართ და შეფუთულ საჩუქრებს დავყურებთ.ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო,ერთმანეთისთვის რაიმეს ჩუქნა. -თოკო სადაა?-გიგა ნერვიულად დადის აქეთ-იქით. -ალბათ,საჩუქრები არ უყიდია-ირონიულად ვამბობ. -არ უყიდია.ჰო. ყველაფერი გავხსენით,საჩუქრებით და სასმელიც,მაგიდასთან ვსხედვართ და ვხითხითებს.სასიამვნო მოგონენები ნოსტალგიურად გვაწვება. ამ დროს ვიღაც შემოდის. -გილოცავთ-მაღალ ხმაზე იძახის და გვიღიმის.თოკო ყველას საჩუქრებს უწვდის და ბოლოს ლამაზად შეფუთულ რაღაცას მაწვდის. -ჯერ არ გახსნა-ამბობს და იცინის. -კარგი რა. -არ გახსნა-მეთქი. -წესებს ნუ არღვევ-ბარბარე ჩვენ შორის დგება. -კარგი,გახსენი-მეუბნება და მიღიმის. ვხსნი და პატარა ყუთს ვაწყდები,კიდევ ვხსნი და მედალიონს ვხედავ.მასზე გულია გამოსახული და მისი სახელი წერია. -ეღადავები?-კითხულობს თამთა,თამარი კი სიცილით სკდება. -მადლობა,მადლობა-ვამბობ და ფეხზე ვდგები. -ეს რას ნიშნავს?-გიგას სიცილი უტყდება. -ჩემს გულში ვარ და ეს მისი სიმბოლოაა.მინდა,რომ შენსაშიც ვიყო. -რამე გამოვტოვეთ?-თამარი და თამთა მიყურებენ,მე კი ვიბნევი და ვწითლდები. -აშკარად გაგცა სიწითლემ-ამბობს ბარბარე,მაგრამ თავს ვიკავებ და წონასწორობას ვინარჩუნებ. -ჰო,ერთ-ერთი სასიამოვნო მოგონება-ამბობს თოკო. -რამის მოყოლას აპირებ? -იმის,რაც თინამ მომიყვა. -ის მონეტი გამოტოვე,არ თქვა-ყურში ვჩურჩულებ და გოგონებს ვუყურებ-ტყუილად ხართ შოკში,ჩვენ ერთად არ ვართ. -მაშინ დარჩი-მეუბნება თოკო და ხელს მკიდებს,მის გვერდით მსვამს და მოყოლას იწყებს,მე კი ამ დროის მანძილზე თითებს ვიმტვრევ და საათს ნერვიულად ვუყურებ. -რაღაც გამოტივე?-მოყოლის შემდეგ თამთა იცინის. -ვაიმე დემეტრე,ის აქ იყო,ახალ წელს-თამარს ეცინება. -იცოდი?-ბარბარეს უყურებენ გოგონები. -დიდი ხანია-პასუხობს ბაბი და მე მიყურებს. -მე ვიტყვი,რაც გამოტოვა.რაის დამალვას არ აქვს აზრი-გიგა ამბობს,მაგრამ აღარ აგრძელებს,რადგან გოგონები ისედაც ხვდებიან. -აუ,თურმე რატომ არ ჩანდი-ეცინება თამარს. -იმიტომ,რომ არ შემიძლია,ახლაც არ შემიძლია..-უცბათ გონი ერევა და ჩემს სახეს ხელებში იქცევს,წამის მეასედში მახებს ბაგეებს და შემდეგ მირბის.კოცნა და მე მარტო ვრჩებით. -სად წავიდა?-გიგა ეძახის,მაგრამ ის არ იხედება.მე კი აწითლებული ვზივარ და დაბლა ვიხედები. -ღმერთო,ღმერთო..-თამარი და თამთა სუფრას ტოვებენ. -გავყვები-გიგა ფეხზე დგება,მაგრამ მალევე იფიქრებს-სად დაიკარგება რო.. დილას დემეტრეს ზარი მაღვიძებს და უფრო ვირევი.ახალ წელს გილოცავო-მეუბნება და შეხვედრას მთხოვს.ვეუბნები,რომ საღამოს ჩავალ და მაშინვე ვნახავ,რადგან რაღაცაზე უნდა ვესაუბრო. *** დიახ,საღამოს კაფეში ვხვდებით და ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ. -დემეტრე,შენთან საუბარი მიჭირს. -მითხარი. -უბრალოდ ორივენი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოთ. *** ბედობამდე ვაგვარებს პრობლემებს,უფრო სწორედ,ვაფიშირებ.დემეტრემ უკვე დაწვრილებით იცის რა მოხდა იმ ღამის შემდეგ,თოკომაც იცი,რომ დემეტრე არსებობს,ორივემ იციან,რომ არეულ-აღრეული ვარ. მთელი ღამე არ მეძინება,უბრალოდ ვზივარ და ცას გავყურებ,შემდეგ ფეხზე ვდგები,ქურთუკს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. ცაზე ვარსკვლავებია,ისევ ის ღამეები მახსენდება.ფიქრი მიჭირს და უბრალოდ მივდივარ.მგონი,როცა ცა მოჭედილია,ფიქრიც უფრო ძნელია. -არ გელოდი,-მესმის უკნიდან ხმა და შიშისაგან ვხტები. -არც მე,დემეტრე-ხელები მიკაბკალებს და ერთი სული მაქვს როდის შევძვრები ლოგინში და ტირილით გავსკდები. -მესმის შენი-უბრალოდ ამბობს. -იმედია,კარგად აიწყობ ცხოვრებას..ჩააბარებ და რა ვიცი კიდევ. -ჰო,შევიტან განაცხადს-მეუბნება და თვალს მაშორებს. -კარგია.. -მადლობა,რომ დამეხმარე. -არა,ეს ჩემი ვალი იყო-ვეუბნები,ის პასუხს აღარ მცებს,უბრალოდ უკან მომყვება. -რაღაც უნდა გითხრა-ამბობს და იღიმის. -გისმენ. -ჩემი ძმაკაცი გერმანიაში წავიდა და მეც მივდივარ-ვგრძნობ,რომ ამის თქმა უჭირს. -ანუ იქ ისწავლი? გერმანული იცი? -კი,ვიცი. -შესანიშნავია. -შენ ჰუმანიტარულზე გადაწყვიტე ჩაბარება? -ფილოლოგია,განხრას მერე ავირჩევ. -თუმცა ჯერ მეთორმეტეშიც არ ხარ-მეუბნება და სევდიანად მიღიმის. -როდის მიდიხარ? -ხვალ საღამოს.დამშვიდობებები არ მიყვარს,მაგრამ ახლა დაგემშვიდობები-ამბობს და იღიმის-სუფთა ჰაერზე მეყოფა,უნდა გამოვიძინო. -კარგი და მშვიადობიანი მგზავრობა,შემატყობინე წარმატებები. -მადლობა-ნაზად მხვევს ხელებს-მომენატრები-უკან იხევს და ნაბიჯებს ნელ-ნელა დგამს. -მეც,მომენატრები..-ვეუბენები და მზერას ვაყოლებს,ის იღიმის,მაგრამ ეს გაურკევველი ემოციებითაა გამოწვეული,ამას ვხვდები და უბრალოდ ვდგავარ..ის აღარ ჩანს,სახლში უნდა წავიდე და უნდა ავტირდე,ალბათ,მაგრამ არ ვტირი. ბარბარესთან მივდიავარ დილას და ყველაფერს ვუყვები. -უნდა გაერკვიო რა გინდა-მეუბნება ისე,რომ თვალს მარიდებს. -იქნებ არ ვიცი რა მინდა. -სულ არ მიდის,ჩამოვა ხოლმე,მერე სწავლას დაასრულებს და.. -ალბათ,იქ დარჩება.. -ალბათ-სევდიანად მეუბნება და ფანჯრიდან იხედება-დღეს ბედობის დილაა. -ანუ ეს დამებედა-ვამბობ და ფეხზე ვდგები. -სკოლაში არავინ იქნებოდა-სხვა თემაზე გადააქვს საუბარი ბარბარეს. ერთი კვირა ისე გადის,რომ წიგნების გარდა არავის ვუყურებ,ვცდილობ თოკოზე არ ვიფიქრო,არც დემეტრეზე,მაგრამ საკუთარ თავში გარკვევაც არ მინდა,მეშინია,რომ არ გამომივდა,ვგრძნობ,რომ არ გამომდის.გოგონები არაფერს მეუბნებიან,არ უნდათ,რომ უფრო ამრიონ,მე კი გული მეწვის და მეწვის,გაურკვევლობას ხომ ვერასდროს ვიტანდი. გაურკევვლობა ეს ისაა,რაც ადამიანს ანადგურებს და სუნთქვას უკრავს.ნუთუ არ შეიძლება რომ ყველაფერი კრიალა იყოს,უბრალო იყო..ცხოვრება,როცა უბრალოა,ადვილია და როცა...ფიქრები მერევა,გული მეწურება და წიგნს ვშლი.უღიმღამოდ ვამზადებ გაკვეთილს და ჩანთას ვალაგებ,ახლა ბარბარესთან ერთად ვიქნები,შევხვდები,მაგრამ არაფერს მეტყვის,ყველაფერზე ჩამოაგდებს საუბარს,მაგრამ არ შეეხება ჩემს გრძნობებს.. მიჭირს,ძალიან მიჭირს...რჩევისთვისაც ვერავის მივმართავ..საკუთარი გული არ მემორჩილება და გონება ვერ ინძრევა..მათემატიკა არასდროს მიჭირდა,არც ფიზიკა,ამ საგნებში წამყვანი მოსწავლე ვიყავი,ვარ კიდეც,მაგრამ ახლა რა დამემართა...ვცდებოდი და იქნებ ლომონოსოვით ცდებოდა,როცა თქმა,მათემატიკას გონება წესრიგში მოჰყავსო..ცდებოდა,ჩემს გონებას ვერც ტრიგონომეტრია უშველის და ვერც გეომეტრია,ჩემი გონება დაქსაქსულია...გონება და გული პაექტობს,პაექრობს ჩემი მთელი არსება და მიჭირს..მიჭირს,მაგრამ ვერავის შეუძლია,რომ დახმარების ხელი გამომიწოდოს.. გრძნობებში აღრეული გოგონა მერქმევა,მერქმევა გოგონა,რომელიც დაიკარგა გულისა და გონების ბრძოლის დროს,მერქმევა გოგონა,რომელმაც არ იცის რა უნდა და მერქმევა გოგონა,რომელსაც არ შესწევს საკუთარი თავის გაგების უნარი...არა,მერქმევა რატომ,მე უკვე მქვია ასეთი გოგონა...დიახ,ეს მართალია და,სწორედ ეს არის ჩემი უბედურება,უბედურება,რომლისთვისაც თავი და ბოლო ჯერ არ მომიძებნია... *** გადავწყვიტე,რომ ცოტა ხანს არც ერთ დავეკონტაქტო,კიდევ კარგი თვითონაც არ მირეკავენ.ყველაზე კარგი ის არის,რომ თოკო არც მკითხულობს.სჯობს კონცენტრაცია სხვა რამეზე მოვახდინო. დღეს შეჯიბრი მაქვს.ლათინის ლამაზი ლურჯი კაბა შევიკერე და შავი ფეხსაცმელები.ერთმანეთზე შესანიშნავად მიდის.მასწავლებელმა მითხრა,რომ უნდა გავსულიყავი და მეც გავდივარ.ოდნავ ვნერვიულობ,მაგრამ თავი ხელში ამყავს.მიხარია,რომ ნამდვილ ცეკვებს ვსწავლობ. შეჯიბრის დასრულების შემდეგ სველ სალფეთქვს ვიღებ და ტონა მაკიაჟს ვიშორებ.სახეზე იმდენი რამ წამისვეს,რომ თითქმის მთელი შეკვრა მეხარჯება.გარეთ გამოვდივარ და მედალს ვუყურებ.არ მჯერა,რომ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დავიკავე.მსიამოვნებს,რომ იმისდა მიუხედავად,რომ პირველი წელია,რაც ვცეკვავ,ყველაფერი კარგად მიდის და პირველწლიანებში საუკეთესო ვარ.მეღიმება და ქუჩას მივუყვები.გზაში ჯერ მაის ვურეკავ და შემდეგ თაკოს,ბოლოს ბარბარეს,თამარს და თამთას.ეს ჩემი განუყრელი სამეულია. *** -არ დაურეკავს? -არა და ეს კარგია. -ჰო,არა,თინა?-მეუბენება ბარბარე. -ძალიან. -მალე გამოცდებია და ყრადღებას გადაიტან. -ჰო,მალე ზაფხულია და გამოცდებიც იწყება 15-ში პრეტესტი და 16-ში პირველი გამოცდა. -ხვალ უნდა ავიღო მოსაწვევი-ვეუბნები უბრალოდ და ჰორიზონტს გავყურებ. *** ერთი კვირა მალე გადის და პრეტესტის დროც დგება.გავდივარ და ისეთი ადვილები მომდის,რომ საკუთარ თავზე მეცინება,ვხვდები,რომ ტყუილად ვნერვიულობდი. ბარბარეს ქულები არ აინტერესებს.მე კი შემჭამეს,ოქროს მედალზე გადიხარო და საშინლად მეშინია.პირველ გამოცდაზე ლამისაა გული ამომივარდეს,შევდივარ და კითხვები თავისით მოდის.კოდის შეყვანის გამო,ისე ვნერვიულობ,რომ ლამისაა გული ამომივარდეს.ტესტებს ვაჭერ და რუქას ვუყურებ,ვიძაბები და ისევ მაუსს ვკიდებ ხელს.კომპიუტერთან ასეთი კონფლიქტური არასდროს ვყოფილვარ. ბოლოს ქრება ტესტები და ქულას მიწერს.განადგურებული ვარ,მგონია,რომ სამყარო დასრულდა. -არ დამაცადა-ვამბობ და დამკვირვებელი მიახლოვდება,ქულას იწერს და მეუბნება გადიოს,გასვლა არ მინდა,მინდა,რომ ფანჯრიდან გადავხტე. სასწავლო ნაწილი ქულას მეკითხება,ძლივს ვეუბნები.შვიდამდე მივიღე რაღაც 6 და 97 თუ 98,არ მახსოვს.წაშლილი სახით მეასედამდე სიზუსტით ვეუბენბი ქულას.ვეუბნები,რომ ამდენი ტყუილად ვიწვალე,ამდენი ტყუილად ვიმეცადინე,ამდენი დრო ტყუილად დავკარგე და დაბლა ჩავდივარ.დაბლა დამრიგებელია,ის ქულებს იწერს,მხედავს განერვიულებულს და სახე ეშლება,ქულას იწერს და მუბენბა,სანამ არ დავწყნარდები გარეთ არ გავიდე და ბავშვებს არ დავენახო. ცოტა ხანში გავდივარ გარეთ და ქულას პირდაპირ ვამბობ,სახლში მივდივარ და კარებთანვე ტირილს ვიწყებ.მაია სახლშია და ცდილობს დამამშვიდოს.მეგობარს ურეკავს,ის „კატის“ სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებელია.ეკითხება რაღაცებს,უყვება ჩემზე,ტელეფონს თიშავს და მეუბნება: -თინა,ეს უბრალოდ ბავშვების გამოცდისთვისაა,მთავარია გადალახო..კარგად ვერაა ეგ დამუშავებული.. -იმიტომ,რომ ეს საქართველოა..ეს არის ქვეყანა,სადაც არავინ და არაფერი ფასედება..ისინი არაფერს დამიფასებენ..ამდენი ტყუილად ვისწავლე,ტყუილად ვაკეთე ამდენი ტესტი,ტყუილად გადავჭამე ამდენი წიგნი.. ტირილით შევდივარ ოთახში და საწოლზე ვეხეთქები..სიკვდილი მინდა.არ მინდა შემდეგ გამოცდებზე გასვლა,არ მინდა,არ მინდა და არ მინდა. -ამის დედაც-ვყვირი და ცრემლებს ვიწმენდ. მეორე დღეს ბარბარე მაკითხავს,რატომ აგვიანებო,ძლივს მგლეკს ტესტებიდან და ტანსაცმელს მიღებს,ჩაიცვიო. შემდეგ ტესტებიც ასე გადის,იმედგაცრუებული და მოშხამული ვარ.8-მდე მრგვალდება ჩემი ქულები და ლამისაა მოვკვდე.ასე გადის ბიოლოგია და ფიზიკაც.ქულები ჩემს სკოლაში არ იწერება და ვერ ვიგებ რატომ. აღარ ვტირი,მაგრამ განადგურებული ვარ.აღარაფრის მჯერა.კომპიუტერულმა სისტემამ მიწასთან გამასწორა. ქიმიაზე გავდივარ და 8.3-ს ვღებულობ.მიკვირს და გარეთ გამოსულს სახეზე გაკვირვება ამკრია. -ქულას რომ დაუძალებ ისეთი ქულა ძლივს-ვამბობ ქულას,ჩემს ნათქვამზე კი ეცინებათ.ყოჩაღო-მეუბნებიან. სახლში გაბრაზებული მოვდივარ,მარგამ უფრო ვირევი,როცა ვიგებ,რომ ჩემს კლასელს კარგი კითხვები ამოუყარა,დიდ ხანს დატოვა და გაუმართლა. „9“ მივიღეო,მწერს და ტირილი მიტყდება.მინდა თავი მოვიკლა.ვგრძნობ,რომ ტყუილად ვიწვალე,გამანადგურეს მიწასთან.ისევ ვრწმუნდები,რომ ბედი არ მაქვს,განადგურებული და უბედური ვარ,არც თოკო მახსოვს და არც დემეტრე,უბრალოდ სიკვდილი მინდა. ზეწარში ვეხვევი და ვტირი.რამდენიმე საათს ვწევარ და შემდეგ ისევ ვდგები.მახსენდება,რომ დღეს გამოცდა მაქვს ცეკვაში.გული არ მიმიწევს,ლამისაა დიპლომზე უარი ვთქვა,მაგრამ მაინც მივდივარ. *** 50-იდან 50 ქულა მივიღე,დღეს გავიგე და მიხარია,მიკვირს და თან მიხარია,მარგამ საშინელი კომპიუტერული პროგრამა ისევ მახსენებს თავს. -ამის დედაც.კონცერტზე დიპლომს მომცემენ-ვეუბნები დედაჩემს. ორ ივლისს კონცერტია.რამდენიმე ცეკვას ვცეკვავთ და რეპეტიციები მაქვს ყოველ დღე. რამდენიმე ბილეთი ვიყიდე,ერთი გიგას მივეცი,ერთი-ბარბარეს,ერთი-დედაჩემს,ერთი-თამთას,ერთი-თაკოს და ერთიც თამარს. საერთოდ არ ვღელავ.რაც არ უნდა იყოს,კარგი ქულები მაქვს. კონცერტი მართლაც მშვენივრად მიმდინარეობს,ბოლოს დიპლომებს გვირიგებენ და დაბადების დღის მილოოცვით ხურავენ.ერთ ბავშვს ულოცავენ დიდი ტორტით და ზემოდან ბრჭყვიალა რაღაცებს ყრიან. ტანსაცმელს ვიცვლი და გარეთ გავდივარ. -ვერ დაგინახეთ-ვეუბნები ჩემს გულშემატკივრებს. -ვერც დაგვაკვირებოდი-ამბობს თაკო. -შუაში ვისხედით-დედაჩემი ამბობს-შესანიშნავად აგმოხვედი-ერთდროულად ამბობენ და მიცინიან. -მადლობთ.გიგა სად არის? -არ მოსულა,ვერ მოიცალა. -კარგით,ცოტა ხანს დავრჩები და თქვენ წადით-ბავშვებბს მინდა გამოვემშვიდობო,მასწავლებლებსაც-უკან მივდივარ და მხიარულად მივაბიჯებ. როცა გარეთ გამოვდივარ სასიამოვნოდ მიბერავს ნიავი.გაღიმებული ვტოვებ დერეფანს,როცა შიშისაგან ვხტები. -შესანიშნავი იყავი-ეს თოკოა. -რააა?-ბოლო ასოს ვწელავ და ვწელავ. -გიგას მაგივრად მოვედი. -არ ვიცოდი ჩამოსული თუ იყავი. -სიუპრიზები მიყვარს. -ღმერთო ჩემო-ზურგს ვაქცევ და ავტობუსის გაჩერებისკენ მივდივარ. -მე წაგიყვან. -არა. -ვიცი,რომ დემეტრე წავიდა გერმანიაში. -მერე რა. -ვიცი,რომ მას არ აქვს საკმარისი გამბედაობა,რომ გული გადაგიშალოს,მე კი შენს წინ ვარ და ამდენი ხნის მონატრების შემდეგ გთხოვ,რომ ჩამეხუტო. -ნაძირალა ხარ. -მერე შენ კი გინდა ამ ნაძირალას გადაეხვიო. -გადი თორემ განგაშს ავტეხ. -ვერ შესძლებ. -ვნახოთ. -კარგი,თინა..წავედი და იცოდე,რომ შენნაირი კულონი მეც მაქვს-მანახებს და იცინის. -აქ წერია თინა-მიცინის და უკან იხევს. -მე არ მკეთია-ნიშნის მოგებით ვეუბნები,ი კი იღიმის. -ავტობუსის გაჩერება შორსაა ან იქნებ მეტროთი წახვიდე?-ირონიით მეკითხება. -არაა პრობლემა-ნაბიჯს ვუჩქარებ და ვგრძნობ,რომ ის ისევ მიყურებს,არ მაცილებს თვალს.მივდივარ და მისი სიტყვები ისევ ჩამესმის,დემეტრეს არ ეყო საკმარისი გამბედაობაო.იქნებ ის მართალია,მაგრამ ამაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მაქვს. *** მთელ ზაფხულს საქართველოში მოგზაურობაში ვატარებ,ძვირიც არ ღირს და საშინლად სასიამოვნოცაა.დემეტრე მართლად არ მეხმიანება,თოკოსაც თავს ვარიდებ.იქნებ ეს საუკეთესო გამოსავალია. ბარბარე,თამარი და თამთა ჩემი მეგზურები არიან.კიდევ კარგი გიგა არ წამოვიდა,თორემ მის განუყრელ ძმაკაცსაც წამოიყვანდა. სექტემბერის პირველ რიცხვებში თბილისში ვბრუნდებით.ჩავდივარ თუ არა,გიგას მონაწერი მხვდება.მწერს,რომ ხვალ თოკოს დაბადების დღეა.მეუბენბა,რომ წინა წელს არ გადაუხდია და არც გითხრათ ამ დღის შესახებო. -მიდიხარ?-მეკითხება ბარბარე და მიცინის. -არა რა მინდა. -მაგარი წვეულება ექნება,ქალაქგარეთ აქვს დიდი სახლი და იქ იხდის. -შენ წადი,მე არ შემიძლია. -წამოდი და უბრალოდ გაერთე. -მას არ დავუპატიჟებივარ. -გიგას ხომ დაავალე,ეგ საკმარისი არაა?-ნიშნის მოგებით მეკითხება ბაბი. -აუ კარგი რა. ბოლოს მაინც მიყოლიებს.მოკლე შავ კაბას ვიცვამ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვუხამებ.მაკიაჟსაც მოხდენილად ვიკეთებ და მანქანაში ვჯდები,ბარბარეც გვერდით მიჯდება.ის ისევ იღიმის. -მანქანასაც გვიგზავნის ბიჭი-ირონიით ვამბობ და ჰორიზონტს გავყურებ. მაშტერდებიან მისი ყავისფერი თვალები.ნუთუ ორივე ერთი და იმავე ფერის თვალები აქვთ.დიახ,ცხოვრებაში ხშირია დამთხვევები,მაგრამ ადამიანთა 90 პროცენტს განა ამ ფერის არ აქვთ.მწვანე თვალებით ვაკვირდები გარემოს,მგონი მწვანედ ვუნათებ ჯურღმულს თოკოს. -მადლობ,რომ მოხვედი.არ მეგონა,რომ..-წყვეტს და ლოყაზე მკოცნის. -საჩუქარი მაქვს-ვეუბნები ისე,რომ არც კი ვუყურებ.ლამაზად შეფუთულს ვუწოდე და განზე ვიწევი.ის ხსნის და ყვირის. -ნასკები.. ყველა ჩვენ გვიყურებს. -ადრე თქვი,რომ შენი ყველა ნასკი გახეული იყო,კიდევ თქვი,რომ ნასკები ძალიან გიყვარს-სიცილს ვერ ვიკავებ,გარშემო სხვებიც იციან. -იუმორი,კლავს შენი იუმორი-გიგა სკდები სიცილით. -მადლობა,თინა-იღიმის თოკო. *** ნასკების ჩუქების შემდეგ სკოლაც იწყება.პირველი დღე ისევ ჩვეულად მიდის.განსხვავება მხოლოდ ისაა,რომ პირველკლასელები კლასებში შეგვყავს და მერე მათ ნაბოდიალებევ ლექსებს ვუსმენთ სააქტო დარბაზში. მე და ბარბარე დღეებს ვირჩევთ.კვირაში სამი დღე სავალდებულოა სიარული,სწორედ ამდენივეს ვარჩევთ მას შემდეგ,რაც რეპეტიტორებთან განრიგს ვადგენთ.ამჯერად ბაბის არც ერთი ნათესავი ან ოჯახის მეგობარი არ არის მასწავლებელი იმ საგნების,რომლებსაც ვაბარებთ.ბაბიმ მენეჯმენტი აირჩია და მეოთხე საგნად ისტორიას აბარებს,ხოლო მე ლიტერატურას. ყევლაფერი დუნედ მიდის.ერთი ისაა ახალი,რომ ცეკვიდან ერევანში მივდივართ.მაინც და მაინც არ მახარებს ეს,მაგრამ მაიცნ შესანიშნავ განწყობაზე ვარ. *** ჩემდა უნებურად მაინც ვფიქრობ ხოლმე იმ პირად საკითხებზე,რომელშიც ასე ავიბლანდე.მედლებით ჩამოვდივარ ერევნიდან,მაგრამ მაინც ვერაფერი მშველის.საბოლოოდ უნდა გადავწყვიტო რა მინდა. გადაწყვეტილების მიღება ასე რთული ჯერ არ მომჩვენებია,ამიტომაც ამ ყველაფერს აკრძალული ფიქრები შევარქვი და თავს კარგადაც ვართმევს,მე ხომ აბიტურიენტი ვარ,სამეცადინო თავზე საყრელი მაქვს. ფიქრები და ისევ ფიქრები.მართლაც რთული რამ ყოფილა,ვერასდროს ვიმორჩილებთ მათ,არ გვძალუძს ვაკონტროლოთ ისინი.ძნელია,მაგრამ სიმართლე,ძნელია,მაგრამ რეალობაა... დილას ადრე მეღვიძება,ფიქრები მიბჟუის თავში.კვირა დღეა.არსად ვარ წასასვლელი გარდა ცეკვისა,რომელის საღამოს ექვსს საათზე მაქვს. ვიღიმი,მაგრამ მალევე მახსენდება,რომ სამეცადინო მაქვს.ვდგები,შახპს ვიღებ,თავს ვიწესრიგებ და სასაუზმოდ გავდივარ,ცოტა ხანში ჩემს ოთახში შემოვდივარ და მაგიდას ვუჯდები.თაკოს ისევ ძინავს,არ მინდა გავაღვიძო და სხვა ოთახში გავდივარ.დედაჩემი ამდგარი და ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებს,ვესალმები და მალევე ვტოვებ.სამზარეულოს მაგიდას ვუჯდები და წიგნებს ვშლი. ვცდილობ გონებაში დავალაგო ის,რაც გასაკეთებელი მაქვს.ორშაბათისთვის დასაწერი მაქვს ქართული და ინგლისური,უნარები არ მაქვს,ამიტომ გვერდზე ვდგებ და ინგლისურის წიგნს ვშლი.“ტოეფელიდან“ ესეს ვკითხულობ და საინტერესო ადგილებს ვსწავლობ,ვყვები და შემდეგ მეორე გვერდზე გადავდივარ,იმასაც ვკითხულობ,ვწერ ესეს და შემდეგ რვეულს ვშლი,გამოთქმებსა და სიტყვებს ვსწავლობ,გრამატიკულ ნაწილსაც ვუღრმავდები,ვაკეთებ სავარჯიშოებს და ბოლოს წიგნიდან რაღაც ტექსტს ვსწავლობ.როცა ვრჩები,ქართულის გრამატიკას ვშლი და თეორიას ვსწავლობ,დავალაბებს ვწერ და გვერდზე ვდებ,შემდეგ გრიგოლ ხანძთელიდან ვსწავლობ თავებს,ყველაფერს დაწვრილებით ვიმახსოვრებ და ბარათაშვილის ლექსებზე გადვდივარ.რაც სახელმძღვანელოშია,ვსწავლობ და,რაც არ არის,ინტერნეტში ვეძებ. დრო მალე გადის,საათს ვუყურებ და უკვე ოთხი ხდება,ფეხზე ვდგები და ტელეფონს დავყურე.ბვვრი გამოტოვებული ზარია.რამდენიმე ბარბარესგანაა,რამდენიმეც მასწავლებლისგან და მხოლოდ ერთი თოკოსგან.ოფლი მასხამს,მის ზარს არ ველოდი,წარბებს მაღლა ვწევ და ვირინდები. ვაღიარებ,ჩემს რაღაც ნაწილს ესიამოვნა ეს,მაგრამ რაღაც ნაწილი ისევ დათრგუნულია.არ მესმის რა ხდება ჩემს თავს.არ ვიცი დავურეკო თუ არა,ბოლოს მაინც გონებას ვუჯერებ და ბარბარესთან ვუშებ ზარს. -რას შვრები,გოგო?-ეტყობა,რომ გაბრაზებული. -აუ სამეცადინო მქონდა. -ახლა სტუდიაში მიდიხარ.? -ექვსზე. -გამოგივლი,მაქეთკენ ვარ. -კარგი იქნება-ვპასუხობ და ვიღიმი. -რაღაცნაირი ხმა გაქვს. -შენ ჰო ვერაფერს გამოგაპარებ-კისკისებს და ტელეფონს თიშავს. რამენიმე წუთშ ბარბარა ამოდის და ინტერესით აცეცებს თვალებს. -რაო? -მირეკავდა. -არ დაურეკე? -არა,დავურეკო?-ვეკითხები ისე,თითქოს არ ვიცი რას მიპასუხებს. -კი,აბა რა უნდა ქნა. -არ მცალია,არ შემილია ამდენი ფიქრი,ამდენი..-მაწყვეტინებს. -იქნებ სცადო.ნუთუ ასეთი ძნელია საკუთარ სურვილებში გარკვევა. -ძნელია,ძალიან ძნელი..-სევდიანად ვამბობ. *** სახლში მოსული უნარებს ვწერს და შემდეგ ლეპტოპს ვრთავ.უკვე გვიანია,მაგრამ მაინც არ მეძინება.მალე თაკოც მოდის და გვერდით მიჯდება.რაღაც სასაცილო ისტორიებს მიყვება,მაგრამ მაინც არ მეცინება.ნეტავ რა მჭირს. ტანზე ვიხდი და ჩაუცმელი ვწვები,ჰაერი არ მყოფნის,ფანჯარას ოდნავ მაღებ და გათბობას ვრთავ.მეორე მხარს ვტრიალდები,მაგრამ მაინც არ მეძინება.მინდა გავიგო რისი ბრალია,მაგრამ არ მესმის. ცოტა ხანში ტელეფონის ეკრანი ნათდება.ვფიქრობ,რომ ეს თოკოა.ვგრძნობ,რომ სწორედ ისაა.მონაწერს ვხსნი და ერთიანად ვკანკალებ,მთელ სხეულზე ეკლები მაყრის.იქნებ ასე არ შეიძლება,მაგრამ როგორც ვმართო საკუთარი ორგანიზმი,საკუთარი გული,საკუთარი გრძნობები. „მომენატრე სიგჟემდე.“-ხმამღლა ვკითხულობ და მეღიმება.თურმე ორ სიტყვას რამხელა ბედნიერების მოტანა შესძლებია.მახსენდება წარსული დღეები და ვთრთი.ისევ მინდა,რომ მას ვხედავდე. მან დრო მომცა,მომცა მოფიქრების საშუალება.ეს ვიცი.დიახ,საკუთარ თავს ყოველ დილას ამას ვახსენებ,ვახსენებ და ისევ ვახსენებ.არაფერს ვპასუხობ,შემდეგ ისევ მომდის მონაწერი. „რატომ არ მპასუხობ? ვიცი,რომ მოგენატრე.ამ კითხვაზე არ მიპასუხო“-ერთიანად ვინთები,ასე ნამდვილად არ შემიძლია. მაინც არ ვპასუხობ,ვბრუნდები გვერდზე და თვალს ვხუჭავ.ვიცი,რომ მალე დამეძინება,ვიცი,რომ მალე აღარ მეღვიძება და ისიც ვიცი,რომ ის დამესიზმრება.ნეტავ ფიქრების მართვა შეგვეძლოს.ბევრჯერ დავფიქრებულად არა იქნებოდა,ასე რომ იყოს,მაგრამ რა მოვიფიქრე,იცით? უბრალოდ არ ვიცი,არ ვიცი... მეორე დღეს ჩემი დღე არ არის და შესაბამისად სკოლაში წასასვლელი არ ვარ.მასწავლებელი დილას არ მყავს,შემიძლია თერთმეტ საათამდე ცოტა დავისვენო.სწარაფად ვიცვამ და დაბლა ჩავდივარ,ქუჩაში მივსეირნობ და იმედი მაქვს,რომ თოკო შემხვდება.ეს მე ვთქვი? ნუთუ იმედი მაქვს? გაგიკვირდებათ და გულის სიღმეში ისეთი სასტიკი რამ მემალება,რომ არ ვიცი.მგონი,ის ყველაზე ცბიერი რამ არის.რა არის ეს? დიახ,ყველას აინტერესესბს რა არის.მგონი,ეს ის აპერწკლებია,რომელიც დიდი ხანია კიაფობს ჩემში და თავისუფლებას არ მაძლევს...ჩემი გრძნობები,ჩემი ფიქრები თავისუფალი არც არასდროს ყოფილა...არასდროს? ეს სიტყვა არ მესმის,ნეტავ რას ნიშნავს.არ ვიცი იქნებ როდესმე გავარკვიო. ქართულს ოთხზე ვრჩები და სახლისკენ მოვდივარ,მაინც და მაინც კარგ ხასიათზე არ ვარ.მასწავლებელმა ნაწერებზე შენიშვნა მომცა,სტილს მიხედეო.ვერ ვხვდები რას უწუნებს ჩემს სტილს.მგონი,ზედმეტი ამბიციები მაქვს.ვაჟა თვითონ არ ქმნიდან გრმატიკას-ვფიქრობ და მეღიმება,მე ხომ არც ვაჟა ვარ და არც შოთა,ჩემი მასწავლებელი ილიას გამკრიტილკებელი ხომ არ არის.ვიცი ეს,მაგრამ საკუთარი შექმნილი რაღაც-რაღაცები ძალიან მომწონს.მიყვარს,როცა რამე უჩვეულოსა და უცხოს ვწერ.არ ვიცი რატომ,მაგრამ მიყვარს.ზოგჯერ მგონია,რომ ნაწერი ჩემი შვილია,ჩემი პირმშო.განა ასეც არ არის? *** დღეები გადის და ის არ მეხმიანება,ზოგ მომენტში იმასაც კი ვნანობ,რომ არ მივწერე.იქნებ ეწყინა,მაგრამ განა მეც ეს არ მინდოდა.არ ვიცი,არ ვიცი. დღეს წვიმს.მალე ჩემი დაბადების დღეც იქნება.მე ხომ ამ დროს დავიბადე,წვიმიანი თვის მორიელი არ ვარ განა.არ ვიცი რამდენად ვგავარ მორიელს,მაგრამ ლიდერობა არასდდროს მჩვეოდა. ისე მოდის 19 რიცხვი რომ ვერც კი ვხვდები.მეგობრებთან ერთად ვატარებ მთელ დღეს,ისევ ისე მიკეთებენ სიუპრიზს,ყველაფერი მახარებს,მაგრამ არც ბარბარეს სამკაულებზე მეფიქრება და არც თამთას შეფუთულ ლამაზ საჩუქარზე. ისევ წინა დაბადების დღე მახსენდება.მაშინ ხომ დემეტრემ შესანიშნავი რამ მაჩუქა. კლუბიდან მოსული საწოლზე ვიშოტები.საათს ვუყურებ და გული მწყდება,ორი საათიც და ჩემი დაბადების დღეც გავა.რატომ მქონდა რამის იმედი? არ ვიცი,იქნებ ეს უკანასკენლი ბოლოს კვდება. მარტო ვარ სახლში და ლამისაა მოჩვენებების ხილვაც დავიწყო.რას გავუგებ ცხოვრებას,რას გავუგებ ოცნებას და თუნდაც იმ აჩრდილებს,რომლებიც გულში მისახლდებიან.აივანზე გავდივარ და ცას ვუყურებ.ისევ ვარსკვლავებია,ისევ და ისევ..ისევ ის დღეები მახსენდება და არ ვიცი სად წავიდე.დემეტრე? მას არ დაურეკია.იქნებ ასე სჯობს,იქნებ ვინმე გერმანელი „ნაშა“ გაიცნოს ვინ იცის. მესმის,რომ ორივესთან ვერ ვიქნები და ეს უბრალოდ ღორობაა.ღორობა? მე ხომ არასდროს ვყოფილვარ არც ღორი და არც გაუმაძღარი გოგონა.არასდროს! მოაჯირს ვეყრდნობი და იდაყვებს ნიკაპქვეშ ვიტავსებ.ეს რომანტიკაა? არა,ეს უბრალოს სევდაა.ნიავი უბერავს,ოდნავ ცივა კიდეც,მაგრამ ეს არ მადარდებს.ზემოთ ვარსკვლავებია,მხოლოდ მათკენ მიდის ჩემი ფიქრები.იქნებ მანათობელი ვარსკვლავები რაღაცას მალავენ.ამაზე ხშირად მიფიქრია და ახლაც ვფიქორბ.იქნებ მალავენ... -ლამაზია არა? საინტერესოა რას გახსენებს-მესმის ნაცნობი ხმა და ადგილზევე ვხტები.ეს ვინ არის? ნუთუ თოკოა? ვტრიალდები და სახეზე ხელებს ვიფარებ. -რა იყო? გაგიკვირდი? არ მითხრა,რომ არ მელოდი.. -არ გელოდი-უემოციდ ვამბობ,მაგრამ გონებაში ვხარშავ მის გარეგნობას.ოცნავ შეცვლილა,უფრო მამაკაცური გამხდარა,უფრო მიმზიდველი და იქნებ უფრო სექსუალური.ამ უკანასკენლ სიტყვას ვუფრთხი,მაგრამ მაინც ვიყენებ. -შენთვის რაღაც მაქვს.არ დამიტოგე ტორტი? -ტორტი არა,მაგრამ რაღაც ნამცხვარი აქვს ჩემს დას და თუ გინდა მოვპარავ-ღიმილით ვეუბნები. -შესანიშნავია ანუ ქურდიც გამხდარხარ? -რაღაც გაგებით კი. -რაღაც მაქვს შენთვის.შემომისვებ? -კი,მარტო ვარ-ვეუბნები და მერე ვნანობ.ვინ იცის რა იფიქრა. სამზარეულოში შემყავს და ნამცხვარს ვთავაზობ,მაგრამ იწუნებს და მხოლოდ ლუდიც კმაყოფილდება. -ასწორებ-ამბობს და იცინის-არ დალევ? -არა,უკვე საკმაოდ დავლიე. -კარგი.იცი,რა მაქვს შენთვის? -არა-ინტერესით ვუყურებ თვალებში. -ძალიან მოგეწონება-წამზე ნაკლებში მიახლოვდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს,მკოცნის,მაგრამ არა ისე,როგორც ადრე,უფრო გრძნობით და უფრო ძლიერი ვნებით.რა შეიცვალა? ისე მოძრაობს,თითქოს ამ კოცნაში მთელ არსებას აქსოვდეს. -გეყოფა-ხელს ვკრავ,მაგრამ მაინც ვერ ვიშორებ.ეს მეც მინდა,მაგრამ არა,არ მინდა! ასეთ საჩუქარს ვერ მივიღებ,რადგან არ შემიძლია. -თინაა... -მომშორდი-ხელს ძლიერად ვკრავ და ისიც იწევა. -ნუთუ არ მოგეწონა? -წადი შენი-ლუდის ჭიქას ვიღებ და პირდაპირ სახეში ვასწამ სითხეს. -ასე უფრო სექსუალური ხარ,ასეთი გაბრაზებული უფრო ყიდი საკუთარ თავს.ვიცი,რომ ჩემთან გინდა,ვიცი,რომ გულში უკვე შემომისვი. -ნუ ეხები ჩემს გულს. -ნუ ხარ ასეთი მკაცრი,ბუნებრივი არ ხარ-მშვიდად ამბობს და წელზე ხელს მხევს-რას გრძნობ,როცა შენს ახლოს ვარ? -გაჩერდი-მხოლოდ ამას ვპასუხობ,რადგან არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ მისი ტუჩებისა და გამძაფრებული სუნთქვის ქცერას. -თინა,ვიცი,რომ ფიქრობდი ჩემს სიტყვებზე. -არ გაჩერდები? რა გინდა?-ვყვირი,ის კი მაჩუმებს. -კარგი,მაშინ უბრალოდ ფილმს ვუყუროთ,საუბარი ხელს გვიშლის. -ფილმს? ფილმს არა იმას-ცივად ვამბობ. -მაგარი სერიალი ვიცი,მაგრად გაასწორებ. -მაინც? -უკანასკნელი სამეფო. -ოჰო. -არ შეეფერება სადღესასწაულო განწყობას-იცინის. -ვიცი. -მაშინ რამე სახალისოს ვუყუროთ-მიღიმის და ლეპტოპს რთავს-რამეს ავარჩევ. ცოტა ხანში კომედია შერჩეულია და ტელევიზორის წინ ვსხედვართ,ის მიღიმის და ჩემგან მოშორებით სუნთქავს.არც ერთი არ ვდებთ ფილმში გულს,უემოციოდვუყურებ და მხოლოდ ერთმანეთის სიახლოვეზე ვფიქრობთ.ცოტა ხანში ჩემკენ იწევა და ისე ახლოსაა,რომ ლამისაა შემეხოს.მინდა გავიწიო,მაგრამ თან არ მინდა,მინდა ვაკოცო,მაგრამ თან არ შემიძლია.ისე ვარ,თითქოს რაღაც უხილავი ძალა მაკავებს. ფილმში კოცნიან,მას ეღიმება და მე მიყურებ,მაგრამ არ ვიმჩნევ.მალე ფილმიც სრულდება და ხელს დივანს ატარებს,ჩემს თმებამდე მოდის და მტევანს დაბლა აცურებს.ცოტაც და ბეჭებზეა მისი ხელი,თავისკენ მიზიდავს და გულთან მიკრავს. -რა რომანტიკოსი ხარ-მეცინება,ამჯერად თამამად მეცინება და გვერდზე ვიხედები. -თვალს რატომ არ მისწორებ? ვიცი,ვიცი,იმიტომ,რომ გეშინია.. -ჩუმა!-ვაჩუმებ და ვუყურებ-თაფლისფერი თვალები გაქვს. -ვიცი,მთავარია,შენ რას ხედავ ამ თვალებში,თორემ თაფლისფერი თვალები 90 პროცენტს აქვს. -რამეს უნდა ვხედავდე? -ნეტავი მართლაც გულის სარკე იყოს. -იქნებ არის კიდეც-ვეუბნები და ხელებს ვხვევ,კისერზე ვხვევ და თას მკერდზე ვადებ,არ შემიძლია მის აჩქარებულ გულისცემას უემოციოდ ვუსმინო. -იმოქმედა-ამბობს და ეღიმება. -საჩუქრისთვის მადლობა-ვეუბნები და კიდევ უფრო ეცინება. -კიდევ მინდა გაჩუქრო საჩუქარი-ხელებს მკლავებზე მკიდებს და თავს მაღლა მაწევინებს-ლამაზი ტუჩები გაქვს. ისევ მკოცნის და ამჯერად წინააღმდეგობას არ ვუწევ.ისეთი გრძნობაა ეს,რომმგონია,გავარვარებულ შანთთს მიყრიან სხეულში..მგონია,რომ ვიწვი,გრძნობებისგან ვიწვი.. -მოგეწონა?-მიყურებ და ტუჩებზე მაცქერდება.არაფერს ვპასუხობ,თავს მხარზე ვადებ და მეღიმება. -არაფრის-მჩურჩულებს ყურში. *** იმ დღის მერე ისევ ვუფრთხი.ვინ იცის იქნებ სერიოზული სახე შესძინოს იმ საჩუქარს.არ ვიცი,მაგრამ ვიცი,რომ ასე მოიქცევა. მას შემდეგ პატარა-პატარა შეტყობინებებით შემოიფარგლება.ერთმანეთს მხოლოდ ბაბის დაბადების დღეზე ვხვდებით,ერთხელ ვცეკვავთ და სულ ესაა. *** დღეს პირველი თოვლია და მიხარია.არ ვიცი რატომ მაგრამ მიხარია.გადავწყვიტეთ ბაკურიანშ ავიდეთ და ცოტა გავერთოთ.ჩვენთან ერთად თოკო და გიგაც არიან.თოკო მაფერხებს.არ მინდა,რომ ისევ მაკოცოს ან იქნებ მინდა. პატარა ბავშვებივით ვგუნდაოთ და ესეც მიხარია.აი,თოკო მესვრის გუნდას და თოვლში მაქცევს.გარშემო,მგონი,არავინაა. ის მიყურებს და იცინის. -როგორ მანატრებ ხოლმე თავს. -ამაყენებ?-ვეკითხები ირონიულად. -არა-ჩემ გვერდით წვება და ცას უყურებს-ლამაზია არა? -ჰო-ჩუმად ვამბობ და წელზე მის ხელს ვგრძნობ,ხელებს ხელებზე მკიდებს და ზემოდან დამყურებს.კიდევ კარგი წონასწორას ინარჩუნებს,თორემ შემეხებოდა,შემეხებოდა და ისევ დავკარგავდი გონს. -თინა... -ნუ ხარ პათეტიკური-აგდებით ვპასუხობ,მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ. -უნდა გაკოცო-ამბობს და ტუჩები ნელ-ნელა ჩემკენ მოაქვს. -გაიყინები-ვამბობ,მაგრამ სულ სხვა რამ მინდა.ვიცი,რომ მაკოცებს და ვიცი,რომ მეც ვაკოცებ. -მერე რა,თუ გინდა ყინულადაც მაქციე,ყინულის დედოფალო. -ზედმეტ სახე..-ვეღარ ვასრულებ,რადგან მისი ცივი ტუჩები ედება და ლამაისაა გონება დავკარგო,კისერზე ხელებს ვხვევ და ვკოცნი,მთელი გრძნობითა და მთელი ვნებით.. ისე მივაწებეთ ტუჩები,რომ ვეღარ გავთავისუფლდებით,ალბათ,მაგრამ ბარბარე მოდის,გვიახლოვდება და იცინის. -ოჰ,ნეტავ ანტარქტიდაზე იყოთ,ხომ შეეყინებოთ ერთმანეთს. -არა,არა-ვიშორებ თოკოს და ფეხზე ვდგები-ეს ის არ აირს,რაც შენ გგონია. -აბა?-წარბებს სწევს ბაბი. *** ჰავაის კუნძულებზე ორკაციანი საგზური მოგიგე.აი,ზუსტად დღეს ავიღე და საშინლად ბედნიერი ვარ.დღეს 27 დეკემბერიამაგრამ გაკვეთილები მაინც მაქვს.ქართულზე მიმაქვს საგზურები და მასწავლებელს ვანახებ.ამაყი ვარ და ბედნიერი,ვხვდები,რომ ჩემი საქმე ეს არის. მასწავლებელი მაქებს,მაგრამ მის თვალებში სევდასაც ვამჩნევ.ალბათ,გული წყდება,რომ თვითონ არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამე,მაგრამ წერა განა ყველას შეუძლია.იქნებ რომ არა ასეთი გაჭირვება და დაბრკოლება,არ დამეწერა,ვერ დამეწერა..იქნებ არ შემძლებოდა საკუტარი თავის ამ ამპლუაში პოვნა,იქნებ იურიდიულზე მეფიქრა, ან მათემატიკურზე ვინ იცის... *** დემეტრეზე აღარ ვფიქრობ,მგონი.,ისიც არ მეხმარება.იქნებ ეშინია,რომ მესამე იყოს.იქნებ მართალი იყო თოკო,ის მებრძოლი არ არისო. -შენით ვამაყობ-მირეკავ თოკო. -მადლობ. -არ გინდა შევხვდეთ? -დღეს 31-ია და გოგონებთან ერთად ვხვდები,შენც არ იქნები?-ვეკითხები მას. მალევე მითიშავს და ისევ ჩემს საქმეს ვაგრძელებ.ბოლო დეკორაციები მიმაქვს ბაბისთან.სადარბაზოში როცა შევდივარ,ფეხის ხმა მესმის,ვფიქრობ,რომ თაკოა,მაგრამ ვცდები. -ჰეი,თინაა... -ოუ შენ ხარ?-მხრებს ვიჩეჩ.ჩემს წინ ის დგას. -არ მელოდი? -თოკო,ჯერ ადრეა. -მოდი აქ-ხელს მხვევს და კიბეებზე მიმარბენინბს. -დამსვი. -არა-მანქანაში მსვამს და საჭესთან ჯდება. -სად მივდივართ? -კიდევ კარგი დაწყნარდი. -შენთვის საჩუქარი მაქვს. -თუ ჩემი შეცდენა გინდა,ვერ მოგართვი. -რომ შემძლებოდა აქამდე ასჯერ დაგიმორჩილებდი. -მაგრამ რა? რა გავაკებდა? -გრძნობები და ის თუ ჩემზე რას იფიქრებდი. -გაჩუმდი-განზე ვიხედები,მაგრამ არ ვკივივარ. -მოგეწონება დამიჯერე. მანქანა ჩერდება,ეს ის სახლია,სადაც დაბადების დღე გადაიხადა.გარშემო მეები გატიტვლებულა,მაგრამ მაინც ლამაზი ბუნება მეშლება თვალწინ. -ეს ის სახლია... -შევიდეთ. ყველაფერი საახალწლოდაა მორთული.დიდი ნაძვის ხე დგას გრძელი ოთახის შუაში,დეკორაციები თვალს მიბნელებს.მეორე ოთახში გავყავრა და გაშლილ სუფრას ვხედავ,სანთლები ანთია.. -ეს ჩვენთვისაა?-ვეკითხები გაკვირვებული. -სიუპრიზი...-მიღიმის-კიდევ გინდა წასვლა?-მეკითხება და ხელს მკიდებს.პასუხს არ ვცემ და და გარემოს ვაკვირდები. საღამო მშვენივრად მიდის.უხერხულობას სადღაც ვმალავ და ვცდილობ ბუნებრივი ვიყო.მის ხელს მუხლზე ვიგრძნობ თუ არა,მაშინვე ეკლები მაყრის.რა სექსუალურია-მეთქი,ვფიქრობ და მეღიმება. ბუხარი ანათებს გარემოს.უკვე დიდი ხანია,რაც შუა ღამეს გადასცდა. -გახსოვს რა გითხარი?-მეკითხება და იღიმის. -რა? -წინა ახალ წელს. -თავიდან იწყება ყველაფერიო?-მხრებს ვიჩეჩ. -ზუსტად. ბუხართან ვსხედვართ და სასელს ვწრუპავთ.თბილა,ძალიან თბილა..ორმაგად ვგრძნობ სითბოს,როცა მის გვერდით ვარ. -რაო დემეტრეო?-ცდილობს წამკბინოს. -შემეშვი. -შეიძება გაკოცო? -როდიდან მეკითხები?-მეცინება და ისიც უკან არ იხევს. -არ ვიცი. ისებ მკოცნის.როგორ მიყვარს მისი კოცნა.იქნებ,იქნებ..გაჩერება არ არის..კისერზე ვხვევ ხელებს და გაუჩერებლივ ვკოცნი..მთელი ჩემი სული მასშია.ეკლები მაკლის,მგონი,ასეთი დახორკლილი არასდროს ვყოფილვარ.მთელი არსებით ვგრძნობ,რომ ანდამატივით მიზიდავს. ისევ მკოცნის,მთელი სხეულით ვხურვარ..ვერც კი ვგრძნობ ისე მაცლის ზედას,უფრო გაცხარებით მკოცნის და ზემოდან მექცევა...მინდა შევჩერდე,მაგრამ თან არ მინდა..გონებას ისევ ვერ ვემორჩილები.მას უკვე დიდი ხანია,რაც ვმტრობ.თმებში ხელს ვუცურებ და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ.ის ხურს,მისი ტუჩები მხურვალედ ჩამოდის ტუჩებიდნა კისერზე,კისრიდან მკერდზე. პერანგის ღილებს ვუხსნი.არ მჯერა,რომ ეს მე ვარ.. -ცხელა..-მხოლოდ ამას ამბობს.ეს რისი კოდია? ალბათ,იმის,რომ უნდა ეს ყველაფერი გაგრძელდეს. *** მის მკერდზე მეღვიძება.დღეს პირველი იანვარია.ახალი წელი მართლაც რაღაც ახალ იწყებს..მის გაღვიძებამდე ვდგები და მძინარეს ვუყურებ.გარეთ ისევ თოვს.მინდა გავიდე და ძლიერად შევისუნთქო სუფთა ჰაერი. სკამზე ვჯდები და ტელეფონს ვუყურებ.ვირინდები,როცა მონაწერს ვკითხულობ. „გილოცავ,მრავალს დაესწარი..ახალი წელი ახლის საწყისია..“-ეს დმეტრეა..რაღაც უსაიამოვნოს ვგრძნობ.მინდა,რომ ვიტირო,მაგრამ ესეც არ გამომდის.გრძნობების დედოფაი მინდა ვიყო,მაგრამ სადაა. -თოვლის დედოფალო..-შარვლის ამარა გამოდის გარეთ. -შეგცივდება-ვეუბნები და თვალს ვარიდებ. -ჩემზეც ზრუნავ? -გიკვირს? -შესანიშნავი ახალი წელი იყო. -საოცარი-ვპასუხობ და ფეხზე ვდგები.მისი ტუჩები წინ მეგებება,ისევ ვგრძნობ ნამძინარევი ბაგეების შეხებას და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის. *** დრო მალე გადის...ისევ მთავრდება არდადეგები,ისევ აღარ თოვს..ისევ მენატრება და ისევ მინდა ვნახო მომღიმარი თოკო..ისევ მნახულობს ხოლმე,მაგრამ ისევ თავს ვარიდებ.სულ მოუცლელობას ვიმიზეზებ..არ ვიცი რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას. მართალია,იმ დღის მერე არ შევხებივართ ერთმანეთის ბაგეებს,მაგრამ ისევ თვალწინ მიდგას მისი სურნელი.აი,მგონი.ახლაც ვგრძნობ. *** -არ მჯერა. -ჰო,ასეა. -რატომ არიდებ თავს? ისევ ვერ გარკვეულხარ. -იქნებ მეშინია. -იმ დღეს ხომ... -ჰო,არ ვიცი-ვპასუხობ ბაბის და სევდიანად მეღიმება. *** დრო თვალთახელშუა გარბის...ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა.ალბათ,იმიტომ,რომ ამდენი გამოცდა ჯერ არასდროს მქონია.ციებ-ცხელებით მივაპობ ცხოვრების ტალღებს. ბოლო გამოცდიდან დაღლილი გამოვდივარ.არ ვიცი რა შევძელი,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ,რომ ყველაფერი დასრულდა.მალე სტუდენტი ვიქნები..შესანიშნავი შგერძნებაა.არ ვიცი შედეგები,მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ რრომ არ ვიცი.ვგრძნობ,რომ ზურგიდან საშინელი ლოდი მომეხსნა..საპატიმროდან გამოსულ ადამიანს ვგავარ,ღრმად ვსუნთქავ და თმას ვისწორებ.. წინ ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და ვჩერდები.მგონი,ნცნობს ვხედავ.არ ვიცი ზუსტად ვინ არის. -თინა..-ის ჩემკენ მოდის.. -დემეტრე-ვიცანი,ძალიანაც არ შეცვლილა,მაგრამ მაინც სულ სხვაა. -როგორ ხარ?-მეგობრულად მეხვევა და შემდეგ ლოყაზე მკოცნის. -კარგად,ბოლო გამოცდა მქონდა.აქ რა გინდა? -მინდოდა მენახე. -საქმეები როგორ მიდის?-ვეკითხები და სიარულს ვაგრძელებ. -შესანიშნავად. -სტუდენტები ერთად გავხდებით. -იცი,რა? -გისმენ. -სადმე ვივახშმოთ,რაღა მინდა გითხრა. -ახლავე იყოს-ვეუბნები.გადადება აღარ მინდა,აღარ მინდა ზედმეტი ფიქრები. -კარგი,აქვეა რაღაც კაფე. -კარგი. ვსხდებით,მე მხოლოდ ყავას ვუკვეთ,მეტი არაფრის თავი არ მაქვს.იქნებ ამან მაინც გამომაფხიზლოს. -დაღლილი ხარ ჰო? -ჰო-ვპასუხობ და ვუღიმი. -არ გირეკავდი,რადგან ვფიქრობდი ამ ყველაფერზე.. -ჰო,მესმის-უემოციოდ ვპასუხობ. -მე ვხვდები ერთ,ამ ხნის მანძილზე ვფიქრობდი და მივხვდი,რომ ჩვენ მეგობრები ვართ..როცა სხვა რამეზე ვფიქრობდი,ყველაფერი გავაფუჭე... არ ვიცი რა ვუპასუხო და მხოლოდ ვიღიმი..მისი სიტყვები მახვედრებს,რომ მეც იმასვეს ვგრძნობდი.. მეორე დღეს გერმანიაში მიდის,ვაცილებ და მეგობრულად ვეხვევი.. -მიხარია,რომ ყველაფერი გავარკვიეთ. გაკვირვებული ვბრუნდები სახლში.აგვისტოში ჰვაი მელოდება და მშვენივრად დავისვენებ,თუმცა მეორე ადამიანი ვინ წავიყვანო არ ვიცი..გული მკარნახობს,რომ ეს თოკოა,მაგრამ ესეც არ ვიცი. *** ნუთუ ისევ ველოდები რაღაცას...დიახ,ისევ..ისევ შორს ვიჭერს მისგან თავს და თავი ამოუცნობ რომანში მგონია.. მოუთმენლად ველი შედეგებს,მაგრამ ჯერ ჰავაი მაქვს გადასაწყვეტი.10 აგვისტოს მივდივარ და მარტო ნამდვილად ვერ წავალ. -წაიყვანე ის.მას აჩუქე რა-მეხვეწება თამთა. -ჰო რა-თამარი იღიმის. -ისე მე და ბაბი რომ წავსულიყავით არ სჯობდა,ბიჭს ვერ დავპატიჟებ. -კარგი რა-ბაბი სიცილით სკდება. -არა,მე ის.. -გაიგონე რა გითხრა დემეტრემ. *** არც ერთი დაქალი არ მომყვება და მიწევს მარტო წავიდე..აეროპორტში ვდგავარ გამზადებული და ჩემს რიგს ველდები,საცაა რეგისტრაციას გავივლი. თოკოზე ისევ მეფიქრება,მაგრამ ვჩერდები..მაე ჩავჯდები და ორი კვირით მოვწყდები გარემოს..ეს თან მიხარია და თან არა. რეგისტრაციას გავდივარ,როცა ჩემი სახელი მესმის.ვგრძნობ,რომ შორიდან მოდის. -თინააა...-ისევ აგრძელებს ბოლო ასოს. -სხვას დავუთმობ რიგს-უკან ვიხევი და ინტერესით თვალებს ვქაჩავ. -რა გინდა აქ?-ვეკითხები წინ მდგომს,როემლიც გონებას მაკარგვინებს. -საგზური თან აგქვს ჰო? იმედი გქონდა,რომ მოვიდოდი.. -რა? -იმედია მაქვს,რომ აღარ ამარიდებ თავს..იმედი მაქვს,რომ...-აღარ აგრძელებს,ძიერად მიკრავს და ვნებიანად ეხება ჩემს ტუჩებს. ვგრძნობ,რომ ყველა ჩვენ გვიყურებს,მაგრამ ვერ ვიშორებ. -გეყო..ვიცი რა გიცი რა გითხრა დემეტრემ.შეიგნე და დამორჩილდი სურვილებს..ნუ იკარგები საკუთარ თავში. -რა? -ჩუმად და წავიდეთ-რეგისტრაციას გავდივართ.ისიც მოდის.ჩუმად ვარ,ხმას ვერ ვიღებ,არ მჯერა,რომ ეს ხდება. თვითმფრინავში ვჯდებით,მაგრამ ხმას არ ვიღებთ.. -პირველად ფრენ? -ჰო-ვუქნევ თავს.მგონი,მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ,რომ ეს პირველად ხდება. ხელს მხვევს,იღიმის. -შამპანურს დალევ?-მეკითხება. -არა. -რატომ? დაძაბულობას მოგხსნის. -არ მინდა-თავს მხარზე ვადებ და თვალს ვხუჭავ. *** ჰავაის ზღვა სულ სვხაა,მისი ქვიშაც სხვაა..ყველაფერი ლამაზი და აღსატაცებელია..დავდივართ და ვსეირნობთ,ხან სად ვართ და ხან სა,ხან ვცურავთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით..სასტუმროში მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ,მაგრამ ძილითაც კი არ გვძინავს,რამდენიე საათში გვეღვიძება ხოლმე.ალბათ,იმიტომ,რომ ერთმანეთი გვენატრება. -ალბათ,გაინტერესებს შედეგები არა. -ზუსტად ჩასლის დღეს გავიგებ-ვუღიმი,ის კი მკოცნის. -მიხარია,რომ კოცნის ნებას მრთავს. მეღიმება.არაფერს ვამბობ. -სხვა რამის ნევბასაც დამრთავ,იმედია.-კედელთან მაკრობს და სუნთქვა მეკვრის.. *** მისი საწოლიდან ვდგები და თმას ვისწორებ.მგონია,რომ სამოთხეში ვარ და უნებურად ვიღიმი. მალე მასაც ეღვიძება და ხელს მიქნევს. -სამოხეეეეე-ფეხზე დგება და წელზე ხელს მხვევს. -რა თქვი? -ჩემი სამოთხე ხარ,თინა.. -დარწმუნებული ხარ? -რა შენ ეჭვი გეპარება?-არაფერს ვპასუხობ..ისევ მის კოცნას ვგრძნობ და ისევ საწოლზე ვენარცხები.. *** -მადლობა ამ მოგზაურობისთვის..-მეუბენბა,როცა აეროპორტიდან გამოვდივართ. -დაიდებოდა..-ტელეფონს ვკიდებ ხელს და ვამოწმებ,მაგრამ არაფერია. -სახლში,როცა მივალთ,მაშინ იქნება..ნახავ.. *** ასპროცენტიანი გრანტი..ახლა მაინც დამიფასდა..მიხარია და თოკოს ვეხვევი.დედაჩემს უნდა დავურეკო და ვახარო..ის და თაკო ზღვაზე არიან.ვიცი,რომ ძალიან გაუხარდებათ..რატომ ვფიქრობ ზედმეტს.ხომ ვიცი,რომ მეორე აზრი უბრალოდ არ არსებობს.. ცხოვრება რიტმში დგება..უკვე სტუდენტი ვარ...დღეს პირველი დღე მაქვს უნივერსიტეტში..ადრე ვდგები და წინაწარ გამზადებულ ტანსაცმელს ვიცმევ.. მგონი,არაფერია მარადიული.მიხარია,მაგრამ არ ვიცი რა მელის წინ.. უნივერსიტეტიდან გამოსულს ზარი შემომდის,ეს გიგაა. -თოკო ავარიაში მოხვდა-მეუბნება აკანკალებული ხმით. -რა? ღადაობ?-ლამისაა ვიყვირო. -დრეფტინგი რომ უყვარდა და... -არა,არ არსებობს.. -მოდი,მძიმედაა-თიშავს. სახეზე ფერი მეკარგება,ვკანკალებ,სიარულიც კი მიჭირს.არ ვიცი რა ვქნა.როგორ მივიდე მასთან,მაგრამ ვიცი,რომ უნდა ვიჩქარო...იქნებ რამე მოუვიდეს და..ამის გაფიქრებაც კი მიჭირს..არ მინდა,რომ რამე ცუდზე ვიფიქრო,მაგრამ რეალობა... *** საავადმყოფოში ვდგავარ და თითებს ვიმტვრევს.ასეთ რამეს ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდი.იმაზე ფიქრიც კი არ მინდა,რომ მას,შესაძლოა,რამე მოუვიდეს.ეს ჩემს გონებას უბრალოდ ვერ სწვდება. -რა ხდება? რამეე ახალი?-აქვითინებული ვეშვები გიგას მკლავებში. -ოპერაციას უკეთებენ. -ღმერთო.. -გულისას..დაუზიანდა და..მედიცინაში ვერ ვერკვევი,მაგრამ ვიცი,რომ სერიოზული პროცედურაა. -არაა.არააა.-ხმამაღლა ვტრი.ჩვენი მომენტერი მახსენდება და გული მიკვდება.ვიცი,რომ ყველაფერს გადავიტან,მაგრამ მის დაკარგვას ვერა.. რამდენიმე საათი გადის,მაგრამ არაფერი ისმის..ცოტა ხანში გოგონებიც მოდიან და ცდილობენ დმამამშვიდონ,მაგრამ არ შემიძლია.. -არ შემიძლია.. -თინა.. ჩემო პატარა..ის კარგად იქნება-მეხვევა თამთა,თამარი კი ხელს მჭდებს,ბაბი გიგას ამშვიდებს და ვართ ასე.. -იქნებ ყავა დალიო?-მეკითხება ბაბი და თვალებში მიყურებს. -არ შემიძლია-ვპასუხობ და ცრემლებს ვიწმენდ. დრო გადის და ექიმიც გამოდისხალათი გაუხდია და ნერვიულად მოაბიჯებს.. -არ თქვათ,რომ..-ვყვირი და სახეზე ხელებს ვიფარებ. -ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მალე გამოიღვიძებს-მესმის მისი სუტყვები და ლამისაა გონი დავკარგო,ძლიერად ვეხვევი ექიმს და ათას მადლობას ვუხდი.ჩემი მეგობრვბი უკან ეხვევიან ერთმანეთს.. -დამშვიდდი-ამბობს ბაბი და სკამზე ეშვება. -მალე,როდის გავა მალე..ანუ ვნახავთ?-ვკითხულობ,მაგრამ პასუხს არავინ მცემს. იმ დღეს არავინ გვიშვებს საოპერაციოში.საშინლად ვნერვიულობ და ხან ვის ვეკითხები თოკოს ამბავს და ხან ვის. ღამეს იატაკზე ვათენებ და ლეპტოპში რაღაცებს ვწერ,ეს მეხმარება,სხვა ვერაფერი მაწყნარებს,ყოველ წუთს პალატისკენ ვიხედები.ნეტავ მალე გამოჩნდეს. მაია დილაუთენია მირეკავს და მიკითხავს.ვეუბნები,რომ კარგად ვარ. *** -როგორ ხარ? -არ მემჩნევა-ვპასუხობ გიგას,რომელსაც თვალები ნერვიულად ეხუჭება. -გამოძნება გჭირდება. -შენც-ვპასუხობ. -შესვლა როდის იქნება შესაძლებელი? -არ ვიცი. ექიმი გამოდის და გვეუბნება,რომ თოკოს რაღაც პროცედურებს უტარენ და რამდენიმე საათში შეგვიშვებს. -ოღონდაც ეს არა-წარბებს მაღლა ვსწევ.მიჭირს ამის დაჯერება,მაგრამ ვგრძნობ,რომ სხვა გამოსავალი არ არის. -იქნებ დაისვენო.კაფეტერიაში ჩავიდეთ-ამბობს ბარბარე,რომელიც ცოტა ხნის წინ მოვიდა სახლიდან. -არ შემიძლია. -რამდენ ხანს უნდა იყო ასე? -ჯერ ვნახავ და დავრწმიუნდები,რომ კარგად არის-ვეუბენბი და თავს ხელებში ვრგავ. -კარგზე იფიქრე და ადექი-ძაყენებს გიდა და დაბლა მიმათრევს. -სად მივდივართ? -კაფეტერიაში მოკლედ მიჭრის. -კარგი,გამიშვი და ჩემით წამოვალ-ვთანხმდები და ნერვიულად მივაბიჯებ. *** კაფეტერიიდან პალატამდე გზა საშინლად გრძელი მეჩვენება.ყველა შესაძლო შემთხვევას წარმოვიდგენ და უფრო ვშინდები. ისევ ვაცნობიერებ,რომ მის გარეშე არ შემიძლია..არ შემიძლია,რომ მის გარეშე ვიცხოვრო..მის გარეშე დღესაც ვეღარ გავძლებ.. ისევ ვაცნობიერებ,რომ მას მიჯაჭვული ვარ..ჯაჭვი ისეთი მტკიცეა,რომ მას ვერავინ დააცილებს.. პალატასთან ვდგავარ,ერთი სული მაქვს როდის დავინახავ მის ღიმილს,როდის გავუსწორებ თვალს მის თაფლისფერ მზერას და როდის გავიგონებს მისი ბაგეებიდან ამოსულ სიტყვას..წამები საუკუნედ იქცევა.. უკვე კარების წინ ვდგავარ..მინდა გავაღო,მინდა შევახო ხელი,მაგრამ მეშინია..მინდა,მაგრამ თან მეშინია,ისევე,როგორც ერთ დროს თოკოსთან ყოფნა... *** ვფიქრობ,ვფიქრობ და მაინც შევდივარ..ვუყურებ და მეღიმება,მიყურებს და მასაც ეღიმება. -მოდი აქ-მეუბნება და ოდნავ იწევა.ვუახლოვდები და ხელს ვჭიდებ.საწოლზე ვჯდები და თვალებში ვუყურებ.ვგრძნობ როგორ მომნატრებია მისი თაფლისფერი მზერის ცქერა. -მოდი ჩემთან-ოდნავ იწევა და გვერდზე ვუწვები,ხელს წელზე მხვევს და მოწყვეტით მოცნის.მის ტუჩებს ისევ ჩვეული გემო აქვს,გემო,რომელითაც ვერასდროს გავძღები. თავს მკერდზე ვადებ და მის გულის ცემას ვუსმენ.ეს ჩემთვის ყველაზე წრფელი,ყველაზე ჭეშმარიტი საუბარია. მიყურებს და ისევ ეღიმება.ვიცი,რომ ეს ბედნიერებისგან არის. ჩვენ წინ ცაა,ის სავსეა,სავსეა ვარსკვლავებით. -თინა,ეს უკომპლექსო ღამეა,ვარსკვალავებით მოჭედილი და მშვიდი,მშვიდი,უკომპლექსო ღამე... დასასრული. 25.11.2015 ___ ადრე ვდებდი და ძლიერი ემოციური კავშრიც კი მქონდა ნააწარმოებთან, შესძლოა ითქვას, ყველაზე ძლიერიც კი , რაც კი ოდესმე დამიწერა, ამიტომ გამახსენდა, შესაძლოა, დიდი ვერაფერია, მაგრამ ბევრი რამ რეალური ცხოვრებიდანაა აღებული, შეცვლილი, გაზვიადებული და ა.შ .ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სულ რაღაც 6 დღეში დავწერე, მახსოვს, იმის მაგივრად რომ მემეცადინა აბიტურიენტობის ჟამს ამას ვწერდი ხოლმე და ღამისთვის ვიტოვებდი სასწავლს.. ისე ზოგჯერ ვფიქრობ, კარგი სერიალები გამომდს ნუ სერიალის მსგავსი ხომაა, იქნებ სერიალების გადაღებაც დავიწყო , კარგი იქნება ჰო ?;დდ ბრაზილიურ და თურქულ სერიალებს კი აჯობებს, ინდურსაც :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.